სახელწოდება:Je t'aime [color=FF00CC]ავტორი:Karkusha=] ბეტა:Karkusha=] დისკლეიმერი:გმირების სახელები ეკუთვნის ს.მეიერს.(ზოგიერთი მე დავამატე) დანარჩენი ყველაფერი ჩემია. რეიტინგი:G/PG-13 პეირინიგი:უცნობია ჟანრი:Romance სამარი :ბელა უმაღლესი განათლების მისაღებად საფრანგეთში მიემგზავრება. რა მოხდება როდესაც, მწვანეთვალებიან ლამაზმანს შეხვდება? როგორ განვითარდება მისი ცხოვრება? სტატუსი: პროცესშია. ავტორისაგან:პირველად გადავწყვიტე ფანფის წერას მოვკიდო ხელი. დიდი ხანია რაც ფანფებს ვკითხულობ და სიმართლე გითხრათ ჩემთვის ვწერდი კიდევაც. ამ ნაწარმოების დაწერა უეცრად გადავწყვიტე =) იმედია მოგეწონებათ. ჯერ მე თვითონაც არ ვიცი მოვლენები როგორ განვითარდება,ამირომ ყველანაირ სიგიჟეს ელოდეთ!=] P.S. ახალი თავი ყოველ კვირას დაიდება. სწავლა და უამრავი პრობლემა მაქვს,ამიტომაც გთხოვთ გამიგოთ. =)
ტანია და ბელა კაფეში ისხდნენ, ყავას და ცხელ, შოკოლადის კრუასანებს მიირთმევდნენ. ტანია, როგორც ყოველთვის ულამაზესად გამოიყურებოდა, თუმცა ბელაც არ იყო ურიგოდ გამოპრანჭული. სახეზე ოდნავ ესვა მაკიაჟი, გამოყვანილი ჯინსები, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ლამაზი, ჰაეროვანი კოფთა ეცვა. თმები ლამაზად გაეშალა. ასე ტანიამ გამოაწყო. გუშინ მთელი დღე მაღაზიებში დაატარებდა გოგონას. ხან Prada, D&G, Gucci,Chanel... ბელას მატერიალურად არ უჭირდა. მაგრამ დიდად სიმდიდრისა და ფულის მოყვარულიც არ იყო.
მამამისი, ჩარლი, ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი ფირმის დირექტორი იყო. ის და რენე, ბელას დედა, დიდი ხანია რაც ერთმანეთს დაშორდნენ, მაგრამ მეგობრობით დღემდე მეგობრობდნენ. რაც ბელას ძალიან ახარებდა. მას არ უნდოდა, რომ ზოგიერთი თინეიჯერი გოგოსავით არჩევანის ქვეშ დამდგარიყო. მშობლებმა მას ლამაზი და უშფოთველი ბავშვობა აჩუქეს. ჩარლის ჰყავდა სხვა, მეორე ოჯახიც. ბელას მათთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
რენე დიზაინერი იყო. მასაც ჰყავდა ქმარი. ფილი - რომელიც, ლუიზიანას შტატის ბეისბოლის გუნდის მწვრთნელი იყო. რენე და ფილი ლუიზიანაში ცხოვრობდნენ. ასე, რომ ბელას საკრედიტო ბარათზე ყოველ თვიურად ირიცხებოდა სათანადო ოდენობის თანხა, რათა ამ უკანასკნელს, თავისი თავისათვის უფლება მიეცა და Chanel-ის მაღაზიაში შესულიყო.
ბელამ კრუასანი აიღო და მისი არომატი ჩაისუნთქა. თითქოს დათვრაო ისეთი შეგრძნება ჰქონდა. მოკბიჩა და ცხელი ყავა მიაყოლა. ამ დროს ტანიას მობილურმა დარეკა. -ხო საყვარელო! - ტანიამ გაიღიმა. თვალები უბრწყინავდა. - კი...ახლა კაფეში ვართ...ხო...აქ არის..- ტანიამ ბელას შეხედა. - მალე მოვალთ...კარგი...მიყვარხარ! - და ტელეფონი ისევ მაგიდაზე დადო. -ვინ იყო? - იკითხა ბელამ. -ჩემი შეყვარებული. ძალიან კარგი ბიჭია! დღეს გაგაცნობ უნივერში!..- ტანიამ საათს დახედა. - უი! არ დავაგვიანოთ! მალე მოვრჩეთ და წავიდეთ! - და ყავის სმას შეუდგა. ბელაც აჩქარდა. დღეს მისი პირველი დღე იყო უნივერსიტეტში. სორბონაში სწავლაზე ყოველთვის ოცნებობდა და აი, აუხდა კიდეც ოცნება. ტანია და ბელა მორჩნენ საუზმეს და წასასვლელად გაემზადნენ.
სორბონაში ტანიას კაბრიოლეტით მივიდნენ. ბელა ღელავდა. გული გამალებით უცემდა, ეგონა რომ მალე საგულედან ამოუვარდებოდა. ეს ტანიამ შეამჩნია და მხარზე ხელი დაადო: -ბელა, არ ინერვიულო. მე შენთან ვარ! -გმადლობ ტანია. - ბელა შეეცადა გაეღიმა. ისინი მიუახლოვდნენ სორბონას და მანქანა ავტოსადგომზე გააჩერეს. იმდენი სტუდენტი ირეოდა ირგვლივ, რომ ბელას ნერვიულობამ იმატა. უცებ, ტანიამ რაღაც დაიყვირა და წინ გაიქცა. ვიღაც ბიჭს ჩაეხუტა.შემდეგ ტუჩებში წამიერად აკოცა.
ო...ეს ალბათ მისი შეყვარებულია...-გაიფიქრა ბელამ.
ტანია მოშორდა ბიჭს და ბელასკენ წამოიყვანა. ბელა ქვაფენილს დააშტერდა. -ბელა, გაიცანი ეს ჩემი შეყვარებული - ედვარდია. ედვარდ, ეს ბელაა, ჩემი საუკეთესო დაქალი. - თქვა სიხარულით ტანიამ. -სასიამოვნოა. - გაიგონა ბელამ უმშვენიერრესი ხმა და თვალები ასწია.
ო ღმერთო...
♥Am I in love with you? ☐ True ☐ False ☑ It`s Complicated♥
Karkusha=], magaria kargad daiwye da cota ar iyos ragac es tania cudad aris rom ityvian gachxerili vnaxot rogor ganvitardeba movlenebi.. martla momewona da kitxvis gagrdzelebas aucileblad vapireb ase rom shemdeg tavs velodebi
O_o... ra rtuli siujetia. moica, exla daqals unda waartvas sheyvarebuliii??? au ra dzaan texaaavs. raga maincdamainc es tema airchie? ise sakmaod kargad da sainteresod wer. ragac seriozuli nawarmoebis dasawyiss gavs da mainteresebs rogor gaagrdzeleb. warmatebebs gisurveb
მარტლაც რომ "ო ღმერთო!" თამროოო! ძალიან კარგი თხრობა გაქვს. აღსაღნიშნავია ისიც, როომ მესამე პირში წერ ყველასგან განსხვავებით და ეს ძალიან ძალიან ძალიან მომწონს. ჯერ პირველი თავიც რომ უკვე ინტრიგა იყოო სორბონა... ო ღმერთო ჩემო! რა ეღირსა ჩვენ ბელაას მოკლედ უკვე მივხვდი რომ სიუჟეტი იქნება ასეთი: "პარიზში ყველაფერი ხდება" . ხოო? იმედია ტანია ცუდი გოგო აღმოჩნდება, თვარა შემეცოდება ბელამ ტყუილად რომ წაართვას ედვარდი ... ვაიმე ძალიან მომეწონა. ყველასგან განსხვავებულ რამეს წერ. პარიზი... უუუუუუუნიჭიერესი, უგნონიერესი და უგემოვნებიანესი გოგო ხარ! აბა შენ იცი, შემდეგი თავი მალე გვინდა!
Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'
Karkusha=], ვაიმე კარკუუშშშ! აი, ასეც ვიცოდი რააააა ეჭვი მქონდა, რომ ტანი და ედვარდი შეყვარებულები იქნებოდნეენ. და გამართლდა კიდეც ახლა გასაგებია რატომ აირჩიე ტანია ბელას დაქალად ძალიან კარგი სიუჟეტია სორბონააააა. ვაიმე მეც მინდააააა ახლა იქნება აქ ერთი ამბებიიიიი დაქალისთვის შეყვარებულის წართმევა რა ძნელიაააა ისე, ედვარდსაც ხო არ მოეწონება ბელა თავიდანვეეე????? ძაალიან კარგად წერრრრ მესამე პირში ძალიან მომწონს ყოჩაღ! ძალიან ნიჭიერი გოგო ხააარრრრ