სახელწოდება:Je t'aime [color=FF00CC]ავტორი:Karkusha=] ბეტა:Karkusha=] დისკლეიმერი:გმირების სახელები ეკუთვნის ს.მეიერს.(ზოგიერთი მე დავამატე) დანარჩენი ყველაფერი ჩემია. რეიტინგი:G/PG-13 პეირინიგი:უცნობია ჟანრი:Romance სამარი :ბელა უმაღლესი განათლების მისაღებად საფრანგეთში მიემგზავრება. რა მოხდება როდესაც, მწვანეთვალებიან ლამაზმანს შეხვდება? როგორ განვითარდება მისი ცხოვრება? სტატუსი: პროცესშია. ავტორისაგან:პირველად გადავწყვიტე ფანფის წერას მოვკიდო ხელი. დიდი ხანია რაც ფანფებს ვკითხულობ და სიმართლე გითხრათ ჩემთვის ვწერდი კიდევაც. ამ ნაწარმოების დაწერა უეცრად გადავწყვიტე =) იმედია მოგეწონებათ. ჯერ მე თვითონაც არ ვიცი მოვლენები როგორ განვითარდება,ამირომ ყველანაირ სიგიჟეს ელოდეთ!=] P.S. ახალი თავი ყოველ კვირას დაიდება. სწავლა და უამრავი პრობლემა მაქვს,ამიტომაც გთხოვთ გამიგოთ. =)
Karkusha=], chemo karkush chemo tamoooooooo....... chemo intrigis mamav momenatreeeeeeeeeeee xo da kide axali tavi momenatraaaaaaaa da rodis iqneba????????
აი დავბრუნდი უძღები შვილივით თავის მართლება არ მიყვარს, ამიტომ არ დავიწყებ იმაზე ლაყბობას, თუ რატომ ვერ ვახერხებდი ამ არაჩვეულებრივი ნაწარმოებების წაკითხვას, მგონი ყველას ეს პრობლემა აქვს :((
რაც შეეხება თვითონ ამ ფანფიკს: ვგიჟდები და მიყვარს თავის ავტორიანად ნუ არ ვიცი რაა, ისეთ დამაინტრიგბელი და საინტერესოა, პირდაპირ გაგიჟდები ადამიანი! რატო ხარ ესეთი ცუდი ბავშვი?( ) არაფერს არ გვეუბნები :(( ესე გაურკვევლობაში უნდა ვიყო ახლა... ის ბიჭი, თითწმის დარწმუნებული ვარ რომ ნიკოლაა. აბა სხვა ვინღა დარჩენილა? ელისისა და ჯასპერის მომენტი ძალიან მომეწონა! ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა შენი მხრიდან. თან რა საყვარელოა ჯასიი აი ბოლო აბზაცებმა კი გამაკვირვა მმმ, ესე მალე არ ველოდი კოცნას, მართლაც რომ არ ველოდი... აი კიდევ ამიტომ არის შენი ნაწარმოები კარგი, რომ მოულოდნელობებით არის სავსე. შენზე კი რა მეთქმის, იმდენად გასაგები და კარგი ენით წერ, რომ აღფრთოვანებული ვარ! იმ ადგილზე გადვირიე, ტირეზე რომ გქონდა! კარგი მოფიქრებაა . ძაალიან ნიჭიერი ხარ ჩემო თამროოო :*:*:*
Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'
შეტყობინება შეასწორა Tako - პარასკევი, 2011-04-01, 7:47 PM
მეც თაკოსავით დავბრუნდი და ვეცი თავებს რა გითხრა, აიაიაია ძალიან მომეწონა :)) ახალი თავები განსაკუთრებულად კარგები იყო, კიდევ და კიდევ უფრო კარგად და კარგად წერ :)) ტირეზე მომეწონა^^ და ბოლო სცენაც ეფექტური იყო^^ და ის უცნობი გმირი ალბათ ნიკოლაა ამ სურათებიდან (თაკოსავით ვფიქრობ მე) მაგრამ ვინაა ეს ნიკოლა არ ვიცით და რა მნიშვნელობა აქვს სურათს ;დ მოკლედ...^^ მაგარი ხარ კარკუშავ! ველოდები შემდეგ თავს :)) (უი ხო ბოდიში რომ დავაგვიანე კომენტარი ;დ)
ბავშვებო შეპირებული თავი... ამის მეტს ვერ გავწვდიი...ძაალიან დავიღალეე :/ იმედია მოგეწონებათ=))
8 თავი
უამრავმა განცდამ დაუარა ბელას სხეულში, როდესაც ედვარდის ტუჩების შეხება იგრძნო. ეთქვა, რომ ესიამოვნა? არა... იმიტომ რომ ედვარდი უხეშად ჰკოცნიდა და ცდილობდა საპასუხო კოცნა მიეღო. ტანია... ბელა ვერ დაუშვებდა, რომ გოგონაზე ასეთი რამ გაეკეთებინა. მან იცოდ,ა რომ მისი დაქალი თავდავიწყებით შეყვარებულიყო ამ ბიჭზე. -არა! - შეჰყვირა ბელამ და ედვარდს ხელებით უბიძგა და მოიშორა. ბიჭი თითქოს ტრანსშიაო ისე იდგა და არაფრის მთქმელი მზერით შეჰყურებდა ბელას. -არა? რა იყო არ მოგეწონა? მეგონა ჩემს მიმართ, რაღაც გრძნობები გქონდა... - სარკაზმით უთხრა ედვარდმა. მის ბაგეებს ცბიერი ღიმილი დასთამაშებდა. -არა ედვარდ. შენ ცდები.. მე ტანიას ამას ვერ გავუკეთებ. ის ჩემი დაქალია და არ ვაპირებ შენს გამო მის დაკარგვას. - უპასუხა უკვე ცრემლებმომდგარმა ბელამ. -კარგი. წადი. - მშრალად უთხრა. - არ ვაპირებ ხვეწნა დაგიწყო. უბრალოდ მომინდა და გაკოცე. არ გეგონოს, რომ ჩემთვის რამეს ნიშნავ... რამეს წარმოადგენ... ბელამ თავი დაუქნია და იქაურობას გაეცალა. გზაში ცრემლები ვეღარ შეიკავა და ატირდა. ალბათ, დაგებადებათ კითხვა, თუ რატომ ტიროდა?... არ გეგონოთ, რომ ედვარდი უყვარდა და ეს ცრემლები სიყვარულის ცრემლები იყო. არა... უბრალოდ დაიღალა. როდესაც აქ, სიყავრულის ქალაქში ჩამოსვლა გადაწყვიტა, არ ეგონა, რომ ასე გაუჭირდებოდა. ეგონა აქ ყველაფერი იდეალური იყო. თურმე ცდებოდა...მწარედ ცდებოდა. ამ ყველაფრის გაძლება უჭირდა... დაქალი, რომელსაც სიკვდილით ემუქრებიან და სიყვარულით იტანჯება... დაქალის ეგრედწოდებული შეყვარებული, რომელიც წყალწაღებული ნარკომანია და ახლა თავისი გოგოს დაქალთან მოუნდა ურთიერთობის გაბმა... მაფია...დაქალის ძმა... ათასი ყოველდღიური პრობლემა, რომელსაც გადაჭრა სჭირდება... თქვენც დაიღლებოდით....
სენტ-ლაზარის სადგური. 20:00.
საღამოს რვა საათზე, ექსპრესი ავრი-პარიზი შემოვიდა საგდურზე, 23-ე ბაქანზე. მგზავრების მშობლები, მეგობრები და ნათესავები ირეოდნენ ბაქანზე. ზოგი იცინოდა, ზოგი ეხვეოდა ერთმანეთს, ზოგი ტიროდა... მოკლედ ირგვლივ სიცოცხლე ჩქეფდა. ვერავინ ვერ ამჩნევდა მათ შორის მოსიარულე მარტოსულ ადამიანს, რომელიც მოქუფრული სახით მიაბიჯებდა ბაქანზე. კარგად შელახული ჯინსი, კუბიკებიანი ცისფერი მაისური ეცვა, მხარზე კი ზურგჩანთა ეკიდა. ხალხს არ უყურებდა, ქვაფენილის შესწავლაში იყო გართული. ის თავის მატარებელს ელოდა. სულ მალე ეს მატარებელი წავიდა და მის ნაცვლად სხვა შემოვიდა. მგზავრები ნელ-ნელა ადიოდნენ, თან ასასვლელთან მდგარ დამკვირვებელს ბილეთს ანახებდნენ. ჩვენი უცნობიც რიგში ჩადგა. - თქვენი ბილეთი. ბიჭმა ფრთხილად დაკეცილი ბილეთი გაუწოდა, სახეში კი არც შეუხედავს მისთვის. საბოლოოდ ბილეთი დაუბრუნეს და მგზავრიც მატარებელში ავიდა.
პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი.
ვივიანის სკვერზე, სიტეს კუნძულზე, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი მდებარეობს. ეს ნამდვილი მარგალიტია გოთური არქიტექტურისა. ამ გენილური პროექტის ავტორი უცნობია.. თუმცა ამბობენ ის კაცი კატორღაში მუშაობდაოო... არ ვიცი ეს სინამდვილეა თუ არა, მაგრამ ასე ამბობენ... საფრანგეთის არცერთი საკათედრო ტაძარი, ვერ შეედრება თავისი პროპორციული სიზუსტით, ხაზების სისუფთავით, სისადავით და არქიტექტურული სიმდიდრით, ნოტრ-დამს. აქ ყოველდღე ათასობით ადამიანი მოდის... დგანან და საათობით უყურებენ ამ დიად შენობას. მის პატარა, მინიატურულ ფიგურებს, რომელთა გაკეთებაც იმ დროისთვის თითქმის შეუძლებელის ტოლფასი იყო. დგახარ და დროის შეგრძნებას კარგავ... ლაპარაკის უნარი აღარ შეგწევს და უბრალოდ სუნთქვა გეკვრის. „ღმერთო მე აქ ვარ...“. დროის შეგრძნებას მხოლოდ ზარების ხმა გიბრუნებს. ტაძრის დიდ ზარს „ემანუელი“ ჰქვია და 13 ტონას იწონის. „ემანუელის“ ხმის გაგონებაზე ბევრი ადამიანი ოცნებობს, მაგრამ დღეს მისი ხმა ედავრდმა მოისმინა. ედავარდი მარტოდმარტო დადიოდა ჯერ ტაძრის გარეთ, შემდეგ შიგნით. თუმცა არა, მარტო არ იყო. მასთან ერთად, ნოტრ-დამის შემქმნელების აჩრდილებიც დადიოდნენ. შიგნით პატარ-პატარა მინებით გაწყობილი ფანჯრები იყო. მზის სხივები თითქმის არ შემოდიოდა, მხოლოდ უამრავი, მოციმციმე სანთელი ანათებდა და აკაშკაშებდა იქაურობას. ამ დღეს საშინლად წვიმდა. ხალხი ზომაზე ცოტა იყო. საღამო ხანი იდგა...ცივი ქარი ქროდა და ფოთლები მიმოჰქონდა. შემოდგომა... ედვარდი ნოტრ - დამის შესასვლელთან იდგა და სენტ-დენის, წმინდა დენისის ქანდაკებას უყურებდა. ეს პირველი ეპისკოპოსი იყო ლუტეციისა. მას ხელები თავის სიმაღლეზე ჰქონდა აღმართული...ეტყობა ლოცულობდა. გაგიჩნდებათ კითხვა... რა უნდა აქ ედვარდს?! ?! !? შენდობა... მოვიდა ჭკუაზე... იმ ინციდენტის შემდეგ, რომელიც ბელასთან მოუვიდა თავს დამნაშავედ გრძნობდა. იცოდა, რომ არასწორად მოიქცა, მაგრამ იმ მომენტში ვეღარ აზროვნებდა. მკითხველო იმედი მოგეცა? ტყუილად... მე არ გირჩევ იმედი გქონდეს მისი გამოსწორებისა...ასე უცებ არა... ედავრდი დღეს მოინანიებს...აღსარებას იტყვის...მაგრამ ხვალ ისევ ვერ გაუძლებს ამხელა ცხორვებისეულ ტვირთს და ისევ დოზას გაიკეთებს. არ განსაჯო ძალიან მკაცრად...მინდა მასაც გაუგო.. დედა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, მამა მაფიოზი, რომელიც ხალხს კლავს, ნარკოტიკები, ნარკოტიკები, ბელა...ახალი პრობლემის სახით... რთულია ამ ყველაფერს გაუძლო და ნორმალურ ადამინად დარჩე. ვიცი ნერვიულობთ...მეც ვნერვიულობ... ედვარდი აქ ბოლოჯერაა... ბოლოჯერ, არა პირდაპირი მნიშვნელობით. კარლაილმა დაურეკა და იტალიაში გამგზავრება მოსთხოვა. ამანაც უარი ვერ უთხრა. რომც ეთქვა აზრი ა ჰქონდა, მის უარს არ მიიღებდნენ.
იესო ქრისტეს ქანდაკებასთან მივიდა ნელი, გაუბედავი ნაბიჯებით. რცხვენოდა?..ალბათ... ახლა ის საღად აზროვნებდა და ამიტომაც რცხვენოდა. მუხლებზე დადგა და ახედა უდრეკ ფიგურას. უყურა...უყურა ასე დიდხანს... ელაპარაკებოდა...ჩუმად...
ერთი ეპისკოპოსის სიტყვებს მოგაგონებთ: „ბევრ სიტყვას არ ამბობს...მხოლოდ მისი ოხვრა და გულისცემა ისმის. ვისი გულიც აღელვებულია და ღრმად გრძნობს, იმას არ შეუძლია ბევრის თქმა. ან რად უნდა ღმერთს შენი სიტყვები! ღმერთი ჰხედავს შენს გულს...“
აი ასე იყო ედვარდიც. მხოლოდ მისი გულისცემა და ოხვრა ისმოდა.
ბიჭი თავის თავს ეწინააღმდეგებოდა, როგორც შეეძლო. უფროსწორად თავის ბოროტ მხარეს. მაგრამ ეს დროებითი იყო...
ჯერ ადრეა...
♥Am I in love with you? ☐ True ☐ False ☑ It`s Complicated♥
მაგარი თავი იყო. ყველაფერი ძაან მაგრად გქონდა აღწერილი ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ჩემს თვალწინ ხდებოდა . ბელა კარგდა მოიქცა რომ მოიშორა . ედვარდი საშინლად იქცევა მაგრამ კარგია რომ ინანიებს მაინც . ყოჩაღ უმაგრესად წერ უნიჭიერესი ადმიანი ხარ.
მაგარი თავი იყო. ყველაფერი ძაან მაგრად გქონდა აღწერილი ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ჩემს თვალწინ ხდებოდა . ბელა კარგდა მოიქცა რომ მოიშორა . ედვარდი საშინლად იქცევა მაგრამ კარგია რომ ინანიებს მაინც . ყოჩაღ უმაგრესად წერ უნიჭიერესი ადმიანი ხარ.
meti araferi maqvs satqmeli : )) martla magaria ro moishora, jer martlac rom adreaa : ) is ucnobi rogor mainteresebs tqven ar iciiiitttttt
pirveli ...... aravitar kitxvas ar dagivsvam,vici mainc ar gamcem pasuxs da tu gamcem isets metyvi shemdeg tavamde vegar movitmen xo dzalian kargi tavi iyo momewona eh edis gamosworebis imedi apa ar unda gvqondes exa xo... araushav rogorme gadavitan,exa is bichi vin aris is gamagebia da ar minda araperi
chemo itrigis mamav ' dzalian magari xar moxaruli var rom gagicani da shenairi nichieri adamiani myavs megobrad
Karkusha=], კარკუუშ, ბოლო ნაწილზე ძალიან დავსევდიანდი და თვალებში ცრემლები ჩამიდგა არა რა, მე მაინც შემეცოდა ედვარდი. სულ პატარაზე, მაგრამ მაინც. სინდისის ჯენჯნამ თუ შეაწუხა სულ ცოტა ხნით მაინც ეს უკვე კარგია ნეტავ მამამისმა იტალიაში რატომ მოთხოვა ჩასვლა? ამას თავისი მიზეზი ექნება ის უცნობი კიდე ნეტავ სად მიდიიიისსს? კარგია, რომ ბელამ ედვარდი მოიშორა. ჯერ მართლა ადრეა. ნოტრ-დამის აღწერა ძალიან მომეწონა თამ ფრანგულში ვისწავლე შარშან და იმის მერე როგორ მინდა იქ წასვლა ხო არ იცი რაა შეზე რაღა ვთქვა? როოგორც ყოველთვის ძალიან კარგი ხარ ჩემი ნიჭიერიიიი როცა შენს თავებს ვკითხულობ ხოლმე, რატომღაც ვმშვიდდები.