სახელწოდება:Je t'aime [color=FF00CC]ავტორი:Karkusha=] ბეტა:Karkusha=] დისკლეიმერი:გმირების სახელები ეკუთვნის ს.მეიერს.(ზოგიერთი მე დავამატე) დანარჩენი ყველაფერი ჩემია. რეიტინგი:G/PG-13 პეირინიგი:უცნობია ჟანრი:Romance სამარი :ბელა უმაღლესი განათლების მისაღებად საფრანგეთში მიემგზავრება. რა მოხდება როდესაც, მწვანეთვალებიან ლამაზმანს შეხვდება? როგორ განვითარდება მისი ცხოვრება? სტატუსი: პროცესშია. ავტორისაგან:პირველად გადავწყვიტე ფანფის წერას მოვკიდო ხელი. დიდი ხანია რაც ფანფებს ვკითხულობ და სიმართლე გითხრათ ჩემთვის ვწერდი კიდევაც. ამ ნაწარმოების დაწერა უეცრად გადავწყვიტე =) იმედია მოგეწონებათ. ჯერ მე თვითონაც არ ვიცი მოვლენები როგორ განვითარდება,ამირომ ყველანაირ სიგიჟეს ელოდეთ!=] P.S. ახალი თავი ყოველ კვირას დაიდება. სწავლა და უამრავი პრობლემა მაქვს,ამიტომაც გთხოვთ გამიგოთ. =)
მაააგრააამმმმ ამას ერთი მინუსიც აქვს. ის, რომ ვერ ვიგებ რას ფიქრობენ თავად პერსონაჟები.
მეც ეგ მინდა ჩემთვის ეგ ერთგვარი პლიუსია :)) რაც უფრო დიდი ინტერესია მით უკეთესია
Quote (bella-vampire)
შენ წარმოიდგინე და ძალიან ცოტა და პატარ-პატარა ეჭვები მაქვს, რაც ხდება იმის შესახებ. მაგრამ მგონი არცერთი არ არის სწორი ვარიანტი
ძალიან მაინტერესებს შენი ეჭვები და თუ გაგვიზიარებ კარგი იქნება :)) რა იცი რა ხდება,იქნებ სწორია
Quote (bella-vampire)
პოლინა და სებასტიანი ხომ არ იქნებიან მერე ერთააად?
ვაპირებ, თუ არ გადავიფიქრე
Quote (bella-vampire)
ალბათ მართლა რაღაც მნიშვნელოვანია.
კი მნიშვნელოვანი მართლაც არის, შევეცდები მომავალ თავში ცოტათი მაინც მიგანიშნოთ რაშია საქმე
Quote (bella-vampire)
მგონი აქ მართლაც ამაშია საქმე. პირველად რომ წავიდნენ სასეირნოდ და ბელას სებასტიანი შეხვდა. შემდეგ დანარჩენებთანაც რო მიიყვანა, ტანია რაღაც უცნაურად იყო მგონი. ერთ ადგილში უყურებოდა თუ რაღაც ასეთი ეწერა (ახლავე გადავამოწმებ ზსუტად როგორაა. იქნებ მივხვდე რამეს)
დაკვირვებული ხარ თაამ!
Quote (bella-vampire)
ეს იმაზე მიმანიშნებს, რომ ედვარდი/ბელა უფრო არ იქნება. არააა?????
ვაიმე თქვენ ხელში,მალე სიმართლესაც დამცინცლავთ! ზუსტად არ ვიცი ან ედვარდი ან...კიდევ ვინმე :))) აი ის ვინმე ვინ იქნება უკვე ჩემი საიდუმლოა რომელმაც ჩემი აზრით ძაააალიან უნდა გაგაოცოოთ :)))))))))))))
Quote (bella-vampire)
ისე მიყვარს ეს წყვილი, რომ სხვანაირად ვერც კი წარმომიდგენია. იცოდე ასე თუ არ იქნება, ვერ გადამირჩებიიი
Quote (bella-vampire)
მოკლედ, ველოდები შემდეგ თავს და დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაც გაირკვევააა.
დიდი მადლობა საყვარელო ასეთი კარგი კომისთვის! :)) მიყვარხაარ!
Quote (renesme)
Karkusha=], ar mitxra exa mec tamuna mqviaoooooo?????????????????????
კი გეტყვი, მეც თამუნა ვარ :))))
Quote (bella-vampire)
ramdeni tamunebi vart araa?
საკმაოდ ბევრი :))))
♥Am I in love with you? ☐ True ☐ False ☑ It`s Complicated♥
გოგოოოოო! აქამდე სად იყავი თამრუუშ?! ააჰჰ! ზუსტად პარიზის ქუჩები წარმომიდგა თვალწინ, გეგონება ყოველ არდადადეგებზე მანდ ვისვენებდე ისეთ, რაღაც საიტნერესო მეთოდი გაქვს, დიდ შტაბეჭდიელბას ახდენ ჩემზე. ჯერ ერთ, პირველი ისაა კარგი, რომ მესამე პირშ წერ, თან ამასთანვე მკითხველს აშკარად მიმართავ და ეს უფრო რეალურს ხდის ამ ყველაფერს. გეგონება, მართლაც რაიმე ნამდვილ ამბავს გვიყვებოდე. B)მე ნამდვილად თავი პარიზში ემგონა ;დ მეორეც, სიუჟეტი ისე მიგყავს, ალბათ ვერცერთ ვერ მივხვდებით რა იქნება შემდეგ, მომავალში... პარიზს ეს სჩვევია (სავარაუდოდ) დაუგეგმავი, ასე ვთქვათ "თავაშვებული ცხოვრება"... ამას ველდოები მე პირადად! და თამოს არ დავეთანხმები და გეტყვი რომ მე ძალიანაც მომწონს პერსონაჟების ფიქრები რომ არ "გვესმის", ასე უფრო საინტერესო, ჩასათრევი, მოულოდნელი იქნება და რაც მთავარია შედეგი იქნება "შოკიიი" (როგორც შენ თქვი) ამაში ეჭვიც არ მეპარება, იმიტომ რომ მაგარი გოგო ხარ!!! :* მართლაც რომ ყოჩაღ! ძალიან ძალიან მიყვარხარ მართლა და შემდეგ თავს ველოდებიი!!!
პ.ს მე უნამუსო ბავშვი ვარ, აქამდე რომ ვერ მოვახერხე კომენტარის დატოვება, იმედია მაპატიებბ :(((
Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'
შეტყობინება შეასწორა Tako - ოთხშაბათი, 2011-03-02, 4:54 PM
ა გეტყვი რომ მე ძალიანაც მომწონს პერსონაჟების ფიქრები რომ არ "გვესმის", ასე უფრო საინტერესო, ჩასათრევი, მოულოდნელი იქნება და რაც მთავარია შედეგი იქნება "შოკიიი" (როგორც შენ თქვი) ამაში ეჭვიც არ მეპარება, იმიტომ რომ მაგარი გოგო ხარ!!!
დაგეთანხმები თაკო. ნუ ეხა კარკუშას ეს არ შეეშლებოდა ;დ ^^ახალთავსველოდები
Tako, ძვირფასო და ყველაზე საყვარელო! დიდი,დიდი მადლობა ასეთი თბილი და გულისამაჩუყებელი კომენტარისთვის! ვერც კი წარმოიდგენ ისე მსიამოვნებს,რომ ჩემი ფიკი ასეთ გრძნობებს აღგიძრავთ! მართლა მიხარია,რომ მაქვს უნარი გადმოგცეთ ის ყველაფერი,რისი გადმოცემაც მინდა დიდი მადლობა შეფასებისთვის,იმისთვის რომ სულ ახლოს ხარ და კითხულობ! :))
Quote (Tako)
პ.ს მე უნამუსო ბავშვი ვარ, აქამდე რომ ვერ მოვახერხე კომენტარის დატოვება, იმედია მაპატიებბ :(((
არ გრცხვენია????
Quote (eXceptional)
ნუ ეხა კარკუშას ეს არ შეეშლებოდა ;დ
გაიხარე ნიკოლა!
♥Am I in love with you? ☐ True ☐ False ☑ It`s Complicated♥
ახლა კი ......მადამ ე მოსიოღ! თქვენს წინაშეა ახალი თავი!
5 თავი
გიყვარს..მაგრამ მას არ უყვარხარ... ისეთი რთულია, როდესაც აღიქვამ რომ მისთვის სხვა ხარ...აბსოლიტურად სხვა... ერთი მისი მზერა და უკვე სუნთქვა გიჭირს,იბნევი და ის წამი საუკუნედ გეჩვენება. მაგრამ როგორი მტკივნეულია როდესაც გრძნობ რომ ის შენი არაა,როდესაც გრძნობ რომ მისთვის სიცარიელე ხარ. მაშინ გული გტკივა..მართლა გტკივა... ეს ტკივილი გჭამს, დაღს ადებს ისედაც დადაღულ გულს.. რა მინდა? არაფერი, რა უნდა მინდოდეს...უბრალოდ მინდა შეიგნო ვინ ვერ მე შენთვის და ვინ ხარ შენ ჩემთვის. იმიტომ რომ შენ - სიცარიელე ხარ.
ტანია...არც კი ვიცი საიდან დავიწყო მოყოლა... არ მინდა მოგატყუოთ, მინდა სიმართლე გითხრათ...ამიტომაც გეტყვით რომ ტანიას უჭირს. მართლა უჭირს. არ გეგონოთ რომ სწერვა და ჩვეულებრივი ბარბია. ის არ არის ისეთი როგორც მისნაირები... შეიძლება თავიდან მასეთი შთაბეჭდილება დაგიტოვოთ, მაგრამ არა...მასაც აქვს გული, გული რომელსაც საყვარელი ადამიანი უღრნის. დიახ,არ მოგესმათ. უღრნის...განა მას არ უნდა მხიარულება? ნამდვილი სიყვარული? დაქალთან გულახდილი საუბარი? მაგრამ არ შეუძლია...იმიტომ კი არა რომ არ უნდა, იმიტომ რომ არ შეუძლია. მგონი ამაში დიდი განსხვავებაა. უნდა ის ბოღმა, ის ტკივილი ამოიღოს გულიდან. უნდა ვინმეს გული გადაუშალოს...მაგრამ უბრალოდ არ შეუძლია. უკრძალავენ...ვინ უკრძალავს? მგონი თვითონაც ხვდებით. ედვარდი - მისი ტკივილის ერთადერთი მიზეზი.
ბელა მარტო იჯდა Queen Club-ის ერთ ერთ მაგიდასთან და თავის მეგობრებს ელოდა.
Queen Club-ი პარიზის ერთ-ერთი ღამის კლუბია. მთელს ელისეის მინდვრებზე ყველაზე გიჟი და ხმაურიანი ადგილი.აქედან ყოველთვის მუსიკის და მხიარულების ხმა გამოდიოდა.
ბელა, ტანია, ედვარდი, ელისი და რაილი აქ გასართობად და ცოტა მოსაშვებად მოვიდნენ. ბელამ სები და პოლინა არ წამოიყვანა, იმიტომ რომ ტანიამ გასაგებად და მკვეთრად აგრძნობინა რომ არ უნდოდა სებასტიანი მათთან ერთად წამოსულიყო. ბელას უკვირდა, ვერ გაეგო რატომ იყო მისი დაქალი ასე ცუდად განწყობილი სების მიმართ. გადაწყვიტა აუცილებლად ეკითხა. ოღონდ არა ახლა. ამ ღამით მას მხოლოდ გართობა და გაგიჟება უნდოდა. ტანია და ედვარდი სადღაც გავიდნენ ცოტა ხნით. ედვარდმა თქვა, რომ საქმე ჰქონდათ და ტანიაც გაიყვანა. ელისი და რაილი სასმელების მოსატანად წავიდნენ და ბელაც მარტო დარჩა. გადაწყვიტა საპირფარეშოში გასულიყო და მაკიაჟი შეესწორებინა. ხმამაღალი მუსიკა აზანზარებდა კლუბის კედლებს. სხვადასხვა ფერის ლაზერი ამხიარულებდა იქაურობას. უამრავი ხალხი ცეკვავდა და ერთმანეთში ირეოდა. ბელა ამ ხალხს შორის ძვლივს გაძვრა და საპირფარეშოსკენ გაემართა. არ მისულს, ხმები შემოესმა. სასტიკად ნაცნობი ხმები... -ტანია გეყოფა! ამაში ცუდი არაფერი არ არის! ისტერიკებს ნუ მიმართავ! - ედვარდი აშკარად გაბრაზებული იყო და თითქმის უყვიროდა ტანიას. ბელა კედელს აეკრა და სმენად იქცა. იცოდა ცუდ საქციელს ჩადიოდა, მაგრამ უნდა გაერკვია მათ შორის რა ხდებოდა. -არა,ედვარდ! ამაში ცუდი არაფერია?! რეებს როშავ?! შენ თავსაც იღუპავ და მეც მღუპავ. ასე რატომ გინდა რომ ჩამითრიო?! რა დაგიშავე?! რატომ არ გიყვარვარ?! - ტანის ისტერიკა ჰქონდა. -ხმას დაუწიე! და დრამატიზიორობას მორჩი! რა დამიშავე?! ის დამიშავე რომ ძალიან დიდი ცხვირი გაქვს და სხვის საქმეში ჰყოფ! რატომ არ მიყვარხარ? ეგ რა სისულელე მოიფიქრე. როგორ არ მიყვარხარ! - ტანიას ეცა და გამწარებულმა დაუწყო კოცნა. ტანიამ ხელი ჰკრა და იმწამსვე ტყლაშუნის ხმა გაისმა. შემდეგ სიჩუმე. ბელა გაოგნებული უყურებდა ედვარდს რომელსაც მწარე სილის მერე თავი ჩაეღუნა და ტანიას შეშინებულ სახეს. -ედვარდ! - იმწამსვე მოეხვია. - გეხვეწები მაპატიე! არ მინდოდა,მაპატიე! - და სახის კოცნა დაუწყო. - მაპატიე, ჩემო სიცოცხლევ,მართლა არ მინდოდა... -შენი სიცოცხლე? - გაისმე ედვარდის ჩაფხრეწილი ხმა. - ტანია თავი დამანებე. იცოდე შენი ძმის გამო დამემართა ის რაც მჭირს, ამიტომ ახლა შენ დაგმართებ იგივეს რაც მან მე გამიკეთა. - ედვარდი წამოდგა. არაფრისმეტყველი,ცივი სახე ჰქონდა. -ედვარდ,შენ რომ არ გდომებოდა ის არ დაგაძალებდა. მაგის ბრალი არაა მამაშენი რომ ნაბიჭვარია და ზედაც რომ არ გიყურებს! -ედვარდს თვალები გაუფართოვდა. ტანიამ განაგრძო. - შენს დეპრესიაზე პასუხისმგებელი შენ თვითონ იყავი! და ჩემს ძმას თავი დაანებე ისიც ეყოფა რომ შენზე დიდი ნაბიჭვარია. ედვარდს სახეზე ფერი ეცვალა..ბელა შიშმა მოიცვა...ტანია კი უდარდელად იდგა... უცებ ედვარდი თმებში სწვდა და მწარედ მოქაჩა. ტანიამ ამოიკნავლა. ედვარდმა თავისკენ მიიზიდა,თმებზე ხელი არც გაუშვია. -იცი რას გეტყვი თოჯინავ? ჩემთან თამაში არ ღირს! შენც და შენს ძმასაც ნაცარტუტად გაქცევთ თუ მოვინდომე. მამაჩემთან ცალკე საქმე მაქვს მოსგვარებელი. და საერთოდ ჩემი ოჯახი შენ არ გეხება! - კბილებში გამოსცრა ბიჭმა. -ახლა კი მორჩი სლუკუნს და შედი თავი მოიწესრიგე, ისე რომ შენმა დაქალებმა არფერი შეგატყონ თორე მერე ყველას გაღმა გაგისტუმრებთ! -ხელი გაუშვა და გასავლელი კარებიდან გავიდა გარეთ. ტანია იატაკზე ჩამოცურდა. ტიროდა. ბელას გული შეეკუმშა, ვეღარ გაუძლო და მასთან მიირბინა. -ტანია! დაქალმა შეშინებული თვალებით ამოხედა და ნაჩქარევად მოიწმინდა თვალები. -ტანია,გეყო! ყველაფერი გავიგე! -ბელამ ხელი მოკიდა და ტუალეტში შეიყვანა. კარი კი ჩაკეტა. -გამაგებინე რა ხდება?! რატომ აძლევ ედვარდს ამდენის უფლებას?!ბევრი გითმინე და ახლა მოგიწევს ჩემთვის სიმართლის თქმა! -არა ბელა...არ შემიძლია...ედვარდი გაბრაზდება...- ამოიოხრა ტანიამ. -არავითარ შემთხვევაში! ყველაფრს მეტყვი. გამაგებინე რა შუაშია აქ შენი ძმა?! ან მამამისი?! -შენ რა ყველაფერი გაიგონე?! - თვალები გაუფართოვდა ტანიას. -ხო. და არ ვაპირებ რაიმე კითხვა უპასუხოდ დავტოვო. -კარგი...მოდი თან მოვწესრიგდები და თან მოგიყვები... ოღონდ დაიფიცე რომ ამაზე არავის არაფერს არ ეტყვი. -კარგი. ვფიცავ. - ტანია ნიჟარასთნ მივიდა და ცივი წყლით სახე მოიწმინდა. ტუში ჩამოღვენთოდა,პომადა ცათხაპნოდა...მოკლედ კარგი შესახედავი არ იყო. -ედვარდს საკმაოდ შეძლებული და ასე ვთქვათ საშიში ოჯახი ყავს. - დაიწყო გაუბედავარ ტანიამ. - ამ ოჯახის შესახებ მე ახლახანს გავიგე. თავიდან მეგონა ედვარდს ვუყვარდი, მაგრამ აღმოჩნდა მარტო შურისძიება ამოძრავებდა. ედვარდი წამორშობით იტალიიდანაა. მისი ოჯახი იქ ცხოვრობს. კარლაილი ადგილობრივი მაფიის ბოსია..ფულის მოჭრა, სიყალბეები და ათასგვარი საშნელება...მოკლედ ედვარდი ასეთ გარემოში არ იზრდებოდა. იგი მის ნამდვილ დედასთან ცხოვრობდა 15 წლამდე, ლოს -ანჯელესში. შემდეგ დედამისი გარდაიცვალა კიბოთი და ედვარდის მეურვეობა მამამისის ხლში გადავიდა. წაიყვანეს იტალიაში....17 წლამდე იქ იყო...ხედავდა, რომ მამამისის სახლში უცნაური ხალხი დადიოდა..ბოლოს შემთხვევით მოკრა ყური, მამაისის და ერთი მისი თანაშემწის საუბარს, ვიღაც დი ტომასოს გაგორებაზე. მიხვდა ყველაფერს, იმიტომ რომ აქამდეც ჰქონდა ეჭვები... -შენი ძმა რა შუაშია? - იკითხა ისტორიით გაოგნებულმა ბელამ. -ხო მაგასაც გეტყვი... - ტანიამ ამოიოხრა. - ჩემი ძმა იმ დროს იტალიაში იყო საზაფხულოდ ჩასული. ხომ იცი როგორი ტიპია...იქ მთლად გაგიჟებულა და ნარკოტიკებთან ჰქონია შეხება... გაიცნო ედვარდი,რომელიც განადგურებული იყო და ტკივილის „შესამსუბუქებლად“ შესთავაზა ნარკოტიკი. ედვარდიც დათანხმდა. ასე გახდა ნარკომანი...მამამისმა რომ გაიგო, ლამის მოკლა ცემით. გამოკეტა სამკურნალოდ. კიდევ კარგი, ედვარდს ძალიან ღრმად არ შეუტოპავს, ამიტომ ცოტა დრო დასჭირდა მკურნალობისთვის. მამამისს დააჯერა, რომ დაჭკვიანდა და აქ, პარიზში წამოვიდა, ვითომდა სასწავლებლად. მერე მე გავიცანი...ამბობს თავიდან მართლა მიყვარდიო..მაგრამ როგორღაც გაიგო ვინ იყო ჩემი ძმა..და იმის მერე დაიწყო კოშმარი... გადაწყვიტა შური იძიოს ყველაზე...მამამისსზე რომ ცხოვრება ჩაუმწარა...ჩემს ძმაზე,იმიტომ რომ ნარკომანი გახადა და ჩემზე,იმიტომ რომ იმ ადამიანის და ვარ. ჰგონია რომ მეც თუ ნარკუშად მაქცევს, ამით ჩემს ძმას გადაუხდის სამაგიეროს. მაგრამ მე უარზე ვდგავარ... აღარ ვუყვარვარ...საერთოდ...არ ანაღვლებს არაფერი... მითხრა თუ ვინმეს რამეს ეტყვი მოგკლავო... დიდ შეცდომას ვუშვებ ამას რომ გიყვები... -არა ტანია...არა,არანაირ შეცდომას არ უშვებ! მე შენთან ვიქნები...მხარში დაგიდგები...ისიც გვეყოფა რომ ერთმანეთს ჩამოვშორდით..არ გივნდა ამდენი საიდუმლოებები... - ბელა ტანიას მოეხვია, ამ უკანასკნელმაც სევდიანად გაუღიმა. -ედვარდი ახლაც ნარკოტიკებს იღებს? - იკითხა ბელამ. -არა..ყოველშემთხვევაში ასე ამბობს...მაგრამ დანამდვილებით არ ვიცი... უკვე აღარაფერს აღარ მეუბნება...არაფერს აღარ მიყვება... -ძალიან გიყვარს? - ბელას ტირილს ცოტა აკლდა. -კი...ძალიან მიყვარს...მას კი არ ვსჭირდები...მისთვის არარაობა ვარ...სიცარიელე...უბრალო, შტერი ბარბი... -ასე ნუ ამბობ! ვერ ხვდები რომ ედვარდი მთლად ჭკუიდან შეიშალა?! მესმის,რთული ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ ასე უნდა მოგექცეს! შენმა ძმამ იცის? -არა...და არც მინდა იცოდეს...შეიძლება აქ ჩამოვიდეს და შემდეგ არაფერი კარგი არ მოხდება. ედვარდი იმდნად შეიცვალა ბოლო დროს, რომ ზუსტად ვიცი იმის გამკეთებელია, რასაც თვითონ ამბობს... ბელა შეშფოთებული და აფორიაქებული ადევნებდა თვალს დაქალს. უნდოდა როგორღაც დახმარებოდა, მხარში ამოდგომოდა, მაგრამ არ იცოდა ეს როგორ ექნა. გადაწვიტა სულ ტანიას გვერდში ყოფილიყო და როგორც შეეძლო ისე დახმარებოდა. საბოლოოდ გამოვიდნენ საპირფარეშოდან და ისევ კლუბში შევიდნენ. რაილი და ედვრდი იქ ისხდნენ და ლაპარაკობდნენ. ელისი ტელეფონში იქექებოდა. გოგონები რომ დაინახა მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. -სად დაიკარგეეთ?! ასე როგორ შეიძლება! წამოდით რა ვიცეკვოოთ! - და საცეკვაოდ წაიყვანა ორივე. ბელაც ცდილობდა ტანია გაემხიაულებინა და რაღაც სისულელებს აკეთებდა. ელისი დახტოდა გიჟივით. ბოლოს ტანიაც გამხიარულდა, თითქმის დაავიწყდა ედვარდი და მისი პრობლემები, მაგრამ ეს მხოლოდ დროებით. ხვალინდელი დღე გათენდებოდა და თავისი პრობლემები ისევ ამოტივტივდებოდა ზღვის ზედაპირზე. თავს ძალა დაატანა და ედვარდზე ფიქრს შეეშვა. როგორღაც გაუმკლავდებოდა მას.
ახლა კი, ამ გიჟური ატმოსფეროდან, გადავინაცვლოთ ლუქსემბურგის ბაღში. უკვე საკმაოდ გვიანი იყო და ბაღი თითქმის დაცარიელებულიყო. ხეების რიგები, ქანდაკებები, გრილი ჰაერი, ფოთლების შრიალი... საკმაოდ მიფარებულ ადგილას, ბალახზე, წამოწოლიყო ჩვენი ნაცნობი ღარიბი ბიჭი. მეოცნებე თვალებით უყურებდა მოკაშკაშე ვარსკვლავებს. რაზე ფიქრობდა? რაზე ოცნებობდა? ო, მკითხველო საკმაოდ საინტერესო კითხვაა. ცდილობდა თავისი ცხოვრება ცოტათი მაინც შეეცვალა...ოცნებაში მაინც...
დახუჭე თვალები, წამორიდგინე ბაღი... ყვავილებით მორთული, სწორად შეჭრილი მწვანე ბალახით, ბებერი ხეებით...ირგვლივ სიჩუმე...მარტო შენ და ვარსკვლავები ებაასებით ერთმანეთს...მარტო მათ შეგიძლია გაანდო შენს გულში მიმალული სანუკვარი ოცნება...ირგვლივ სიჩუმე, მხოლოდ ნელი სიო ჩაგჩურჩულებს ყურებში საამო სიტყვებს...შეგიძლია სამუდამოდ აქ დარჩე, ამ ღამის სამოთხეში...დარწმუნებული ვარ შენ წარმოიდგინე ის, რაც მე დავწერე...ახლა შეგიძლია ჩვენი გმირის მაგივრად იწვე ლუქემბურგის ბაღში და იგრძნო ის, რასაც იგი გრძნობს. ის გრძნობა, რომელიც ადამიანს აძლევს საშუალებას თავი ბედნიერად და თავისუფლად იგრძნოს..იმისდა მიუხედავად რომ სულ არ აქვს ასეთი ცხორვება...
მაგრამ შიში ხვალინდელი დღის გათენებისა არ ასვენებს ჩვენს ნაცნობს..შეუძლია მხოლოდ ღამე, ისეთ დროს მოვიდეს აქ, როცა ყველას ძინავს. შეუძლია მხოლოდ მაშინ იგრძნოს თავი მშვიდად, თავისუფლად... ხვალინდელი დღე კი გათენდება და მოიტანს ახალ პრობლემებს...პრობლემებს, რომლებსაც გინდა გაექცე, მაგრამ არ შეგიძლია...იცი რატომ? იმიტომ რომ ეს შენი ცხოვრებაა.
♥Am I in love with you? ☐ True ☐ False ☑ It`s Complicated♥
vaiiiiiiiiiiiiii ra magari tavi iyo tam momewona dzalian dzalian magrad weeeeeeeeeeeeer,lamazad da mxatrulad gamoxatav satqmels dzalian magari xar....... ara xo ici ise cotati dashoshminebula sheni muza