სახელწოდება:Je t'aime [color=FF00CC]ავტორი:Karkusha=] ბეტა:Karkusha=] დისკლეიმერი:გმირების სახელები ეკუთვნის ს.მეიერს.(ზოგიერთი მე დავამატე) დანარჩენი ყველაფერი ჩემია. რეიტინგი:G/PG-13 პეირინიგი:უცნობია ჟანრი:Romance სამარი :ბელა უმაღლესი განათლების მისაღებად საფრანგეთში მიემგზავრება. რა მოხდება როდესაც, მწვანეთვალებიან ლამაზმანს შეხვდება? როგორ განვითარდება მისი ცხოვრება? სტატუსი: პროცესშია. ავტორისაგან:პირველად გადავწყვიტე ფანფის წერას მოვკიდო ხელი. დიდი ხანია რაც ფანფებს ვკითხულობ და სიმართლე გითხრათ ჩემთვის ვწერდი კიდევაც. ამ ნაწარმოების დაწერა უეცრად გადავწყვიტე =) იმედია მოგეწონებათ. ჯერ მე თვითონაც არ ვიცი მოვლენები როგორ განვითარდება,ამირომ ყველანაირ სიგიჟეს ელოდეთ!=] P.S. ახალი თავი ყოველ კვირას დაიდება. სწავლა და უამრავი პრობლემა მაქვს,ამიტომაც გთხოვთ გამიგოთ. =)
ვოუუუ, ყოჩაღ თამროო! ძალიან კარგად წერ, რაღაც სხვანაირი სტრუქტურით, გეგონება ვიღაც თვალს ადევნებს მათ და ყოველ ნაბიჯს იწერს. ხოდა ძალიან საყვარელი თავი იყოო, გაიცნო ბავშვეწბის ერთი ნაკადი მაგრამ ემეტი , როზალი, პოლინა, ნიკოლა და ჯასპერი დარჩა. უი ხოო... რა ელისი და რაილიი?! აზრადაც არ მომივიდოდა. ელისი როგორც ყოველთვის 'შოპაჰოლიკია". ბელა დაავადმოყფდა უკვე როგორც ჩანს.ხოო, ის სებასტიანი მე ცუდი ბიჭი არ მგონია, უბრალიდ ვფიქრობ რომ ხელს შეუშლის "მათ". ******* მოკლედ მაგარი გოგო ხარ თამრო!!! მიყვარხარ! :***
Karkusha=], pirvelad wavikitxe da dzalian dzalian dzalian momewona, kargi gogo xar momewona da gfrtovanebuli davrchi..... pirveli rac yvelaze metad momewona es iyo is gmirebi romlebic shen airchie chems gemovnebashi zixar igive msaxiobebi momwons tan uazrod 2) pirvelive tavidan iwyeba dadzabuli situaciebi ki martalia tania bellas sauketeso megobaria
Quote
წასვლის წინ ტანიამ ედვარდს აკოცა. ბელას შიგნით ამ დროს მთელი აურზაური მოხდა. მას გული სწყდებოდა, რომ ტანიას შეეძლო ამ ტუჩებს შეხებოდა და ამ თმებში შეეცურებინა ხელი. მას კი ამის საშუალება არ ჰქონდა. მისთვის ედვარდი „La Zone Fatale“ (Danger) იყო.
magram meore tavshi ukve gamoixata bellas egoizmi ratom sheudzlia tanias kocna da ara meooo
Karkusha=], წწწწწავიკითხეე ! მომწონს ძალიან <3 მომწონს ის რომ ბინდის მსგავსად არ წერ პირველ პირში და პოტერის მსგავსად მესამე პირში წერ ! ისიც მომწონს რომ მოქმედება არ ხდება ამერიკის რომელიმე ქალაქში და ევროპაში მიმდინარეობს, განსაკუთრებით პარიზში.. ევროპა ძალიან მიყვარს მოკლედ, ძალიან მომწონს და ველოდები შემდეგ თავს !
ხუთი ახალგაზრდა, ეიფელის კოშკიდან ღამის პარიზს გაჰყურებდა. თითოეული მათგანი თავისთვის ფიქრობდა. სიჩუმეს მხოლოდ გრილი ნიავის ჟღურტული და ქვედა სართულზე მყოფი რესტორანიდან გამომავალო ხმები არღვევდა. როცა დატკბნენ ხედის ყურებით გადაწყვიტეს ელისეის მინდვრებზე წასულიყვნენ.
ელისეის მინდვრები. 22:07
ბელა პლედში გახვეული იჯდა და თავის ახალ მეგობრებს უყურებდა. ისინი ერთმანეთისგან იმდენად განსხვავდებოდნენ... ელისი და რაილი... ორი უბრალო, მხიარული და მოსიყვარულე წყვილი. მათი სიყვარული ჰაერშიც კი იგრძნობოდა. ტანია და ედვარდი... ო, როგორ უჭირდა ბელას ამ ორზე ფიქრი და მათი ყურება. ტანია, ედვარდს ეჯდა კალთაში და ორივეს მოხვეული ჰქონდათ პლედი. ედვარდი სიგარეტს აბოლებდა. მისი მზერა, ერთ, რაღაც გაურკვეველ საგანზე იყო მიმართული. უსასრულობაში იყურებოდა. ბელა თავს ცოტა უხერხულად გრძნობდა. ელისი და რაილი...ედვარდი და ტანია... თვითონ მარტო... უცებ თავში ამოუტივტივდა თვისი პირველი შეყვარებულის სახე. ჯეიკობ ბლექი... მასთან ერთად ის მართლა ბედნიერი იყო. ფაქტიურად მთელი მისი თინეიჯერული ასაკი ამ ბიჭთან ერთად ჰქონდა გატარებული. თავიდან უბრალოდ მეგობრობდნენ, მაგრამ შემდეგ, მათ შორის სიყვარულის ის ლამაზი სიმები გაიბა,რომლებიც ასე აერთიანებს ორ მარტოსულ გულს. ჯეიკობს მამა გარდაეცვალა...ბელა სულ მის გვერდით იყო...ამხნევებდა, უვლოდა... მამა მისთვის ყველაფერი იყო, გმირი...იდეალი...სრულყოფილი ადამიანი და კაცი. ამ დროს ბელა და ჯეიკი უფრო დაახლოვდნენ. და საბოლოოდ შეყვარებულებიც გახდნენ. შეიძლებოდა ახლაც ერთად ყოფილიყვნენ ერთი შემთხვევა რომ არა... ჯეიკი მოტოციკლეტებით იყო გატაცებული. გიჟივით დაყავდა ტრასებზე და მაგისტრალებზე მოტო. ბელა სულ აფრთხილებდა...ეშინოდა რომ რამე არ მოსვლოდა. ამაზე ჯეიკი სულ იცინოდა და ამშვიდებდა. მაგრამ ერთხელაც ბელას შიში გამართლდა. ჯეიკი სერიოზულად დაშავდა და საბოლოოდ საავადმყოფოში გარდაცივალა. ეს 2-3 წლის უკან მოხდა. ბელას დაბურძგლა და ცრემლი მოადგა, რომ არავის არ დაენახა უცბად მოიწმინდა და ორგვლივ მყოფთ გადახედა. სიჩუმე...აუტანელი სიჩუმე ბელას შიგნიდან ჭამდა. როგორც გამოჩნდა მარტო მას არ ეშლებოდა ნერვები. -რა უბედურებაა! აქ თუ საგლოვიაროდ მოვედით, მაშინ ჯობია უკან წავიდეთ! - აფეთქდა ელისი. რაილიმ გაიღიმა. -მართალი ხარ, ელის. - დაეთანხმა ტანია. -მოდით დავლიოთ რა...და მერე მოგვაფიქრდება რამე კარგი თამაშები! - გაიღიმა ედვარდმა. მართლაც სმა დაიწყეს. Jack Daniel’s - მა უცებ მოიყვანა ყველა გონზე. ამასობაში ტანიამ თამაში მოიფიქრა.
(აი თვითონ თამაში)
ბელა თავიდანვე უარზე იდგა. იცოდა ორმ გაუჭირდებოდა. მაგრამ ტანიამ მაინც არ დაანება თავი. წრეში დაჯდნენ. პირველმა ტანიამ დაიწყო. კარტი ტუჩებთ დაიკავა, ედვარდს უნდა გამოერთმია და ელისზე გადაეწოდებინა. პირველმა, მეორე... მესამე თამაშმა კარგად ჩაიარა, სანამ ელისმა არ მოითხოვა ადგილები გაეცვალათ. ისე მოხდა, რომ ედვარდი ბელას გვერდით აღმოჩნდა. დაიწყო თამაში. ტანია...ელისი...რაილი...ბელა... ბელას კარტი ჰქონდა მიწებებული და ედვარდისკენ შეტრიალდა. ისიც უახლოვდებოდა. მისი მწვანე თვალები წვავდნენ გოგონას. ბოლოს ედვარდმა კარტი აიღო და თამაში გაგრძელდა. ნელ-ნელა ბელა თავისუფლებას გრძნობდა. ეტყობა სასმელი მოქმედებდა. ითამაშეს „წითელი, ყვითელი, შავი...“ ბელას ორჯერ მოუწია რაილიზე გარტყმა და სამჯერ ისეთი ინტიმური კითხვები დააყარეს რომ სად წასულიყო არ იცოდა. ბოლოს ყველა მინდორზე გაწვა და ვარსკვლავებს უყურებდნენ. ბელა თავს თავისუფლად, ლაღად გრძნობდა. გონება დაბინდული ჰქონდა. ვერ გეტყვით ასე რამდენი წუთი თუ საათი გავიდა ... უცებ ელისს ნაყინი მოუნდა. რაილის და ტანიას ჩასძინებოდათ. ამიტომ ბელა და ელისი წავიდნენ საყიდლად. სანსამ ისინი რიგში იდგნენ, ბელას ვიღაცის ხმა მოესმა. -ბელა! ბელა! - შეტრიალდა და სებასტიანი დაინახა. -სებასტიან! - მიირბინა ბიჭთან და გადაეხვია (ავტ. შენიშვნა : -ო ესღა გვაკლდა არა? )) -აქ რა გინდა? -მეგობრებთან ერთად ვართ. გადაწყვიტეს ჩემთვის პარიზი ეჩვენებინათ. - გაიღიმა ბელამ. -აა...გასაგებია. შენს მეგობარს არ გამაცნობ? - და ელისს გაუღიმა. - რა თქმა უნდა. ელის ეს სებასტიანია. სებასტიან - ელისი. - ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. -ერთმანეთს საიდან იცნობთ? - იკითხა ელფმა. -სახვითი ხელოვნების წრეზე ვართ ერთად. - გაუღიმა სებასტიანმა. -ხომ არ შემოგვიერთებოდი? - შესთავაზა ელმა. - შეიძლება? უხერხულობას ხომ არ მოგაყენებთ? -არა რა სისულელეა! წავედით! ნაყინები იყიდეს და ბავშვებისკენ გაემართნენ. აღმოჩნდა რომ რაილი იცნობდა სებასტიანს. ისინი ერთად დადიოდნენ კალათბურთზე. ედვარდიც მეგობრულად მიესალმა ახალ ნაცნობს. ტანიამ ბელას რაღაცნაირად შეხედა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მიესალმა.
საღამო გრძელდებოდა.
სებასტიანმა ბევრი სასაცილო ანეკდოტი მოყვა, რაილი ფოტოებს იღებდა, ედვარდი ვისკის წრუპავდა, ტანია უცნაურად იყურებოდა, ელისი მხირულობდა, თავის Iphone-ში მუსიკები ჩართო და ბელას ეცეკვებოდა. საბოლოოდ ყველა დაიღალა. იქნებოდა 3-4 საათი. გადაწყვიტეს სახლებში წასულიყვნენ. წასვლის წინ სებასტიანი ბელას ხელზე ეამბორა. ბელამაც გაუღიმა და ლოყაზე აკოცა. როცა შემოტრიალდა ედვარდის მზერა დაიჭირა. გაწითლდა, მაგრამ ვითომ არაფერიაო ისე გააგრძელა გზა მანქანამდე. სახლში მისვლისას უღონოდ მიესვენა ლოგინზე და ტკბილად ჩაეძინა.
აი ახალი თავიც. იმედია მოგეწონებათ! ამ წუთას დავწერე :)) SLYTHI, დიდი მადლობა საყვარელო ამ თბილი კომისთვის! ხო იცი რომოგ მიყვარხხაარ! renesme, შენც დიიიდზე დიიიდი მადლოობა!
♥Am I in love with you? ☐ True ☐ False ☑ It`s Complicated♥