DiiiK♥ | თარიღი: შაბათი, 2011-07-30, 6:26 PM | შეტყობინება # 415 |
You're just too good to be true ...
1004
Offline
|
ოცდამეერთე თავი ხუთი საათი, ოცდასამი წუთი და ორმოცდაორი წამი მალე გავიდა. შეიძლება, მოუთმენლობის გამო ბოლოს წამების დათვლა ამერია და საბოლოო შედეგში ცდომილებაც იყო, მაგრამ ამაზე აღარ ვდარდობდი. მთავარი ის იყო, რომ გაკვეთილები დამთავრდა და სკოლიდანაც მივდიოდი. პიკაპთან თვალის დახამხამებაში მივედი და დამაჯერებლად გამოვაღე კაბინის კარები. საერთოდ, არაფერზე არ ფიქრობდი. მანქანა დავქოქე და გზას გავუყევი. არ შემიმჩნევია, როგორ მოვიტოვე უკან ჩემი სახლი, შემდეგ დიდი სავაჭრო ცენტრი, ბოლოს გარეუბნის სახელის გახუნებული აბრაც. ჩემი მიმართულების დაზუსტებით მხოლოდ მაშინ დავინტერესდი, როცა გარემო შეიცვალა და პეიზაჟიდან ადამიანის ხელით აშენებული ნაგებობები გაქრნენ. ბუნებაში ვიყავი. ვხედავდი ერთმანეთზე მიწოლილ გაშავებულ გორაკებს და ხეებს, რომლებსაც სიცოცხლის ნიშანწყალიც კი აღარ ეტყობოდათ. აქ სიმშვიდე იყო. ცაც უჩვეულოდ ცისფრად ელვარდებდა. გზაზე არც ერთი ავტომობილი არ შემხვედრია და არც ის გამკვივრებია, რომ იმ პატარა სასტუმროს წინ, რომლისკენაც ასე მივიჩქაროდი, მხოლოდ დანჯღრეული მოტოციკლეტი იდგა. მისგან მოშორებით დავამუხრუჭე და ვიგრძენი, როგორ მომაწვა სისხლი ძარღვებში. ეს მოტოციკლეტი მეცნო და თითქოს, მხოლოდ ახლა შევიგრძენი სიტუაციის დაძაბულობა და ის ხიფათი, რაც მას თან სდევდა. ძალის მოსაკრებად მობილური ამოვიღე და შეტყობინება, რომელმაც აქ მომიყვანა, ალბათ უკვე მეათასედ წავიკითხე. ვერასოდევს ვიფიქრებდი, რომ ამას გავაკეთებდი, მაგრამ თურმე ვცდებოდი. ყველაზე უცნობი სამყაროში თავად შენი თავია და არავის არ შეუძლია იმდენი გავნოს, რამდენიც მან. მე არ ვიცნობდი იმ ”მე”_ს, რომელიც მზად იყო სიმართლის დასადგენად ყველაზე საშინელ ადამიანს შეხვედროდა. რომელიც მზად იყო, თვალი გაესწორებინა ღამეულ კოშმარისთვის და მისი ცხოვრების სამუდამო დაღის დამსველისთვის... მაგრამ ახლა წარსულს არავითარი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ამის გაფიქრებაზე თავი დავხარე. წარსული... და მას არ აქვს მნიშვნელობა? აქვს... აქვს, თუ შენ მასში იცხოვრებ, მაგრამ ჩემი ცხოვრების აზრი უკვე მომავალში იყო. ის მელოდა და მეც, ყველაფრის ფასად უნდა მივვახლოებოდი მას. პიკაპიდან გადავედი და ფარდულისკენ ავიღე გეზი. ფიცრებით შეკოწიწებულ, ერთ ოთახიან ქოხს აშკარად სჭირდებოდა განახლება. როგორც ჩანს, მისი პატრონიც ამას ფიქრობდა, რადგან გვერდიდან კარგად დავინახე სილა, რომელიც პატარა გორაკად იყო აწოლილი შენობის უკან. თავი გააქნიე და შევეცადე აზრზე მოვსულიყავი. ფეხები ავტომატურად მოძრაობდნენ, მაგრამ მესმოდა ჩემს თავში ხმა, რომელიც მიყვიროდა, ქოხში არ შევსულიყავი. შინაგან ”მე”-ს ყურადღება არ მივაქციე და ამაყად შევაბიჯე შიგნით. რამდენიმე ხის მაგიდასთან სამ-სამი სკამი იდგა. ჟანგიან ბართან კი მხოლოდ ორი ადამიანი დავინახე. ერთ მოხუცი კაცი, მეორე კი ტყავის ქურთუკში გამოწყობილი ბიჭი, რომელიც ალბათ მე მიცდიდა. ცოტა ამაყად მივუახლოვდი მას. მინდოდა ეგრძნო, რომ წარსული დავივწყე და მისი არ მეშინოდა. ან შეიძლება, მე მინდოდა რომ ეს შთამეგონებინა ჩემი თავისთვის. რაილიმ ფართოდ გამიღიმა და მიმითითა, რომ მის გვერდით დავმჯდარიყავი. -ბელა, სიმართლე გითხრა, შენმა ზარმა გამაკვირვა,-დაიწყო მან ისე, რომ არ შემოუხედავს და ტეკილა გადაკრა,- საერთოდ, გოგონებისგან ზარები არ მაკვირვებს, მაგრამ შენ გამონაკლისი ხარ. -ამ ზარს ნამდვილად არ ვგეგმავდი,-ვთქვი ჩუმად. ამ დროს ბარმენმა ჩემთვისაც მოიცალა და მკითხა, რამეს ხომ არ დავლევდი. წვენი შევუკვეთე და რაილის მივუბრუნდი,- იმედია, ყველაფერი მშვიდად ჩაივლის... -ბელა, დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი იქედან, საიდანაც გამაწყვეტინეს,- გამაჟრჟოლა, მაგრამ არ შევიმჩნიე. წვენი მოვსვი,-მაგრამ ამით უკვე ვერაფერს მოვიგებ... აღარ მაინტერესებ. -ეს ძალიან მიხარია,-გულახდილად წამოვიძახე. -თუმცა, შემიძლია ისე გავაკეთო... -რაილი,-შევაწყვეტინე მე,-ის, რომ შენ გხვდები რამდენიმე ადამინმა იცის, მათ შორის მამარობითი სქესი ჭარბობს, ასე რომ მოდი, საქმესთან ახლოს ვისაუბროთ, კარგი? -კარგი,-ეშმაკურად ჩაიღიმა რაილიმ,-აქ შენ ადგენ წესებს... მაგრამ რა საქმესთან დაკავშირებით უნდა ვისაუბროთ? -ვიცი, რომ შენ და ედვარდი ადრე მეგობრები იყავით... -კი ადრე... -რაღაცის გაგება მსურს მასზე... შეიძლება, შენთვის ზოგიერთი წვრილმანი მისი ცხოვრებიდან უმნიშვნელოა, მაგრამ მე მინდა ყველაფერი ვიცოდე... -ოჰოო... გამომძიებლობაც დაიწყე? საიდან მოიტანე, რომ დაგეხმარები?-რაილიმ კიდევ ერთი ტეკილა შეუკვეთა, მე კი ის გავაკეთე, რაც ძალიან არ მინდოდა მექნა. -მე შენთვის არ მიჩივლია, არადა შემეძლო!-გავწიწმატდი. -ნუ მაშანტაჟებ, ძვირფასო,-რაილი ჩემსკენ შემობრუნდა და თმა გადამიწია,-არ მიჩივლე, იმიტომ, რომ დამამტკიცებელი საბუთები არ გქონდა, მაგრამ გიმეორებ, შემიძლია ეს გამოვასწორო. ფეხზე წამოვხტი და ისე მოუხერხებლად, რომ სკამი გადავაყირავე, ბარმენს არ გამოუხედავს, ჭიქებს აპრიალებდა . რაილიმ გაიცინა და სკამი ააყენა. -ნუ ღელავ, ხომ გითხარი... ახლა წესებს შენ ადგენ. -გარეთ გავიდეთ,-ვთქვი მე, უკვე სული მეხუთებოდა. რაილი მორჩილად ადგა და გარეთ გამომყვა. მისგან გარკვეული მანძილის დაშორებით დავდექი. -ვიცი, რომ ედვარდი რაღაცას მიმალავს,-პირდაპირ საქმეზე გადავედი. ვგრძნობდი, რომ მისი ყურება აღარ შემეძლო, მაგრამ უნდა გამეძლო,-და ისიც ვიცი, რომ შენც ხარ ამ საქმეში გარეული.. -ვითომ რატომ?-გაუკვირდა რაილს. -იმიტომ, რომ საქმე ვიქტორიას ეხება! რაილის ზუსტად სამი წამი დასჭირდა აზრზე მოსასვლელად. მერე დოინჯი შემოირტყა და სკეპტიკურად შემომხედა. -ნუთუ მთელი ცხოვრება უნდა ვინანო ის, რომ იმ სულელ გოგოს ვიცნობ?! -რაილი,-მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი,-იმის მერე... მოკლედ, იმის მერე რაც შენსა და ვიქტორიას შორის მოხდა, ედვარდი მასთანაა... თან, საკმაოდ ახლოს... -ხო, აბა შეყვარებულები არიან და ეს რა, არაა ბუნებრივი? -არა, შენ ვერ გავიგე.. მე ვგულისხმობ იმას, რომ ვიქტორია ისე იქცევა, თითქოს ედვარდი მისია.. სამუდამოდ... ეს მაოცებს... -მე მგონი, ეს შენში სხვა გრძნობასაც იწვევს,-ეშმაკურად ჩამიკრა თვალი, მე კი შევუბღვირე. -შენ იცი, რაც მათ შორის ხდება! -საიდან მოიტანე?-რაილიმ ქურთუკი გაისწორად და მოტოციკლეტისკენ წავიდა,-ასეთი უაზრობისთვის როგორ დამირეკე, ნუთუ საერთოდ არ გეშინია ჩემი. -არა,-შევდრკი,-ეს უაზრობა არ არის.... -არის, ბელა... რაც მათ შორის ხდება, მათი საქმეა... თან მე არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ დაგეხმარო,-მითხრა მან და უკვე მოტოციკლეტის დაქოქვა დაიწყო. -მაგრამ შენ შეგიძლია შენი შეცდომა გამოისყიდო,-წამოვიძახე სასოწარკვეთილმა. -რომელი შეცდომა?-გაეცინა რაილის,-მე შეცდომა არ დამიშვია... -დაუშვი... წინადადებამ რაილის გამომეტყველების ცვლილებამ შემაწყვეტინა. მას სახე გაუმკაცრა, თუმცა ძველებური ტონით მომმართა. -შენ მე მენოდობი? -მგონი ამ კითხვის დასმას არანაირი აზრი არ ჰქონდა,-ამოვილაპარაკე უღონოდ. -მაშინ, მეც ვერაფერში დაგეხმარები... -რა გინდა, რომ გავაკეთო?-ვკითხე მე. -იცი რა, თავს თუ დამანებებ, ძალიან გამახარებ,-მითხრა დამცინავი სახით და მერე თავისთვის ჩაილაპარაკა,-შენს გამო ბევრი პრობლემა მექმნება... -მითხარი, რა ხდება და ყველაფერი დამთავრდება. აღარასოდეს გაიგებ ჩემს შესახებ და არც მნახავ... არც მე არ მომწონს ის, რომ შენთან ურთიერთობა კვლავ მიწევს, მაგრამ როგორც ხედავ, იმდენად მნიშვნელოვანია ედვარდისა და ვიქტორიას ურთიერთობა ჩემთვის, რომ ამაზეც თანახმა ვარ. შეგიძლია ცხოვრებაში ერთხელ და უკანასკნელად გამიწიო სამსახური და მითხრა ის, რაც იცი მათ შესახებ? არ ვიცი რაილიმ რა გაიგონა ჩემი ნათქვამიდან, მაგრამ მოტოციკლეტი დაჯდა და ჩემს გვერძე გააჩერა. -დაჯექი და მე წაგიყვან იქ, სადაც შენ ყველაფერს გაიგებ... არ ვიცოდი რა მექნა. დამეჯერებინა მისთვის თუ არა. არც ის ვიცოდი, შეასრულებდა თუ არა ის სიტყვას, მაგრამ უკან დასახევი გზა არ მქონდა. ახლა თუ რაილის არ წავყვებოდი, მთელი დარჩენილი ცხოვრება იმის ფიქრში გავატარებდი, თუ რა უნდა ეჩვენებინა ჩემთვის. უცებ გონება გამინათდა. -მერე ჩემს პიკაპს აქ ხომ არ დავტოვებ? -შორს არ მივდივართ და მაგ ჯაბახანას არავინ მოიპარავს, დამიჯერე,-ჩაეღიმა რაილის. -მე მანქანით გამოგყვები... -ბელა, მოტოციკლეტზე დაჯექი, თორემ მე წავედი... ამოვიოხრე და ძლივს მოვთავსდი ჩემი ფეხებისთვის ზედმეტად მაღალ მოტოციკლეტზე. რაილიმ ჩაფხუტი გამომიწოდა და გზას გავუდექით. ჟრუანტელი მივლიდა იმაზე, რომ იძულებული ვიყავი მისთვის წელზე ხელები შემომეხვია, მაგრამ მონოტორულად ვიმეორებდი გონებაში ედვარდის სახელს და იმას, რომ რაილი არ მომატყუებდა... თუმცა ამის გარანტია არც მქონდა. მე უბრალოდ მჯეროდა, რომ სიმართლეს მალე გავიგებდი და ცოტა ავღელდი... მზად ვიყავი ამისთვის თვალი გამესწორებინა? ძნელი სათქმელი იყო, მაგრამ მე ისე მინდოდა სიმართლის გაგება, რომ ახლა ამაზე ფიქრი დიდი უაზრობა იქნებოდა. სიმხდალე არ უნდა გამომეჩინა... ოღონდ ახლა არა. ჩვენ ქალაქში დავბრუნდით, თუმცა ჩემთვის უცნობი მიმართულებით წავედით. შემდეგ უცებ უკაცრიელ გზატკეცილზე აღვმოჩნდით, რომელსაც გარშემო ნაძვები ერტყა. საკმაოდ ციოდა. რაილიმ ნელ-ნელა სვლა შეანელა და ხის მესერთან გავჩერდით. მან ჩაფხუტი მოიხსნა და ხელით დამანახა დაბალი ქვიტკირის შენობა. -ეს ბავშვთა თავშესაფარია... -რა?-გაკვირვებისგან პირი დავაღე. -ხო... წავიდეთ, ასე ვერაფერს აგიხსნი.. ჩემთვისაც კი რთული გასაგებია... მორჩილად ჩამოვედი მოტოციკლეტიდან და მას გავყევი. ჭიშკარი ხმაურით გაიღო, მაგრამ ირგვლივ არავინ იყო, ჩვენთვის ყურადღება რომ მოექცია. დიდი ეზოში აღვმოჩნდით. სახლამდე მოკირწლული ბილიკი მოდიოდა, მის ორივე მხარეს კი ყვავილები იყო ჩარგული. მთლიანი ეზო დიდი, მწვანე მოლს წარმოადგენდა, ხეებზე კი საქანელები ჩამოეკიდათ... რათქმაუნდა, აქ ხომ ბავშვთა თავშესაფარი იყო, მაგრამ რა შუაში იყო ედვარდი? რაილი უხმოდ მიდიოდა, უფრო სწორედ მიიპარებოდა. ხანდახან უკან მობრუნდებოდა და მიმითითებდა, რომ ჩუმად მევლო. ჩვენ შენობას შემოვუარეთ და მის უკანა ფანჯრებთან მივედით. რაილი მოლოდინით მიყურებდა, მეც დებილივით მივშტერებოდი, ვერ ვხვდებოდი, რა უნდა მექნა. რაილიმ ამოიხვნეშა და ერთ-ერთ ფანჯარაზე მიმითითა. -ოღონდ ისე შეიხედე, რომ არავინ დაგინახოს,-გამაფრთხილა მან. დავიხარე და ფანჯარაში შევიჭყიტე. თავიდან მნიშვნელოვანი ვერაფერი დავინახე, მაგრამ ბოლოს ჩემს წინ მჯდარ ადამიანში ედვარდი ამოვიცანი. მე მის პროფილს კარგად ვხედავდი, თლილი ცხვირი თითქმის ჩემსკენ მოებრუნებინა და სახეზე უცანური ღიმილი დასთამაშებდა. მისი ცქერით გავშეშდი, მაგრამ უეცრად ჩემი ყურადღება ედვარდის მკლავებში მონებივრე არსებამ მიიქცია. პატარა ბავშვი მოუსვენრად ეთამაშებოდა ედვარდის მაისურს და ფეხებს იქნევდა... რამდენიმე წუთი დამჭირდა აზრზე მოსასვლელად. ხან რაილის ვუყურებდი, ხან ედვარდს და ბავშვს... რომელიც არც ისე პატარა იყო. ალბათ ერთი წლის... ამ ორ ადამიანს ერთმანეთთან ვერაფრით ვაკავშირებდი. უაზროდ ვიდექი და სივრცეს გავყურებდი. ასე რამდენ ხანს ვიყავი არ ვიცი, მაგრამ რაილის ალბათ ჩემი ყურება მობეზრდა, ხელი მომკიდა და უკან წამათრია. გონებაში რამდენიმე წუთის წინ დანახული სურათი მიტრიალებდა და უბრალოდ, ვერაფერზე ვფიქრობდი. ჩემი სხეული მოულოდნელობასა და შიშს გაეთიშა... ბოლოს ვიგრძენი, რომ სახეში გამარტყეს. -ბელა, აზრზე მოდი!-მომესმა ხმა. შევეცადე კონცენტრაცია მომეხიდნა ჩემს პირდაპირ მდგარ რაილზე და ღრმად ჩავისუნთქე. თვალებში შევხედე და თავი დავუქნიე. -გადასარევია,-ამოიოხრა მან,-რამ გამოგაშტერა? -კარგად ვარ,-ჩემი ხმა ვერ ვიცანი და ჩავახველე. -კი, აბა რა! უბრალოდ, ნახევარი საათით სასიცოცხლო ნიშნები გაგეპარა... -არა, ახლა მართლა უკეთესად ვარ,-ვუთხარი მე და მოტოციკლეტიდან წამოვდექი. -არ მეგონა ნანახი შენზე ასეთ შთაბეჭდილებას თუ მოახდენდა... წინასწარ გეთქვა და ფოტო აპარატს წამოვიღებდი,-ლაყბობდა რაილი,-უნდა გენახა, როგორი სახე ჰქონდა. ჯერ გაფითრდი, მერე კი გალურჯდი. მეგონა, აღარ სუნთქავდი, მაგრამ მაჯაზე ხელი რომ მოგკიდე, სისხლი გიდუღდა... რამე ისეთი დაინახე იმ ოთახში, რაც მე ვერ შევამჩნიე? რაილიმ კიდევ ბევრი რამ თქვა, მაგრამ მას აღარ ვუსმენდი. ნუთუ ეს ბავშვი იყო ედვარდის ”გადაუდებელი საქმე”? მოსვენება დამეკარგა... ძალიან მინდოდა სიმართლის გაგება და ისე მოხდა, რომ ახლა უფრო დათრგუნული ვიყავი. ყეყეჩ ეგოისტს ყოველთვის ასე მოსდის! -ის ბავშვი,-დავიწყე მე,-რომელიც ედვარდს ეჭირა... ვინ არის მისი? -პირდაპირ მიზანში მოარტყი!-აღფრთოვანდა რაილი,-ის ბავშვი ვინ არის? საერთოდ, ვისი სისხლი ჩქეფს მის ძარღვებში? კარგი კითხვებია, ვერაფერს იტყვი... -ნუ მაბნევ,-შევაწყვეტინე,-შენ კითხვაზე პასუხი იცი. -სინამდვილეში, არაფერიც არ ვიცი,-მოტოციკლეტს მიეყრდნო რაილი,-მე უბრალოდ ვვარაუდობ. თუ გინდა, ჩემს აზრებს გაგიზიარებ... -თუ არ შეწუხდები... -საქმე ისაა, რომ ყველას გონია, რომ იმ გოგონას მამა მე ვარ... პატარა ბავშვს ანაბელი ჰქვია. -შენ?-საერთოდ დავიბენი. უკვე დედამიწის სფერულობაშიც ეჭვი შემეპარა. -ხო, მაგრამ ეს ვიკის ახლო მეგობრებისთვისაა მოგონილი, რადგან მის წრეში მისი ამბავი ყველამ იცის... ანუ ის, რაც ჩვენს შორის მოხდა. ედვარდს ჰგონია, რომ მე ძალა ვიხმარე მასზე,-გამაჟრჟოლა, მაგრამ შევეცადე გონებაში არაფერი წარმომედგინა ან გამეხსენებინა,- მაგრამ არც გოგო იყო წინააღმდეგი... მოკლედ, ვიკი ამბობს, რომ ანაბელი ჩემი შვილია, მაგრამ ეს ასე არაა... ბავშვი მე საერთოდ არ მგავს! სამაგიეროდ, ედვარდის თვალები აქვს... და მას შენი საყვარელი კალენი დიდი მზრუნველობით ექცევა. მგონი ყველანაირი დნმ ანალიზის გარეშეც ნათელია, თუ ვინ არის ბავშვის მამა... გოგონა რომ ჩემი შვილი იყოს, ედვარდი მასთან ასე ახლოს არ იქნებოდა. თან, თუ ვიქტორიაც ისე იქცევა, თითქოს ედვარდი თავიდან ბოლომდე თავისთვის ჰყავს დაგულებული, საერთო შვილის ყოლა ყველაფერს ხსნის! -რათქმაუნდა,-დავიჩურჩულე მე და რამდენჯერმე გავიმეორე ეს სიტყვა, ოღონდ ამჯერად ის გარკვეული კითხვების პასუხი იყო. დიახ, რათქმაუნდა, შეუძლებელი იყო... რაილის უმწეოდ ავხედე. ის დაჟინებით მიყურებდა. ეტყობა, ჩემს რეაქციას ელოდებოდა. მე კი უძრავად ვიდექი და მთელი ძალით ვცდილობდი, რომ არ მეტირა. გულზე ხელი დავიდე. წარსული... აი რა მჭირდებოდა. ჯერ კიდევ გათიშული ვიყავი, როცა მანქანის ხმა გავიგონე. ბავშვთა სახლის ეზოდან ვერცხლისფერი ვოლვო გამოსრიალდა და მოულოდნელად დაამუხრუჭა. ეტყობა, მძღოლმა დამინახა. გულს ბაგა-ბუგი გაუდიოდა. მთელს ჩემს სხეულს მძაფრად აღვიქვამდი. თითოეულ კუნთს და ძვალს ვგრძნობდი და იმასაც კარგად ვხვდებოდი, რომ ყველაფერს მივცემდი, ოღონდ მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავეტანე... ოღონდ ახლა ის არ მენახა, ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა. ვისთვისაც ყველაფერს გავიღებდი... ვისთვისაც სიცოცხლის ბოლომდე ვიბრძოლებდი, რომ არა სიმართლე. მწარე სიმართლე. სანამ ედვარდი გონზე მოვიდოდა რაილის მივუახლოვდი, ჩაფხუტი გამოვართვი და მოტოციკლეტზე უხმოდ დავჯექი. გზა საოცრად მოკლე მომეჩვენა, თითქოს რამდენიმე წამში გავჩნდი ჩემს სახლთან. მეგონა, რომ ეს ყველაფერი სიზმარში ხდებოდა, არ შეიძლებოდა, რომ ეს მე გადამხდენოდა... გამეცინა. რას ვლაპარაკობდი? ეს სწორედ მე უნდა დამმართნოდა. ედვარდთან ყოფნა არ მეწერა. მე, საერთოდ, ბედნიერება არ მეწერა. რაილის მადლობა გადავუხადე და დავემშვიდობე. ის ისევ ეჭვის თვალით მიყურებდა და ელოდა, როდის შემიწუხდებოდა გული ან ისტერიული ტირილით ჩავიკეცებოდი, მაგრამ როგორღაც თავი შევიკავე და ჩემს ოთახამდე მშვიდად მივედი. მამიდას რამდენიმე შეკითხვას ორიოდე სიტყვით გავეცი პასუხი და სასწრაფოდ თავშესაფრისკენ გავიქეცი. კარები საიმედოდ ჩავკეტე და ლოგინზე პირქვე დავემხე. ცხოვრება საშინელებაა... ნეტავ, როდის დაეწერება ჩემს ცხოვრებას ”დასასრული”? გული ამომიჯდა და მდუღარე ცრემლებით ბალიში სულ დავასველე. როგორ დავუშვი, რომ თავს იმის უფლება მივეცი მომავლის იმედი ჰქონოდა? ციდან უკვე სამ მეტრზე ვიყავი, როცა ყველაფერი დაინგრა და მეც მძიმედ დავენარცე მიწას. პატარა ბავშვს არაფერი დაუშავებია და მე მას მამას ვერ წავართმევ, მაგრამ ნუთუ ედვარდი უშვებდა ამას? ნეტავ ის რას ფიქრობდა?! ამ კითხვაზე ჩემი ფიქრთა მდინარე შეჩერდა... გაგრძელებას ვეღარ ვახერხებდი და ჯერ ისევ მტირალა, ლოგინზე წამოვჯექი. ცრემლები მოვიწმინდე და შევეცადე, თავი შემეკავებინა. ჩახლართული სიტუაციიდან როგორმე უნდა გამომეძვრინა ის, ვისაც მართლა არაფერი დაუშავებია. ამოვიხვნეშე და ფანჯარასთან მივედი, გარეთ ჩამი-ჩუმი არ ისმოდა და მხოლოდ ლამპიონების სინათლე მოჩანდა. პატარა წერტილები უსასრულობაში გაბნეულიყო და ციცინათელებს მაგონებდა. ბავშვობაში მიყვარდა, როცა ჩარლი თევზაობას გვიან ამთავრებდა და უკან გზაზე მათთან თამაშის შესაძლებლობა მეძლეოდა. ბავშვი, ბავშვი.... ის ყველაზე უმანკოა.... მოულოდნელად გარედან ძლიერი მუხრუჭის ხმა მომესმა. ჩემს კორპუსთან მანქანა გაჩერდა. ფარები არ ჩაუქვრია, თუმცა სიბნელეში სხვას ვერაფერს ვარჩევდი. ჯიბეში მობილური ახმაურდა. უცებ გამოვურთე ხმა, ვინმეს რომ არ გაეგონა. ეკრანს დავხედე.... ედვარდი მირეკავდა. უცებ გავიაზრე, რომ ის მანქანა შეიძლება ”ვოლვო” ყოფილიყო. უყოყმანოდ ავიღე ყურმილი, ოღონდ ხმა არ ამომიღია. -ბელა, გესმის ჩემი,-ედვარდის ნერვულმა ტონმა ლამის პულსი გამიჩერა,-ხმა გამეცი, გთხოვ... ბელა... ვიცი, რომ მისმენ და სიმართლე გითხრა, ჩემთვის ესეც საკმარისია... თუმცა იმასაც არ ვიმსახურებ, რომ მომისმინო, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა. უნდა გნახო. ახლავე! გთხოვ, მომეცი საშუალება, რომ ყველაფერი აგიხსნა და ნუ დაიჯერებ იმას, რაც რაილიმ გითხრა... საერთოდ, როგორ გაბედე მისი ნახვა? ღმერთო ჩემო, ბელა, ხმა ამოიღე, გთხოვ! მიუხედავად ყველაფრისა, ამ ხმის მოსმენა გულგრილად არ შემეძლო. ვერ გავძლებდი ჩუმად ვმდგარიყავი, როცა ის ქვემოთ მიცდიდა და მუდარით მთხოვდა მელაპარაკა. -გისმენ,-დავიჩურჩულე ყურმილში და ვიგრძენი, როგორ ამოისუნთქა. -ბელა... მე, მე... არც კი ვიცი, რით დავიწყო. -არა, ედვარდ. აქ ”დასაწყები” არაფერი არ არის. აქ მხოლოდ წერტილი უნდა დასვა, ნუთუ ამას აქამდე ვერ მიხვდი? -არა, ბელა, ძვირფასო არა... მე შენ მიყვარხარ და ჩვენს ურთიერთობას წერტილი მხოლოდ ჩემი სიკვდილის შემდეგ დაესმება... -ედვარდ, გეყოს! გაჩერდი და აღარ გააგრძელო ამ სისულელეებით ჩემი ტვინის გამოჭედვა! ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით, შეიგნე.-მე თვითონ გამიკვირდა ჩემი მტკიცე ხმის გაგონება, ედვარდი კი საერთოდ დუმდა,-ედვარდ, აქ ხარ? მობილურში ნაბიჯების ხმა გავიგონე და მივხვდი, რომ ჩემთან ამოდიოდა. ფეხაკრებით გავედი შემოსასვლელში და კარებიც უხმაუროდ გავაღე. მობილურის შუქი საცოდავად ანათებდა და ვერაფერს ვხედავდი, მხოლოდ მისი ნაბიჯების ხმა მესმოდა სულ უფრო და უფრო ახლოს... აქოშინებული ედვარდი ჩემს წინ გაჩერდა. იმის ცდაში, რომ მისგან შორს ვყოფილიყავი ზურგით კედელს ავეკარი, ის კი ჩემი ნაბიჯების პარალელურად მიახლოვდებოდა. -ბელა,-დაიჩურჩულა. როგორღაც გარე განათება აანთო და ნიკაპი თითით ამაწევინა,-შემომხედე... არ მინდოდა, რომ მისთვის შემეხედა. არ მინდოდა, რომ ჩემი თვალები დაენახა. მათში ხომ ის ცხადად ამოიკითხავდა იმ დიდ ტანჯვას, რასაც რეალობა მანიჭებდა. ედვარდმა ჩემი სახე ხელებში მოიმწყვდია და თვალებში მაინც ჩამხედა. ამოივნეშა და უკან დაიხია. -მაპატიე... -მაინც რა, ედვარდ? -ყველაფერი... -ააჰ, ადვილი სათქმელია ”მაპატიე”... ნუთუ ვერ ხვდები, რომ ბავშვს დედა ისე სჭირდება, როგორც მამა! -რათქმაუნდა... -და მე ვერ დავუშვებ, რომ ჩემს გამო უცოდველი არსება მამის გარეშე გაიზარდოს. -ის მამის გარეშე არ გაიზრდება. -ოღონდაც ის არ მითხრა, რომ რაილი მის გვერდით იქნება,-ისტერიულად გავიცინე და უცებ გავჩუმდი. -არა, არა... რაილი აქ მხოლოდ ფარის ფუნქციას ასრულებს. მე არ მინდა, რომ ვიქტორია ცოლად მოვიყვანო, იმის გამო, რომ სიმთვრალეში დაუფიქრებელი ნაბიჯი გადავდგი... -ღმერთო ჩემო, ედვარდ, აქ უკვე ბავშვზე უნდა იყოს ლაპარაკი და არა რაღაც ”დაუფიქრებელ ნაბიჯზე”. ხვდები მაინც, რა პასუხისმგებლობა გაწევს მხრებზე? -კი, ვხვდები... და ანაბელი საუკეთესო პირობებში გაიზრდება. -ბავშვთა სახლში გაზრდაზე ყველა ოცნებობს,-აღმომხდა სასოწარკვეთილს. -არა, ბავშვი იქ დროებითაა. მართალია, არ გადაგვიწყვეტია მისი მომავალი როგორი იქნება, მაგრამ ყველანაირად შევეცდებით, რომ საუკეთესო ვარიანტი ავარჩიოთ,-ედვარდი მშვიდად ლაპარაკობდა, მე კი ლამის კრუნჩხვებში ჩავვარდი, როცა მრავლობით ფორმებში საუბრობდა. -აი, ხედავ? ეს თქვენი, შენი და ვიქტორიას საქმეა. აბა, მე რა შუაში ვარ? -ბელა, შენ ჩემი ცხოვრების აზრი ხარ, როგორ არ გესმის?-ედვარდმა თმა გადამიწია და ხელი წელზე მომხვია,-ნუთუ ისევ უნდა დაგიმტკიცო, რომ უზომოდ მიყვარხარ? პრინციპში, ამის გაკეთება არასოდეს მომბეზრდება,-მისი ხმა უკვე მკაფიოდ მესმოდა, რადგან პირდაპირ ჩემს ყურთან ჩურჩულებდა. სულ ერთი წამით ავენთე და მზად ვიყავი, მის მკლავებს დავმორჩილებოდი და იქ მეპოვა გრიგალისგან დაცული ნავსაყუდელი, მაგრამ თავი დროზე მოვთოკე, ავფართხალდი და ედვარდის ხლართებიდან თავი გავინთავისუფლე. -უკვე მნიშვნელობა არ აქვს,-როგორღაც ამოვილაპარაკე და ტუჩზე ვიკბინე,-ჩვენი გრძნობა გაიყინა და მართალია, არასოდეს გალღვება, მაგრამ არც წინ წაწევა უწერია. რა არის სიყვარული, როცა ის სხვის ცხოვრებას ანგრევს? ეს მხოლოდ უბედურებაა, რომელიც ბუმერანგივით დაგიბრუნდება. ვიქტორიას უყვარხარ, გყავთ ულამაზესი შვილი. ბევრისთვის ეს ყველაფერია. ნუთუ ამით ვერ კმაყოფილდები? ედვარდი მოჭუტული თვალებით მიყურებდა და დროდადრო სახეზე თეთრი ფერი გადაჰკრავდა. ტუჩები სულ გალურჯებოდა. იდგა და ისე მიყურებდა, თითქოს ჯალათი ვყოფილიყავი და მისი სასიკვდილო განაჩენი სისრულეში უნდა მომეყვანა. ალბათ იმ მომენტში მართლაც ამას ვაკეთებდი, მაგრამ სხვაგვარად არ შემეძლო! ვერ ვეგუებოდი იმ აზრს, რომ ედვარდი ჩემს გამო შვილს დათმობდა. ”ვიქტორია არასოდეს შეელევა ანაბელს” რაილის სიტყვები მეხის გავარდნასავით ჩამესმა ყურში. რათქმაუნდა, დედა შვილს არ მიატოვებდა. არც მამა უნდა გამდგარიყო განზე ვიღაც ჩერჩეტი გოგოს გულისთვის. გული ჩამწყდა და ცივმა ოფლმა დამასხა. უკვე სუნთქვა მეკვროდა, ედვარდი კი იდგა და მიყურებდა. მეგონა, რომ დანებდა და საპასუხო აღარაფერი ჰქონდა, ამიტომ სწრაფად ჩემი სახლის კარებისკენ წავედი. მოულოდნელად მკლავზე ხელი მომკიდა და მომატრიალა. -ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული,-მითხრა მშვიდად. -არა, ედვარდ, უკვე ყველაფერი დამთავრდა... და ამის მისახვედრად აუცილებელი არ არის ”ჰეფი ენდი”. მკლავი გავინთავისუფლე და სახლში შევედი. ოთახამდე მისვლა არ დამჭირვებია, იქვე ჩავიკეცე და ჩუმად ავქვითინდი. დილას მამიდამ მიპოვა. კლერი გიჟივით მიყურებდა და სიტყვას ვერ ძრავდა, ყოველ შემთხვევაში მე არ მესმოდა მისი ხმა. ჯერ კიდევ აგონიაში ვიყავი. ფეხზე ძლივს წამოვდექი, აიტაკზე წოლისგან ყველა კუნთი მტიოკდა, თუმცა ეს ტკივილი საერთოდ არ მაწუხებდა. ფიზიკურ სისუსტეს ვინ ჩიოდა, სულიერად მიწასთან ვიყავი გასწორებული. მერჩივნა ბრმა ვყოფილიყავი, ოღონდ არ დამენახა ედვარდის ხელებში პატარა ანაბელი... მერჩივნა ყრუ ვყოფილიყავი, ოღონდ არ გამეგონა რაილის მოყოლილი ამბავი და ედვარდის აღსარება... მერჩივნა ედვარდს საერთოდ არ გავეცანი, ოღონდ მისთვის ამდენი ტკივილი არ მომეტანა. მინდოდა საერთოდ გადავკარგულიყავი, ან მისი მეხსიერებიდან ჩემთან დაკავშირებული ყველა მოგონება წამეშალა. ამ მსხვერპლს თავისუფლად გავიღებდი, რათა ის არჩევანის წინაშე არ დამეყენებინა. ოხ, როგორ მძულდა საკუთარი თავი, როცა ტკბილად მოთამაშე მამა-შვილი მახსნედებოდა... სააბაზანომდე კლერმა მიმაცილა და როცა ჩემი უგემური ღიმილით დავარწმუნე, რომ გონზე ვიყავი, შედარებით დამშვიდებულმა, მარტო დამტოვა. სწრაფად მივიღე შხაპი, კბილები გავიხეხე და ჩემს ოთახში შევედი. ინსტინქტურად დავიწყე ჩაცმა და სასკოლა ჩანთაში წიგნების ჩალაგება. ქურთუკიც ავიღე და კარისკენ გავეშურა. ის იყო, სახლიდან უნდა გავსულიყავი, რომ კლერი გამოვარდა და ხელი ჩამჭიდა. -ბელა, სად მიდიხარ?-მკითხა შეშინებულმა. მე დავიბენი და რამდენიმე წამი უაზროდ ვუყურებდი. -მე... მე სკოლაში მივდივარ. რა, არ უნდა წავიდე? -ოხ, ბელა,-კლერმა ამოისუნთქა, ხელი გამოშვა და სამზარეულოსკენ გაემართა,-საათს თუ შეხედე? ამოვიოხრე და მაჯაზე დავიხედე. მშვენიერია, ჯერ დილის ექვსი საათი იყო. ნეტა კლერი ასე ადრე რატომ ადგა? თუმცა გამახსენდა, რომ ამ ბოლო დროს დილით დარბოდა ხოლმე. არადა ადრე თვითონ მიშლიდა სუსხში სირბილს! ქორწილი მსხვერპლს მოითხოვს... მოწყენილი შევბრუნდი ჩემს ოთახში და ჩანთა კუთხეში მოვისროლე. მაგიდასთან ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე. ნეტავ, რამდენი ხანი მომიწევდა ედვარდის დარწმუნება? ამოვიოხრე და ვიგრძენი, რომ ოთახში საერთოდ აღარ იყო ჟანგბადი, სული მეხუთებოდა. ფანჯარა გამოვაღე და გარეთ გადავიხედე. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ნაცნობი მანქანა იქ დავინახე, სადაც წინა ღამეს იდგა. რამდენიმე წამი გაშტერებული ვუყურებდი, ხომ არ მეჩვენება-მეთქი. ბოლოს, რაკი დავრწმუნდი, რომ არ შევშლილვარ, სკოლის ჩანთა ავიღე და გადავწყვიტე, ქვემოთ ჩავსულიყავი. -არ ისაუზმებ?-მკითხა კლერმა, როცა ჩემი ფეხის ხმა გაიგონა. -არა, მამიდა... -დამელაპარაკე მაინც! სამზარეულოში შევედი. კლერი ფანჯარასთან იდგა და ფრთხილად მიყურებდა. -გუშინ შენს საწოლში რატომ არ გეძინა? -მამიდა,-დავიწყე მე,-ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც შენ ფიქრობ. სინამდვილეში, უბრალოდ ცოტა შეშფოთებული ვიყავი და... -ცოტა შეშფოთებული იყავი?-ჩემი სიტყვები გაიმეორა კლრემა, ოღონდ გაოცებული სახით. -კარგი, ძალიან შეშფოთებული ვიყავი, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა. -არ მეტყვი, რა მოხდა? ბელა, მე შენზე გული შემტკივა, ამ ბოლო დღეების განმალობაში ისეთი ლაღი და მხიარული იყავი. ნუ, შედარებით გამოკეთება გეტყობოდა, დღეს დილას ნანახმა კი შემძრა! ეს რა იყო? კლერი ისე ლაპარაკობდა, თითქოს შეშლილი ვიყავი, გამოვჯანმრთელდი, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ არც მთლიანად... გულის რევის შეგრძნება მქონდა. -არაფერი არ ყოფილა ისეთი, რომ ამაზე ასე ინერვიულო. ვაფასებ შენს ზრუნვას, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი არ მინდა და გთხოვ, ეს საუბარი გადავდოთ,-მუდარით შევხედე. კლერი აიმრიზა. -სად გაგიწევია?-მკითხა მან. -სანამ სუფთა ჰაერია, გასეირნება მინდა... ვუთხარი და ზრდილობის გულისთვის რამდენიმე წამი დავიცადე, მაგრამ კლერი აღარ მიყურებდა და არც რამის თქმა აპირებდა, ფიქრებში იყო გართული. მეც წამოვედი. სირბილით ჩავირბინე კიბეები და წამში ვერცხლისფერ ”ვოლვოსთან” გავჩნდი. მომეჩვენა, რომ მანქანას აქ დგომა მოწყენოდა... დაბურულ მინაში შევიჭყიტე და დავინახე, რომ ედვარდს შიგნით ეძინა! გული ამიჩქარდა! ის მთელი ღამე აქ იყო და ალბათ, განძრახული ჰქონდა, რომ დილით ვენახე, ისევ ელაპარაკა ჩემთან... მაგრამ არა, ძვირფასო.... მანქანას სწრაფად მოვშორდი და ქუჩაში გავედი. ჩემი ამოცანა ნათელი იყო - პიკაპი უნდა დამებრუნებინა. სულ ახლახანს მომაგონდა, რომ ის იმ საცოდავ სასტუმროსთან დავტოვე. ძალიან შემეშინდა, შესაძლოა იქ აღარ დამხვედროდა. იყო კიდევ ერთი პრობლემა, როგორმე ჩემს მანქანამდე უნდა მიმეღწია, ქუჩაში კი მოძრაობდა არც ისე გადატვირთული იყო. გზას ფეხით გავუყევი, თან უკან ვიხედებოდი, რომ ტაქსი გამეჩერებინა. როგორც იქნა ერთმა ჩამოიარა. მძღოლს გაურკვევლად ვუთხარი მისამართი. ვთხოვე, აღმოსავლეთისკენ, ქალაქგარეთ გავეყვანე და სულ პირდაპირ ევლო... კაცმა ჯერ კარგად შემათვალიერა, ალბათ ფიქრობდა, ამ დილაადრიან ეს გოგო რას ბოდავსო, მაგრამ მერე ამოიხვნეშა და კარგი, წაგიყვანო. მითხრა. უკანა სავარძელზე მოვკალათდი და ვცდილობდი გონებაში გამეხსენებინა წინა დღეს გავლილი მარშუტი. საბედნიეროდ, ჩემს პიკაპს მივაგენი და უკვე მის საჭესთან მჯდომი დავიძარი ქალაქისკენ. მიხაროდა, რომ რაღაც მაინც მოვაგვარე. ჯერ შვიდი საათი იყო, როცა ჩემს სკოლას ჩავუარე და გეზი ბენზინგასამრთი სადგურისკენ ავიღე. ავზი გავავსე თუ არა, სკოლის ავტოსადგომისკენ წავედი. თავიდან ვიფიქრე, რომ სკოლის დაწყებამდე აქ დავიცდიდი, მაგრამ მალევე გადავიფიქრე.
| |
|
|
DiiiK♥ | თარიღი: შაბათი, 2011-07-30, 6:30 PM | შეტყობინება # 416 |
You're just too good to be true ...
1004
Offline
| აქ ედვარდი ადვილად მომაგნებდა. ისეთ ადგილას უნდა მეპოვა, სადაც ის ძებნას არ დამიწყებდა. გონება გამინათდა, რათქმაუნდა, ედვარდი ვერასოდეს იფიქრებდა, თუ მის სახლში ვიქნებოდი, თან ელისსაც ვნახავდი.. ელისი! ღმერთო ჩემო, ის მხოლოდ ახლა მომაგონდა. ნეტა თუ იცოდა, რომ მამიდა იყო?! ამოვიოხრე. ჯანდაბა, კიდევ ერთი გართულება. თუმცა, მე მის მოტყუებას არ ვაპირებდი. ისედაც, ამ ბოლო დროს, ბევრს მითმენდა. კალენების სახლთან მისასვლელი გზა კარგად მახსოვდა და თხუთმეტ წუთში უკვე დანიშნულების ადგილას ვიყავი. ძრავა გამოვრთე და მანქანაში უხერხულად შევიშმუშნე. ასე ადრე დაქალთან სტუმრობასაც ვერ გავბედავდი. გადავწყვიტე, რომ ელისისთვის დამერეკა. ან ძილს დავუფრთხობდი, ან მე არ ვიჯდებოდი აქ უაზროდ. ძალიან გამიხარდა, როცა ყურმილში ელისის წკრიალა ხმა გავიგონე. სულ არ ეტყობოდა, რომ დილის 8-ის ოცდახუთი წუთი იყო. ელისს ჩემი სტუმრობა გაუკვირდა, მაგრამ როცა ვუთხარი, სასწრაფო საქმე მაქვს-მეთქი, შემპირდა, თხუთმეტ წუთში შენთან გავჩნდებიო. საათს დავხედე და რადიო ჩავრთე. სიმფონიური ორკესტრის გაბმული ზუზუნის გაგონებისას უხეშად მივაჭირე საჩვენებელი თითი გამორთვის ღილაკს. არ მინდოდა ელისთან მომავალ საუბარზე ფიქრი. ამ ამბის გახსენება ისეთი მტკივნეული იყო და მოყოლა რა იქნებოდა?! ელისი უფრო ადრე გამოჩნდა, ვიდრე ველოდი. პიკაპში გვერდით მომიჯდა და ჩამეხუტა. -ბელა, ბელა... როგორ მომენატრე,-სინანულით ამოილაპარაკა გოგონამ,-რამდენი ხანია ჩემთვის არაფერი მოგიყოლია შენზე. მითხარი, რა მოხდა ასეთი სერიოზული? -მაპატიე, ელისს.. ხომ იცი, რომ მხოლოდ გაურკვევლობა იყო ჩემი დუმილის მიზეზი. ახლა კი ყველაფერი გარკვეულია. ელისმა წარბი ასწია და მე ლაპარაკი დავიწყე. მოვუყევი ყველაფერი, ოღონდ ცოტა შევამოკლე. ელისი გაკვირვებული მისმენდა და ხანდახან შეიცხადებდა-ხოლმე. მხოლოდ მაშინ შემაწყვეტინა საუბარი, როდესაც რაილი ვახსენე. -შენ რა, მას დაურეკე? -სხვა გზა არ მქონდა,-დამნაშავესავით წავიბურტყუნე,-შემთხვევით ვიპოვე მისი ნომერი და რადგან ვიცოდი, ადრე ედვარდს კარგად იცნობდა, ვიფიქრე, რომ ჩემთვის გამოსადეგი პიროვნება იყო... -ღმერთო ჩემო, ბელა, შენ სულ შეიშალე! რამ გაგაბედინა მასთან შეხვედრა?!-ელისი ვერ წყნარდებოდა. -დამერწმუნე, ეს ამად ღირდა. მე რომ რაილი არ მენახა, ახლაც ჭურში ვიქნებოდი... ოჰ, ელისს, რა ბედნიერი ხარ, რომ არაფერი იცი.. დარწუმენული ხარ, რომ გინდა ბოლომდე მომისმინო? -ბელა, რას ბოდავ?-შემომიბღვირა ელისმა,-აბა გააგრძელე, გისმენ! დრო კიდევ ბევრი გვაქვს! ღრმად ჩავისუნთქე და მთავარ ამბავზე გადავედი. ელისს სულ უფრო და უფრო უფართოვდებოდა თვალები და პირი... -ღმერთო ჩემო, გამოდის, რომ ედვარდი მამაა?-აღმოხდა სასოწარკვეთილს და ადგილზე შეხტა,-ამას ვერ დავიჯერებ, ბელა... დარწმუნებული ხარ? -სრულიად.... -არა, ღმერთო... ამას მაინც ვერ დავიჯერებ... -ჰმ.. ვერაფერს გააწყობ,-ფანჯარაში გავიხედე და ვითომ გულგრილად წარმოვთქვი,-გილოცავ, შენ მამიდა ხარ. რა უცნაურია, რომ ამას მე გეუბნები პირველად... -მამიდა ვარ?-ელისი უაზროდ იყურებოდა წინ. -ელის, კარგად ხარ? -კი, კი,-გოგონა ჩაფიქრდა და მერე მე შემომხედა,-ახლა ყველაფერი თავის ადგილზეა. ის ბავშვია ვიქტორიას თავდაჯერებულობის მიზეზი... ედვარდის იდუმალი გაუჩინარების მიზეზიც და საერთოდ... ყველაფერის მიზეზი,-ელისს მზერაში შიში შეეპარა,-ეს კიდევ რამეს ნიშნავს, ბელა? -რათქმაუნდა,-ამოვიოხრე,-ედვარდს ახლა ჩემს სახლთან, თავის მანქანაში სძინავს. ჩემთან ლაპარაკი უნდა, მაგრამ, რაც არ უნდა მითხრას, ვერ გადამათქმევინებს იმ აზრს, რომ ჩემს და ბავშვს შორის არჩევანი არ უნდა გააკეთოს. რაილიმ მითხრა, რომ ვიქტორია შვილს არ დათმობს... სინამდვილეში, ის ანაბელზე არც ზრუნავსო... -ანაბელი?-გაუკვირდა ელისს. -ხო, შენს ძმიშვილს ანაბელი ჰქვია,-ელისმა თავი მაღლა ასწია ”ააა”-ო და მეც გავაგრძელე,-მოკლედ, რაილიც დაბნეული იყო.... სულ ესაა, მეტი არაფერი არ მაქვს სათქმელი. ელისი ორი წუთი ჩუმად იჯდა და ფიქრობდა. მე ვნერვიულობდი.... ბოლოს მომიბრუნდა და თვალებში ჩამხედა. ჩემი არ ვიცი და მას ტირილამდე ბევრი აღარ უკლდა. -ბელა, როგორ ხარ? -მე? ნორმალირად, ელის... -სწორედ ეს მაშფოთებს... შენი ზედმეტად ნორმალურობა. -ხომ იცი, იმ აზრს, რომ მე და ედვარდი ერთად ვერ ვიქნებით, დიდი ხანია შეგუებული ვიყავი... -კი, მაგრამ თქვენ ისე ეწყობით ერთმანეთს... -ეს საიდან იცი?-გავაწყვეტინე, რომ კიდევ რამე არ დაემატებინა,-ჩვენ ერთად ყოფნაც კი ვერ მოვასწარით... ელისი აუცილებლად ამოიცნობდა ჩემს ხმაში სინანულის ტონს. ამოვიხვნეშე. -ბელა, შენი პესიმიზმი გულს მიკლავს. -ეს რეალობაა. მოდი, შევეგუოთ,-ჩავილაპარაკე და მანქანა დავქოქე, უკვე სკოლაში წასვლის დრო იყო. ელისს აღარაფერი უთქვამს. მიხროდა, რომ ვიღაცა მაინც იზიარებდა ჩემს აზრს. ავტოსადგომზე ვერცხლისფერ ”ვოლვოს” გულისფანცქალით ჩავუარე და დავინახე, რომ ედვარდი სკოლის შესასვლელთან, კიბეზე იჯდა. მასთან შეხვედრას კი გავურბოდი, მაგრამ ისიც კარგად ვიცოდი, რომ სულ ვერ დავიმალებოდი. ელისს ხელკავი გავუკეთე და ისე გავემართეთ სკოლისკენ. ედვარდი ორივეს მოგვესალმა. ელისმა ზედაც კი არ შეხედა, თავაწეულმა ჩაუარა გვერდით. მე ერთეხლ გავაპარე მისკენ თვალი. ფერმკრთალი მეჩვენა, საოცრად ნაღვლიანი სახე ჰქონდა... მინდოდა, მოვფერებოდი, ხელი გადამესვა მისი ტუჩებისთვის და მეთქვა, რომ მიყვარდა. ანაბელი... ნუთუ ყველაფერი დამთავრდა? ამის აღქმა მეც კი მიჭირდა. ედვარდის გარეშე თავისუფლად ვეღარ ვსინთქავდი. გული მტკიოდა... ისევ მტკიოდა... მამა... ედვარდი.... ედვარდი... ანაბელი... უკვე ვეღარ ვითმენდი. ქორწილამდე წამებსაც კი ვითვლიდი... და ქორწილის შემდეგ მე ისევ იქ დავბრუნდებოდი, სადაც ცხოვრება შევწვიტე - ამერიკის ყველაზე ტენიან ქალაქში.
^^^ თოთხმეტი თვის წინ: სუსხიანი საღამო იყო. ისეთი, როგორც შემოდგომის ბოლოს შეეფერებოდა, მაგრამ მაინც უცნაური. გაბერილ მთვარეს თითქოს ღრუბლები დაეფრთხო და რამდენიმე წვრილი ვარსკვლავის ანაბარა მოკალათებულიყო ცის კაბადონზე. შავი ღრუბლები კი არ ჩანდნენ, მაგრამ მაინც ძალიან ციოდა. აქოშინებული ყმაწვილი მტკიცე ნაბიჯებით მიუყვებოდა გზას. სახლებს ზერელედ ათვალიერებდა. ბოლოს, ერთი მათგანის წინ გაჩერდა. ამოიხვნეშა და ლამპიონის შუქზე ორთქლი მაღლა აისვეტა. ეზოში შეაბიჯა და კიბეები უხმაუროდ აირბინა, სამაგიეროდ კარებზე ძლიერად დააკაკუნა. პირველად არავინ გამოეხმაურა, მერე კი შემოსასვლელში სინათლეც აანთეს და ვაჟს კარებიც გაუღეს. საღამურში გამოწყობილმა გოგონამ გაოცებით შეხედა ბიჭს და შემდეგ გაუღიმა, სახლში შეიპატიჟა. ბიჭი რამდენიმე წამს გარეთ იდგა, სახლში შესვლას არ აპირებდა. ხელები უკანკალებდა, მაგრამ საერთოდ არ ციოდა. გოგონამ კიდევ ერთხელ სთხოვა, შიგნით შემოსულიყო. -ნუ თვალთმაქცობ, ვიქტორია,-კბილებში გამოსცრა ბიჭმა ისე, რომ ადგილიდან არ დაძრულა. გოგოს სახე გაეყინა. იმ ღამეს საშინელი ყინვა იყო, მაგრამ არც ერთს არ სციოდა. -ედვარდ, მოდი, სახლში შევიდეთ და იქ ვილაპარაკოთ,-აკანკალებული ხმით წაისისინა გოგონამ. -სალაპარაკო ბევრი არაფერია,-შეუღრინა ბიჭმა,-ამოღერღე სიმართლე, რა გინდა? ამის ნამუსი მაინც არ გაქვს? -ტონს დაუწიე, ედვარდ,-ეშმაკურად გაიელვა სიბნელეში ვიქტორიას თეთრმა კბილებმა,-შენ არ გაქვს ისეთი მდგომარეობა, რომ ეგრე მელაპარაკო. -ააახ... როგორ გაბედე ამის გაკეთება?-ედვარდმა ვიქტორიას ნათქვამს ყური არ ათხოვა,- ნუთუ პასუხისმგებლობა სულ დაკარგე?! -არაფერიც! მე ახალი პასუხისმგებლობა ვიკისრე და შენც ამასვე გირჩევ. -შენ არ გესმის, რას ლაპარაკობ! ის ბავშვი სათამაშო თოჯინა ხომ არ გგონია?! -არა, ძვირფასო... ის ბავშვი ჩვენი შვილია და მასზე ორივეს გვაკისრია მოვალეობა. შენ არანაირი უფლება არ გაქვს, რომ ანაბელი თავშესაფრიდან წამოიყვანო. ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა ჩვენ დავქორწინდებით. -არა, ეს არ მოხდება! შეიგნე, მე არ მიყვარხარ! -სიყვარული რა შუაშია? ერთხელ გითხარი და ჩემს პირობას აღარ გავიმეორებ. ან ცოლად მომიყვან ან არადა... -როგორ შეგიძლია, რომ ასე უგულოდ მოექცე საკუთარ შვილს?-ედვარდმა მუშტი კედელს მიარტყა და შემდეგ უღონოდ დაუშვა ძირს,-ის ხომ მხოლოდ რამდენიმე კვირის დაბადებულია და თავშესაფარში საცხოვრებლად როგორ იმეტებ?... -ეს შენი ბრალია, საყვარელო...თუმცა უნდა აღიარო, რომ ორივეს გვაწყობს ბავშვის მამად რაილის გასაღება,-ვიქტორიამ ედვარდს თვალი ჩაუკრა,-ახლა კი, თუ წინააღმდეგი არ ხარ, სახლში შევალ... შემცივდა. იქნებ, შენც შემოხვიდე? ედვარდმა ზიზღით შეხედა გოგოს და კინაღამ სილა გააწნა. თავისი შვილის დედას ისე უყურებდა, როგორც მტერს. აქედან კარგი არაფერი გამოვიდოდა. ანაბელი... მას სიგიჟემდე უყვარდა შვილი. საბედნიეროდ, გოგონა უფრო მამას გავდა. გადაწყვეტილი ჰქონდა. რომ ვიქტორიას ცოლად არასოდეს მოიყვანდა. მაგრამ არც ანაბელს დაკარგავდა. უკან გამობრუნდა და ისევ ისეთი სახით გაუყვა გზას. ვიღაცასთან ლაპარაკი სჭირდებოდა... ცხოვრებამ ადრე დაატეხა თავს გამოცდები. ვისთვის ეკითხა რჩევა? მამასთან ერთ სახლში ცხოვრობდა, მაგრამ ბოლოს როდის ნახა, აღარ ახსოვდა. დედა... დედა მუდამ ახსოვდა. ამოიოხრა, შეჩერდა და ცაში აიხედა. ცა ისევ მოწმენდილი იყო, მთვარე კიდევ უდრო გაბერილი მოეჩვენა. უჩვეულო სიჩუმე იყო. ისეთი, როგორიც ნავსაყუდელში ჩამოწვება-ხოლმე, ქარიშხლის ამოვარდნამდე...
| |
|
|