♥vampiressa♥ | თარიღი: ორშაბათი, 2013-03-04, 6:35 PM | შეტყობინება # 151 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| თავი 9 სოფი მძიმე ნისლში მიაბიჯებდა არეულად და არ იცოდა სად იყო. მთლიანად დამძიმებული, თითოეულ ნაბიჯს გაჭირვებით ადგამდა და თვითონაც არ იცოდა საით მიდიოდა. შორიდან რაღაც ხმაური ესმოდა და ქვეცნობიერით ხვდებოდა, რომ ეს ის ხმა იყო, გათიშვამდა რაც გაიგონა. ხმაური ნელ-ნელა ძლიერდებოდა, თითქოს დიდი სიჩქარით მომავალი მატარებელი უახლოვდებოდა და სადაცაა გათელავდა. გოგონას შიშის გრძნობა დაეუფლა. გულზე დაწოლა იგრძნო, თითქოს წნეხის ქვეშ მოექცა. ვეღარ სუნთქავდა, ჰაერი ფილტვებამდე აღარ ჩასდიოდა, თითქოს ყელში რაღაც ჰქონდა გაჩხერილი. მთელი სხეული დაჭიმული ჰქონდა, ხელის გამოძრავებასაც ვერ ახერხებდა. ბრძოლის თავიც აღარ ჰქონდა და ის იყო უნდა დანებებულიყო, რომ უცბად ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს დიდხნიანი ჩაყვინთვის შემდეგ ჰაერზე ამოვიდა და ერთიანად მიაწყდა ჟანგბადის დიდი ნაკადი. მისი სიძლიერისგან საერთოდ ვერ შეძლო ჩასუნთქვა და სადაცაა ფართხალს დაიწყებდა, მაგრამ გრძნობდა, რომ სინამდვილეში უძრავად იწვა. სახეზე ცივი ხელების ჯერ ნაზად შეხება, შემდეგ კი შემოლაწუნება იგრძნო, მაგრამ რეაგირება ვერ მოახდინა. -გიო, სოფის კორპუსში გადმოდი და სასწრაფოში დარეკე! სწრაფად!-იღრიალა ტკივილამდე ნაცნობმა ხმამ და სოფიმ მიუხედავად ამ მდგომარეობისა, მაინც მიიღო წამიერი შოკი. -ისუნთქე სოფი, ისუნთქე! არ მოკვდე, თორემ იცოდე მოგკლავ! ამის დედაც!..-გოგონას მისი დამშვიდება უნდოდა, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა. უძრავად იწვა და არაფრის გაკეთება არ შეეძლო.-სოფი, არ დამტოვო, გთხოვ...-მისი ხმა ისე მავედრებლად ჟღერდა და ისე ჩუმად... სოფიმ მხოლოდ დაძაბულობის გამო შეძლო ამ ფრაზის გაგონება. უკვე მეტი აღარ შეეძლო, ვეღარ გაუძლებდა მის ასეთ ხმას. ბოლო ძალებით ეცადა და თითქოს ფილტვებში გაჩხერილი საცობი მოიძროო ისეთი შეგრძნება დაეუფლა. უცბად ხველება აუტყდა და ამის გამო ისევ შეეკვრებოდა სუნთქვა ძლიერ ხელებს მისთვის თავი რომ არ წამოეწევინებინათ და სახეში არ შემოერტყათ. -ისუნთქე! დამშვიდდი, ყველაფერი კარგადაა, შემომხედე!-მან თავი დაუჭირა და სოფიმ, მისი თხოვნის შესრულების სურვილით შეპყრობილმა შეძლო თვალები გაეხილა. გოგონას თვალები ცრემლებით აევსო მისი სახის დანახვისას, ტკივილამდე ნაცნობი და ტკივილამდე ძვირფასი სახის... შუბლი შუბლზე მიადო და ცრემლები წასკდა. ღრმად სუნთქავდა და ტირილს უმატებდა, ადვილი მისახვედრი იყო, რომ შოკური მდგომარეობა ჰქონდა. -ვერ ვსუნთქავ...-ამოიხრიალა სოფიმ და თავი მხარზე ჩამოადო. -ჩშშ, დამშვიდდი, გიო მოვა და ექიმთან წაგიყვანთ, ყველაფერი კარგად იქნება. ეზოდან სასწრაფო დახმარების მანქანის სირენის ხმა გაისმა და სადარბაზოშიც გიო და ლიზა შემოვარდნენ. დანისთან ჩახუტებული სოფი რომ დაინახეს, თავიდან დაიბნნენ, მაგრამ გიო მალევე მოეგო გონს. -სასწრაფო დაბლა გელოდებათ, რა ხდება? -გაზით მოიწამლა!-სწრაფად უპასუხა დანიმ, გოგონა ხელში აიყვანა და დაბლა დაეშვა. სოფი ისევ ცუდად გრძნობდა თავს და სუნთქვა უჭირდა, ამიტომ პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების მანქანაშივე აღმოუჩინეს, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანი გაჰყვა, გიო და ლიზა კი გიოს ბაიკით წავიდნენ. სოფის რამდენიმე გადასხმა დაუნიშნეს და ორი ღამით იქ დარჩენა მოსთხოვეს, რადგან საკმაოდ ბევრი ბუნებრივი აირი ჰქონდა ნასუნთქი. ლიზა საჭირო ნივთების მოსატანად წავიდა, დანი კი გვერდიდან არ შორდებოდა გოგონას. სოფის გადასხმის აპარატს რომ უყენებდნენ მხოლოდ მაშინ, ისიც ექიმის დაჟინებული მოთხოვნით გავიდა დერეფანში გიოსთან. სიგარეტს ისე დაეწაფა, როგორც უდაბნოში წყალს მონატრებული ადამიანი ერთ პეშვ წყალს, მაგრამ არ აცადეს, სოფიმ ითხოვა მისი შესვლა და სხვა გზა არ ჰქონდა. გოგონა საწოლზე ემბრიონის პიზაში იწვა და თვალები დახუჭული ჰქონდა. ერთი შეხედვით იფიქრებდით, რომ ეძინა, მაგრამ ფეხის ხმა გაიგო თუ არა, მაშინვე თვალები გაახილა და წამოჯდომა დააპირა, დანიმ კი შეაჩერა. -ფრთხილად, ნუ მოძრაობ, აპარატი არ დააზიანო. -მოდი ჩემთან.-სოფიმ ხელი მისკენ გაიშვირა და დანი დაბნეული მიუახლოვდა. გოგონა ცოტათი წინ გადაიხარა, ბიჭის სახე ხელებში მოიქცია და გაუბედავად აკოცა. დანიმ წამიერი შოკი უკუაგდო და სოფის თმაში ხელი შეუცურა. ცდილობდა ყველაფერი ფრთხილად გაეკეთებინა. სოფის მთრთოლვარე ბაგეებით იგრძნო, რომ გოგონას აკანკალებდა და წამით მოშორდა, მაგრამ სოფიმ ისევ თავისკენ მიიზიდა. ის ხელების სწავლობდა დანის სახეს და თან ცდილობდა გადასხმის აპარატი არ დაეზიანებინა. დანიმ წელზე მოხვია ხელები, სოფიმ კი ცხვირი მის კისერში ჩამალა და ჩაიჩურჩულა: -არაფერი არ თქვა...-დანიმ კი თმაზე აკოცა და ძლიერად ჩაიხუტა. -სოფი, ახლა მაინც მომეცი საშუალება აგიხსნა... -არა, არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდა მაშინ, არ მაინტერესებს... -ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ შენ ეს იცოდე. -მაშინ ახლა არა, მერე მომიყევი. ახლა ნუ გააფუჭებ ამ მომენტს. -სოფი... -ვიცი, მეც.-სიტყვის დამთავრება არ აცადა გოგონამ, გაეცინა და კისერში აკოცა, დანის კი ჟრუანტელმა დაუარა. კარგა ხანს იყვნენ ასე ჩახუტებულები, დანი სოფის საწოლზე ჩამოჯდა, გოგონა კი გვერდიდან მიეხუტა და მის კისერში ჩაიმალა. დანის სხეულიდან წამოსული სითბო ათბობდა, ბიჭს კი სოფის სუნთქვის შეხება ჟრუანტელს გვრიდა. სიჩუმე იდგა, მაგრამ არა დაძაბული. უბრალოდ სიჩუმე იდგა იმიტომ, რომ სიტყვები ზედმეტი იყო. არ არსებობდა სიტყვა, რომელიც მათ ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებას სრულყოფილად აღწერდა. ეს არ იყო სიყვარული, ეს უფრო ძლიერი იყო. რაღაც გრავიტაციის ძალის მსგავსი, მაგრამ ამას ჯერ ვერც ერთი ვერ ხვდებოდა... -ასეთი რაღაცის გაკეთება აღარასოდეს გაიფიქრო...-სიჩუმე დანის ჩურჩულმა დაარღვია და სოფიც უფრო ძლიერად მიეკრა. უცბად რაღაც გაახსენდა და ბიჭს ახედა: -ჩემთან საიდან გაჩნდი? ანუ, გასაღებს ვგულისხმობ. თუ არ მეშლება კარის შემომტვრევის ხმა არ გამიგონია.-გაეცინა გოგონას. -ლიზამ მომცა გასაღები. ვიცოდი რომ კარს არ გამიღებდი, არადა იმდენი ხანი არ მყავდი ნანახი, რომ კინაღამ შევიშალე, ლიზამაც ვეღარ გაუძლო შენს ტანჯვას და როგორც იქნა დავითანხმე. -სხვა სიტუაციაში ვიტყოდი მოვკლავთქო, მაგრამ ახლა მადლობას გადავუხდი...-გაიღიმა სოფიმ, მაგრამ უცბად სახე მოექუფრა და ბიჭს მოშორდა.-დანი, არ მინდა რომ შემდეგი მსხვერპლი შენ იყო...-ეს ყველაფერი ქვედა ტუჩის კანკალით თქვა, გამოსახულებაც გაეთხაპნა და სანამ ცრემლები წამოუვიდოდა, ბიჭმა ისინი კოცნით ამოუშრო. -ნუ ხარ სულელი... არ ინერვიულო ამაზე. სანამ შენ არ მთხოვ, რომ მოგშორდე, მე ჩემი ნებით არასდროს დაგტოვებ... სოფი საავადმყოფოდან ორ დღეში გაწერეს. სხეულზე მოწამვლით გამოწვეული ლურჯი ლაქები ცოტა კიდევ ჰქონდა და სიცივე და თავის ტკივილებიც ხშირად აწუხებდა, ამიტომ რაღაც წამლები და დროებით დასვენება დაუნიშნეს. გოგონას მდგომარეობას გაგებით მოეკიდნენ სამსახურში და შვებულება უპრობლემოდ გაუფორმეს. მართალია სოფის ახლა გაცილებით მეტი დრო გამოუჩნდა, მაგრამ სახლში თითქმის არ იყო. დროს ან ლიზასთან ატარებდა, ან დანისთან ერთად სეირნობდა. მკვლელობები გრძელდებოდა და ბედის ირონიით სოფის შეტყობინება სწორედ მაშინ მისდიოდა, როცა სულ მარტო იყო. თითქოს სოფი შავი ხაზიდან ნელ-ნელა უახლოვდებოდა თეთრს, მაგრამ ჯერ თეთრ ხაზზე გადასვლა მაინც ძალიან ადრე იყო. სოფი ბოლომდე ვერ უწოდებდა თავს ბედნიერს, რადგან მკვლელი ჯერ ისევ თავისუფლად მოქმედებდა. მიუხედავად იმისა, რომ დანისთან ერთად ძალიან კარგად იყო და ათას სისულელესაც აკეთებდა, სრული სიმშვიდისთვის მაინც აკლდა რაღაც. აი სისულელეებს კი, მართლა ხშირად აკეთებდნენ. ერთ დღეს დანიმ სოფი სადღაც წაიყვანა და არაფრის დიდებით არ გაუმხილა რას გეგმავდა, სანამ ქალაქიდან არ გავიდნენ და არც თუ ისე მცირეხნიანი მგზავრობის შემდეგ ერთ ხიდზე არ გაჩერდნენ, სადაც ვიღაც ბაიკერი ელოდათ. ზღვის დონიდან საკმაოდ მაღალზე იყვნენ, ამიტომ სოფის ყურებიც დაუგუბდა და შორტებსა და თხელ მაისურშიც გაიყინა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ივლისის შუა რიცხვები იყო. -საბა, როგორ ხარ ძმა?-გადაეხვია დანი ბიჭს და სოფი გააცნო. -მაინც ვერ გავიგე აქ რა უნდა გავაკეთოთ.-აწუწუნდა სოფი და აკანკალებული, დანის მიცემულ მოსაცმელში გაეხვია, რომელიც კაბასავით ჰქონდა. -არ იცის?-გაეცინა საბად წოდებულს. -მოიცა, ნუ მაშინებთ.-აჰყვა სოფიც. -ნუ ღელავ და მოდი აქ, მოწყობილობა უნდა დაგიმაგრო.-სოფის თვალებმა შუბლისკენ გადაინაცვლეს, როდესაც სქელი, სპეციალური თოკები და რაღაც ჟილეტები დაინახა. -ეს ის არის რაც მე მგონია?-სოფიმ სიტყვის დამთავრებაც ვერ მოასწრო, რომ საბამ ჟილეტი ჩამოაცვა და სამაგრებით დაუმაგრა, შემდეგ დანისთან გაიმეორა იგივე და ბოლოს ერთმანეთზე მიამაგრა. -აბა, წამომყევით გვრიტებო...-საბამ ისინი ხიდის ჯებირისკენ წაიყვანა, მაგრამ იქ სოფი გაჯიუტდა: -შანსი არ არის! დანი გაგიჟდი? მე ამას ვერ გავაკეთებ! -არა სოფი, ამას არც შენ არ გააკეთებ და არც მე, ამას ჩვენ გავაკეთებთ. -აუჰ...-ერთი კი დაიწუწუნა სოფიმ, მაგრამ შემდეგ უყოყმანოდ დაჰყვა დანის ნებას. უკვე ჯებირის მეორე მხარეს იდგნენ ჩახუტებულები. სოფიმ დანის ფეხები წელზე შემოაჭდო და თავი მის კისერში ჩამალა. სასტიკად ეშინოდა, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია. საბამ ბოლოჯერ შეამოწმა უსაფრთხოების ნორმები, შემდეგ კი დანის უთხრა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო და შეეძლო გასაკეთებელი გაეკეთებინა. დანიმ ღრმად ჩაისუნთქა, სოფის ნაზად აკოცა, აკანკალებული გოგონა ძლიერად ჩაიხუტა და ნაბიჯი გადადგა უკან, ჰაერში... ცივი ჰაერი, მისი სიჩქარე და მიზიდულობის ძალა ერთად იგრძნო სოფიმ, რომელიც საყვარელ მამაკაცთან ჩახუტებული მიფრინავდა ქვემოთ. ყურებში ქარი უკიოდა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მან შეძლო გარკვევით გაეგო დანის ნაჩურჩულები პირველი ”მიყვარხარ”. სოფი იმდენად აღფრთოვანებული იყო, სახლში დაბრუნება არ უნდოდა, ამიტომ ის და დანი ბაზალეთის ტბაზე ავიდნენ. ბიჭმა იცოდა ასე რომ მოხდებოდა, ამიტომ ზურგჩანთაში, რომელიც მგზავრობის დროს სოფის ჰქონდა მოკიდებული, წინასწარ ჩაედო პლედი, ლუდისა და ”კოკა-კოლის” ქილები და რამდენიმე პაკეტი ჩიპსი. ამინდიც ხელს უწყობდათ, არც ძალიან ცხელოდა და არც სიცივე იყო. სოფიმ და დანიმ პლედი ერთი უზარმაზარი ხის ქვეშ გაშალეს და კარგად მოკალათდნენ. დანი ზურგით ხეს მიეყრდნო, სოფი კი დანის. ტბიდან მონაბერი გრილი ჰაერი გოგონას თმას უწეწავდა და ბიჭს მისი სუნი ათრობდა. არ საუბრობდნენ, უბრალოდ ისხდნენ და ჰორიზონტს გაჰყურებდნენ. სოფის კისერში დანის ცხელი სუნთქვა უღიტინებდა, ბიჭი კი მის თმასთან თამაშით ერთობოდა. სოფი ”კოლას” წრუპავდა, დანი_ლუდს. გარშემო ხალხი არ იყო, სპეციალურად შეარჩიეს ასეთი ადგილი. საოცარი სიმშვიდე სუფევდა. დანიმ ნაზად აკოცა გოგონას ყურის უკან, რომელსაც ამ შეხებამ ჟრუანტელი მოჰგვარა. სოფიმ ვეღარ მოითმინა, დანისკენ შებრუნდა და მის ტუჩებს დაეწაფა. მარტივი მოძრაობით აღმოჩნდა მის კალთაში და კოცნა კიდევ უფრო გააღრმავა. დანის ტუჩები, მისი სურნელი, ცხელი სუნთქვა... ყველაფერი აგიჟებდა და თავს აკარგვინებდა. სოფიმ გაბედა და აკანკალებული ხელი დანის პერანგის ღილებისკენ წაიღო, მაგრამ ბიჭმა ხელი დაუჭირა, მის ტუჩებს მოსწყდა და არეული ხმით უთხრა: -ახლა და აქ არ გინდა სოფი... ჯობია ახლავე გავჩერდეთ...-გაეცინა დანის და სოფი გულში ჩაიკრა, გოგონას კი ცრემლები წამოუვიდა. -მაპატიე...-ამოისლუკუნა სოფიმ და დანიმ ის გაოცებულმა მოიშორა, რადგან თვალებში ჩაეხედა. -შენ რა ტირი?-გაოგნდა ბიჭი.-რისთვის მთხოვ პატიებას ან რა გატირებს?-სოფი უბრალოდ გაწითლდა და დანის მიეხუტა, რომელსაც გაეცინა და უჩურჩულა: -რა სულელი მყავხარ... დაღამებამდე იქ იყვნენ და ერთმანეთით ტკბებოდნენ. სოფი ძალიან კარგად გრძნობდა თავს და დროებით ყველაფერი დაივიწყა. დანი იმდენად თბილი იყო, რომ სოფი ამას აქამდე ვერც კი წარმოიდგენდა. უცბად გოგონამ ჩუმად, თითქოს თავისთვის ჩაილაპარა: -ერთ ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ გოგონას, შეუყვარდა სახელგანთქმული მექალთანე, რომელიც თავის ჭკუაზე მოიყვანა... -ერთი შეხედვით სცენარს ჰგავს. ვიღაც მოცლილი ჩვენზე ბანალურ რომანსაც კი დაწერდა. -მკვლელობებს თუ დაამატებდა, მგონი კარგი დეტექტივი გამოუვიდოდა. -სოფი, გეყოფა ამაზე ფიქრი! -არ მეყოფა დანი. როგორ დავიჯერო, რომ პოლიციას ეს საქმე არ აინტერესებს? უბრალოდ ხალხი თუ არაფრად უღირთ, მათი კოლეეგის სიცოცხლე მაინც არ ანაღვლებთ? -ყველაფერი გაირკვევა და მოგვარდება, დამიჯერე. ახლა კი წავიდეთ, თორემ გზაში გამეყინები.-დანიმ აკოცა და წამოაყენა. ყველაფერი ისევ ზურგჩანთაში დააბრუნეს, სოფიმ კვლავ მოიცვა დანის მოსაცმელი, შემდეგ ზურგჩანთაც მოიკიდა და ორივენი ბაიკზე ამხედრდნენ. ორივეს უყვარდა ღამით მგზავრობა. ავტობანი თავისუფალი იყო და დანიმაც არ დაზოგა ბაიკი, ტყვიის სისწრაფით მიაპობდა ჰაერს. გოგონას უკვე აღარ ჰქონდა რეაქცია მის მანიაკალურ მართვაზე, მოსწონდა კიდევ და აზარტში შედიოდა. უახლოეს მომავალში თვითონაც აპირებდა მართვის სწავლას და დანისთან ერთად რბოლებზე წასვლას, მაგრამ ამ უკანასკნელს ბიჭთან არც კი ახსენებდა, რადგან მისთვის ჯერ კიდევ დაუდგენელი მიზეზის გამო, დანისაც და გიოსაც ამ თემაზე ძალიან მკაცრი რეაქცია ჰქობდათ. სოფის ინტერესი კლავდა ამის გამო და რამდენჯერმე დანის კითხა კიდეც მიზეზი, მაგრამ მან საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა და სოფიც მიხვდა, რომ მხოლოდ განსაკუთრებულ სიტუაციაში შეძლებდა ბიჭის გამოტეხვას. ფიქრებში გართულმა გოგონამ ვერც კი შეამჩნია დანის ავტოფარეხთან როდის გაჩერდნენ. -სოფი, ვეღარ მცილდები, ხომ?-თვითკმაყოფილი ღიმილი აიკრა დანი, სოფი კი უცბად ჩამოქვეითდა და დანის ენა გამოუყო. -დააყენე ბაიკი და ამოდი ჩემთან. დღეს არ მეყო შენი თავი...-გაიცინა სოფიმ და თავისივე სითამამემ გააკცირვა კიდეც, დანიმ კი წარბები აზიდა: -სოფი, იცოდე ნუ მაცდუნებ!-გოგონას საჩვენებელი თითი დაუქნია, შემდეგ ბაიკი შეაყენა და სოფიზე ხელგადახვეული გაუდგა გზას. იმ ღამეს დანი სოფისთან არ ასულა. იმ ღამეს კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა... სოფის ბოლო დროს ერთი ფიქრი ჰქონდა აკვიატებული და ერაფრით იშორებდა თავიდან. საშინლად უნდოდა მამამისის მოძებნა... არასდროს არ მონატრებია ისე ძლიერ, როგორც ახლა. უნდოდა, რომ ენახა, უბრალოდ თვალებში ჩაეხედა და პასუხი მოეთხოვა მის გარეშე გატარებული თითოეული წამისთვის. პასუხი მოეთხოვა დედამისის თითოეული ცრემლისთვის. არ იცოდა მისი გაცნობის შემდეგ ცხოვრებას როგორ გააგრძელებდა, მაგრამ იცოდა, რომ აუცილებლად უნდა ენახა. ამიტომ, კვირას გაიღვიძა თუ არა, მაშინვე დანისთან წავიდა. უკვე თორმეტი ხდებოდა, მაგრამ როდესაც კარი თმაგაბურძგნულმა დანიმ გაუღო, გოგონა მიხვდა, რომ მას ჯერ კიდევ ეძინა და დასცინა. დანიმ კი ის ვნებიანი კოცნით გააჩუმა და გოგონამ როდესაც მისი სხეულიდან წამოსული სითბო შეიგრძნო, სანამ ჭკუას დაკარგავდა, მანამდე მოშორდა. -დანი, გამომძიებელი მჭირდება. -რა? რად გინდა? -მამაჩემი უნდა მოვძებნო. მინდა ვნახო და დაველაპარაკო. -ეგ საქმე მე მომანდე...-სოფიმ დაინახა როგორ მომუშტა დანიმ ხელები. -არა დანი. უბრალოდ მითხარი ვინ შეიძლება დამეხმაროს მის მოძებნაში. -მყავს ერთი ნაცნობი, დამელოდე, გადავრეკავ და წაგიყვან...-დანი მეორე ოთახში გავიდა და სოფისთვის უცნობ პიროვნებას დაურეკა, შემდეგ კი უკანვე დაბრუნდა და გოგონას მიმართა: -გადავრეკე და გველოდებიან. ის კაცი, რომელთანაც უნდა მივიდეთ, თავისი საქმის პროფესიონალია და შედეგის მისაღწევად ხშირად კანონის მსუბუქ დარღვევასაც არაფრად თვლის. მცირე ცნობები დაგვჭირდება მამაშენის შესახებ, სურათი ტუ გაქვს ხომ მთლად კარგი. არის რაიმე, რაც შეიძლება დაგვეხმაროს?-დანი თან იცვლიდა და თან სოფის ელაპარაკებოდა, რომელსაც ამ დროს გაზქურაზე ჩაიდანი შემოედგა და ჭიქებში ყავას ანაწილებდა. ბიჭი ზურგზე მიეხუტა და ყურის უკან ნაზად აკოცა: -გიხდება ჩემი სამზარეულო...-თვალი ჩაუკრა სოფის და ყავის ფინჯანი მოიყუდა, ამასობაში კი გოგონა დღიურის ამბებს აუყვებოდა. -მთავარი გვქონია და მეტი რაღად გვინდა. სახელისა და გვარის დახმარებით ნოდარი მამაშენს აუცილებლად იპოვნის. წამო, ბარემ გავიდეთ, რომ საღამოს ერთად გატარება მოვასწროთ. ავტოფარეხში ჩასვლისას დანიმ აღმოაჩინა, რომ ბაიკის უკანა ბორბალი დასაშვებზე მეტად იყო გაცვეთილი, ამიტომბ სანამ ის ბორბალს ცვლიდა, სოფი იქაუეობის თვალიერებით იყო გართული. დანის ავტოფარეხი საკმაოდ კომფურტულად ჰქონდა მოწყობილი. პატარა დივანი, მის წინ მდგარი დაბალფეხებიანი მაგიდა ზედ სანთლებით, კუთხეში კარადა და დივანზე მიგდებული შავი, ტყავის შემოსაკრავიანი წიგნაკი ოჯახურ გარემოს ქმნიდა, სოფი თავი ისე იგრძნო, როგორც სახლში. გოგონა კარადისკენ გაეშურა და თანის დანის გასძახა. -აქ რას ინახავ? -მმ, არაფერ საინტერესოს. გამოვცვალე ბორბალი, წავიდეთ!-დანიმ გოგონას კარადის დათვალიერება არ აცადა, ძრავა ააღმუვლა და გარეთ გავიდა, ფარეხის გასაღები კი სოფის გადაუგდო. ამ უკანასკნრლმაც ავტოფარეხი ჩაკეტა და დანის მიუსკუპდა უკან. უკვე ნოდარის სამსახურის წინ იდგნენ, მაგრამ სოფი შესვლას ვერ ბედავდა. სადაც იყო გადაიფიქრებდა კიდეც, მაგრამ დანიმ არ აცადა და შიგნით შეიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ სოფის ინტერესი კლავდა, სიმართლის ეშინოდა კიდეც. მაშინ, როცა მამამისის მისამართი ეცოდინებოდა, გაბედავდა კი მასთან მისვლას? არ იცოდა, მაგრამ იცოდა ის, რომ ყველაფერი უნდა გაერკვია. ყველაფერმა ამან და დანის თანადგომამ, სოფის თავდაჯერება შემატა და მტკიცედ შეაბიჯა ბატონი ნოდარის კაბინეტში. გამომძიებელმა სოფის ყველაფერი დეტალურად გამოჰკითხა და დღიურის დატოვებაც კი სთხოვა, რაზეც სოფიმ ჯერ სასტიკი უარი განუცხადა, მაგრამ რომ მიხვდა რომ სხვა გზა არ იყო, დანებდა და დღიური გაუწოდა. ბატონმა ნოდარმა სოფის დახმარება აღუთქვა და გოგონამაც დანისთან ერთად შენობა დატოვა. უკვე დამშვიდებული იყო და ახლა შიშის ნაცვლად მოუთმენლობას შეეპყრო. ერთი სული ჰქონდა პასუხს როდის გაიგებდა. ბაიკზეც კი მოუსვენრად დაჯდა, რაზეც დანის სიცილი აიტყდა. -ახლა იცოდე ჭკვიანად იყავი, თორემ დაგტოვებ აქ. -კარგი რა, ხომ იცი როგორ ვნერვიულობ. -ვიცი, მაგრამ იცოდე, ახლა ჭკვიანად იყავი. -ვეცდები...-ტუჩი მოიკვნიტა სოფიმ და დანის წელზე ხელები შემოხვია, რითაც ანიშნა, რომ მზად იყო წასასვლელად. მართალია გოგონამ არ იცოდა, მაგრამ სინამდვილეში მართლაც ჰქონდა სანერვიულოდ მიზეზი და არა მხოლოდ მამამისის გამო. დანის პროფესიონალიზმს რომ არ გადაერჩინა ისინი, ღმერთმა უწყის შეძლებდა თუ არა როდესმე ვინმე მათ ამოცნობას მორგში... არც ისე სწრაფად მიდიოდნენ, რადგან მათ წინ გზა დიდ სატვირთო მანქანას ჩაეკეტა, როდესაც საიდანღაც კატასტროფული სიჩქარით მომავალმა, სპორტულმა ბაიკმა ჩაუჭრათ გზა და კინაღამ ავარია გამოიწვია. სოფიმ თვალები დახუჭა, რადგან არ დაენახა როგორ შეასკდებოდნენ სატვირთოს, რომელსაც უკან დიდი ასოებით ეწერა: OIL. მთეკუ სხეული დაეჭიმა და იგრძნო, რომ დანის ასეთ დღეში იყო. პირი გააღო, რომ დანისთვის უკანასკნელად ეთქვა ”მიყვარხარ”, მაგრამ ამ დროს ბიჭმა ისეთი სწრაფი მანევრი გააკეთა და წინ გაიჭრა, რომ სოფი კარგად რომ არ ყოფილიყო მოჭიდებული, აუცილებლად გადავარდებოდა. გოგონას ახლა უფრო მეტად შეეშინდა, რადგან მიხვდა, რომ დაიმ კონტროლი დაკარგა. გოგონამ დამწვარი რეზინის სუნი იგრძნო, სმენა კი მოტორის ღრიალმა დაუხშო და დანის მთელი სხეულით აეკრა, რადგან ქარი კატასტროფული სიჩქარით ეხეთქებოდა სახეზე და მის გადაგდებას ცდილობდა...
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|