ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 16 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 14
  • 15
  • 16
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
მარადისობა-ეს მხოლოდ დასაწყისია...

Mari_Amiთარიღი: ორშაბათი, 2012-09-17, 5:36 PM | შეტყობინება # 226

436
7  +
9  ±
   ±
Offline
dadaa agar deb ?

Sallomeთარიღი: ორშაბათი, 2012-09-17, 9:37 PM | შეტყობინება # 227

76
4  +
6  ±
   ±
Offline
viku-vuku, - madloba didi.. happy happy happy happy
Mari_Ami, makie, -bodishi, rom galodinebt... sad sad sad shevecdebi male davdo... smile smile



viku-vukuთარიღი: ორშაბათი, 2012-09-24, 8:06 PM | შეტყობინება # 228

397
10  +
12  ±
   ±
Offline
auuuuuuuuuuuuuuu cry cry cry cry rodis dadeb?


Sallomeთარიღი: სამშაბათი, 2012-11-27, 3:57 AM | შეტყობინება # 229

76
4  +
6  ±
   ±
Offline
სალამი, ბავშვებო.. smile smile აი, უკვე რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი ფიკის თავი დავდე...იმდენად მძიმე გრაფიკი მაქვს წერისთვის დრო ნამდვილად აღარ მრჩება და...ბოდიშს გიხდით, რომ ჩემდა უნებურად წერა შევწყვიტე. sad sad sad sad მაგრამ, არ იფიქროთ, რომ აღარ გავაგრძელებ...იმედია, კიდევ წაიკითხავთ ხოლმე და ჩემს გვერდით იქნებით.. happy happy
ჩვენი გმირები, რომ სულ არ გადაგვავიწყდეს, გახსენების მიზნით, გადავწყვიტე მცირე ექსკურსივით რაღაც დამეწერა...ახლა მხოლოდ ამის შემოთავაზების საშუალება მაქვს...იმედია დაგაინტერესებთ... P.S. მომენატრეთ.. :** :** heart heart lips lips



Sallomeთარიღი: სამშაბათი, 2012-11-27, 3:58 AM | შეტყობინება # 230

76
4  +
6  ±
   ±
Offline
* * *

რა კარგია არა, როდესაც თავს ბედნიერად გრძნობ...იცი, რომ ვიღაცას ნამდვილად უყვარხარ, ფიქრობს შენზე და მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც ორი წუთის წინ გნახა, ისევ ენატრები...თუმცა, ეს ადამიანი არც შენი ამხანაგია, არც უბრალო ნაცნობი...იგი უფრო მეტია. მეტია, თუნდაც, ვიდრე მეგობარი, ვიდრე მესაიდუმლე, ან ნათესავი...ის ყველაფერია შენთვის...შენი ნაწილი და მეორე ნახევარია.
ნუთუ, შეიძლება ამ პიროვნებას შეყვარებული ვუწოდოთ? რას იტყვი? მე ვფიქრობ, რომ არა...ეს სიტყვა ისეთი გაცვეთილი, არაფრისმთქმელი და ზედაპირულია, რომ მას ნაკლებად ძალუძს ჭეშმარიტი გრძნობებით დაკავშირებული ადამინების ურთიერთობის გამოხატვა. არ იფიქრო, თითქოს ჩემს აზრს გახვევ თავს, უბრალოდ, მინდა იცოდე, რომ მეა და გიორგი არ არიან შეყვარებულები და არც არასდროს იქნებიან. მათი კავშირი ახლა დგება, ფაქტობრივად, ჯერ არაფერი ყოფილა...უბრალოდ, მათ ჰგონიათ, რომ რაღაც ამოუცნობს და მისტიკურს შეეჩეხნენ ცხოვრებაში...ეს იმიტომ, რომ ამ ქვეყნად, ახალი, მათთვის სრულიად უცხო გრძნობა აღმოაჩინეს. მე მაგალითად, არცერთის გრძნობებში არ ვარ დარწმუნებული...მგონია, რომ ზედმეტად ჩქარობენ...მეა მეტისმეტად მიმნდობი და მიამიტია...ბოლოს და ბოლოს, ის ხომ გოგოა...იქ, სადაც საქმე ,,სიყვარულს’’ ან სიყვარულს ეხება, გოგონები კარგავენ სწორად განსჯის უნარს...რეალობას წყდებიან და ოცნებას იწყებენ. ეს კი, ალბათ დამეთანხმებით, არც ისე კარგია. აი, რაც შეეხება გიორგის, ის...მმ...მგონი ძალიან გაიტაცა სიყვარულობანას თამაშმა...არა, ცუდად არ გამიგო, უბრალოდ მე მისი არ მჯერა...მისდამი, არც ისე კეთილად ვარ განწყობილი...შეყვარებული ბიჭუნა, რომელიც ნატიფი გრძნობების გაიდიალიზებითაა შეპყრობილი. ო, ღმერთო..ჩემთვის ცოტა დაუჯერებელია...და სასაცილოც.
მაპატიე, თუ დაგაბნიე ან გაგაღიზიანე...ეს ჩემი მიზანი ნამდვილად არ არის...მე მსურს დაგანახო, რომ ფუჭ იმედებს არასდროს არ უნდა მისცე უფლება გონება აგირიოს, დაგაბრკოლოს. ყოველთვის წინ უნდა იარო, რათა ბოლოს არ ინანო. სისულელეების გამო, ცხოვრებისეულ წინსვლაზე უარი არ უნდა თქვა. გთხოვ, არ იფიქრო, რომ ჩემი წინასწარ დაგეგმილი გადახვევ-გადმოხვევებით შენთვის იმედის გადაწურვაას ვცდილობ. არა, ნამდვილად არა. უბრალოდ, ვცდილობ დაგარწმუნო, რომ თუ გინდა სრულყოფილებას მიაღწიო, მიიღო ის, რაც გწადია, გინდაც ეს სიყვარული იყოს, აუცილბელია მსხვერპლის გაღება, რაღაცის დათმობა...ყველაფერს დრო სჭირდება...გრძნობების განმტკიცებასაც. იმისთვის, რომ გიორგის და მეას წყვილი შედგეს, დროის გასვლა აუცილებელია...გახსოვდეთ, ემოციებზე აყოლა მარგებელი არ არის...გრძნობის გონებით კონტროლი ესაჭიროებათ. სიყვარულისთვის აუცილებელიც კია რაციონალიზმის გავლენა, ვინაიდან თუ გიყვარს, ე.ი. გიყვარს და ბრძოლისთვისაც მზად ხარ. შეგიძლია დაიტანჯო, დათმო, რადგან იცი, რომ მიზანთან ასე უფრო ახლოს აღმოჩნდები და საბოლოოდ მიაღწევ კიდეც მას.
გითხარი, მეა და გიორგი არ არიან შეყვარებულები-მეთქი. ეს იმიტომ რომ, ახლაც კი, მათი გრძნობები იმაზე უფრო ამაღლებულია, ვიდრე ეს უბრალო სიტყვა გამოხატავს. ახლა შემედევები, თუ ამაღლებულია, ამ ბავშვებს რაღას ერჩიო...მე კი, კიდევ ერთხელ გაგიმეორებ, რომ ძლიერი გატაცება, შეიძლება იყოს ამაღლებული, მაგრამ ჭეშმარიტი, მარადიული სიყვარულისგან ჯერ კიდევ შორსაა.
შეიძლება პირიქით ჩანს, მაგრამ მე, ჩვენი გმირების მხარეს ვარ, მინდა რომ მათი გრძნობები, იმდენად გამყარდეს, რომ სწორედ უკვდავ სიყვარულში გადაიზარდოს, ამისთვის კი, როგორც უკვე აღვნიშნე მათი გამოცდა და რაც ყველაზე მთავარია, დროა საჭირო.
აი, როგორც იქნა მოვრჩი ლაყბობას და შენც, ჩემი ლაქლაქით დაღლილს, როგორც იქნა, მშვიდად ამოსუნთქვის საშუალება მოგეცა...ნუ, იღიმი და ნურც შეეცდები იუარო, მესმის შენი...თუმცა, იმედია, მიმიხვდი, რის თქმასაც ვცდილობდი...ეს გადახვევა იმისთვის დამჭირდა, რომ შენთვის ზოგადად დამენახებინა, რა იქნება მომავალში....მაგრამ, თუ მხოლოდ ნაწილობრივ გააცნობიერე, რაც გითხარი, არც ესაა პრობლემა...ყველაფერს სიუჟეტის განვითარება ახდის ფარდას...და მერე, ყველაფერს გაიგებ...აი, ეს ,,მერე’’ კი, დღევანდელი რეალობისგან არც ისე
შორსაა.



Mari_Amiთარიღი: სამშაბათი, 2012-11-27, 6:13 PM | შეტყობინება # 231

436
7  +
9  ±
   ±
Offline
axali tavis shesavali mshvenieri iyo
  • გვერდი 16 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 14
  • 15
  • 16
ძებნა: