ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ჩემი პატარა, დიდი სამყარო...

♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-03, 10:04 PM | შეტყობინება # 1
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
სახელწოდება: ჩემი პატარა, დიდი სამყარო...
ავტორი: ♥vampiressa♥
ბეტა: არ მყავს
დისკლეიმერი: საავტორო უფლებები მეკუთვნის მე
რეიტინგი: G(General)
ჟანრი: დრამა, რომანტიკა, სათავგადასავლო.
სტატუსი: წერის პროცესშია
სამარი: ეს არის პატარ-პატარა ჩანახატები, რომლებიც ძირითადად რეალურია. არის სტატიებიც და განხილვებიც. სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით გამოთქმული მაქვს ჩემი აზრი. საერთოდ არ ვაპირებდი ამათ გამოქვეყნებას, მაგრამ რადგან წერას სერიოზულად მოვკიდე ხელი, ვფიქრობ კარგი იქნება თუ შემაფასებთ. თქვენი კომენტარები ყოველთვის მაძლიერებს და მამხნევებს. იმედი მაქვს იმედს არ გაგიცრუებთ და თქვენს მოწონებას დავიმსახურებ. სიყვარულით თქვენი ვამპირესა ♥


შეტყობინება შეასწორა ♥vampiressa♥ - ხუთშაბათი, 2012-05-03, 10:05 PM

♫_Ani_♫თარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-03, 10:06 PM | შეტყობინება # 2

225
6  +
16  ±
   ±
Offline
♥vampiressa♥, კარგი გადაწყვეტილებაა happy happy ველოდები პირველ ჩანახატს:)


♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-03, 10:09 PM | შეტყობინება # 3
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline


დრო გადის, ტექნიკა ვითარდება და ჰოლივუდი სხვადასხვა სასწაულებს გვჩუქნის. დღევანდელ ფილმებს თუ გადავხედავთ, მარტივად შევამჩნევთ რომ მათში ჭარბობენ არარეალური არსებები, ფაქტები. მონსტრები, კაციჭამიები, ზომბები თუ ვამპირები. მოდით ამ უკანასკნელზე ცოტა ხნით შევჩერდეთ. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უამრავი ფილმი თუ ტელესერიალი გადაიღეს ვამპირებზე, დაიწერა წიგნებიც, მაგრამ მათგან ყველაზე ცნობილია „ბინდისი საგა“ და „ვამპირის დღიურები“. ისინი დიდ ზეგავლენას ახდენენ მოზარდებზე. პირადად ვყოფილვარ იმის მომსწრეც, რომ თინეიჯერები ერთმანეთის მიმართ თბილ დამოკიდებულებას კბენით გამოხატავენ, ვამპირების პატივსაცემად. ამ სენით განსაკუთრებით თინეიჯერი გოგონები არიან „დაავადებულნი“. ისინი ოცნებობენ კიდევაც იმაზე, რომ ვამპირები იყვნენ. მართალია მეც მოხიბლული ვარ „ბინდის საგით“ და თამამად შემიძლია ვთქვა რომ მისი ფანი ვარ, მაგრამ არასდროს მიოცნებია იმაზე, რომ ვამპირი ვყოფილიყავი. მე ვაღიარებ, რომ შეპყრობილი ვარ მისით, მაგრამ არა ისე, რომ ზოგიერთის მსგავსად სისულელე ჩავიდინო. მინდა პირადი მაგალითით მიგახვედროთ იმას, რომ ფილმებს დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ, განსაკუთრებით კი მოზარდებზე.
ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული, ცხელი ზაფხული იდგა. არდადეგებს როგორც ყოველთვის ფასანაურში ვატარებდი, მაგრამ წლევანდელი ზაფხული ჩემთვის მაინც ყველასგან გამორჩეული იყო. უკვე ყოველდღიურობად მქონდა ქცეული მდინარეზე სიარული, იქიდან დაბრუნებულს კი სახლის უკან ტყეში გასეირნება. ამ ტყეში ყოფნა ძალიან მიყვარდა, რადგანაც მას ვამსგავსებდი ტყეს ჩემი საყვარელი წიგნიდან_“ბინდი“. ერთი დამღლელი დღის შემდეგ მკვდარივით ჩამეძინა, მაგრამ მალევე გამომეღვიძა. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ გამოღვიძებისას ტყეში, ფუმფულა გვიმრების საფარველ ქვეშ ვიყავი. გამიკვირდა, ვიფიქრე სიზმარიათქო, მაგრამ ყველაფერი ძალიან რეალური ჩანდა. გადავწყვიტე, რომ სახლში დავბრუნებულიყავი, მაგრამ ბილიკი არსად ჩანდა. სამაგიეროდ წვიმისგან დანამულ მიწას კარგად ეტყობოდა ფეხსაცმლის ნაკვალევი. ამ ნაკვალევს გავყევი და გზადაგზა გვიმრებს ხელით ვწევდი, რომ სიარულში ხელი არ შეეშალა. ბოლო გვიმრაც გადავწიე და გაშლილ მინდორზე აღმოვჩნდი. მაგრამ როდესაც დავინახე მწვანეში ჩაფლული ნახევრად მინის სახლი, შოკში ჩავვარდი. მეგონა მეჩვენებოდა, იმიტომ რომ ეს შეუძლებელი იყო, რადგან სახლი, რომელსაც მე ვხედავდი რეალურად არ არსებობდა, ეს გამოგონილი სამყარო იყო. თვალები მაგრად დავხუჭე, მაგრამ როდესაც გავახილე არაფერი შეცვლილა_მე კვლავ კალენების სახლის წინ ვიდექი. მინის სახლში კარგად ჩანდა ყველა ის პიროვნება, რომელნიც ჩემთვის საოცრად ახლობელნი იყვნენ. ვამპირული საგის კითხვისას არასდროს შემიქმნია იმის ილუზია, რომ ისინი რეალურ სამყაროშიც არსებობდნენ, მაგრამ როგორც ჩანს ვცდებოდი. თვალის დახამხამებაში სახლის პარმაღზე აღმოვჩნდი, მაგრამ როგორც ვივარაუდე დაკაკუნება არ დამჭირვებია. კარი გაიღო და მის მიღმა აღმართული ფიგურის დანახვაზე თვალები გამიფართოვდა. რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს კარი ჩემმა კუმირმა და პირადად ჩემთვის მამაკაცის იდეალმა_ედვარდ კალენმა გამიღო. წამის მეასედში უამრავი რამის გაფიქრება მოვასწარი, მაგრამ ედვარდმა ჩემს გონებაში დასმულ ყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვას უპასუხა:
-შემოდი, დიდი ხანია გელოდებით. და ნუ ფიქრობ, რომ ეს სიზმარია.
როდესაც ჩემი ოცნების სახლში ფეხი შევდგი, ჩემმა გულის ცემის ტემპმა საგრძნობლად მოიმატა. მთელი ოჯახი იქ შეკრებილიყო. ოთახში ბუხარიც ენთო, რენესმესა და ჯეიკობისთვის. ოჯახის ყველა წევრმა გულთბილად გადამკოცნა, პატარა რენესმემ კი ხელში აყვანა მთხოვა. როდესაც ხელში ავიყვანე, თავისი ფუმფულა ხელისგული ლოყაზე შემახო და მისი ნიჭის წყალობით დამანახა თავისი განვლილი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები. ეს მომენტები ჩემთვის უცხო არ ყოფილა, რადგან მე თითოეულ მათგანს საკუთარი თავივით ვიცნობდი. სახლის დათვალიერება რა თქმა უნდა ელისმა იკისრა და როდესაც თავის ოთახში შემიყვანა, გავოცდი. მთელი მსოფლიოს მოდური მაღაზიებში არ იქნება იმდენი რამ, რაც ელისის გარდერობში იყო. ელისმა მის მიერ არჩეულს ტანსაცმელში გამომაწყო, როზალიმ კი ჩემი თმების გალამაზებაზე იზრუნა. როდესაც პირველ სართულზე ჩავედით, ედვარდი როიალთან იჯდა და „რენესმეს იავნანა“-ს უკრავდა, გვერდით კი ბელა ედგა რენესმეთი ხელში. ედვარდმა მითხრა, რომ ჩემს თმას მუშკის სუნი ჰქონდა... შემდეგ ემეტმა თამაში შემომთავაზა და როდესაც ეს „თამაში“ ლოდების სწრაფად დაფშვნა აღმოჩნდა, საერთოდ არ გამკვირვებია_ეს ხომ ემეტი იყო!
მთელი დღე მანთთან გავატარე. შემიძლია დავიფიცო, რომ იმ მომენტში ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობდა. როდესაც მთელ ოჯახთან ერთად ბეისბოლის სათამაშოდ წავედით, მაშინ შევიგრძენი ბოლომდე, თუ რამდენი რამ იყო გაერთიანებული სიტყვაში „ვამპირი“. როდესაც ემეტის „ჰამერით“ სახლში ვბრუნდებოდით, მე და რენესმეს ჩაგვთვლიმა.
-ნათი, გაიღვიძე რა!-საოცრად ნაცნობი ხმა გაღვიძებას მთხოვდა, მაგრამ თვალებს ჯიუტად არ ვახელდი, რადგან უკვე ვიცოდი, ამას რაც მოჰყვებოდა.
-ნათ...-კიდევ ერთხელ მთხოვა ხმამ.
მე კიდევ ერთხელ შევავლე თვალი ჩემს ოცნებას, შემდეგ რენესმეს ფრთხილად, ისე რომ არ გამეღვიძებინა შუბლზე ვაკოცე და თვალები გავახილე.
ჰმ! როგორც ბოლოს ვიგრძენი ეს ყველაფერი სიზმარი აღმოჩნდა, მაგრამ გული არ დამწყვეტია. მე ხომ სიზმარში მაინც მოვხვდი ჩემს ოცნებაში. ეს სიზმარი კი ისე ძლიერ დამამახსოვრდა, რომ დღემდე მახსოვს თითოეული მათგანის სურნელი და დღემდე ვეძებ ისეთ სუნამოს, როგორი სურნელიც აქვს ედვარდის თქმით ჩემს თმას...

p.s. სწორედ ეს არის ის ჩანახატი, რომელიც წინა ხუთშაბათს გამოქვეყნდა ჟურნალ "გზაში". რადგან თემატურად ჩვენს საიტსაც ეხება, გადავწყვიტე რომ პირველად სწორედ ეს ჩანახატი შეგეფასებინათ happy



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka


შეტყობინება შეასწორა ♥vampiressa♥ - ხუთშაბათი, 2012-05-03, 10:11 PM

bella-vampireთარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-03, 10:13 PM | შეტყობინება # 4

842
83  +
   ±
Offline
temis satauri rogor momewona naaaat love
dzalian, dzalian nichieri xar naaaat kiss dzalian miyvars sheni nawerebis kitxva. martlac didi siamovnebaa.:**
dzalian miyvarxar da pativs gceeeem kiss kiss
dade axla pirveli, maleeee :DDD

♫_Ani_♫თარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-03, 10:14 PM | შეტყობინება # 5

225
6  +
16  ±
   ±
Offline
ეე,ეს წავიკიტხე მე happy გზის მკითხველი ვარ tongue კარგად გქონდა აღწერილი happy


bella-vampireთარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-03, 10:15 PM | შეტყობინება # 6

842
83  +
   ±
Offline
ui, dagidia ukve :DDD surati rogor momewonaaaaaaaaaaaa :01:
eh, mec minda egeti sizamriii biggrin biggrin

elle:Xxთარიღი: პარასკევი, 2012-05-04, 3:13 PM | შეტყობინება # 7
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
11  +
28  ±
   ±
Offline
woooow es iyo ragac shoki sityvebit ver agvwer am yvelafers dzalian magari iyo da getanxmebi rom bevri mozards unda iyos vampiri da es raga tqma unda am kinoebis damasaxurebaa.
erti kitxva maq es sizmari namdvili iyo? tu prosta gamoigone?




KristenStewartთარიღი: პარასკევი, 2012-05-04, 3:21 PM | შეტყობინება # 8
Kristen Stewart
292
24  +
42  ±
   ±
Offline
naat es wavikitxe gzashi da avtgoris saxels ro davxede kinagam vikivle:*:*:*:* gilocav chemisayvarelooo


♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2012-05-04, 7:00 PM | შეტყობინება # 9
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
bavshveboo, madloba yvelaas, dzalian kargebi da tbilebi xart, miyvarxart happy happy happy happy happy
Quote (elle:Xx)
erti kitxva maq es sizmari namdvili iyo? tu prosta gamoigone?

ara es sizmari martla namdvili iyo, am zafxuls vnaxe da afsoluturad yvelaferi rac aq weria simartlea happy



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Jack♥sparrowთარიღი: პარასკევი, 2012-05-04, 7:26 PM | შეტყობინება # 10
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
რა ვთქვა არ ვიცი
ოღონდ მართლა ვამბობ
ხომ შემიძლია რაღაც ,,ცუდიც'' ვთქვა ხო? :/
უბრალოდ ა რ მომწონს ასეთი ვამპირომანია :|
ერთია გიყვარდეს როგორც ფილმი ან როგორც წიგნი,მაგრამ მეორეა ღამეც გესიზმრებოდეს smile
ნათია მეგობრები ვართ
ხომ არ მიწყენ რაღაცნაირად თუ შეგეწინააღმდეგები ან რავი თუ არ დაგეთანხმები?
წერის სტილი რასაკვირველია შენია და ძალიან მაგარია <3
ერთი სული მაქვს შემდეგს როდის დადებ.
ყველაზე მეტად მაინტერესებს
Quote (♥vampiressa♥)
არის სტატიებიც და განხილვებიც.
აი ეს smile ერთი ფიკის და ერთი ამის წერას ერთად როგორ მოასწრებ kiss იმედია დიდი ხანი არ გვალოდინებ ხოლმე :**



♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2012-05-04, 7:50 PM | შეტყობინება # 11
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (Jack♥sparrow)
ხომ შემიძლია რაღაც ,,ცუდიც'' ვთქვა ხო? :/

ra tqma unda nin kiss
Quote (Jack♥sparrow)
ნათია მეგობრები ვართ ხომ არ მიწყენ რაღაცნაირად თუ შეგეწინააღმდეგები ან რავი თუ არ დაგეთანხმები?

ras ambob gogo, ra unda mewyinos biggrin biggrin
Quote (Jack♥sparrow)
ერთი ფიკის და ერთი ამის წერას ერთად როგორ მოასწრებ

eseni dawerili maqvs ukve umetesoba da rac maqvs dawerili imeebs davdeb, tu mivamate mere kidev davdeb, fikze namdvilad ar aisaxeba kiss



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2012-05-04, 7:55 PM | შეტყობინება # 12
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline


თოჯინები

ჩემი აზრით ცხოვრება მოსაცდელი დარბაზია. ჩვენ ყველანი ვიცდით, ზოგს დიდხანს უწევს მოცდა, ზოგი მალევე მიდის და სწორად იქ შესვლისას გადაწყდება ყველაფერი. ოთახის შუაში დგახარ და არ იცი რომელი კარი გაიღება შენთვის, რომელ კარში მოგიწევს სამუდამოდ შესვლა. ჩემი აზრით სწორედ კარში შესვლის შემდეგ იწყება ნამდვილი ცხოვრება, ეს, მიწიერი ცხოვრება კი როგორც უკვე ვთქვი მოსაცდელი დარბაზია, უბრალოდ გამოცდა. ცხოვრება სცენაცაა, სადაც ჩვენ-ჩვენი როლი ყველამ უნდა შევასრულოთ. უარის თქმა არ შეიძლება, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ თვითონვე ვირჩევთ და ვქმნით საკუთარ პერსონაჟებს.
ცხოვრება ტილოცაა, სადაც უნდა ხატო ნელა და აუჩქარებლად. არაფერი უნდა შეგეშალოს, თორემ ტილოდან ვეღარაფერს წაშლი. ის შენს სულში დარჩება მუდამ. ხილულისთვის უხილავად და უხილავისთვის ყოველთვის ხილულად შეინახება შენს სულში.
ჩვენი გული, დაფარულია პატარ-პატარა ყვავილებით. თითოეულს თავისი სახელი ჰქვია. ხანდახან ამ ყვავილების რიცხვი იზრდება, ხან კი იკლებს. მათი რიცხვის შემცირებასთან ერთად იზრდება ჩვენი ტკივილიც. რატომ? ეს ყვავილები ხომ ჩვენი ძვირფასი ადამიანები არიან………
და საერთოდაც, ამ ცხოვრებაში ყველანი თოჯინებზე ერთი საფეხურით მაღლა ვართ. მათგან მხოლოდ იმით განვსხვავდებით, რომ სულიერები ვართ. ჩვენს თვალებში ჩანს ჩვენი სული, თოჯინების თვალები კი ცივი და ცარიელია. გაყინული მზერა ერთ წერტილს მიშტერებია და იყურება ასე, დაუღალავად, მანამ, სანამ არ დაიმსხვრევა. ჩვენ კი, ჩვენ ყველაფრის დათვალიერებას ვცდილობთ, ვცდილობთ ყველაფერი მოვასწროთ, მაგრამ ბოლოს ჩვენი მზერაც მათსავით გაიყინება. მაგრამ ეს მხოლოდ სხეულში. სულს ხომ მაშინ ეხილება თვალები, როცა სხეულს ეყინება მზერა………………………………………………………….



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

littlegirlთარიღი: პარასკევი, 2012-05-04, 8:45 PM | შეტყობინება # 13
NObody's Little Girl
224
33  +
34  ±
   ±
Offline
♥vampiressa♥, au rogor momeowna sheni sizmari biggrin moica am tojinebsac wavikitxav male biggrin



littlegirlთარიღი: პარასკევი, 2012-05-04, 8:58 PM | შეტყობინება # 14
NObody's Little Girl
224
33  +
34  ±
   ±
Offline
♥vampiressa♥, vau :D:D dzaan magaria, saidab am patara gogos aseti azrebi? biggrin ase gaagrdzelee biggrin



bella1999თარიღი: პარასკევი, 2012-05-04, 9:49 PM | შეტყობინება # 15

151
5  +
15  ±
   ±
Offline
umagresia orive
axal-axali ar mogvaklo happy happy happy
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ძებნა: