ჩემი პატარა, დიდი სამყარო...
|
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: შაბათი, 2012-05-05, 6:16 PM | შეტყობინება # 18 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| | |
|
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: შაბათი, 2012-05-05, 8:52 PM | შეტყობინება # 21 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| | |
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: შაბათი, 2012-05-05, 11:17 PM | შეტყობინება # 23 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| ივნისის შუა რიცხვები იყო. რამდენიმე დღეში არდადეგები იწყებოდა და ბავშვები სკოლაში სიარულით თავს აღარ იწუხებდნენ. ყველაზე ბევრი 7-8ბავშვი დავდიოდით. კლასელებს დაგეგმილი გვქონდა ექსკურსიაზე წავსულიყავით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. უცებ თავში აზრი მომივიდა და დამრიგებელს შევთავაზე რომ მთაწმინდის პარკში ავსულიყავით. ყველანი დაგვთანხმდნენ და შემდეგ დრო დავთქვით როდის უნდა შევკრებილიყავით. სანამ წავიდოდით მანამდევე ვთქვი, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო აუცილებლად უნდა დავმჯდარიყავი "მეგა დაცემაზე". ექსტრიმის არ მეშინია და არც ვნერვიულობდი, სანამ... მოკლედ უკვე "ბომბორაში" ვიყავით. ბიჭები მაშინვე კომპიუტერული თამაშების ოთახში გაიქცნენ, გოგონებმა კი გადავწყვიტეთ გაგვესეირნა და ატრაქციონები აგვერჩია.რამოდენიმე ავარჩიეთ და უკვე ბიჭებთან მივდიოდით, როცა ჩემს წინ უზარმაზარი სვეტი დავინახე. აბრაზე დიდი ასოებით ეწერა "მეგა დაცემა". რიგში არავინ არ იდგა. სვეტის ბოლომდე დასანახად უკან დახევაც კი დამჭირდა. ყველაზე ცოტა 70მეტრი იქნებოდა.(შემდეგ გავიგე, რომ სულ რაღაც 35მეტრი ყოფილა სინამდვილეში) ამ დროს თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა: "ღმერთო, ნეტავ დღეს გაფუჭებული იყოს ეს ატრაქციონი". გამიკვირდა ჩემივე ფიქრები, რადგან ეს ის არ იყო რაც უნდა მეფიქრა "მეგა დაცემის" დანახვისას. იმედით წავედი დაცვისკენ და ვკითხე მუშაობდა თუ არა ატრაქციონი. იმით შეშინებული, რომ ის მუშაობდა სასწრაფოდ თვითკონტროლი მოვახდინე და გავიღიმე. ხოლო როცა დამრიგებელი და ბიჭები ვნხეთ ყველას ვუთხარი, რომ "მეგა დაცემაზე" ვაპირებდი დაჯდომას.თავიდან გაოცდნენ და ეგონათ რომ ვხუმრობდი, მაგრამ ბოლოს მარტო რომ არ დავმჯდარიყავი ორი კლასელი წამომყვა. დამრიგებელი და დანარჩენი ბავშვები იქვე გაჩერდნენ და კამერა მოიმარჯვეს, რომ ჩვენი "მეგა დაცემა" გადაეღოთ. როდესაც ატრაქციონზე დავჯექი და ღვედები შემიკრეს მაშინვე გაქრა ჩემი თვითკონტროლი, მაგრამ მაინც ვიცინოდი. როდესაც ის დაიძრა და უკვე საშინლად ნელა ავდიოდით ზემოთ ჩემს დაქალს ხელი გავუშვი და ღვედებს ჩავაფრინდი. კულმინაცია ახლოვდებოდა. ჩემს თავს ვაიძულებდი არავითარ შემთხვევაში დაბლა არ ჩამეხედა და ყურადღება არ მიმექცია იმისთვის, რომ ადრე თვალმიუწვდენელ ნაძვებს უკვე საკმაოდ პატარებად ვხედავდი. გულში ჩემს საყვარელ სიმღერას ვღიღინებდი, რომ უცებ ატრაქციონი გაჩერდა და ყურში საშინელი ჭრიალის ხმა ჩამესმა. ჰაერში დაახლოებით 20წამი ვიყავით დაკიდებულები, მაგრამ ეს საუკუნედ მომეჩვენა.გონებიდან ყველა ხმა გავთიშე და ახლა უკვე ხმამაღლა ვმღეროდი სიმღერას. გულის ცემამ პიკს მიაღწია, გული ყელში მებჯინებოდა და მიუხედავად იმისა, რომ საშინლად ღრმად ვსუნთქავდი, ჰაერი მაინც არ მყოფნიდა. ატრაქციონმა კიდევ ერთხელ დაიჭრიალა და უცებ ადგილიდან რაკეტის სისწრაფით მოწყდა. აქამდე ასეთი გრძნობა არასდროს მქონია, ვგრძნობდი როგორ მივფრინავდი და სახეში ცივი ჰაერი როგორ მირტყავდა. თითქოს ფრთები მქონდა, თითქოს ფრენა შემეძლო, თითქოს.... იმ დროს ბევრი „თითქოს“ მეგონა. უცებ შიში საოცარმა აღფრთოვანებამ შეცვალა. არ მინდოდა ფრენის დასრულება. ამ ფიქრებიდან ჩემი კლასელების გამამხნევებელმა შეძახილებმა გამომარკვია. ჩემ გვერდით მჯდომებს რომ გავხედე დავინახე მათი გადათეთრებული სახეები. როდესაც კლასელებთან მივედით, მათ "გადარჩენა" მოგვილოცეს და ვიდეო გვანახეს. ჩემდა გასაოცრად ამ ვიდეოში ძალიან მშვიდი და გაბრწყინებული სახე მქონდა და იმის მაგივრად, რომ სხვებივით ადრენალინის გამოსაყოფად მეყვირა, უბრალოდ სიამოვნებისგან ვიღიმოდი. ეს დღე ერთ-ერთი დაუვიწყარი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. რატომ? ამ დღეს ხომ მე ფრენა შემეძლო. ხოლო თქვენ, ვინც ჯერ არ მჯდარხართ „მეგა დაცემაზე“, დამერწმუნეთ, ნამდვილად არ ინანებთ. ეს ატრაქციონი ჩემი ფავორიტების სიაშია და არასდროს არ მომბეზრდება მისი საშუალებით ფრენის შესაძლებლობის იმიტაცია. ყოველთვის, როდესაც 35მეტრის სიმაღლეზე ვარ დაკიდებული და გული საშინლად მიცემს, მე ბედნიერი ვარ. ბედნიერი იმით, რომ „მეგა დაცემა“ მეხმარება არარეალურის რეალურად ქცევაში და საშუალებას მაძლევს ვიფრინო დაუსრულებლად...
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
E:)B:) | თარიღი: შაბათი, 2012-05-05, 11:25 PM | შეტყობინება # 24 |
106
Offline
| natiii yvela dzalian momewonaaa <3 rac sheexeba bolos me qobuletshi cicnatelashi vijeqi mega dacemaze da xustad igive shegrdzneba mqondaa... magram gimilis magivrad bolo xmaze vkiodi :D:D:D dzalian kargebi iyoooo <3<3
| |
|
|
littlegirl | თარიღი: შაბათი, 2012-05-05, 11:25 PM | შეტყობინება # 25 |
NObody's Little Girl
224
Offline
| | |
|
|
|
|
RoB-dOd | თარიღი: კვირა, 2012-05-06, 2:15 PM | შეტყობინება # 28 |
572
Offline
| ვგიჟდები შენზე!<333
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|
|
Jack♥sparrow | თარიღი: ორშაბათი, 2012-05-07, 10:41 AM | შეტყობინება # 30 |
I saw him. I kissed him. I love him.
1232
Offline
| იცი,ნათი,მე გავფრინდები? სერიოზულად გეუბნები. გავფრინდები. არა თვითმფრინავით. არა მფრინავი ხალიჩით.მართა გავფრინდები. ფრთებით.მართლა.ჩემი ოცნებაა. ყველა მეტად ზუსტად სიმაღლის მეშინია,იმდენად რომ სკოლაში,ფანჯრიდანაც ვერ ვიხედები,მგონია კონტროლს დავკარგავ და თვითონ გადავვარდები,ვიღაცის ხელის კვრის გარეშე. მაგრამ მაინც გავფრინდები.ჯერ მარტო იმიტომ რომ ეს ფობია დავძლიო. უნდა გავფრინდე.
ძალიან მაგარი იყო. ზოგადად ექსტრემალი არ ვარ და ჩემთვის ეგ შეგრძნებები ძალიან უცხოა. :) შენ გეტყობა ეგეთი რაღაცების არ გეშინია. კაარგია მერე. :* ცხოვრებაში ყველაფერი უნდა გამოცადო. სიცოცხლე ზედმეტად ხანმოკლეა,იმისთვის რომ იგი მშვიდად გაატარო. უნდა იგიჟო.უნდა გარისკო. ისედაც ვიცით,ცხოვრება რისკია.უნდა გარისკო გარისკო,მერე უკან რომ მოიხედავ,გაგიხარდება,გესიამოვნება რომ შენმა ცხოვრებამ უქმად არ ჩაიარა,შენმა ცხოვრებამ მონოტონურად არ ჩაიარა,რომ ადამიანი ხარ,რისკზე მიდიხარ და ორივე ვარიანტია: საწადელს აღწევ ან ვერა. მაინც უნდა გარისკო.
:*:* ჩემო ნიჭიერო
| |
|
|