ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ჩემი პატარა, დიდი სამყარო...

elle:Xxთარიღი: შაბათი, 2012-05-12, 5:51 PM | შეტყობინება # 46
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
11  +
28  ±
   ±
Offline
♥vampiressa♥, chanxati dzalian kargi iyoo mec maqvs wakitxuli umberto ekos es tema da roca wavikitxe, dzalian damafiqra ,rom dgevandel taobas kompiuteri urchevnia, ver vityvi rom kompiuteris gareshe gavdzleb tqo, magram wignic dzlian mnishvnelovania, nu rac sheexeba chanaxats momewona da yoveltvis iset temebs irchev, rac aqtualuria da es momwons da msiamovnebs smile smile



RoB-dOdთარიღი: შაბათი, 2012-05-12, 8:21 PM | შეტყობინება # 47

572
28  +
48  ±
   ±
Offline
წიგნი რათქმაუნდა! სრულიად გეთანხმები ჩემო კარგო.იცი რა? რა და დიდი მადლობა პალიტრას! ეს წიგნები იცი რა ღირდა ჩვეულებრივ წიგნების მაღაზიებში?  25 ლარი. მახსოვს მე 11 წლის,რომ ვიიყავი მამაჩემა მითხრა და ჩამაწერინა მიხეილ ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა",ისიც მითხრა ჯერ ვერ გაიგებ პატარა ხარ და მერე წაიკითხეო. იმ დღეებში დედა მიდიოდა "სადგურის მოედანზე" და გავ ყევი. მითხრა,რომ "ბავშვთა სახლში" იყიდებოდა ეს წიგნი.გეტყვით,რომ მამამ 15 ლარი მომცა. მეტი არ ქონდა და;დ შევედი და წიგნების გამყიდველს ვუთხარი რა ღირდა ეს წიგნი. 25 ლარი, "მაჯახა" უცებ. სამწუხაროდ დედას არ ქონდა (იმ წუთას) ფული და ვერ დამიმატა ...არადა როგორ მინდოდა რო იცოდეთ ეს წიგნი! ახლა კი,სულ შვიდ ლარად შეიძლება ამ წიგნის ყიდვა. მე არ მივეკუთვნები იმ ნაწილს ვინც "მოდის" გულისთ ვის კითხულობს. მე მიყვარს კითხვა...წიგნი...მისი სუნი!ახალი წიგნის სუნი! რა ჯობია ამას??///
Quote (Jack♥sparrow)
ზოგიერთ გაკვეთილზე კითხულობენ.

მე ხანდახან ასეც მიწევს და სულაც არ მგონია "გოიმობა".აბა რა უნდა გააკეთო ისეთ გაკვეთილზე,როცა მასწავლებელი ზის და არაფერს აკეთებს,ბავშვები კ ი ხმაურობენ?//იკითხო წიგნი. ან წერო შენი მოთხრობა...))ყველაფერში გეთანხმები ნინი. მიხარია,რომ ხალხი წიგნებს კითხულობს და ყიდულობს,მაგრამ ეს "მოდად" რო გახ ადეს ამაზე რა გითხრააა!!!


I Hate This FuCkinG Life <3

Jack♥sparrowთარიღი: შაბათი, 2012-05-12, 8:53 PM | შეტყობინება # 48
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
RoB-dOd,
Quote (RoB-dOd)
მე ხანდახან ასეც მიწევს და სულაც არ მგონია "გოიმობა".

დასვენებებზე და გაკვეთილზე რომ კითხულობენ,არც მითქვამს გოიმობაა–თქო. smile პირიქით მახარებს–თქო ეგ ფაქტი.
მოდად რომ გახადეს,რა ვქნა.მე ასე ვფიქრობ. და ცუდია.



♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2012-05-19, 11:11 PM | შეტყობინება # 49
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

სიყვარულის დეფიციტი
ჩვენს დროში ძალიან დიდი დოზით არის სიყვარულის დეფიციტი. ჩემი აზრით ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, მითუმეტეს ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ ამ პრობლემის გადასაჭრელად. არაერთი მაგალითი გვიმტკიცებს სიყვარულის დეფიციტს, თუნდაც ის, რომ ამდენი მკვლელობები და საზარელი ამბები ხდება. ადამიანი ხელის აუკანკალებლად კლავს მეორე ადამიანს და ხშირ შემთხვევაში ამას არც ნანობს. ადამიანს არ აქვს უფლება, რომ ნებისმიერს სიცოცხლე დაუსრულოს პირადი მიზეზების გამო. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ხალხს აღარ აქვს სიყვარულის გრძნობა და დაკარგული აქვს ადამიანობა. ავიღოთ კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე მეტად ამტკიცებს, რომ სიყვარულის დეფიციტი ნამდვილად არის. ამ ინციდენტის შესახებ რომ გავიგე, პირადად მე შოკში ვიყავი და არც კი მეჯერა. მაშინ დავრწმუნდი, რომ ყველაზე სასტიკი ცხოველი ადამიანია. მაშინ დაიმსხვრა ჩემში ადამიანის ხატი და ის, რომ მე ადამიანი ყოვლისშემძლე მეგონა. მოდით პირდაპირ ამ ფაქტის შესახებ მოგიყვებით.
ერთი ქალბატონი, სამი თვის შვილის დედა, მიჯაჭვული იყო სოციალურ ქსელ ფეისბუქს. მისი დილა ფეისბუქით იწყებოდა და მისი ღამეც ასევე მთავრდებოდა. ერთ დღესაც, როდესაც ის ფეისბუქის ერთ-ერთი პოპულარული თამაშით იყო გართული, ვირტუალურ ფერმას უვლიდა და ვირტუალურ ცხოველებსა და მცენარეებზე საკუთარ შვილზე მეტად ზრუნავდა, ბავშვმა ტირილი დაიწყო. ქალს ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ ცოტა ხანში ის ბავშვის ტირილის ხმამ საშინლად გააღიზიანა და პატარა, უსუსური არსება ძირს დააგდო, რის შედეგადაც მას თავი გაუტყდა და დაიღუპა. ახლაც ჟრუანტელი მივლის ამას რომ ვწერ. არ მესმის, როგორ შეუძლია ადამიანს, იყოს ასეთი სასტიკი. არ მესმის როგორ შეუძლია ქალს, რომელმაც შვილი ცხრა თვე მუცლით ატარა, ის ხელის აუკანკალებლად რაღაც ვირტუალური ფერმის გამო მოკლას. ის ხომ მთელი ცხრა თვის განმავლობაში მისთვის ცხოვრობდა. გრძნობდა მის სუნთქვას და თითოეულ მოძრაობას. არსებობენ ქალებიც, რომლებიც ბავშვს დაბადებისთანავე ყიდიან, უარეს შემთხვევაში კი ნაგვის ურნაში აგდებენ. ზოგი ქალი ბავშვს ამ ქვეყნად მოვლენის უფლებასაც კი არ აძლევს. არადა პაწაწინა არსება ხომ უფლის ყველაზე დიდი საჩუქარია ქალისთვის. ცხოველებსაც კი გააჩნიათ სიყვარულის უნარი. ისინი თავის ნაშიერებს კბილებით იცავენ, მათთვის სიცოცხლესაც კი სწირავენ. და არამარტო მათთვის, ადამიანებისთვისაც კი. ტყუილად კი არ არის ერთგულების სიმბოლოდ მიღებული ძაღლი. მათი ერთგულების შესახებ ისტორიებიც არსებობს. პირადად ვიცი ისეთი ფაქტებიც, როდესაც პატრონის გარდაცვალების შემდეგ ძაღლიც მალევე კვდება.
ასე რომ, მოდით დავფიქრდეთ მანამ, სანამ რამეს ჩავიდენთ და ცხოველებზე დაბალ დონეზე ნუ დავალთ.



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

RoB-dOdთარიღი: კვირა, 2012-05-20, 0:40 AM | შეტყობინება # 50

572
28  +
48  ±
   ±
Offline
ვაიმე,ამ ფაქტმა მთელი მსოფლიო შეძრა და კიდევ მრავლმა.ამაზე უარესებიც ხდება... აუაუაუუაუ! როგორ უნდა წაართვა შენ საყვარელ,საკუთარ შვილს,რომელ საც ცხრა თვის განმავლობაში ატარებ მუცლით...აი არ მესმის რა. სად გაქრა ის სიყვარული,რომლითაც ადამიანები არსებობნენ(ჩემში ცოცხლოოობბსს,არ ვბლა ტაობ,მაგრამ ასეა) მოკლედ ვფიქრობ,რომ თვითონ ადამიანი არ უნდა იყოს,ისეთი,რომ კომპიუტერს მიეჯაჭვოს ან თუნდაც სხვარამეს და ამის გამო სისულელეებ ი და საშინელები ჩაიდინოს! მოგიწოდებთ: იყავით ტკბილები და მშვიდები.ასე უკეთესია დამიჯერეთ!

I Hate This FuCkinG Life <3

elle:Xxთარიღი: კვირა, 2012-05-20, 5:02 PM | შეტყობინება # 51
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
11  +
28  ±
   ±
Offline
vaime damburdzgla tqvens tavs vficavar dzaan magari iyo nat, is incidenti xom saertod sashineleba iyo



Jack♥sparrowთარიღი: კვირა, 2012-05-20, 7:44 PM | შეტყობინება # 52
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
იმ ქალს საკუთარი შვილი იმიტომ შემოაკვდა,რომ უკვე ფსიქიკურად შერყეული იყო,ფეისბუქმა გაარეკინა'' . და ალბათ ეს მკვლელობაც აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა,ისე როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო,წარმოდგენაც არ შემიძლია მართლა :ოო

,,სიყვარულის დეფიციტზე''არ ვიცი რა ვთქვა :/
თუ არსებობს და არის ასეთი დეფიციტი ისევ ადამიანების ბრალია
მაგრამ ვისაც უნარი და ნიჭი აქვს გამოამჟღავნოს ეს სიყვარული,უბედნიერესი ადამიანია დედამიწის ზურგზე . :/
ყველამ ვიცით რომ არსებობენ ორი ტიპის ადამიანები : ცუდები და კარგები.
მჯერა რომ სიყვარული ბევრ რამეს შეცვლის sad



♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2012-05-20, 9:35 PM | შეტყობინება # 53
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
bavshvebo, miyvarxarxart! madlobt yvelafristvis! love love love love love love love


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

DreaMyთარიღი: კვირა, 2012-05-20, 9:47 PM | შეტყობინება # 54
3> HeadLess HorseMan <3
700
31  +
93  ±
   ±
Offline
Quote (♥vampiressa♥)
ერთი ქალბატონი, სამი თვის შვილის დედა, მიჯაჭვული იყო სოციალურ ქსელ ფეისბუქს. მისი დილა ფეისბუქით იწყებოდა და მისი ღამეც ასევე მთავრდებოდა. ერთ დღესაც, როდესაც ის ფეისბუქის ერთ-ერთი პოპულარული თამაშით იყო გართული, ვირტუალურ ფერმას უვლიდა და ვირტუალურ ცხოველებსა და მცენარეებზე საკუთარ შვილზე მეტად ზრუნავდა, ბავშვმა ტირილი დაიწყო. ქალს ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ ცოტა ხანში ის ბავშვის ტირილის ხმამ საშინლად გააღიზიანა და პატარა, უსუსური არსება ძირს დააგდო, რის შედეგადაც მას თავი გაუტყდა და დაიღუპა. ახლაც ჟრუანტელი მივლის ამას რომ ვწერ. არ მესმის, როგორ შეუძლია ადამიანს, იყოს ასეთი სასტიკი. არ მესმის როგორ შეუძლია ქალს, რომელმაც შვილი ცხრა თვე მუცლით ატარა, ის ხელის აუკანკალებლად რაღაც ვირტუალური ფერმის გამო მოკლას. ის ხომ მთელი ცხრა თვის განმავლობაში მისთვის ცხოვრობდა. გრძნობდა მის სუნთქვას და თითოეულ მოძრაობას. არსებობენ ქალებიც, რომლებიც ბავშვს დაბადებისთანავე ყიდიან, უარეს შემთხვევაში კი ნაგვის ურნაში აგდებენ. ზოგი ქალი ბავშვს ამ ქვეყნად მოვლენის უფლებასაც კი არ აძლევს. არადა პაწაწინა არსება ხომ უფლის ყველაზე დიდი საჩუქარია ქალისთვის.

ეგეთ ქალებს საერთოდ უფლება არ აქვთ მუცლით ცოცხალი არსება ატარონ. ეს მათთვის ისედაც მძიმე ტვირთია. ქალს, რომელსაც შვილი სძულს (ანუ თავისნაირი არსება), დამიჯერეთ, იგი ამქვეყნად სრულიად განადგურებულია და ასე ვთქვათ განდეგილია.

რაც შეეხება ჩანახატს. მე უფრო ემოციურს მოველოდი. სად ეს და სად აფხაზეთი biggrin ის იყო რაც იყო. მაგრამ ამასაც არა უშავდა. იმაში კი ვერ დაგეთანხმები, რომ მაინცდამაინც ჩვენს დროში აღწევს სიყვარულის დეფიციტი პიკს. ეს ყოველთვის არსებობდა ძველ დროებშიც, ძველ ხალხებში, უბრალოდ მისი დანახვა არ უნდოდათ!!!


შეტყობინება შეასწორა DreaMy - კვირა, 2012-05-20, 9:48 PM

bella1999თარიღი: შაბათი, 2012-05-26, 12:36 PM | შეტყობინება # 55

151
5  +
15  ±
   ±
Offline
Quote (DreaMy)
იმაში კი ვერ დაგეთანხმები, რომ მაინცდამაინც ჩვენს დროში აღწევს სიყვარულის დეფიციტი პიკს. ეს ყოველთვის არსებობდა ძველ დროებშიც, ძველ ხალხებში, უბრალოდ მისი დანახვა არ უნდოდათ!!!

eg martalia magram exla ukve martlac rom piks miagwia
♥vampiressa♥, heart heart heart heart heart lips kiss love
axali chanaxati sadaa? biggrin

♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2012-05-26, 1:20 PM | შეტყობინება # 56
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

ქვა
ქვა_როგორ ცივად და უგულოდ ჟღერს ეს სიტყვა. ის ხომ როგორც წესი უსულგულობასთან, უგრძნობლობასთან ასოცირდება. ალბათ ხშირად გაგიგიათ გამოთქმა: „გულის ნაცვლად ქვა აქვსო.“ ამ გამოთქმას ბოროტ, უგრძნობ ადამიანთან მიმართებაში ხმარობენ. მაგრამ სულ სხვაა „ქვასავით მტკიცე ხასიათი“. ეს დიდ ნებისყოფასთან და სულიერ სიმტკიცესთან ასოცირდება. ყველაფერს აქვს ორი მხარე და თავად ამ სიტყვასაც. გააჩნია როგორ შევხედავთ და აღვიქვამთ. ის შეიძლება იყოს დადებითი_მტკიცე, ძლიერი და უარყოფითი_ცივი, უგულო.
პირადად მე ამ სიტყვის გაგონებისას ყოველთვის სიცივის გრძნობა მეუფლებოდა. მაგრამ ის ხომ ისეთი ეულია, ისეთი მარტოსული. დედა-ბუნებას მარადიული ცხოვრებისთვის გაუმეტებია და ისიც, უსიტყვოდ იტანს ამ ყველაფერს. ზოგს განსაკუთრებით მძიმე როლი დაკისრებია_საფლავის ქვა გამხდარა. ქვა, რომელიც ბევრი ცრემლის და ბევრი ტკივილის მომსწრეა, ქვა, რომელიც ერთადერთიღაა შემორჩენილი იმ ადამიანისგან, რომელიც მასზეა გამოსახული. ასეთი გამოთქმა არსებობს: „ადამიანები წვიმაში სველდებიან, მხოლოდ ერთეულები გრძნობენ მას.“ ქვა სწორედ იმათ რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც წვიმაში მხოლოდ სველდება. ქვას ადამიანის მოკვლავ კი შეუძლია.
მე ვფიქრობ, რომ ქვა უბედურია, რადგან მას ყველა უსულგულოდ და უგრძნობად მიიჩნევს. მაგრამ ხალხს არ ახსენდება ის, რომ უძველეს დროში ქვისგან აგებულ სახლებში ცხოვრობდნენ მისი წინაპრები. დღესაც, სწორედ ქვისგან იგება უფლის სახლი_ტაძარი. წმინდა ნინოს ქვაზე მიძინებულს გამოეცხადა უფალი. იაკობმაც ქვაზე თავმიდებულმა იხილა სასწაული. ოსტატი ქვისგან სასწაულებს ქმნის, მას ხან რომელიმე მეფის ფორმას აღებინებს, ხან კი უბრალო ცხოველისას. მისგან გაკეთებული ქანდაკებები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიან, თითქოს რეალურები არიან. ნიკეც, გამარჯვების ქალღმერთი ხომ ასეთი სულიერია, თითქოს მისი ფრთები მართლაც მოძრაობს. მე ვთვლი, რომ ჯობია უბრალო ქვა იყო, ვიდრე ადამიანი გერქვას, მაგრამ ქვასავით გული გქონდეს...

samwuxarod esec dzalian patara gamovida, magram imedia mogewonebat happy



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

DreaMyთარიღი: შაბათი, 2012-05-26, 1:30 PM | შეტყობინება # 57
3> HeadLess HorseMan <3
700
31  +
93  ±
   ±
Offline
♥vampiressa♥, კიდევ ერთი საოცრება. ამ, სრულიად პატარა ჩანახატმა, რომელიც რამდენიმე წინადადებისაგან შედგება დამარწმუნა იმაში, რომ ქვა სიმტკიცესთან ასოცირდება და ასევე დიდ გამძლეობასთან. ამიტომაც
Quote (♥vampiressa♥)
ქვასავით გული გქონდეს
კაცს, რათა გაუძლო ყოველივეს ამ ცხოვრებაში მომხდარს. ხომ სწორად ვმსჯელობ?
კარგი ჩანახატი იყო. ჯერ ისაა აღსანიშნავი, რომ ქვაზე დაწერის იდეა დაგებადა, ვერც კი ვიფიქრებდი ამას.
კარგი იყო, გილოცავ...


შეტყობინება შეასწორა DreaMy - შაბათი, 2012-05-26, 1:34 PM

♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2012-05-26, 1:42 PM | შეტყობინება # 58
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
DreaMy, didi madloba titoeuli sityvistvis love
magram simartle rom itqvas qvaze chanaxati sashinao davalebad mqonda da swored mashin davfiqrdi am temaze.



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

elle:Xxთარიღი: შაბათი, 2012-05-26, 2:28 PM | შეტყობინება # 59
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
11  +
28  ±
   ±
Offline
♥vampiressa♥, dzalian magari iyoo
dzalian miyvars sheni chanaxatebi gansakutrebit momewona ,, tojinebi'' aman damshoka rasac qvia , jdzaalian magari da nichieri xar chemo kargooo , miyvarxaar dzaaaan kiss :*




♥vampiressa♥თარიღი: ოთხშაბათი, 2012-08-01, 11:41 PM | შეტყობინება # 60
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
ჩემი ცხოვრების მიზანი

ყველა ადამიანს აქვს დასახული თავისი ცხოვრების მიზანი. ის მთელი ცხოვრება ამ მიზანს უნდა ემსახუროს და მის შესასრულებლად ყველაფერი გააკეთოს, ამიტომ აუცილებელია, რომ ადამიანმა სწორად დაისახოს მიზანი. ყველა ადამიანს განსხვავებული მიზანი აქვს, რაც დამოკიდებულია მისი ცხოვრების სტილზე, ინტერესებზე, შეხედულებებზე და ხედვაზე. ზოგის მიზანია, რომ კარგი სამსახური და შემოსავალი ჰქონდეს, ზოგს პოპულარობა სურს, ზოგი კი ეიფელის კოშკიდან გადმოხედვაზე ოცნებობს. არ არსებობს ორი ერთმანეთის მსგავსი ადამიანი, არ არსებოს ერთმანეთის მსგავსი მიზნებიც, მაგრამ ყველა იბრძვის თავისი მიზნის ასასრულებლად.
მე იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები, რომლებიც ცხოვრებისგან მაქსიმუმს ელიან. მაქვს უამრავი მიზანი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი მიზანია, რომ წარმატებას მივაღწიო და მიყვარდეს ჩემი საქმე. ამას გარდა კიდევ უამრავი რამ მინდა ამ ცხოვრებაში და ყველანაირად ვცდილობ და ყველაფერს ვაკეთებ დასახული მიზნების შესასრულებლად. ვგრძნობ, რომ ჩემს მთავარ მიზანს ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდები და იმედი მაქვს, რომ წარმატებით განვაგრძობ ამ რთულ გზას. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა გიყვარდეს ის საქმე, რომელსაც შემდეგ მთელი ცხოვრება უნდა ემსახურო. ამისთვის აუცილებელია, რომ სწორად შეარჩიო პროფესია, რათა შემდეგ არ ინანო. ჯერ მე ჩემი მომავალი პროფესია არ მაქვს შერჩეული, მაგრამ იმედი მაქვს რომ მალე და რაც მთავარია სწორ არჩევანს გავაკეთებ ჟურნალისტობასა და ეკონომისტობას შორის. თითქმის თანაბარი მიზეზები მაქვს როგორც ჟურნალისტობისთვის, ასევე ეკონომისტობისთვისაც. ძალიან მინდა, რომ ჩემი საქმის პროფესიონალი ვიყო და ბევრ და დიდ წარმატებას მივაღწიო.
ამის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ პიროვნულად ძლიერი ადამიანი ვიყო და რთულ სიტუაციებში სულის სიმტკიცე გამოვიჩინო. ვისწავლო გრძნობებისა და ემოციების მართვა და კიდევ ის, რომ ნერვიულობამ ხელი არ შემიშალოს. ემოციებს არ ავყვე და სისუსტე არ გამოვამჟღავნო და ასევე ვისწავლო საკუთარი თავის ფასი.
შემდეგი მიზანი ბევრს შეიძლება პრიმიტიულად მოეჩვენოს, მაგრამ ვერ ვითმენ, თუ როდის დადგება ის დღე, როდესაც მე ჩემი საკუთარი შავი მოტოციკლით_“ჰარლი დევიდსონით“ ვიქროლებ ლოს-ანჯელესის ქუჩებში.
ძალიან მინდა, რომ ჩემი ყველა გეგმა რეალობად იქცეს. მაგრამ ყველაზე მეტად ამ გეგმის განხორციელება მსურს: როდესაც ვიმუშავებ საკუთარი პროფესიით და მექნება სტაბილური შემოსავალი, აუცილებლად ვიყიდი სახლს ქალაქგარეთ. უკვე წარმოდგენილი მაქვს როფორი იქნება ჩემი სახლი: მას ექნება უზარმაზარი, მწვანე ეზო, ყვავილების ბაღით. სახლი იდგება ეზოს ცენტრში, ექნება ორი სართული და დაქანებულ სახურავიანი მანსარდა, სადაც იქნება ჩემი საძინებელი...
ასევე მიზნად მაქვს დასახული, რომ სწავლა გავაგრძელო საზღვარგარეთ. მინდა ვიმოგზაურო და შემოვიარო ჩემი საოცნებო ქვეყნები: ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, მექსიკა, ბრაზილია და რაც მთავარია სიცოცხლის მანძილზე ერთხელ მაინც ჩავიდე ქალაქ ფორკსსა და ვანკუვერში, ასევე ბარსელონაში, პარიზში, პრაღაში, რომში, რიოში...
მინდა საჰაერო ბურთით მოგზაურობა და ყველაზე მაღალი ადგილიდან პარაშუტით გადმოხტომა.
მინდა ეიფელის კოშკიდან გადმოხედვა და ლუვრის დათვალიერება.
მინდა არასდროს დავკარგო უნარი, ადამიანების გაგების.
მინდა შემოდგომის საღამოს ხეების დერეფანში სეირნობა, მშვიდი, გემოვნებიანი მუსიკისა და ფოთლების ხრაშუნის თანხლებით.
მინდა გაზაფხულის მზიან დღეს ყვავილებიან მინდორში წამოწოლა.
მინდა ზაფხულის ცხელ ღამეში ქვიშიან სანაპიროზე სეირნობა და სავსე მთვარით დატკბობა.
მინდა ზამთრის სუსხიან დღეს სახლში თბილად ჯდომა ბუხრის გვერდით, ფანჯრის წინ სარწეველა სავარძელში, ცხელი შოკოლადიანი ფინჯნით ხელში და ყურება, თუ როგორ ცეკვავენ თოვლის ფიფქები.
მინდა... მინდა... უამრავი რამ მინდა, მაგრამ ერთი რამით ყველაფერი უფასურდება.
რა აზრი ექნება ამ ყველაფერს, თუ ვერ დავიბრუნებთ ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებს და საქართველო ისეთივე ძლიერი და ერთიანი არ იქნება, როგორიც იყო თამარ მეფის დროს. რად მინდა ლოს-ანჯელესის სანაპიროზე სეირნობა, თუ აფხაზეთის და სამაჩაბლოს მიწაზე_ჩვენს მიწაწზე ვერ გავივლი. უკვე რამდენი წელია დაპირება მხოლოდ დაპირებად რჩება.
ასევე თუნდაც ის, რომ ამდენი გაჭირვებულია. მაშინ, როდესაც ერთნი თბილად ზიან ბუხრის წინ , ჩაის მიირთმევენ და აღშფოთებულნი არიან საქართველოს მდგომარეობით, ან თუნდაც იმაზე ფიქრობენ სად გაატარონ უიქენდი ან რომელი ქვეყნები მოინახულონ, მეორენი ზამთრის სუსხიან სიცივეში ქუჩაში არიან, რაღაც თეთრებს გაჭირვებით შოულობენ და ზემოთხსენებულებისაგან განსხვავებით იმაზე ფიქრობენ, თუ რა აჭამონ შვილებს და როგორ გადაურჩნენ სიცივეებს.
მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი ისეთივე გახდეს, როგორიც ძველ დროს... ჩვენ ერთად ყველას და ყველაფერს მოვერევით. ყველანი ერთმანეთს ჩავჭიდებთ ხელს და თითოეული ჩვენგანი ამაყად ვიტყვით: „ეს ჩემი სამშობლოა! მე ქართველი ვარ!“
[/size][/color]



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka


შეტყობინება შეასწორა ♥vampiressa♥ - ოთხშაბათი, 2012-08-01, 11:42 PM
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ძებნა: