ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ჩემი პატარა, დიდი სამყარო...

viku-vukuთარიღი: ორშაბათი, 2012-05-07, 12:16 PM | შეტყობინება # 31

397
10  +
12  ±
   ±
Offline
vau magari iyo mec var najdomi magaze ogond ara 35 metrianze dzalian magari shegrznebaa... bravo!


☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2012-05-07, 12:30 PM | შეტყობინება # 32
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
Quote (Jack♥sparrow)
იცი,ნათი,მე გავფრინდები? სერიოზულად გეუბნები. გავფრინდები. არა თვითმფრინავით. არა მფრინავი ხალიჩით.მართა გავფრინდები. ფრთებით.მართლა.ჩემი ოცნებაა. ყველა მეტად ზუსტად სიმაღლის მეშინია,იმდენად რომ სკოლაში,ფანჯრიდანაც ვერ ვიხედები,მგონია კონტროლს დავკარგავ და თვითონ გადავვარდები,ვიღაცის ხელის კვრის გარეშე. მაგრამ მაინც გავფრინდები.ჯერ მარტო იმიტომ რომ ეს ფობია დავძლიო. უნდა გავფრინდე.

ძალიან მაგარი იყო.
ზოგადად ექსტრემალი არ ვარ და ჩემთვის ეგ შეგრძნებები ძალიან უცხოა. smile შენ გეტყობა ეგეთი რაღაცების არ გეშინია. კაარგია მერე. kiss
ცხოვრებაში ყველაფერი უნდა გამოცადო. სიცოცხლე ზედმეტად ხანმოკლეა,იმისთვის რომ იგი მშვიდად გაატარო. უნდა იგიჟო.უნდა გარისკო. ისედაც ვიცით,ცხოვრება რისკია.უნდა გარისკო გარისკო,მერე უკან რომ მოიხედავ,გაგიხარდება,გესიამოვნება რომ შენმა ცხოვრებამ უქმად არ ჩაიარა,შენმა ცხოვრებამ მონოტონურად არ ჩაიარა,რომ ადამიანი ხარ,რისკზე მიდიხარ და ორივე ვარიანტია: საწადელს აღწევ ან ვერა. მაინც უნდა გარისკო.

:*:* ჩემო ნიჭიერო

vgijdebi am bavshvze love

chanaxatebis avtors rac sheexeba... ukomentarod!!! titqmis ukomentarod... es bolo rom wavikitxe shens yvela emocias, yvela amosuntqvas, gulic fancqals vgrdznobdi. dzalian didi nichi schirdeba amas. dzalian.




შეტყობინება შეასწორა ☆AnasteishA☆ - ორშაბათი, 2012-05-07, 12:31 PM

♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2012-05-07, 2:28 PM | შეტყობინება # 33
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (Jack♥sparrow)
ზოგადად ექსტრემალი არ ვარ და ჩემთვის ეგ შეგრძნებები ძალიან უცხოა. smile შენ გეტყობა ეგეთი რაღაცების არ გეშინია. კაარგია მერე. kiss ცხოვრებაში ყველაფერი უნდა გამოცადო. სიცოცხლე ზედმეტად ხანმოკლეა,იმისთვის რომ იგი მშვიდად გაატარო. უნდა იგიჟო.უნდა გარისკო. ისედაც ვიცით,ცხოვრება რისკია.უნდა გარისკო გარისკო,მერე უკან რომ მოიხედავ,გაგიხარდება,გესიამოვნება რომ შენმა ცხოვრებამ უქმად არ ჩაიარა,შენმა ცხოვრებამ მონოტონურად არ ჩაიარა,რომ ადამიანი ხარ,რისკზე მიდიხარ და ორივე ვარიანტია: საწადელს აღწევ ან ვერა. მაინც უნდა გარისკო.

absoluturad yvelafershi getanxmebi, yvelafetrshiii!!
Quote (☆AnasteishA☆)
vgijdebi am bavshvze

meeec love
Quote (☆AnasteishA☆)
chanaxatebis avtors rac sheexeba... ukomentarod!!! titqmis ukomentarod... es bolo rom wavikitxe shens yvela emocias, yvela amosuntqvas, gulic fancqals vgrdznobdi. dzalian didi nichi schirdeba amas. dzalian.

rom icode ra sasiamovnoa shengan amis mosmena love
viku-vuku, happy happy happy
miyvarxart!



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2012-05-08, 4:59 PM | შეტყობინება # 34
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

აფხაზეთი_სატკივარი ჩვენი
რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ? ათწლეულზე მეტი... მე დაბადებულიც არ ვიყავი მაშინ, როდესაც ეს ტრაგედია დატრიალდა. საუკუნოვანი თანაცხოვრების შემდეგ, მოვიდა ვიღაც გარეშე, მესამე პირი და გამოაცხადა, რომ აფხაზეთი მას ეკუთვნოდა. ქართველ და აფხაზ ხალხს შორის შუღლი ჩამოაგდო, თვითონ კი... ჰმ! თვითონ „დედა ტერეზად“ გამოცხადდა და აფხაზების „დაცვა“ იკისრა... საქართველოს მკლავი მოაჭრა აფხაზეთის სახით და იმის მტკიცება დაიწყო, რომ ის არც არასდროს გვეკუთვნოდა ჩვენ. ღმერთო ჩემო! როგორ შეიძლება, რომ აფხაზეთი ჩვენი არ ყოფილიყო. თამარ მეფის დროს ხომ საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე იყო გადაჭიმული.
ამ ტრაგედიის გახსენება არავის ძალუძს ცრემლების გარეშე. ზოგს ახლაც ელოდება თავისი მიცვალებულის საფლავი, ნამოსახლარი, გაცივებული კერა... დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ყველაფერს მისცემდნენ კვლავ საკუთარ მიწაზე დასაბრუნებლად. მე არავინ დამიკარგავს იქ, მაგრამ ამავდროულად ჩემი ნახევარი დავკარგე. ჩემი ხალხი დავკარგე! ხალხი, რომელმაც შემომინახა დღემდე სამშობლო და სამშობლოს შესწირა თავისი სიცოცხლე. მე იქ დედა დავკარგე, მამა დავკარგე, და და ძმა დავკარგე! შვილი დავკარგე, ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი ერი დავკარგე!
მე, რომემლსაც ეს ყველაფერი არანაირად არ შემხებია და მაინც ასე მიმძიმს, იმის გაფიქრებაც კი მზარავს, თუ როგორ უმძიმს ეს საკუთარი მიწიდან გამოძევებულ ხალხს! ჩვენს ხალხს! რატომ უნდა ვუყურო მზის ჩასვლას უცხო სანაპიროზე, როცა შემიძლია, რომ ამას ფსოუს წყლის პირას ვუყურო.
რამდენად ოპტიმისტურადაც არ უნდა ჟღერდეს, მე მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ერთად დავბრუნდებით ჩვენს მიწაზე და აფხაზი ქართველს კვლავ უმღერებს მეგრულ ნანას! ამის იმედს ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეც გვაძლევს და მე მჯერა, რომ უფალი სამუდამო გლოვისთვის არ გაიმეტებს ღვთიმშობლის წილხვედრ ქვეყანას, ჩვენს ტურფა საქართველოს!



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

elle:Xxთარიღი: სამშაბათი, 2012-05-08, 5:12 PM | შეტყობინება # 35
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
11  +
28  ±
   ±
Offline
♥vampiressa♥, kargi temaa zogistvis dzalian mtkivneulic
martalia afxazetis shesaxeb rac giweria dzalian kargia
aranairi optimistii yvelas jera da aseve mec rom afxazetshi davbrundebit, da amis imeds rogor tqvi ilia meorec gvadzlevs
me aravin damikargavs magram yoveltvis dzalian miyvarda afxazeti miuxedavad imisa rom arasdros vyofilvar





შეტყობინება შეასწორა elle:Xx - სამშაბათი, 2012-05-08, 5:15 PM

Jack♥sparrowთარიღი: სამშაბათი, 2012-05-08, 6:31 PM | შეტყობინება # 36
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
ცრემლები წამომივიდა. საერთოდ როცა მაგ თემაზეა საუბარი,გული მტკივა და თავს ვერ ვიკავებ ...........

მაგიტომაც იყო ,,აფხაზი გოგოს დღიური'' რომ წავიკითხე,გული ამიჩუყდა და ტირილი დავიწყე. :|
Quote (♥vampiressa♥)
ამის იმედს ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეც გვაძლევს და მე მჯერა, რომ უფალი სამუდამო გლოვისთვის არ გაიმეტებს ღვთიმშობლის წილხვედრ ქვეყანას, ჩვენს ტურფა საქართველოს!

sad :( sad ნეტავ



DreaMyთარიღი: სამშაბათი, 2012-05-08, 6:49 PM | შეტყობინება # 37
3> HeadLess HorseMan <3
700
31  +
93  ±
   ±
Offline
Quote (♥vampiressa♥)
ამ ტრაგედიის გახსენება არავის ძალუძს ცრემლების გარეშე. ზოგს ახლაც ელოდება თავისი მიცვალებულის საფლავი, ნამოსახლარი, გაცივებული კერა... დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ყველაფერს მისცემდნენ კვლავ საკუთარ მიწაზე დასაბრუნებლად. მე არავინ დამიკარგავს იქ, მაგრამ ამავდროულად ჩემი ნახევარი დავკარგე. ჩემი ხალხი დავკარგე! ხალხი, რომელმაც შემომინახა დღემდე სამშობლო და სამშობლოს შესწირა თავისი სიცოცხლე. მე იქ დედა დავკარგე, მამა დავკარგე, და და ძმა დავკარგე! შვილი დავკარგე, ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი ერი დავკარგე!
მე, რომემლსაც ეს ყველაფერი არანაირად არ შემხებია და მაინც ასე მიმძიმს, იმის გაფიქრებაც კი მზარავს, თუ როგორ უმძიმს ეს საკუთარი მიწიდან გამოძევებულ ხალხს! ჩვენს ხალხს! რატომ უნდა ვუყურო მზის ჩასვლას უცხო სანაპიროზე, როცა შემიძლია, რომ ამას ფსოუს წყლის პირას ვუყურო.


საოცრება ხარ, სასწაული! არ ვიცი, რა ვთქვა. ეს საოცარი აზრით, ცრემლებითა და გოდებით დახუნძლული სიტყვები ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. არ ვიცი, მაგრამ გული ამიჩუყე. რაც ჩემშია ყველაფერი მოითხოვდა ცრემლების წამოსვლას... საოცრება ხარ! ნუ როგორ გადმოეცი ჯერ ეს, როგორ მოიტანე ჩემამდე, ამ სულ რაღაც რამდენიმე წინადადებაში. არ ვიცი რა. ჩემზე რომ იყო დამოკიდებული აფხაზეთში დაკრეფილი ყვავილების გვირგვინით შეგამკობდი, როგორც "ტანჯვის ნამდვილი ამსახველი".
არ შემიძლია ის ემოცია გამოვხატო, რაც ჩემში გამოიწვიე. ალბათ ესაა ნიჭი, სრულიად მარტივ სიტყვებში უდიდესი რამის, ამ შემთხვევაში კი სიყვარულისა და ტკივილის ჩადება.


შეტყობინება შეასწორა DreaMy - სამშაბათი, 2012-05-08, 6:53 PM

DreaMyთარიღი: სამშაბათი, 2012-05-08, 7:53 PM | შეტყობინება # 38
3> HeadLess HorseMan <3
700
31  +
93  ±
   ±
Offline
...

Vampire-Barbieთარიღი: სამშაბათი, 2012-05-08, 8:01 PM | შეტყობინება # 39

352
5  +
7  ±
   ±
Offline
Rogor Miyvars Sheni Nawerebi , Xo Ver Warmoidgen,Uniwieresi Xar.
Quote
საოცრება ხარ, სასწაული! არ ვიცი, რა ვთქვა. ეს საოცარი აზრით, ცრემლებითა და გოდებით დახუნძლული სიტყვები ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. არ ვიცი, მაგრამ გული ამიჩუყე. რაც ჩემშია ყველაფერი მოითხოვდა ცრემლების წამოსვლას... საოცრება ხარ! ნუ როგორ გადმოეცი ჯერ ეს, როგორ მოიტანე ჩემამდე, ამ სულ რაღაც რამდენიმე წინადადებაში. არ ვიცი რა. ჩემზე რომ იყო დამოკიდებული აფხაზეთში დაკრეფილი ყვავილების გვირგვინით შეგამკობდი, როგორც "ტანჯვის ნამდვილი ამსახველი".
არ შემიძლია ის ემოცია გამოვხატო, რაც ჩემში გამოიწვიე. ალბათ ესაა ნიჭი, სრულიად მარტივ სიტყვებში უდიდესი რამის, ამ შემთხვევაში კი სიყვარულისა და ტკივილის ჩადება.

Ai Sruliad Vetanxmebi Ra Am Adamians



♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2012-05-08, 8:28 PM | შეტყობინება # 40
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
vaime bavshveboo, tavi dzlivs shevikave rom tqvens komentarebze cremlebi ar wamomsvloda. es martla yvelaze didi sachuqaria chemtvis, is rom is movitane tqvenamde, rac mindoda a me mdidari var tundac imitom, rom aseti tbili sityvebit mamkobt. vdumvar, ar vici ra gitxrat da madloba rogor gadagixadot. martla ar shemidzlia sityvebit imis gadmocema, rasac tqveni komentarebis kitxvisas vgrdznob xolme happy
elle:Xx, Vampire-Barbie,
Quote (Jack♥sparrow)
,,აფხაზი გოგოს დღიური'' რომ წავიკითხე,გული ამიჩუყდა და ტირილი დავიწყე. :|

mec niin :X
DreaMy, shenma sityvebma saertod shokshi chamagdo, ar vici ra gitxra.
yvelani dzalian miyvarxart da bednieri var rom gicnobt love



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

DreaMyთარიღი: სამშაბათი, 2012-05-08, 9:21 PM | შეტყობინება # 41
3> HeadLess HorseMan <3
700
31  +
93  ±
   ±
Offline
Quote (♥vampiressa♥)
DreaMy, shenma sityvebma saertod shokshi chamagdo, ar vici ra gitxra.

მე უბრალოდ სიმართლე დავწერე. happy

არ მეგონა ასე კარაგდ თუ წერდი, აწი წავიკითხავ ხოლმე რამე-რუმეებს. happy

♥vampiressa♥თარიღი: ოთხშაბათი, 2012-05-09, 0:00 AM | შეტყობინება # 42
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (DreaMy)
არ მეგონა ასე კარაგდ თუ წერდი, აწი წავიკითხავ ხოლმე რამე-რუმეებს.

moxaruli viqnebi happy happy



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2012-05-12, 3:08 PM | შეტყობინება # 43
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

წიგნი თუ კომპიუტერი
იმედია კადნიერებაში არ ჩამითვლით, თუ ჩემს პატარა ჩანახატს უმბერტო ეკოს მოხსენების სახელს ვუწოდებ. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვაც: 15წლის გოგონას რატომ აღელვებს ეს თემა? ეს თემა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი, რომ ჩემი აზრი არ დამეფიქსირებინა.
ჩემი აზრით წიგნისა და კომპიუტერის შედარება შეცდომაა, დაუშვებელია. ისევე, როგორც ცხოვრებაში ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, მათაც საკუთარი ადგილი უკავიათ. ორივეს განსხვავებული ფუნქცია და დანიშნულება აქვს. კომპიუტერი თავდაპირველად განსაზღვრული იყო იმისთვის, რომ ადამიანს მუშაობაში დახმარებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ის დაიხვეწა და ის ფუნქციებიც შეიძინა, რომლითაც დღესაა ცნობილი. კომპიუტერი ადამიანს ბევრ რამეში ეხმარება, თუნდაც საინტერესო ინფორმაციის მოძიებაში მაშინ, როდესაც შენ არ გაქვს საჭირო წიგნი. მაგრამ წიგნი სულ სხვაა... რა არის ახალი წიგნის სუნზე უკეთესი? წიგნი ხომ სასწაულებს ახდენს. მე წიგნის საშუალებით მიმოგზაურია უამრავ ქვეყანაში, გემითაც, თვითმფრინავითაც და მატარებლითაც. ავიაკატასტროფაშიც მოვყოლილვარ და ზღვაშიც დავმხრჩვალვარ. გილიოტინაზეც ვმდგარვარ და კოცონზეც დავუწვივარ. მიცხოვრია ჩემს საოცნებო დროში_შუა საუკუნეებში. ინგლისის დედოფალიც ვყოფილვარ და უბრალო მოახლეც. ის სურნელიც კი მიგრძვნია, რომელიც წიგნშია აღწერილი. პერსონაჟებთან ერთად მიცინია და მიტირია, მათი ტკივილი და სიხარული გამიზიარებია. ათასჯერ დავბადებულვარ და მოვმკვდარვარ და ეს ყველაფერი სინამდვილეში ჩემს ოთახში, მყუდროდ მოკალათებულს გადამხდენია თავს. იმედია მეთანხმებით, რომ წიგნი უნიკალურია და მას ვერაფერი შეედრება.
მაგრამ ამ ბოლო დროს საზოგადოებაში წამოიჭრა თემა: „წიგნი თუ კომპიუტერი? „ მიჩნდება კითხვა: რატომ უნდა მოუნდეს ადამიანს ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული საგნის შედარება? მაგრამ ვაკვირდები გარემოს და ვხვდები, რომ ეს ბუნებრივია. ეს ბუნებრივია მაშინ, როდესაც მოზარდი სახლში დაბრუნებისას ოჯახის წევრებს კი არ მოიკითხავს, სოციალურ ქსელში შევა და ვირტუალურ ყვავილებს წყალს დაუსხამს. მას თუ ეს სიამოვნრბას ანიჭებს და ამით თავის ჰუმანურობას და ბუნების სიყვარულს ამჟღავნებს, ნუთუ დაილია მცენარეები? ხომ შეიძლება, რომ ქოთნის მცენარეზე იზრუნო ისე, როგორც ვირტუალურზე ზრუნავ. ასევე ნათელია ის ფაქტიც, რომ ხალხი ძალიან გაციებულია. ისინი სრულიად უცხო ადამიანებს უზიარებენ თავიანთ დარდს თუ სიხარულს. შეიძლება ჰგონიათ, რომ უცნობისთვის გაზიარება უფრო ადვილია, მაგრამ მათ ხომ არ იციან სინამდვილეში რას ფიქრობს ის, ვისაც გულს უშლი. არ ჯობს შენს ახლობელს, ძვირფას ადამიანს გაუზიარო შენი გრძნობები? ნუთუ ის უფრო სასიამოვნოა მონიტორს მიღმა რომ გამხნევებს ვიღაც და ვირტუალურად გეხუტება. ხომ შეიძლება, რომ ყველაფერი დანიშნულებისამებრ გამოვიყენოთ? ყველაფერს თავისი დრო უნდა დავუთმოთ, წიგნს თავისი და კომპიუტერს თავისი. კომპიუტერით ლექსიკას ვერ გაიმდიდრებ. მონიტორს მიშტერებული, ჩაწითლებული, დაღლილი თვალებით კითხვისას იმდენ სიამოვნებას ვერ იგრძნობ, როგორც მაშინ, როდესაც წიგნი კალთაში გიდევს, ფანჯარასთან მყუდროდ ხარ მოკალათებული და წიგნის ფურცლებზე მთელი ისტორია თვალწინ გეშლება. ხშირად გამიგია ფრაზა, რომ ჩემი თაობა უწიგნურია. მართალია, არსებობენ ადამიანები, რომლებმაც წიგნის კითხვა მოდად აქციეს და მარაზმი გახადეს, მაგრამ რამოდენიმეს გამო ყველაზე არ უნდა თქვა, რომ უწიგნურები არიან. ვიცი შემთხვევები, როდესაც მშობელი შვილს ეჩხუბება, რომ წიგნს არ კითხულობს, მაგრამ შვილს მის ხელში არასდროს დაუნახავს წიგნი. ასე რომ, სანამ სხვას გავაკრიტიკებდეთ, მოდით ჯერ ჩვენს გულებში ჩავიხედოთ.
კიდევ ერთი მოსაზრებაა: კომპიუტერი ბავშვს სწავლაში ხელს უშლის. არც ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები და ზემოთ თქმულ ჩემს სიტყვებს ციტირებას გავუკეთებ: ხომ შეიძლება, რომ ყველაფერი დანიშნულებისამებრ გამოვიყენოთ? კომპიუტერის მეშვეობით უამრავი საინტერესო მასალის მოძიება შეიძლება მოკლე დროში. ენციკლოპედიებში ძიებასა და მასალის ამოწერაზე გაცილებით ადვილია, როდესაც ინტერნეტის საშუალებით მოძებნი და მცირე ინფორმაციით დაკმაყოფილდები. აქ მახსენდება ერთი ზღაპარი, როდესაც დედა შვილს სამუშაოდ გაუშვებს და ფულის მოტანას აბარებს. შვილი ყოველ დღე სახლში ფულით ბრუნდება, მაგრამ ეს ფული მისი შრომით ნაშოვნი არ არის. დედაც ყოველ დღე ამ ფულს ბუხარში შეუძახებს და ცეცხლში წვავს. ერთ დღესაც შვილი სახლში წინანდელთან შედარებით გაცილებით ცოტა ფულით დაბრუნდება, მაგრამ მან ამ ფულის შოვნას რამოდენიმე დღე მოანდომა. დედა ამ ფულსაც ბუხარში შეუძახებს, შვილი კი ცეცხლში ხელებს დაიწვავს და ფულს გადაარჩენს. სწორედ მაშინ მიხვდება დედა, რომ ეს მართლაც მისი ოფლით იყო ნაშოვნი. იმედია მიხვდით, ეს მაგალითი რატომ მოვიყვანე. როდესაც შენ ათას წიგნში ეძებ ინფორმაციას, ამას მთელ დღეს ანდომებ და აღმოჩენისას ისე გიხარია, თითქოს ამერიკა აღმოგეჩინოს, შენ ეს არასდროს დაგავიწყდება. მაგრამ მაშინ, როდესაც ხუთ წუთში უკვე ყველაფერი მოძიებული გაქვს, ამას მალევე დაივიწყებ. ამის მოსაძებნად შენ ხომ არ გიწვალია, დრო ხომ არ დაგიხარჯავს...
ბევრს აღარ გავაგრძელებ და თავს აღარ შეგაწყენთ იმ იმედით, რომ მიხვდით რასაც ვგულისხმობდი და თუნდაც საშინაო დავალების მომზადებისას მზა მასალის გადაწერის ნაცვლად ცოტათი მაინც იწვალებთ.



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Jack♥sparrowთარიღი: შაბათი, 2012-05-12, 4:03 PM | შეტყობინება # 44
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
ოოო sad გულზე მომხვდა. კომპიუტერი თუ წიგნიო? წიგნიო წიგნიო
იცი,რომ ამ კითხვაზე ვუპასუხებ წიგნს,მაგრამ არ შემიძლია იმის უარყოფა,თუ რამდენად ვარ დამოკიდებული კომპიუტერზე.რამდენჯერ დამხმარებია კომპიუტერი,ან კომპიუტერიდან ვიღაც ადამიანი ;დ სამწუხაროდ,მართლა ისე ხდება ამ ბოლო დროს,რომ ვიღაცისგან თანადგომას ვირტუალურ სამყაროში პოულობ sad აბა რეალური მეგობრები რისთვის არიან?

ძველი წიგნების სუნი მიყვარს .... რა მიყვარს იცი ? როდესაც გარეთ გაზაფხულის წვიმის წვეთები ურაკუნებს ფანჯრის მინებს,მე კიდევ იქვე ახლოს,წამოწოლილი ვარ ან თუნდაც ფანჯრის რაფას ვეყრდნობი და ვკითხულობ. სულ სხვა მუღამი აქვს sad ბუხარი არ მაქვს :| ზამთარში ჩემი ოცნებაა ძველ სარწეველა სავარძელში მოვკალათდე და ცეცხლის შუქზე ვიკითხო გასაოცარი რომანები :(( ამ ბოლო დროს,იმდენად პოპულარული (პო პუ ლა რუ ლი,გესმის? ) გახდა წიგნის კითხვა,რომ ბავშვებს სკოლაში დააქვთ და დასვენებებზე და ზოგიერთ გაკვეთილზე კითხულობენ. მახარებს. ვერ ვიტყვი რომ ჩვენი თაობა უწიგნურია,მართლა ვერ ვიტყვი,ყოველ შემთხვევაში მე ვისაც ვიცნობ,ისინი აქტიურად კითხულობენ წიგნებს. მე მეტროში მიყვარს წიგნის კითხვა <3 რატომღაც მეტროში.
წიგნების კითხვა იცი უკვე მოდააა smile ,,აუ,გოგო,შენ წიგნებს არ კითხულობ? რა ბანძი ხარ. რამდენიმე დღის წინ ერთი ბრაზილიელი მწერალი აღმოვაჩინე,პირველად გავიგე მაგის გვარი. .. მოიცა გავიხსენო.. კოელიო კოელიო. აუ იცი რა ,,დაცემა'' წიგნები აქვს? შე გოიმო,წაიკითხე რამე,გადაირევი. თან ყველა კითხულობს და ,,ტეხავს'' რა! . . '' biggrin აი ასე smile

არა მარტო წიგნების კითხვა,არამედ წიგნების ყიდვაც მოდაა biggrin ნწ ნწ რა გვეშველებოდა ეს კვირის პალიტრა რომ არა sad ხომ სულ დავივიწყებდით წიგნებს. biggrin ახლა მოდაშია,იყიდო წიგნები,ლამაზად დააწყო თაროზე და ხანდახან როცა კომპიუტერთან ზიხარ,ამაყად გადმოხედო შენს ლამაზ თაროს,თორემ სულ ფეხებზე არ გკიდია წაიკითხავ თუ არა, ყველაზე მეტად ის ,,ასწორებს'',მეგობარი რომ წუწუნებს რემარკის ,,სამი მეგობარი'' მინდაო და შენ რომ უცბად წამოხტები და წამოიძახებ : ,,აუ ეგ არ გაქ,ტოო ?? მაქ და გათხოვებ,პროსტა მალე დამიბრუნე,მერე ცარიელი ადგილი წიგნებს შორის უშნოდ ჩანს და არ ,,მევასება'' '' . biggrin გახარებული მეგობარი რომ წიგნი იშოვა,ერთ დღეი ამთავრებს და უკან უბრუნებს,საინტერესო ფრაზების ამოწერასაც ვერ ასწრებს .. . . .

აუაუაუაუაუაუუ
რაები ვილაპარაკე sad
ყველაფერს აქვს როგორც დადებითი ისე უარყოფითი მხარე
ასე რომ ყველას კი არ ვეხები,უბრალოდ რაც ჩემი თვალით მინახავს,რაც ჩემი ყურით გამიგონია,იმას ვამბობ. ნუ გამკიცხავთ და თქვენზე ნუ მიიღებთ sad

ნათიიი,მიყვარს ასეთ აქტუალურ თემებზე რომ წერ kiss kiss kiss kiss kiss ჩემო გოგო kiss



♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2012-05-12, 4:09 PM | შეტყობინება # 45
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Jack♥sparrow, nin, sheni komentari dzalian axlos iyo chemtan. ai vafshe yvelafershi getanxmebi.
Quote (Jack♥sparrow)
,,აუ,გოგო,შენ წიგნებს არ კითხულობ? რა ბანძი ხარ. რამდენიმე დღის წინ ერთი ბრაზილიელი მწერალი აღმოვაჩინე,პირველად გავიგე მაგის გვარი. .. მოიცა გავიხსენო.. კოელიო კოელიო. აუ იცი რა ,,დაცემა'' წიგნები აქვს? შე გოიმო,წაიკითხე რამე,გადაირევი. თან ყველა კითხულობს და ,,ტეხავს'' რა! . . ''

am momentze gamecina, magram ra aris sasacilo, martalia es yvelaferi samwuxarod sad modad rom iqca magas gavidzaxi ukve ramdeni xania da cudad mxdis es yvelaferi. ar mesmis ra, ar mesmis!
Quote (Jack♥sparrow)
ნათიიი,მიყვარს ასეთ აქტუალურ თემებზე რომ წერ ჩემო გოგო

love love love



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ძებნა: