bella-vampire | თარიღი: კვირა, 2012-03-04, 10:43 PM | შეტყობინება # 65 |
842
Offline
| მეექვსე თავი
გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა-უკრაინაში მივდიოდი! ძალიან მიჭირდა ყველაფრის აქ დატოვება და ჩემთვის სრულიად უცნობ გარემოში გადასახლება, მაგრამ იმ სიზმრის შემდეგ ვგრძნობდი, რომ უკრაინაში ჩემი ცხოვრება უკეთესობისაკენ შეიცვლებოდა. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ წინათგრძნობით ვერ დავიკვეხნიდი, გულის სიღრმეში მაინც მეშინოდა სიახლის, მაგრამ ამას არავის არ ვაჩვენებდი გარდა ელენესი. დანარჩენებისათვის სახეზე მომღიმარი ნიღაბი მქონდა აკრული. ამბობენ, თვალები სულის სარკეაო და ამიტომაც თითქმის სულ სათვალით დავდიოდი. ერთი შეხედვით სასაცილოა, მაგრამ ასე თავს თითქოს დაცულად ვგრძნობდი. ბოლო რამდენიმე დღე ყველას ვემშვიდობებოდი. ნათესავებს, მეგობრებს და იმათაც, რომლებიც არცერთ კატეგორიაში არ იყვნენ-უბრალო ნაცნობებს. ყველა გამომშვიდობებაზე ვცდილობდი ცრემლები შემეკავებინა, მაგრამ ბოლოს აღარ გამომდიოდა და მაინც ვტიროდი. ვიცოდი, აქაურობა საშინლად მომენატრებოდა. ყველაზე ძნელი კი აეროპორტში საბოლოო დამშვიდობება იქნებოდა. ფსიქოლოგიურად ვემზადებოდი ყველაფრისათვის, მაგრამ ჩემი თავის იმედი მაინც არ მქონდა. დამშვიდობება ყველაზე მეტად არ მიყვარდა, ამიტომ ყველას ავუკრძალე აეროპორტში მოსვლა, თუმცა რამდენიმე ჯიუტი რა თქმა უნდა მაინც გამოჩნდა. სულ ბოლო დღეს მშობლების საფლავზე ავედი, ყვავილები ავუტანე და ყველაფერი მოვუყევი. რა თქმა უნდა ისევ ვიტირე და თვალები დავისიე. მიჭირდა იმის გააზრება, რომ როცა მომინდებოდა აქ ვეღარ ამოვიდოდი და აქაც ვეღარ დაველაპარაკებოდი მათ. მაგრამ სადაც არ უნდა ვიყო, ისინი ხომ ყოველთვის გაიგებენ ჩემს სიტყვებს და ყველაზე მთავარ სიტყვას, რომელსაც მაშინ არ ვეუბნებოდი, როცა ცოცხლები იყვნენ. ახლა მივხვდი, რომ დიდ შეცდომას ვუშვებდი. დრო არ უნდა დაკარგო და ყოველთვის უნდა უთხრა შენთვის ძვირფას ადამიანს თუ როგორ გიყვარს ის. მერე შეიძლება ძალიან გვიანი იყო... სახლში გაბრუებული დავბრუნდი, მხოლოდ ძილი მინდოდა. მაგრამ როცა მისაღებში შევედი და ბიძაჩემის გაბადრული სახე დავინახე, ძილი თითქმის გადამავიწყდა და ჩემში ინტერესმა გაიღვიძა. - რა ხდება? - გვერდით მივუჯექი. - ხვალ საღამოს უკრაინაში მივდივართ. სიმართლე გითხრა, იქაურობა მომენატრა და მინდა მალე ჩავიდე კიევში იმის მიუხედავად, რომ ვიცი უამრავი საქმე მექნება მოსაგვარებელი. ბიძია უკვე 25წელი ცხოვრობდა უკრაინაში, მისი მეორე სამშობლო იყო, სადაც ცხოვრების ნახევარი გაატარა და ამიტომ მისი მესმოდა. არ მინდოდა მისთვის გუნება გამეფუჭებინა და ამიტომ გავუღიმე. - არ გინდა შენი ვიზა ნახო? ვიზა უკვე დიდი ხანი იყო რაც ჩამირტყეს, მაგრამ მის ნახვაზე და საერთოდ ჩემი პასპორტის ხელში დაჭერაზე უარს ვაცხადებდი. ისე ვერიდებოდი, თითქოს მასში ჩემი სასიკვდილო განაჩენი ეწერა. - ხვალ თავისთავად მომიწევს ნახვა. ამიტომ, მოდი პირველი რეაქცია აეროპორტისთვის შემოვინახოთ. ჩემს ნათქვამზე გაიცინა და თავი გააქნია. ხვდებოდა რატომაც არ მინდოდა ნახვა და არ მაძალებდა. - მე დასაძინებლად წავალ, საშინლად დავიღალე, - ვაკოცე და ჩემი ოთახსიკენ წავედი. - ტკბილი ძილი თამუნია, - მომაძახა მან. “თამუნია” მესიამოვნა... იმ უბედური შემთხვევის შემდეგ ასე აღარ დაუძახია. ახლა კი ისევ დავიბრუნე ჩემი ძველი სახელი. საძინებელში შევედი და ლოგინი დავინახე თუ არა, ყველაფერი გადამავიწყდა და პირდაპირ დავწექი. დაღლილს მაშინვე ჩამეძინა... - ჯანდაბაა! - შუა ღამეს გამომეღვიძა. რაღაც გაურკვეველ სიზმარს ვნახულობდი და ჩემივე წუწუნმა გამომაღვიძა. როგორ ვერ ვიტან როცა ასე ხდება! მეორე საწოლს გავხედე და ხატია არ იწვა. გამიკვირდა, არადა ღამის 5 საათი მაინც იქნებოდა. წყლის დასალევად სამზარეულოში გავედი და შუქი ავანთე. - ვაი! - მე და ხატიამ ერთად შევყვირეთ. - აქ რას აკეთებ? - წყალი დავისხი დამ ის პირდაპირ დავჯექი. - ვერ ვიძინებ. - ვერც მე. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. ის ჩაის სვამდა, მე კი წყალს... - სულ მალე უკრაინაში იქნები, რას ფიქრობ ამაზე? - სიმართლე გითხრა, ცოტა მეშინია, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერს დავძლევ. ბიძია შემპირდა კიევში საუკეთესო ცეკვის სტუდიაში შეგიყვანო. ეს ყველაზე მეტად მამშვიდებს. სკოლაში პირველი დღეები მაშინებს, იმედია შევეგუები ახალ გარემოს. კიდევ ის, რომ... რომ როცა დავბრუნდები, ჩემ მეგობრებთან ისეთივე ურთიერთობა აღარ მექნება. მეშინია, რომ დამივიწყებენ... - ყველაფერი ვთქვი რაც მაწუხებდა და ახლა თავს მსუბუქად ვგრძნობდი. - მიხარია, რომ იქაც გააგრძელებ ცეკვას. ვიცი, ეს შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეგობრებზე კი ნუ ნერვიულობ. დანრწმუნებული ვარ, არ გაგიჭირდება სხვებთან დაახლოება. აქაურ მეგობრებს კი, თუ მათ მართლაც უყვარხარ და ნამდვილი მეგობრობა გაკავშირებთ, ისინი არასოდეს დაგივიწყებენ. სანერვიულო არაფერი გაქვს, - გამიღიმა და ჩამეხუტა. - მადლობა, - ცრემლებმორეულმა ჩავიჩურჩულე. - რისთვის? - გაუკვირდა მას. - იმისთვის, რომ ასეთი კარგი დაიკო მყავხარ. ორივენი დავბრუნდით საძინებელში და მე ისე ჩამეძინა, თითქოს საუკუნე იყო რაც არ მიძინია. * * * მთელი დღე სახლში აქეთ-იქით დავრბოდი, მეშინოდა რამე მნიშვნელოვანი არ დამრჩენოდა. იმდენი ჩემოდანი მქონდა, დეიდაჩემი ამბობდა, მგონი მანქანაში ვერ ჩავატევთო. და მართლაც, ორ მანქანაში გადავანაწილეთ და ისე წავედით აეროპორტში. ისე ვნერვიულობდი, მთელი სხეული მიკანკალებდა. მანქანაში ჩემ გვერდით ელე იჯდა და ხელს ძლიერად მიჭერდა. გზაზე იმდენი საცობი შეგვხვდა, რომ კინაღამ დავაგვიანეთ. რეგისტრაცია მაშინვე გავიარეთ, ახლა დამშვოდობების დრო იყო... - ძალიან მომენატრები, - მითხრა ელენემ და ცრემლები წამოუვიდა. - მეც. ვერც კი წარმოიდგენ ისე, - ვერც მე მოვახერხე ცრემლების შეკავება. დანარჩენებს გადავხედე. ყველას აცრემლებული თვალები ჰქონდა. ჩემთვის თითოეული მათგანი ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო. ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილები. მე კი მივდიოდი იქ, სადაც მათ გარეშე მომიწევდა ცხოვრება. ფეხებში ძალა მეცლებოდა... დეიდას ძლიერად გადავეხვიე და ამით შევიმაგრე თავი რომ არ დავცემულიყავი. - ყველაფერი კარგად იქნება ჩემო სიხარულო, - მხოლოდ ჩემს გასაგონად თქვა მან. - ვიცი. ბოლოს ხატიას და ჩემს პატარა დეიდაშვისლ დავემშვიდობე. მაგრად ჩავკოცნე ყველა და ბიძიას გავყევი უკან. საშინლად მინდოდა უკან გახედვა, მაგრამ თავს ვიკავედბი. თუმცა ბოლოს მაინც ვერ მოვითმინე, კიბეებიდან გადმოვიხედე და დავიყვირე. - მიყვარხართ!!! მერე უცებ გავუჩინარდი და ბიძიას ამოვუდექი გვერდით, თვითმფრინავში ასასვლედად ვემზადებოდი. * * * მზის სხივებმა თვალი მომჭრეს და გამომაღვიძეს. უსიამოვნოდ შევიშმუშნე და თვალები ფრთხილად გავახილე. გვერდით ბიძიას ეძინა, მე კი ილუმინატორის მხარეს ვიჯექი. თვალებგაფართოებული შევყურებდი ულამაზეს ხედს. ზემოდან მთელი უკრაინა ხელის გულივით მოჩანდა. ასეთ სილამაზეს პირველად ვხედავდი, გულიც კი ამიჩქარდა. მომინდა უკრაინის ყველა კუნჭული დამეთვალიერებინა, რაღაც ახალი და საოცარი მენახა. კიევში ყველაზე მეტად მიქაელ მთავარანგელოზის მონუმენტი მაინტერესებდა(რაღაცით თბილისში თავისუფლების მოედანს ვამსგავსებდი), რომელიც როგორც მახსოვს ბიძიას სახლთან ახლოს იყო. შესწორება: ჩვენ სახლთან. ბიძია მეუბნებოდა, რომ ის ჩემი სახლიც იყო და სწორედ ასე უნდა მომეხსენიებინა. აეროპორტიდან გამოსულებს მანქანა დაგვხვდა, რომელსაც სახლში უნდა მივეყვანეთ. ახლა ეს მძღოლი მეც მომემსახურებოდა როცა მომინდებოდა. - ჩვენი სახლი გარეუბანშია, ძალიან წყნარი უბანია. მოგეწონება, - თვალი ჩამიკრა ბიძიამ. - იმედია, - ჩემთვის ჩავიბუტბუტე და უკანა სავარძელზე მოვთავსდი. ფანჯრიდან ვუყურებდი კიევის ქუჩებს, რომლებიც სრულიად განსხვავდებოდა ჩემი თბილისის ქუჩებისაგან. არქიტექტურაც განსხვავებული იყო და სიმართლე რომ ითქვას, რამდენიმე შენობამ ძალიან მომხიბლა. და აი ისიც! მიქაელ მთავარანგელოზის მონუმენტი! არ შევმცდარვარ, ეს ადგილი მართლაც ჰგავდა რაღაცით თბილისს, თუმცა მშობლიური გარემო სულ სხვა იყო. შევატყვე, როგორ გავედით ქალაქის ცენტრიდან და გარეუბანში აღმოვჩნდით, სადაც ნამდვილად სიწყნარე იყო. ქალაქის ცენტრისგან გადაღლილისთვის, ეს ადგილი ნამდვილად სამოთხე იყო. ზუსტად ასე ამბობდა ბიძიაც... ქუჩის ორივე მხარეს საკუთარი სახლები იყო ჩამწკრივებული. მახსოვს, როგორ მომწონდა ასეთი სახლები ფილმებში და ვოცნებობდი, რომ ზუსტად ისეთი ყოფილიყო თბილისშიც. თითოეულ სახლს თავისი ეზო ჰქონდა მწვანე მოვლილი გაზონით. მანქანა ჩვენი სახლის წინ გაჩერდა, რომელიც თითქმის არაფრით გამოირჩეოდა სხვებისგან, ისეთივე ნათელი და სადა იყო. მანქანიდან უცბად გადმოვხტი და სახლს ახლოდან დავუწყე თვალიერება. - მოგწონს? - იმედიანად მკითხა ბიძიამ. - ძალიან, - ვუთხარი აღფრთოვანებულმა. - ასეთს არც მოველოდი, - ვაღიარე. - ჯერ შენ ყველაფერი არ გინახავს. - ჰაჰ, მაინც რა უნდა მანახო ასეთი? _ ვკითხე ცოტა ირონიით. - ჩემი ოთახი ოქროთი ხომ არ მოაპირკეთე? წინასწარ გეუბნები, ყვითელი ოქრო არ მიყვარს, - ჩემს ლაყბობაზე ბიძია სიცილით კვდებოდა და ამიტომაც ძლივს გააღო სახლის კარი. - შენი ცოლი სად არის? - სამსახურში იქნება, სხვაგან სად? ჩემს არ ყოფნაში ბევრი საქმე დაუგროვდა. - დახვედრა არ იკადროს, - ცხვირი ავიბზუე. ჩემი კომენტარისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მისაღებში შემიძღვა და უკან გაბრუნდა, რომ მძღოლს ბარგის შემოტანაში დახმარებოდა. მე ამასობაში დრო ვიხელთე და მთელი სახლი დავათვალიერე. გემოვნებიანად და სადად იყო მოწყობილი, მაგრამ ვერც კი იფიქრებდი, რომ ეს მილიონერი ბიზნესმენის სახლი იყო. - რას იტყვი? - ხელები გაშალა ბიძიამ. - ერთი ჩვეულებრივი, რიგითი, მაგრამ შეძლებული ადამიანის სახლს გავს. მყუდროა და გემოვნებიანად მოწყობილი. როგორც შევატყვე, სამზარეულოს საერთოდ არ იყენებთ, არა? ნუ, როგორ ეკადრება რიმას, - ჩავიფხუკუნე. - მხოლოდ ჩემი ოთახი არ მინახავს, სად არის? - მეორე სართულზეა. წამოდი, გაჩვენებ, - ეტყობოდა, რომ ჩემი ტირადისაგან შთაბეჭდილებების ქვეშ იყო. ჩემი საძინებელი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მინდოდა. დიდი საწოლი, კომპუტერის მაგიდა, ბევრი პუფი და სარკეებიანი გარდეროფი. ძალიან მყუდრო იყო და რაც მთავარია, ზუსტად ჩემ საყვარელ ფერებში იყო გადაწყვეტილი. - ვისი გემოვნებით გააკეთეთ? ზუსტად ჯდება ჩემ გემოვნებაში. - დიზაინერი დავიქირავეთ. ასეთ რაღაცეებში მე ვერ ვერკვევი, რიმამ კი ვერ გარისკა. - მადლობა! - ბიძიას მაგრად გადავეხვიე და ვაკოცე. საღამოს რიმაც მოვიდა და გავიცანი. ბიძაჩემის ცოლი ცხოვრებაში პირველად ვნახე თუ სურათებს არ ჩავთვლით. ისეთი საშინელი არ აღმოჩნდა, როგორიც მე მეგონა. უკრაინული საფირმო კერძი გამასინჯეს. რაღაც გაურკვეველი გემო ჰქონდა, მაგრამ გემრიელი იყო. საღამოს გადავწყვიტე ცოტა ქუჩაში გამევლო. მართალია ქუჩები არ ვიცოდი, მაგრამ სახლში გაჩერება აღარ მინდოდა. ბიძია ძლივს დავარწმუნე მარტო დავეშვი. მხოლოდ მაშინ დამთანხმდა, როცა შევპირდი რომ სულ წინ და უაკნ ვივლიდი ერთ ადგილას. ჩემგან ეს როგორ დაიჯერა მიკვირს... ყველა ქუჩა განათებული იყო და არ მეშინოდა, რომ სრულიად უცხო ადგილებში დავდიოდი. თანაც ღამე სეირნობა ყოველთვის მიყვარდა. მაგრამ ისე გავერთე, რომ ვერ შევამჩნიე როგორ მოვშორდი სახლს და საერთოდ ნაცნობ ქუჩას. აქეთ-იქით ვიხედებოდი და ვერ ვხვდებოდი საით უნდა წავსულიყავი. ვიგრძენი როგორ შემომეპარა ნელ-ნელა შიში... მობილურს დავხედე. ცდა უშედეგო იქნებოდა, აქაური ნომერი არ მქონდა აღებული. უცებ უკნიდან მანქანის ფარების შუქი დავინახე. ერთდროულად გამიხარდა და შემეშინდა კიდეც. რა ვიცოდი, რა ადამიანები იყვნენ ისინი? მანქანა ჩემს გვერდით გაჩერდა, ფანჯრის მინდა ჩამოიწია და შიგ მჯდომი რამდენიმე ბიჭი დავინახე. მშვენიერია! - საით მიდიხარ ლამაზო? - ეს ყველაფერი რუსულ ენაზე კიდევ უფრო ამაზრზენად ჟღერდა. - მეგობარს ველოდები, - უხეშად ვუთხარი და ფეხს ავუჩქარე. - დარწმუნებული ხარ რომ ჩვენთან ერთად წამოსვლა არ გინდა? - ახლა გული ამერევა! - არ მინდა! ერთმანეთს გადახედეს დამანქანა დაძრეს. კიდევ კარგი... ხუთი წუთიც არ გასულა, რომ ვიღაც მოტოციკლეტიანმა ტიპმა ჩამიარა გვერდით. ისიც დაინტერესებული თვალებით მიყურებდა. ფეხებზე დამხედა და მეც განცვიფრებულმა დავიხედე, ასეთი რა მჭირდა? - დავიჯერო ეს ფერი ისევ მოდაშია? - ჩაიცინა და წინ წავიდა. აი ნაგლი! ამ ელასტიკის ფერზე ყველა გიჟდებოდა, ძალიან უცხო იყო... ყველაზე მეტად იმას ვერ ვიტან, როცა ჩემს ჩაცმულობას აკრიტიკებენ! მაგრამ ამაზე ფიქრი არ დამცალდა, ისევ ის მანქანა გამოჩნდა. - ჯანდაბა... - ჩემთვის შევიკურთხე და ნაბიჯს ავუჩქარე. - არ მოგაკითხეს ლამაზო? ახლა ვნანობდი, რომ კარატეზე არ შევედი, არადა მამაჩემი მეხვეწებოდა... ერთმა უკანა კარი გააღო და გადმოსვლა დააპირა. აქ კი მივხვდი, რომ სამხიარულო მდგომარეობაში ნამდვილად არ ვიყავი და მთელი ძალით გავიქეცი. ბორბლების ხმა გავიგონე, მომსდევდნენ. ვიწრო მოსახვევში შევუხვიე და აქოშინებული კედელს მივეყრდენი. იქვე იყო ის მოტოციკლეტიანი ბიჭიც. აი მახეც ამას ქვია! ორი უკიდურესობაა. მანქანის ბორბლების ხმა სულ უფრო ახლოს მესმოდა და შიშიც მემატებოდა. - დაჯდები? - მკითხა მოტოციკლეტიანმა ტიპცა და ჩაფხუტი გამომიწოდა. - გაგიჟდი? არაფერი მიპასუხა. უბრალოდ მხრები აიჩეჩა და იქითკენ გაიხედა, საიდანაც მანქანის ხმა ისმოდა. - ვერასდროს ვერ ვიტანდი დილემებს, მაგრამ ჯანდაბას, - ჩაფხუტი გამოვართვი და უკან მივუჯექი. ბაიკი საშინელი სიჩქარით გავარდა წინ. ისე შემეშინდა, რომ უცნობ ბიჭს ხელები მაგრად მოვხვიე წელზე და თვალები მოვჭუტე. ავარიის შემდეგ სიჩქარის კატასტროფულად მეშინოდა. რამდენი ხანი ვიარეთ ასე არ ვიცი, მაგრამ ვიგრძენი რომ ნელ-ნელა სიჩქარეს უკლო. თვალები გავახილე, ჩაბნელებულ ადგილას ვიყავით. - ჯანდაბა, ამის... - ქართულად შეიგინა მან. - რა? - ბაიკიდან წამოვხტი და წინ დავუდექი. - რა? - ისე გაიმეორა, მგონი ვერ მიხვდა, რომ ორივენი ქართულად ვლაპარაკობდით...
შეტყობინება შეასწორა bella-vampire - კვირა, 2012-03-04, 10:55 PM | |
|
|