|
makie | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-02-22, 11:06 PM | შეტყობინება # 33 |
144
Offline
| | |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: შაბათი, 2012-02-25, 10:40 PM | შეტყობინება # 43 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| Quote (bella-vampire) bavshvebo icit ra mainteresebs? ratom ggoniat rom uknairanshi ar wava? : ))) me piradad ravi, cekvis gamo eg erti da axal mewyviles exla tyuilad xo ar gamoachendi nu sheileba ki wavides mara ai uechveli vici ro dabrundeba
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
bella-vampire | თარიღი: კვირა, 2012-02-26, 9:58 PM | შეტყობინება # 45 |
842
Offline
| მეხუთე თავი
საკუთარ ყურებს ვერ ვუჯერებდი, არ მინდოდა ამის გაგება. საკუთარი და და დეიდა მიშვებდნენ სრულიად უცხო ქვეყანაში, სადაც ახლობელი ბიძიას გარდა არავინ მეყოლებოდა. ისიც მთელი დღე თავისი ბიზნესის საქმეების მოგვარებაში იქნებოდა და მე სრულიად მარტო ვრჩებოდი. - მეხუმრებით? - ჯერ კიდევ მქონდა იმედი, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ცუდი ხუმრობა იყო. - სრულებითაც არა. უკვე დიდი ხარ და ალბათ ხვდები, რომ ეს სახუმარო საკითხი არ არის და სერიოზულად უნდა მიუდგე. - მაინც არ მჯერა, - თავი გავაქნიე. - თამო, დამიჯერე იქ მოგეწონება. უამრავ ახალ რამეს ნახავ, ახალ მეგობრებს შეიძენ და საერთოდ, ახლიდან დაიწყებ ცხოვრებას. თან მეც ხომ იქ ვიქნები და ყველაფერში დაგეხმარები, - მითხრა ბიძიამ. - შენ ჩემთვის არ გეცლება, ეს ერთი, მაგრამ იმაზე არ დაფიქრებულხართ რომ ჩემთვისაც გეკითხათ აზრი? იქნებ მე საერთოდ არ მინდა სადმე წასვლა. ვერ ხვდებით, რომ ახლა ახალი მეგობრების შეძენა გამიჭირდება? და საერთოდ, როგორ უნდა შევეგუო იქაურობას? - ყველაფერი კარგად იქნება, დამიჯერე, - გამიღიმა დეიდამ. - შენ ხომ ყოველთვის გინდოდა უცხოეთში წასვლა, იქაური კულტურის გაცნობა და ცხოვრების სხვა სტილით აწყობა. ახლა კი ამ ყველაფრის შანსი გეძლევა და შენ უარის თქმა გინდა? - გაოცებული სახე მიიღო ხატიამ. - ჩემი ნამდვილად არ გესმით თუ უბრალოდ მე მატყუებთ? ჩემს მეგობრებს უნდა მომაშოროთ? მხოლოდ ისინიღა დამრჩნენ ცხოვრებაში... თქვენთვის კი ალბათ ზედმეტი ტვირთი ვარ და ამიტომ მიშვებთ უკრაინაში... - მოდი ჩემთან, - დეიდამ ხელით მინიშნა მასთან მივსულიყავი. მივედი და კლათაში ჩავუჯექი როგორც ადრე, როცა პატარა ვიყავი. - შენ ძალიან კარგად იცი როგორ მიყვარხარ და ისეთს არაფერს არ გავაკეთებ, რაც შენთვის ცუდი იქნება. ახალი გარემო შენზე დადებითად იმოქმედებს. სევდისთვის და ფიქრისთვის დრო აღარ გექნება. დამიჯერე, მოგეწონება იქაურობა. - სევდისთვის და ფიქრისთვის შეიძლება არა, მაგრამ მონატრებისთვის ხომ მექნება, - ტუჩები გავბუსხე. - კარგად ვხვდები რატომაც მაგზავნით აქაურობიდან შორს, მაგრამ მე ეს არ მინდა! ჩემი მეგობრები და თქვენ მაძლევთ ძალას... იქ რაც არ უნდა ბევრი მეგობარი შევიძინო, ვერავინ ვერ შეედრება აქაურს. აქ ბავშვობის მეგობრები მყავს, ერთად ავიდგით ფეხი, ერთი თეფშიდან ვჭამდით და საერთოდ, ბავშვობის ყველაზე ტკბილი მოგონებები მათთან მაკავშირებს. გამიჭირდება ახალ გარემოსთან შეგუება, - ვწუწუნებდი. - ბიძიაც იქ იქნება და ყველაფერში დაგეხმარება, - გამამხნევა ხატიამ. - სწავლა? სკოლას რა ვუყო? - ბოლო მიზეზი მოვძებნე. - რუსული ხომ კარგად იცი, - ამ ხნის განმავლობაში პირველად ამოიღო ხმა ბიძიამ. - არც იმდენად კარგად, რომ სკოლაში ყველა საგანი რუსულად ვისწავლო. გამიჭირდება, - თავი მოვისაწყლე. მაგრამ სამივემ კარგად იცოდნენ, რომ რუსულად სწავლა არ გამიჭირდებოდა. ბავშვობიდან ვსწავლობდი უცხო ენებს და ისე ვლაპარაკობდი, როგორც ქართულს. - მიზეზები ამოიწურა, - გაიცინა ხატიამ. გაბრაზებული სახით წამოვდექი და ის ვიკითხე, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა. - როდის მივდივართ? ან რამდენი ხანი მომიწევს დარჩენა? - დაახლოებით ორ კვირაში წავალთ, როგორც კი საბუთებს მოვაწესრიგებ. შენ კი ერთი წელი დარჩები, მეთერმეტე კლასი ჯობია უკრაინაში დაამთავრო. - ჰო აბა, და მერე “გარუსებული” აქ ჩამოვიდე მეთორმეტესათვის, არა? - ირონიულად ვთქვი. - ხომ იცი ირონიას ვერ ვიტან, - დასერიოზულდა ბიძია. - მინიმუმ ერთი წელი. თუ მეტ ხანს მოგინდება დარჩენა, რამდენი ხანიც გინდა იმდენი დარჩი, მე პირიქით გამიხარდება. - მეტ ხანს? - გამეცინა. - ერთი წელი ისედაც ტანჯვის ერთი საუკუნე იქნება ჩემთვის, - ოთახიდან სწრაფად გამოვედი რომ საუბარი არ გაეგრძელებინათ. - ელესთან მივდივარ, - კარი უცბად გავიხურე და გარეთ გავედი. ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა მეცხოვრა სრულიად უცხო ქვეყანაში, როგორ გამეძლო ერთი წელი ჩემი მეგობრების გარეშე. ყველაზე მეტად მაინც ელე მომენატრებოდა. მე და ის ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით, განუყრელნი ვიყავით, დებივით... ახლა კი, მე წავიდოდი, ნელ-ნელა ელეც და ჩემი სხვა მეგობრებიც მიმივიწყებდნენ და უკან დაბრუნებულს სრული სიცარიელე დამხვდებოდა. ჩემი ცხოვრების ერთ წელს ვკარგავდი და ამავე დროს ამ ერთ წელს ცხოვრების დანარჩენი წლებიც მიჰქონდა. როგორც იქნა ელესთანაც მივედი. კარი როგორც კი გამიღო, მომღიმარი სახე მაშინვე მოექუფრა. - რა გჭირს? - ხელი ჩამჭიდა და მაშინვე მის ოთახში გამაქანა. - მოყევი, - სკამზე დამსვა და თვითონაც ჩემს წინ დაჯდა. - უკრაინაში მაგზავნიან, - ყოველგვარი შესავლის გარეშე ვუთხარი. - რააააა? - იმხელა იყვირა, მოულოდნელობისგან შევხტი კიდეც. - ჰო, ერთი წლით ბიძაჩემთან ერთად მივდივარ. შენთვის უკეთესი იქნებაო, გამომიცხადეს, - თავს ძლივს ვიკავებდი რომ არ მეტირა. - ეგენი ხომ არ გაგიჟდნენ? - გაცოფებული სახე ჰქონდა ელეს. - ხომ ხვდები რატომაც მაგზავნიან. ახალი გარემო შენზე დადებითად იმოქმედებსო. იმაზე ვბრაზდები, რომ ყველაფერი ჩემს მაგივრად გადაწყვიტეს. იქნებ აქ უკეთესად ვგრძნობ თავს? - მგონი ერთი მხრივ სწორია... - გაუბედავად თქვა. - რას გულისხმობ? - ხომ იცი, რომ უშენოდ ძალიან გამიჭირდება და მომენატრები, მაგრამ ეგოისტი ვერ ვიქნები. იქნებ უკრაინამ მართლა კარგად იმოქმედოს შენზე? აქ ყველაფერი იმას გაგონებს, რაც უნდა დაივიწყო და იქნებ ეს იქ შეძლო? წინასწარ ცუდზე ნუ იფიქრებ. თუ იქ წასვლა შენზე ცუდად იმოქმედებს, ამას ისინიც მიხვდებიან და დაგაბრუნებენ საქართველოში. - წინასწარვე ვიცი, რომ ცუდად იმოქმედებს! იქ რა უნდა გავაკეთო? სრულიად უცხო ხალხის გარემოცვაში ყოფნა ჩემთვის ყველაზე ნაკლებად იქნება კარგი. აქ შენდ ა ჩემი დანარჩენი მეგობრები მაძლევენ ძალას, თქვენ მახალისებთ და ნელ-ნელა დამიბრუნდება ცხოვრების ხალისი, მაგრამ იქ რა გავაკეთო? ნუთუ შენც არ გესმის ჩემი? - თვალები ამიცრემლიანდა. თუკი ელეც ვერ მიგებდა, ალბათ მართლა სჯობდა წავსულიყავი აქედან. - შენი ძალიან კარგად მესმის, მაგრამ ჯობია ამ ყველაფერს დადებითად შეხედო და მომავლის იმედი გქონდეს. დააჯერე საკუთარი თავი, რომ შენთვის ასე უკეთესი იქნება. იქნებ უკრაინაში ისე მოგეწონოს რომ წამოსვლაც აღარ მოგინდეს. - ბოლო ნაწილი გამორიცხულია! - მაშინვე ვუარყავი. - ძალიან გამიჭირდება, მაგრამ ვეცდები. - ჩემი ჭკვიანი გოგო. ძალიან ძალიან მომენატრები, - მაგრად ჩამეხუტა და ორივეს ცრემლები წამოგვივიდა. მიყვარდა ასეთი მომენტები... როცა მეგობარს მთელი გულით ეხუტები და ერთმანეთის სითბოს გრძნობთ. ელენე ჩემი ყველაზე ძვირფასი მეგობარი იყო. ადამიანი, რომელსაც ჩემი უსიტყვოდ ესმოდა. იმ დღეს ელენესთან დავრჩი ღამე. გადავწყვიტეთ, რომ სანამ ბავშვები ჯერ კიდევ იყვნენ ქალაქში, ყველასთვის შეგვეტყობინებინა ჩემი წასვლის ამბავი და დავმშვიდობებოდი. მეორე დღეს, დილით გაღვიძება მესიამოვნა. ელეს სახლში ყოველთვის ისეთი თბილი გარემო იყო, ოჯახურ კერას მაგონებდა. შუა დღეს ბავშვებს შევხვდით, თითქმის მთელი კლასი შეგროვდა. ახალი ამბის თქმაში ელე დამეხმარა, ვერ ვბედავდი მე. სახეებით მივხვდი, რომ ბევრს დასწყდა გული, მაგრამ რა თქმა უნდა იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც დიდად არ შეტკიოდათ გული ჩემს წასვლაზე. მე კი ამის მიუხედავად ყველაზე მწყდებოდა გული და იმას ყურადღებასაც არ ვაქცევდი, რომ იყვენ ადამიანები, რომლებსაც გულის სიღრმეში გაუხარდათ კიდეც ჩემი წასვლა. მთელი დღე ბავშვებთან ერთად გავატარე, უამრავი სურათი გადავიღეთ და ვიმხიარულეთ. თუმცა “მხიარულება” ეს ის სიტყვა არაა, რაც ზუსტად შეესაბამება. ჩემთვის უკვე ყველანაირ გართობას და მხიარულებას აზრი ჰქონდა დაკარგული. ერთ უბედურებას მეორე დაემატა და ვინ იცის, რა მოხდებოდა უკრაინაში. ღმერთს ვთხოვდი, რომ ამაზე უარესი არაფერი მომსვლოდა. თუმცა ამაზე უარესი აღარაფერი იქნებოდა. მშობლები დავკარგე და ახლა მეგობრებსა და ნათესავებს მაცილებენ. თავში გამიელვა იმ აზრმა, რომ შემეძლო უკრაინაში არ წავსულიყავი. მე მქონდა საკუთარი უფლებები და მათი გათვალისწინებით, ვერაფერს დამაძალებდნენ. მართალია ცეკვას დროებით შევეშვი, მაგრამ დაბრუნებას აუცილებლად ვაპირებდი. იქ კი, რა გარანტია მქონდა, რომ ცეკვის გაგრძელებას ისევ შევძლებდი? არანაირი. რა გარანტია მქონდა, რომ ჩემი ცხოვრება უარესობისკენ არ შეიცვლებოდა სრულიად უცხო ქვეყანაში? არანაირი. ამის გარანტიას ვერავინ ვერ მომცემდა, ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო. მე კი მივდიოდი იქ, სადაც არავის არ ვიცნობდი, ცალი თვალითაც კი არ მქონდა ნანახი იქაურობა და ჩემი მომავალი ვერ წარმომედგინა. 16 წლის ცხოვრებას აქ ვტოვებდი და გაურკვეველი მიმართულებით ვაპირებდი წასვლას. ალბათ სხვა სიტუაციაში უარს არ ვიტყოდი უცხოეთში სასწავლებლად წასვლაზე, მაგრამ არა ახლა. სასწაული უნდა მომხდარიყო, რომ მე იქ წასვლაზე ვინმეს დავეთანხმებინე. მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ საქართველოდან არსად წავიდოდი. საღამოს სახლში დაბრუნება გადავწყვიტე. კარი ხატიამ გამიღო და მაშინვე მისაღებში შევიდა. - მე რა, გამჭვირვალე ვარ? - გავძახე და უკან მივყევი. ოთახში ხატიას ბავშვობის დაქალი და მისი შვილი, ხატიას ნათლული დამხვდნენ.ორივეს ნახვა ძალიან გამიხარდა, მითუმეტეს პატარა თათიასი. სულ რაღაც სამი წლის იყო და ისე სასაცილოდ ტატანებდა და მღეროდა, რომ არ მინდოდა წასულიყო. საკმაოდ გვიან წავიდნენ და მეც მთელი დღის დაღლილი მაშინვე დასაძინელბლად წავედი. თუმცა რატომღაც შუა ღამეს გამეღვიძა, თავს ცუდად ვგრძნობდი. ბალიში ავიღე დ აიმ ოთახში შევედი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემთვის დაკეტილი იყო, მშობლების ოთახში. იმ ღამეს ისე ტკბილად მეძინა, რომ მეგონა აქამდე საერთოდ არც არასდროს მძინებია. თანაც ერთ რამ... სიზმარი ვნახე. სიზმარი, სადაც ჩემი მშობლები ვნახე და ისინი მეუბნებოდნენ, რომ უკრაინაში უნდა წავყოლოდი ბიძიას. მამა ყოველთვის გეგმავდა სასწავლებლად ეცხოეთში გავეგზავნე. უკრაინა კი მისთვის იმ მხრივ იყო იდეალური, რომ იქ მისი ძმა-ბიძაჩემი იყო და მარტ ოარ ვიქნებოდი. მთელი გულით და სულით არ მინდოდა იქ წასვლა, მაგრამ რადგან მოხდა სასწაული და ჩემი საყვარელი მშობლები დამესიზმრნენ, გადავწყვიტე მათ დავმორჩილებოდი და წავსულიყავი. ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება იმდენად რთული იყო, რომ მთელი დღე ოთახში გამოკეტილი ვიყავი და არავის ნახვა არ მინდოდა. მხოლოდ მომავალზე ვფიქრობდი, რომელიც ბურუსით იყო მოცული, მაგრამ მე ჩემს მშობლებს ვენდობოდი, ისინი ზეციდან დამიცავდნენ...
შეტყობინება შეასწორა bella-vampire - კვირა, 2012-02-26, 11:01 PM | |
|
|