მარტოობა
|
|
Swan | თარიღი: პარასკევი, 2012-02-03, 1:50 PM | შეტყობინება # 61 |
48
Offline
| იმედია მოგეწონებათ
შეტყობინება შეასწორა Swan - პარასკევი, 2012-02-03, 1:51 PM | |
|
|
|
|
Swan | თარიღი: პარასკევი, 2012-02-03, 4:07 PM | შეტყობინება # 64 |
48
Offline
| საწოლიდან წამოვიხტი და ფანჯარაში გადავიხედე , ვიღაც ხმამაღლა ყვიროდა _სოფი საძინებლის ფანჯრიდან არაფერი ჩანდა ,ამიტომ მისაღებიდან გადავიხედე , გზაზე დიდი გული იყო დახატული ცეცხლით , მასთან კი იდგა ბიჭი , რომელიც ჩემს სახელს ყვიროდა , ვიფიქრე ,რომ გიორგი იყო , და გული სიხარულმა ამივსო _ჩამოდი - ყვიროდა სასწრაფოდ ამოვიცვი კეტები , ზედა , შარვალი და ჩავირბინე 6 სართული სიხარულით გაცისკროვნებულმა , მაგრამ იქ გიორგის მაგივრად სანდრო დამხვდა _ სანდრო ? აქ საიდან ? რას აკეთებ ? - და ცოტა არ იყოს შევცბუნდი _ 1 კვირის წინ ჩამოვედი ამერიკიდან , ვიფიქრე სიურპრზის გავუკეთებ თქო - მითხრა და შემომცინა _ ხოო , ნამდვილად გამოგივიდა , მაგრამ პატარა ბავშვები ხომ აღარ ვართ ? _ ვიფიქრე , რომანტიული იქნებოდა _ააა , ხო მაპატიე დიდი მადლობა! - სანდრო , მართლაც მომნატრებოდა , მივუახლოვდი და ჩავეხუტე .., მანაც შემომხვია მკლავები _ სანდრო , ძააალიან მომენატრე , ბოლოს როდის გნახე არც კი მახსოვს _ ზუსტად 3 წლის , 1095 დღის და 26280 საათის წინ უხერხულობა ვიგრძენი არ ვიცოდი რა მექნა , სასწრაფოდ მოვშორდი და სახლში შევიპატიჟე სადარბაზოში შესვლისას დავინახე , როგორ გადმომცქეროდა მე 8 სართულიდან გაბურძგნული თავი .. მე და სანდრომ სახლამდე ძლივს ავაღწიეთ , შინ შესულებმა ქურთუკები გავიხადეთ , მე კი სამზარეულოსკენ წავედი _ ჩაი თუ ყავა? _ მადლობა , სოფი ყავას დავლევ _ახლავე , მისაღებში დამელოდე ყავის კეთებას შევუდექი , რა აღარ ხდება ამ ცხოვრებაში ის მეგობარი ( ასე მე ვეძახდი , თორემ ის სულ სხვანაირად მიყურებდა) გამომიჩნდა , რომელიც 3 წლის ამერიკაში სასწავლებლად წავიდა , თან ასეთ უცნაურ ვითარებაში , როცა ვერ გავრკვეულიყავი ჩემს გრძნობებში .. .ყავა მალე ადუღდა , ორ ფინჯანში გადავასხი და სანდროს მივუტანე , რომელიც დაბალ მაგიდას მისჯდომოდა , ყავა წინ დავუდგი და ჩამოვჯექი _ აბა მომიყევი შენი ამბები ! როგორი იყო ამერიკაში ? _ რავიცი , ამერიკა მართლა კარგია , მაგრამ ჩემთვის არა! _ რატომ ? - შეწუხებულმა ვკითხე _ იმიტომ , რომ მენატრებოდი - ტკვილით აღსავსე თვალები მომაპყრო _ მეც მენატრებოდი , მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი არ გვინდა _ ხო რათქმაუნდა , არის შენკენ რამე ახალი ? _რავიცი ისეთი არაფერი , ის იცი გამოფენა , რომ მქონდა ? _ ბავშვობიდან გიყვარდა ხატვა! _ კი ნამდვილად , კარგად ჩაიარა ყველაფერმა , ხატვის სიყვარული უფრო და უფრო მემატება _ ნამდვილი ანგელოზი ხარ არ ვიცოდი რა მეთქვა , ან რა შეიძლებოდა ასეთ მომენტში მეპასუხა , სანდრო საკოცნელად გადმოიხარა , მაგრამ თავი გვერდზე გადავწიე _ სანდრო , მოდი ნუ ვიჩქარებთ კარგი ? 3 წელია არ მინახიხარ! ალბათ ძალიან შეიცვლებოდი , ახლა ასე უცებ არ შემიძლია _ კარგი , გასაგებია - თბილად გამიღიმა - მე წავალ , უკვე დაგვიანდა , ხვალ ისევ გამოგივლი _ კარგი იქნება სანდრო წამოდგა და კარებისკენ წავიდა , გასულმა კიდევ ერთხელ შემათვალიერა და გადამკოცნა , შემდეგ კი კიბეებს ჩაუყვა , სახლში დარეტიანებული შემოვვარდი ესღა მაკლდა , სანდრო არც არასდროს მყვარებია , როგორც კაცი , ერთად გავიზარდეთ და ძმასავით მიყვარდა , ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო , ამიტომ მისთვის ტკივილის მიყენება არ შემეძლო , სხვანაირად კი ვერ მოვიქცეოდი , ტკივილს მივაყენებდი .. ძილი მომერია , ისვე გავიხადე , შარვალი კეტები და მაისური და საწოლში ჩავწექი , ფიქრით დამძიმებულს აღარ ჩამძინებია
| |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: პარასკევი, 2012-02-03, 4:16 PM | შეტყობინება # 65 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| Quote (Swan) სადარბაზოში შესვლისას დავინახე , როგორ გადმომცქეროდა მე 8 სართულიდან გაბურძგნული თავი .. ui neta vin iyo ra undoda saertod? vaime sandros gamochena gamixardaa dzaaliaaan, iechvianebs exla giorgii, iiif mase unda magaaas axali rodis iq2nebaa? vegar vitmen ukve
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
Swan | თარიღი: პარასკევი, 2012-02-03, 4:19 PM | შეტყობინება # 66 |
48
Offline
| ♥vampiressa♥, Sheidzleba dgesve davdo , ar vici rogor movaswreb !! albat ro dgess! <3
| |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: პარასკევი, 2012-02-03, 4:31 PM | შეტყობინება # 67 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| Quote (Swan) Sheidzleba dgesve davdo , ar vici rogor movaswreb !! albat ro dgess! <3 ra magaria!!!
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
|
RoB-dOd | თარიღი: პარასკევი, 2012-02-03, 6:23 PM | შეტყობინება # 69 |
572
Offline
| აუუ რა მაგარია ! იისაა მე არ მინდა ეგ სანდრო რა ;დდ მოდი ლიზა დდა სანდრო მოვაყოლოთ ავარიაში არ გინდათ ?( თქვენი შოუდან ჩმორი ბიჭის სახე ) ვაიმე რა კარგი იყოო <33 ორი თავი ერთად შევსანსლე და სიმართლე რომ გითხრა ვერ გავძეხიო ;დდ ასე რომ,მოიცაა ეე პერსონაჟების სურსათები? უი სურათები? ;დდ ს+გ ;დდ
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|
|
ucnobiucnobi2 | თარიღი: შაბათი, 2012-02-04, 11:39 AM | შეტყობინება # 71 |
Nemo Me Impune Laccesit !
639
Offline
| axal tavs rodis dadeb ? : ))
| |
|
|
|
elee | თარიღი: შაბათი, 2012-02-04, 3:38 PM | შეტყობინება # 73 |
131
Offline
| imedia male dadeb :))
| |
|
|
Swan | თარიღი: შაბათი, 2012-02-04, 6:36 PM | შეტყობინება # 74 |
48
Offline
| დილით უჩვეულოდ გვიან გამეღვიძა , სამხატვროშიც არ ვიყავი წასასვლელი ამიტომ არც მინაღვლია , ისავ გადავბრუნდი და დაძინება ვცადე , მაგრამ აღარ გამომივდა , საწოლიდან წამოვდექი , საშინლად შემცივდა , მაშინვე გამათბობელი ჩავრთე და სახლშიც უმალ დათბა , სახლიდან გასვლას არ ვაპირებდი , ამიტომ დიდხანს არჩევა არ დამიწყია , მაშინვე ამოვიცვი ელასტიკი და თბილი მაისური , იქვე გამათბობელს მივუჯექი და ფიქრი დავიწყე , ბევრ რამეზე მეფიქრებოდა , უეცრად ჩამოსულ სანდროზე , გიორგიზე , ხატვაზე , ყველაფერზე ... ამდენმა ფიქრმა გამტანჯა , წიგნის კითხვა დავაპირე , გი დე მოპასანის „ლამაზი მეგობარი“ ავიღე და კითხვას შევუდექი , წიგნმა მალე ჩამითრია ვერც კი გავიგე , როგორ ავიღლართე ჟორჟ დიურუას თავგადასვლებში , ვერც კი შევამჩნიე ისე ჩამობნელდა , ამდენი ხნის მერე შიმშილი ვიგრძენი , წიგნი გვერდზე გადავდე და სამზარეულოში გავედი , საჭმელების კეთება დიდად არ მეხერხებოდა , ამიტომ ის გავაკეთე რაც ყველაზე კარგად გამომდიოდა , სანამ კვერცხი ტაფაში იწვებოდა , მე აბაზანაში ვიყავი და ხელებს ვიბანდი , ერბოკვერცხი გადმოვიღე თეფშზე და ჭამას შევუდექი , თეფშის გარეცხვაზე თავი არ შემიწუხებია , აშკარად სიზარმაცე მძლევდა , თორემ ისე არასდროს დავტოვებდი თეფშს გაურეცხავს , ის ის იყო თეფში ნიჟარაში ჩავდე ,რომ ზარმა დარეკა არავის არ ველოდებოდი , არ ვიცოდი ვინ იქნებოდა , მაშინვე კარისაკენ გავიქეცი , კარებთან მარი იდგა , გამახსენდა , რომ მას ჯერ კიდევ გუშინ უნდა შემოეარა , კარები უმალ გავუღე და ვკითხე _ მარიი , როგორ ხარ? არ გელოდი _ კარგად სოფ შენ ? გუშინ ვაპირებდი მოსვლას , მაგრამ გიორგისთან ვიყავი _ კარგი , შემოდი რას დგახარ მარი სახლში შევიპატიჟე , მისაღებში მაგიდასთან დავსვი და ლაპარაკი დავიწყეთ ყველაფერს მიყვებოდა რაც კი გიორგის ეხებოდა , უბრალოდ იმას ჩიოდა , რომ ბიჭი არ უყვარდა , არადა ცდილობდა , რომ შეეყვარებინა , მაგრამ მაინც ვერ დაევიწყებინა სანდრო ... სანდრო როგორც კი ახსენა თითქოს გულში ეკლად რაღაც ჩამესო _ მარი , იცი სანდრო ჩამოვიდა , გუშინ აქ იყო - სახლის წინ დანთებულ გულზე არაფერი მითქვამს ,თორემ ძლიერ ვატკენდი გულს _ მართლა? რა მააგარია... მომენატრა- თავი დანანებით ჩაღუნა ყველაფერი ძალიან რთულად იყო , იმდენად , რომ თავს დამნაშავედ ვგრძნობდი .. აღარ ვიცოდი რა მეთქვა მისთვის , როგორ დამემშვიდებინა ... თითქოს ყველაფერი დალაგდა სანამ სანდრო წასული იყო , ახლა კიდევ ძლივს დაწყნარებულ მარის ისევ აეშალა ძველი სადარდებელი , იქნებ არც უნდა მეთქვა , რომ სანდრო ჩამოვიდა? მაგრამ არამგონია ვერ გაეგო , ჩვენი სამეგობრო წრის წყალობით ... ყოველთვის შუაში მე ვხვდებოდი , მარის სანდრო უყვარდა , სანდროს მე .. ორივე კი ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო , ვერცერთს ვერ ვტკენდი გულს , სანდროს მარის გამო ყოველთვის ვიშორებდი , არ მინდოდა მისთვის გული მეტკინა , მაგრამ სხვანაირად არც გამოდიოდა ახლა კი ყველაფერი გართულდა , მარის უფრო ძლიერ შეუყვარდა სანდრო , სანდროს კი მე ! თავი დამნაშავედ ვიგრძენი , იქნებ რომ არა მე ყველაფერი კარგად ყოფილიყო და სანდროს მარი შეყვარებოდა ... რამდენჯერ მითქვია მისთვის ეცადა მარისთან ურთიერთობა , მაგრამ სულ ერთი და იგივეს მიმეორებდა არ მიყვარსო ... სანამ მარი გატაცებით ლაპარაკობდა თუ როგორ უყვარდა სანდრო და როგორ მონატრებოდა , მე მანამდე ფიქრით თავი მისკდეოდა , ათასნაირი აზრი ერთმანეთში ირეოდა
| |
|
|
Swan | თარიღი: შაბათი, 2012-02-04, 6:36 PM | შეტყობინება # 75 |
48
Offline
| vici es dzalian patara nawilia magaram mxolod es movaswari !! gpirdebit tu movaxerxeb aucileblad davdeb dges kide
| |
|
|