48
Offline
| თვალწინ ჩამომიბნელდა , და ვგრძნობდი ,რომ სულს ვღაფავდი , ნელ-ნელა სუნთქვა უფრო და უფრო მინელდებოდა , ვცდილობდი , ღრმად მესუნთქა , მაგრამ ესაც არ გამომდიოდა , თავს შთავაგონებდი , რომ არაფერი მომივოდოდა , რომ ფობია უნდა დამეძლია , მაგრამ უკვე ხელები და ფეხები გამიბუჟდა და ვგრძნობდი ,რომ ტვინის რაღაც ნაწილი მეკეტებოდა საღად ვეღარ ვაზროვნებდი , ბოლოს ამის უნარიც დავკარგე და იმის შემდეგ აღარაფერი დამამახსოვრდა , როცა უკვე თვალები გავახილე , ოდნავი თაბრუსხვევა ვიგრძენი , ხელები და ფეხები ისევ დაბუჟებული მქონდა , წარმოდგენა არ მქონდა სად ვიყავი , მაგრამ მერე გოგონას მთრთოლვარე ხმა გავიგონე _მგონი გაიღვიძა , გიორგი მოდი ვიღაცა ბრაგუნით მომიახლოვდა და თვალებში ჩამხედა , ნამდვილი ანგელოზი იყო , მეტყველი მწვანე თვალებით , თითოეული ნაკვთი კარგად გამოყვანილი ჰქონდა , მზერა პატივმოყვარე ჰქონდა , მაგრამ სათნო , აღტაცებული შევყურებდი , მაგრამ შემდეგ გონებამ სიგნალი მომცა , როდის იყო მე სოფი , კაცზე ასე გავგიჟებულვარ , მხოლოდ და მხოლოდ შინაგანზე უნდა მეფიქრა და არა გარეგანზე , თავი დავიწყნარე და უაზრო გამომეტყველებით ჭერს ავხედე ბიჭმა კიდევ შემათვალიერა და მკითხა _ გოგონა , როგორ ხარ ? რამდენიმე წამი ვამოწმებდი შევძლებდი თუ არა დალაპარაკებას , რადგან არ მინდოდა ამომეკვნესა მათ თვალწინ _გმადლობთ , არამიშავრს ახლაღა გამახსენდა ,რომ არ ვიცოდი სად ვიმყოფებოდი უკან გაბრუნებული ბიჭი შემოვაბრუნე და ვკითხე _ხომ ვერ მეტყვით სად ვარ? ბიჭის მაგივრად ცისფერთვალება გოგონამ მიპასუხა _ გიორგის სახლში ხარ , შენი მეზობელია მე 8 სართულზე ცხოვრობს , ლიფტიდან ყვირილი გავიგონეთ და გიორგიმ გამოიგყვანა , სასწრაფოც გვყავდა , თქვეს რომ რაღაც ფობია გჭირს და მალე კარგად იქნები _დიდი მადლობა , კლაუსტროფობია - ღიმილით შევუსწორე და წამოდგომა ვცადე , მაგრამ თავბრუ დამეხვა , არ მინდოდა ეს შემემჩნია ამიტომ წამოვდექი _ ახლა კი მე წავალ, ბოდიში შეწუხებისთვის _ არა რა შეწუხებაა , დარჩი კიდევ , ნუ წახვალ მომჯობინდი - ცისფერი თვალები შემომანათა გოგონამ _ კარგად ბრძანდებოდეთ - შემათვალიერა ბიჭმა ღმერთო ეს რა უზრდელობა იყო , ფაქტიურად სახლიდან გამომაგდო , ასეთი რამე არასდროს არავის არ გაუბედია ჩემთვის , ყოველთვის ყველა თბილად მექცოედა , ამან კი ვიღაც თავხედმა სახლიდანაც გამომაგდო , თავი ამაყად გავწიე და პირდაპირ წავედი _ კარი აქეთაა გოგონი - ისევ ქედმაღლურად მიპასუხა _გაგაცილებ - წაიღიღინა ცისფერთვალებამ _როგორმე თვითონ გავაგნებ - ნაწყენმა ჩავიდუდღუნე და ახლა მეორე კარისაკენ გავწიე _იცი მანდეთ საკუჭნაოაა - მორცხვად ჩაილაპარაკა გოგონამ _ ჯანდაბა , საითაა ეს კარი !! - გაბრზებულმა წამოვიყვირე ბიჭმა „გიორგიდ“ წოდებულმა ჩაიხითხითა _ გა გა ცი ლებ - მომყვირა გოგონამ და ხელი ხელში გამიყრა სანამ ჰოლში მივდიოდით გამომემცნაურა კიდეც _ იცი მე ანა მქვია და გიორგის და ვარ , ცოტა რ იყოს უხეშია , უნდა აპტიო _ არა რას ამბობ ,მისნაირი ზრდილობიანი ჯერ არავინ , შემხვედრია , მე სოფი ვარ , სასიამოვნოა ანა გოგონამ უბრალოდ გაიცინა და მეტი აღარც არაფერი უთქვია მოკრძალებულად გამოვიხურე კარები და ორი სართული ჩამოვირბინე , ესაც ჩემი დასვენება , სრულიად უცნობ ადამიანთან დივანზე წამოკოტრიალებულმა გავიღვიძე და ამას ვეძახდი მე განტვირთვას , მირჩევნოდა ფეხით ამოვსულიყავი ვიდრე ის უზრდელი ვაჟბატონი გამეცნო ხელი მარჯვენა თეძოზე დავიდე , უხ ჯანდაბა! ჩანთა დამრჩენია აღარ ვიცოდი , უკან იმ ადამაინებთან როგორ ავბრუნებულიყავი , მაგრამ თავი იმაში დავარწმუნე , რომ გარეთ ვერ დავიძინებდი ისევ უკან ავედი მე 8 სართულზე და დავაზარე , კარი ისევ გაბურძგნულმა ბიჭმა გამიღო ვიგრძენი , როგორ გავწითლდი ყურებამდე _ჩანთა დამრჩა _ აა , - თავი მოიქექა და შებრუნდა - აჰა აიღე - ხელში შემომაჩეჩა ჩანთა _ მადლობა! - ლამის დავუყვირე და ისევ უკან ჩამოვირბინე , პასუხად ისევ ხითხითი მომესმა კარები როგორც იქნა გავაღე და შიგნით შევაღწიე , მაშინვე აბაზანაში შევვარდი , სწრაფად გავიძრე ჩემი კრემისფერი კაბა და თბილი წყალი გადავივლე , თან ამ დატვირთულ დღეზე ვფიქრობდი .. მაინც ვერ მეპატიებინა „ჩემი მხსნელისთვის“ ასეთი უხეში ლაპარაკი , თან მიშა რამიშვილზეც ვფიქრობდი , მაინც როგორ გამიბედა ასეთი რამის შემოთავაზება აბაზანიდან გამოვვარდი და პიჟამა გადავიცვი , მაინც რაღაც არ მაკმაყოფილებდა , ეს რაღაც კი შიმშილის გრძნობა იყო , სამზარეულოში შევედი და ომლეტის გაკეთება დავიწყე , 10 წუთი აქეთ იქით დავბოდიალობდი , ბოლოს შიშხინის ხმაც მომესმა და ომლეტი თეფშზე გადმოვიღე , გემრიელად შევექცეოდი არაფერი აღარ მადარდებდა , მხოლოდ ძილი მინდოდა , მაღვიძარა დილის 10 ზე დავაყენე და საწოლში გავიშხლართე დილით გაბმულმა ზარმა გამაღვიძა , ბალიშიდან თავი წამოვწიე და უიმედოდ დავუწყე ძებნა გამოსართავ ღილაკს , როგორც იქნა მივაგენი და ჩემი ძილის დამფრთხობი გამოვრთე , ისევ ბალიშზე დავდე თავი , მაგრამ გამახსენდა სამხატვროში რამდენი საქმეც მქონდა , ამიტომ სწრაფად ავდექი და ჩემი უსაყვარლესი სამოსი ავირჩიე გარდერობიდან , ჯისნები და თავისუფალი ზედა შავი წარწერებით , ფეხზე კეტები ამოვიცვი და გარეთ გამოვედი .... კარებიდან გასულს კიბეებზე ანა და ვაჟბატონი შემხვდნენ _ სოფი , როგორ გრძნობ თავს? - მზრუნველად მკითხა ცისფერთვალებამ _ კარგად მადლობა - ვუთხარი და ჩავუღიმე_ მაპატიე მეჩქარება ბიჭს მხარი გავკარი და კიბეებზე ჩავირბინე .. ახლა დავფიქრდი მათი თვალების უცნაურ ფერზე , ერთს მწვანე ჰქონდა , მეორეს ცისფერი ვერ ვხვდებოდი ეს როგორ უნდა მომხდარიყო , მაგრამ ესაც ერთ-ერთ იშვიათ შემთხვევებს მივაწერე და გადავწყვიტე ამაზე აღარ მეფიქრა , მანქანის თბილ სალონში ჩავჯექი და სამხატვროს გზას დავადექი
|