ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 6
  • 7
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
მარტოობა

Swanთარიღი: შაბათი, 2012-01-28, 5:33 PM | შეტყობინება # 1

48
3  +
10  ±
   ±
Offline
სახელწოდება: მარტოობა
ავტორი: Swan
დისკლეიმერი: პერსონაჟებზე საავტორო უფლებები მეკუთვნის მე
ჟანრი: Romantic , Melodramatic
სტატუსი: წერის პროცესშია
ავტორისგან : ეს მოთხრობა არის 20 წლის გოგონაზე , რომელსაც მშობლები ადრეულ ასაკში გარდაეცვალა , ის იმას შეეჩეხება რისიც არასდროს სჯეროდა

თავი 1:
დილით ადრე გამეღვიძა , მზის სხივებმა უმალ შემომაჭყიტეს , თითქოს უნდოდათ ბედნიერი დღის დაწყება ემცნოთ , საწოლზე წამოვჯექი და მოციალე სხივებს შევცინე , თავს უჩვეულოდ ბედნიერად ვგრძნობდი , მახალისებდა მზის ცელქი სხივები , პატარა ბავშვებივით , რომ ანცობდნენ , ისევ გადავკოტრიალდი საწოლში , მაგრამ დღევანდელი დღის მნიშვნელობა გამახსენდა და ელდანაკრავივით წამოვხტი , მდუმარება სუფევდა , მაგრამ დიდად არც ეს შემიმჩნევია , ჩემი თავი დავარწმუნე , რომ ამ განწყობას არავის გავაფუჭებინებდი , ჯერ ვერ გადამეწყვიტა რას ჩავიცმევდი , ამიტომაც პიჟამით დავიწყე სიარული აქეთ-იქით , სამზარეულოში შევედი , სადაც სრული არეულობა დამხვდა , როგორღაც მოვახერხე და წყალი დავდგი ასადუღებლად , სანამ ჩაიდანი თავისთვის შიშინებდა , ტოსტებიც გავამზადე და სააბაზანოში შევედი , რომ როგორღაც თავი მომეწესრიგებინა , გამოსაფხიზლებლად თბილი წყალი შევისხი სახეზე და ხელებზე , მაგრამ მივხვდი ეს ვერ მიშველიდა , გადავწყვიტე აზრზე მოსასვლელად თბილი წყალი გადამევლო , შხაპის ქვეშ როგორც ყოველთვის ღიღინი დავიწყე , ვერც შევამჩნიე დრო როგორ გავიდა , როგორღაც გამოვერკვიე , პირსახოცი ტანზე შემოვიხვიე და გარეთ გამოვედი , ჩაიდანი უკვე გამაყრუებლად გაჰკიოდა , ფეხშიშველი სირბილით გავიქეცი სამზარეულოსკენ და სასწრაფოდ გამოვრთე , შემდეგ თმის გამშრალებას შევუდექი , როგორც იქნა ურჩი თმები ჩამოვივარცხნე , ხალათი შემოვიცვი და სწრაფად ჭამას შევუდექი , ლუკმებს ჩქარ-ჩქარა ვყლაპავდი , ბოლოს ჯერი ტანსაცმლის არჩევაზე მიდგა , არც კი ვიცოდი რა უნდა ჩამეცვა , წინა ღამესაც ვცადე როგორმე ამერჩია სამოსი მაგრამ ვერაფრით ვერ მოვახერხე , ისევ უიმედოდ გამოვაღე კარადა , მაგრამ წინა მცდელობისგან განსხვავებით მაშინვე თვალში მომხვდა კრემისფერი კაბა , გამოვიღე და საწოლზე გადავფინე , ალბათ მუხლებამდე მომწვდებოდა , აღარ მახსოვდა როდის ან რატომ ვიყიდე ეს კაბა , მაგრამ თვალი მომჭრა მისმა სილამაზემ , ამიტომაც საბოლოოდ გადავწყვიტე პირველ გამოფენაზე ეს კაბა ჩამეცვა , ხალათი გავიხადე და კაბის ჩაცმას შევუდექი , თმები ჩამოვიშალე , მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე და სარკეში ჩემი გამოსახულება შევათვალიერე ... უცებ მეგონა , რომ უცნობი მიცქერდა იქიდან , ვერ ვიჯერებდი , რომ ეს მე ვიყავი , უცნობს გასხივოსნებული თვალები ჰქონდა , რომელიც ელეგანტურობას სძენდა , კრემისფერი კაბა მუხლის ზემოთ დაჰფენოდა , თმა კი მხრებზე დაჰფენოდა , კიდევ ერტხელ შევათვალიერე გამოსახულება , მოხიბლული დავრჩი , სარკეს როგორც იქნა თვალი მოვწყვიტე , საკმაოდ დიდი კრემისფერი ჩანთა ავიღე , ყველა საჭირო ნივთს შიგ ჩავუძახე და გამოსასვლელად გავემზადე
შემოსასვლელში მდგარი კარადიდან გასაღები ჩამოვხსენი , კარები დავკეტე , ექვსი სართული ხტუნვა ხტუნვით ჩამოვირბინე , სადარბაზოდან გამოსულმა სუფთა ჰაერი შევიყნოსე და იქვე გაჩერებულ მანქანასტან მივირბინე , ავტომატურად გავაღე და შიგ ჩავხტი , დავქოქე და სამხატვრო აკადემიისკენ გავეშურე , ჯერაც არავინ არ იყო ეზოში შეგროვილი , მაშინვე შენობაში შევირბინე , შესასვლელში კარისკაცს შევეგებე
_ გამარჯობა ბიძია შალვა
_გაგიმარჯოს გენაცვალე , წარმატებები- თბილად მომიგო
მისგან წახალისებულმა მესამე სართულზე სირბილით ავედი , გზაში არავინ არ შემხვედრია , ამიტომაც აუდიტორიაში შევიჭერი , იქ ჩემი ლექტორი ალექსანდრე კაკაბაძე დამხვდა
_გამარჯობა, ბატონო ალექსანდრე როგორ ბრძანდებით ?
_ კარგად შვილო თავად როგორ გრძნობ თავს ?
_ მადლობა ბატონო ალექსანდრე , ცოტას ვნერვიულობ
_ არ უნდა ინერვიულო შვილო , დარწმუნებული იყავი , რომ ნახატები ყველას მოეწონება
_ მადლობა - ვუთხარი ეს თუ არა მაშინვე თვალებზე ცრემლები მომადგა მაგრამ როგორღაც შევჩერდი
აუდიტორიიდან გამოვედი და პირდაპირ იმ ოთახისკენ წავედი სადაც ჩემი პირველი გამოფენა უნდა გამართულიყო , მთელი კვირა ნახატების სწორად განლაგებას მოვუნდი , კმაყოფილმა შევავლე მთელს დარბაზს თვალი , იქვე მდგარმა ზოგიერთმა სტუდენტმა მომილოცა კიდეც ის , რომ გამოფენას ვმართავდი .. სიხარულისგან ცას ვეწიე , მინდოდა იქვე ხტუნვა დამეწყო და ყველასთვის გამეზიარებინა ის სიხარული რასაც განვიცდიდი , მაგრამ თავს ვიკავებდი , ჯიბეში ტელეფონი აწკრიალდა
_ ალო , გისმენთ
_ სოფი , სოფი სოფი ... გილოცავ ჩემო სიცოცხლე ..
_ მადლობა მარი , გაიხარე ... ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია - იქვე კუთხეში მივიყუჟე ჩვენი ლაპარაკი ,რომ არავის გაეგონა
_ სოფი , რაღაც უნდა გითხრა , მაგრამ არ ვიცი როგორ
_ კარგი რა დაგემართა , მარი , ამდენი ხანია ვმეგობრობ და რამის თქმა როგორ გერიდება
_ კარგი , მაშინ გეტყვი მაგრამ დამპირდი , რომ არ გეწყინება - სევდიანად ჩაილაპარაკა
_ გააჩნია რას მეტყვი
_ მოკლედ , დღეს ვერ მოვდივარ , გიორგის მივყვები დედამისთან საავადმყოფოში , უნდა მაპატიო გეხვეწები გეხვეწები
_ რადგან ასე სერიოზულადაა საქმე გპატიობ , მაგრამ იცოდე მწყინს !!
_ ოოოო კარგი რა ?! - გაბრაზებულმა ჩაიბურტყუნა
გადავიკისკისე და მხიარულად ვუთხარი - დებილო , როგორ დაიჯერე , ძააალიან დამაკლდები , მაგრამ ვიცი , რომ სულით მაინც ჩემთან იქნები
_ რათქმაუნდა , წავედი ახლა, გკოცნი
_ მეც
ცოტა ხნის პაუზის შემდეგ ვუთხარი მაგრამ უკვე წყვეტილი ზარი ისმოდა , ღრმად ჩავისუნთქე , მერე რა რომ საუკეთესო მეგობარი ჩემს გამოფენას ვერ დაესწრებოდა , ვიმედოვნებდი , რომ მეტი აღარაფერი ცუდი არ მოხდებოდა
ემოციებით სავსე ვიყავი , არც კი ვიცოდი როგორ და რანაირად გამომეხატა ეს ყველაფერი , უამრავი სტუდენტი მილოცავდა , ზოგი გულთბილად მეხუტებოდა , ზოგიც იძულების წესით , ასეთი იყო ლიზაც , რომელიც ჯერ შორიდან მაკვირდებოდა მოჭუტული თვალებით , შემდეგ მომიახლოვდა და ჩუმად გაბუტული ბავშვივით მითხრა
_ იცი , რომ გულზე არ მეხატები , მაგრამ მაინც გილოცავ
_ მადლობა ლიზა - ცოტა არ იყოს ნაწყენა ჩავილაპარაკე
უამრავი ადამიანი მოდიოდა და მილოცავდა , ბილეთები ყველა ნაცნობს დავუგზავნე , მინდოდა რაც შეიძლება ბევრ ხალხს ენახა ჩემი ნახატები , განსაკუთრებით კი ის ტილო რომელსაც „მარტოობა“ დავარქვი , რომელიც მთლიანად ასახავდა ჩემს მდგომარეობას , დედა ჩემზე მშობიარობას გადაყვა , ხოლო მამა რომელიც ყოველთვის ყველაზე ძალიან მიყვარდა 15 წლისას დამეღუპა , არ ვიცი ამ ინციდენტის მერე , როგორ გავაგრძელე ცხოვრება , მაგრამ იმით ვამაყობდი , რომ მე ეს შევძელი , 2-3 წლის განმავლობაში დეპრესიაში ვიყავი , მაგრამ შემდეგ ჩემს თავში ჩავიხედე და ყველაფერი გავაცნობიერე , იმასაც მივხვდი , რომ მამაჩემი და დედაჩემი უკვე ზეციდან მმფარველობდნენ , ამიტომაც ამის შემდეგ მათ გახსენებაზე , ცრემლები კი არ მომდიოდა უკვე მეღიმებოდა , ამ გამოფენის დროსაც ვგრძნობდი მათ მხარდაჭერას , მაგრამ მამა მაინც საშინლად მენატრებოდა , მან არ შთამაგონა ხელოვნების სიყვარული ? მისი დამსახურებაა დღეს მე , რომ პიროვნებად ვარ ჩამოყალიბებული , ნათლად მახსოვდა , დიდი ხნის მუშაობის შემდეგ თავის ნაშრომებს , რომ მანახებდა , ხოლმე მეც იმწამსვე ყიჟინას დავცხებდი და ვეხუტებოდი , ის კი უზომოდ ბედნიერი იყო , თვალები ამეწვა , მაგრამ 3 ჯერ მაგრად დავახამხამე და ცრემლები შევიკავე

☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2012-01-28, 6:03 PM | შეტყობინება # 2
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
Swan, მოხარული ვარ, რომ პირველი გავეცანი შენს მოთხრობას :*საინტერესო დასაწყისია ძალიან. ბევრს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ძალიან პაწუკა თავი დევს, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ დიდი ამბები დატრიალდება მანდ. გაგრძელება მალე დადე, რომ უფრო გავერკვეთ მთავარი პერსონაჟის ხასიათში. ობოლია, მარტო ცხოვრობს და როგორც ჩანს ძალიან ნიჭიერი. ჩვენი მთავარი გმირები ამაში დაემთხვნენ ერთმანეთს smile მიხარია, რომ შენც დაიწყე აქ მოღვაწეობა, წარმატებებს გისურვებ kiss შენს ერთგულ მკითხველად მიგულე! kiss


♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2012-01-28, 6:14 PM | შეტყობინება # 3
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Swan, pirvel rigshi gilocav am romanis dawyebas.
axla davwyeb shefasebas biggrin momewona, saintereso chans da gamixarda rom gadawyvite chventvisac gagecno. sofi shemecoda, dznelia aseti tragediis shemdeg cxovrebis gagrdzeleba, magram dzlieri gogona chans. ho da martla, dzalian miyvars saxeli sofi kiss
exla rac sheexeba imas rom mxatvaria. dzalian dzalian gamixarda, vgijdebi xatvaze, chkua meketeba da mec vjgapni xolme ragaceebs, mara ramdenad gamomdis ravici biggrin
gamofena rom aqvs eg ukve imis nishania rom kargi mxatvaria, aseve pawuka dialogebidanac chans rogori tbili gogoa.
wera ki dzalian kargad gamogdis, isetia rom kitxulob gitrevs da ar gaqvs shegrdzneba netav male damtavrdebao? piriqit, gitrevs da gitrevs. sheni mkitxvelebis siashi chamwere. moutmenlad velodebi shemdeg tavs. warmatebebi!! kiss



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Swanთარიღი: შაბათი, 2012-01-28, 7:21 PM | შეტყობინება # 4

48
3  +
10  ±
   ±
Offline
☆AnasteishA☆,
didi madloba ... ki amashi namdvilad daemtxvnen ... smile gagrdzelebasac davdeb da albat mere uketesad sheafaseb ufro gagiadvildeba1
♥vampiressa♥,
Dzaaliann didi madloba!! smile Xatva mec miyvars Dzalian Tan , Madloba rom waikitxe! imedia shemdegi tavebic mogewoneba1

RoB-dOdთარიღი: შაბათი, 2012-01-28, 10:54 PM | შეტყობინება # 5

572
28  +
48  ±
   ±
Offline
შენ წარმოიდგინე და თავიდან რო ვკითხულობდი,აი არ ვიცი რითი მაგრამ მაინ რიდს მიგამსგავსე ;დდ ალბათ იმიტომ რომ,ყველა დეტალი აღწერილი გაქვს და ეს უფრო საინტერესოა სხვათა შორის^ მომეწონა ძალიან ) არრ მეყო ეს პატარა თავი ,მაგრამ გაჯერ ებული კი იყო ბევრი ინფორმაციით ! სოფი ჩემო სოფი ) უკვე მიყვარს happy
Quote (Swan)
ავტორისგან : ეს მოთხრობა არის 20 წლის გოგონაზე , რომელსაც მშობლები ადრეულ ასაკში გარდაეცვალა , ის იმას შეეჩეხება რისიც არასდროს სჯეროდა

"ის იმას შეეჩეხება რისიც არასდროს სჯეროდა " - ეს ის არის რაც მე მგონია ? სიყვარული ალბათ ... ეს უუბრალოდ ვარაუდია ;დდ ხელოვნება რო უყვარს მომეწონა ! რა საყვარელია,უკვე შეეტყო. ასე რომ ველოდები ახალ თავს გენააცვალე!


I Hate This FuCkinG Life <3

Swanთარიღი: კვირა, 2012-01-29, 8:39 PM | შეტყობინება # 6

48
3  +
10  ±
   ±
Offline
RoB-dOd,
madloba ... jer es tavidan vecade detalurad amegwera , tore mere eseti wvrilmani detalebit agar shegawyent tavs ! smile mixariaa tu mogewona es personaji , shen ver warmoidgen me rogor mmiyvars , siyvaruli iqneba is rasac sheechexeba magram bevri dabrkolebebic iqneba biggrin vnaxot vnaxot! biggrin

Swanთარიღი: კვირა, 2012-01-29, 8:41 PM | შეტყობინება # 7

48
3  +
10  ±
   ±
Offline
Shemdeg tavs dges ver davdeb magram xvalistvis gpirdebit , rom aucileblad davdeb!! dges ki mapatiet!

♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2012-01-29, 9:00 PM | შეტყობინება # 8
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (Swan)

Shemdeg tavs dges ver davdeb magram xvalistvis gpirdebit , rom aucileblad davdeb

gelodebiii kiss



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

T-MOMSENთარიღი: კვირა, 2012-01-29, 10:32 PM | შეტყობინება # 9

266
15  +
30  ±
   ±
Offline
Swan, gamochnda axali fikii romlis momdevno tavebsac moutmenlad davelodebi happy biggrin
dges ramdenjer shemovediiii da gadavamowme axali tavi ido tu ara ver getyvi biggrin meec shens ertgul mkitxvelad chamtvale happy



Swanთარიღი: ორშაბათი, 2012-01-30, 10:52 AM | შეტყობინება # 10

48
3  +
10  ±
   ±
Offline
5 საათიც შესრულდა და ნელ-ნელა ხალხმა მატება დაიწყო , ყველა მილოცავდა და მკოცნიდა , ამდენი დატვირთვისგან ზედმეტად გადავიღალე , მაგრამ თავს ვიკავებდი , რომ არ ჩავკეცილიყავი , ბატონი ალექსანდრეს მიერ მოწვეული სტუმრები გვიან შემოგვიერთდნენ , ჩემმა ლექტორმა მაშინ დამიძახა როდესაც ერთ-ერთ სტუმარს ვუხსნიდი , რომ „მარტოობა“ ზეთში იყო შესრულებული , ნელი ნაბიჯით გავემართე მისკენ , ხოლო ის ღიმილით შემეგება შუა ხნის მაღალი ბრგე მამაკაცი წარმიდგინა
_სოფი , გაიცანი მიშა რამიშვილი
_ სასიამოვნოა - გავიღიმე და ხელი გავუწოდე , ჩემი თხელი სუსტი ხელი მთლიანად ჩაეფლო მისაში
_ სოფი , ბატონი ალექსანდრე ბევრს მიყვებოდა შენს შესახებ - წამოიწყო ჩახლეჩილი ხმით
ამ წუთას არც კი ვიცოდი რა უნდა მექნა , მადლობით აღსავსე თვალებით შევხედე ჩემს უსაყვარლეს ლექტორს
_ დამიჯერეთ ამას ნამდვილად იმსახურებს - ისევ ჩაილაპარაკა ბატონმა ალექსანდრემ , ყოველთვის მადლობელი ვიყავი მისი , იმისთვის რომ სულ გვერდში მედგა , მხოლოდ მას სწამდა ჩემი ნახატების ასე ღრმად
_ კარგით ვნახოთ ვნახოთ - ცოტა არ იყოს სკეპტიკურად ჩაიროხროხა ბატონმა მიშამ
_ წამობრძანდით - ვუთხარი მე , ხოლო ალექსანდრემ კი ხელით უბიძგა
და ისევ თვითონ წამოიწყო ლაპარაკი
_ მე მინდა ჩემი უსაყვარლესი ტილო გაჩვენოთ
მიშა რამიშვილს არაფერი უპასუხია მხოლოდ უჩუმრად გაყვა უკან , ბატონმა ალექსანდრემ ის „მარტოობასთან“ მიიყვანა , ბატონმა მიშამ კი სათვალე ამოიღო ბუდიდან მოირგო და თვალიერება დაუწყო , ასე მეგონა მიწა გამისკდებოდა იმდენად ვნერვიულობდი , არ ვიცოდი რას იტყოდა ეს მამაკაცი იმ ტილოზე , რომელსაც მთელი 3 თვე შევალიე , რომელშიც ვცდილობდი ის გამომეხატა რასაც ვგრძნობდი , ჩემი ცხოვრების ეს 3 თვე ნათლად დატყობოდა ტილოს , მისი შეფასების დროს ყოველთვის გამორჩეულად ვნერვიულობდი ... რადგანაც ის იმ პერიოდისთვის ერთადერთი ის იყო რაც ჩემს სულს გააჩნდა
_ მართალი ყოფილხართან ბატონო ალექსანდრე - ოდნავ გაღიმებულმა განაგრძო - მართლაც ნიჭიერი გოგონაა
_ მადლობას გიხდით , მიხარია , რომ მოგეწონათ - თბილად მივუგე
ჩემმა ლექტორმა ისევ ხელით უბიძგა და გვერდზე გაიყვანა მეც მორჩილად მოვცილდი , ისევ დავიწყე თითოეულ ნაშრომთან ტრიალი და შეფასებების მოსმენა , ზოგი თბილად მიღიმოდა , ზოგიც ცბიერი თვალებით , მაგრამ ამას რითი ვიმსახურებდი ვერ გამერკვია , შური ეს ის იყო რაც ყველაზე ძალიან მეჯავრებოდა , ბავშვობიდან მამაჩემი სულ იმას მეუბნებოდა , რომ ქალს სხვებისგან ინდივიდუალიზმი განარჩევს , მეც სულ ვცდილობდი ყოველთვის მქონოდა ჩემი აზრი და დამეცვა ის , ინდივიდუალიზმი კი ჩემი შეხედულებებით , შურს არ ითვალისწინებდა , ვერ ვხვდებოდი რატომ უნდა შურდეს ადამიანს ჩემი , როდესაც მასაც შეუძლია იყოს ჩემზე უკეთესი ... გული მწყდებოდა იმის გამო, რომ მარი აქ არ იყო , ის ადამიანი , რომლისთვისაც თავისუფლად შემეძლო გამეზიარებინა ყველაფერი , იმის მიუხედავად , რომ ჩემგან რადიკალურად განსხვავებული პიროვნება გახლდათ , მხიარული ხალისიანი , მე კი ყოველთვის უფრო სერიოზული ვიყავი , ვცდილობდი ადეკვატური გადაწყვეტილებები მიმეღო , ეს ალბათ იმასთანაც იყო დაკავშირებული , რომ მარტო ვიზრდებოდი , მეც მიყვარდა მეგობრებთან ერთად გართობა , მაგრამ მარი ბევრად უფრო გახსნილი იყო , სულ ცდილობდა ყველასთან საერთო გამოენახა , მე კი ყოველთვის იმათ ვაჩვენებდი ყველას თავს რაც ვიყავი , არც მსურდა იმაზე მეტი ვყოფილიყავი ... მარი იმ პერიოდში დამეხმარა როცა საშინელი დეპრესია მაწუხებდა , და დღემდე მისი მადლობელი ვარ ამისთვის .. ჩავფიქრდი , მაგრამ ბატონმა ალექსანდრემ თავიშტან მიმიხმო .., შევშფოთდი იმიტომ , რომ შეწუხებული გამომეტყველება ჰქონდა , სწრაფი ნაბიჯით მივუახლოვდი
_ბატონო ალექსანდრე რამე მოხდა?
_ არც კი ვიცი , როგორ გითხრა , მაგრამ ვალდებული ვარ
ხელები ნერვიულად მოვიფშვნიტე და მოსასმენად მოვემზადე
_ მიშას „მარტოობის“ ყიდვა უნდა , იძახის რამდენსაც დამისახელებს იმდენს გადავუხდიო
„არა“ წამოვიკნავლე საცოდავად , მაგრამ უფრო გაბედულად გავაგრძელე - არა არა , ბატონო ალექსანდრე , ხომ იცით დიდ პატივს გცემთ უბრალოდ , ეს ტილო იმდენად ახლობელია ,არა ვერ გავყიდი უბრალოდ არ შემიძლია
_ კარგი , როგორც გინდა საყვარელო , ვიცოდი , რომ ამას მეტყოდი - და ისევ ჩვეულად თბილად გამიღიმა და გაბრუნდა
როგორც კი გამცილდა ისევ დავფიქრდი იმ საკითხზე , მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტე , რომ მე ნახატს ვერ გავყიდდი , რამდენიც არ უნდა შემოეთავაზებინათ , ისედაც არ მიჭირდა ფული , რისთვისაც მამას უნდა ვუმადლოდე , მე მან არა მარტო სულიერად მატერიალურადაც უზრუნველმყო მაგრამ ფული რომც არ მქონოდა მაინც არ გავყიდდი , იმიტომ, რომ მატერია ჩემთვის სრულიად უმნიშვნელო გახლდათ .. მისი სახე წარმომიდგა თვალწინ და მტკიცედ ვუთხარი ჩემს თავს , რომ ამ ტილოს არფრის ფასად არ გავყიდდი
8 საათისთვის ხალხმა უკვე დაშლა დაიწყო , მეც ძლივს ვიდექი ფეხზე და ერთი სული მქონდა , სახლში როდის მივიდოდი და რბილ საწოლში ჩავწვებოდი ,კიდევ ერთხელ გავაანალიზებდი დღევანდელ დღეს და ისევ უჩვეულო სიხარულით ავივსებოდი , როდესაც ბოლო სტუმარიც გავიდა , სამხატვროში დავიბარე , რომ ყველაფერს ხვალ მოვაწესრიგებდი და გარეთ გამოვედი , ღამის სუსხი იყო , უჩვეულო ამინდი , დილით მზე საღამოს კი ისე შემცივდა , რომ მანქანის სავარძელში სწრაფად ჩავხტი , ძრავა ავამუშავე და სახლისაკენ გავწიე ,სახლთან მანქანის გასაჩერებელ ადგილს დიდხანს ვეძებდი , ბოლოს რამდენიმე მეტრის მოშორებით გავაჩერე და გადმოვედი, სადარბაზოში შესულს ფეხით ასვლის თავი აღარ მქონდა , მიუხედავად იმისა , რომ ლიფტის დიდი შიში მქონდა , მაინც გამოვიძახე და კაბინაში შევედი , ბავშვობიდან კლაუსტროფობია მაწუხებდა , მაგრამ იმდენად ვიყავი დაღლილი ექვს სართულს ფეხით ვერ ავივლიდი , ლიფტი ნელა მისრიალებდა სართულებს შორის , მაგრამ უცებ რაღაცამ გაიჩხაკუნა შუქი ჩაქრა და ლიფტი გაჩერდა , კარები კი არ გაღებულა , პანიკაში ჩავვარდი , შეიძლებოდასაერთოდ ვერავის ვერ გაეგო , რომ აქ ვიყავი არ ვიცოდი , როგორ მოვქცეულიყავი , ლიფტის კარებს ხელებს ვუბრაგუნებდი, მთელი ძალით ვყვიროდი მიუხედავად იმისა , რომ უკვე ჰაერი აღარ მყოფნიდა , ბოლოს ხმა ვეღარ ამოვიღე უბრალოდ ჩავიხრიალე და უსულოდ ჩავიკეცე ლიფტის კუთხეში

Swanთარიღი: ორშაბათი, 2012-01-30, 10:53 AM | შეტყობინება # 11

48
3  +
10  ±
   ±
Offline
ეს პატარა თავია მაგრამ კიდევ დავდებ დღეს

Crazyთარიღი: ორშაბათი, 2012-01-30, 7:50 PM | შეტყობინება # 12

202
11  +
6  ±
   ±
Offline
ra kai fikiaaaa love moomewonaaa :P Swan, dzalian kargat wweeer dzalian momewona da moumenlad velodebi pirvel tavs shy kiss


Swanთარიღი: ორშაბათი, 2012-01-30, 8:24 PM | შეტყობინება # 13

48
3  +
10  ±
   ±
Offline
Crazy,
დიდი მადლობა , ვეცდები მალე გავაგრძელო

T-MOMSENთარიღი: ორშაბათი, 2012-01-30, 8:38 PM | შეტყობინება # 14

266
15  +
30  ±
   ±
Offline
Swan, me maaqvs erti problema, rodesac aq shemovdivaar yvelafers gawelilaad michveneebs da fiiks normalurad vegar vkitxulob sad mishveleet raa, tore tvalebi mtkiva ukveee :|
fiks rac sheexeeba dzaalian sainteresoooa magraam jer bolomde ver gaverkvie ra xdeba, tu shegidzlia dges dade momdevno tavi happy



Swanთარიღი: ორშაბათი, 2012-01-30, 8:39 PM | შეტყობინება # 15

48
3  +
10  ±
   ±
Offline
ოდნავი ინტრიგა ჩავდე ჯერ ჯერობით , მაგრამ დღეს თუ მოვახერხე აუცილებლად დავდებ T-MOMSEN,
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 6
  • 7
  • »
ძებნა: