ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
მარტოობა

T-MOMSENთარიღი: ხუთშაბათი, 2012-02-02, 6:14 PM | შეტყობინება # 46

266
15  +
30  ±
   ±
Offline
Swan, auuu raa magaariii taaviiii iyoooooooo happy kocnaas kidee namdvilaaad ar movelodiiii.... shokshi chamagdooo biggrin
auu ise nu izaaam ro xvalee mec ar wavide skolashi raaaa biggrin ertii taviic dadee dgees gexvewebiiiii happy



Swanთარიღი: ხუთშაბათი, 2012-02-02, 6:19 PM | შეტყობინება # 47

48
3  +
10  ±
   ±
Offline
T-MOMSEN,
vecdebi !! exla davwer kide da!! mixaria , rom mogwons!! <3 kocna arc me ar mqonda gatvaliswinebuli

Crazyთარიღი: ხუთშაბათი, 2012-02-02, 6:48 PM | შეტყობინება # 48

202
11  +
6  ±
   ±
Offline
Swan, aii magari tavi iyooo idiotia giorgi reebi akadra !! unamuso angry angry


Swanთარიღი: ხუთშაბათი, 2012-02-02, 8:51 PM | შეტყობინება # 49

48
3  +
10  ±
   ±
Offline
axal tavs vdeeb!!

Swanთარიღი: ხუთშაბათი, 2012-02-02, 8:52 PM | შეტყობინება # 50

48
3  +
10  ±
   ±
Offline
მგზავრობა ცოტა ხანს მომიწია , მალევე მივადექი მარის სახლს , 1 სართულზე ავედი და კარზე ფრთხილად დავაზარე , კარი თვითონ მარიმ გამიღო
_ სოფიიიი სოფიიი !! რა კარგია , რომ მოხვედი - ღრმად ჩამიკრა გულში , მიუხედავად იმისა , რომ რამოდენიმე დღე არ მყავდა ნანახი მაინც ძალიან მომნატრებოდა
_დეე , ნახე ვინ მოვიდა - შემოსასვლელში რუსუდანმა გამოყო თავი
_შვილო , როგორ მომენატრე , სად დაიკარგე ამდენი ხანი - წინ წამოიწია და მაგრად ჩამკოცნა
_ წამოდიი ჩემს ოთახში და მომიყევი გამოფენის ამბები - ხელი ჩამკიდა და მარცხნივ წამათრია
_ მოკლედ მიდი მიდი მითხარი გამოფენამ როგორ ჩაიარა
_ძალიან კარგად , მარი , მაკლდი , ყველას მოეწონა ჩემი ნახატები , ერთმა კაცმა ყიდვაც კი მთხოვა , მაგრამ არ გავყიდე კიდევ რავიცი უამრავი უსიამოვნო რამ!!
_ რაა?? - თვალები გადმოკარკლა მარიმ
_ არა ისეთი არაფერი !! უბრალოდ ჩვეულებრივი ამბავია რა!! ახალი თავხედი მეზობელი
_ ჰმმმმ , აბა მომიყევი მომიყევი
მარის ყველაფერი დაწვრილებით ჩავუკაკლე , მისი ერთერთი საუკეთესო თვისება ის იყო , რომ არასოდეს მაწყვეტინებდა საუბარს , ბოლომდე მშვიდად მაცალა , ხანდახან თუ წამოიყვირებდა ხოლმე რამეს აღფრთოვანების ნიშნად
_ ეგ შენი ე.წ ვაჟბატონი აუცილებლად უნდა გამაცნო
_ მეტი რა გინდა ერთი ?!
_ მეტი ბევრი რამე , მაგრამ ჯერ ჯერობით ეს!!
_ არა მეთქი , არ არსებობს , სულელი ქალივით არ დავიწყებ თვალების ჟუჟუნს !!
_ სულელი ქალი არ ხარ , უბრალოდ სულელი მეგობრის კაპრიზებს ასრულებ !!
_ ოოოო ?!!!
_ დამპირდი !!
_ კარგი კარგი !! ხვალ ამომიარე , მე ისეთი ბედი მაქ ისევ გზაში შემეფეთება
მხიარულად წაიღიღინა
ამასობაში ქალბატონმა რუსუდანმა ყავა შემოგვიტანა , ჩვენც ცოტა ისევ წავიჭორავეთ , შებინდებისას წამოსვლა განვიზრახე და მოვიმიზეზე, რომ დილით სამხატვროში ვიყავი წასასვლელი ..
სახლში დაღლილი მივედი ყველანაირი მოსიარულე უსიამოვნებების გარეშე , დაღლილი საწოლზე მივეგდე და დილით ტანსაცმლიანს გამეღვიძა , აღმოჩნდა , რომ დილის 7 საათი იყო , მე კი 9 ზე უკვე აკადემიაში უნდა ვყოფილიყავი , არსად არ მეჩქარებოდა , მისაღებში გამოვედი და ტელევიზორი ჩავრთე .. ნახევარი საათის განმავლობაში მხოლოდ იმას ვუყურებდი , როგორ ენაცვლებოდა ერთმანეთს კადრები, შემდეგ აბაზანაში შევედი და წყალი გადავივლე , ლამის თვალდახუჭულმა ავარჩიე ტანსაცმელი და გასასვლელად გავემზადე
სამხატვრო აკადემიაში მისულმა პირდაპირ ლექტორს მივაკითხე , მაგრამ აუდიტორიაში არ დამხვდა , კიბეებზე ჩავედი და ისევ ქუჩაში გავედი , მაგრამ ნეტა არ გავსულიყავი ,ამ ვაჟბატონს აქ რაღა უნდოდა , ნუთუ კუდში დამდევდა , ტოიოტას მარკის ჯიპიდან გადმოვიდა წრე შემოარტყა და ვიღაცას კარი გაუღო ეს ვიღაც კი , ის ადამიანი იყო ვისაც ყველაზე მეტად ვძულდი , ვძულდი კი არა შურდა ჩემი , ლიზა ბაქრაძე .. მაშინაც გამოფენაზე , შურით აღსავსე თვალებით მიყურებდა , როგორც კი დამინახა მაშინვე ჩემსკენ გამოექანა , თან ისეთი გაბრწყინებული მზერით თითქოს მისი ახლო მეგობარი ვიყავი
_ სოფიიი , როგორ ხარ? - ძალიან ბედნიერი ჩანდა
_ კარგად ლიზა .. მადლობა , შენ ?
_ მეც ძალიან კარგად , უი სულ დამავიწყდა გაიცანი - და ხელით გიორგიზე მიმანიშნა , ისიც მოგვიახლოვდა და თვალი ჩამიკრა , მეგონა მიწა გამისკდებოდა იმდენად შემრცხვა იმ მომენტში
_ჩვენ უკვე ვიცნობთ ერთმანეთს - უთხრა გიორგიმ და ყურზე ნაზად აკოცა , მეგონა ავფეთქდებოდი , სიბრაზემ მთელს ტანში დამიარა , მაგრამ თავი დავიწყნარე და იმ ირონიით მივუგე , რომლითაც გიორგი თავად მელაპარაკებოდა
_ გიპოვიათ ერთნაირებს ერთმანეთი - ჩავისისინე და ზურგი შევაქციე, სამხატვროში შევბრუნდი , ლამის იყო შუაზე გავხლეჩილიყავი , არც კი ვიცოდი რა უნდა დამერქვა ამ გრძნობისთვის მაგრამ ვიცოდი , რომ ასეთი რამ არასდროს განმეცადა!
ბატონი ალექსანდრეს ძებნა დავიწყე , ბოლოს სააქტო დარბაზში მივაგენი
_ ბატონო ალექსანდრე , როგორ ბრძანდებით
_ მადლობა სოფი , მიხარია , რომ მოხვედი , მაგრამ დღეს ლექციები არ ჩატარდება
_ რატომ ?
_ თავს შეუძლოდ ვგრძნობ შვილო
_ ექიმთან აუცილებლად მიბრძანდით
_ უკვე ვიყავი სერიოზული არაფერია , პატარა ოპერაცია დამჭირდება - სახე დამემანჭა, უცებ იმაზე დავფიქრდი , ბატონ ალექსანდრეს რამე , რომ მოსვლოდა მე რა დამემართებოდა .. _ არ იდარდო შვილო , სულ მცირე ოპერაციაა - მხარზე ხელი დამადო , თანაგრძნობის ნიშნად
_ იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის - რაც შეიძლება თბილად ვუპასუხე ვიგრძენი , რომ იმ მომენტში მხოლოდ გამხნევება ჭირდებოდა
_ იმედია - დადარდიანებულმა ჩაილაპარაკა - ახლა კი წადი სახლში , ტყუილად ხომ არ იყურყუტებ აქ
_ კარგით ! - გადავკოცნე , და კიბეებზე ჩამოვედი
კარებში გასულს იქვე კედელთან მიყუდებული გიორგი და ლიზა დავინახე , რომლებიც უხამსად კოცნაობდნენ შუა ქუჩაში , თითქოს დენმა დამარტყა , მინდოდა მივვარდნოდი და ორივე დამეხრჩო !! იმდენად გაბრაზებული ვიყავი თავს ვეღარ ვთოკავდი , სწრაფი ნაბიჯით გავუარე გვერდზე , ვიგრძენი როგორ გამომაყოლა თვალი გიორგიმ , მაგრამ არ შემიმჩნევია ისე მივუახლოვდი მანქანას

T-MOMSENთარიღი: ხუთშაბათი, 2012-02-02, 9:06 PM | შეტყობინება # 51

266
15  +
30  ±
   ±
Offline
Swan, giorgii ariiis namdvilii meqaltaneeee :X
sopiiis kide rogorc chaans dzalian moswoons es meqaltane ))



RoB-dOdთარიღი: ხუთშაბათი, 2012-02-02, 9:16 PM | შეტყობინება # 52

572
28  +
48  ±
   ±
Offline
ვაუუ ! მერამდენეჯერ უნდა გითხრა რო ძაან მაგრად და თანამედროვედ წერ,იცოდე არ მომბეზრდება მე ;დდ ვაიმე თავხედი იდიოტი,მარა მიყვარს მაინც.. მემგონი სოფისაც ! რა კაია კაია კაია ;ხხ ძაან მაგარია ! happy happy

I Hate This FuCkinG Life <3

RoB-dOdთარიღი: ხუთშაბათი, 2012-02-02, 9:18 PM | შეტყობინება # 53

572
28  +
48  ±
   ±
Offline
უიიი ახალი თავი დაგიდია სიხარულო :-* წავიკითხო ეხლა ^

I Hate This FuCkinG Life <3

Crazyთარიღი: ხუთშაბათი, 2012-02-02, 9:37 PM | შეტყობინება # 54

202
11  +
6  ±
   ±
Offline
dzn kargat wweeeeeeer love au ra magari tavi iyo happy idiotebi fuf rogor mezizgeba seti bichebi : // mara mainc taviseburad sayvarelia shy shemdeg tavs rodis vixilavt ? kiss


♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2012-02-02, 11:20 PM | შეტყობინება # 55
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
vaimee es ra tavi iyooo biggrin au es giorgi ra tipiaa raaa, an wina dges ra sityvebit sheamko an exla ra iyo ravii raa biggrin daica sheuyvardeba da dachkviandeba biggrin


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

RoB-dOdთარიღი: ხუთშაბათი, 2012-02-02, 11:37 PM | შეტყობინება # 56

572
28  +
48  ±
   ±
Offline
ამ საიტზე 2 ინტრიგანთა რიგს ერთი შეემატა... ფუ ლიზი ფუ გიო რანაირადდ ოხხოხხ რაა ;ხხ ! (

I Hate This FuCkinG Life <3

Swanთარიღი: პარასკევი, 2012-02-03, 11:45 AM | შეტყობინება # 57

48
3  +
10  ±
   ±
Offline
T-MOMSEN,
biggrin Meqaltaneebma kargi kocna ician biggrin :D ( vitom vicode biggrin )
RoB-dOd,
Didi madlobaa!! <3 , Lizisa da gios shoris kide bevri rame datrialdeba!!
Crazy,
sxvatashoris mec mezizgeba eseti cinikosebi !! mara me es giorgi mikvars ragacnairad biggrin
♥vampiressa♥,
Dautkbeba male biggrin
P.S Bavshvebo xom ar davdo personajebis suratebi ? ?
dges kidev davdeb axal tavs

RoB-dOdთარიღი: პარასკევი, 2012-02-03, 1:37 PM | შეტყობინება # 58

572
28  +
48  ±
   ±
Offline
Swan, გვეკითხები გოგო?! არა ეს ნახე რა... მიდი მალე დადდეე !

I Hate This FuCkinG Life <3

Swanთარიღი: პარასკევი, 2012-02-03, 1:42 PM | შეტყობინება # 59

48
3  +
10  ±
   ±
Offline
Axal Tavs vdeb ukve biggrin dgesac 2 s davdeb biggrin

Swanთარიღი: პარასკევი, 2012-02-03, 1:43 PM | შეტყობინება # 60

48
3  +
10  ±
   ±
Offline
სახლში ლამის გაცეცხლებული მივვარდი , სკამზე ჩამოვჯექი და რამოდენიმე წუთით ასე გაშეშებული ვიჯექი ,ვცდილობდი გონება მომეკრიბა და გამეგო რას ვგრძნობდი , მაგრამ ვერაფრით გამერკვია , მომბეზრდა ამდენი ფიქრი იმ ბიჭზე ამიტომ წამოვდექი და გარეთ გასვლა დავაპირე , მაგრამ არც კი ვიცოდი სად წავსულიყავი , მინდოდა უსასრულოდ მევლო , ისე , რომ ხელი არავის არ შეეშალა , მაგრამ ასეთი ადგილი არ ვიცოდი , გადავწყვიტე ჩემი სახლის ყველაზე წყნარ ოთახში შევსულიყავი და ის მეკეთებინა რაც ყველაზე მეტად მიყვარდა ,სახელოსნოში შევედი , იმ ოთახში , რომელსაც ყველაზე პატარა ადგილი ეკავა ჩემს ბინაში , 10 წუთში ყველაფერი გავამზადე , ტილო სახატავად უკვე მზად იყო , უამრავი ფერის საღებავი მოვიმარაგე და ხატვა დავიწყე
თითქოს სადღაც შორს მივიწევდი , ეს პროცესი ისე მსიამოვნებდა , როგორც არაფერი ,ვხატავდი და არც კი ვიცოდი რას , თითქოს გაშლილ ველზე ვიყავი და სიო ნაზად მეჩურჩულებოდა , თითქოს მზე ისე დამყურებდა , როგორც მშობელი დედა , მე კი არ ვხატავდი , არამედ მზე , მთვარე , ვარსკვლავები მახატინებდნენ , ჩემს წარმოსახვაში დაბნელდა და მთვარე ამოცურდა , კრიალა ცაზე მხოლოდ ის ჩანდა და მეტი არაფერი , მზურნველი მშობელივით მეფერებოდა და მეც ვხატავდი უსასრულოდ ვხატავდი არც კი ვიცოდი რას , მაგრამ მთავარი ის იყო , რომ ვხატავდი
ბოლოს გამოვედი წარმოსახვიდან და ნახატს შევხედე , ის სურათი დამეხატა რასაც ზუსტად წარმოვიდგენდი , კრიალა შავ ცაზე ამოსვეტილი მთვარე , რომელსაც საოცრად სათნო „სახე“ ჰქონდა , ნახატით კმაყოფილი დავრჩი , მთავარი ის იყო , რომ ემოციებისგან სრულიად დავიცალე , მთლიანად გათხუპნული ვიყავი საღებავებით , ამიტომ შხაპი მივიღე , შებიდნებულიყო , მაგრამ მარტო ვერ ვახერხებდი კოცნენტრირებას ვერ ვხვდებოდი რაზე მეფიქრა , უცებ კარზე ზარი გაისმა , იქით გავეშურე და კარი გავაღე , ჩემდა გასაოცრად კარებში ლიზა იდგა და ჩაბნელებული თვალებით მიყურებდა , როგორც კი გავაღე , მაშინვე სახლში შემოიჭრა
_ როგორ ბედავ! - დავუყვირე , მაგრამ ყურადღება არ მოუქცევია ისე განაგრძო
_ გიორგიმ მომიყვა , მომიყვა როგორი კახპაც ხარ ! და რაც გინდა მისგან , მისმინე! არ კი გაბედო მიკარება გესმის? არც კი გაბედო ! იცოდე მე გააგფრთხილე .. არაფერზე დავიხევ უკან !!
_ ეგ შენი გიორგი ერთი პატივმოყვარე იდიოტია , ზუსტად , რომ შენ შეგეფერება ამიტომ შენთვის დამითმია , ახლა კი გაეთრიე აქედან და მეორედ ასე გაუფრთხილებლად შემოსვლა არ გაბედო . ხელით კარისკენ ვანიშნე , გასვლისას კიდევ ერთხელ შემომხედა და დარწმუნებით ჩაილაპარაკა - მე გაგაფრთხილე!
კარი გამოვუღე და ლიზაც გაბრძანდა , ვერც კი წარმოვიდგენდი , რომ ის ასე მოიქცეოდა , რომ ამ დონემდე დაეშვებოდა , ვაპირებდი , როგორც კი იმ ვაჟბატონს ვნახავდი მაშინვე გამეგებინებინა ვინ ვიყავი ! მაინც , როგორ ბედავდა იმას , რომ ჩემზე ასეთ რამეებს ლაპარაკობდა , როდესაც თვითონ ერთი მექალთანე გარყვნილი კაცი იყო ! რომელზე ვიყავი უფრო გაბრაზებული ვერ ვხვდებოდი !
9 საათზე შევწექი ლოგინში , არ მინდოდა ფიქრი გამეგრძელებინა , მაგრამ დაახლოებით თორმეტი იქნებოდა ყვირილმა , რომ გამომაღვიძა
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • »
ძებნა: