დამთხვეულები
|
|
|
Jack♥sparrow | თარიღი: კვირა, 2012-06-03, 10:03 PM | შეტყობინება # 1322 |
I saw him. I kissed him. I love him.
1232
Offline
| ხმა რომ არ გასცა აბაზანიდან, ,,ვსიო წასულია ჩვენი,ყველას საქმე'' >> ასეთი ვარ
სანდრო მხრიდან ეს საქციელი როგორ შევაფასო,არ ვიცი. ეგოისტურად თუ პირიქით,ძალიან კეთილშობილურად? ალბათ კეთილშობილურად,რომ შარში აღარ გახვია დუდა (( ნაკლებად გახვია (( მაგრამ რომანტიკა მე ასე მესმის : ბოლომდე ერთად გადაელახათ დაბრკოლებები,ერთად ხელიხელჩაკიდებულებს (( თუმცა შეიძლება ასე ჯობდა. ხოხო ალბათ ასე..
ახლა რა უნდა ქნას დუდამ?? (( უბრალოდ დაბრუნდეს სახლში და ცხოვრება განაგრძოს დამწუხრებულმა და მუდამ დუჩეს ზარს ელოდოს? ((
☆AnasteishA☆, რატომ გგონია რომ დავიღალეთ ? რატომ გგონია რომ ამ ფიკის კითხვით და თავების ლოდიინით დავიღალე? ((
| |
|
|
|
bella1999 | თარიღი: კვირა, 2012-06-03, 10:08 PM | შეტყობინება # 1324 |
151
Offline
| Quote (☆AnasteishA☆) gadavwyvite shemekveca meore nawil ratom? Quote (Jack♥sparrow) რატომ გგონია რომ დავიღალეთ ? რატომ გგონია რომ ამ ფიკის კითხვით და თავების ლოდიინით დავიღალე? arc me mesmis piradad me msiamovnebs am fikis kitxva da axali tavebis lodinic ki ,magram sheni saqmisa shen uket icic
| |
|
|
bella1999 | თარიღი: კვირა, 2012-06-03, 10:11 PM | შეტყობინება # 1325 |
151
Offline
| | |
|
|
|
|
|
Mari_Ami | თარიღი: ორშაბათი, 2012-06-04, 7:17 PM | შეტყობინება # 1329 |
436
Offline
| ♫_Ani_♫, kidev tu daukvirdebi naxav rom saxlis ertguli msazuris bidzia akakis mkvlelobasac abraleben
| |
|
|
♫_Ani_♫ | თარიღი: ორშაბათი, 2012-06-04, 7:18 PM | შეტყობინება # 1330 |
225
Offline
| Quote (Mar_Ie) , kidev tu daukvirdebi naxav rom saxlis ertguli msazuris bidzia akakis mkvlelobasac abraleben ჰო მაგრამ აქაც ნათესავზე ან ახლობელზეა დამოკიდებული ^.^
| |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ორშაბათი, 2012-06-04, 7:54 PM | შეტყობინება # 1331 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| ♫_Ani_♫, mkvleloba aravis sarchelze araa damokidebuli tu gaxmaurda. zogjer arc ician vinaoba vinaa mkvdari, magram gamodzieba xo iwyeba da xo icheren echvmitanilebs? natesavebis roli aq arsad ar chans. tanac duda ro gaxiznuli brdzandebodi am faqtis moxdenis dros, sheatyobines saxlis danarchen patronebs da mat ra tqma unda sheitanes sarcheli (chem fantaziashi echvi geparebaaa? :D ) axali tavi male daideba da saertodac male morcheba es fiki an miyvarxar, madloba, rom kitxulob. danarchenebic yvelani. dzalian Quote (NessieT) ☆AnasteishA☆, am siteze mxolod es fiki da 30 kalibriani 9 asoiani da iwkeba aso c-ze makvs wakitxuli orive sheni dawerilia da dzalian movixible, orivetii umagresad wer da shennairma adaminma ar unda shewkvitos wera da wignic ki unda gamoushva sheni motxrobebit me aucileblad vikidi ki martalia dzalian shevechvie duebs da gamomshvidobeba michirs, magram mgoni jobia ro finalisken wavides. rom momenatrebian gadavikitxaav xolmee da axal fiks velodebi shengan madloba gulaxdili komentistvis. mec mase vfiqrob da amito finalisken mivdivart. am saitze bevri chemsaze uketesi fiki ideba da girchev waikitxo sanam me axlis daweras movabam tavs tu ginda pm-shi mogwer fikebs Jack♥sparrow, ar vici, mara me ki davigale werit chemi sizarmacis fonzee kide didxans gavqachee. tavisuuuufleba suls ise mooswyurda (arada roca arafers ar vwer ise menatreba xolme tqveni komentareebiii, amito didxans pauzas albat ver gavudzleb) bavshvebo saxelebs agar chamovwer xolme da ro vambob, rom madlobeli var tqveni da yvelani miyvarxart, yvelam tqvens tavze miiget piradad, imito ro satitaod yvelas ggulisxmobt, mere ra ro saxelebi ar maq mititebuli. cal-calke da yvelani ertad sitboti mavsebt da madzlierebt.
შეტყობინება შეასწორა ☆AnasteishA☆ - ორშაბათი, 2012-06-04, 7:59 PM | |
|
|
bella1999 | თარიღი: ორშაბათი, 2012-06-04, 7:55 PM | შეტყობინება # 1332 |
151
Offline
| | |
|
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: ორშაბათი, 2012-06-04, 8:49 PM | შეტყობინება # 1335 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| * * * დუდა იყო ის, ვინც ყოველთვის ამბობდა, რომ ცხოვრებაში ერთხელ ყველაფერი უნდა გამოსცადო ადამიანმა, მაგრამ იმაზე არასდროს უფიქრია, რას იზამდა საპატიმროში, წინასწარი დაკავების საკანში რომ აღმოჩენილიყო. არც იცოდა რა უნდა ექნა. ყველაფერი ისე უცებ მოხდა, ელვის სისწრაფით. შოთას, ლექსოს და ლილეს ელაპარაკებოდა (ის საზიზღარი ქალი ანგარიშში ჩასაგდები არც იყო დედინაცვლობას რომ უპირებდა), როცა მოვიდნენ, დაკავების ორდერი აჩვენეს, ხელ-ბორკილი დაადეს და წაიყვანეს. დაკითხვაზე დუმილის უფლება გამოიყენა. ანკი რა უნდა ეთქვა, როცა ბრალად ალექსანდრე ახვლედიანის, მისივე სახლის გაქურდვასა და სახლში მცხოვრები ოჯახის ახლობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილის თანამზრახველობაში ედებოდა ბრალი. ჭალისოფლის სახლის დათვალიერებისა და „გატაცების“ მოწმე პოლიციელების ჩვენებების თანახმად, ქალი აშკარად სიხარულით მასპინძლობდა დამნაშავეს და გაქცევის დროს თავისუფლად შეეძლო დამნაშავეს დასხლტომოდა, მაგრამ ასე არ მოიქცა. თანაც კარგად ახსოვდათ როგორ უყვიროდა ახვლედიანი დაწოლილიყო, რომ ტყვია არ მოხვედროდა, გამტაცებლები საერთოდ პირუკუ იქცევიან- მსხვერპლს აიფარებენ ხოლმე, რომ თავად დარჩნენ უსაფრთხოდ, გატაცებულის ჯანმრთელობაზე უფრო ნაკლებს ფიქრობენ. ამგვარად, დუდა საკნის გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. განაცხადა, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდა და დუმილს ამჯობინებდა. _დადიანი, რას ნიშნავს შენი ეს საქციელი?-დერეფანში გასაღებების ჩხაკუნისა და ნაბიჯების ხმის შემდეგ გისოსების წინ სლეში აისვეტა. _სლეშ! როგორ მომენატრეე!-ნარიდან წამოხტა დუდა და გისოსებს აეკრა. _ალბათ მაგიტო გაეხვიე ამ შარში, რო ჩემთან მოსვლას ვერ ბედავდი, აქ კი იცოდი მოგაკითხავდი, არა? _როგორც ყოველთვის, მიხვედრილი ხარ. _მე დღეს გავიგე შენი ამბავი, გუდაურში ვიყავი და მითხრეს თუ არა, ეგრევე გამოვქანდი. _ნათია როგორაა? მომიყევი, რაა ახალი.-გისოსებს შორის ხელი გამოყო და ხუჭუჭა თმაზე მოეფერა მეგობარს გოგონა. _გოგო, შენ ვერ ხარ? რა დროს ახალი ამბებია. გამაგებინე, რა ხდება. _სლეშ, არ გვინდა ამაზე ლაპარაკი, კაი? _იმ შენ სირისტიანს ადანაშაულებენ შენი სახლის ამბებში, არა? _ჩშშშ. არ გაიგონონ! _დუდა, ეგ შარიანი კრეტინი იმ ღამით, როცა შენი სახლის გაქურდეს, მე მოვიყვანე შენთან, ჭალისოფელში. რანაირად უნდა ყოფილიყო ორივეგან? _არ ვიცი, სლეშ, რაღაც შეთითხნილი სამხილი აქვთ ალბათ. _ჩვენებას მივცემ და ყველაფერი კარგად იქნება.-ახლა სლეში მოეფერა მეგობარს თმაზე. _არამგონია აზრი ქონდეს, შენ ჩემი მეგობარი ხარ და რასაც გთხოვ იმას იტყვი. მათ ეს იციან. _სიცრუის დეტექტორზე შემამოწმონ. ბიბლიაზე დავიფიცებ! _რა სულელი ხარ!-გაეცინა დუდას.-როგორ მომენატრე, იციი? მოდი, ჯერ-ჯერობით არაფერი არ მოიმოქმედო. დარწმუნებული ვარ, დუჩე უკვე ეძებს სამხილებს, რომ თავი დაიძვრინოს. _ჰო, ან სამხილებს ეძებს, ან უკვე გაქცეულია ქვეყნიდან და სუ კიდია შენ რა დღეში ხარ. _სლეეშ! არც კი იცი ვისზე ლაპარაკობ. _ძალიანაც ვიცი. კრეტინზე, მაგაზე დიდი იდიოტი არ შემხვედრია დედას გეფიცები რა. _ჩვენ ჯვარი დავიწერეთ...-სლეშის ლანძღვას ყურადღება არ მიაქცია და წყნარად თქვა დუდამ, თან დაიმორცხვა. _რა?-სლეშმა ისეთი სახე მიიღო, ეგონა მომეყურაო, უფრო სწორად, ალბათ იმედი ჰქონდა, რომ მოესმა. _ის ახლა ჩემი ქმარია და მოგიწევს ლანძღვისგან თავი შეიკავო. თორე ტეხავს ქმარს რო მილანძღავ. _აი, რო უბერავდიიი, ყოველთვის ვიცოდი, მარა ასე თუ გქონდა გარეკილი, ნაღდად არ მეგონა. გოგოოოო, სუ გააფრინეეეეე? როდის მოასწარით?? მაგის დრო იყოოო? მასეთი რაღაც როგორ გთხოვ იმ მართლა გამოშტერებულმა? _მე ვთხოვე, სლეშ, და მორჩი ქოთქოთს. მჭირდებოდა და გავაკეთე. _ჰო, მაგრამ ჩემ გარეშე?? დამპალო!-სიბრაზემ წამში გადაუარა სლეშს და გაეღიმა. დუდასაც გულზე მოეშვა, რადგან მეგობრის მოქუფრული სახე და სიტყვები უკვე ანერვიულებდა. _აი, მაგაზე არაფერს გეტყვი იმიტომ, რომ ვიმსახურებ! მაპატიეეე! _ჯერ სადა ხარ! ლილემ გაიგოო, მის ნაცვლად სხვა მეჯვარე რომ გყავდა? _არა და ჯობია არც ვუთხრა ჯერ-ჯერობით, თორემ ნაადრევი მშობიარობა დაეწყება ჩემი მკვლელობის მცდელობისას. _კარგია, ძმიშვილს რომ უფრთხილდები. _თქვენი დრო ამოიწურა! სხვა მნახველებიც არიან.-დაიძახა დერეფნის ბოლოდან უხეშმა ხმამ. _კარგი, წავედი. კიდე მოვალ და იცოდე, იმ იდიოტს ურჩევნია დროზე გამოჩნდეს! _წადი, წადი. ხშირად გამოიარეე!-უდარდელად გასძახა დუდამ მიმავალს და ნარზე მოკალათდა. სლეშმა თავი გადააქნია მეგობრის ჭკუათმყოფელობაში ეჭვის შეტანის ნიშნად. შემდეგი მნახველები დუდას ოჯახის წევრები აღმოჩნდნენ- ლექსო და შოთა. _ლილე როგორაა?-მისალმების შემდეგ ჰკითხა დუდამ. _წოლითი რეჟიმი აქ, ცოტაღა დარჩა.-დაბღვერილმა უპასუხა ლექსომ. _ე.ი. მამიდა მალე გავხდებიი.-შეეცადა გულწრფელად გაეღიმა. _რატომ არაფერს არ ამბობ? გამოძიებას რატომ არ ეხმარები? შენ ხომ არაფერ შუაში ხარ? იმ ნაგავს ხელს რატო აფარებ?-ჯიუტად ჰკითხა დაბღვერილმა ლექსომ. შოთა საერთოდ არ სცემდა ხმას, მხოლოდ მსუსხავი მზერით ბურღავდა. დუდას სახე დაუსერიოზულდა, თვალები აატრიალა, უკვე მერამდენედ საუბრობდნენ ამ თემაზე და კბილებში გამოსცრა: _ლექსო, მე მაქვს დუმილის უფლება, ჰოდა მინდა და ვიყენებ. _ცოტა ხანს დაგვტოვე.-თქვა უცებ შოთამ ისე, რომ დუდასთვის მზერა არ მოუცილებია. _სიამოვნებით, მაგრამ...-გახუმრება სცადა დუდამ და გისოსებს დაეჯაჯგურა. კაცებს არ გაჰღიმებიათ, შოთამ ლექსოს გადახედა და ისიც დერეფნის ბოლოსკენ წავიდა. _რა გაგიკეთა, მითხარი.-მომბალი ხმით ჰკითხა შოთამ და თან მუდარანარევი მზერა მიაპყრო. _შოთა!-დაღლილი ხმა ჰქონდა დუდას. _აშკარად გჭირდება დახმარება, მაგრამ თუ არ მეტყვი რა ხდება შენს თავს, ვერ დაგეხმარები. _არაფერი, რა უნდა ხდებოდეს. და დახმარებაც არ მჭირდება.-თავი დახარა გოგონამ. _ჰო, რა თქმა უნდა, საკანში მოხვედრა ხომ შენი ბავშვობის ოცნება იყო! მოიცა! არა, ბავშვობის ოცნება რომ ყოფილიყო, მეცოდინებოდა იმიტომ, რომ პატარაობიდან გიცნობ, მხარში გიდგავარ და იმედი მგონი არასდროს გამიცრუებია, როცა დახმარება დაგჭირვებია. ახლა კი, რატომღაც არ მენდობი. მითხარი რა მოხდა, რითი დაგაშინა. _მამა, გთხოვ, მითხარი რა სამხილები აქვთ მის წინააღმდეგ?-უცებ ჰკითხა დუდამ. კაცს გაოგნებისგან თვალები გაუფართოვდა. გისოსებს ჩაბღუჯული ხელები ჩამოუშვა და შეძლებისდაგვარად დამშვიდებულმა თქვა: _ფსიქიატრიულ ექსპერტიზას მოვითხოვ. ნუ ღელავ, ჩემო გოგონა, მე გიშველი და ყველაფერი კარგად იქნება. ლექსო, წავედით!-გასძახა და სულ მალე ფეხის ხმაც მიწყდა.
შეტყობინება შეასწორა ♥vampiressa♥ - ორშაბათი, 2012-06-04, 8:49 PM | |
|
|