დამთხვეულები
|
|
|
bella1999 | თარიღი: შაბათი, 2012-06-02, 11:25 PM | შეტყობინება # 1307 |
151
Offline
| | |
|
|
♫_Ani_♫ | თარიღი: შაბათი, 2012-06-02, 11:46 PM | შეტყობინება # 1308 |
225
Offline
| Quote (☆AnasteishA☆) visac mobezrda nugar waikitxavs (uxeshobit ar geubnebit, gulwrfelad vambob) me verafers ver vizam tqven tu mogbezrdat. swavlis periodia da ver vaxerxeb xshirad dadebas da momkalit! mapatiet, rom galodinebt, vecdebi dges mainc daidos აშკარად მე მიგულისმხე ხო? არასწორად გამიგე:)) ეს ფიკი ყოველთვის მომწონდა და მომწონს,უუბრალოდ ასე თუ გაგრძელდებოდა არ ველოდი:)
| |
|
|
♫_Ani_♫ | თარიღი: შაბათი, 2012-06-02, 11:48 PM | შეტყობინება # 1309 |
225
Offline
| Quote (☆AnasteishA☆) სანდრომ, ცოლს დაუბარა ახლავე დავბრუნდებიო და სააბაზანოში შეიკეტა, დუდამ ერთი-ორჯერ მიუკაკუნა, ხომ კარგად ხარო, მაგრამ ბიჭმა ისევ გამოსძახა ახლავე დავბრუნდებიო, მაგრამ რეალურად მაინცდამაინც არ ჩქარობდა. წყალიც გადაივლო და როცა ოთახში დაბრუნდა, აღმოაჩინა, რომ გოგონა, უკვე მისი მეუღლე საბანში გადახვეული ტკბილად, ბავშვურა ფშვინავდა. ღიმილით დააცქერდა სახეზე, თავადაც დაწვა და გულზე მიიხუტა თავისი პატარა, ნატანჯი გოგო. მართლაც რომ დამთხვეულებიი
| |
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: კვირა, 2012-06-03, 3:53 PM | შეტყობინება # 1312 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| ...რა მტკივნეულია მათთვის, ვის ნაცვლადაც გადაწყვეტილებებს ვიღებთ... 18:07 დუდას გაეღვიძა, მაგრამ თვალები არ გაუხელია. თავისთვის ჩაეღიმა და დაელოდა როდის ჰკითხავდა ქმარი, რაზე იღიმიო. „ქმრის“ გახსენებაზე კიდევ უფრო გაიბადრა და თვალები გაახილა. _დუუ... იცი, რა დამესიზმრაა?-საწოლში რომ ვერ ნახა მეუღლე, სააბაზანოს კარს მიადგა დუდა.-ვითომ პოლიციელები მოგვდევდნენ, მე და შენ ვიღაც უცხოს მანქანით წავედით ქუთაისში, მერე ჯვარი დავიწერეთ... და მერე რომ გამეღვიძა და მივხვდი რო ეს კოშმარი კი არა რეალობა იყო... გამეხარდა და იცი რატომ? იმიტომ, რომ მე და შენ ერთად ვართ და ეს ყველაზე მთავარია. მე და შენ... შევუღლდით, წარმოიდგინე! და თან ეს ჩვენს გარდა არავინ არ იცის... გესმის?-დუდა გააკვირვა დუმილმა, რომელიც კარის მეორე მხრიდან „ისმოდა“.-დუჩეე.-კარზე ფრთხილად მიაკაკუნა, მაგრამ პასუხი კიდევ რომ ვერ მიიღო, სახელური ჩამოსწია და კარი გამოაღო- ჩაბნელებულ სააბაზანოში არავინ იყო. დუდა საკუთარ ქცევაზე გაღიმებული გამობრუნდა- ამდენი ხანი ელაპარაკა ცარიელ სააბაზანოს. _ალბათ მელოდა- მელოდა და რომ აღარ გავიღვიძე, ადგა და უჩემოდ გავიდა გარეთ.-თავისთვის თქვა დუდამ. თავის ხელჩანთას მიადგა, რომ პირადი ნივთები ამოელაგებინა და თავი მოეწესრიგებინა, მაგრამ სწორედ მისი ჩანთი ქვეშ ორად გაკეცილი ფურცელი იდო. დუდამ აიღო, გაშალა და გაოგნებული დაენარცხა საწოლზე. „დუდა, მძინარეს დაგყურებ ამ წამს და ვერც წარმოიდგენ რა ძალიან მიჭირს იმის გაკეთება, რაზეც შენ ჯერ წარმოდგენა არ გაქვს და მშვიდად გძინავს. ჰო, ჩემო პატარავ, მე მიგატოვე, როგორც შენი პატარა გული გკარნახობს, მაგრამ ეს იმიტომ არ გამიკეთებია, რომ ქორწინების სიმძიმის შემეშინდა, უბრალოდ მივხვდი, რომ ახლა შენთვის ასე ჯობია. ნომრის ანგარიში გასტუმრებულია, წერილის წაკითხვისთანავე აკრიფე შენი ნივთები და თბილისში, სახლში დაბრუნდი, რადგან იქ ძალიან საჭირო ხარ. მე გითხარი, რომ პოლიცია იმაში მადანაშაულებდა, რაც არ ჩამიდენია, მაგრამ არ მითქვამს, რომ ეს დანაშაული შენც გეხება. შენს ოჯახს. დუ, გამბედაობა არ მეყო პირადად მეთქვა შენთვის, თვალებში შემომეხედა და მეთქვა, რომ პოლიცია შენი სახლის გაქურდვაში მადანაშაულებდა. შენი თბილისის სახლის, სადაც შოთასთან და შენ ძმასთან ერთად ცხოვრობდი. ვიღაც გარეწარმა მართლაც ჩაიდინა ეს და ამ გარეწარს პოლიციელებმა ჩემი სახელი დაარქვეს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის... დუდა, ის გარეწარი იმ კეთილ მოხუცსაც დაესხა თავს, ვინც ამ სახლის და მისი პატრონების ერთგული დარჩა, როცა ყველამ დატოვა იქაურობა... ბაბუა აკაკი ვერ გადარჩა. აი, რაში მდებენ ბრალს და მადანაშაულებენ. მე არ შემიძლია თან მყავდე მალვისას, დუდა. ამას ვერ გაგიკეთებ, შენ ოჯახს სჭირდები. ჩემთან კი საფრთხე გელის. ხომ გჯერა, რომ ყველაფერზე მეტად მიყვარხარ? მომეცი ცოტა დრო, რომ ყველაფერი გავარკვიო. მე და შენ უკვე ცოლ-ქმარი ვართ, ღვთის შეერთებულს ვერაფერი დააშორებს, ხომ იცი? დრო მალე გავა, მთავარია გჯეროდეს. ნეტავ გრძნობდე როგორ არ მეთმობი... როგორ მიჭირს წასვლა... მაგრამ ასეა საჭირო... ძებნას ნუ დამიწყებ, ტელეფონსაც აქ ვტოვებ. თავად დაგიკავშირდები როგორც კი შევძლებ. დუ, მიყვარხარ...“
| |
|
|
|
|
|
|
|
Mari_Ami | თარიღი: კვირა, 2012-06-03, 8:42 PM | შეტყობინება # 1318 |
436
Offline
| აიი რა გულდასაწყვეტი იიყო, რატო გული არ წაუვიდოდა დუდას,ან ვნახოთ ჯერ ხომ არ ყოფილა ეგ მომენტი :))
| |
|
|
|
|