ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
დამთხვეულები

♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2012-05-26, 11:51 PM | შეტყობინება # 1261
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
* * *


_რა უნდა ვქნათ?

_არაფერი, დუ, ნუ გეშინია, შე სულელო. ჯერ ერთი, ვერ გვიპოვიან, და რომც გვიპოვონ, ვერაფერს დამიმტკიცებენ.

_ადრე თუ გვიან, ხომ გიპოვიან? სულ ხომ ვერ დაიმალები?

_სულ დამალვა არ დამჭირდება იმიტომ, რომ სულ მალე ნამდვილ დამნაშავეს იპოვნიან.

_კი, მაგრამ შენზე რატომ აქვთ ეჭვი?

_ძალიან გთხოვ... ნუ იღელვებ ამაზე. მოდი, უბრალოდ წარმოვიდგინოთ, რომ პუშკინას არ დაურეკავს, რამე მოვიმზადოთ და ვისადილოთ, კარგი?

_დუჩე, ეს სერიოზული ამბავია...–წაიწუწუნა გოგონამ.

_კარგი?–გაუმეორა ბიჭმა და დუდასაც სხვა გზა აღარ დარჩა, თავი დაუქნია.

მაგრამ დუჩე თავს იმშვიდებდა მხოლოდ და ცდილობდა თავისი საყვარელი გოგონა ნერვიულობისგან დაეხსნა, თორემ გულის სიღრმეში თავადაც არ სჯეროდა, რომ ასე იოლად იყო საქმე. რახან ძებნილი იყო, ესეიგი, რაღაც სამხილიც ჰქონდათ.

რომ მოსაღამოვდა, წყვილი საწოლზე მიწვა. ერთმანეთს ჩახუტებოდნენ და სიტყვის დაძვრას ვერ ბედავდნენ, ერთმანეთის შეშფოთება არ სურდათ. სულ რაღაც 12 საათის წინ არაფერი ადარდებდათ... ახლა კი...

დუდა მხარზე შეხებამ გააღვიძა.

_დუდა, შენი შეშინება არ მინდა, მაგრამ ახლავე უნდა წავიდე.

_რა? რაააა? რა ხდება?–ვერ მიუხვდა გოგონა და თვალების ფშვნეტით წამოჯდა საწოლზე.

_ვერტმფრენის ხმა გესმის? აქვე ახლოს არიან. მე მომაკითხეს.

_საიდან მოიტანე? იქნებ...

_პუშკინამ დამირეკა. მისი ტელეფონი ისმინებოდა და ზარის მეშვეობით დაადგინეს სად ვარ. ჩემ წინააღმდეგ სამხილი აქვთ დუდა და თუ არ წავალ, ვინ იცის როდის დამტკიცდება, რომ უდანაშაულო ვარ.

_კარგი. მეც შენთან ერთად მოვდივარ.–გოგონა მტკიცე გამომეტყველებით ადგა, სასწრაფოდ ჩაყარა ხელჩანთაში აუცილებელი ნივთები, ფეხსაცმელი და პალტოც წამში ჩაიცვა.

_დუდა, მაპატიე, მაგრამ ვერ წამოხვალ.

_საქართველოს პოლიციის ლეიტენანტი ჭყონია გელაპარაკებათ! ალექსანდრე ახვლედიანი! ვიცით, რომ შენობაში ხარ!–გაისმა გარეთ რუპორით.დუდამ მოულოდნელობისგან შეჰკივლა.–ხელებაწეული გამოდი! ალყაში ხარ!

_მოვდივარ!–მტკიცე ხმა ჰქონდა გოგონას. დუჩე მიხვდა, რომ გოგონას საწოლზე მიბმა დასჭირდებოდა, სხვანაირად ვერ დატოვებდა, ამისთვის კი დრო არ ჰქონდა.

_აიღე!–სიბნელეში რაღაც მოგრძო შეაჩეჩა ხელში.

_ახვლედიანი! ხელებაწეული გამოდი! მეტჯერ აღარ გავიმეორებ! შტურმით ავიღებთ ამ ხუხულას!

_დანა?

_მძევლად ამიყვანე! დროზე!–დუდა ზურგით დაუდგა ბიჭს და მისი დანიანი ხელი ყელზე მიიბჯინა.

_რაა? გაგიჟდი? ფანჯრიდან გადავალთ უკანა ეზოში.

_ვერ გაიგე? ალყაში ვართ! გააკეთე რასაც გეუბნები!

_ნამდვილი დამთხვეული ხარ!–დუჩე შეეცადა გაეღიმა, ზურგით მდგარ გოგონას სახე მიაბრუნებინა და ოდნავ აკოცა ტუჩებზე.

_იცოდე, თუ დამტოვებ, არ გაპატიებ! არასდროს!

_დუდა!

_გავედით.–და პირველმა თვითონ გააღო კარი. კარში შავთმიანი ნაცრისფერპალტოიანი შეშინებული გოგონა გამოჩნდა, რომელსაც ყელზე ბასრი პურის საჭრელი დანა ჰქონდა მიდებული. გოგონა შიშისგან ცახცახებდა. ხელზე, რომლითაც ბოროტმოქმედს მისთვის დანა მიებჯინა ყელზე, თავისი ხელი მოეკიდა.

_მძევალი მყავს! თუ არ გამატარებთ, თქვენ წინ გამოვასალმებ სიცოცხლეს!–დუჩეს მღელვარებისგან ხმა უთრთოდა, მაგრამ პოლიციელებმა ეს ბუნებრივად ჩათვალეს.

_ახვლედიანი, ნუ დაიმძიმებ დანაშაულს. ეგ გოგო გაუშვი და დაგვნებდი!

_სახლს ალყა მოხსენით! ახლავე! თორემ ამ გოგონას სისხლი დაიღვრება!

_ახვლედიანი...–დაიწყო დამრიგებლური კილოთი ლეიტენანტმა.

_დროზე!–ჯიუტად გაიმეორა დუჩემ და კაცმა უხალისოდ გასცა ბრძანება სასწრაფოდ მოეხსნათ შენობის ალყა.

_აი, ახლა კი....–კიბეზე ჩამოიყვანა "მძევალი" სანდრომ.–ხელს არცერთი არ შემიშლით წასვლაში....–უკან დახევით მივიდა სახლის კუთხემდე და დუდამ იგრძნო, როგორ გაუძალიანდა დანიანი ხელი, რომელიც ამდენ ხანს თავის ყელთან ეკავა. ეს იყო შეუმჩნეველი ორთაბრძოლა. დუდას მღელვარებისგან ცრემლები წამოუვიდა.

_არ გაბედო...–გამოსცრა კბილებში. პოლიციელებს ძალიან შეეცოდათ ბოროტმოქმედის მკლავებში მოქცეული საწყალი სასოწარკვეთილი გოგონა.–მეც მოვდივარ...–ისევ ძლივსგასაგონად თქვა გოგონამ. ის იყო დუჩე შებრუნდა, რომ ტყისთვის შეეფარებინა თავი, "მძევალი" კი გაეშვა, რომ იგრძნო გოგონა როგორ ძლიერად უჭერდა ხელს.

_დადევნება არ გაბედოთ!–მიაძახა პოლიციელებს.–თორემ მოვკლავ!–დააყოლა, რადგან უნებლიედ გოგონაც გაიყოლა თან იმის გამო, რომ მან ხელი არ გაუშვა.

ტყე იქვე ელოდათ. მთავარი იყო რამდენიმე მეტრი გაერბინათ იქამდე და მერე...

მაგრამ ამ დროს სროლა ატყდა. რამდენიმე ტყვიამ სულ ახლოს ჩაუწუილათ.

_დაწექი!–დაუყვირა ბიჭმა, მაგრამ ამაოდ– დუდა ცოცხალი თავით არ შორდებოდა შეყვარებულს.

_რას აკეთებთ, თქვე იდიოტებო! მას ხომ მძევალი ყავს?!–გაისმა ლეიტენანტის ღრიალი და სროლა შეწყდა წყვილმა მშვიდობით შეაფარა თავი ტყეს.

_ახლა საით? გზამდე უნდა ჩავიდეთ, დუდა! სასწრაფოდ!

_აქეთ!–ანიშნა გოგონამ და მათ შეუსვენებლად ირბინეს რამდენიმე წუთის განმავლობაში– დუჩე მიიკვლევდა თოვლში გზას, და თან გოგონას მიათრევდა. ტყეში დიდი თოვლი არ იყო საბედნიეროდ, მაგრამ საკმარისი იყო, რომ მათთვის ძალა სულ მალე გამოეცლია, განსაკუთრებით დუდასთვის.

_გთხოვ, სულ რამდენიმე წუთი შევისვენოთ... გთხოვ...–გოგონა ძლივს სუნთქავდა და ძალიან რომ არ გასჭირვებოდა, ამას არ ეტყოდა– დუჩემ იცოდა.

_ცხოვრება, მაპატიე, მაგრამ ახლა თუ გავჩერდებით, კარგი დღე არ დაგვადგება, წამებში მოგვაგნებენ. ნახე, რამხელა კვალს ვტოვებთ.

_ასე გგონია?–დუდამ ეშმაკურად გაიღიმა და უკან მიიხედა– გამხმარი ფიჭვის ტოტი მოემარჯვებინა და განვლილ გზაზე დრო და დრო თოვლს აფარებდა მათ ნაკვალევს.

_აი, თურმე რამ დაგღალა!–გაეცინა ბიჭს.–შე ეშმაკუნა! ახლა აჯობებს გადააგდო ეგ ტოტი და სიჩქარეზე იფიქრო. თუ კარგად დაფარე გზა, წესით აქამდე არ უნდა მოგვდიონ, მაგრამ თუ მოგვდევენ ესე იგი ეგ ტოტი მაინც ვერ ასრულებდა თავის ფუნქციას. გთხოოვ, ძალა მოიკრიბე, უნდა ვიჩქაროთ. გზამდე დროზე უნდა ჩავიდეთ.–გოგონამ ტოტი გადააგდო და შეეცადა სწრაფად ემოძრავა, მაგრამ მალევე იგრძნო, რომ მეტი უბრალოდ აღარ შეეძლო. ეს დუჩემაც იგრძნო, მობრუნდა, აქოშინებული გოგონა ზურგზე შეისვა და გზა განაგრძო. დუდა ზურგზე მიეხუტა და თვალები დახუჭა– იქნებ გაღვიძებოდა და ამ საშინელი კოშმარის შესახებ მოეყოლა მისთვის, ვისაც ახლა სიზმარში ზურგით მიჰყავდა და მერე ორივეს ერთად ბევრი ეცინათ.

დუდა ჯერ კიდევ ამაზე ფიქრობდა თვალდახუჭული, როცა დუჩემ უთხრა:

_დუდა, გზაზე ჩამოვედით. საბედნიეროდ, მოძრაობა არის. თუ ზურგიდან არ ჩამოხვალ, დაფრთხებიან და არცერთი არ გაგვიჩერებს.–მას საკმაოდ მშვიდი ხმა ჰქონდა განცდილი სტრესის მიუხედავად. მაგრამ ეს ცივი სიმშვიდე იყო. დუდა დაემორჩილა და მიწაზე დადგა.

_სად უნდა წავიდეთ?–იკითხა დუდამ.

_იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად დაგვიწყებენ ძებნას.

_და სადაა ასეთი ადგილი?

_არ ვიცი, დუდა. ახლა ერთადერთი, რაც თავში აზრად მომდის, დასავლეთია.

_კარგი.

_სასწრაფოდ უნდა გავაჩეროთ რომელიმე, თორემ მერე გზებს გადაკეტავენ, თუ ჯერ არ გადაუკეტავთ.

_მიმიშვი.

_რა? არა, ნუ სულელობ. გზაზე მარტოს არ დაგტოვებ და ბუჩქებში დამალვას არ ვაპირებ. –დუდამ უპასუხოდ დატოვა იგი, ცოტა მოშორებით დადგა და მანქანის ჩავლისას გამომწვევად დამდგარმა დაუქნია ხელი, მაგრამ მანქანას სვლა არ შეუნელებია– გზა განაგრძო.

_აზრი არ აქვს.–რამდენიმეწუთიანი მცდელობის შემდეგ აღმოხდა ორივეს. მოსახვევიდან კიდევ ერთი მანქანა რომ გამოჩნდა, დუჩემ გადაწყვეტილება ერთბაშად მიიღო– როგორც კი მოუახლოვდათ სიბნელეში მბრწყინავი ფარები, ბიჭი გზაზე გადახტა და წინ გადაუდგა მანქანას. მძღოლმა დამუხრუჭება მოასწრო და მაშინვე ლანძღვა–გინება ატეხა.

_დიდი ბოდიში, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა. უნდა გაგვიყოლოთ....–მავედრებელი ხმა ჰქონდა დუჩეს, მაგრამ მძღოლი უნდობლად უყურებდა.–შვილი გვიკვდება... უნდა ჩავუსწროთ.

_შვილი?–კაცმა ეჭვით შეათვალიერა წყვილი.

_ჩემი პატარა...–ამოიკვნესა მღელვარებისგან გათანგულმა დუდამაც.

–დასხედით!–წყვილი ლამის შეფრინდა ტრანსპორტში.

_დიდი მადლობა! ვერც წარმოიდგენთ, როგორ დაგვეხმარეთ.

_სად გყავთ შვილი?

_მმ... ქუთაისში.

_მე ქუთაისში არ მივდივარ, მაგრამ სადამდეც შემეძლება გაგიყოლებთ. და რა სჭირს?

_ლეიკემია...–განადგურებული დედის ხმა ჰქონდა დუდას.–არადა ჯერ სულ პატარაა. წამლებმა წაიღო ჩვენი ქონება, ამიტომ ახლობელთან ვიყავით, რომ ცოტა ესესხებინა და სასწრაფოდ დავბრუნებულიყავით, მაგრამ მანქანა არავინ გაგვიჩერა.

_დამშვიდდით, ქალბატონო, რაც შემეძლება ჩქარა ჩაგიყვანთ ქუთაისში.

_არა, როგორ გეკადრებათ. სადაც მოხერხდება ჩამოგვსვით და სხვა მანქანას გავყვებით.

_მერე თქვენი პატარა? აქ ხომ წამები წყვეტს ყველაფერს?მოკალათდით და შეეცადეთ დაიძინოთ, ქუთაისში რომ ვიქნებით, გაგაღვიძებთ.

_მადლობელი ვარ, უფროსო... უცხო კაცი თუ ასეთ პატივს მცემდა, არ მეგონა რა...

_ოჯახს მოფრთხილება სჭირდება, შვილო... ცოლი დაამშვიდე, მალე ჩავალთ.–დუჩემ მთელი ძალით ჩაიხუტა ისედაც გვერდზე მიკრული აცახცახებული გოგონა და შეეცადა არაფერზე,საერთოდ არაფერზე არ ეფიქრა...


შეტყობინება შეასწორა ♥vampiressa♥ - შაბათი, 2012-05-26, 11:52 PM

nati_cullenთარიღი: შაბათი, 2012-05-26, 11:57 PM | შეტყობინება # 1262

400
9  +
30  ±
   ±
Offline
vaime gadabvirie magram veraperi ver gavige ra xdeba


nati_cullenთარიღი: შაბათი, 2012-05-26, 11:58 PM | შეტყობინება # 1263

400
9  +
30  ±
   ±
Offline
vinme amixsniiiit :((((


soniaთარიღი: კვირა, 2012-05-27, 0:11 AM | შეტყობინება # 1264

118
5  +
25  ±
   ±
Offline
amat chveni sikvdili undat namdvilad cry cry cry

♫_Ani_♫თარიღი: კვირა, 2012-05-27, 1:57 PM | შეტყობინება # 1265

225
6  +
16  ±
   ±
Offline
მმ,ნეტა რაში ადანაშაულებენ:/


Jack♥sparrowთარიღი: კვირა, 2012-05-27, 4:20 PM | შეტყობინება # 1266
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
ეს იყო შოკი !! შოკი !!
ვაიმე
მე წინა თავიც არ მქონდა წაკითხული და ახლა რომ წავიკითხე,გადავირიე.
პუშკინას რომ ელაპარაკებოდა რას წარმოვიდგენდი,ასე თუ იყო საქმე .....
ვაიმე
მეც მაინტერესებს რაში ადანაშაულებენ,ვიღაცამ ხომ არ გაუჩალიჩა ? ? ?
sad sad sad აბა სხვა რა იქნებოდა

Quote (♥vampiressa♥)
_ცხოვრება, მაპატიე, მაგრამ ახლა თუ გავჩერდებით, კარგი დღე არ დაგვადგება, წამებში მოგვაგნებენ. ნახე, რამხელა კვალს ვტოვებთ.

დავდნი ;(

სიტყვები არ მყოფნის . ეღტი სული მაქვს,გავიგო რა მოხდება.
ასე მგონია დაიჭერენ,ასე მგონია დუჩეს დაიჭერენ. sad
ამ დამთხვეულებს ხო ბედნიერება არ ეღირსათ ((



bella1999თარიღი: კვირა, 2012-05-27, 7:45 PM | შეტყობინება # 1267

151
5  +
15  ±
   ±
Offline
raaa exla es?
bedniereba ar unda egirsot amat?
axali tavi mindaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa cry cry cry cry cry cry cry cry cry cry

cry

Mari_Amiთარიღი: კვირა, 2012-05-27, 9:24 PM | შეტყობინება # 1268

436
7  +
9  ±
   ±
Offline
ouu amas ki nagdad ar velodi smile smile uumagresii

NessieTთარიღი: კვირა, 2012-05-27, 9:39 PM | შეტყობინება # 1269

164
4  +
1  ±
   ±
Offline
vaime.... sitkvebi ar mkopnis ak ra xdebaa?
razee adanashauleben cheem patiosan bichs?!
imedia ar daicherenn smile
da kvelaperi male mogvardebaa...
amoucnobi xar anni, ucbad ras moimokmedeb kacma ar icis kiss



dakiთარიღი: კვირა, 2012-05-27, 10:17 PM | შეტყობინება # 1270

55
0  +
0  ±
   ±
Offline
momewonaa informaciebit datvirtuli tavi iiyo happy

☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2012-05-28, 6:46 PM | შეტყობინება # 1271
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
3 იანვარი. 06:35
_ქუთაისში ვართ.-ოდნავ ხმადაბლა თქვა კაცმა და დუჩემ მაშინვე თვალები გაახილა. მას მის მკერდზე თავმიდებულ დუდაზე დაედო თავი და ისე ჩასძინებოდა. მაშინვე წამოყო თავი, გოგონას მზრუნველად დახედა და იკითხა:
_დიდი ხანია მძინავს?
_ერთი საათი იქნება, მეტი არა. ალბათ მართლა სერიოზულადაა საქმე რახან მთელ ღამეს ვერ მოხუჭე თვალი.
_ჰო, საქმე მართლაც სერიოზულადაა.-სერიოზული და სევდიანი ხმა ჰქონდა ბიჭს.
_ვწუხვარ... მაგრამ უფლის ირწმუნეთ. ყველაფერი ხომ მისი ნებაა.
_დიდი მადლობა.
_იაშვილზე მივდივართ. ხო ონკოლოგიურ ცენტრში გყავთ ბავშვი?
_დიახ, მაგრამ აქ ჩამოგვსვით სადმე და...-„ცოლის“ გასაღვიძებლად დაიხარა დუჩე.
_არა, როგორ გეკადრებათ. ამ სიბნელეში შუა ქუჩაში როგორ დაგტოვებთ. საავადმყოფომდე მიგიყვანთ.
_ნუღარ შეწუხდებით, ისედაც ძალიან დაგვეხმარეთ.
_კაცი კაცს გაჭირვებაში უნდა ამოუდგეს მხარში, აბა! რამდენი ხანია ქუთაისში არ ვყოფილვარ, ისე აქ დაბადებულ-გაზრდილი ვარ. კი მომენატრა ამ ქუჩებში გავლა და მარტო თქვენი გულისთვის კი არ ვიწუხებ თავს.-ჭაღარა ულვაშებში ჩაეღიმა კაცს და დუჩემ მის ციმციმა თვალებში სიკეთე დაინახა.
_დუ... გაიღვიძე...-თბილად შეახო თითები ლოყაზე გოგონას, რომელმაც შემკრთალმა გაახილა თვალები.
_ონკოლოგიურ ცენტრში მივყავართ ბატონ...-კითხვის გამომხატველი მზერით გახედა დუჩემ კაცს.
_ნოდარი.
_ბატონ ნოდარს.
_ამმ... რატომ წუხდება?-დუდა წამოჯდა და ოდნავ მოღეღილი პალტო გაისწორა.-ჩამოგვსვას, ფეხით მივიდოდით. ისედაც ძალიან შევაწუხეთ.
_მეც ეგ ვუთხარი, მაგრამ...
_კარგი იქნებოდა მეტის გაკეთება შემეძლოს, ამ გაჭირვებას რა ვუთხარი, თორე...-სევდიანი ხმა ჰქონდა კაცს.
ცოტა ხანს უხმოდ მიდიოდნენ. შემდეგ კი კაცმა თქვა:
_ძალიან მითქვა თქვენი... შვილის ნახვა. ბიჭია თუ გოგო?
_ბიჭი!
_გოგო!-ერთდროულად თქვეს „ცოლ-ქმარმა“. კაცმა გაკვირვებულმა მოიხედა უკან.
_ავად გოგონა გვყავს, უფროსი კი ბიჭია და მე უცებ... ავადმყოფი შვილის მშობელი ხომ გესმით... ვეღარ ვაზროვნებ. რას ვაკეთებ და ვლაპარაკობ აღარ მესმის...-უხერხული სიტუაციის გამოსწორებას შეეცადა დუჩე. გაცინების არც დრო და არც ადგილი არ იყო, მაგრამ დუდამ მაინც ძლივს დაიჭირა ტუჩის კუთხეში გაპარული ღიმილი.
_მესმის, შვილო, მესმის...-მძიმედ ამოიოხრა კაცმა- აშკარად გულით ეცოდებოდა წყვილი.-აგერ მოვედით კიდეც.-სიბნელეში მკრთალად გამოჩნდა შენობა, რომლის წინაც მანქანა გაჩერდა.
_დიდ მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ, ღმერთი გადაგიხდით ამ სიკეთისთვის...-თქვა დუჩემ და მანქანის კარი გამოაღო.
_ერთი წუთით,-გააჩერა კაცმა.-თქვენი სახელები?
_დიანა და სანდრო.-გაუღიმა დუდამ.
_დიანა და სანდრო, ძალიან მინდა თქვენი გოგონას ნახვა, შეიძლება?-„აი, სად დაგვერხაა!“ ჩანდა მათ მზერაში, როცა წყვილმა ერთმანეთს გადახედა.
_ჩვენც ძალიან გაგვეხარდებოდა, რომ გენახათ, მაგრამ... მაგრამ ჯერ მნახველების მიღების საათები არ იქნება დაწყებული, ახლა თენდება და ჩვენ გოგონასთან ჩვენს გარდა არავის შეუშვებენ. ვწუხვარ.
_უჰ, ეგ სულ აღარ გამახსენდა. აბა, წარმატებებს გისურვებთ! ღმერთი დაიფარავს თქვენს გოგონას, მე მჯერა.-წყვილი მანქანიდან გადმოვიდა.
_დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ ამ სიკეთისთვის. მშვიდობით გევლოთ!-დუჩემ კარი მიხურა, „ცოლს“ ხელი მოხვია და შენობისკენ წავიდა. მშვენივრად გაიგონეს, როგორ ამუშავდა ძრავა მანქანაში, რომელიც სულ მალე ქუჩის კუთხეს მიეფარა და შვებით ამოისუნთქეს.
_ახლა რა ვქნათ?-საცოდავად მიანათა მზერა დუდამ ბიჭს.




შეტყობინება შეასწორა ☆AnasteishA☆ - ორშაბათი, 2012-05-28, 6:46 PM

RoB-dOdთარიღი: ორშაბათი, 2012-05-28, 6:49 PM | შეტყობინება # 1272

572
28  +
48  ±
   ±
Offline
ოო,რა დაძაბული სიტუაციაა აქქ. ნეტავი რა ხდება?ახ,შე ინტრიგანო biggrin cry

I Hate This FuCkinG Life <3

☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2012-05-28, 6:53 PM | შეტყობინება # 1273
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
nati_cullen, არაუშავს, წაიკითხავ და თანდათან მიხვდები happy ^_^
sonia, kiss
♫_Ani_♫, შემდეგ თავში გაირკვევა kiss
Jack♥sparrow, ნუ იქნები პესიმისტი kiss
bella1999, kiss
Mar_Ie, wink kiss
Quote (NessieT)
amoucnobi xar anni, ucbad ras moimokmedeb kacma ar icis

love მე კი წინასწარ მქონდა დაგეგმილი ეს ამბავი, მააგრამ იმდენად ვპასიურობდი და ისე ნაკლებად დატვირთული იყო მოვლენებით თავები ამბოლოს, რომ ალბათ აღარ ელოდით რომ უცებ რაღაც მოხდებოდა.
daki, smile მადლობაა
RoB-dOd, ინტრიგანო კი არააა ახალი თავი სადაა შენი ფიკის???? დუთ!!!!
ყველას მადლობა, რომ კითხულობთ kiss რახან ეს პატარა თავია შემდეგიც მალე იქნება. ალბათ ხვალ.




შეტყობინება შეასწორა ☆AnasteishA☆ - ორშაბათი, 2012-05-28, 6:57 PM

viku-vukuთარიღი: ორშაბათი, 2012-05-28, 6:54 PM | შეტყობინება # 1274

397
10  +
12  ±
   ±
Offline
Quote (RoB-dOd)
ოო,რა დაძაბული სიტუაციაა აქქ. ნეტავი რა ხდება?ახ,შე ინტრიგანო

+1 biggrin biggrin biggrin biggrin axla wavikitxe da kide mindaaaaaaaaaa cry cry cry cry



RoB-dOdთარიღი: ორშაბათი, 2012-05-28, 7:07 PM | შეტყობინება # 1275

572
28  +
48  ±
   ±
Offline
☆AnasteishA☆, biggrin biggrin biggrin

I Hate This FuCkinG Life <3
ძებნა: