დამთხვეულები
|
|
|
|
|
|
|
|
RoB-dOd | თარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-12, 9:28 PM | შეტყობინება # 307 |
572
Offline
| arr mjera vai deda rataa? : X au rato ? au rakhdeba? auu chemi duche auu rogor atkina gulii imm imm **** Gavafreeen
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|
|
|
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ორშაბათი, 2012-01-16, 0:12 AM | შეტყობინება # 314 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| 15 ივლისი. პარასკევი. 14:20 _ესეც ასეე... გამოცდებიც მორჩაა!–ნებიერად გაიზმორა ლელა სამხატვრო აკადემიის ეზოში რომ გამოვიდნენ. _ჰო, მორჩა.–უფერული ხმა ჰქონდა დუდას. _ისევ იმაზე ფიქრობ?–დამწუხრდა ლელაც. _ადამიანი თვალსა და ხელს შუა გაქრა და არ უნდა ვინერვიულო? _ნუ ნერვიულობ, ძალიან გთხოვ... –შეწუხებული სახე ჰქონდა ლელას.–გამოჩნდება... აი, ნახავ თუ არა! _არა, ლელა, აღარ გამოჩნდება... ალბათ... ალბათ რამე დაემართა და...–დუდას ცრემლები მოადგა თვალებზე და ძლივს შეიკავა თავი, რომ არ ატირებულიყო. _ლექსო რაღაცას მეუბნებოდა თქვენ მებაღეზე, მაგრამ ბოლომდე თქმა ვეღარ მოასწრო, გასაქცევი იყო და მითხრა მერე დუდა გეტყვისო.-ლელა შეეცადა ყურადღება გადაეტანინებინა აცრემლებული მეგობრისთვის. _ჰო... საოცარი ამბავი იყო. ხო იცი, იმ ხანძრის დროს ბატონმა აკაკიმ რაღაც სურათი დაკარგა და მთხოვა გაიგე იქნებ გადარჩა და ვინმეს აქ შენახულიო, ეგ ერთი ფოტო მქონდა ჩემი საყვარელი ქალისო. _ჰო, მონაყოლი გაქვს, დიანა ერქვა მგონი, ხო? _ჰო, ზუსტად! ხოდა ლექსოს ვკითხე მის სახლში რამე ფოტო ხომ არ გინახავთ მეთქი და ბებიაჩემის ფოტო არ გამოიტანა? _დიანასი?–თვალები გაუფართოვდა ლელას. _ზუსტად! ბატონ აკაკის ბებიაჩემი ყვარებია! მას კი სიმდიდრის გამო ბაბუაჩემი აურჩევია. ბატონ აკაკის თურმე მთელი ცხოვრება უყვარდა და მას ელოდა, ბებიაჩემის სიცოცხლის ბოლო წლებში კი როცა კიბომ განსაკუთრებული ძალით შემოუტია, აკაკიმ ჩვენთან მებაღედ დაიწყო მუშაობა, რომ ხშირად ენახა საყვარელი ქალი... სევდიანი ისტორიაა, არა? ახლაც კი, მისი სიკვდილის შემდეგ ისევ ასე უყვარს ბებიაჩემი. _მაგარია! დღეს ვიღას შეუძლია ასეთი ძლიერი სიყვარული!–აღმოხდა ლელას. _ჰო... მართალია...–ჩაფიქრდა დუდა და ისევ ცრემლები მოერია. –წავედი მე ლელ, წუხელ თითქმის არ მძინებია გამოცდის გამო, ცოტას დავისვენებ და საღამოს გნახავ. _ჰო, სალონში ხომ უნდა წამომყვე ვარცხნილობის შესარჩევად. ერთი კვირაღა დარჩა ქორწილამდე!–თვალები უბრწყინავდა ლელას. დუდამ თავი დაუქნია, დაემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდა.
| |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ორშაბათი, 2012-01-16, 0:13 AM | შეტყობინება # 315 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| 17:10 _დუდა, სადა ხარ? _სახლში, სლეშ. რა ხდება? _გამოცდების დასრულებას არ ავღნიშნავთ? მეც დღეს დამიმთავრდა. არ გინდა სადმე მოვსხდეთ?–მხიარული ხმა ჰქონდა სლეშს. _არა, განწყობა არ მაქვს რაღაც. უსაქმურობის ხასიათზე ვარ. _ჰოდა, უხასიათოდ რო ხარ, ზუსტად მაგიტო უნდა მოხვიდე, რო კარგ ხასიათზე დადგე! _სასმელი ვერ მიშველის ხო იცი... ნათია როგორაა? _კარგად. ერთ კვირაში მივდივართ. _სად? _ზღვაზე. ბებიამისიც მოდის და პატარა ძმაც მოყავს. _მაგრად გაერთობით. მაგარია! _წამოდი შენც... _რა? _შენც წამო. _არა, რას ამბობ! _რატომაც არა?! რატო აქამდე არ მომაფიქრდა?! აქ მარტო ხომ არ იქნები მთელ ზაფხულს? წამოდი ჩვენთან ერთად, ახალ ნაცნობებს გაიჩენ, გაირუჯები... მზე და ზღვა ხომ გიყვარს? _არა, სლეშ, მურმანის ეკალი ხომ არ ვარ?! _არა, მურმანის ეკალი ნამდვილად არ ხარ, უბრალოდ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ და არ მინდა მარტო იყო. _არ ვიქნები მარტო... _როგორ არ იქნები?! ლელა და ლექსო წავლიან, მე არ ვიქნები და სასტავში აღარ იჩითები იმ ამბების შემდეგ... თუ ახალი მეგობარი გყავს და მე არ ვიცი?! _არა, სლეშ, რა მეგობარი...–მიმქრალი ხმა ჰქონდა გოგონას. _ჰოდა მაშინ მორჩა, გადაწყვეტილია! ჩვენთან ერთად მოდიხარ! _ვნახოთ რა... _მამაშენს დაელაპარაკე შენ და ვსო რა. _წინასწარ ვერაფერს გეტყვი, ვნახოთ რა ხასიათზე ვიქნები. _კაი, დუდა, ნათია მეძახის. მაგრად იყავი იცოდე, გაიგეე? _გავიგე ხო. აბა ჰე.–დუდამ გათიშა, ტელეფონი მოისროლა და ისევ პლედში ჩაძვრა.
| |
|
|