ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
დამთხვეულები

☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2012-01-10, 7:03 PM | შეტყობინება # 286
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
ბოდიში დაგვიანებისთვის. ისეთი პერიოდი იყო, რომ... თანაც მინდოდა მეტი მიმემატებინა და მერე დამედო. ვერ მივამატე, მარა მაინც დავდებ ამ მონაკვეთს. მადლობა რომ კითხულობთ. მიყვარხართ!!!

16:03
დუდამ ისევ ჩამოათრია სხვენიდან „მე და ის“ და ხატვა განაგრძო. ფერებს, მოვლენებს ამკვეთრებდა ნახატში. აქ არ იყო შეყვარებული წყვილი ჩაკიდებული ხელებით- არა, აქ იყო მთელი ისტორია... სიყვარულის ისტორია.
ხატვაში გართულს ტელეფონის ზარი მოესმა.
_ჰო, სან!
_უკვე რომ მოგაკითხო წინააღმდეგი ხარ?
_არაა. უბრალოდ გამოვიცვლი და სანამ მოხვალ მზად დაგხვდები.
_კარგი.
დუდამ ტილოს ჩვარი ჩამოაფარა და სახელოსნოდან თავის ოთახში გაფარფატდა. ხაკისფერი მუხლამდე შორტი ამოიცვა და სპორტული მაისური გადაიცვა, მაგრამ სარკეში რომ ჩაიხედა რატომღაც დაიჯღანა. კარადაში შეძვრა და სადღაც კუთხეში მიკუნჭული ყვავილებიანი სარაფანი გადმოიღო და ტანზე მოირგო. ჯერ კიდევ სარკის წინ ტრიალებდა ტელეფონმა რომ დარეკა.
_მოვედი!
_შემოდი, ახლავე ჩამოვალ.
კიდევ ერთხელ შეავლო თვალი საკუთარ თავს სარკეში და მაშინვე გაიხადა სარაფანიც- ისევ ხაკისფერ შორტს და მაისურს დაუბრუნდა. ქვემოთ კარის მიხურვის ხმა გაისმა. დუდა ოთახიდან გამოვიდა და ქვემოთ ჩასძახა:
_დაჯექი, ახლავე ჩამოვალ!-თვითონ სახელოსნოში შევარდა და ზურგჩანთაში სახატავი ნივთების ჩაყრა დაიწყო: ფურცლები, კუპრივით შავი ფანქარი, ფურცლის დასამაგრებელი დაფა, სათლელი...
_სად ხარ ამდენ ხანს?-აღმოხდა ბოლოს დუჩეს ზურგჩანთაგადაკიდებული დუდას დანახვაზე.
_მთავარია ახლა აქ ვარ!-კიბე სწრაფად ჩაირბინა დუდამ და ბიჭს ჩაეკონა.-მომენატრე!
_მეც!-პაწია ხელი ტორებში მოიქცია დუჩემ და ნაზად აკოცა.-წავედით?-დუდამ თავი დაუქნია და კარისკენ წავიდნენ.
_მოტოთი ხარ?–გაკვირვებულმა შეხედა დუდამ პუშკინას მოტოს.
_ჰო, არ გინდა მოტოთი ქროლა?
_მინდა!–ყელზე შემოეხვია ბიჭს.
_მაშინ დაჯექი!–რომ დასხდნენ, დუდამ წელზე მაგრად მოხვია მკლავები დუჩეს. მან ძრავა აამუშავა და ეზოდან რომ გაიჭრნენ, დუჩემ სიჩქარე აკრიფა და მანამ არ შეუნელებია, სანამ ერთ ჰიპერმარკეტს არ ჩაუარეს. დუჩემ მოტო გააჩერა და მაღაზიაში შევიდნენ, რომ ღვინო ეყიდათ.
_შენ ღვინო შეარჩიე! სალაროსთან შევხვდებით!–უთხრა დუდას და თვითონ სხვა განყოფილებისკენ წავიდა– მზა საკვები უნდოდა ეყიდა.
მაღაზიიდან მსუბუქი საჭმლით, ტკბილეულითა და ბოთლი ღვინით დაბრუნდნენ. ყველაფერი მოტოს სათავსში ჩაალაგეს და წყნეთისკენ დაიძრნენ.
დუდას ეს ქროლვა– თბილი ნიავი, რომელსაც საყვარელი ადამიანის სურნელი მოჰქონდა– ძალიან სიამოვნებდა. ნიავი სახეზე ელამუნებოდა, თვითონ მთელი ძალით ეკვროდა მოკლესახელოიან შავ მაისურზე. თვალები ხან დახუჭული ჰონდა, ხან კი ოდნავ ღიმილიანი ადევნებდა თვალს ფერების ორომტრიალს. ბოლოს მივიდნენ– დუჩემ ბოქლომიანი ჭიშკარი გასაღებით გააღო და ეზოში შევიდნენ.
_დეჟა ვუ!–წამოიძახა დუდამ ღიმილით, როცა სახლში შევიდნენ.
_სანამ დაღამდება გარეთ ვიყოთ, გინდა?–ჰკითხა დუჩემ. დუდას მოეწონა იდეა, პლედი გარეთ გაიტანეს და ბალახიან მდელოზე მოიწყვეს პიკნიკი. ჭიქები გამოიტანეს და სანამ პირველ სადღეგრძელოს შესვავდნენ, დუჩემ დუდას ტელეფონი საკუთარი ხელით გამორთო, მერე თავისიც მიაყოლა და მხოლოდ ამის შემდეგ დალიეს სიყვარულის სადღეგრძელო. დუჩე ცალ მხარზე იწვა, დუდა თავის მუხლებზე იჯდა და გემრიელად ილუკმებოდა– ბიჭის მზერას ჯიუტად არ იმჩნევდა. ცოტა რომ დანაყრდა, სახატავი ნივთები ამოიღო და მზით გაბრწყინებულ მდელოზე მორთხმული ბიჭის ხატვა დაიწყო- ხატავდა გაღიმებულს, ვნებიანი მზერით მაცქერალს, დაელმებულსაც კი... ბოლოს დუჩე დაღალა გაუნძრევლობამ, დუდა- მისთვის შენიშვნების მიცემამ და ფანქრით შესრულებული ესკიზები და სამხატვრო მოწყობილობები შეინახა. დუჩემ შვებით ამოისუნთქა და მანამდე დუდას თხოვნით გახდილი მაისური გადაიცვა. თავისი პატარა მხატვრის ნამუშევრებით კმაყოფილი იყო.
_ჩვენს სიყვარულს გაუმარჯოს!-მორიგი ჭიქა შეავსო დუჩემ, ერთმანეთს მიუჭახუნეს და ორივემ გამოცალა.
მალე ჩამობნელდა, მაგრამ წყვილს სახლში შესვლა არც უფიქრია– გვარიანად შეზარხოშებული დუდა მკერდზე ეკვროდა ნახევრად პლედზე, ნახევრად ბალახზე გულაღმა გაწოლილ ბიჭს და ვარსკვლავებს ასცქეროდა ცაში.
_რა ლამაზია, არა?!– ეკითხებოდა, მაგრამ პასუხის ნაცვლად დუჩე გულში მაგრად იკრავდა და სახეს უკოცნიდა.
ძალიან რომ დაღამდა და აგრილდა, სახლში შევიდნენ.
_აუუ, ბუხარი დაანთე რაა.
_რა დროს ბუხარია შე სულელო! შუა ზაფხულია!–გაეცინა დუჩეს. მთვრალი დუდა საყვარელი ეჩვენებოდა. როგორი უსუსური იყო, როგორი სულელი... თან საყვარელი.
–კაი, მაშინ ჩამეხუტე...–უთხრა დუდამ. საწოლთან იდგნენ. დუჩემ ძლიერად ჩაიხუტა, მაგრამ სრულიად მოულოდნელად, ტუჩებზე დუდას ტუჩების ალერსი იგრძნო– გოგონა გამალებით კოცნიდა. დუჩეც აყვა კოცნაში და სულ მალე იგრძნო, რომ გოგონას გრილი თითები მისი მაისურის შიგნით, ზურგზე დასეირნობდა. წამიერად ზეწოლა იგრძნო დუდასგან და საწოლზე აღმოჩნდა, დუდაც გვერდით ეწვა და მისი მაისურის გახდას ცდილობდა, დაკუნთულ მკერდზე ეფერებოდა და თან კოცნას არ წყვეტდა. დუჩა ელნაკრავივით გაიწია და მაისურიც ჩამოიწია.
_დუდა, რას აკეთებ?–გაკვირვებულმა ჰკითხა. დუდა თითქოს ახლაღა მოეგო გონს და გაიწია.
_რა დაგემართა?–გაეცინა დუჩეს.
_მაპატიე... უბრალოდ...
_ალბათ ღვინის ბრალია, ხომ ასეა?
_ჰო...–დამნაშავესავით ჩაქინდრა თავი დუდამ.
_მაგრამ...–ნიკაპის ქვემოდან თითები ამოსდო და თავი ააწევინა, რომ თვალებში ჩაეხედა დუჩემ.–თავი არასდროს უნდა დაკარგო, გესმის? ნურაფერს და ნურავის მისცემ ნებას გმართოს... გესმის?–დუდამ თავი დაუქნია. ბიჭს გაეცინა, შემდეგ ორივე თვალი, შუბლი, ლოყები დაუკოცნა.–ვიცი, ხვალ არ გემახსოვრება და ამიტომ გეუბნები... ამქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ...–უთხრა ჩურჩულით, როცა ყურთან მივიდა.
_მეც...–უჩურჩულა დუდამაც და მათი ბაგენი კვლავ შეერთდა...



RoB-dOdთარიღი: სამშაბათი, 2012-01-10, 8:27 PM | შეტყობინება # 287

572
28  +
48  ±
   ±
Offline
happy biggrin Heehh ekhla duda gadavida shetevaze happy happy happy la takallebi arian kacoo : x magrad mikhvars es orii happy happy Da anic da saertod khvela [borotebis garda] nin khom gitkhari wavlen metqii happy happy biggrin dry

I Hate This FuCkinG Life <3

♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2012-01-10, 9:09 PM | შეტყობინება # 288
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
rogor miyvars es tavi love dzalian sayvarlebi arian, ase unda iyvnen sul, gaige qalbatono mweralo? biggrin
mtvrali duda ra sasacilo iyo da im momentebze vigadave ucbad duche edwardis rolshi rom agmochnda biggrin
mokled dzalian kargi iyo an, agar daviwyeb exla shens profesionalizmze laparaks, xo ici isedac kiss



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Jack♥sparrowთარიღი: სამშაბათი, 2012-01-10, 10:24 PM | შეტყობინება # 289
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
ისა უკაცრავად
მაგრამ ჩემთან ქართული ასოებით
არ ჩანს ახალი თავი ;/
რაღაც კვადრატებია
რამეშველება?



G1GaAთარიღი: სამშაბათი, 2012-01-10, 10:28 PM | შეტყობინება # 290

5
0  +
0  ±
   ±
Offline
ვაიმეე
ვაიმეე
ვაიმეე
გამოჩნდა
წავიკითხე
ო ღმერთო
ვაიმეე
რა ვქნა
ბლაბლა
ვაიმე ეს რა იყო
მომეწონა
კი არადა რავიცი
ვერაფერს ვერ ვამბობ
ძალიან საყვარელითავი იყოო
ვაახ მეე
თან ნანატრი

Jack♥sparrowთარიღი: სამშაბათი, 2012-01-10, 10:30 PM | შეტყობინება # 291
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
ვაიმე ის G1GaA, მე ვიყავი
ნიკი შემეშალა
მაპატიეთ



☆ani_twilighter☆თარიღი: სამშაბათი, 2012-01-10, 10:36 PM | შეტყობინება # 292

56
3  +
4  ±
   ±
Offline
aaaaaaaaaaaaaaa cry chemi emocia..yvelaferi zedmetis gareshe:magaria!


elle____თარიღი: ოთხშაბათი, 2012-01-11, 2:09 PM | შეტყობინება # 293
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
ეს თავი პირველმა წავიკითხე მაგრამ ვეღარ მოვასწარი დაკომენტარება dry ძალიან მომეწონა happy თითქოს ისევ დალაგდა ყველაფერი happy cool საერთოდ, სიმართლე რომ გითხრა, არ იყო ისეთი თავი როგორსაც მოველოდი. ეს უკეთესი იყო :))) მართლა ყოჩაღ, დუჩეს საქციელი მომეწონა ძალიან ბოლოში)) <3 ასე გააგრძელე ანი


eleeთარიღი: ოთხშაბათი, 2012-01-11, 7:03 PM | შეტყობინება # 294

131
2  +
7  ±
   ±
Offline
vaimee ra kargia :))dzalian momewona <3

niniko14თარიღი: ოთხშაბათი, 2012-01-11, 8:06 PM | შეტყობინება # 295

194
3  +
3  ±
   ±
Offline
au shemdeggs ar dadeebt ?? sad
dzaaalian magariia avtorooo :O asetiii pantaziiaaa da ravicii rogor udna mqoondees me esetraagacaeebs ver davwweer sagol happy happy happy happy heart heart heart heart



Crazyთარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-12, 12:52 PM | შეტყობინება # 296

202
11  +
6  ±
   ±
Offline
ANIIIII SAOCREBA XAAAR biggrin biggrin MARA AI MARTLA MAGARI IYO RAA DIDI XANI VELODI DA RASAC VELODI GADAACHARBA (SAGRDZNOBLAD :D) XODA EXA KIDEE MINDAAA sad cry cry KAQI IYO DZN EGRE GAAGRDZELE SHEN NICHS VENDOBI biggrin happy happy love :love: clap shy shy


niniko14თარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-12, 1:31 PM | შეტყობინება # 297

194
3  +
3  ±
   ±
Offline
xo avtoroo magarii xaar kiss exaa shegvicode da shemdegi tavi dade ra love miyvars es xaalxii smile dge da game pirze makeriaa duche duda duche duda biggrin


☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-12, 5:29 PM | შეტყობინება # 298
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
დიდი მადლობა ბავშვებო. ყველანი ძალიან საყვარლები ხართ და მადლობელი ვარ ამხელა სითბოს რომ გამოხატავთ ჩემ მიმართ... smile ახალ თავს ცოტა მოგვიანებით დავდებ საღამოთი, მანამდე კი ჩემ მიერ შექმნილი ახალი თემა მინდა დაათვალიეროთ: სიყვარულის ალქიმია: ამბავი გარდასახვაზე. ძალიან საინტერესო მისტიკური რომანია, რომლის თარგმნასაც შევეჭიდე. ბინდთან კავშირი არ აქვს, მაგრამ ესეც სიყვარულსა და მარადიული სიცოცხლეზეა. თუ დაგაინტერესებთ, დავიწყებ თავების დადებას, სხვა შემთხვევაში არა.


niniko14თარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-12, 7:02 PM | შეტყობინება # 299

194
3  +
3  ±
   ±
Offline
Damainteresebs aba ra iqneba duda da duches gamomgoneblis yvelaperi damainteresebs kiss ogond gtxoov ar daigvianoo da dade axali tavi damtxveuelbis kiss gviyvarxaar <3 love


☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-12, 7:25 PM | შეტყობინება # 300
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
27 ივნისი. ორშაბათი. 09:37
დუდამ თვალები გაახილა და მიმოიხედა– აბურდულ საწოლში იწვა, მზე აჭყიტებდა ფანჯრიდან, ოთახში კი სხვა არავინ ჩანდა.
_სან!–ამოიხავლა შემკრთალმა, მაგრამ პასუხი არ ჩანდა. ამიტომ უფრო ხმამაღლა წამოიძახა.–სანდრო!–პასუხი კვლავ არ ჩანდა, სამაგიეროდ, რამდენიმე წამში თავად დუჩე გამოჩნდა საჭმლიანი ლანგრით ხელში.
_დილამშვიდობისა, მძინარე მზეთუნახავო!–ლანგარი მიიტანა და საწოლზე დადო. დუდა შეაშინა სიტუაციამ– საჭმლიანი ლანგრები რა შემთხვევაში მიჰქონდათ საწოლში ფილმებიდან ახსოვდა.
_დუჩე, რა ხდება?–შეშფოთებულმა ჰკითხა.
_არაფერი, სულელო, რა უნდა ხდებოდეს?–გაკვირვებულმა ჰკითხა ბიჭმა და ტოსტი პირველმა გააქანა პირისკენ.
_რატომ მოგაქვს საუზმე საწოლში?–ბალიშებზე წამოჯდა დუდა და შვებამოგვრილმა შეამჩნია, რომ მაისური ტანზე ეცვა.
_წუხანდელი ღამისთვის მადლობის ნიშნად!–დუდას ელდა ეცა.
_და... რა მოხდა წუხელ ამმისთანა სამადლობელი?
_რა მოხდა? არ იცი?–კოპები შეიკრა დუჩემ.
_არ მითხრა, რომ... რომ...–ენა დაება გოგოს.
_წუხელ მეორედ გავათენეთ ღამე ერთად, წინაზე მანამდე გამეპარე, სანამ გამეღვიძებოდა და ვერ მოვასწარი... დღეს კი მინდოდა მესიამოვნებინა შენთვის...
_მე კი გული გამისკდა...–შვებით ამოისუნთა დუდამ და თვითონაც შეექცა ჯემიან ტოსტს.
_გეგონა შენი სისუსტით ვისარგებლე და სექსი გვქონდა?–გადაბჟირდა დუჩე. დუდამ ბალიში გაუქანა.–დამიჯერე, ჩვენ შორის რომ წუხელ რამე მომხდარიყო, ვერ დაივიწყებდი...–უთხრა ბიჭმა სერიოზულად და აკოცა.
_მიყვარხარ!–წამით გამოიწია დუდა კოცნისას.–მზად ვარ შენი გავხდე...
_მე ამას არც გთხოვ,–გააოგნა დუჩე დუდას ნათქვამმა.
_ვიცი, მაგრამ... მე მინდა...–თავისკენ იზიდავდა ბიჭს დუდა.
_არც კი იცი რას ამბობ...–სადაცაა განსჯის უნარს დაკარგავდა დუდას ალერსისგან გაგიჟებული დუჩეც, მაგრამ ცდილობდა თავი შეეკავებინა.–შენ არ იყავი წუთის წინ, რომ...
_ვიცი... უკვე დიდი გოგო ვარ... უბრალოდ არ მინდოდა ეს ისე მომხდარიყო, რომ არც მხსომებოდა...
_არა, უბრალოდ აღელვებული ხარ... სულელო შენ... დამიჯერე, არ ღირს... ეს ასე არ უნდა მოხდეს...
_აბა, როგორ უნდა მოხდეს?–ყელში კოცნიდა დუდა.
_მე ვიცი როგორც... ჩემი ცოლი რომ გახდები მერე... თეთრი კაბა, ჯვრისწერა და პირველი ღამე...
_მართლა გინდა შენი ცოლი გავხდე?–თვალებში ჩახედა დუდამ და მერე ისევ ტუჩებზე დახედა.
_ჰო... მინდა... მინდა მთლიანად ჩემი იყო... სამუდამოდ მე მეკუთვნოდე და მეტს არავის... ყოველდილას შენთან ერთად ვიღვიძებდე... არ მინდა უბრალოდ მორიგი ქალივით შეგითრიო საწოლში და მერე ინანო...
_ოჰოჰოჰო... როგორ გიცემს გული!–წამოიძახა დუდამ, როცა შემთხვევით ბიჭს გულზე დაადო ხელი.–შენც ისევე გინდივარ, როგორც მე... ნუღარ ყოყმანობ....
_მე მილიონჯერ მეტად მინდიხარ, ვიდრე შენ, დუდა. შენ ხომ მთელ ღამეს ჩემს მკლავებში გეძინა? მაგრამ არც კი იცი ამას რა მოყვება... თანაც ფსიქოლოგიური მომზადება გჭირდება... შენ ხომ უბიწო ხარ... –გოგონა კვლავ არ წყვეტდა ალერსს, მაგრამ დუჩემ საბოლოოდ მოიშორა, ხელებიც დაუჭირა და თვალებში ჩახედა.–ხომ ასეა?
_რა მნიშვნელობა აქვს?
_რა თქმა უნდა, აქვს, შე სულელო!–გაეცინა დუჩეს.–მე იმაზე მეტად ვზრუნავ შენზე, ვიდრე გგონია. არ დავუშვებ, რომ ჩემთან ყოფნა ინანო ოდესმე...
_არ ვინანებ, თუ არ მანანებ.
_ხომ შეიძლება უცებ მიხვდე, რომ აღარ გიყვარვარ?
_რა სისულელეა!–კვლავ საკოცნელად გადაიხარა დუდა.
_არა, დუდა, ახლა არა!–მოიშორა გოგონა დუჩემ და ფეხზე წამოდგა. გაბრაზებული გოგო წამოხტა, სპორტული ფეხსაცმელები ამოიცვა და საპირფარეშოსკენ გაბრაზებული გავარდა. დუჩე აღელდა, არ უნდოდა მისი წყენინება, მაგრამ თავისი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული იყო, ამიტომ არაფერი მოუმოქმედებია, უბრალოდ იჯდა და ელოდა. რამდენიმე წუთში ისიც დაბრუნდა.
_მართალი იყავი.–გაუღიმა დუდამ, მოკრძალებულად ჩამოჯდა საწოლზე და ლანგრიდან ყავიანი ჭიქა აიღო და მოსვა.–ზედმეტი მომივიდა. არც კი ვიცი რა დამემართა. უბრალოდ ძალიან მომინდა შენთან... სიახლოვე...–ძლივს წარმოთქვა ბოლო სიტყვა გოგომ.–დაივიწყე ეს დილა, კარგი?–დუჩეს ჩაეღიმა, ღიმილითვე წამოდგა და მას მიუახლოვდა.
_კარგი. დილა მშვიდობისა, დუდა!–ლოყაზე აკოცა გოგონას.
_მისმინე, დღეს ჩემი დეიდაშვილის დაბადების დღეა, თამოსი და წამოხვალ? გაეხარდება შენი გაცნობა. მაგარი ბავშვია.
_კარგი. ოღონდ მითხარი როგორი გოგოა. როგორი საჩუქარი გაეხარდება.
_საჩუქარს რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია იქნები! მაგარია!–ამჯერად შუბლზე აკოცა დუჩემ.

აგარაკიდან ნაშუადღევს წამოვიდნენ და დუჩემ გოგონა სახლში მიაცილა, თან დაუბარა, რომ ორიოდ საათში გამოუვლიდა და დეიდაშვილთან წაიყვანდა. დუჩემ ჯერ პუშკინას თავისი მოტო მიუყვანა, მერე გიგას ავტო დაითრია.
გავლამდე ნახევარი საათით ადრე, როცა წყალი გადაივლო, მოწესრიგდა და გამოიცვალა, დუდას დაურეკა:
_რაშვები, ემზადები?
_აუუ, დუჩე, მაპატიე რაა.
_რა ხდება?–მოიქუფრა დუჩე.
_ვეღარ ვახერხებ წამოსვლას. მაპატიე გთხოვ რა. ანამ დამირეკა ეხლა, ჩემმა მეგობარმა. სასწრაფოდ მჭირდებიო. ძაან ნერვები კი მომეშალა, არც ისე ახლოს ვარ მაგასთან და ჩემ მეტი ვერავინ ნახე მეთქიიი, მარა გინდა თუ არა სასწრაფო საქმე მაქო მთხოვა.
_შენ ადგილზე მაგ გოგოს არ ვენდობოდი, საზიზღარი ვინმე ჩანს, არ მევასება.
_არც მე ვირევი მაინცდამაინც, მარა მეგობარია და ხო აზზე ხარ რა...
_მერე? შენთან უნდა მოვიდეს? უცებ მოაყომარე და გამოგივლი და წამო.
_არა, მაგასთან გავდივარ სახლში. არამგონია მალე გამომიშვას ისეთი ხმა ქონდა. ჩემ მაგივრად ბოდიში მოუხადე თამოს, კარგი? სხვა დროს გავიცნობ, არაუშავს.
_მისმინე, თუ იმიტო არ მოდიხარ, რო გაცნობა გეუხერხულება...
_არა, ტოო, რას სულელობ. ძალიან მინდა შენი დეიდაშვილის გაცნობა, მარა...
_კაი, ხო, დაიკიდე, არაუშავს. სხვა დროს იყოს. ოღონდ შემეხმიანე მერე.
_კაი, აუცილებლად. მივდივარ ეხლა უკვე ანასთან. დროებით.
დუჩემ გათიშა და დეიდამისს დაურეკა, რომელმაც ის მისამართი უთხრა, საიდანაც შეკვეთილი ტორტი უნდა წამოეღო. ტორტის წამოღების შემდეგ ყვავილების მაღაზიაში შეიარა და ლამაზი თაიგული შეარჩია, საიუვილერო მაღაზიაში მასავით ლამაზი და უცნაური საყურეებიც შუერჩია თამოს, ბოლოს ტორტიც იყიდა. სანამ დიდი დიღმის გზას გაუდგებოდა ერთ განცალკევებით მდგომ ბენზინ გასამართ სადგურზე შეიარა ბენზინის ჩასასხმელად– ისედაც ბევრი დაუხარჯა გიგას. ირგვლივ ტრიალი მინდორი ჩანდა, ბენზინ გასამართ სადგურთან კი ორი ტირიფის ხე იდგა, რომელთა დაშვებულ ტოტებსაც თბილი სიო არხევდა. სანამ იდგა და ბაკის გავსებას ელოდა საოცარ სანახაობას შეესწრო– შორი–ახლოს ლურჯი ფორდი გაჩერდა. იქიდან ჯერ გოგონა გადმოხტა და ჩქარი ნაბიჯით გაშორდა მანქანას, მალევე ბიჭიც მიყვა, დაეწია და მკლავში ჩაავლო ხელი. გოგო ჯერ ეურჩებოდა, ეჩხუბებოდა, რაღაცას უყვიროდა. შემდეგ ბიჭმა ძალით ჩაიხუტა და გოგო მანქანაში ჩაჯდომაზე დაიყოლია. მანქანა უკვე დაიძრა და მალე თვალსაც მიეფარა. დუჩემ ვერ შეამჩნია, რომ ბაკი უკვე გაივსო და წასვლის დრო იყო, რადგან იმ წყვილში დუდა და გიორგი რუხაძე ამოიცნო...

დაბადების დღიდან მალევე წამოვიდა– უხასიათოდ იყო და არ უნდოდა ეს იუბილარსაც გადასდებოდა. დუდასგან ამას არ მოელოდა. როგორც ჩანს, არც ისეთი სრულყოფილი და უფრთო ანგელოზი იყო, როგორიც მას ეგონა. მას უარი უთხრა თამოსთან წაყოლაზე, რადგან რუხაძეს უნდა შეხვედროდა და საბაბად ანა თუ ვიღაც ჯანდაბა მოიმიზეზა. დუდას დილანდელ მცდელობაშიც ახლა სხვა რამ დაინახა– დუდა ალბათ ადრეც მოქცეულა ასე. სხვა შემთხვევაში ასე არ იაქტიურებდა დილით. დუჩე სულელი კი მის განცდებზე, ფსიქიკაზე, უბიწოებაზე ზრუნავდა... რა სულელი იყო! როგორ გაასულელა ამ გოგომ! ყოჩაღ, დიანა! თქვენ ეს შესძელით! ცოტა ხანში ტელეფონი დუდას ნომერმა ააწკრიალა, მაგრამ დუჩემ შეიკურთხა და ტელეფონი გამორთო... სულ მალე გადაწყვეტილებაც მიიღო.


ძებნა: