საპნის ბუშტები
|
|
|
RoB-dOd | თარიღი: პარასკევი, 2011-09-09, 6:59 PM | შეტყობინება # 77 |
572
Offline
| ♥vampiressa♥, Natia Shen Nu cdiLob Chvens DabneVas :d Mawawaa Shen
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: პარასკევი, 2011-09-09, 7:07 PM | შეტყობინება # 78 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| | |
|
|
RoB-dOd | თარიღი: პარასკევი, 2011-09-09, 7:26 PM | შეტყობინება # 79 |
572
Offline
| Quote (♥vampiressa♥) arafersac ar vcdilob biggrin getyoba Ra gaewYoBaa... : s Dagelodeebi Chemo mtredo
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: შაბათი, 2011-09-10, 3:30 PM | შეტყობინება # 81 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| თავი 7 ემიმ თავი ხელში აიყვანა და დინჯად მივიდა მათ მაგიდასთან. ერიკი და ნატალი თითქოს გაქვავდნენო, ორივეს ხელში შერჩა შამპანურის ჭიქა. ერიკს აშკარად გამოეხატა სახეზე გაბრაზება. -შენ აქ რას აკეთებ?-ჰკითხა მან ემს. -იგივე მინდოდა მეკითხა თქვენთვის-ემიმ ძლივს მოახერხა ამ ყველაფრის თქმა, ცოტაღა უკლდა ისტერიკამდე, მაგრამ როგორღაც მოახერხა და მშვიდად განაგრძო.-იცით, ნამდვილად არ მოველოდი ამას თქვენგან-მას აშკარად ეტყობოდა, რომ ლაპარაკში ხელს დაგროვილი ცრელმები უშლიდა.-რა საჭიროა ამდენი ტყუილები? განა არ შეგეძლოთ პირდაპირ გეთქვათ, რომ-ემს ხმა აუკანკალდა.-რომ... ერთად ვახშმობა გჭირდებოდათ იმისთვის, რომ ჩემი სიურპრიზის საქმეები მოგეგვარებინათ,-ემიმ სულაც არ თქვა ის, რასაც ფიქრობდა, მაგრამ ეს ყველაზე მისაღებ ვარიანტად მიიჩნია.-და საერთოდაც, არ მჭირდება ისეთი სიურპრიზი, რომელიც საქმროსა და დაქალთან ურთიერთობას გამიფუჭებს. მე ხომ ბევრს არაფერს გთხოვდით, უბრალოდ მინდოდა, რომ ეს საღამო თქვენთან ერთად გამეტარებინა და შეკვეთილის ნაცვლად, ჩვენი ხელით გაკეთებული პიცა გვეჭამა. ნუთუ არ შეგეძლოთ, რამოდენიმე საათი ჩემთან გაგეტარებინათ და შემდეგ მიგეხედათ თქვენი საქმეებისთვის? ან რა საჭიროა ასე გასაიდუმლოება და ამდენი ტყუილი? უბრალოდ ხომ შეგეძლოთ გეთქვათ და მე აუცილებლად გაგიგებდით. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ საღამოს მე თქვენთვის ზედმეტი აღმოვჩნდი, მე კი არასდროს არ ვარ იქ, სადაც ზედმეტი ვარ,-ამ სიტყვებით ის შეტრიალდა და გასასვლელისკენ გაემართა. ეგონა, უფრო სწორად კი უნდოდა, რომ ერიკი გამოდევნებოდა, შეეჩერებინა და გულში ჩაეკრა. მაგრამ ის არავის შეუჩერებია. ემილიმ ნაბიჯს აუჩქარა და მანქანაში ჩაჯდა თუ არა, მაშინვე გაიკვლიეს ცრემლებმა გზა ღაწვებისკენ. საჭეზე თავი დადო და აქვითინდა, ნაგროვი ცრემლები გამოუშვა, გაანთავისუფლა და თითქოს ცოტათი გულზეც მოეშვა. როცა ტირილს მორჩა, სარკეში ჩაიხედა და საკუთარი თავი შეეცოდა. ტუში ლოყებზე ჩამოსვლოდა, ტუჩსაცხი გათხუპვნოდა და თვალები ჩაწითლებოდა. გადაწყვიტა, რომ ასე აღარასდროს მოქცეულიყო, რადგან არავინ იმსახურებდა მის ცრემლებს. მის გამო, ასე არასდროს არავინ არ იტირებდა. იმ მომენტში ემში თავისმა ეგოისტმა „მემ“ გაიღვიძა და მას თავისი თავის გარდა აღარავინ უყვარდა. გადაწყვიტა, რომ მოთმინებით დალოდებოდა ქორწილის დღეს, ულამაზესი ყოფილიყო, როგორც ღვთიური ანგელოზი და მიეღო ის სიურპრიზი, რომელზეც ერიკისა და ნატალის თქმით, ყველა პატარძალი იოცნებებდა. ჰქონოდა ისეთი ქორწილი, როგორიც არავის ჰქონია მთელი დედამიწის ზურგზე და ვერც ექნება, რადგან ემილი კისნერი ერთადერთი და განუმეორებელია და მას ვერავინ შეედრება. ემიმ ჩანთიდან კოსმეტიკური საშუალებები ამოიღო, ჯერ სახე გაიწმინდა, შემდეგ კი მაკიაჟი ხელახლა გაიკეთა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა. სწრაფი მანქანა_ აი, რა სჭირდებოდა მას ახლა. თავისი ტოიოტა ქამრი ავტომობილების მაღაზიის წინ გააჩერა და შიგნით შევიდა. ესიამოვნა როცა ყველამ მას დაუწყო ყურება, ის ხომ მართლაც ქალღმერთს ჰგავდა. მისი კაბა ისე გამოიყურებოდა, თითქოს მთვარის ცივი, მზისგან არეკლილი სხივებით შეეკერათ, თვითონ ემი კი მართლაც მთვარის ასულს ჰგავდა. ნათელი სახე, ულამაზესი ნაკვთებით და ნათალი სხეული, რომელიც კარგად იკვეთებოდა მის კაბაში. ოქროსფერი, ფუმფულა კულულები გაეშალა, რომლებიც მზის სხივებივით ეფინებოდნენ ზურგზე. ემილიმ სპორტული კაბრიოლეტი შეარჩია, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებული იყო, მაგრამ მან თანხა ერიკის პლასტიკური ბარათით გადაიხადა, რომელიც მას თავად ერიკმა მისცა საქორწინო ხარჯების დასაფარავად. ემი ამ ბარათიდან ფულს არასდროს ხარჯავდა, თავისი სახსრებით ისტუმრებდა ყველაფერს, რადგან თვლიდა, რომ არ იმსახურებდა ერიკს მასზე ამდენი დაეხარჯა, მაგრამ დღეს, ერიკის ბარათი ამაყად ამოიღო საფულიდან და 28 000 $-ად ღირებული ავტომობილი შეიძინა. გადაწყვიტა, რომ ძველი მანქანა ავტოსადგომზე დაეტოვებინა და ხვალ წაეყვანა, თვითონ კი წითელ მერსედესში ჩაჯდა, სახურავი გადახადა, რომ ეგრძნო ქარის სიძლიერე და წინააღმდეგობა. მანქანა უახლოეს ბართან გააჩერა. მთელი ბოთლი „ჯეკ დენიელსი“ იყიდა, ფული, რა თქმა უნდა, ერიკის პლასტიკურით გადაიხადა და მანქანაში დაბრუნდა. სასმელი ბოთლითვე მოიყუდა, გაზის პედალს ფეხი მიადგა და ქარის სისწრაფესაც კი გაუთანაბრდა. სიამოვნებდა, თუ როგორ უწეწავდა ქარი თმებს და სახეზე ეხეთქებოდა მთელი ძალით, „ჯეკ დენიელსს“ სვამდა და სიჩქარეს კიდევ უფრო უმატებდა.
შეტყობინება შეასწორა ☆AnasteishA☆ - შაბათი, 2011-09-10, 3:32 PM | |
|
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: კვირა, 2011-09-11, 4:35 PM | შეტყობინება # 84 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| Quote (RoB-dOd) ver xvdeba tu tavs idebilebs ubtralod ar unda sakutar tavs gamoutydes imashi, rasac fiqrobs. iqneb sulac ar iyos simartle Quote (Jack♥sparrow) აქ რაღაც სხვა ამბავია. riavici riavici aan, madloba rom dadeee exla bebos mezoblisgan shemovirbine ori wutit da saxlshi rom moval mere davdeb axal tavs. miyvarxaart
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: ორშაბათი, 2011-09-12, 0:20 AM | შეტყობინება # 85 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| თავი 8 იმ წუთას თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად გრძნობდა. მიიღო ის, რაც სურდა _ ქარის სისწრაფე. თვალები ბედნიერებისგან უბრწყინავდა. წარმოდგენა არ ჰქონდა ახლა რა ადგილზე იყო. ქალაქს უკვე დიდი ხანია გასცდა და ახლა უბრალოდ გზას მიჰყვებოდა. უცბად, სრულიად მოულოდნელად, დაიქუხა და თითქოს ზეცა გასკდაო, ციდან ცივი და შხაპუნა წვიმა წამოვიდა. ემი ბედნიერების ზენიტში იყო. თავს ისე გრძნობდა, თითქოს სადაცაა ფრთები გამოესხმებოდა და აფრინდებოდა. წაჰყვებოდა ქარს, იგრძნობდა მის სიძლიერეს, აფრინდებოდა ღრუბლებთან, ჩაეხუტებოდა ამ ფუმფულა არსებებს და მადლობას გადაუხდიდა წვიმისთვის, იმისთის, რომ ის კაცობრიობას აგრძნობინებს, რომ ცოცხალია, იმისთვის, რომ წვიმა ყველაფერს აცოცხლებს და აყვავილებს. წვიმა ხომ ბედნიერებას ჩუქნის არა მხოლოდ ადამიანებს, მცენარეებსაც. ასაკოვანი, მაღალი ხეები ლოცავენ მას, პაწაწინა, ახალშობილი ყვავილები კი გულში იკრავენ მის მსხვილ წვეთებს... ემი ფანტაზიებიდან პოლიციის სირენის ხმამ გამოაფხიზლა. უკანა ხედვის სარკეში ჩაიხედა და პოლიციაც შენიშნა. მისი ბედნიერება წამში დაიმსხვრა. ემილიმ კიდევ ერთხელ, მთელი ძალით ფეხი მიადგა გაზის პედალს, თითქოს ცდილობდა გაჰკიდებოდა და დასწეოდა თავის გაქცეულ ბედნიერებას. მისი საქციელი მომაკვდავი გედის უკანასკნელ ცეკვას ჰგავდა. მაგრამ პოლიცია მაინც დაეწია მას და გზა ისე ჩაუჭრა, რომ აიძულა მანქანა გაეჩერებინა. -თქვენი მართვის მოწმობა, მის. -ინებეთ,-ემიმ ჩანთაში დაიწყო ქექვა, მაგრამ ვერანაირი მართვის მოწმობა ვერ იპოვა, ყველა საბუთი ძველ მანქანაში დაეტოვებინა-ამმ, თან არ მაქვს, მაგრამ თუ წამომყვებით გაჩვენებთ. -მის, თან გაქვთ თუ არა მართის მოწმობა?-პოლიციელს ხმა უმკაცრდებოდა. -თან არა, მაგრამ..... -არავითარი მაგრამ,-გააწყვეტინა პოლიციელმა-გთხოვთ, გადმობრძანდით მანქანიდან. -უკაცრავად, რა ბრძანეთ?-გაუკვირდა ემს. -გადმობრძანდით მანქანიდან. -კი, მაგრამ რატომ? -განყოფილებაში უნდა წამომყვეთ. -რაა? არა, არსადაც არ წამოვალ! ან რატომ უნდა წამოგყვეთ? საერთოდაც, მაჩვენეთ თქვენი მოწმობა,-გაცხარებით ალაპარაკდა ემი. -შერიფი სმიტი, მის-პოლიციელმა თავის მარჯვენა მხარზე მიმაგრებულ ნიშანზე მიუთითა.- გაინტერესებთ რატომ უნდა წამომყვეთ? თქვენ არ გაქვს მართვის მოწმობა, მოძრაობდით გადაჭარბებული სიჩქარით, არ გეკეთათ უსაფრთხოების ღვედი და ნასვამი ბრძანდებით,-შერიფმა გვერდით სავარძელზე მიგდებულ, ნახევრად ცარიელ „ჯეკ დენიელსის“ ბოთლზე მიუთითა.-ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თქვენ ერთ ღამეს გაატარებთ განყოფილებაში, წინასწარი დაკავების საკანში, შემდეგ კი გადაიხდით ჯარიმას 5 000 ამერიკული დოლარის ოდენობით. და თუ თქვენი ნებით არ წამომყვებით, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დაჯარიმდებით დამატებით 700 დოლარით, რაც ჯამში გამოდის 5 700 ამერიკული დოლარი,-თქვა თითქოსდა გაზეპირებულად. -აბა, ჯარიმის ფურცელში 5 700 ჩავწერო თუ თქვენი ნებით წამომყვებით? -ჯანდაბამდეც გზა გქონიათ! ბინძური ძაღლები,-ჩაიბურტყუნა ემიმ და ბოთლი მოიყუდა. -თქვენი სახელი და გვარი, მის. -ემილი კისნერი. -ემილი კისნერ, თქვენ დაგემატათ ჯარიმა პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისთვის, ასე რომ თუ 24 საათში ჩვენს სალაროში 6 700 ამერიკული დოლარი არ იდება, თქვენ კიდევ ორი კვირით მოგიწევთ ჩვენთან დარჩენა,-გაუღიმა შერიფმა, შემდეგ მანქანის კარი გააღო, ემს მკლავში ხელი წაავლო და მანქანიდან გადმოიყვანა.-თქვენ გაქვთ ერთი ზარის უფლება, გსურთ მისი გამოყენება ახლავე? -თქვენ მე ვინ გგონივართ? მე მსოფლიოში ცნობილი ქირურგების _ დევიდ და ანიტა კისნერების შვილი და ასევე ცნობილი იურისტის _ ერიკ ტაილერის საცოლე გახლავართ,-ამაყად თქვა ემიმ. -ამას განყოფილებაში გავარკვევთ,-შერიფმა სმიტმა ემი პოლიციის მანქანაში ჩასვა და განყოფილებისკენ წავიდა. მან რიგით პეკერს გადაურეკა და ავტომობილის საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანა სთხოვა. დაახლოებით 40 წუთში ემი უკვე ნიუ-იორკის მთავარ სამმართველოში, შერიფი სმიტის კაბინეტში იჯდა. -ჩემი ერთი ზარის გამოყენება მინდა,-ამ სიტყვებით ემიმ ჩანთაში მობილურის ძებნა დაიწყო, მაგრამ შერიფმა შეაჩერა. -ჩვენი ტელეფონით ისარგებლეთ, ლაპარაკისთვის მხოლოდ სამი წუთი გაქვთ,-მან ემს ყურმილი მიაწოდა, ემიმ კი ერიკის ნომერი აკრიფა. -ერიკ, გთხოვ რაც შეგიძლია სწრაფად მოდი, ნიუ-იორკის მთავარ სამმართველოში ვარ, შერიფი სმიტის კაბინეტში. -კი მაგრამ, რა მოხდა?-შეშფოთებული ხმით ჰკითხა ერიკმა.- ხომ კარგად ხარ? -კი, მაგრამ მალე მოდი, გთხოვ. -კარგი. ჩემს გარეშე ერთი სიტყვაც არ თქვა. ემიმ ყურმილი დაკიდა და შერიფს ამაყი სახით გამოუცხადა: -სანამ ჩემი ადვოკატი არ მოვა, სიტყვასაც არ დავძრავ!
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
|
ucnobiucnobi2 | თარიღი: ორშაბათი, 2011-09-12, 10:48 AM | შეტყობინება # 87 |
Nemo Me Impune Laccesit !
639
Offline
| Hahh : ) me megona eriki ar movidoda : D dzalian kargi fuli rom dauxarja : DD
| |
|
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: ორშაბათი, 2011-09-12, 10:22 PM | შეტყობინება # 90 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| Quote (Jack♥sparrow) კიდევ ერიკს დაურეკა? pirveli eriki gaaxsenda tan sxva tu araferi iuristi saqmro hyavs da Quote (ucnobiucnobi2) me megona eriki ar movidoda : D shishi oxeria T-MOMSEN, eriki advokatia, magram radgan emis saqmroa, misi advokatobac sheitavsa Quote (RoB-dOd) dzukna eg magat gulisa exla cixeshi aba abaa shemdeg tavs albat xval davdeb
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|