საპნის ბუშტები
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: სამშაბათი, 2011-09-06, 3:55 PM | შეტყობინება # 55 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| Quote (RoB-dOd) Natiii UmaGresi MweraLi Xarr aba abaaa, cotaga miklia mwerlobamde Quote (RoB-dOd) axaL -axaLi Tavi axaL-axLi inTriGa OMG axali tavi ukve akrefilia, anis velodebi da davdeb malee Quote (DreaMy) rame davashave? nw, ra unda dageshavebina
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: სამშაბათი, 2011-09-06, 4:30 PM | შეტყობინება # 56 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| თავი 5 -ღმერთო, რა მაგარია! კი, მაგრამ აქამდე რატომ არ მითხარი? მაგრამ თუ ჩვენი ქორწილები ერთმანეთს ემთხვევა, ჩემი მეჯვარე როგორღა იქნები? -აქამდე იმიტომ არ გეუბნებოდი, რომ მე თვითონაც დღეს გადავწყვიტე ყველაფერი. მაგრამ შენ არ ინერვიულო, ახალი მეჯვარის მოძებნა არ დაგჭირდება. ჩვენ ჯვრის დაწერას არ ვაპირებთ, შენი ჯვრისწერის შემდეგ პირდაპირ ლას-ვეგასში გავემგზავრებით და ხელს მოვაწერთ. -კი მაგრამ, ჩემს გამო არ გადადოთ ჯვრისწერა, ნატ. -არა, ისედაც არ ვაპირებდით, ემ, ასე რომ არ იდარდო შენ მაგაზე. -მაშინ არანაირი პრობლემა არ ყოფილა,-თქვა ემიმ და გაიღიმა.-მაგრამ სახელსაც არ მეტყვი?-ჰკითხა ცნობისმოყვარეობით ანთებული თვალებით.-ხომ იცი რა მოუთმენელი ვარ. -არა, ემ, თვითონ მთხოვა, რომ ყველაფერი საიდუმლოდ შეგვენახა. -და არც იმას მეტყვი როგორ გაიცანით ერთმანეთი?-ემმა თავი მოისაწყლა. -ოხ, ემ, მართლაც რა მოუთმენელი ხარ,-თქვა ღიმილით ნატალიმ და ისე მოეწყო, რომ აშკარად ამბის მოსაყოლად ემზადებოდა, ემიმ კი სიხარულისგან პატარა ბავშვივით ტაში შემოჰკრა. -ერთმანეთი ცხრა თვის წინ გავიცანით,-დაიწყო ნატალიმ.-ზამთრის ერთ სუსხიან საღამოს, ჩემს სახლში, ფანჯრის წინ სავარძელში მოკალათებული ვიჯექი, ვუყურებდი როგორ ბარდნიდა და თან მუხლებზე დადებული ლეპტოპით ინტერნეტში დავძრომიალობდი, ბლოგს ვანახლებდი და მოწყენილობას ვკლავდი. ჩემს რამოდენიმე პოსტზე ახალი კომენტარები იყო და მეც დავინტერესდი, „უცნობის ბლოგი“ მოვინახულე და მის პოსტებში ჩემი თავი აღმოვაჩინე. ასე კომენტარებით სკაიპების გაცვლამდე მივედით. ორი თვე ერთმანეთს მხოლოდ ვირტუალურად ვიცნობდით, შემდეგ შეხვედრაზეც შევთანხმდით. მართალია ამ ადამიანით ისედაც მოხიბლული ვიყავი, მაგრამ მისმა ნახვამ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ მიყვარდა. იმ დღის შემდეგ ერთმანეთს სისტემატიურად ვხვდებოდით, მაგრამ როცა გავიგე, რომ საცოლე ჰყავდა გადავწყვიტე დავშორებოდი და რამოდენიმე კვირა ყველანაირი კონტაქტი შევწყვიტეთ, მაგრამ მივხვდი, რომ მის გარეშე არ შემეძლო. ის თავის საცოლეს დაშორდა და ჩვენც შევრიგდით, ახლა კი როგორც ხედავ დაქორწინებასაც ვაპირებთ.-თქვა ნატალიმ და ისედაც ნათელი სახე ღიმილმა გაუბადრა. -ძალიან ლამაზი ისტორიაა, ნატ, მაგრამ როცა ამ ყველაფერს მიყვებოდი, რატომღაც თავი იმ გოგოს ადგილზე წარმოვიდგინე და შენ საშინელ ურჩხულად მომეჩვენე,-თქვა ემიმ სიცილით, მაგრამ როდესაც შეამჩნია როგორ შეცბა ნატალი მის სიტყვებზე, სასწრაფოდ დაუმატა.-მაგრამ შენი რა ბრალია, ესე იგი ის გოგო შესაფერისი არ ყოფილა მისთვის, თორემ როგორც შენ უწოდებ _ „უცნობი“, ინტერნეტში არ დაიწყებდა ძრომიალს ნამდვილი სიყვარულის საპოვნელად. -კიდევ კარგი ეგ მითხარი, თორემ ჩემი თავი მართლა ნამდვილი ურჩხული მეგონა,-ნატალიმაც გაიცინა.-ემ, შენი მაკიაჟი და ვარცხნილობა უკვე შეარჩიე? ხომ იცი, უნაკლოდ უნდა გამოიყურებოდე, თან მე და ერიკი ისეთ სიურპრიზს გიმზადებთ, რომ აუცილებლად წყალგამძლე მაკიაჟი დაგჭირდება, რომ სიხარულის ცრემლებმა არ გაგიფუჭოს. -ოჰოო, საინტერესოაა. წყალგამძლე მაკიაჟი სახის კანს მიფუჭებს, ასე რომ როგორმე შევიკავებ თავს და სიხარულისგან არ ავტირდები. ისე, დღეს თავისუფალი ხარ? -კი, ემ, რა ხდება? -არაფერი ისეთი, უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა შევამოწმო საქორწინო სამზადისი, თან შენი კაბაც შესარჩევია. ჩემი ძვირფასი მეჯვარე არაჩვეულებრივად უნდა გამოიყურებოდეს,-თქვა ემილიმ ღიმილით. -კარგი, ემ, რა პრობლემაა. ახლავე წავიდეთ? -კი, მაგრამ გთხოვ ჯერ პირველივე შემხვედრ ბისტროში შევიაროთ, თორემ მგელივით მშია.-თქვა ემიმ სიცილით და წასასვლელად მოემზადა, მაგრამ ნატალის კისკისმა შეაჩერა.-რა მოხდა?-თვითონაც გაიცინა. -შენ რა, მაგ ფუმფულა ქოშებით აპირებ წამოსვლას? -ჯანდაბა, სულ დამავიწყდა. ახლავე კონვერსებს ჩავიცვამ და მოვალ. გოგონებმა ჯერ წაიხემსეს, შემდეგ კი ემის მანქანით მალევე გაუდგნენ გზას სავაჭრო ცენტრისკენ, სადაც ნატალის კაბა უნდა შეერჩიათ. მათ ბევრი სიარული არ დასჭირვებიათ, მალევე ნახეს ის, რასაც ეძებდნენ. ნატალიმ ტანზე მოტმასნილი, წითელი მინი კაბა შეარჩია, მაგრამ რადგან წითელი ფერი დიზაინში არ ჯდებოდა, ემიმ მას შედარებით დახურული, მაგრამ ძალიან მოდური, სპილოსძვლისფერი კაბა შესთავაზა. ნატალი მაინც თავის არჩევანზე იყო. -ნატ, ძალიან გთხოვ ამაზე ნუ ვიკამათებთ, წითელი მორთულობის დიზაინში არ ჯდება. თუ მაინც და მაინც ეგ მოდელი მოგწონს, იყოს ეგ, მაგრამ სპილოსძვლისფერი ან ღია ვარდისფერი. თან შენც გამოგადგება ეს კაბა ხელმოწერაზე. -კარგი, ხო, როგორც გირჩევნია,-წაიბუზღუნა ნატალიმ. ემილიმ მას თავისი არჩეული კაბა უყიდა, მაგრამ გული რომ არ დასწყვეტოდა წითელი კაბაც შეუძინა. -არ იყო საჭირო, ემ, მე თვითონ ვიყიდდი. -არაუშავს, ნატ, ეს ჩემი საქორწინო საჩუქარი იქნება, უფრო დიდ საჩუქარს კი ლას-ვეგასიდან რომ ჩამოხვალთ, მაშინ დაგახვედრებთ. ნატალი გასახდელში შევიდა კაბისთვის ფეხსაცმლის შესახამებლად, ემი კი სავარძელში მოკალათებული ელოდებოდა და კოსმოპოლიტენის ბოლო ნომერს ათვალიერებდა. ამ დროს ნატალის მობილურმა დარეკა და ემიმ გადაწყვიტა, რომ თუ უპასუხებდა და ეტყოდა, რომ ნატალის დროებით არ ეცალა და რამოდენიმე წუთში გადმოერეკათ, არაფერს დააშავებდა. ნატალის ჩანთიდან მობილური ამოიღო, მის მოციმციმე ეკრანზე კი ეწერა „ერიკი“.
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
Jack♥sparrow | თარიღი: სამშაბათი, 2011-09-06, 6:42 PM | შეტყობინება # 57 |
I saw him. I kissed him. I love him.
1232
Offline
| პირველი ვარ,თუ კი სანამ დავწერ არავინ დამასწრებს.
აი რაღა ვთქვა არ ვიცი,მე ერთი და იმავეს დაწერა , შენ კი ერთი და იმავეს წაკითხვა მოგბეზრდა,ალბათ. მაგრამ რა ვქნა,ისევ ჩემი საყვარელი სიტყვებით უნდა შემოვიფარგლო,რომ სრულყოფილად წერ. ერთხელ მითქვამს და ახლა შენს მოთხრობაზე იმავეს გავიმეორებ : მინდა ფანჯარასთან,ნათელ ადგილას დავჯდე,მუხლებზე წიგნიდავიდო სახელად ,,საპნის ბუშტები'',მარცხენა ხელის თითებით წიგნის ფურცლებს დავეყრდნო,მარჯვენა ხელით კი – ცივი ყავა ვწრუპო.
სულ ესაა.
ამ ბოლო თავზე კი მხოლოდ იმას ვიტყვი,რომ ეჭვები მღრნის.
შეტყობინება შეასწორა Jack♥sparrow - სამშაბათი, 2011-09-06, 6:43 PM | |
|
|
|
RoB-dOd | თარიღი: სამშაბათი, 2011-09-06, 7:30 PM | შეტყობინება # 59 |
572
Offline
| Quote (DreaMy) ra iyo vifiqre ro seqsi hqondat da egaa biggrin Chemi naswaVli SitYvebiT roGor BlataObss : P Ups : D ar Vici Ra vTqVaa ghmerto Chemi SrulYofileba Xar +1 Nin MOmwoNs Dzaan Dzaan Da MaintereseBs Dzaan Dzaaan Quote (Jack♥sparrow) ეჭვები მღრნის. Meec
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|
|