♥vampiressa♥ | თარიღი: შაბათი, 2012-06-02, 3:44 AM | შეტყობინება # 559 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| თავი 42 ემი გაოგნებული უყურებდა მათ. ეს გოგო ერთხელაც კი არ ჰყავდა ნანახი, ანუ აქაური არ იყო. ისედაც უცნაურად გამოიყურებოდა. აშკარად ეტყობოდა, რომ ქერა თმა მისი ბუნებრივი ფერი არ იყო. ჯეკი დაძაბული იჯდა. ერთმანეთს შებოჭილად ესაუბრებოდნენ. ემიმ ვერ გადაწყვიტა, შესულიყო თუ არა. არ იცოდა, მის საქციელს რა მოჰყვებოდა. გაახსენდა, რომ ადრეც იყო მსგავს სიტუაციაში, ამიტომ მაშინდელივით მოქცევას, წასვლა არჩია. მანქანა ადგილს მოსწყვიტა და სახლისკენ გაემართა. ჯერ ჯეკის სახლში გადაწყვიტა შესვლა. ელისი ეზოში თამაშობდა ბომბორასთან და ემი დაინახა თუ არა, მაშინვე მისკენ გაიქცა. ბომბორაც ფეხებთან გაუწვა წკმუტუნით და კუდის ქიცინით. ემს გაეცინა მის საქციელზე და მოეფერა. ელისიც გულში ჩაიკრა, შემდეგ ხელი ჩაჰკიდა და სახლში შევიდნენ. -ემ, ჩამოხვედი? რამდენი იწვალე, არადა თურმე აღარ იყო საჭირო. ერიკმა საჩივარი გამოიტანა! -დიახ მისის ენჯელა, ვიცი. დავემუქრე, რომ თუ არ გამოიტანდა, უკანონო საქმეებში ვამხელდი. -აი თურმე რატომ! ყველას გაგვიკვირდა მისგან ასეთი საქციელი. და საერთოდაც, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო ემ. თავადაც იცი, რომ შენს მიმართ არც ისე კარგად ვიყავი განწყობილი, მაგრამ შენმა საქციელმა დამარწმუნა, რომ ჩემი შვილი მართლა გიყვარს-მისის ენჯელამ ცხოვრებაში პირველად გაუღიმა ემს თბილად. -გმადლობთ, რომ ჩემი გჯერათ. რაღაც მინდა გკითხოთ, გირაო ვინ გადაიხადა?-იკითხა თუ არა ემიმ, სწორედ მაშინ შემოაღო კარი ჯეკმა. -ოჰო, ჩემი ქალბატონები ერთად შეკრებილან!-გაიცინა ჯეკმა და ემს მოეხვია. -მომენატრე-ჩასჩურჩულა გოგონამ. მისის ენჯელას ჩაეღიმა, ელისს ხელი მოკიდა და გარეთ გავიდნენ. -ყველაზე საშინელი თორმეტი საათი იყო ჩემს ცხოვრებაში-უთხრა ჯეკმა და ნაზად აკოცა.-ერიკმა საჩივარი გამოიტანა!-აღნიშნა ჯეკმა და ორივენი იქვე, სამზარეულოში ჩამოსხდნენ. -ხომ გითხარი გამოიტანსთქო?!-თვითკმაყოფილი ღიმილი აიკრა ემიმ სახეზე, მაგრამ რაღაც გაახსენდა და უცბადვე დასერიოზულდა-ჯეკ, გირაო ვინ გადაიხადა? -ჰო... ამაზე მინდოდა შენთან საუბარი-ჯეკმა ისე სერიოზულად დაიწყო, რომ ემი დაიძაბა-გირაო ვერონიკამ გადაიხადა! -რა? მეხუმრები? -არა ემ, მართლა მან გადაიხადა გირაო. მისი გამოჩენა და მითუმეტეს მისი ეს საქციელი ჩემთვისაც შოკი იყო. განყოფილებიდან კაფეში წავედით, ჩემთან ლაპარაკი სურდა. ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ რადიკალურად შეცვლილია. თითქოს ძველი ვერონიკა დაბრუნდა. ცდილობს გამოსწორდეს. საცხოვრებლადაც აქ გადმოვიდა. მიხვდა, რომ დიდ შეცდომას უშვებდა და გონს მოეგო. ემ, ნუ მიყურებ მასე. მას ახლა მეგობრის დახმარება და თანადგომა სჭირდება. ჩემს მეტი არავინ არ ჰყავს. მე რომ ახლა არ დავეხმარო, შეიძლება ისევ იმ წუმპეში აღმოჩნდეს, საიდანაც ძლივს ამოვიდა. ხომ გესმის ჩემი, არა?-ჯეკმა მავედრებელი თვალებით შეხედა გოგონას, რომელსაც ყელში უცნაური ბურთი ჰქონდა გაჩხერილი და ცრემლებს ძლივს იკავებდა. თითქოს გულში რაღაც ჩასწყდა. ახლა მხოლოდ მარტო ყოფნა სჭირდებოდა, მეტი არაფერი. ჯეკთან რომ დარჩენილიყო, იცოდა თავს ვერ შეიკავებდა და ატირდებპდა, ეს კი არ უნდოდა. ახლა ყველაზე მეტად იმაზე სწყდებოდა გული, რომ ცხოვრებაში პირველად ჯეკში ეჭვი შეეპარა. მის გრძნობებში დარწმუნებული იყო, მაგრამ უკვე ეშინოდა, რომ ვერონიკა არ მოისვენებდა. მასში ორი „ემი“ ერთმანეთს ებრძოდა. ერთი_რომელსაც სჯეროდა, რომ მისი და ჯეკის სიყვარულს არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა და მეორე_რომელიც ფიქრობდა, რომ ჯეკის ძველი სიყვარულის დაბრუნება მათ ცხოვრებას არევდა. -შენ ის ისევ გიყვარს!-ჩაილაპარაკა ემიმ გაუაზრებლად და თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა-არ გამომყვე!-ემილი ადგა, გაოგნებული ბიჭი ადგილზევე დატოვა და გარეთ გავიდა. ჯეკსონი მალევე მოეგო გონს და გაეკიდა. ეზოში დაეწია, მოატრიალა და გულში ჩაიკრა. ემილიმ თავი ვეღარ შეიკავა და აქვითინდა. -ჩშშ, დამშვიდდი ემ, ნუ ტირი!-ჯეკი თავზე ხელს უსვამდე და ცდილობდა დაემშვიდებინა, მაგრამ ამაოდ, გოგონა ტირილს უფრო უმატებდა. -წამოდი, შიგნით შევიდეთ. ჩაი დალიე და დამშვიდდები. რა დაგემართა?-ბიჭმა გაუღიმა და შიგნით შეიყვანა. -ჯეკ, უნდა წავიდე. შენ ის ისევ გიყვარს. -რა სისულელეს ამბობ ემ?! საიდან მოიტანე?-გაეცინა ჯეკს. -არ არის ეს სისულელე. ამდენი წლის სიყვარული ასე უკვალოდ ვერ გაქრებოდა. -შენ რა ჩემს გრძნობებში ეჭვი გეპარება? -არა ჯეკ, შენსაში არა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ვერონიკა შენს დაბრუნებას შეეცდება. -კარგი რა ემ. ცუდზე ნუ ფიქრობ-ჯეკსონმა გოგონა გულზე მიიხუტა და შუბლზე აკოცა-ვერონიკა მართლა შეიცვალა. -რატომ ხარ ასე დარწმუნებული? ჯეკ, ნიუ-იორკში მომხდარი ასე სწრაფად როგორ დაივიწყე? მაშინაც გჯეროდა, რომ შეცვლილი იქნებოდა. -ემ, მან ჩემი გირაო გადაიხადა! -არ დაფიქრებულხარ საიდან ჰქონდა ამდენი ფული? მეც კი არ მქონდა ადგილზე იმდენი, რომ მაშინვე გადამეხადა!-ემი უკვე ისტერიკის პირას იყო. -რა შუაშია ეს? -ჯეკსონ, ნუ მაგიჟებ! ეგ ხომ ბინძური ფულია! -რა იცი? ხომ ვამბობ გამოსწორდათქო. აი, დღეს გაგაცნობ და შენ თვითონ მიხვდები, რომ მართალი ვარ. -შესანიშნავია! ყოველთვის ვოცნებობდი, რომ შენი ყოფილი შეყვარებული გამეცნო! კიდევ ვინმე ხომ არ არის, ვისაც უნდა ვიცნობდე?-ემი სადაც იყო აფეთქდებოდა, როცა ჯეკის სიცილმა გამოარკვია. -ძალიან გიხდება ეჭვიანობა! -არ ვეჭვიანობ!-ენა გამოუყო ემილიმ და გაიბუსხა. ამ დროს ჯეკის მობილურიც აწკრიალდა. -......... შენ როგორ ხარ? კი, კი, სახლში ვარ.მოდი-ჯეკს არც თუ ისე ვრცელი დიალოგი გამოუვიდა, შემდეგ კი ემს მიუბრუნდა და გამოუცხადა, რომ ვერონიკა მოდიოდა. -მე მივდივარ!-წამოდგა ემი, მაგრამ ჯეკმა ისეთი თვალებით შეხედა, რომ ადგილიდან აღარ დაძრულა. იცოდა რომ მის დატოვებას და თვითონ ასე უბრალოდ წასვლას ვერ შეძლებდა, მითუმეტეს ასეთი მზერის შემდეგ.-კარგი, იცოდე დავრჩები და გავიცნობ, მაგრამ იცოდე თუ შემდეგ წასვლას გადავწვეტ, აღარ უნდა გამაჩერო! -ემ, გპირდები, რომ ნერვიულობის მიზეზი არ გაქვს და არც წასვლა არ მოგინდება. ვერონიკა მალევე მოვიდა. მისის ენჯელა და ელისი გულთბილად მოიკითხა, ბოლოს კი ემის გაცნობის ჯერიც დადგა. ეს მძიმე მისია რა თქმა უნდა ჯეკს ეკისრებოდა და ნერვიულობდა. ემილი კი მის გვერდით გაბუტული ბავშვივით იდგა. -ვერონიკა, გაიცანი, ეს ჩემი შეყვარებულია_ემილი. ემ, ეს ვერონიკაა-ემიმ შეამჩნია, როგორ შეეცვალა ვერონიკას სახე, როდესაც ჯეკმა ემილი გააცნო და ეს ძალიან, ძალიან არ მოეწონა. ხვდებოდა, რომ ამიერიდან მშფოთვარე ცხოვრება ელოდა. ვერონიკას მიამიტი სახის დანახვაზე ნერვები ეშლებოდა. იცოდა, რომ ეს გოგო ჯეკსონს ადვილად არ დათმობდა. -ყავას ხომ დალევთ? წავალ, მოვადუღებ-ემიმ ისეთი სახით თქვა, თითქოს უკვე ამ სახლის დიასახლისი ყოფილიყოს. უნდოდა, რომ ვერონიკას მისი უპირატესობა ეგრძნო. -მე მოვადუღებ. არ დამვიწყებია ჯეკს როგორი ყავა უყვარს-არ ჩამორჩა ვერონიკაც და ირონიული ღიმილით სამზარეულოსკენ გაემართა. -ჯეკსონ, ამას მოვკლავ!-კბილებში გამოსცრა ემიმ და სამზარეულოსკენ წასვლა დააპირა, მაგრამ ჯეკმა გააჩერა. -ვერონიკა, მე უშაქრო ყავა მომიდუღე!-გასძახა ემიმ გოგონას სამზარეულოში, თვითონ კი მისაღებში დივანზე მოკალათდა. ვერონიკა რამდენიმე წუთში სინზე დალაგებული ფინჯნებით დაბრუნდა. -მე ყავას ერთად ვადუღებ და უშაქროს ცალკე ვერ მოგიდუღებდი. თუ გსურს შეგიძლია თავად გაიკეთო-გაუღიმა ვერონიკამ და ჯეკს გვერდით მიუჯდა. ემი მზად იყო ახლავე მოეკლა ეს თავხედი გოგო. -ჯეკ, შეგიძლია ხვალ სამსახურის საძებნელად გამომყვე? -ჯეკსონ, თუ გახსოვს შენ ხვალ ჩემთვის ბაიკის მართვა უნდა გესწავლებინა!-სასწრაფოდ ჩაერთო ემი. -ნამდვილად არ მინდა, რომ გეგმები ჩაგიშალოთ, მაგრამ თუ სამსახურს სწრაფად ვერ ვიშოვი, მაშინ ისევ ნიუ-იორკში დაბრუნება მომიწევს, თორემ ფული თითქმის აღარ დამრჩა, ჯეკსონის გირაო გადავიხადე. -ემ, რას იტყვი ჩვენი გეგმა სხვა დროისთვის რომ გადაგვედო?-შეაპარა ჯეკმა და მოსალოდნელი ბირთვული აფეთქების შიშით გაიტრუნა. -კარგი, არაა პრობლემა. სკოტს ვთხოვ და ის მასწავლის ტარებას!-ემილიმ იცოდა, რომ ამას არასდროს არ გააკეთებდა, მაგრამ ახლა იმდენად გაცოფებული იყო, რომ ჯეკის გამოფხიზლება და მისთვის იმის დანახება სურდა, რომ მისი საქციელით შეიძლებოდა ემი დაეკარგა. -რა? ვის სთხოვ? -სკოტს. რა იყო, არ შეიძლება? შესანიშნავი ბაიკი ჰყავს. თან შენ თუ ვერ შეძლებ, ის სიამოვნებით დამთანხმდება. ახლა კი ჩემი წასვლის დროა!-ემი წამოდგა და კარისკენ გაემართა, ჯეკიც გაჰყვა, მაგრამ... -ჯეკ, რაღაც ცუდად ვარ. გთხოვ, წყალი მომიტანე, ვეღარ ვსუნთქავ. რაც ნარკოტიკს შევეშვი, ასე ხშირად მემართება-სასოწარკვეთილი ხმით ჩაილაარაკა ვერონიკამ. ეს რა თქმა უნდა მისი ერთ-ერთი ხრიკი იყო, რასაც ემი მშვენივრად ხვდებოდა. -მიდი ჯეკ, მიხედე. მას ახლა მეგოვრის მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება-ემილიმ ჯეკსონის მიერ ცოტა ხნის წინ ნათქვამი სიტყვები ირონიული ღიმილის თანხლებით გაიმეორა და გარეთ გავიდა. ჯეკს ვერ გადაეწყვიტა რა ექნა. ვერონიკა ცუდად იყო, მის გამო ემის გაშვება კი არ უნდოდა. -ჯეკ...-ამოიკნავლა ვერონიკამ და ბიჭიც სასწრაფოდ მისკენ გაემართა. ემს გარეთ გასვისთანავე ცრემლები წამოუვიდა. ეზოში ელისი და მისის ენჯელა იყვნენ და ყვავილებს რწყავდნენ. მისის ენჯელამ ემი დაინახა თუ არა, მაშინვე მისკენ გაემართა. -რა მოხდა ემ, რატომ ტირი? -ამმ, არა, არაფერი-ემიმ სასწრაფოდ შეიმშრალა ცრემლები და გაიღიმა. -ჯეკმა გაწყენინა? -არა მისის ენჯელა, მაგრამ მგონი თქვენი შვილი დაბრმავდა. -არ გინდა მომიყვე რა მოხდა?-შესთავაზა ქალმა, იქვე მდგარ ხის, გრძელ სკამზე ჩამოსვა და თვითონაც გვერდით მიუჯდა. -ჯეკი მიმტკიცებს, რომ ვერონიკა შეიცვალა და თუ ახლა არ დაეხმარება, შეიძლება ისევ იმ წუმპეში დაბრუნდეს. მე კი არ მჯერა მაგ გოგოსი. დარწმუნებული ვარ, რომ აქ ჯეკსონის დასაბრუნებლად ჩამოვიდა. ჯეკი კი ამას ვერ ხვდება! -ემილი, უნდა გაუგო. მესმის შენი და მართალიც ხარ, მაგრამ ჯეკის მდგომარეობაშიც უნდა შეხვიდე. გაურკვევლობაშია. ვიცი, რომ უყვარხარ, მაგრამ ვერონიკასთანაც მოვალედ თვლის თავს რომ დაეხმაროს. დრო სჭირდება, რომ ყველაფერში გაერკვეს და მიხვდეს სინამდვილეში ვერონიკას რა მიზნებიც ამოძრავებს. ის გოგოც მიხვდება, რომ ჯეკს შენ უყვარხარ და ბოლოს და ბოლოს შეგეშვებათ. ახლა დამშვიდდი და აღარ იტირო, ცრემლებით მხოლოდ შენს სისუსტეს გამოამღჟავნებ, ახლა კი ძლიერი უნდა იყო. ვერონიკას აგრძნობინე, რომ კონკურენტადაც კი არ მიიჩნევ და ჯეკს დრო მიეცი, რომ გონს მოვიდეს. -მისის ენჯელა, გმადლობთ!-ემილი ქალს გადაეხვია და მანაც თბილად ჩაიკრა გულში. როგორც იქნა მათი ურთიერთობაც მოგვარდა. გოგონა დიდხანს აღარ დარჩენილა, სახლში წავიდა და სხვენში მოწყობილ სახელოსნოს მიაშურა. ახლა განტვირთვა სჭირდებოდა, ამისთვის საუკეთესო საშუალება კი, ახალი მოდელების შექმნა იყო. მითუმეტეს, რომ კრისს პირობა მისცა მოდის კვირეულზე გასულიყო, რომელიც სულ რაღაც თვენახევარში გაიმართებოდა. მოლბერტზე დამაგრებულ ფურცელს ფანქრის წვერით შეეხო თუ არა, მის გარშემო ყველაფერი გაუფერულდა. თითქოს დედამიწამ მოძრაობა შეწყვიტა. ის ახლა მხოლოდ თავის საქმეზე ფიქრობდ და დაუზარებლად ავსებდა ფურცლებს სხვადასხვა მოდელების ნახატებით. ბოლოს, როცა უკვე მეორე ფანქარიც მინიატურული ზომის გახდა, მხოლოდ მაშინგადაწყვიტა, რომ დღეისთვის საკმარისი იყო. ფანჯარაში გაიხედა, უკვე ბინდს შთაენთქა ყოველივე. მას შემდეგ, რაც ჯეკსონის სახლიდან წამოვიდა, სამი საათი მაინც იქნებოდა გასული, მეტი თუ არა, მისი ბილური კი ჯერ კიდევ დუმდა! ემიმ გადაწყვიტა, რომ თუ ჯეკის ზარს არ დაელოდებოდა, დრო უფრო სწრაფად გავიდოდა, თან ვივიენის მონახულებაც უნდოდა, ამიტომ გამოიცვალა და მისი სახლისკენ გაემართა. ვივიენი გააკვირვა მისმა დანახვამ, მაგრამ ამავდროულად ძალიან გაახარა. ემი სახლში შეიპატიჟა. გოგონებმა ბევრი ილაპარაკეს, ყავა მიირთვეს და ბოლოს ემის სკოლიდან გაშვების საკითხსაც მიადგნენ. -ემ, შენმა გაშვება, სრული ქაოსი გამოიწვია! სულ ორი დღეს რაც აღარ ხარ და ბავშვები უკვე პროტესტს გამოთქვამენ. მეთორმეტე კლასი არც ერთ გაკვეთილს არ ესწრება. ყველა შენს დაბრუნებას მოითხოვს! დირექტორი ამშვიდებს და ეუბნება, რომ კონკურსზე შენს გარეშეც მშვენივრად გავლენ, მაგრამ მაინც უარზე არიან. -ღმერთო, მართლა? ვერც კი წარმოვიდგენდი ასე თუ მოიქცეოდნენ. შემდეგი ეტაპი და ფინალი ორ კვირაშია, ნიუ-იორკში. ხელმძღვანელის გარეშე გასვლის უფლებას არავინ მისცემს, ეს წარმატება კი სკოლას ძალიან სჭირდება. მე სკოლაში დაბრუნების შანსი აღარ მაქვს, ასე რომ რაიმე უნდა მოვიფიქრო. -რომ სცადო და ელენას დაელაპარაკო? იქნებ მოლბეს და დაგაბრუნოს. -ხვეწნას არ ვაპირებ. თუ თავისას არ დაიშლის, ბავშვებს ცალკე მოვამზადებ. მათ მე ვჭირდები და არ ვუღალატებ. -მომწონს შენი შემართება! ხვალ მოდი სკოლაში და ყველაფერი გაარკვიე. -კარგი, ახლა კი წავალ-ემი წასასვლელად მოემზადა.
სახლში რომ მივიდა, სწორედ მაშინ აცილებდა ჯეკი ვერონიკას. ემი მათთან მივიდა და ჯეკს გვერდით მიეწება. -ჩემი წასვლის დროა...-ჩაილაპარაკა ვერონიკამ. -ნამდვილად!-გაუღიმა ემიმ და ჯეკს საოცრად ვნებიანად აკოცა, რის დანახვაზეც ვერონიკას სახეზე ყველა ფერმა გადაურბინა, ბოლოს კი მანქანაში ჩაჯდა და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას. -ხვალ დედა ტერეზას როლი უნდა შეასრულო?-მისი წასვლისთანავე დასერიოზულდა ემი. -რას გულისხმობ? -შეყვარებულის უკანა პლანზე გადაწევას და ვერონიკასთვის სამუშაოს შოვნას. -ემ, მე შენ უკანა პლანზე არასდროს არ გადამიწევიხარ და არც გადაგწევ. -იმედია. ყველაფერს დრო გვიჩვენებს... -ემილი! და კიდევ, შენ რა მართლა აპირებ სკორისთვის იმის თხოვნას, რომ ბაიკის მართვა გასწავლოს? -ვნახოთ. თუ შენ ვერონიკასთან იქნები მთელი დღე... -ერთი დღე გიწყვიტავს ყველაფერს? -ერთი დღე არა ჯეკ, შენი არჩევანი, რომელსაც ხვალ გააკეთებ. -ნუ მექცევი ასე. -როგორ? -თითქოს მსჯი. ხომ იცი, რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. -ვიცი ჯეკ. და მინდა შენც იცოდე, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის სიგიჟემდე მეყვარები!-გოგონა თითის წვერებზე აიწია და ჯეკს აკოცა. ბიჭმაც ცალი ხელი თმაში შეუცურა, მეორე კი წელზე მოხვია და უფრო ახლოს მიიზიდა. ეს იყო ყველაზე ემოციური კოცნა მათთვის. თითქოს გამოსამშვიდობებელი... -ეჰ, წავედი მე, თორემ მალე გაბრაზება გადამივლის!-გაიცინა ემიმ და სახლისკენ გაემართა, მაგრამ ჯეკმა ხელი მოკიდა, მოატრიალა, სწრაფად აკოცა და შემდეგ სიცილით გაეცალა. ემი ფრენა-ფრენით შევიდა სახლში. ხასიათი წამში გამოუკეთდა. თითქოს სრულიად გადაავიწყდა მომხდარი. მისის ენჯელას სიტყვებიც ძალიან დიდ სტიმულს აძლევდა, მით უფრო იმიტომ, რომ მას ემი თავიდანვე ათვალწუნებული ჰყავდა და ასეთი ადამიანისგან დადებითი სიტყვები, დამეთანხმებით რომ ორმაგად სასიამოვნოა. ემი დღევანდელმა დღემ ძალიანა დაღალა. ემოციურად დაიღალა. ვერ იტანდა გაურკვევლობას და მოლოდინს და ახლა სწორედ ისინი სტანჯავდნენ. საწოლშიც დიდხანს იწრიალა, ვერაფრით ვერ იძინებდა. აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. ბოლოს, დროის გასაყვანად და თვალების ისე დასაღლელად, რომ ჩასძინებოდა, ლეპტოპი ჩართო და ინტერნეტში შევიდა. გაოცდა, როცა თითქმის ყველა საიტზე ერიკის სურათი იყო გამოქვეყნებული, რომელსაც ხელბორკილს ადებდნენ და პოლიციის მანქანაში ტენიდნენ. გულში ცხოვრებაში პირველად უამრავი მადლობა გადაუხადა აშშ-ს პოლიციას და შემდეგ მშვიდად დაიძინა. დილით მობილურის წკრიალმა გააღვიძა. ვივიენი ურეკავდა. -გისმენ-ამოიბურტუნა ემიმ ისე, რომ თვალებიც არ გაუხელია. -სად ხარ? შუადღეა უკვე. სადაცაა ბოლო გაკვეთილიც გამოვა, აღარ აპირებ დღეს დირექტორთან შესვლას? -რას ამბობ, მართლა?! გავეზადები და გამოვალ. გმადლობ, რომ გამაღვიძე-ემიმ მობილური იქვე მოისროლა და ამინდის შესამოწმებლად ფანჯარაში გაიხედა, შემდეგ კი შავი, მუხლამდე კაბა, წითელი პიჯაკი და ამავე ფერის ფეხსაცმელი ჩაიცვა. სადა მაკიაჟი გაიკეთა, თმა გაიშალა, ჩანთა და გასაღებების ახსმა აიღო და გავიდა. გზაში მობილური კიდევ ერთხელ აუწკრიალდა. ჩანთაში ხელის ფათურით მოძებნა მობილური და ისე უპასუხა, რომ არც დაუხედავს ვინ ურეკავდა. -ბაჭია, როგორ ხარ? სასწრაფო საქმე მაქვს! -კრის?! კარგად, შენ? რა ხდება? -მეც კარგად. ემ, მოდის კვირეულთან დაკავშირებით რაღაცეები შეიცვალა. ზუსტად თვენახევარში, საშობაოდ გაიმართება პარიზში, მაგრამ დიზაინრებემა წინასწარ უნდა გავიაროთ რეგისტრაცია, რომელიც თურმე ხვალ მთავრდება. მეც ახლახანს შემატყობინეს. პარიზში წასვლა არაა საჭირო, ნიუ-იორკში ჩახვალ, რეგისტრაციას გაივლი და შემდეგ კვირეულის დაწყებამდე რამოდენიმე დღით ადრე პარიზში გამოცხადდები. -აუცილებელია მე რომ ჩამოვიდე? შენ ვერ დამარეგისტრირებ? -შენი გამოცხადებაა აუცილებელი ემ, თორემ მე არც შეგეკითხებოდი ისე დაგარეგისტრირებდი. რამე პრობლემაა? -კი და თან რომ იცოდე როგორი! ვერ ჩამოვალ კრის. მე რომ ახლა მანდ წამოვიდე, შეიძლება ჩემს უკან დაბრუნებას აზრიც აღარ ჰქონდეს. -რა ხდება ემ? -მობილურით მოყოლა არ მინდა. თუ ვერაფერი მოვაგვარე, მეილს გამოგიგზავნი და იქ მოგიყვები ყველაფერს. ახლა წავედი, იქნებ რამე მოვიფიქრო. მიყვარხარ! -მეც ბაჭია. გამაგებინე რას იზამ!-ემიმ მობილური გათიშა და ჩანთაში ჩაუძახა, თვითონ კი სიჩქარეს უმატა, რომ დირექტორის წასვლამდე მიესწრო და დალაპარაკებოდა. ავტოსადგომი გადაჭედილი იყო, ემიმ ძლივს იშოვა თავისუფალი ადგილი მანქანის გასაჩერებლად. მანქანიდან გადმოვიდა და სკოლის შენობისკენ გაემართა, მაგრამ ადგილზევე გაშეშდა. ისეთი რამ დაინახა, რასაც ვერც კი წარმოიდგენდა. გული ეტკინა, ძალიან... ეზოში ჯეკი იდგა ვერონიკასთან ერთად და სკოლის დირექტორს_ელენას ელაპარაკებოდა.
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
შეტყობინება შეასწორა ♥vampiressa♥ - შაბათი, 2012-06-02, 3:49 AM | |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: პარასკევი, 2012-06-08, 11:35 PM | შეტყობინება # 568 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| თავი 43 ემს ეგონა ყველაფერი თავზე ჩამოექცა. ერჩივნა საერთოდ არმოსულიყო აქ და ეს ყველაფერი არ ენახა. ეს თავხედი გოგო შეყვარებულსაც ართმევდა და სამსახურსაც! მაგრამ ემი ახლა ჯეკსონზე უფრო ბრაზობდა, ვიდრე ვერონიკაზე. გუშინ ხომ უთხრა ჯეკს ყველაფერი შენს არჩევანზეა დამოკიდებულიო? რატომ მოიქცა ასე? რატომ მოიყვანა ვერონიკა იქ, სადაც ადრე ემი ყავდა? ნუთუ ყველასთან ასე იქცეოდა, ასე იწყებდა? ემს კი ეგონა, რომ... ის ვეღარც კი აზროვნებდა. თვალები ცრემლებით ევსებოდა, კანკალმა აიტანა და ვეღარ მშვიდდებოდა. არ უნდოდა, რომ ყველაფერი დაემთავრებინა, მაგრამ სხვა გზასაც ვერ ხედავდა, ჯეკს დღეს მასთან არც კი დაურეკავს! გოგონამ უცბადვე მიიღო გადაწყვეტილება: ნიუ-იორკში წავიდოდა, იქნებ ორი დღე საკმარისი ყოფილიყო ჯეკის გამოსაფხიზლებლად. მაგრამ ახლა აქედან ასე უბრალოდ წასვლა არ შეეძლო. უნდა გაეკეთებინა ის, რაც ამ წამს მთელი გულით სურდა. ემილი მშვიდად მიუახლოვდა მათ, ისე რომ ჯეკს არც კი შეუმჩნევია და მას ყბაში მუშტი უთავაზა. ხელი საშინლად ეტკინა, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო. სანამ გაოგნებულ-შეურაცხყოფილი ჯეკსონი გონს მოეგებოდა, ემი სასწრაფოდ თავისი მანქანისკენ გაემართა და იქაურობას მოშორდა. სარკეში დაინახა როგორ ჩაჯდა ჯეკსონი მანქანაში და უკან როგორ გამოყვა და ამიტომ ისედაც მასქიმუმამდე ასულ სიჩქარეს კიდევ უფრო უმატა. სახლთან მისულმა მკვეთრად დაამუხრუჭა და შიგნიშ შევარდა. რამოდენიმე წამი ჰქონდა სანამ ჯეკი მოვიდოდა. საძინებელში აირბინა, ჩემოდანი საწოლზე დააგდო და ბარგის ჩაყრას შეუდგა. სწორედ ამ დროს კიბეებზე სწრაფი ნაბიჯების ხმა გაიგო, რომელიც მიუახლოვდა, მაგრამ ემს მისკენ არ გაუხედავს, ჯიუტად განაგრძო ნივთების ჩალაგება. -რას აკეთებ?-ჯეკის გაბზარულმა ხმამ გოგონა აიძულა მისკენ შეტრიალებულიყო და მისი განადგურებული სახისთვის შეეხედა. -მივდივარ...-ემს ხმაზეხ ეტყობოდა მღელვარება. -სად? -ნიუ-იორკში. შენ დრო გჭირდება ჯეკ. -რა? დრო მჭირდება? რისთვის? ხვდები მაინც რას ამბობ? -ჯეკ, ახლა დაბნეული ხარ და ვერ ხვდები რას აკეთებ. -მე ნუ მაბრალებ იმას, ნიუ-იორკში დაბრუნება რომ გინდა. -საიდან მოიტანე? -თავს ნუ ისულელებ ემილი. ზღაპრების მოყოლაც არაა საჭირო. უბრალოდ პირდაპირ თქვი, რომ დეპრესიამ გაგიარა, პოპულარობა მოგენატრა და იმიტომ ბრუნდები. ვერ ვხვდები ასე კარგად როგორ თამაშობდი! -რა? შენ რა გაგიჟდი? რეებს მეუბნები!-ემი მისმა სიტყვებმა იმდენად შეურაცხყო, რომ თავი ვეღარ შეიკავა და ხმას აუწია. -სიმართლეს! ყველაფერმა ჩაიარა, ერიკის ამბები მოგვარდა და ახლა ბრუნდები! რა უნდა ვიფიქრო სხვა? და საერთოდაც, ვერონიკას მიზეზად ნუ იყენებ. ის რომ არ გამოჩენილიყო მაინც მოიფიქრებდი რაიმეს წასასვლელად! არაა საჭირო რომ შენი წასვლა სხვას გადააბრალო და თავი მსხვერპლის როლში გამოიყვანო! -ჯეკსონ გაჩუმდი! -სიმართლე მწარეა! -თუ ხვდები შენი სიტყვებით რა გააკეთე?-ემს გაუჩერებლად სდიოდა თვალებიდან ცრემლები. -ყველაფერს ნათელი მოვფინე. ახლა კი, როცა ყველაფერი გავარკვიეთ, შეგიძლია წახვიდე-ჯეკი წასასვლელად შეტრიალდა. -ჯეკსონ! გჯერა რომ ასე მოვიქცეოდი? მხოლოდ ამ კითხვაზე მიპასუხე, გჯერა რომ ამას გავაკეთებდი? -უკვე აღარ ვიცი რა დავიჯერო. -მაშინ ჩემს დაბრუნებას არც ჰქონია აზრი, მე კი მხოლოდ ორი დღით მივდიოდი. -აღარ გინდა თავის მართლება. გზა თავისუფალია, შეგიძლია წახვიდე-ჯეკი ახლა მართლა წავიდა, ემსაც აღარ შეუჩერებია. ის ბარგიც ჩაყარა რის დატოვებასაც გეგმავდა, შემდეგ კი დაბლა ჩავიდა, სახლს თვალი მოავლო და გარეთ გავიდა. გოგონამ ჩემოდნები წვალებით ჩადო საბარგულში და ის იყო უნდა წასულიყო, რომ მისკენ მომავალი მისის ენჯელა და ელისი შენიშნა და მათკენ გაემართა. მისის ენჯელა გოგონას გადაეხვია. -მან ყველაფერი გადაწყვიტა და თავისივე მოგონილი ზღაპარი დაიჯერა-ამოისლუკუნა ემიმ-გმადლობთ ყველაფრისთვის, მაგრამ აქ ვეღარ დავრჩები. მას დრო არაფერში არ სჭირდება, გადაწყვეტილება უკვე მიიღო, მე კი არ შემიძლია რომ დავრჩე, მას ვუყურო და ვიცოდე რომ...-ემიმ სიტყვა ვეღარ დაამთავრა. შემდეგ ელისი ჩაიკრა გულში, რომელსაც თვალებიდან ორი პაწაწინა მარგალიტი ჩამოუგორდა. -ემ, გეხვეწები დარჩი... -არ შემიძლია პატარაც, ხომ იცი... -ძალიან, ძალიან მომენატრები ემ. ეს გამომართვი და როცა დამშვიდდები მერე გახსენი-ელისმა ემს ლამაზი ვარდისფერი კონვერტი გაუწოდა. გოგონამ კონვერტი ჩანთაში ჩააგდო და ელისი ხელში აიყვანა. უჭირდა მასთან გამომშვიდობება, მაგრამ ყველაზე მეტად ვისი დატოვებაც უძნელდებოდა, ის მასთან დამშვიდობებასაც კი არ აპირებდა. სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა ემიმ წამიერად მოჰკრა თვალი ფანჯარაში ჯეკს, რომელიც მაშინვე გაუჩინარდა. გოგონა ელოდა მის გამოჩენას, მაგრამ ამაოდ. ბოლოს ემილიმ ღრმად ჩაისუნთქა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა. სანამ ქალაქიდან გავიდოდა, გზად ერთ ადგილს ჩაუარა და მანქანა გზიდან გადაიყვანა. არ შეეძლო ისე წასულიყო აქედან, რომ ეს ადგილი კიდევ ერთხელ არ ენახა. ნელა გაიარა ტირიფების დერეფანი და ოპერის წინ აღმოჩნდა. მზერა გაჩერებული საათისკენ გაექცა. ამ საათს მისთვის სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაჩერებული საათი თითქოს დროის გაჩერებას ნიშნავდა... ფრთხილად შევიდა ოპერაში და კიბეს აუყვა. მალევე აღმოჩნდა მთავარი დარბაზის დიდ სცენაზე. სცენის ცენტრში ჩამოჯდა და ცრემლებს თავისუფლება მიანიჭა... იქ ყოფნისას დრო მისთვის მართლა გაჩერდა. ის დღე გაახსენდა აქ პირველად რომ იყო და გული ძალიან ეტკინა. გულის სიღრმეში მაინც სჯეროდა, რომ ჯეკი ასე უბრალოდ არ გაუშვებდა. სწორედ ამიტომ იჯდა აქ ამდენ ხანს და მას ელოდა. მაგრამ ბოლოს, მიხვდა რომ ლოდინს აზრი აღარ ჰქონდა, ცრემლები შეიმშრალა და გარეთ გავიდა. ნიუ-იორკში მალევე ჩავიდა და მაშინვე კრისის სახლისკენ გაემართა. იცოდა რომ ის იქ იქნებოდა და მასთან აპირებდა დროებით დარჩენას. კარი კრისმა გაუღო, რომელმაც მის დანახვაზე წამოიკივლა და გოგონა ხელში აიტაცა. -მოიცა, რა გჭირს?-აღშფოთდა კრისი მისი ნამტირალევი თვალების დანახვისას. -ყველაფერი დამთავრდა კრის! -ამოისლუკუნა ემიმ და ხრემლების ახალი ტალღა დაეუფლა მის სახეს. -რა? რას ამბობ? დამშვიდდი და ყველაფერი მომიყევი-კრისმა ემი დივანზე ჩამოსვა და გვერდით მიუჯდა. გოგონამ ყველაფრის მოყოლა ერიკის გამოჩენის დღიდან დაიწყო. -იდიოტი! კრეტინი! დიდი სიაოვნებით ვცემდი!-ქოთქოთებდა კრისი-და შენ რას აპირებ? -არაფერს. რას უნდა ვაპირებდე, უკვე ყველაფერი დამთავრდა. კრის, შეიძლება სანამ ახალ სახლს ვიშოვი დროებით შენთან დავრჩე? -რა თქმა უნდა! რამდენი ხნითაც გინდა დარჩი. -მიყვარხარ!-ემი მეგობარს ჩაეხუტა. საღამომდე გოგონამ უკვე ბარგიც ამოალაგა და სრულიად შემთხვევით ელისის მოცემული კონვერტიც ტანსაცმელს შეაყოლა. ფანჯრიდან რომ იხედებოდა, ვერ იჯერებდა რომ ისევ აქ იყო. ვერ იჯერებდა, რომ მისი სახლის გვერდით ჯეკის სახლი არ იყო. მის გახსენებაზე გულში საშინელ ტკივილს გრძნობდა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ჯეკსონის ბოლო სიტყვები ახსენდებოდა. კრისი მაღაზიაში იყო გასული პიცის მასალის ამოსატანად, ემი კი უაზროდ მიშტერებოდა ერთ წერტილს. უცბად ოთახში გამეფებული სიჩუმე მობილურის ხმამ დაარღვია. გოგონას არც დაუხედავს ეკრანისთვის ისე უპასუხა. მისთვის უკვე სულ ერთი იყო ვინ ურეკავდა. -ემ, სად ხარ? დღეს სკოლიდან ადრე წავედი და ვეღარ გნახე. ელაპარაკე ელენას? -ვივიენ, ნიუ-იორკში ვარ. -როდის ჩამოხვალ? -არ ჩამოვალ. ჯეკსონთან ყველაფერი დამთავრდა... -რა? რატომ? -ახლა არ შემიძლია მოყოლა და გახსენებაც არ მინდა. -კარგი ემ. არ ინერვიულო გთხოვ... -ვეცდები. მომენატრები. -მეც, ძალიან. ახლა უნდა წავიდე, მე და დევიდი კინოში მივდივართ. -შენ და დევიდი?-აღმოხდა ემს-ხომ გეუბნებოდი უყვარხართქო! -ჰო...-დაიმორცხვა ვივიენმა-ჭკვიანად იყავი, მიყვარხარ! -მეც!-ემი გაახარა ამ ახალმა ამბავმა. მალე კრისიც დაბრუნდა და პიცის გაკეთებას შეუდგნენ. კრისი ცდილობდა ემი გაემხიარულებინა და ათას სისულელეს აკეთებდა, ემიც იღიმებოდა, მაგრამ ღიმილი მის თვალებს არ ეხებოდა. * * * ჯეკსონი წარსულის საუფლოს ოპერის მთავარი სცენის ცენტრში იჯდა, გვერდით „ჯეკ დენიელსის“ ბოთლი ედგა და სიგარეტს ეწეოდა. ექვსი წლის შემდეგ კვლავ ეწეოდა... ვერ იჯერებდა, რომ ყველაფერი მის თავს ხდებოდა. ნუთუ ემი მართლა ასე მოექცა? ნუთუ დედამისი მართალი იყო? ნუთუ ემილიმ ყველაფერი მოაგვარა და ამიტომ დაბრუნდა ნიუ-იორკში? ჭკუიდან შლიდა ამდენი „ნუთუ“. როგორ შეიძლებოდა, რომ ეს ყველაფერი უბრალო თამაში ყოფილიყო? როგორ მალე დამთავრდა ყველაფერი. ერთმა პრობლემამ ყველაფერი არია. მაგრამ თუ ეს ყველაფერი მართლა უბრალო თამაში იყო, ემი რატომ იწუხებდა მის გამო თავს? ჯეკს ვეღარაფერი გაეგო. მის თავში აზრები ელვის სისწრაფით დაქროდნენ და ვერც ერთის დაჭერას ვერ ახერხებდა. არა ჯეკს როგორი გრანდიოზული სიურპრიზი ჰქონდა ემისთვის დაგეგმილი! როგორ უნდოდა ამის გაკეთება... „ჯეკ დენიელსის“ ბოთლი მოიყუდა და მის ეტიკეტს რომ დახედა ფესტივალის დღე გაახსენდა. ალბათ ემილი უკვე ჩავიდოდა ნიუ-იორკში. ნეტავ დაბრუნებას მართლა აპირებდა? ჯეკმა კი... ჯეკმა გული ატკინა და საშინელებები უთხრა, მაგრამ როდესაც დაინახა როგორ ალაგებდა გოგონა ბარგს ისე, რომ მისთვის არაფერი ჰქონდა ნათქვამი, ეგონა რომ ქვეყანა თავზე ჩამოექცა. თუ მხოლოდ ორი დღით მიდიოდა როგორც თვითონ თქვა, მაშინ რატომ არ უთხრა ჯეკს? რატომ მიდიოდა მალულად? ჯეკს უკვე თავი ასტკივდა ამდენი ფიქრისგან. უცბად მისი მობილური აწკრიალდა, მაგრამ ზარით აღელვებულ ჯეკს იმედი გაუცრუვდა. ემის ნაცვლად ვერონიკა რეკავდა. აბა რა ეგონა, ემი დაურეკავდა? ჰმ, რა სისულელეა! ის ამას არაფრის დიდებით არ გააკეთებდა და მართალიც იქნებოდა. ჯეკს უნდა გადაედგა პირველი ნაბიჯი და არც არ აპირებდა ჯერ-ჯერობით ამას. ჯეკმა მობილური გამორთო, არ სურდა ამ ადამიანთან საუბარი. ახლა საერთოდ არაფერი არ სურდა. სასმელსაც იმიტომ სვამდა ამდენს, რომ გათიშულიყო... ნეტავ შემდეგ რა იქნებოდა? როგორ წავიდოდა მისი ცხოვრება? სწორედ ამ სცენაზე არ უთხრა ემს, ისე ვერ გავძლებ შენს თვალებში არეკლილი ჩემი სახე რომ არ დავინახოო? აბა ახლა რა უნდა ექნა? ღმერთო, რა სულელური მიზეზის გამო დაასრულეს ყველაფერი. ვერონიკას გამოჩენის დღიდან ყველაფერი აირია. ნუთუ ემი მართალი იყო და ეს გოგო ჯეკის დაბრუნებას ცდილობდა? ჯეკმა სიგარეტის კოლოფიდან კიდევ ერთი ღერი ამოიღო და გააბოლა... * * * მეორე დღისით ემილი და კრისი ჯერ სავარჯიშოდ წავიდნენ, შემდეგ სუპერმარკეტში, ბოლოს კი გამოიცვალეს და მოდის კვირეულზე დასარეგისტრირებლად გაემართნენ. რადგან ოფისი ახლოს იყო, ფეხით გასეირნება გადაწყვიტეს. ემი გულგრილად მიუყვებოდა ერთ დროს მისთვის საყვარელ ქუჩას და არაფერზე, საერთოდ არაფერზე არ ფიქრობდა. არაფრისმეტყველი თვალებით უყურებდა ქუჩის ბანერებს და უცბად რაღაც გაახსენდა. ბანერზე მოცეკვავე წყვილები ეხატნენ, ქვემოთ კი თარიღი იყო მითითებული. ემიმ სასწრაფოდ მობილური ამოიღო ჩანთიდან და ვივიენს დაურეკა. -ვივიენ, როგორ ხარ? მისმინე, შეგიძლია გამოსაშვები კლასის ბავშვებთან დამაკავშირო? სასწრაფო საქმე მაქვს! -კარგად ემ, შენ? კი, რა თქმა უნდა. ისედაც არ შედიან გაკვეთილზე. ახლავე ჩავალ და დაგალაპარაკებ-ცოტა ხანში კვლავ გაისმა ვივიენის ხმა-ემ, სპიკერზეა ჩართული, შეგიძლია ილაპარაკო. -გამარჯობა ბავშვებო! თქვენთან სასწრაფო საქმე მაქვს. ზუსტად ორ კვირაში ცეკვის ფესტივალის შემდეგი ტურია. სერიოზული მომზადება გჭირდებათ, დახმარების გარეშე კი ამას ვერ შეძლებთ. თქვენთან წინადადება მაქვს: ხვალვე ჩამოდით ნიუ-იორკში, საცხოვრებლის ხარჯებს მე დავფარავ, დარბაზიც ვიცი სადაც უნდა ვიშოვოთ და ვირეპეტიციოთ. ყველაფერში დაგეხმარებით და პირობას გაძლევთ, რომ გაიმარჯვებთ! თანახმა ხართ? -რა თქმა უნდა!-ერთხმად უპასუხეს ბავშვებმა. -მე არ ვარ თანახმა!-ემი მობილურს მიღმაც მიხვდა ვის ეკუთვნოდა ეს ხმა-შენ აღარ ხარ ჩვენი მასწავლებელი და არც ჩვენთან ერთად გამოსვლის უფლება არ გაქვს! თუ კიდევ ერთი ჯილდო გსურს, შეგიძლია სხვები იპოვო და ისინი მოამზადო!-ჯენიფერი ისეთი ხმით ლაპარაკობდა, თითქოს პატარა ბავშვს ტუქსავდა. -ჯენიფერ მოკეტე!-გააჩუმა ის ვიღაცამ-ემილი, ხვალვე ჩამოვალთ. -კარგით. გამაგებინეთ ზუსტი დრო და დაგხვდებით. აბა, ხვალამდე! ემილიმ და კრისმა რეგისტრაცია გაიარეს, შემდეგ კი ემიმ თავის სალონში მოინდომა წასვლა. დიდი ხნის უნახავი გოგონები მოინახულა და კარგადაც ესაუბრა. ნიუ-იორკში თავისი სალონი ერთადერთი ადგილი იყო, რომელიც მონატრებოდა. იქ საქმე მშვენივრად მიდიოდა. მიკას და ვიკოს არასდროს ეშლებოდათ როგორ მოეზიდათ კლიენტები და ეს სალონის ბიუჯეტსაც ეტყობოდა. კრისი და ემი იქ გვიანობამდე დარჩნენ და სახლში უკვე კარგად დაღამებულზე დაბრუნდნენ. პაპარაცებს რა თქმა უნდა არ გამორჩენიათ ემის დაბრუნება და მეორე დღეს ჯეკს უკვე ხელში ეჭირა ჟურნალი, რომლის ყდაზეც ემი და კრისი იყვნენ გამოსახულნი.
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|