♥vampiressa♥ | თარიღი: პარასკევი, 2012-05-25, 10:29 PM | შეტყობინება # 546 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| თავი 41 -რა?-გაოგნდა ჯეკი-მგონი სახლი შეგეშალათ-ბიჭს წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ იდგა მის წინ, ამიტომ აუღელვებლად და მშვიდად ესაუბრებოდა. -არა, სწორედ იქ ვარ სადაც უნდა ვიყო. ჩემი ცოლი, ემილი კისნერი აქ არ ცხოვრობს? -რა? შენი ვინ?-ჯეკი ყურებს ვერ უჯერებდა. ამ დროს ზურგს უკან ფრთხილი ნაბიჯების ხმა გაიგო, როდესაც შებრუნდა კი თვალებგაფართოებული, გადათეთრებული ემილი დაინახა. გოგონამ სტუმრის დანახვაზე თავი ვეღარ შეიკავა, პირზე ხელი აიფარა და საპირფარეშოსკენ გაიქცა. ჯეკიც მას გაჰყვა. რამოდენიმე წუთში გარეთ გამოვიდნენ. ემი ფეხზე ძლივს იდგა, ამიტომ ნახევრად ჯეკს მოჰყავდა. პირდაპირ მისაღებში შევიდნენ და მათ თვალწინ საოცარი სურათი გადაიშალა: ერიკი დივანზე ფეოდალივით წამოჭიმულიყო, ცალ ხელში ვისკის ჭიქა ეჭირა და მშვიდად წრუპავდა, მეორეთი კი სიგარას აბოლებდა. ფეხის ხმაზე ემისკენ გაიხედა და თვალებგაბრწყინებულმა უთხრა: -ძვირფასო, როგორ მომენატრე! რატომ არ მითხარი ჩემგან ბავშვს თუ ელოდებოდი? მაგრამ მთავარია ახლა ხომ მივხვდი! ეს ალბათ შენი კომპანიონია, არა? სასიამოვნოა, მე ემის მეუღლე ვარ_ერიკ ტაილერი. ერიკის მონოლოგს ორივე გაოგნებული უსმენდა, მაგრამ როდესაც ერიკმა სიტყვა მეუღლე ახსენა, ემიმ თავი ვეღარ შეიკავა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა სილა გააწნა. -ახლავე გაეთრიე ჩემი სახლიდან!-ემი შეეცადა მშვიდად ეთქვა, მაგრამ ბოლოში ხმა მაინც აუკანკალდა. ჯეკი ჯერ კიდევ გაშტერებული იდგა. -ძვირფასო, რა დაგემართა? -რა ძვირფასო? რა ძვირფასო, გაეთრიე ახლავე! -ემილი... -ჩემს სახელს ნუ ახსენებ!-ემიმ ჭიქა გამოართვა და ვისკი ზედ შეასხა, შემდეგ კი ჭიქაც მის ფეხებთან დაანარცხა. -როგორი აგრესიული ფისუნია გამხდარხარ სიხარულო. ემიმ პირი გააღო ერიკის შესამკობად, მაგრამ არ დასცალდა. ჯეკსონს ის უკვე ძირს ჰყავდა დანარცხებული და ახრჩობდა. ერიკი მთელ სახეზე გაწითლდა და უკვე ხრიალს იწყებდა ემი გონს რომ მოეგო და ჯეკს ხელებში სწვდა. -ჯეკ, გეყოფა, გაჩერდი! ჯეკსონ!-ემიმ ძლივს გააშვებინა ხელები, ერიკი კი მაშინვე ხველებით ფეხზე წამოხტა. -აორთქლდი აქედან ნაბიჭვარო!-ემიმ ბოლო ხმაზე დაუყვირა, მაგრამ საპასუხოდ მხოლოდ ირონიული სიცილი მიიღო. აქ კი ჯეკსონი აფეთქდა, ერიკს მკლავში ხელი წაავლო და ორივენი გარეთ გავიდნენ. ემიც სასწრაფოდ უკან გაჰყვა, მაგრამ ჯეკს ერიკი ისე სწრაფად მიჰყავდა სახლებისგან მოშორებული ადგილისკენ, რომ გოგონა ვერ ეწეოდა. -ჯეკსონ!-დაუყვირა ემიმ, მაგრამ მან ნაბიჯს უფრო უმატა. -ჯანდაბა!-თქვა ემილიმ დაგუდული ხმით და ცრემლები წამოუვიდა. სირბილით გაეკიდა და ბოლოს როგორც იქნა დაეწია, მაგრამ გვიანი იყო_ერიკს უკვე გახეთქილი ჰქონდა ცალი წარბი და ტუჩი. ემი ბიჭებს შორის ჩადგა და ჯეკის გაჩერებას შეეცადა. -შენთვისვე აჯობებს აქედან სწრაფად აორთქლდე ერიკ, თორემ იცოდე ჯეკს თავად ვთხოვ რომ მოგკლას! -როგორც გინდათ, მაგრამ ამას-ერიკმა თითი გახეთქილ წარბზე მიიდო-ასე არ დავტოვებ! დატკბით თქვენი უკანასკნელი წუთებით!-ერიკი სწრაფად გაეცალა იქაურობას. ემი როცა დარწმუნდა, რომ ის უკვე მთგან შორს იყო, მხოლოდ მაშინ მისცა ჯეკს უფლება, რომ სახლში წასულიყვნენ. შევიდნენ თუ არა, ჯეკმა მაშინვე თავის უფროსთან დარეკა, შემდეგ კი ემს გამოუცხადა, რომ ყველაფერი მოგვარებული იყო და რამოდენიმე დღე სახლში იმუშავებდა. -კარგი რა ჯეკ. რის გამო იქმნი სამსახურში პრობლემებს? -ემ, საქმე სერიოზულადაა. მარტოს ვერ დაგტოვებ მაშინ, როცა შეიძლება ის ნაძირალა ნებისმიერ დროს მოვიდეს. -ჯერ ერთი არ მოვა და რომც მოვიდეს რას დამიშავებს? -ამაზე აღარ გვინდა. ყველაფერი გადაწყვეტილია უკვე-ჯეკმა გოგონა მიიხუტა და ნაზად აკოცა. -ჯეკ... მიყვარხარ! -მეც! სიცოცხლეზე მეტად! წყვილი დივანზე იჯდა და ერთმანეთით ტკბებოდა. ჯეკს ორივე ხელი მოეხვია ემისთვის და ცხვირი მის თმაში ჩაერგო, გოგონა კი თვალებში შესციცინებდა და უხაროდა, რომ ეს ყველაფერი რეალობა იყო. -მგონი უკეთ ვარ-გაიღიმა ემიმ, ჯეკს გულზე თავი დაადო და თვალები მილულა, მაგრამ კვლავ დამუხრუჭდა მისი სახლის წინ მანქანა და კვლავ გაისმა კარზე კაკუნი. ამჯერადაც ჯეკსონმა გააღო კარი, მაგრამ ახლა მის წინ ერიკთან ერთად ორი ფორმიანი პოლიციელი იდგა. -ჯეკსონ უაილდი თქვენ ბრძანდებით?-ჰკითხა ერთ-ერთმა. ამასობაში ემიც გამოვიდა და ჯეკს ზურგზე აეკრა. --დიახ, რა გნებავთ? -თქვენზე საჩივარია შემოსული. ერიკ ტაილერმა გიჩივლათ ფიზიკური შეურაცხყოფისათვის. თქვენ დაპატიმრებული ხართ ხულიგნობის მუხლით. თქვენ გაქვს დუმილის უფლება. თქვენს მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა შეიძლება გამოყენებული იქნას სასამართლოზე თქვენს წინააღმდეგ-პოლიციელმა ჯეკს თავისი უფლებები განუმარტა და ხელბორკილები დაადო. მანქანაში ჩასმასაც უპირებდა ემი რომ მიეჭრა. -მოიცა, სად მიგყავთ? ვინ მოგცათ უფლება! -აშშ-ს კანონმდებლობამ-გაუღიმა პოლიციელმა და გაოგნებული ჯეკი მანქანისკენ წაიყვანა. -სად მიგყავთ? -მთავარ განყოფილებაში. -გირაოთი გამოყვანა შეიძლება? -ეს უკვე განყოფილებაში უნდა გაარკვიოთ-პოლიციელმა ჯეკი მანქანაში ჩასვა, მაგრამ ემიმ კიდევ ერთხელ გააჩერა. -დამელოდეთ!-გოგონა სახლში შევარდა, ჩანთაში ფული და საბუთები ჩაყარა და ისევ გამოვიდა, მაგრამ მანქანა უკვე წასული დახვდა. მის წინ მხოლოდ გაღიმებული ერიკი იდგა. -ახლავე მანქანაში ჩაჯექი. სალაპარაკო გვაქვს!-ემიმ მანქანა ადგილს მოსწყვიტა. მალევე დაეწია პოლიციის მანქანას და შემდეგ სვლანორმალური სიჩქარით განაგრძო. გზიდანვე დაურეკა მისის ენჯელას და ყველაფერი მოუყვა. ქალი აღშფოთდა და ერიკი „შეამკო“, შემდეგ კი ემს უთხრა, რომ ისიც მალე მივიდოდა და მობილური გაუთიშა. განყოფილებამდე მალევე მივიდნენ. ემი მაშინვე ჯეკისკენ გაიქცა, მაგრამ არავინ მიუშვა. შემდეგ განყოფილებაში შევიდა და ამ საქმის უფროსთან დალაპარაკება მოითხოვა. ჰმ, როგორც ემი ვარაუდობდა ამ საქმის უფროსი ერიკის მეგობარი ჯერემი გამოდგა. მას ემიც მშვენივრად იცნობდა, ერთ დროს მეგობრობდნენ კიდეც. ჯერემიმ ემი მოიკითხა და შემდეგ მისი აქ ყოფნის მიზეზი ჰკითხა. როგორც აღმოჩნდა მან არაფერი არ იცოდა. ემიმ მოკლედ მოუყვა ყველაფერი და გირაოზეც ელაპარაკა. აღმოჩნდა, რომ ჯეკსონს გირაოთი მხოლოდ სასამართლომდე გამოუშვებდნენ, დანარჩენ შემთხვევაში კი მისი გამოშვება მხოლოდ მაშინ მოხდებოდა, თუ ერიკი საჩივარს გამოიტანდა. ემილიმ ჯერემის სთხოვა, რომ ჯეკის ნახვის უფლება მიეცა. ჯერემი დასთანხმდა, მაგრამ მხოლოდ ხუთი წუთით. ემი რომ საკანს მიუახლოვდა, რამის ადგილზევე მოკვდა. ჯეკსონი იატაკზე იჯდა და თავი ხელებში ჩაერგო. ფეხის ხმაზე არც კი გამოუხედავს. -ჯეკ... -ემ!-ჯეკი ფეხზე წამოდგა და გისოსებთან მივიდა. ემის ხელები ეჭირა და უყურებდა, როგორ ტიროდა მისი საყვარელი ადამიანი. ახლა ყველაზე და ყველაფერზე მეტად ის უნდოდა, რომ გულში ჩაეკრა და დაემშვიდებინა, მაგრამ არ შეეძლო. -გეხვეწები ნუ ტირი...-ჯეკმა ცრემლები შეუმშრალა. -რამე ხომ არ დაგიშავეს? -კარგი რა ემ!-გაეცინა ბიჭს-აი ახლა უნდა წამიყვანონ ელექტრო სკამზე. -შენ კიდევ სიცილის ხასიათზე ხარ? დედაშენს დავურეკე, რამდენიმე წუთში აქ იქნება. მე შეიძლება დღეს ვეღარ მოვახერხო მოსვლა, საქმეს უნდა მივხედო. გპირდები, შენ ხვალ აქ აღარ იქნები! -რას აპირებ? -ისეთს არაფერს, მაგრამ გეფიცები ერიკი თავისი ხელით გამოიტანს საჩივარს! -ემ... თავს გაუფრთხილდი! -მიყვარხარ!-ემიმ თითები ტუჩებზე მიიდო, შემდეგ ჯეკის ტუჩებს მიადო და წავიდა. დერეფანში მოსაცდელ სკამზე ერიკი იჯდა და მას ელოდებოდა. რადგან ემიმ მასთან ერთად წასვლა სთხოვა განყოფილებაში, ეგონა რომ გოგონა ყველაფერს დაივიწყებდა და მასთან ერთად წავიდოდა. ჰმ, ერიკი ოცნებობდა, ემის კი უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მის წამებასაც კი არ მორიდებოდა იმის გამო, რომ საჩივრის გამოტანა ეიძულებინა. -ერი, შენთან საქმე მაქვს. -სწორედ ამას ველოდი! როგორ იქნა გონს მოეგე! შენს სახლში წავიდეთ თუ სასტუმროში? -სახლში ჯობია...-ემს გეგმა ჰქონდა. ის და ერიკი სახლში მივიდნენ. ემი დაძაბული იყო. იცოდა, რომ ერიკისთვის საჩივრის გამოტანა უნდა ეიძულებინა, მაგრამ ამას როგორ მოახერხებდა წარმოდგენა არ ჰქონდა. თან ერიკის სიახლოვეც ცუდად ხდიდა. -საძინებელი საითაა?-იკითხა ერიკმა და კიბისკენ გაემართა, ემიმ კი ხელი ჩაავლო და დივნისკენ წაიყვანა. -ერთი პირობა მაქვს... დამპირდი რომ შემისრულებ. -ჯერ პირობა მითხარი. -არ მენდობი? -კი, მაგრამ მირჩევნია ვიცოდე რაზე გთანხმდები. -საჩივარი უნდა გამოიტანო. -რა? და შენ გგონია რომ მე ამას გავაკეთებ? -თუ გსურს რომ შევრიგდეთ და ჩვენი წარსული დავივიწყოთ... -ხომ იცი რომ ტყუილები არ გეხერხება. გიყვარს ის იდიოტი! მის გამო ყველაფერზე წახვალ, არა? -რა სისულელეა! უბრალოდ მინდა, რომ საჩივარი გამოიტანო. გთხოვ... -არ მეგონა თუ ასეთი სულელი იყავი ემ. არავითარ შემთხვევაში!-ერიკი გაცეცხლდა და კარისკენ წავიდა, მაგრამ ემი გაეკიდა, ხელი მოკიდა, კვლავ დივანზე ჩამოსვა და მტკიცედ დაიწყო. -ახლა მომისმინე და კარგად დაიმახსოვრე. მეორედ აღარ გაგიმეორებ. დღესვე წახვალ განყოფილებაში და საჩივარს გამოიტან! წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი ხელით შევიტან საჩივარს შენს წინააღმდეგ და ყველა იმ საქმეს ამოგიტივტივებ, რომლებიც არაკანონიერად გაქვს მოგებული. იცი, რომ ამის გამკეთებელი ვარ! აბა რა გირჩევნია, საჩივარი გამოიტანო და ჩვენების შეცვლის გამო ჯარიმა გადაიხადო თუ საქმეების გაყალბების გამო ციხეში ჩაჯდე? -შენ ვერაფერს დამიმტკიცებ ემ-ერიკმა თვითკმაყოფილად ჩაიცინა. -ხომ არ გავიწყდება რამდენი ხანი ვიყავით ერთად? ან რამდენჯერ მომიგვარებია შენი საქმეები? -და საბუთები გაქვს? ნუ მიყვები ზღაპრებს, ჯერ არ მეძინება. -ერიკ, იცოდე ხვალ საღამომდე გაძლევ დროს. საჩივარს არ გამოიტან და ციხეში ჩაჯდები. ახლა კი წაეთრიე ჩემი სახლიდან! -როგორ ტყუილად მემუქრები ემ! -წაეთრიე!-ემიმ ერიკი გააგდო და შემდეგ თავისი გეგმის შესრულებას შეუდგა. საძინებელში ავიდა, სპორტულად გამოეწყო, დიდ ჩანთაში ფული, საბუთები და აუცილებელი ნივთები ჩაყარა. შემდეგ წამალი დალია გზაში ცუდად რომ არ გამხდარიყო. ბოლოს გასაღებები აიღო, დაბლა ჩავიდა, მანქანა ავტოფარეხიდან გამოიყვანა და ნიუ-იორკისკენ გაემართა. მანქანა კატასტროფული სიჩქარით მიყავდა და წამები, რომლებსაც შუქნიშანთან გაჩერებული კარგავდა საუკუნეებად ეჩვენებოდა. გზიდან მისის ენჯელას დაურეკა, რომ ჯეკის ამბავი გაეგო. -მისის ენჯელა, ემილი ვარ. რაიმე ახალი ხომ არ არის? -არა ემ, ისევ განყოფილებაში ვარ, მაგრამ არაფერია ახალი. ჯეკსონმა გიკითხა, სად ხარ? -ნიუ-იორკში მივდივარ. ნივთმტკიცებები მჭირდება, რომ ერიკს საჩივრის გამოტანა ვაიძულო. -და რა მოხდა ასეთი? გამაგიჟებთ თქვენ მე! როდის ჩამოხვალ. -ხვალ. გპირდებით, რომ ხვალ საღამოს ჯეკი სახლში იქნება. ახლა კი უნდა წავიდე, საჭესთან ვარ და... -კარგი ემ.-ემიმ მობილური გათიშა და ჩანთაში ჩააგდო. რამოდენიმე მილიც და ნიუ-იორკში იქნებოდა. უკვე იცოდა ვინც უნდა ენახა, ამიტომ გეზი პირდაპირ მისი სახლისკენ აიღო და ცოტა ხანში უკვე მისი კარის წინ იდგა და ზარს რეკავდა. კარი სწორედ იმან გაუღო, ვინც სჭირდებოდა. მის წინ ქერა, ხუჭუჭთმიანი ბიჭი იდგა და თვალებს იფშვნეტდა. აბა როგორია, ღამის ორ საათზე რომ სტუმარი გაგაღვიძებს. ემის დანახვაზე ისეთი გაოცებული სახე მიიღო, თითქოს საფლავიდან წამოყენებული მამამისი დაენახა. -ემილი? -ჰო, მე ვარ ბობ. შეიძლება შემოვიდე? -ჰო, ჰო რა თქმა უნდა. სახლი საშინელ დღეშია, ბოდიში-ბიჭმა მიყრილ-მოყრილი ტანსაცმლის წამოკრეფა დაიწყო, მაგრამ ემიმ შეაჩერა. -ბობ, შენთან სერიოზული საქმე მაქვს. ბობი ერიკის ბიძაშვილი იყო. ერიკმაც სულ რამოდენიმე წლის წინ გაიგო მისი არსებობის შესახებ. როდესაც ერიკის ბიცოლა გარდაიცვალა, მისმა ბიძამ სხვა ცოლი მოიყვანა და სწორედ მაშინ გაირკვა, რომ თურმე მასთან დიდი ხანი ჰქონია ურთიერთობა და საერთო შვილიც ჰყოლიათ, ეს შვილი კი ბობი იყო. -ბობ, შენი დახმარება მჭირდება. ჩემი და ერიკის ამბავი კარგად იცი. ისიც გეცოდინება, რომ მე ნიუ-იორკში აღარ ვცხოვრობ და ახალი ცხოვრება დავიწყე. გუშინ ერიკმა ჩამომაკითხა, ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მან და ჩემმა შეყვარებულმა იჩხუბეს და ერიკმა უჩივლა. ახლა ჯეკსონი წინასწარი დაკავების საკანშია და ერიკი საჩივარს თუ არ გამოიტანს, სასამართლო პროცესიც გაიმართება. თუ დამეხმარები შევძლებ, რომ ერიკს საჩივრის გამოტანა ვაიძულო. -ერიკთან თქვენი ქორწილის დღის შემდეგ არ მქონია კონტაქტი. მაშინაც ერიკის მამამ მთხოვა მოსვლა, რადგან მისი ძმის ერთდაერთი შვილი ვიყაი. მითხარი რა უნდა გავაკეთო და თუ რამით შევძლები დაგეხმარები. -სწორედ მაგაზე მინდოდა შენთან ლაპარაკი. მაპატიე, რომ ამას გახსენებ, მაგრამ როდესაც მამაშენი გარდაიცვალა, მისი პირდაპირი მემკბიდრე მისი ცოლი, მის შემდეგ კი შენ იყავი. მამაშენის ანდერძში ეწერა, რომ მისი პირდაპირი მემკვიდრის არარსებობის შემთხვევაში მთელი ქონება უნდა გადასცემოდაერიკს. ერიკმა შენი არსებობის შესახებ ყველაფერი იცოდა, მაგრამ არსად არ გამოგაჩინა და მთელი ქონება მას გადაეცა. შენი არსებობის შესახებ კი მე ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე გავიგე, როდესაც მოსაწვევებს ვწერდი და სიაში შენი გვარიც აღმოვაჩინე. თუ შენ ამ ყველაფრის დამტკიცებაში დამეხმარები, ერიკი იძულებული იქნება საჩივარი გამოიტანოს და თან დაისჯება კიდეც. -ერიკმა კი მითხრა, რომ მამაჩემი გაკოტრდა და მთელი ქონება დაკარგა. ღმერთო, რა ნაგავია!-აღშფოთდა ბიჭი-რა თქმა უნდა დაგეხმარები. არც იმის დამტკიცება არ იქნება რთული, რომ მე ნადვილად ჩარლზის შვილი ვარ. ადრე დე-ენ-ემის ანალიზი გავიკეთეთ და პასუხები შენახული მაქვს. -მაშინ რაღას ვუცდით? ახლავე წავიდეთ! -აქ დამელოდე. ჩავიცვამ და საბუთებს ავიღებ. თხუთმეტ წუთში ემილი და ბობი უკვე მანქანაში ისხდნენ და წარსული საუფლოში მიდიოდნენ. ემი კვლავ გიჟივით ატარებდა მანქანას. ბობს ისიც უთხრა, რომ ერიკს ვადა ხვალ საღამომდე მისცა, ანუ ვადის ამოწურვამდე რამოდენიმე საათიღა რჩებოდა. მაგრამ ბობმა მისი დასჯა გადაწყვიტა და მოცდაზე უარი თქვა. ემიმ ერიკს დაურეკა. -ერიკ, ერთ საათში განყოფილებაში ვიქნები. თუ საჩივარი გამოტანილი არ გექნება, შენს თავს დააბრალე, იმიტომ რომ ახლა ჩემს გვერდით შენი ბიძაშვილი ბობი ზის და პირდაპირ განყოფილებაში მივდივართ. -რაც გინდათ ის ქენით. მე არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ! წარსულის საუფლოში რომ შევიდნენ, ემი სახლშიც კი არ მისულა, პირდაპირ განყოფილებისკენ გაემართა. იქ რომ მივიდნენ ემის გასაკვირად ჯეკსონის მშობლები უკვე წასულები იყვნენ. გოგონა ბობთან ერთად ჯერემის კაბინეტში შევიდა. -ჯერემი, გაიცანი, ეს ბობია. ჯეკსონის ნახვა მინდა თუ შეიძლება. -კი მაგრა, ის უკვე აქ აღარ არის. -რა? რატომ? ციხეში გადაიყვანეს? -არა, რას ამბობ. გირაო გადაიხადეს და გაიყვანეს. ცოტაც რომ მოეცადათ ეს საჭირო აღარ იქნებოდა, რადგან ხუთი წუთის წინ აქ ერიკი იყო მოსული და თავად გაიტანა საჩივარი. არავინ იცის რატომ, ჩემთვისაც კი არ უთქვამს, უბრალოდ ასე გადაწყვიტა. -გირაო მისმა მშობლებმა გადაიხადეს? -არა ემ, ვიღაც გოგო იყო. -კარგი, დიდი მადლობა. ჰო მართლა, ბობს შენთან საქმე აქვს, ასე რომ მე დაგტოვებთ-ემი მათ დაემშვიდობა, ბობს თავისი მისამართი მისცა, რომ შემდეგ მისულიყო და კაბინეტიდან გავიდა. გაურკვევლობაში იყო. წარმოდგენა არ ჰქობდა ვის შეიძლებოდა რომ გირაო გადაეხადა. თვითონაც კი არ ჰქონდა ხელზე იმდენი ფული, თორემ ნიუ-იორკში კი არ წავიდოდა, ჯერ ჯეკს გამოიყვანდა და შემდეგ მოაგვარებდა საქმეებს. მანქანით სახლისკენ მიდიოდა, როცა გზად ერთ კაფეს ჩაუარა და უცბად დაამუხრუჭა. კაფეში ჯეკი იჯდა ვიღაც ქერა გოგონასთან ერთად და ესაუბრებოდა...
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
Jack♥sparrow | თარიღი: პარასკევი, 2012-05-25, 10:41 PM | შეტყობინება # 547 |
I saw him. I kissed him. I love him.
1232
Offline
| ვ ა ი მ ე !!
ეს რა იყო ;ოოო აუ ახლა ის გოგო რა (( რა ლაჩარია,რა ნაგავია ეს ერიკი ;დ ეგრეც მოუხდება,მაგრამ ის ქერა გოგო ვინ იყო [ თავიდან კინაღამ ვერონიკა ვიფიქრე ........... თუ ? ] არ ვიცი
((
Quote (♥vampiressa♥) ძვირფასო, როგორ მომენატრე! რატომ არ მითხარი ჩემგან ბავშვს თუ ელოდებოდი? გავგიჟდი . სრული იდიოტი !! ;დ სულ გაუტია
Quote (♥vampiressa♥) -არა ემ, ვიღაც გოგო იყო. აქ : ოოოპააა !!
უიიი ბობი კაია ეს ბობი რომ გამოჩნდა (( მე თავიდან მეგონა ემი ატყუებდა და არანაირი სამხილი არ ქონდა ერიკის წინააღმდეგ ........... არა მაინც რა ნაგავია !! ||||
Quote (♥vampiressa♥) მანქანით სახლისკენ მიდიოდა, როცა გზად ერთ კაფეს ჩაუარა და უცბად დაამუხრუჭა. კაფეში ჯეკი იჯდა ვიღაც ქერა გოგონასთან ერთად და ესაუბრებოდა... To be Continued .......................................... ახალი თავი მინდა <3 <3 <3 ნააატ,აი ისე იყო აღწერილი,რომ ყველაფერი თვალწინ დამიდგა.ის მომენტი,განყოფილებაში,აი სულ წარმომიდგა <3 ......................
| |
|
|