საპნის ბუშტები
|
|
viku-vuku | თარიღი: ხუთშაბათი, 2012-06-14, 3:49 PM | შეტყობინება # 586 |
397
Offline
| | |
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: კვირა, 2012-06-24, 7:25 PM | შეტყობინება # 589 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| ნათია გარკვეული პრობლემების გამო ვერ ახერხებდა ახალი თავის დადებას, ამიტომ მეგობრებს გვთხოვა დახმარება. დიდი მადლობა დოდოს. მე კი სიჩქარის გამო შეცდომების გასწორებაზე აღარ ვფიქრობ და აგერ ახალი თავიც: თავი 44 დრო საშინლად გაიწელა. მეორე დღეს ბავშვები ჩამოვიდნენ. ემიმ ისინი თავის ძველ სახლში დააბინავა, დარბაზიც იშოვა და ვარჯიშს იმ დღიდანვე შეუდგნენ. გოგონა ბოლომდე იხარჯებოდა და ბავშვებისგანაც იგივეს მოითხოვდა. ისინიც ცდილობდნენ და ასრულებდნენ კიდეც მის თხოვნას. ემილი ცდილობდა ჯეკზე არ ეფიქრა, მაგრამ ყველა და ყველაფერი მის თავს ახსენებდა. უკვე აღარ ახსოვდა ბოლოს მშვიდად როდის ეძინა. თითქმის აღარც კი ჭამდა. ეს მის გარეგნობაზეც აისახებოდა, ყოველ დღე ჩაშავებული თვალებით დადიოდა და მის დამალვას მაკიაჟით ცდილობდა. კრისი ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ როგორმე მდგომარეობიდან გამოეყვანა, გაემხიარულებინა, ემიც მორჩილად დაყვებოდა ყველგან, მაგრამ არა თავისი სურვილით. ნელ-ნელა მარიონეტს ემსგავსებოდა. მხოლოდ მაშინ გრძნობდა თავს შედარებით უკეთ, როცა ფიქრისთვის დრო არ რჩებოდა. ამიტომ ცდილობდა, მთელი თავისუფალი დრო ან დარბაზში გაეტარებინა, ან თავის სალონში. დღისით საკუთარი თავისგან გაქცევა ნაკლებად უჭირდა, მაგრამ სარკმლებს მიღმა ბინდი ჩამოწვებოდა თუ არა, გოგონას გულშიც ჩუმად, მაგრამ მტკივნეულად მოიპარებოდა სევდა. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ემს ეს სევდაც კი უყვარდა, რადგან ახსენებდა ადამიანს, რომელიც მისთვის ყველაფერი იყო... ჯექსონი უარესად იყო. ტკივილისგან გაქცევას სამსახურში ცდილობდა. სამუშაო დღის დასრულების შემდეგაც დიდხანს რჩებოდა იქ. სამსახურიდან წამოსული კი სახლში წასვლის ნაცვლად ოპერაში მიდიოდა. ეს ადგილი ერთადერთი იყო, სადაც ემის სიახლოვეს გრძნობდა. გრძნობდა, რომ მარტო არ იყო. საათობით იჯდა ოპერის სცენაზე გიტარით ხელში და რაღაც მინორულ მელოდიას ღიღინებდა. მალე ამ მელოდიას ახალი ნოტები და სიტყვები ემატებოდა, თითქოს სრულყოფილებამდე არაფერი აკლდა, მაგრამ ჯექსონი ვერაფრით ახერხებდა მის დასრულებას... მისის ენჯელა საგონებელში იყო ჩავარდნილი. ჯექსონის ასეთი მდგომარეობა მისთვის საშინელება იყო. ვერ უძლებდა ასეთი ჯეკის ყურებას და ცდილობდა რამე მოეფიქრებინა. თავისი შვილი ასეთ მდგომარეობაში მაშინაც კი არ უნახავს, როცა ვერონიკამ მიატოვა, ამიტომ ძალიან ნერვიულობდა. ელისი კი მშვიდად იყო და ეუბნებოდა, რომ ცოტა ხანში ყველაფერი თავის ადგილას დადგებოდა. ის ძალიან დარწმუნებული იყო თავის სიტყვებში და ამის მიზეზიც ჰქონდა... ასე გავიდა ორი კვირა. ყველაზე მძიმე და საშინელი ორი კვირა ემისა და ჯეკის ცხოვრებაში. ვერონიკა ცდილობდა, რომ სულ ჯეკთან ყოფილიყო, მაგრამ ბიჭი გაურბოდა. არ სურდა ურთიერთობა, მასთან კი არა, საერთოდ არავისთან. ემის მდგომარეობაც უარესდებოდა. ერთმანეთის გარეშე ყოფნა უკვე აღარ შეეძლოთ... დადგა ცეკვის ფესტივალის დღეც. ემი და ბავშვები დილიდანვე დარბაზში იყვნენ და გენერალურ რეპეტიციას გადიოდნენ. რამოდენიმე საათი რჩებოდა შოუს დაწყებამდე. ბავშების ჯგუფი “New World”-ი მეხუთე ნომრად გამოდიოდა. სულ 10 სკოლა იყო გადასული შემდეგ ტურში. დღეს უნდა გარკვეულიყო გამარჯვებული სკოლის ვინაობა, რომელსაც პრიზად 50 000$ და თასი გადაეცემოდა. შოუ ნიუ-იორკის ხელოვნების სკოლამ გახსნა. ემს ნოსტალგია შემოაწვა. ერთ დროს თვითონაც იდგა ამ სცენაზე და ახლა მშვენივრად ესმოდა როგორ ნერვიულობდნენ ბავშვები. ემილი სხვა სკოლების ქორეოგრაფების მსგავსად პირველ რიგში კი არ იჯდა, კულისებში იდგა და ნერვიულობისგან ადგილს ვერ პოულობდა. სხვა სკოლები ბრწყინვალედ გამოდიოდნენ, შეძლებდნენ კი ბავშები მათთვის ღირსეული კონკურენციის გაწევას? ემს მათი იმედი ჰქონდა... მერე რა, რომ ჟიურიში ძალიან ცნობილი ქორეოგრაფები შედიოდნენ? მთავარ იყო, ბავშვებს ყველა ილეთი ზუსტად შეესრულებინათ. და აი, დადგა მათი გამოსვლის ჯერიც. ემილიმ სიმშვიდე შეინარჩუნა და ეცადა, რომ ცივი გონებით შეეფასებინა. უნდოდა კრიტიკული ყოფილიყო, მაგრამ როდესაც მათ ვერანაირი ნაკლი ვერ მოუძებნა, შვებით ამოისუნთქა. ბოლოს ბავშვებთან ერთად გავიდა სცენაზე და შემდეგ ყველანი ერთად შევიდნენ კულისებში. _არაჩვეულებრივები იყავით, ბავშვებო, ბრწყინვალედ იცეკვეთ! ვამაყობ თქვენით!-ემი საოცრად გახარებული იყო მათი გამოსვლით. ბავშვები მაყურებლებს შეუერთდნენ, ემიმ კი კულისებში არჩია დარჩენა და სხვა მონაწილეების აქედან შეფასება. დიდ ყუთზე იყო ჩამომჯდარი ისე, რომ კედელს ეყრდნობოდა, თვალები დაეხუჭა და ფიქრობდა. ფიქრობდა იმ დღეზე, როდესაც არ პირველად იცეკვა და ეღიმებოდა. უცბად იგრძნობ, რომ გვერდით ვიღაც მიუჯდა და თვალები გაახილა. სკოტი იყო. _მოხდა რამე? ხომ არ მეძახიან?-შეხედა ემიმ დაბნეული სახით და წამოდგომა დააპირა. _არა, არა. ისე უბრალოდ მოვედი. ცუდად ხარ? _არა, საიდან მოიტანე? _რაც აქ მოვედით კულისებში ხარ და მხოლოდ მაშინ გაიღიმე, როცა კარგად ვიცეკვეთ. რატომ დაბრუნდი ნიუ-იორკში? _რა შენი საქმეა?-გოგონა გააღიზიანა მისმა შეკითხვამ.-და საერთოდ მე მეგონა ჩვენ გარკვეული გვქონდა ყველაფერი. _ასეცაა და მე არაფერი არ მინდა შენგან, უბრალოდ ვერ გიყურებ მოწყენილს. ჯექსონმა თუ გაწყენინე მითხარი და... _ეი, დაწყნარდი! არ მითხოვია შენთვის დახმარება. _არ მინდა, რომ ცუდად იყო. ხომ შეიძლება, რომ უბრალოდ ვიმეგობროთ? _არ შემიძლია, ვიმეგობრო ადამიანთან, რომელიც... არ აქვს მნიშვნელობა. მართალია, შეცდომას ყველა უშვებს და არავის, მათ შორის არც მე, არ მაქვს უფლება, რომ ამის გამო „დაგსაჯო“, მაგრამ ჩვენი მეგობრობა უამრავი გარემოების გამოა შეუძლებელი.-ემს აოცებდა საკუთარი სიმშვიდე. სკოტი კი ისე სხვანაირად ელაპარაკებოდა... _ემ, მე მართლა შემიყვარდი... _ეს უბრალო გატაცებაა, მალე გაგივლის. ახლა კი ჯობია ბავშვებს დაუძახო. ბოლო ჯგუფია სცენაზე და შემდეგ ყველანი უნდა გახვიდეთ.-სკოტი მიხვდა ემმა ეს რატომაც უთხრა და თხოვნა შეუსრულა. ყველა გუნდი უკვე სცენაზე იდგა. რამდენიმე წამიც და გამარჯვებული გამოვლინდებოდა. ყველა ღელავდა, ღელავდა ემიც. კრისიც კი ვერ ამხნევებდა, რადგან საქმიან შეხვედრაზე იყო. როგორც ჩანს, ჟიურიმ გადაწყვეტილება მიიღო და მათი ერთ-ერთი წევრი სცენაზე ავიდა. სცენაზე გაიტანეს თასი და სიმბოლური ჩეკი, რომელზეც ჯერ არ ეწერა გამარჯვებული ჯგუფის სახელი. _მოგახსენებთ, ფინალში გადასვლა დიდი წარმატებაა. თითოეული ჯგუფი უკვე გამარჯვებულია.-დაიწყო ჟიურის წევრმა გაზეპირებული, ბანალური ფრაზებით.-დღეს ჩვენს წინაშე წარსდგა ათი საუკეთესო ჯგუფი. მათ მართლაც რომ შესანიშნავი ნომრები წარმოგვიდგინეს. ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ საბოლოოს მაინც შევთანხმდით. მაშ ასე, გამარჯვებული არის.... წარსულის საუფლოს ჯგუფი „New World”!-ეს სიტყვები და დარბაზის ოვაციები ერთი იყო. ყველას უხაროდა ჟიურის მიერ სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება. ემიც აღარ დარჩენილა ჯულისებში, ბავშვებმა გაიყვანეს სცენაზე. ამ რეპორტაჟს, რა თქმა უნდა, უამრავი ტელევიზია გადასცემდა პირდაპირ ეთერში. ეს ჯეკმაც იცოდა, რომელიც ტელევიზორის წინ დივანზე მოკალათებულიყო და ცდილობდა ემის დანახვით გამოწვეული აჩქარებული პულსი დაემშვიდებინა. უყურებდა და ეგონა, რომ ემილი მისთვის მიუწვდომელი იყო და ბრძოლას არც აპირებდა. ემი ისედაც მშვენივრად გამოიყურებოდა და სულაც არ ეტყობოდა, რომ დარდობდა. ჯეკი მას მხოლოდ გარეგნულად აფასებდა, მაგრამ არ იცოდა რა ხდებოდა მის გულში. _როგორ ხარ, ჯეკ? მომენატრე!-ოთახში ვერონიკა შემოვიდა და ბიჭები გადაკოცნა. შემდეგ კი გვერდით მიუჯდა. _ჰმ, ამისთვის დაბრუნდა ნიუ-იორკში?!-ირონიულად იკითხა ემილის დანახვაზე. _არ მაინტერესებს. არ არის ეს ჩემი საქმე.-ჯეკმა ტელევიზორი გამორთო. _მართალი ხარ, არ არის ეს შენი საქმე. წამოდი, სადმე გავისეირნოთ. _არ მინდა... _წამოდი! ბაიკით გამასეირნე რა.-შეეხვეწა ვერონიკა. _არა! და საერთოდ, არ მინდა ეს გასეირნება!-წამოიძახა ჯეკმა და თავის ოთახში აირბინა, იქიდან გიტარით დაბრუნდა და ოპერაში წავიდა... ფესტივალის შემდეგ წვეულება გაიმართა. ემს არ უნდოდა დარჩენა, მაგრამ ბავშვები მარტო არ დატოვა. მან არ იცოდა, რომ წინ სიურპრიზი ელოდა. ხოლო კარგი იყო ეს სიურპრიზი თუ ცუდი, ეს თავად უნდა გადაეწყვიტა. _ემ, რა ქენით?-ხმაურიან მუსიკაში ძლივს გაარჩია ემმა კრისის სიტყვები, რომელიც ბიჭმა ყურში ჩაყვირა. _მეკითხები კიდეც? რა თქმა უნდა, გავიმარჯვეთ! სად იყავი ამდენ ხანს? _გილოცავთ! მე შენთვის სიურპრიზი მაქვს! სახლში სტუმრები გვყავს. _ღმერთო, ჩამოვიდა? _ამმ, არა, ემ, ის არა. წავიდეთ და თვითონ ნახავ, კარგი? _კარგი, კრის. ბავშვებს ვეტყვი.-ემს წამის წინ გაბრწყინებულ თვალებში ისევ სევდა ჩაუდგა და ბავშვების მოსაძებნად გაემართა. დაიბენით, არა? ვიცი, ასეც უნდა იყოს! ტყუილად ფიქრით თავს ნუ აიტკივებთ, რადგან დამერწმუნეთ, მაინც ვერ მიხვდებით ემის სტუმრების ვინაობას. ისინი უკვე გრძელ-გზაგამოვლილი საპნის ბუშტე-ბი არიან. ბევრი შეცდომა აქვთ დაშვებული, მაგრამ შეუცდომელი ხომ არავინაა. მთავარია, რომ საკუთარი შეცდომა აღიარო და მისი გამოსწორება სცადო. ისინი კი სწორედ ასე მოიქცნენ. ინანეს თავისი საქციელი და ახლა შეეცდებიან, რომ პატიება მოიპოვონ, მაგრამ ამას მოახერხებენ თუ ვერა, უკვე ერთად ვნახავთ... ემი სახლში შევიდა, მისაღებისკენ გაემართა და ადგილზე გაშეშდა. -დედა? მამა? ჩამოხვედით? -როგორ ხარ?კრისმა გვითხრა, რომ ნიუ-იორკში დაბრუნდი და მაშინვე გადმოვფრინდით. ჩვენი ბოლო საუბარი არც ისე კარგად წარიმართა და მინდა, რომ ვილაპარაკოთ. -გამიხარდა, რომ ჩამოხვედით!-ემს გულწრფელად უხაროდა მშობლების ნახვა, მაგრამ თან უცნაურად გრძნობდა თავს. -შვილო, ბოდიში უნდა მოგიხადო. შენთან მიმართებაში არასწორად მოვიქეცი. გავიგე ერიკის ამბავი. ნატალიც მელაპარაკა. ერიკი მართლაც რომ ნაძირალა ყოფილა!-ქოთქოთებდა ქალი, კრისი და მისტერ დევიდი კი სხვა ოთახში გავიდნენ, რომ მათთვის თავისუფლად საუბრის საშუალება მიეცათ. -მოიცა, რა თქვი? ნატალი გელაპარაკა? რა უნდოდა? -ჯერ მკითხა ერიკი შენთან შესარიგებლად ხომ არ მოსულა, მერე კი მთხოვა, რომ შენი ახალი მისამართი მეთქვა. იგივე შეცდომა აღარ დავუშვი, რაც ერიკთან და უარი ვუთხარი! -კარგად მოქცეულხარ! რა დონის უნამუსოა, რომ ჩემი ნახვა სურდა! -ემ, გავიგე ერიკი დაუჭერიათ, რა მოხდა? -ჯეკსონმა სცემა და მაგ ნაძირალამ უჩივლა! -ჯეკსონმა?-წარბები აზიდა მისის ანიტამ და ემს კითხვით სავსე თვალები მიაპყრო. -დავიჯერო კრისმა არ მოგიყვა? -ეს ის არის? მითხრა, რომ შენთვის მასზე არაფერი მეკითხა. მაპატიე. -არაუშავს, დედა. უკვე ყველაფერი დამთავრდა. ორი კვირაა რაც აქ ვარ და მას არც კი დაურეკავს. -ყველაფერი მოგვარდება, ემ. თუ ეს ნამდვილი სიყვარული იყო, ასე უკვალოდ არ გაქრება. -რა კარგია, რო ჩამოხვედი, დე...-ემილი დედას ჩაეხუტა. გულაჩუყებულ მისის ანიტას კი ცრემლები წამოუვიდა. ბედნიერი იყო, რომ, როგორც იქნა, თავის "პატარა გოგონასთან" ურთიერთობა მოაგვარა. მას ხომ, როგორც ყველა დედას, შვილი საკუთარ თავზე მეტად უყვარდა. ის შეცდომებიც სწორედ ამიტომ დაუშვა, რომ, როგორც თვითონ ფიქრობდა, შვილისთვის კარგი სურდა, მაგრამ ეს ყველაფერი როგორც დამთავრდა თავადაც ვნახეთ. ემილიმ, კრისმა, მისის ანიტამ და მისტერ დევიდმა სახლში ივახშმეს. ათას თემაზე ისაუბრეს. გასახსენებლი მართლაც ბევრი ჰქონდათ, განსაკუთრებით კი მისტერ და მისის კისნერებს. კრისიც, შეიძლება ითქვას, მათ ხელში იყო გაზრდილი. რა თქმა უნდა, მანამდე სანამ ისინი პროფესიულ წინსვლას გადაწყვეტდნენ და იტალიაში გაემგზავრებოდნენ. ამის შემდეგ ემიზე ზრუნვა კრისმა აიღო საკუთარ თავზე. ყველგან ის დაყვებოდა. ერთადაც კი ცხოვრობდნენ, მაგრამ შემდეგ ემილი პარიზის ხელოვნების სკოლაში ჩაირიცხა და მეგობრებსაც დროებით განშორება მოუწიათ. იმ დროისთვის კრისი უკვე პირველ ნაბიჯებს დგამდა მოდის სამყაროში და როდესაც ემი ნიუ-იორკში როგორც დიზაინერი ისე დაბრუნდა, კრისი უკვე ცნობილი და პოპულარული იყო. მეორე დღისით ემილიმ ბავშვები გააცილა და სკოტს სთხოვა, რომ თუ შემთხვევით ჯეკსონს ნახავდა, მასზე სიტყვაც არ დაეძრა. სკოტმა, რა თქმა უნდა, პირნათლად შეასრულა პირობა...ემის მშობლები ნიუ-იორკში სამი კვირა დარჩნენ, შემდეგ კი კვლავ სამსახურს დაუბრუნდნენ. ამასობაში მოდის კვირეულიც მოახლოვდა. დიზაინერები, რომლებიც მოდის კვირეულში მონაწილეობას იღებდნენ, პარიზში ერთი კვირით ადრე უნდა ჩასულიყვნენ. ამიტომ ემილი და კრისიც ნელ-ნელა ბარგის ჩალაგებას შეუდგნენ. რადგან ამინდს უკვე ეტყობოდა ზამთრის სიცივე, ემიმ თბილი ტანსაცმელების წაღება გადაწყვიტა. რამდენიმე სვიტრი წარსულის საუფლოდან წამოღებული ბარგშიც ეგულებოდა. როდესაც გოგონამ სვიტრები კარადიდან გამოიღო, შეამჩნია, რომ იატაკზე რაღაც მძიმედ დავარდა. ეს რაღაც კი ელისის მიერ მიცემული ვარდისფერი კონვერტი აღმოჩნდა. სწორედ იმ დროს, როდესაც გოგონას კონვერტი უნდა გაეხსნა, ოთახში კრისი შემოიჭრა. -შენ რა კიდევ არ დაგიმთავრებია ბარგის ჩალაგება? ვაგვიანებთ!-აღშფოთდა ბიჭი, ჩემოდანში ერთი ხელის მოსმით ჩაყარა ყველაფერი, ემს კონვერტიც გამოართვა, ჩემოდანში ჩაუძახა და სანამ ემი რამის თქმას მოასწრებდა, სასწრაფოდ გააჩუმა: _სიტყვა არ გავიგო! როცა ჩავალთ მერე ნახავ. დარწმუნებული ვარ, მაგის დროზე ნახვით სიკვდილ-სიცოცხლის ამბავი არ წყდება. ასე რომ, არაფერი დაშავდება თუ რამდენიმე საათის დაგვიანებით ნახავ, ახლა კი, წავედით! * * * ჯექსონი საკუთარ საძინებელში იჯდა და იმ სურათებს უკვე მემილიონედ ათვალიერებდა, მან და ემიმ გერმანიაში ყოფნისას რომ გადაიღეს. ასე ყოფნა მისთვის უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდებოდა. ემილი კი აღარც ჟურნალებში ჩანდა და აღარც ტელევიზორში. ნეტავ ხომ კარგად იყო? მაგრამ ცუდად რომ ყოფილიყო, ჯეკი ამას აუცილებლად გაიგებდა. ცუდი ამბები ხომ გაცილებით სწრაფად ვრცელდება, ვიდრე კარგი. კარზე ფრთხილად დააკაკუნეს და ოთახში ვერონიკა შემოვიდა. გოგონა ჯეკს მიესალმა, შემდეგ კი მის პირისპირ, დივანზე ჩამოჯდა და რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბის სათქმელად მოემზადა. _ჯეკ, სერიოზული სალაპარაკო მაქვს! _გისმენ. _არ შემაწყვეტინო.-გააფრთხილა ვერონიკამ და როდესაც ჯეკმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, დაიწყო.-ჯექსონ, მე აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ შენ დამებრუნებინე. ამისთვის ყველაფრის გაკეთებას ვაპირებდი და სულ არ მაინტერესებდა,რომ შეყვარებული გყავდა,როდესაც ემილი წავიდა დარწმუნებული ვიყავი,რომ ძველი ურთიერთობას აღვადგენდით,მაგრამ შევცდი.ასეთი არასდროს მინახიხარ. მისმა წასვლამ შეიძლება ითქვას გაგანადგურა.ვეღარ გცნობ! და მინდა გითხრა,რომ ბრძოლას აღარ ვაპირებ.ბრმა არ ვარ და მშვენივრად ვამჩნევ,რომ იტანჯები,რადგან ემილი გიყვარს.დარწმუნებული ვარ ისიც შენს დღეში იქნება.მე კი არ მინდა,რომ ჩემი ბედნიერება სხვის უბედურებაზე ავაგო.ვიცი,რამე რომც გამოგვივიდეს,ბედნიერი არ იქნები.მე შენ მართლა ძალიან მიყვარხარ და თუ შენ ბედნიერი იქნები,მე ესეც გამახარებს.შენი მადლიერი ვარ თუნდაც იმიტომ,რომ გამომაფხიზლე.როდესაც ნიუ-იორკში შევხვდით,შენ ფული დამიყარე და წახვედი,მე კი თავი საშინლად შეურაცყოფილად ვიგრძენი და მივხვდი,რომ ასე ცხოვრება აღარ შემეძლო.შენსავით არავინ არ დამხმარებია.ნათლიაშენსაც კი სთხოვე,რომ რაიმე კარგი კლინიკა ერჩია,სადაც დამეხმარებოდნენ და სწორედ მაშინ დაკარგე ემილი.შენსავით არავინ მოიქცეოდა,მაგრამ შენ ხომ სხვებს არ ჰგავხარ.ამიტომაც მინდა,რომ ბედნიერი იყო.მე ხელს არ შეგიშლით,სამოგზაუროდ მივდივარ.დაკარგული წლები უნდა ავინაზღაურო-გაიცინა გოგონამ,შემდეგ კი ისევ განაგრძო-შენ კი დღესვე ჩადი ემილისთან და ბოდიში მოუხადე შენი სულელური საქციელისთვის.ჩემს მაგივრადაც მოუხადე ბოდიში.შენ ის აუცილებლად უნდა დაიბრუნო.ისეთი ბედნიერი,როგორც მის გვერდით იყავი,არასოდეს მინახიხარ.ახლა კი მე წავალ,შენ ხომ წასასვლელად უნდა მოემზადო-ვერონიკამ თვალი ჩაუკრა და წამოდგა.-აბა შენ იცი ჯეკ. ჩემსავით სულელური შეცდომა არ დაუშვა და საყვარელი ადამიანი არ დაკარგო. იბრძოლე ბედნიერებისთვის!-ვერონიკა ჯეკსონს გადაეხვია, შემდეგ კი სიტყვის თქმა არ აცადა, ისე სწრაფად წავიდა. ჯექსონი გაოგნებული იყო. ჯერ კიდევ ვერ გაეაზრებინა ბოლომდე ვერონიკას სიტყვები, მაგრამ ერთი იცოდა დარწმუნებით- რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ემილის აუცილებლად დაიბრუნებდა! სასწრაფოდ წამოდგა და სპორტულ ზურგჩანთაში აუცილებელი ნივთები ჩაყარა, შემდეგ კი ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთის ძებნას შეუდგა. იქ რომ არ დახვდა, სადაც ეგულებოდა, მთელი ოთახი გადაატრიალა, სააბაზანოშიც კი მოძებნა, მაგრამ ამაოდ. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, როცა უკვე თვითონაც საშინლად დაიღალა და ოთახიც თავდაყირა დააყენა, გონება გაუნათდა! _ელის, სასწრაფოდ ჩემთან მოდი!-გასძახა დაიკოს, რომელიც უმალ მასთან გაჩნდა. _ბედი შენი, რომ ახლა ძალიან მეჩარება და იმის გამო არ გაგიბრაზდები, რომ ჩემს ნივთებში იქექებოდი. უბრალოდ სწრაფად მითხარი, სად დამალე ვარდისფერი კონვერტი? _არსად. ის უკვე იმასთანაა, ვისთვისაც იყო განკუთვნილი! _რაა?-ამოიგმინა ბიჭმა.-გაიქეცი, თორემ მოგკლავ! _კარგი რა, ჯეკ. პირიქით მადლობა უნდა გადამიხადო, რომ დაგეხმარე. _ოხ, დიდი მადლობა. შენი ვალიდან სიცოცხლის ბოლომდე ვერ ამოვალ. ახლა კი წავედი. დედას ბოდიში მოუხადე ჩემს მაგივრად ოთახს ასეთ დღეში რომ ვტოვებ და უთხარი, რომ ბედნიერების დასაბრუნებლად წავედი!-ჯეკმა დაიკოს შუბლზე აკოცა, ზურგჩანთა ცალ მხარზე მოიგდო, კიბეებზე სწრაფად ჩაირბინა და მანქანა ააღმუვლა!
შეტყობინება შეასწორა ☆AnasteishA☆ - კვირა, 2012-06-24, 8:00 PM | |
|
|
|
|
|
|
Bella_and_Edward | თარიღი: შაბათი, 2012-06-30, 7:57 PM | შეტყობინება # 594 |
96
Offline
| ai dzalian mafaria da shemdegi tavi male dadeee. )) yochaagg.. !!
http://s1.ipicture.ru/
| |
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: ორშაბათი, 2012-07-02, 2:47 PM | შეტყობინება # 596 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| თავი 45 ჯეკსონმა მანქანა დაქოქა თუ არა, მაშინვე გადაიფიქრა ნიუ-იორკში წასვლა. იქნებ ემი იქ სულაც არ იყო? მაშ რატომ დაეკარგა დრო. კარგად ახსოვდა, გოგონა ჯერ კიდევ ორი თვის წინ გეგმავდა პარიზის მოდის კვირეულში მონაწილეობის მიღებას. ისიც ახსოვდა, რომ მოდის კვირეული შობამდე ერთი კვირით ადრე გაიმართებოდა, ანუ სულ რამდენიმე დღეში. ჯეკს წარმოდგენა არ ჰქონდა საიდან შეიძლებოდა გაეგო ემილის ადგილსამყოფელი და ეს უმწეობა კლავდა. თავს საშინლად გრძნობდა, რადგან არაფრის გაკეთება არ შეეძლო. მასთან დარეკვაც არ უნდოდა, ასე ხომ სიურპრიზი ჩაეშლებოდა. ალბათ მართალია, რომ ადამიანის გონება გამოუვალ სიტუაციაში აზროვნებს ყველაზე კარგად და სწრაფად, რადგან სწორედ მაშინ, როდესაც ჯეკს თითქმის იმედი ბოლომდე გადაეწურა, თავში იმ ადამიანის სახელი ამოუტივტივდა, ვინც მის დახმარებას ნამდვილად შეძლებდა. რამდენიმე წუთში ჯეკი უკვე ვივიენის კარზე აკაკუნებდა. ეს უკანასკნელი კი იმდენად იყო მობილურით ემისთან საუბარში გართული, რომ კაკუნი არც გაუგონია. ის და ემი ყოველ დღე საუბრობდნენ, ის კი არა ემის წასვლის შემდეგ უფრო დაახლოვდნენ კიდეც. ახლაც, ემი პარიზში ჩაფრინდა თუ არა, მაშინვე ვივიენს დაურეკა. ჯეკი უკვე ბრახუნზე გადავიდა, როცა მის წინ ვივიენი გამოჩნდა მობილურით ხელში. რატომღაც მას ბიჭის დანახვა არ გაკვირვებია. გულის სიღრმეში ყოველთვის სჯეროდა, რომ ის ემილის შეურიგდებოდა, ამაში კი ვივიენის დახმარება დასჭირდებოდა, განსაკუთრებით ახლა, როცა ემის ადგილმდებარეობა მისი და კრისის გარდა არავინ არ იცოდა. -ვივიენ, შენს იქით გზა არ მაქვს. გთხოვ, მითხარი სად არის ემილი...-ჯეკმა ისეთი მავედრებელი თვალებით შეხედა ვივიენს, რომ მას წინააღმდეგობის გაწევა უბრალოდ არ შეეძლო. მაგრამ არც ის შეეძლო, რომ მეგობრისთვის მიცემული პირობა დაერღვია და ჯეკისთვის მის შესახებ თუნდაც ერთი სიტყვა ეთქვა. ვივიენს მთელი გულით უნდოდა, რომ მისი მეგობარი ბედნიერი ყოფილიყო და ისიც იცოდა, რომ სრულყოფილ ბედნიერებას ჯეკის გარეშე ვერ მიაღწევდა, ამიტომ ერთ ეშმაკურ ხერხს მიმართა: -ემ, ესეიგი უკვე ჩავფრინდი პარიზში და სასტუმროშიც მოეწყვე არა?-ვივიენმა ისე, რომ ემისთვის მიცემული პირობა არ დაურღვევია, ჯეკს მისი მდებარეობა გააგებინა, მაგრამ მხოლოდ ეს არ იყო საკმარისი, ამიტომ საუბარი კვლავ გააგრძელა, თან ისე, რომ ჯეკისთვის თვალი არ მოუშორებია.-რა მითხარი რომელ სასტუმროში ვარო? აა, „როიალში“? არა, ისე უბრალოდ გკითხე. მე და დევიდს გვინდა თაფლობის თვის გატარება პარიზში და მინდა ყველა დეტალი წინასწარ დავაზუსტო...-ჯეკს საუბრის დანარჩენი ნაწილი აღარ გაუგონია, რადგან მისთვის საჭირო ინფორმაცია უკვე მიიღო, ვივიენს მადლობა გადაუხადა და სასწრაფოდ მანქანაში ჩაჯდა. გოგონას მის ამ ქმედებაზე მხოლოდ გაეღიმა და ემთან საუბარი ისე განაგრძო, რომ არაფერი შეიმჩნია. ჯეკსონი მანქანას კატასტროფული სიჩქარით ატარებდა. იცოდა, რომ თვითმფრინავში დრო დაეკარგებოდა და ცდილობდა, რომ აეროპორტამდე მაინც მისულიყო სწრაფად. ნეტავ ემი როგორ მიიღებდა? იქნებ საერთოდ ხმაც არ გაეცა, ან... ან არც შეემჩნია მისი იქ ყოფნა. იქნებ საერთოდაც დაცვისთვის ეთხოვა, რომ მოეშორებინათ მისთვის აბეზარი თაყვანისმცემელი. შეიძლება ასე არ მოქცეულიყო, მაგრამ სიცივის ნიღაბი მოერგო და ჯეკს ცივი სიმშიდით შეხვედროდა, ეთქვა რომ უკვე დაივიწყა და მისთვის სულერთი იყო. არა, ჯეკსონი ამას ნამდვილად ვერ გადაიტანდა! ერჩივნა ემს მისთვის ეყვირა, გაელანძღა, მაგრამ ვერ გაუძლებდა, რომ მისთვის ეყურებინა და გაეცნობიერებინა, რომ ქალი, რომელიც სამყაროს ერჩივნა მისი აღარ იყო და აღარც არასდროს აღარ იქნებოდა. რაც მთავარია, უკვე იცოდა სად შეძლებდა მის პოვნას და დანარჩენს როგორმე მოაგვარებდა. ემს დაუჩოქებდა და ისე სთხოვდა პატიებას, მაგრამ არაფრის დიდებით უკან მის გარეშე არ დაბრუნდებოდა. არა, არ შეიძლებოდა რომ ყველაფერი კარგად არ ყოფილიყო, უბრალოდ არ შეიძლებოდა! ბიჭს ისიც კი დაგეგმილი ჰქონდა სად უნდა წაეყვანა ემი პარიზიდან. აბა ტყუილად კი არ წამოიღო ბარგი და გიტარა! ჯეკს გაეცინა თავის ფიქრებზე და სიჩქარეს კიდევ უფრო უმატა. წუთებს ითვლიდა სანამ თვითმფრინავში ჩაჯდებოდა და შემდეგ ემთან ჩაფრინდებოდა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, ბედი აშკარად მის მხარეს იყო! მაგრამ... ჰმ, მაგრამ არასდროს არაფერი არ უნდა დაგეგმო წინასწარ! როგორც ყველას, ვინც წინასწარ გეგმავს მომავალს, ჯეკსონსაც ჩაეშალა გეგმები, როცა აეროპორტში მისულს უთხრეს, რომ ფრენები პარიზის მიმართულებით უამინდობის გამო გაურკვევლი ვადით გადაიდო. ჯეკმა ლამის ყურებიდან ბოლი გაუშვა ამის გაგონებისას. სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა დალოდებოდა ფრენების აღდგენას, მაგრამ როდემდე? ვინ იცის როდის გამოსწორდებოდა ამინდი და კვლავ აღდგებოდა ფრენები. მაგრამ ოკეანის გადაღმა სხვანაირად როგორ უნდა წასულიყო? გემით დროს დაკარგავდა, რაც ისედაც ცოტა ჰქონდა და დასაკარგად არ ემეტებოდა. სასწრაფოდ რამე უნდა მოეფიქრებინა, თორემ ღმერთმა უწყის მოდის კვირეულის შემდეგ ემი სად გადაწყვეტდა გამგზავრებას. ჯეკი უიმედოდ დაენარცხა პლასტმასის სკამზე და თავი ხელებში ჩარგო. რამე უნდა ეღონა, რაიმე გამოსავალი უნდა მოეძებნა და თანაც_სასწრაფოდ! * * * სასტუმრო, რომელშიც ემი და კრისი დაბინავდნენ, პირდაპირ გადაჰყურებდა ეიფელს. არქიტექტურის იმ შედევრს, რომელსაც თავდაპირველად ქალაქის დამახინჯებაში ადანაშაულებდნენ, შემდეგ კი პარიზის სიმბოლოდ იქცა! ახლა უკვე ძნელი წარმოსადგენია პარიზი ეიფელის კოშკის გარეშე. ხალხის გარკვეული მასა ოცნებობს მის ნახვაზე, ნაწილს კი უკვე მობეზრებული აქვს ის. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ალბათ ჩემი თქმის გარეშეც ადვილად მიხვდებით, რომ პარიზი არავის ტოვებს გულგრილს. ჰმ, მაგრამ ემი ხომ ყველასგან განსხვავებულია. აი ახლაც, სარწეველა სავარძელში ზის მინის კედელთან და ეიფელს გაჰყურებს. უფრო სწორად კი მზერა მისკენ აქვს მიმართული, თორემ ისე სულ სხვაგან არის. დაფრინავს წარსულში და ამაოდ ლამობს იქ დაბრუნებას. რა იქნებოდა დრო მაშინ რომ გაჩერებულიყო, როცა ჯეკმა პირველად მიიყვანა ის ოპერაში... გოგონა სრულ სიბნელეში იჯდა და გაბრწყინებულ ქალაქს გადაჰყურებდა, როცა პირველი, მოფარფატე, ფუმფულა ფიფქი დაინახა. მალე მას სხვებიც მოჰყვნენ და სულ მალე უკვე ულამაზესად ბარდნიდა. ემს ოდნავ გაეღიმა მათი დანახვისას_წელს ხომ პირველად თოვდა! რამდენიმე დღეში ემის ჩვენება იქნებოდა მოდის კვირეულზე, რითაც დაიხურებოდა კიდეც ის. ემს კი წარმოდგენაც არ ჰქონდა სად უნდა წასულიყო შემდეგ. დაბრუნებულიყო ნიუ-იორკში და ამაოდ ეცადა მისი სწრაფი ტემპისთვის ფეხის აწყობა? თუ დარჩენილიყო პარიზში_სიყვარულის ქალაქში და... და რა? ემილიმაც კი არ იცოდა როგორ გაგრძელდებოდა მისი ცხოვრება. მანაც კი არ იცოდა რას ნიშნავდა ეს „და“... აქამდე მიზანი ჰქონდა და მის განსახორციელებლად მიდიოდა ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ. მაგრამ როდესაც ამ მიზანს მიაღწევდა, შემდეგ რა უნდა ექნა? როგორც გაეგრძელებინა ცხოვრება? ახალი მიზანი ეპოვა? ახალი გატაცება? მაგრამ ვერაფერს რომ ვერ უდებდა გულს? აწამებდა ამდენი კითხვა, ასე ცხოვრება_გაურკვევლობაში ცხოვრება. ვერასდროს იტანდა ერთფეროვნებას, ახლა კი მისი ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავდა... -ბაჭია, რას აკეთებ ამ სიბნელეში მარტო? ხედავ რა ბედი გვაქვს? ბეწვზე ჩამოვასწარით. ახლა კი ისეთი ამინდია, დარწმუნებული ვარ ფრენებს გადადებდნენ. შენ რა ბარგიც არ ამოგილაგებია? რას ელოდები? ეიი, არ მისმენ?-ოთახში კრისი შემოვიდა და თან გაუჩერებელ ლაქლაქს მოჰყვა. სინათლე აანთო და იქ გამეფებული მყუდროება დაარღვია, მაგრამ შეატყო რომ ემი არ უსმენდა და მის წინ დადგა დოინჯშემორტყმული.-რა გჭირს? ისევ მოიწყინე? კარგი რა ემ, ხალხი ოცნებობს აქ ყოფნაზე, შენ კი არ აფასებ იმას რაც გაქვს.-კრისი გვერდით მიუჯდა მეგობარს და ცრემლები მოსწმინდა, რომლებიც ემის დაუკითხვად დაუფლებოდნენ მის ლოყებს. გოგონა გულში ჩაეკრა მეგობარს, გული ამოუჯდა და აქვითინდა. მის გულში იმედი ნელ-ნელა, მტკივნეულად კვდებოდა და მის ნაცვლად დიდ და ღრმა იარას ტოვებდა. იმედი იმისა, რომ ჯეკი ჩამოაკითხავდა და ეტყოდა, რომ ყველაფერი დასრულდა... მაგრამ უკვე ერთ თვეზე მეტი გავიდა მის გარეშე. სხვა დროს, როცა ემს არ უნდოდა, დრო ისე სწრაფად გადიოდა, რომ უკან მოხედვასაც ვერ ასწრებდა, ახლა კი, ისე მიიწელებოდა თითოეული დღე, რომ ემს ეგონა თითქოს უკვე საუკუნე გასულიყოს. კრისი ცდილობდა ენუგეშებინა გოგონა, მაგრამ ამაოდ. მისი თითოეული დამშვიდების მცდელობა გულს უფრო უჩუყებდა და ცრემლები გაძლიერებული ძალით იწყებდნენ დენას. კიდევ ერთი დღე გავიდა ისე, რომ ემს მისი სულის მეორე ნახევარი არ ენახა, მისი სურნელი არ ეგრძნო, მისი სითბო არ შეეგრძნო და არ ჩაეხედა თვალებში, რომლებიც ადრე სითბოთი და სიყვარულით ანთებული უმზერდნენ.
* * * ჯეკის გონება გაძლიერებულად მუშაობდა, მაგრამ გემით გამგზავრების გარდა სხვა აზრი არ მოსდიოდა. ესპანეთში ჩავიდოდა და შემდეგ იქიდან წავიდოდა პარიზში მატარებლით. მაგრამ ასე დრო ეკარგებოდა. ორი დღე მაინც დასჭირდებოდა სანამ საბოლოოდ ჩავიდოდა პარიზში, ეს კი არ აწყობდა, რადგან დღეს წასვლას ვერ მოახერხებდა, უკვე ღამე იყო. ხვალ თუ წავიდოდა, პარიზში ჩასულს ერთი დღეღა ექნებოდა ემის მოსაძებნად, მეორე დღეს კი უკვე მოდის კვირეულის დახურვა გაიმართებოდა. ჯეკმა კი არ იცოდა ემის ჩვენება რიგით მერამდენე იყო. ბიჭმა უკვე მემილიონედ ჰკითხა აეროპორტის მომსახურე პერსონალს ფრენები ხომ არ აღდგენილიყო, მაგრამ ამდენჯერვე მიიღო უარყოფითი პასუხი. საათის ისრებიც თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ისე სწრაფად მიიწევდნენ წინ. უკვე გამოუვალ სიტუაციაში იყო, როდესაც ფორმიანი გოგონა მიუახლოვდა და მხარზე ხელის შეხებით დააბრუნა დედამიწაზე. -ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩარტერული რეისით წასვლა. თქვენ ჯერ ესპანეთში ჩაფრინდებით, შემდეგ კი თუ ამინდი არ გამოსწორდება ნახევარ თანხას დაგიბრუნებთ და თქვენ ან მატარებლით, ან ავტობუსით, ან რაიმე ამდაგვარი ტრანსპორტით წახვალთ თქვენთვის სასურველ ადგილას. ესპანეთში ჩაფრენას რვიდან ათ საათამდე დასჭირდება, რადგან ცა სქელი ღრუბლებითაა დაფარული და ფრენა გაჭირდება. ასევე ჩემი მოვალეობაა გითხრათ, რომ ფრენა შეიძლება სახიფათოც აღმოჩნდეს, მაგრამ ყველაფერი თქვენი გადასაწყვეტია.-გაღიმებული გოგონა ელოდა ჯეკის პასუხს, რომელსაც შესაძლოა ბიჭის სიცოცხლეც კი გადაეწყვიტა. გოგონას გაფრთხილება ჯეკმა ყურად არ იღო და თხუთმეტ წუთში უკვე თვითმფრინავში იჯდა და გამყოლს საძილე აბების მოტანას სთხოვდა. საბედნიეროდ ფრენამ ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაიარა. მაგრამ რადგან პარიზში ისევ თოვდა და რეისები მისი მიმართულებით კვლავ გაურკვეველი ვადით იყო გადადებული, ჯეკს სხვა გზა არ რჩებოდა. ამიტომ შედარებით ყველაზე სწრაფი ტრანსპორტი აირჩია და მატარებლით წასვლა გადაწყვიტა. უკვე ვეღარ ითემნდა როდის ნახავდა ემილის. თითოეული წუთი საუკუნედ ეჩვენებოდა და იმაზეც კი ცოფებს ყრიდა მატარებელი სხვადასხვა სადგურებზე რამდენიმე წუთით რომ ჩერდებოდა. მით უმეტეს რომ წინ კიდევ დღენახევრიანი მგზავრობა ელოდა... სანამ ჯეკი ჯერ კიდევ გზაში იყო, ემილი უკვე ხვალინდელი საღამოსთვის ემზადებოდა. მთელი დღე მოდელებთან იყო და ჩვენების ბოლო დეტალებს აზუსტებდა. ხვალ, პარიზის დროით საღამოს რვა საათზე მისი კოლექცია პარიზის მოდის კვირეულს დახურავდა. დახურვა საზეიმო ცერემონიალით გაგრძელდებოდა და ფეიერვერკით დაგვირგვინდებოდა. სხვა თუ არაფერი, ეს ხომ იმ წლის ბოლო ჩვენება იყო! ემს ბარგი არ ამოელაგებინა. როგორც კრისს აუხსნა, ბარგის ამოლაგება იმიტომ არ სურდა, რომ ყოველთვის, როცა ჩემოდნის ხელახლა ჩალაგება უწევდა ის დღე ახსენდებოდა, წარსულის საუფლოდან რომ წამოვიდა. ემს ის ვარდისფერი კონვერტიც გადაავიწყდა, რომელიც თავის დროზე რომ ენახა, მის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებდა. ამ ბოლო დროს ყველაფრის მიმართ გულგრილობა დასჩემდა და ალბათ სწორედ ამის გამო არ ეცა ინტერესით კონვერტს მაშინვე, როგორც კი პარიზში ჩაფრინდა. მაგრამ რატომღაც ახლა მასზე ფიქრი აეკვიატა. რატომ უთხრა ელისმა, რომ ის მაშინ გაეხსნა, როცა დამშვიდდებოდა? რა შეიძლებოდა ყოფილიყო მასში და მაინც და მაინც წასვლის წინ რატომ მისცა გოგონამ ის? ემილიმ საკუთარ თავს დაუდო პირობა, რომ სახლში მივიდოდა თუ არა, მაშინვე მოძებნიდა კონვერტს და ინტერესით შეპყრობილ გულსა და გონებას დაიმშვიდებდა. მაგრამ ბედის ირონიით გვიანობამდე მოუწია მოდელებთან დარჩენა და მათი პრეტენზიების ატანა. ზოგს კაბის სიგრძე არ მოსწონდა, ზოგსაც ეხამუშებოდა ზედმეტად თამამი კაბით პოდიუმზე გასვლა. ემი მათი პრეტენზიების მოსმენისას საბოლოოდ დარწმუნდა, რომ საქმე დამწყებებთან ჰქონდა და იმდენად გაცოფდა, რომ შუაღამის მიუხედავად მაინც არ მოერიდა ორგანიზატორის გაღვიძებას. -სოფია, ან ახლავე მოხვალთ სტუდიაში და მოაგვარებთ პრობლემებს, ან ახალი დიზაინერის მოძებნა დაგჭირდებათ ხვალინდელი ჩვენების დასახურად. -კი მაგრამ მის კისნერ, რაშია საქმე? ამ შუაღამისას რა პრობლემა შეიქმნა ისეთი, რომ ჩემს გარეშე ვერ გადაწყვიტეთ? -შუაღამისას არა, საღამოს შვიდი საათიდან სტუდიაში ვარ, მინდოდა შემემოწმებინა ყველაფერი და ამ დრომდე იმიტომ შემოვრჩი, რომ როგორც აღმოვაჩინე ჩემი კოლექციის გატანა დამწყებ და გამოუცდელ მოდელებს დაევალათ. თუკი ყველაფრის მოგვარება არ შეგეძლოთ, რატომ გვითხარით დიზაინერებს უარი ჩვენი მოდელების ჩამოყვანაზე?-ემი საშინლად ჯიუტი და შემტევი ხდებოდა, როცა საქმე მის შემოქმედებას ეხებოდა და ახლაც ისე არ აპირებდა დანებებას, თუ საქმე მის სასარგებლოდ არ გადაწყდებოდა. -მის კისნერ, ალბათ გესმით, რომ ახლა თქვენი მოდელების ჩამოყვანას ვერ მოვასწრებთ. როგორმე უნდა მოაგვაროთ ყველაფერი, რომ... -აჰ, მე მოვაგვარო?-აღშფოთდა ემი და სოფიას არც კი დაამთავრებინა-კარგით, მაგრამ მაშინ წინასწარ გაფრხთილებთ, რომ ხვალ ჩემი კოლექციის ჩვენებისას თუ თქვენს რამდენიმე მოდელს ვერ იხილავთ, არ გაგიკვირდეთ რატომ!-ემი პასუხს არც დაელოდა ისე გაუთიშა და შემდეგ კრისი ნომერი აკრიფა. -კრის, უნდა დამეხმარო, სტუდიაში ვარ! კრისი სტუდიაში თავის რჩეულ მოდელებთან ერთად მალევე მივიდა და პრობლემაც აღმოიფხვრა. ჭირვეული მოდელები სხვებით ჩაანაცვლეს, გენერალური რეპეტიცია გაიარეს, ემიმაც შეარჩია კაბა, რომლითაც პოდიუმზე გავიდოდა ჩვენების ბოლოს და შემდეგ ყველანი სახლებში წავიდნენ. ემი მოუთმენლად ცქმუტავდა მანქანაში, რაც კრისს რა თქმა უნდა არ გამორჩენია. -რამე ხდება ემ და არ ვიცი? -რატომ მეკითხები? -აბა რა გჭირს? რამისაა მანქანიდან გადახტე და ფეხით გაიქცე-დასცინა კრისმა-ასე გეჩქარება მისვლა? -კრის, შენ რაღაც გავიწყდება! ჩემს ჩემოდანში, სადღაც სიღრმეში განისვენებს ვარდისფერი კონვერტი, რომლის წაკითხვა შენ ნიუ-იორკში ყოფნისას არ მაცადე, აქ ჩამოსვლისას კი რატომღაც გადამავიწყდა რომ მენახა. დღეს, როდესაც საქმეში ვიყავი ჩართული და თითქმის არაფერზე არ ვფიქრობდი, თავისით ამომიტივტივდა გონებაში. როგორ ფიქრობ, ის კონვერტი რაიმე მნიშვნელოვან საიდუმლოს რომ არ ინახავდეს, რატომ შემახსენებდა თავს?-ემი სრული სერიოზულობით ლაპარაკობდა, მაგრამ როდესაც დაამთავრა კრისი ისე ჩაბჟირდა სიცილით, რომ ემის სერიოზულობა გაცოფებამ შთანთქა.-რა ვთქვი სასაცილო? -ესე იგი კონვერტმა თავად შეგახსენა თავი არა?-კრისი ჯერ კიდევ იცინოდა-და რაო რა გითხრა? ოო, მოდი ემილი, წამიკითხე, ნახე რამხელა საიდუმლოს ვინახავო?-კრისი შეეცადა ეს ყველაფერი იდუმალი ხმით წარმოეთქვა, მაგრამ არ გამოუვიდა. -ნუ ხარ ცანცარა. ძლივს მოვედით შენი ზოზინა სიარულის წყალობით. ახლა ავალ და ყველაფერს გავიგებ. არა საერთდ რატომ დაგსვი საჭესთან? მეგობრები სასტუმროში თავის სართულზე ავიდნენ თუ არა, ემილი მაშინვე თავისი ნომრისკენ გაემართა, სინათლე აანთო, ჩემოდანი საწოლზე გადმოაპირქვავა და კონვერტის ძებნა დაიწყო. კრისი იქვე დივანზე ჩამომჯდარი ადევნებდა ამ ყველაფერს თვალს და მშვენივრადაც ერთობოდა. და აი, ემილიმ კონვერტიც იპოვა! მაგრამ რატომღაც, გოგონა მის გახსნას არ ჩქარობდა. -რას ფიქრობ, რა იქნება შიგნით? -განძის რუკა! რა ვიცი მე, გახსენი და ვნახოთ!-გვერდით მიუჯდა კრისი საწოლზე ჩამომჯდარ გოგონას და მანაც კონვერტი გახსნა. კიდევ კარგი რომ უკვე იჯდა, თორემ ნამდვილად მუხლი მოეკვეთებოდა და დაენარცხებოდა. ახლაც კი მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა და ააკანკალა. თვალებს ვერ უჯერებდა და კრისის ხმაც არ ესმოდა, რომელიც სთხოვდა რომ გონზე მოსულიყო. ბოლოს ისევ კრისის მსუბუქმა სილამ გამოაფხიზლა და ძლივს ამოიბლუყუნა. -არ არსებობს! ხედავ? შენც ხედავ თუ მეჩვენება? კრის, ხომ ნამდვილად ხედავ?-ემიმ კონვერტიდან ულამაზესი ბეჭედი ამოიღო, რომელზე გამობმულ ვარდისფერ ქსოვილზეც ლამაზად გამოყვანილი ასოებით ეწერა: „ცოლად გამომყვები?“ კონვერტში კიდევ რაღაც იდო. მაგრამ ეს „რაღაც“ იმდენად უმნიშვნელო იყო ახლა ემისთვის, რომ ვერც კი შენიშნა. სამაგიეროდ კრისმა დაინახა კარგად და ამოიღო კიდეც კონვერტიდან მოგრძო და წვრილი, სამი ერთმანეთზე გადაბმული სურათი. ამ სურათებზე ემი და ჯეკი იყვნენ აღბრჭდილნი მაშინ, როდესაც „ამერიკულ მთებად“ წოდებული ატრაქციონი კიდევ ერთ დაშვებას აკეთებდა. მართალია კრისი ამ სურათების ნახვისას სიცილით ჩაბჟირდა, მაგრამ ემს ყურადღებაც არ მიუქცევია, თავისი ბეჭდით ტკბებოდა! -რა თქმა უნდა თანახმა ვარ! ხვალვე დავბრუნდები წარსულის საუფლოში და ამას ჯეკსონსაც ვეტყვი! როგორ შეიძლება თანახმა არ ვიყო!-თავისთვის ლაპარაკობდა ემი და უკვე თითზეც მოერგო ბეჭედი. -რაო რა თქვი? ხვალვე დავბრუნდებიო?-აღშფოთდა კრისი-იცოდე სანამ შენ კოლექციას არ გაიტან აქედან ფეხს ვერ გაადგამ! მით უმეტეს რომ ასეთ ამინდში ფრენები გადადებული იქნება. ხომ ხედავ, უკვე ორი დღეა თოვს. -არა კრის, ჩვენების მერე ჩავალ. მაგრამ ჩვენება დამთავრდება თუ არა მაშინვე წავალ, არ მაინტერესებს ფრენები არის თუ არა. რამეს მოვიფიქრებ და წავალ. არა, ხომ მიხდება?-ემიმ სახესთნ მიუტანა მეგობარს ბეჭდიანი ხელი. -რა გეშველება!-დასცინა კრისმა და თმა მოუჩეჩა-ჩემი გოგო გაიზარდა! სადაცაა ცრემლები წამომივა, გამიფრინდა ბუდიდან ჩიტუნა!-კრისმა სწრაფად მოირგო მზრუნველი დედის როლი და „ცრემლებიც“ შეიმშრალა, საპასუხოდ კი ემისგან თავში ბალიში მიიღო. -მე კი გავიზარდე მაგრამ შენ რა გეშველება. ამხელა კაცი ისევ თინეიჯერივით იქცევი. შეიგნე რომ დაბერდი!-ემმა ეს რა თქმა უნდა კრისის გასამწარებლად თქვა და შემდეგ სასწრაფოდ გაიქცა. კრისმა ამხელა „შეურაცხყოფა“ არ აპატია და ბალიშებით შეუტია. იმ დღეს ემის ნომერში მხიარულება სუფევდა. ამდენი ხნის შემდეგ ემი ისევ ბედნიერი იყო, მაგრამ რა თქმა უნდა ნაწილობრივ. სრულ ბედნიერებამდე სულ რამდენიმე საათი აშორებდა...
* * * ჯეკი პარიზში რომ ჩავიდა უკვე შუა დღე იყო და მაშინვე სასტუმრო „როიალისკენ“ გაემართა, მაგრამ აჩქარებული გულის ცემა იმ წამსვე დაუმშვიდდა, როცა სასტუმროს პერსონალის წარმომადგენელმა უთხრა, რომ მის კისნერმა დღეს დილითვე გაასწორა ანგარიში და სასტუმრო დატოვა. ჯეკი ამ სიტყვების გაგონებისას ადგილზე გაიყინა და ხმა ვეღარ ამოიღო. იმის კითხვაც კი ვეღარ მოახერხა ხომ არ იცოდნენ სად წავიდა ემილი. მაგრამ რომც ეკითხა, მაინც უარყოფით პასუხს მიიღებდა, ასე რომ ბევრი არაფერი დაუკარგავს. ბიჭი გონს რომ მოეგო გარეთ გავიდა, სკვერის სკამზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. მან ხომ არ იცოდა, რომ მოდის კვირეულის დახურვა სწორედ დღეს საღამოს იყო. ისიც კი არ ახსოვდა რა დღე იყო. საათმა ხუთჯერ რომ დაიგუგუნა, ჯეკმა თავი წამოყო და ისევ სასტუმროს მიაშურა. ცივი გონებით აზროვნებისას მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იქ მაინც ეცოდინებოდათ დღეს რა რიცხვი იყო. რა თქმა უნდა არც შემცდარა. პირველივე ადამიანს, რომელიც შეხვდა ჰკითხა ეს და თუმცა მან ისე შეხედა, როგორც უცხოპლანეტელს, პასუხი მაინც მიიღო. დღეს 25დეკემბერი იყო, შობა! მოდის კვირეული კი შობამდე ერთი კვირით ადრე გაიხსნა, შესაბამისად მისი დახურვა დღეს იქნებოდა! ჯეკს უკვე დაგეგმილი ჰქონდა ემთან შეხვედრა და თუმცა მალევე იპოვა ის შენობა, სადაც ეს საზეიმო დახურვა გაიმართებოდა, შიგნით მაინც არ შესულა. გულითაც რომ სდომოდა არავინ შეუშვებდა საშვის გარეშე, რომელიც მას რა თქმა უნდა არ გააჩნდა. არც მოსაწვევი გააჩნდა, მაგრამ... რა მაგრამ? როგორ უნდა შესულიყო შიგნით მოსაწვევის გარეშე? შიგნით რომც შესულიყო ემამდე ვინ მიუშვებდა? აი აქ კი ჯეკს ისეთი გიჟური აზრი მოუვიდა, როგორიც შეიძლება მხოლოდ შეყვარებულ კაცს მოუვიდეს თავში და თავისი თავით აღფრთოვანებული მაღაზიისკენ გაეშურა პროფესიონალური ფოტოაპარატის შესაძენად... რვის ნახევარზე უკვე სტუმრებმა შესვლა დაიწყეს შენობაში. მათ ყველა დიდი პატივისცემით ესალმებოდა და უფრო სწორად რომ ვთქვათ ელაქუცებოდა. იქ ხომ მთელი ელიტა იყო შეკრებილი! სულ მალე დაცვას უცნაურად გამოწყობილმა, კისერზე პროფესიონალჩამოკიდებულმა ტიპმა ჩაუარა ამაყად, მაგრამ შუა გზაში შეაჩერეს. -თქვენი მოსაწვევი თუ შეიძლება! -პრესიდან ვარ! -მაშინ ის საბუთი, რომელიც ადასტურებს, რომ პრესიდან ხართ. -ღმერთო ჩემო, რა საბუთი გინდათ? ნუთუ ჟურნალებს არ კითხულობთ? -რომელი ჟურნალიდან ბრძანდებით?-მაინც არ ეშვებოდა დაცვის ბიჭი. -ჰმ, „კოსმოპოლიტენიდან“! -თქვენ „კოსმოპოლიტენიდან“?-ბიჭმა სიცილი ძლივს შეიკავა, როდესაც ამხელა ახმახმა უთხრა „კოსმოპოლიტენიდან“ ვარო, მაგრამ როდესაც მან მომაჯადოვებელი ღიმილიც სტყორცნა და წარბებიც აუთამაშა, დაცვამ ის უპრობლემოდ შეატარა. -ეჰ ჯეკსონ, გეის როლის მორგებაღა გაკლდა!-თავისთვის ჩაიბურტყუნა ჯეკმა, როდესაც დაცვას არც თუ ისე იოლად დაუსხლტა ხელიდან და როგორც ჟურნალ „კოსმოპოლიტენის“ წარმომადგენელმა შიგნით შესვლა მოახერხა. მაშინვე მთავარი დარბაზისკენ გაემართა და პოდიუმის პირდაპირ მოკალათდა. რამდენიმე წუთიც უნდა გაეძლო, მოდელების გაქვავებული სახეები აეტანა და შემდეგ ანგელოზსაც დაინახავდა... * * * ემი მოუთმენლად ცქმუტავდა და თავის გასვლას ელოდა. უკვე ბარგიც ჩალაგებული ჰქონდა და ჩვენება დამთავრდებოდა თუ არა, აქედანვე წავიდოდა ჯეკსონთან. აი, სულ რამდენიმე მოდელიც და შემდეგ თვითონ გავა სცენაზე. სულ ცოტაც და... ემიმ სცენაზე ფეხი შედგა თუ არა, ჯეკსონს სუნთქვა შეეკრა. არასდროს ყოფილა ასეთი ლამაზი, ასეთი მონატრებული და ასეთი მისი. გრძელი, შავი და ულამაზესი კაბა ეცვა, გულს ლალის თვლებით გაწყობილი ყელსაბამი უმშვენებდა და... ო ღმერთო! თითზე ბეჭედი ეკეთა. ჯეკის მიერ ნაყიდი და ელისის მიერ გაგზავნილი ბეჭედი! ემი მიუახლოვდა თუ არა, ჯეკმა სახეზე ფოტოაპარატი აიფარა და მისმა სინათლემ ემს თვალი მოჭრა. გოგონას კარგად ეხერხებოდა საზოგადოებაში თავის დაჭერა და უხერხული სიტუაციებიდან გამოსვლა, თორემ სხვაგან რომ ყოფილიყვნენ ამ თავხედს თავზე გადაამტვრევდა იმ ფოტოაპარატს, რომლითაც კინაღამ დააბრმავა. იმ სინათლის გამო ემიმ მისი პატრონის ნორმალურად დანახვაც კი ვერ მოახერხა, შემდეგ კი ხელახლა გაიარა პოდიუმი და თვალსაც მიეფარა. ჩვენება დამთავრდა! ახლა ყველანი ღია აივანზე უნდა გასულიყვნენ და ალაფურშეტს დასწრებოდნენ, შემდეგ კი ფეიერვერკი ენახათ. რადგან ემის კოლექციამ ძალზე დიდი მოწონება დაიმსახურა და თითქმის ყველა მას ეძებდა შესაქებად, ემილიმ გაპარვა ვერ მოახერხა და წვეულებაზეც მოუხდა დარჩენა. არადა როგორ ეცადა რომ თვალს მოფარებოდა და სწრაფად წასულიყო, მაგრამ ამაოდ. ყველამ, ნაცნობმა თუ უცნობმა თითქოს სპეციალურად მაშინ მოინდომეს მასთან გასაუბრება და გოგონაც შეყოვნდა. ბოლოს, როცა უკვე ყველა მოიშორა და წასვლას აპირებდა, კრისის თხოვნით კიდევ ნახევარი საათიც მოითმინა და წვეულების დასრულებამდე დარჩენა გადაწყვიტა. ღია აივანზე მოაჯირს დაყრდნობილი იდგა და თავის ბეჭედს აკვირდებოდა. სუსტი ნიავი კაბას უფრიალებდა. უცბად იგრძნო, რომ გვერდით ვიღაც მიუდგა. ეს ვიღაც კი მისთვის ისეთი ნაცნობი და ახლობელი იყო... ემილი ადგილზე გაიყინა, ეგონა რომ ეს ყველაფერი უბრალოდ მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო და გვერდზე გახედვაც კი ვერ გაბედა. თვალის კუთხით ხედავდა ნაცნობ ფიგურას, მაგრამ სახეში შეხედვას ვერ ბედავდა. ნელ-ნელა რწმუნდებოდა, რომ ჯეკი უბრალოდ მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო, რადგან არც ის იღებდა ხმას და უბრალოდ უყურებდა. ბოლოს ემიმ გაბედა და მისკენ შეტრიალდა. ტკბილმა წარმოსახვამ მისთვის საყვარელი ღიმილით გაუღიმა. ემის თვალებში საგრძნობლად იმატა წყლის დონემ. და სწორედ მაშინ, როდესაც მის თვალს პირველი ცრემლი მოსწყდა, ემი მიხვდა, რომ მის წინ ნამდვილი ჯეკი იდგა. რადგან წარმოსახვა ვერ შეძლებდა ასე თბილად და გულწრფელად ჩაეკრა გულში მისი საყვარელი ქალი. -მაპატიე, მაპატიე გთხოვ...-ნაზად ეჩურჩულებოდა ჯეკსონი და მთელ სახეს უკოცნიდა.-მიყვარხარ და ვერ გადავიტან, რომ დაგკარგო!-ამ სიტყვებით მათი ბაგენი ერთმანეთს შეერწყნენ, მაგრამ ტკბილი კოცნა დიდხანს არ გაგრძელებულა. ჯეკი მალე მოშორდა მის ტუჩებს და ემის ბეჭდიანი ხელი აიღო ხელში. ემსაც და მასაც გაეცინათ ბეჭდის დანახვაზე. -ცოლობას გთხოვდი ჩემი ბეჭედი შენ რომ არ გქონდეს!-ამ სიტყვების გაგონებისას ემიმ მაშინვე მოიძრო ბეჭედი და ჯეკს გაუწოდა. ეს უკანასკნელიც მაშინვე მის წინ ცალ მუხლზე დადგა, არ შეიმჩნია მათკენ მიშტერებული მზერები და მტკიცედ და ხმამაღლა ჰკითხა ემილის: -ემილი კისნერ, თანახმა ხარ რომ გახდე ჩემი მეუღლე? -რა თქმა უნდა!-ახლა უკვე ჯეკმა დააბინავა ბეჭედი ემის ხელზე, შემდეგ კი გოგონა ხელში აიყვანა და დააბზრიალა.
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
|
|
|
|