☆AnasteishA☆ | თარიღი: ორშაბათი, 2012-05-07, 12:45 PM | შეტყობინება # 512 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| Quote (♥vampiressa♥) სანამ მათ მშვიდად ეძინათ, ემილის სახლის სიმყუდროვეს ტელეფონის ზარის ხმა არღვევდა, რომელიც უკვე ნახევარი საათია განუწყვეტლივ რეკავდა. მაგრამ მას, ვინც რეკვას არ წყვეტდა, ვერ გავამტყუნებდით, იმიტომ რომ, ძალზედ სერიოზული საქმე ჰქონდა ემთან. საქმე, რომელსაც შესაძლოა ემის მომავალი გადაეწყვიტა და ყველაფერი შეეცვალა. ემი რომ ახლა სახლში ყოფილიყო და ამ ზარისთვის ეპასუხა, უთუოდ სიმშვიდეს დაკარგავდა და ყოველ დღე შიშით გაიღვიძებდა. შიშით იმისა, რომ წარსული არ დაბრუნებულიყო. მაგრამ ამის ნაცვლად ახლა ემს მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის მხარზე ეძინა და ვერც კი წარმოიდგენდა წინ რა ელოდა. ეს რომ სცოდნოდა... ჰმ, მოდით ნუღარ ვიფიქრებთ იმაზე, რა მოხდებოდა ემს ტელეფონისთვის რომ ეპასუხა, რადგან ეს ასე არ მოხდა. ამიტომ, ჯობია უბრალოდ მოთმინებით აღვიჭურვოთ და მოვლენების განვითარებას დაველოდოთ. ჩვენ ხომ წინ უამრავი არც თუ ისე კარგი სიურპრიზი და ინტრიგა გველოდება... ტელეფონი ისევ რეკავდა! uaaaaaaaaaaaaaaaaaaaau! amas ar vici ra davarqva! dzalian lamazad aformeb. titqos chuqurtmebs uketeb, ragacnairad alamazeb romans... dzalian momewona. xshirad chaurte xolmeee raaa. miunxentan dakavshirebit cota sxva azri mqonda, mere getyvi rac. saboloo jamshi lamazi tavi gamovida
| |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: კვირა, 2012-05-13, 4:48 AM | შეტყობინება # 521 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| თავი 40 თვითმფრინავი ბერლინის აეროპორტში გამთენიის ხუთ საათზე დაჯდა. ფრენამ კარგად ჩაიარა, ყოველგვარი პრობლემების გარეშე. ჯეკმა ემილი შუბლზე კოცნით გააღვიძა და ისიც მალევე გამოფხიზლდა. ბავშვებთან ერთად დატოვეს თვითმფრინავი და შემდეგ სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ავტობუსით სასტუმროში მივიდნენ. ემის და ჯეკს ცალ-ცალკე ოთახები ჰქობდათ, გოგონები და ბიჭები კი თითო-თითო საერთო ოთახში გადაანაწილეს. ყველას სურდა საკუთარი ოთახი ჰქონოდა, მაგრამ განსაკუთრებით პრეტენზიული ჯენიფერი გამოდგა_ჯაკუზიანი და ლამაზხედიანი ოთახი სურდა. ემილიმ ძლივს მოახერხა ყველას დამშვიდება და ოთახებში უპრობლემოს შეშვება, ბოლოს კი დაღლილი ჯეკთან ერთად გაუყვა დერეფანს. -ჩვენი ოთახები ერთმანეთის პირისპირ არის-გაუღიმა ჯეკმა. -აბა რას ელოდი?-დასცინა ემიმ. -შეგვეძლო რომელიმე ოთახი ჯენიფერისთვის დაგვეთმო და ზედმეტ პრობლემებს თავიდან აიცილებდი-ვალში არ დარჩა ბიჭიც. -ვერ მოგართვი-ემიმ ენა გამოუყო და კარისკენ შებრუნდა რომ ოთახში შესულიყო, მაგრამ ჯეკმა მკლავში ხელი ჩაავლო, თავისკენ შეატრიალა, ვნებიანად აკოცა და შემდეგ თავის ოთახში თვითკმაყოფილი ღიმილით სახედამშვენებული შევიდა. ემი ოთახში შესვლისთანავე შუქის აუნთებლად საბანში შეძვრა და მაშინვე ჩაეძინა. დილით კარზე კაკუნმა გააღვიძა, ხელის ცეცებით მიაღწია კარამდე და მის მიღმა ყურებამდე გაღიმებული ჯეკი დაინახა. -აბა, მზად ვართ შრომისა და თავდადებისთვის?-დასცინა ჯეკმა და გულში ჩაიკრა. -რომელი საათია?-საწყლად ამოიკნავლა ემიმ და რამის ჯეკის მკლავებში ჩაეძინა. -ცხრა ხდება. მიდი ჩაიცვი და ბავშვები გააღვიძე. -დარბაზი თორმეტზე, სამზე და ექვსზე დავჯავშნე. თორმეტამდე კიდევ სამი საათია, ასე რომ კარგად გამოძინებას მოვასწრებ. -არავითარ შემთხვევაში! ქალაქის დათვალიერება არ გინდა? -ნამყოფი ვარ, გავლით-ენა გამოუყო ემიმ და საწოლისკენ გაემართა. -ძალის გამოყენება მომიწევს შენს გამოსაფხიზლებლად-ჯეკმა ბოროტულად ჩაიცინა, ემი ხელში აიტაცა და მისი კივილის თანხლებით აბაზანისკენ გაემართა. გოგონას ცივი დუში მიუშვირა და სანამ მან კანკალი არ დაიწყო, არ გამორთო. -იდიოტო, ვერ გიტან!-ამოიღმუვლა ემილიმ, პირსახოცს ეცა და მაისურის გახდა დააპირა, მაგრამ შემდეგ ჯეკს მიუბრუნდა. -მიხვდი ეხლა და გადი!-უთხრა სიცილით და კარისკენ უბიძგა. ბიჭიც სიცილ-სიცილით გაეცალა და თან თავისთვის ჩაიბურტყუნა: -აქამდე კი არ მინახიხარ პირსახოცშემოხვეული ხო იცი! ემი მალევე გაემზადა და შემდეგ ჯეკთან ერთად გარეთ გავიდა. შეძლებისდაგვარად ქალაქი დაათვალიერეს, უამრავი სურათი გადაიღეს, მაგრამ ემის სურვილის მიუხედავად ნაყინი ვერ ჭამეს_უკვე ოქტომბერი იყო. თერთმეტი საათისთვის სასტუმროში დაბრუნდნენ. ემი სპორტულად გამოეწყო, კისერზე სასტვენი ჩამოიკიდა და ბავშვების საძინებლებისკენ გაემართა. ჯეკი კი ამ დროს შიმშილს იკმაყოფილებდა და წინასწარ წუხდა იმაზე, რომ მთელი დღე რეპეტიციების გამო მშიერი იქნებოდა. ემიმ სასტვენის გამყინავი ხმით ჯერ ბიჭები გააღვიძა, შემდეგ გოგონები და ყველას გენერალივით უბრძანა ოც წუთში საცეკვაო ტანსაცმელში გამოწყობილები ჰოლში ყოფილიყვნენ. თვითონ სასადილოში ჩავიდა ჯეკთან და ისე დაჯდა რომ ჰოლიც დაენახა. მხოლოდ იოგურტი მიირთვა, ისიც უცხიმო. არ უნდოდა რომ ვარჯიშის წინ „დამძიმებულიყო“. -ჩვენება ხომ ხვალ არის ემ? -კი, თან დილით. ასე რომ ხვალ საღამოს უკვე აეროპორტში ვიქნებით და თან შემდეგ ტურში გადასულები. -მაგაში ეჭვი არ მეპარება-გაეცინა ჯეკს-მე დღეს ცოტა ხნით გასვლა მომიწევს. -რატომ? -საჩუქრები უნდა ვიყიდო. -მეც წამოგყვები რა-პატარა ბავშვივით დაიწყო ემიმ, მაგრამ უშედეგოდ. -არავითარ შემთხვევაში-ჯეკმა თითის დაქნევით გააჩუმა-მთელ სიურპრიზს ჩამიშლი. ის იყო ემს ახლიდან უნდა დაეწყო ხვეწნა, რომ ჰოლში ბავშვები ჩამოვიდნენ და ისიც ჯეკსონთან ერთად მათკენ გაემართა. ჯეკი ცოტა ხნით ყველას დაემშვიდობა და წავიდა. დანარჩენები კი ავტობუსით დარბაზისკენ გაემართნენ. დარბაზი ძალიან მაგარი გამოდგა. დიდი, გრანდიოზული შოუებისათვის განკუთვნილი. იქ უკვე იყო ხვალინდელი შოუს დეკორაციები. ყველა აღფრთოვანებული იყო, განსაკუთრებით კი ემილი. მაგრამ სცენის დანახვისას მას აღფრთოვანებასთან ერთად შიშიც დაეუფლა. შეძლებდნენ კი ბავშვები ამდენი ხალხის წინ, ასეთ გრანდიოზულ სცენაზე ღირსეულად დგომას? ემი ეცადა ნერვიულობა არ დასტყობოდა, მუსიკალური ცენტრი ჩართო და ბავშვებთან ერთად სცენაზე ავიდა. რეპეტიციამ კარგად ჩაიარა. ცეკვა თითქმის უნაკლო იყო, ბოლო დეტალებს კი მომდევნო ორ რეპეტიციაზე დახვეწდნენ. ბავშვებმა ქალაქში გავლა მოინდომეს და ემსაც არ დაუშლია, მხოლოდ ის უთხრა რომ სამზე დარბაზში ყოფილიყვნენ. ემიმ კი მაღაზიები შემოიარა. უამრავი რამ იყიდა, თავისთვისაც და საჩუქრადაც. ჯეკს კი მისდა გასაკვირად ვერსად გადააწყდა. დარეკვისგანაც თავს იკავებდა, უნდოდა მას თავად დაერეკა. უკვე გაბრაზებას იწყებდა რომ მისი მობილური ადელის ხმით ამღერდა. ემს ეკრანისთვის არც დაუხედავს ისე უპასუხა, ჯეკი ეგონა. დიახ, დიახ, სწორად წაიკითხეთ_ეგონა! -სად დაიკარგე ამდენ ხანს? უკვე მომენატრე-დაიწყო ემიმ, მაგრამ საპასუხოდ მხოლოდ ქალის ჩახველება გაიგო. -ემილი, მე ვარ_დედაშენი. სად ხარ? -დედა?! ანიტა?-გაოგნებული იყო ემი. -ხო შვილო, მე ვარ. სად ხარ? -გმადლობ, მე კარგად ვარ დედა. შენ?-დაუფარავი ირონიით უპასუხა ემიმ. -აჰ, მაპატიე, სულ დამავიწყდა მეკითხა. მაგრამ დამიჯერე, გაცილებით სერიოზულ საქმეზე ვრეკავ. გუშინ შენ სახლში ვრეკავდი, მაგრამ მითხრეს რომ გადახვედი. შემდეგ შენს ახალ სახლშიც დიდხანს ვრეკე, მაგრამ არავინ არ მიპასუხა. სად ხარ? -რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამას შენთვის? და საერთოდ, რატომ მირეკავ, მოხდა რამე?-ემიმ თავი ვეღარ შეიკავა და ყველაფერი ერთად მიაყარა. დედამისი მისი ქორწილის შემდეგ არც კი შეხმიანებია. ის ემს თვლიდა დამნაშავედ ყველაფერში და ეს ქორწილის დღესაც უთხრა. ემს მთელი ამდენი ხნის სიბრაზე ერთიანად მოაწვა. მერე რა, რომ ის დედამისი იყო? მას ხომ შვილი მხოლოდ მაშინ ახსენდებოდა, როცა სჭირდებოდა?! ერიკზე გათხოვებაც ხომ მისი დაგეგმილი იყო, ალბათ თავიდანვე ამიტომ გამოუგზავნა ის ემს დასახმარებლად. მას აწყობდა თუ ემილი ერთ-ერთ საქვეყნოდ ცნობილ ადვოკატს გაჰყვებოდა ცოლად_ამით დიდ პოპულარობას მოიპოვებდა. -ემილი! ასე რატომ მელაპარაკები? მე ხომ დედაშენი ვარ! -ანიტა, ახლა არ მცალია და თუ შეიძლება სწრაფად მითხარი რა გინდა. -ერიკი და ნატალი დაშორდნენ... -რა? ასე მალე? ვერ წარმოიდგენ როგორ მეწყინა!-ირონიულად ჩაიცინა ემიმ. -მოკლედ, გუშინ ერიკი იყო ჩვენთან მოსული. მე და მამაშენს გველაპარაკა და პატიება გვთხოვა. ეტყობოდა რომ ნანობდა. იმ გოგომ ტვინი აურია, მაგრამ ახლა საბედნიეროდ გონს მოეგო და უნდა, რომ თავისი შეცდომა გამოასწოროს. იცი, ვფიქრობ რომ კიდევ ერთი შანსი უნდა მისცე...-ემი დედამისის მონაყოლმა შოკში ჩააგდო და სასწრაფოდ ერთი ხის ქვეშ მდგარ სკამზე ჩამოჯდა. არა, ეს ყველაფერი როგორ უთხრა? ნუთუ მისთვის ქორწილის დღეს მომხდარი ამბავი არაფერს ნიშნავდა? დედამისი თუ ყოველთვის ერიკით იყო აღტაცებული, მამამისს რაღა დაემართა?! არა, შეუძლებელია! ნუთუ ემს მასთან შერიგებას სთხოვს? ემი თავს ისე გრძნობდა, თითქოს ქვეყანა თავზე ჩამოექცა. -ხვდები მაინც რას მეუბნები? -ამას იმიტომ გეუბნები ემ, რომ შენთვის მხოლოდ კარგი მინდა. -ჰმ, ქორწილის დღეც ხომ არ დაგეგმეთ უკვე? -ვფიქრობ ამ თვის ბოლომდე ყველაფერს მოვასწრებთ. თან ჟურნალისტებს ეს ახალი ამბავი შოკში ჩააგდებთ! ძალიან დიდი ხანი ჟურნალების ყდებზე ყოფნა გარანტირებული გექნება.-ემს ამის მოსმენა აღარ შეეძლო. ტელეფონი დაუმშვიდობებლად გათიშა, შემდეგ კი საერთოდ გამორთო. ერთიანად აკანკალებდა, ვერაფრით წყნარდებოდა. წამოდგომა და სასტუმროში წასვლა უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო. ახლა რა იქნებოდა? ძველებურად გააგრძელებდა ცხოვრებას? რა თქმა უნდა ვერა! რა აზრი ჰქონდა ტყუილად თავის მოტყუებას? ამიერიდან ყოველი დღის დადგომას შიშით შეხვდებოდა. შიშით იმისა, რომ „ის“ და მასთან ერთად წარსულიც დაბრუნდებოდა. მისთვის ეს რთული არ იქნებოდა. მისამართს ანიტასგან გაიგებდა. ყველაზე მტკივნეული ამ ყველაფერში ის იყო, რომ ამ ყველაფერს ემს დედამისი უკეთებდა. საკუთარი დედა! გოგონამ უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და ფეხზე წამოდგა. სამი ხდებოდა, ამიტომ პირდაპირ დარბაზისკენ გაემართა და კვლავ ბავშვებთან ერთად იცეკვა. მარიონეტივით მოძრაობდა. სხეული ცეკვავდა, სული კი სხვაგან იყო, სადღაც შორს. ემი ცდილობდა დაევიწყებინა ცოტა ხნის წინანდელი საუბარი, მაგრამ არ შეეძლო. მისი სული უკვე შიშს მოეცვა. არც მეორე რეპეტიციის შემდეგ არ წასულა სასტუმროში. ჯეკს კი არ დაურეკავს... ჯანდაბა! ემს გაახსენდა რომ მობილური გამორთული ჰქონდა. ჰმ, აბა რანაირად დაურეკავდა ჯეკი. ერთ-ერთ სკვერში ჩამოჯდა და მობილური ჩართი. 37გამოტოვებული ზარი ჯეკსონისგან იყო, ხოლო 1_დედისგან. ემს გაეცინა და სანამ ჯეკთან დარეკავდა, მობილური თავისით ამღერდა. -სად ხარ? კარგად ხარ?-ჯეკს შეშინებული ხმა ჰქონდა. -დამშვიდდი. დარბაზთან ახლოს რომ სკვერია იქ ვარ. -დამელოდე! ხუთ წუთში ჯეკი უკვე ემის გვერდით იჯდა და მთელი ძალით გულში იკრავდა. ისე, თითქოს მათი სიყვარული უკვე დღეების დათვლას იწყებდა... ემიმ ყველაფერი მოუყვა და თავისი შიშიც გაუმხილა, ჯეკმა კი დაიფიცა, რომ არასდროს არავის არ მისცემდა მათი დაშორების უფლებას. მაგრამ მათ რა იცოდნენ, ბედი როგორ საჩუქარს უმზადებდათ. ბედს სულ არ აინტერესებდა ფიცი. რასაც გადაწყვეტს, მაინც იმას გააკეთებს. მასზე ჯიუტი ხომ ქვეყნად არავინაა... ბოლო რეპეტიციას ჯეკიც დაესწრო. ამჯერად ემს აღარ უცეკვია. ცდილობდა ჟიურის თვალით შეეფასებინა და როცა ცეკვას ვერანაირი მინუსი ვერ უპოვა, გაუხარდა. ბავშვებიც გახარებულები იყვნენ. ყველა მოუთმენლად ელოდა კონკურსის დღეს. ხვალინდელ დღეს ჯეკსონიც ელოდა. მას ხომ ემისთვის სიურპრიზი ჰქონდა, დიდი სიურპრიზი! მთავარი იყო ყველაფერს კარგად ჩაევლო. და აი, დადგა ნანატრი დღეც! „New World” რიგით ბოლო იყო და შესაბამისად დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა_ღირსეულად დაეხურა შოუ! ყველას ნერვიულობა მაშინ გაორმაგდა, როცა შეიტყვეს, რომ შოუს სხვადასხვა პოპულარული ტელეარხიც აშუქებდა. ყველა სკოლა ბრწყინვალედ წარსდგა! რთულიც კი იქნებოდა ოცი ჯგუდიდან ათის ამორჩევა. მხოლოდ ერთი ჯგუფიღა იყო დარჩენილი_ბოლო ჯგუფი. ემი საშინლად ნერვიულობდა. მისთვის განკუთვნილ ადგილასაც კი არ იჯდა. კულისებში იყო და ბოლთას სცემდა. სცენაზე გასვლის წინ ბავშვებს წარმატება უსურვა და ეცადა დამშვიდებულიყო. ბავშვების გამოსვლამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! ემის კი არ მოელოდა მათგან ამდენს. თითოეულს ეტყობოდა, რომ მთელი გულით ცეკვავდა და ბოლომდე გრძნობდა მუსიკას. ცეკვის დასრულებისას მათ სცენა აღარ დაუტოვებიათ, რადგან უკვე ის ათი ჯგუფი უნდა გამოეცხადებინათ, რომლებიც შემდეგ ტურში გადავიდნენ. -მაშ ასე, პირველი ჯგუფი, რომელსაც შემდეგ ტურშიც ვიხილავთ, არის... „New World”! -გამოაცხადა წამყვანმა და დარბაზმა იხუვლა! ყველა აღფრთოვანებული იყო მათი გამოსვლით და უხაროდათ, კიდევ რომ ექნებოდათ მათი ხილვის ბედნიერება. ემი ძალიან ბედნიერი იყო. ისე უხაროდა, როგორც საკუთარი წარმატება. ბოლოს ყველამ ერთად აღნიშნეს და სასტუმროსკენ გაეშურნენ. დრო იყო მომზადებულიყვნენ_საღამოს მიფრინავდნენ. -ემ, რაღაც უნდა გთხოვო-დაიწყო ჯეკმა მაშინვე, როგორც კი ემის ოთახში შევიდნენ. -ნუ მიყურებ მასეთი სახით! ხომ იცი, რომ როცა მასე მიყურებ, უარს ვერ გეუბნები-გაეცინა ემს. -ძალიან კარგი, ესე იგი მივდივართ! -რა? სად? -მიუნხენში. მიდი, ბავშვებს წერილი დაუტოვე და წავედით. მატარებელი ორმოც წუთში გადის. -არ არსებობს! რა მიუნხენი, გაგიჟდი? მერე ბავშვები? -ემ, 18წლისები არიან. აქედან აეროპორტამდე ავტობუსით მივლენ და არც ნიუ-იორკიდან გაუჭირდებათ სახლამდა გზის გაგნება. -აუ არა! სკოლაში რა ვთქვა მერე? გზაში რომ რამე მოუვიდეთ? -ემ! მალე დაწერე წერილი. -აუ ვინ ხარ შენ რა!-გაეცინა ემს-კიდევ კარგი ბევრი ბარგი არ წამომიღია. -ის ვარ, ვისზეც ჭკუაც კარგავ!-დასცნა ჯეკმა, შემდეგ ემის და თავისი ზურგჩანთები აიღო და ორივენი ოთახიდან გავიდნენ. ემილიმ ორი წერილი დაწერა და ბიჭებსაც და გოგონებსაც კარის ქვემოდან ოთახში შეუცურა. შემდეგ კი სასწრაფოდ ის და ჯეკი ტაქსში ჩასხდნენ და რკინიგზის სადგურისკენ წავიდნენ. ემი ხვდებოდა, რომ სიგიჟეს აკეთებდა, მაგრამ სიყვარულიც ხომ ესაა! საყვარელ ადამიანთან ერთად სიგიჟის კეთება! -მალე ჩავალთ?-აწუწუნდა მატარებლით ორსაათიანი მგზავრობით დაღლილი და ჯეკის მხარზე ნახევრად მიძინებული ემილი. -ერთ საათში. დაიღალე?-მზრუნველად ჰკითხა ჯეკმა და ნაზად აკოცა. -უკვე გადამიარა-გაეცინა ემს-არა, თუ ხვდები მაინც რა სიგიჟეს ვაკეთებთ? -ჰმ!-ჩაეცინა ჯეკს-ლუდი ხომ გიყვარს? -კი. -ფესტივალებზე სიარული? -ეგეც. -მე? -სულელო! ძალიან! -ჰოდა მაშინ სიგიჟეს გამართლება აქვს. -ორშაბათს ხომ უკვე სახლში ვიქნებით? -რა თქმა უნდა. ემს ჩაეძინა, ჯეკი კი მისი ცქერით ტკბებოდა. რა იცოდა კიდევ რანდენჯერ ექნებოდა ასეთი შანსი... მან მართლაც არ იცოდა, წინ რა ელოდა... მატარებელი როგორც იქნა გაჩერდა და იქიდან ჩასული წყვილი ფეხით გაუყვა გზას სასტუმროსაკენ. იცოდნენ, რომ ძილი მაინც არ მოუწევდათ, ამიტომ ერთი ოთახი აიღეს და ისიც მხოლოდ ბარგისთვის. ყველაფერი დააბინავეს და პირდაპირ ფესტივალის მთავარი ქუჩის_ Oktoberfest-ისაკენ წავიდნენ. ქუჩა ულამაზესი იყო, ათას ფრად აჭრელებული და სხვადასხვა ქვეყნის სტუმრებით გადაჭედილი. ყველგან იდგა მაგიდები ლუდის კათხებით. ხალხი სხვადასხვა კონკურსში იღებდა მონაწილეობას. ერთ კუთხეში პანტომიმის თეატრიც კი იყო გამართული. ემი აღფრთოვანებული იყურებოდა აქეთ-იქით და ყველას და ყველაფერს სურათს უღებდა. -ემ, გეხვეწები გეყოფა რა სურათები-ჯეკი ნერწყვების ყლაპვით იხრჩობოდა ლუდის დანახვისას. -ხომ ხედავ ჯეკ, ყვწლა მაგიდა დაკავებულია. -მაგრამ ლუდის სმაში ხომ ტარდება კონკურსი?! -სად? წამოდი მალე! ცოტა ხანში ჯეკი ერთ ტატუებით დაფარულ კაცს ეჯიბრებოდა ლუდის სწრაფად დალევაში, ემი კი ესპანელ სინიორიტას. გამარჯვებული სხვას უნდა შეხვედროდა. აი, უკვე მერამდენე კათხას სვამდნენ ისინი აღარც კი ახსოვდათ, მაგრამ მაინც მშვენივრად გრძნობდნენ თავს. როდესაც ჯეკის მოპირდაპირე მხარეს ღიპიანი გერმანელი დადგა და კათხა მოიყუდა, ემიმ სასწრაფოდ ფოტოაპარატი მოიმარჯვა და ორივეს სახე დააფიქსირა. აქ კი ვეღარ შეძლო ჯეკმა მეტის დალევა და ამ ღიპიანთან დამარცხდა. უკვე მოსაღამოვებულიყო კიდეც, ამიტომ მან და ემმა გასეირნება გადაწყვიტეს, ჰმ, თვითონ ფიქრობდნენ რომ სეირნობდნენ, თორემ ისე ნაბიჯს ძლივს დგამდნენ. -არა, აღიარე რომ მაგრად ვსვამ!-სლოკინის თანხლებით ძლივს თქვა ემიმ და ჩაბჟირდა. -ტაშის ღირსი ხარ ჩემო მშვენიერო!-ჯეკსონი ცალ მუხლზე დადგა და ემს ტაში დაუკრა. რამდენიმე საათი ასე უაზროდ იარეს. ამასობაში ჯეკი მთლიანად გამოფხიზლდა, ემიმ კი აიჩემა კიდევ უნდა დავლიო, მეორედ როდის მეღირსება ნამდვილი გერმანული ლუდის დაგემოვნების ბედნიერებაო და ჯეკი ერთ-ერთი მაგიდასთან მიათრია. -კარგი რა ემ, გეყოფა! ცუდად გახდები! -ცოტაც რა-ემიმ პატარა ბავშვივით ყელი გამოუწია და კიდევ ერთი კათხა მოიყუდა. -ემილი!-ჯეკს მოთმინების ფიალა ამოეწურა და გოგონა ხელში აყვანილი გამოიყვანა გვერდით. -ჰაჰა, შენზე მაღალი ვარ!-ზემოდან ჩამოსძახა ემიმ და ენა გამოუყო-ხალხნო, დაინახეთ, მე თავად ჯეკსონზე მაღალი ვარ!-დაიყვირა ემიმ ბოლო ხმაზე, ჯეკმა კი სასწრაფოდ ჩამოსვა და პირზე ხელი ააფარა. -გაგიჟდი?-სიცილს ვერ იკავებდა ჯეკი მთვრალი ემის დანახვაზე. -კი, შენმა სიყვარულმა გამაგიჟა!-ემიმ თავი ხელებით დაუჭირა, თითის წვერებზე აიწია და ბიჭს შუბლზე აკოცა. -აუ რატომ წამომიყვანე? კარგი იყო იქ, კიდევ მინდა ლუდი! -ემ, მთვრალი ხარ! -გეხვეწები, ერთი კათხაც რა! -შანსი არ არის! ცუდად გახდები. წავედით სასტუმროში, უნდა დაიძინო. -არ გავხდები ცუდად და მთვრალიც არ ვარ. მე ვარ მთვრალი? აბა კარგად შემომხედე, ნახე ახლა სწორ ხაზზე გავივლი-ემიმ სწორ ხაზზე გავლა სცადა, მაგრამ ბოლოს ჯეკის მკლავებში აღმოჩნდა. -ჯეკ, გინდა სიმღერა მოგიძღვნა? -ღმერთო ჩემო! რატომ მოგეცი ამდენის დალევის უფლება... -ნწუ, ნწუ, ნწუ, ნწუ!-ემიმ თითი დაუქნია-არ ვართქო მთვრალი! -რა თქმა უნდა ძვირფასო. ახლა კი წავიდეთ და დავიძინოთ. -ხელში ამიყვანე რა!-შეეხვეწა ემი და კისერზე ჩამოეკიდა. ჯეკსაც აბა სხვა რა გზა ჰქონდა. რადგან ემი წასვლაზე დასთანხმდა რაღას ჩიოდა, ხელში აიყვანა და ისე მიიყვანა სასტუმრომდე. დანამ გოგონას ჩაეძინებოდა ერთი ახედა ჯეკს და შემდეგ უთხრა: -ჯეკ! რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის გახსოვდეს, რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ! -მეც პატარავ!-ჯეკმა ემილი საწოლზე დააწვინა და საბანი გადააფარა. თვითონ კი მის პირდაპირ, ფუმფულა დივანზე მოკალათდა და ემის ყურებაში ჩაეძინა. მეორე დღეს ემიმ საშინელი თავის ტკივილით გაიღვიძა. თავი კი არა, ყველაფერი სტკიოდა. მხოლოდ ის თხუთმეტი წუთი ეღვიძა, რომელიც აეროპორტამდე მისვლას დასჭირდა, შემდეგ კი ისევ დაიძინა. მთელი დღე ეძინა, ჯეკსაც აღარ გაუღვიძებია. წარსულის საუფლოში რომ ჩავიდნენ პირდაპირ სახლში მიიყვანა და დააწვინა. შემდეგ მშობლებს გააგებინა რომ ჩამოვიდნენ და იმ ღამეს ემთან დარჩა. -ემ, გაიღვიძე. სკოლაში დაგაგვიანდება! -ცოტაც რა.. -გაგვიანდება. მეც სამსახურში უნდა წავიდე და მარტოს ვერ დაგტოვებ. -კარგი ხო...-ემი საწოლში ისეთი სახით წამოჯდა, თითქოს ნაცემი ყოფილიყო და ყველაფერი სტკიოდა. -ჯეკ, მგონი მოვიწამლე-საწყლად წამოიკნავლა ემიმ, შემდეგ ერთიანად გაფითრდა და პირზეხელაფარებული საპირფარეშოსკენ გაიქცა. -დღეს სკოლაში არ წახვალ! -არა, შანსი არ არის! ბავშები ისედაც მარტო გამოვუშვი და კიდევ ერთი დღის გაცდენა კატასტროფა იქნება. -კი მაგრამ ემ, ცუდად ხარ! -არ მოვკვდები. შენც გაგვიანდება. ნუ მიცდი მე, წადი. -შენ გგონია ასეთ მდგომარეობაში საჭესთან დაჯდომის უფლებას მოგცემ? ჩემთან გადავალ, გამოვიცვლი და დავბრუნდები. თუ მოდიხარ ათ წუთში მზად დამხვდი. ემიმ ვიწრო ჯინსი და ნაქსოვი ზედა ჩაიცვა, ფეხზე უგები ამოიცვა და ჯეკიც მოვიდა. გოგონა ცუდად იყო. მუცელი საშინლად სტკიოდა, პირღებინების შეგრძნება ჰქონდა და აციებდა. სკოლაში შესვლისას პირდაპირ დირექტორის კაბინეტისკენ გაეშურა რომ მიღწეული წარმატების შესახებ პირადად ეცნობებინა, მაგრამ გეგმები ჩაეშალა. როგორც აღმოჩნდა დირექტორმა უკვე ყველაფერი იცოდა, ისიც კი ემიმ ბავშვები მარტო რომ დატოვა და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჯენიფერის წყალობით. -ემილი, თავადაც იცი, რომ შენი მიღება ჩემთვის დიდი პრობლემა იყო. ისიც იცი, ამას რატომ დავთანხმდი. მართალია შენს მოვალეობას არაჩვეულებრივად ასრულებდი, მაგრამ ბერლინში მომხდარი ყოველგვარ ზღვარს სცილდება! შენ ბავშვები ოკეანის გადაღმა დატოვე! რამე რომ მოსვლოდათ? საკუთარ თავსაც და მეც პრობლემებს მიქმნიდი, ბავშვებზე რომ აღარაფერი ვთქვათ! ასე რომ სხვა გზას აღარ მიტოვებ_განთავისუფლებული ხარ სამსახურიდან! ბავშვები კონკურსის საქმეს როგორმე თავად მიხედავენ. იცოდე რომ ამის გაკეთება თავად მაიძულე, ახლა კი თუ შეიძლება დამტოვე_სამე მაქვს! ემი სკოლიდან გაოგნებული გამოვიდა. იცოდა, რომ საყვედურს მიიღებდა, მაგრამ რას წარმოიდგენდა თუ საერთოდ გამოუშვებდნენ? ამას ნამდვილად არ მოელოდა... სახლამდე ფეხით მივიდა, ფიქრობდა რომ სუფთა ჰაერი უშველიდა, მაგრამ ამაოდ_სახლში შევიდა თუ არა, მაშინვე საპირფარეშოსკენ გაიქცა. მთელი დღე ასეთ მდგომარეობაში იყო. ამას ისიც ემატებოდა, რომ ვერაფრით გათბა. ბევრი ჩაი დალია, ნაქსოვი წინდები ჩაიცვა და პლედშიც კი გაეხვია, მაგრამ არაფერმა არ უშველა. საღამოს ჯეკიც მოვიდა. ჯერ თავის სახლი იყო და დედა გააფრთხილა, რომ ემი ცუდად იყო და დღესაც იქ დარჩებოდა, შემდეგ კი ემისთან მივიდა. დედამისმა უამრავი წამალი და სამკურნალო ჩაი გაატანა, ემმაც უპრებლემოდ დალია, მაგრამ უშედეგოდ. დივანზე იყო წამოწოლილი და თავი ჯეკის კალთაში ჩაედო, ის კი მის თმებს ეთამაშებოდა, როცა ემის სახლის წინ მანქანა გაჩერდა, მალე კი კარზე კაკუნიც გაისმა. კარი ჯეკსონმა გააღო, რამაც მის მიღმა აღმართული ფიგურის გაოცება გამოიწვია, შემდეგ კი მამაკაცმა იკითხა: -სად არის ჩემი ცოლი?
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|