ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
საპნის ბუშტები

♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2012-04-28, 8:44 PM | შეტყობინება # 481
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
vaime bavshvebo, debilivit gagimebulma chavikitxe tqveni komentarebi da ramis cremlebi wamomivida. aseti tbili sityvebi da tan amdeni ertad umagresia! imdenad madzlierebs rom miasmagebs weris survils. tqven da tqveni tbili komentarebi rom ar yofiliyavit, aqamde verc movidodi, albat saertod agar davwerdi. ver warmoidgent rogor mavsebt da maxarebt! dzalian miyvarxart!!
Quote (Jack♥sparrow)
მაგრამ ყველაფერი აქ არ დასრულებულა არა? წარმომიდგენია წინ რამდენი ამაღელვებელი თავი გველოდება ინტრიგის ქსელით გაჯერებული ////

kargad micnob biggrin
Quote (elle:Xx)
nu rac sheexeba tavs dzaaaaan magarii iyoo am tavs velodi karga xani

happy happy
Quote (Jack♥sparrow)
ნატ,შენზე რაღა უნდა ვთქვა . გენიალური ადამიანი,გენიალური მწერალი ხარ უსაზღვრო,უკიდეგანო ფანტაზია :*: *

Quote (Bella_Cullen9204)
ase mgonia namdvili mwerali wer

ugrmesi madloba! happy happy happy happy
miyvarxart!



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

bella-vampireთარიღი: შაბათი, 2012-04-28, 9:22 PM | შეტყობინება # 482

842
83  +
   ±
Offline
vaime nat, es ra iyooo? surprised surprised saocreba!!!
ai, ubralod agfrtovanebuli var sheni nichit!!! saocrad wer, gulshi wvdeba titoeluli sityva. emociebshi var da ver gadmovcem rogor dzalian momewona. yvelaferi ise gqonda agwerili, megona films vuyurebdi da chems tvalwin xdeboda titoeuli moqmdeba. bevrs ar sheudzlia agrdznobinos mkitxvels zustad is, rasac titoeuli personaji grdznobs. shen ki es shesanishnavad gamogdis! mets vegarafers vambob, uuuunichieresi xaaaar!!! kiss kiss kiss

nati_cullenთარიღი: შაბათი, 2012-04-28, 10:03 PM | შეტყობინება # 483

400
9  +
30  ±
   ±
Offline
vaime ai ver vityvi ramdeni siyvarulis axsna wamikitxavs aq da tbili sityvebi magram ees?es ar vici es iyo....ra iyo es? martla saocreba iyo cry cry cry


viku-vukuთარიღი: შაბათი, 2012-04-28, 11:19 PM | შეტყობინება # 484

397
10  +
12  ±
   ±
Offline
mxolod or sityvit shevafase umagresi iyo!
yochag! surprised surprised



Bella_and_Edwardთარიღი: კვირა, 2012-04-29, 2:44 PM | შეტყობინება # 485

96
6  +
14  ±
   ±
Offline
♥vampiressa♥, martalia dzalian didi xani velodit am tavs magram amad namdvilad girda! martalia taidan rom gadavxede didi tavo chanda magram ucbad wavikitxe da kidev mindoda rom gamegrdzelebinda kitxva.. martla dzalian didi xnis ganmavlobashi velodi am tavs da dzalian magari iyoo! love yvelaferi kargad iyo gadmocemuli, umagresad. yvelaferi ise kargad gqonda agwerili da gadmocemuli, rom yvelaferi tvalwin damidga. rac shegexeba shen ki dzalian nichieri da kargi adamiani xaar! love miyvarxar da dzalian didi molodinit veli shemdeg tavs! imedia male iqneba. love happy heart heart heart love love love love

http://s1.ipicture.ru/

RoB-dOdთარიღი: კვირა, 2012-04-29, 4:56 PM | შეტყობინება # 486

572
28  +
48  ±
   ±
Offline
უუუუუმაააააააააგრეეეეეეესიიიიიიიიიიიი იყოოოოოოოოოოოოოოო! ჰალელუია გვეღირსააა)) მიყვარხარ,ჩემო ნიჭიიიეროოო<33 ძალიანნნ ძალიანნ ))

I Hate This FuCkinG Life <3

nati_cullenთარიღი: სამშაბათი, 2012-05-01, 3:41 PM | შეტყობინება # 487

400
9  +
30  ±
   ±
Offline
axali ro minda araushavs? :(((


♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2012-05-01, 4:47 PM | შეტყობინება # 488
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
bella-vampire, nati_cullen, viku-vuku, Bella_and_Edward, RoB-dOd, miyvarxart!! love
p.s. axal tavze vdumvar, azrze ar var rodis iqneba. savaraudod am kvirashi kiss



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Bella_and_Edwardთარიღი: კვირა, 2012-05-06, 0:37 AM | შეტყობინება # 489

96
6  +
14  ±
   ±
Offline
Axali Tavi MIndaa :((((

http://s1.ipicture.ru/

♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2012-05-06, 3:45 AM | შეტყობინება # 490
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (Bella_and_Edward)
Axali Tavi MIndaa :((((

am wams davamtavre dawera, magram rveulshi. xval avkrifav tu movaxerxe da davdeb aucileblad. iseti tavi geliit, gansakutrebit ki finalii, rom gadamalva damchirdeba biggrin biggrin biggrin biggrin



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

viku-vukuთარიღი: კვირა, 2012-05-06, 1:18 PM | შეტყობინება # 491

397
10  +
12  ±
   ±
Offline
♥vampiressa♥, SHENTVISVE AJOBEBS KARGAD DAMTAVRDES biggrin biggrin biggrin biggrin


elle:Xxთარიღი: კვირა, 2012-05-06, 1:35 PM | შეტყობინება # 492
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
11  +
28  ±
   ±
Offline
♥vampiressa♥, ღადაობ ?? happy end რომ არ ქონდეს მე შევიშლებიიი biggrin biggrin biggrin biggrin



Bella_and_Edwardთარიღი: კვირა, 2012-05-06, 1:54 PM | შეტყობინება # 493

96
6  +
14  ±
   ±
Offline
♥vampiressa♥, vaimee ra kargia axali tavi, magram kargi dasasruli tu ar hqonda vaimeee shevishlebi biggrin

http://s1.ipicture.ru/

elle:Xxთარიღი: კვირა, 2012-05-06, 2:05 PM | შეტყობინება # 494
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
11  +
28  ±
   ±
Offline
Quote (Bella_and_Edward)
vaimee ra kargia axali tavi, magram kargi dasasruli tu ar hqonda vaimeee shevishlebi

ჰაჰაჰა მეც biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin




♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2012-05-06, 6:09 PM | შეტყობინება # 495
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

თავი 39
ეს ახალი ამბავი რა თქმა უნდა არავის არ გამორჩენია, განსაკუთრებით კი სკოტს, რომელიც სკოლის ეზოში ბაიკზე მიყუდებული იდგა და როცა დაინახა როგორ აკოცა ემილიმ ჯეკსონს, სახეზე ყველა ფერმა გადაუარა. გადაწყვიტა, რომ ეს ამბავი ასე არ დაეტოვებინა და ჯეკთან მიიჭრა.
-დღეს, შუაღამისას მიტოვებულ ნავსადგურში მოხვალ!
-როგორ?-გაოგნებულმა შეხედა ჯეკმა.
-ამ ამბავს ასე არ დავტოვებ. ეგ გოგო ჩემია! როგორც ვხედავ ბაიკს დაუბრუნდი, ხოდა დღეს ნავსადგურში შევხვდებით!
-პატარა, ჯიუტი ბავშვი ხარ! არსად მოსვლას არ ვაპირებ, არაფერია გასარკვევი. ყველაფერი ცხადზე ცხალია, ემილის მე ვუყვარვარ.
-ჯინასაც უყვარდა შენი ძმაკაცი, მისი სიკვდილის შემდეგ კი ჩემთან ერთობოდა!-ჩაიქირქილა სკოტმა, ჯეკსონმა კი თავი ძლივს შეიკავა, რომ ადგილზევე არ მოეკლა.
-ემილის ეგ საფრთხე არ ემუქრება. დამიჯერე, ერთადერთი მიზეზი რის გამოც შეიძლება ჩვენ დროებით დავშორდეთ ის იქნება, რომ შენი მკვლელობისთვის ციხეში ჩავჯდე. მე კი ლაწირაკზე ხელის გასვრას არ ვაპირებ.
-რატომ ხარ ასე დარწმუნებული? იქნებ ერიკი დაბრუნდეს, ან სულაც ვერონიკა?
-უფრო უკეთეს მიზეზებს ვერ იფიქრებ? დამიჯერე, ტვინი ტყუილად არ დაიღალო.
-სულ მალე, ემილი ჩემს მკლავებში აღმოჩნდება და შენ არაფრის გაკეთების უფლება არ გექნება.
-იოცნებე!-ჯეკმა მის წინ დააფურთხა, შემდეგ კი ბაიკი ააღმუვლა და იქიდან წავიდა.
იმ ოფისში უნდა მისულიყო, რომლიდანაც მაშინ დაურეკეს, სანამ ელისი მას და ემს სარდაფში ჩაკეტავდა. აქ გამოძახებით მიდიოდა ხოლმე, მაგრამ დაპირდნენ, რომ ადგილის განთავისუფლების შემთხვევაში პირველად მის კანდიდატურას განიხილავდნენ. ის იყო ჯეკმა ბაიკი დიდი შენობის წინ გააჩერა და შიგნით შესვლას აპირებდა, რომ მისი მობილური აწკრიალდა.
-ემ? რა ხდება? ახლა გაკვეთილზე არ უნდა იყო? ხომ კარგად ხარ?-ჯეკმა გოგონას კითხვები დააყარა, პასუხად კი სიცილი მიიღო.
-კარგად ვარ და გაკვეთილი ჩაიშალა. შეგიძლია სკოლის ახლოს კაფეში შემხვდე? საინტერესო ამბავი მაქვს.
-ხუთ წუთში მანდ ვარ-ჯეკმა ბაიკი დაქოქა და დათქმული ადგილისკენ გაეშურა.
ემილი უკვე კაფეში დახვდა. ერთ მყუდრო, კუთხის მაგიდასთან იჯდა და მობილურს ჩაჰკირკიტებდა. ჯეკმა აკოცა და მის წინ ჩამოჯდა.
-დიდხანს გალოდინე? არც ისე ახლოს ვიყავი. ოფისში უნდა შევსულიყავი რომ დამირეკე და მაშინვე წამოვედი. აბა, რა ხდება?
-არა, მეხ ახლახანს მოვედი. რა ოფისში?
-მაშინ საიდანაც დამირეკეს-ჯეკსონმა მიმტანი მოიხმო და მანაც და ემმაც ყავა და ნამცხვარი შეუკვეთეს-გასაუბრება მინდოდა. დავიღალე გამოძახებების ლოდინში ყოფნით, მუდმივი სამსახური მჭირდება.
-ოჰოო, რა კარგი გადაწყვეტილებაა. მაგრამ იმედია დიდხანს არ მოგიწევს ხოლმე ოფისში ყოფნა და გვიან არ დაბრუნდები-გაიბუსხა ემი.
-შენთვის დრო ყოველთვის მექნება-ხელის ზურგით ლოყაზე მოეფერა ჯეკი-ახლა კი საქმეზე გადადი, ვკვდები ინტერესით.
-ესე იგი, პირველივე გაკვეთილი გამოსაშვებ კლასთან მქონდა. შუა რეპეტიციაში ვიყავით, რომ ლიზა შემოვიდა, საქმეთა მმართველი და გარეთ ამიყვანა. აღმოჩნდა, რომ იმ კონკურსის ხასნა რომლისთვისაც ბავშვებს ვამზადებ პარასკევს, სულ რაღაც ორ დღეშია და თან ბერლინში. წარმოიდგინე, დღესვე უნდა გავფრინდეთ რომ იქაურ სცენაზე რეპეტიციები მოვასწროთ. კიდევ კარგი ცეკვა უკვე დადგმული გვაქვს, თორემ ვერაფერს მოვასწრებდით. ნიუ-იორკის აეროპირტიდან გავფრინდებით დღეს საღამოს ცხრაზე. რვა საათი სჭირდება ფრენას. ხვალ მაქსიმუმ სამი საათით მოვახერხო დარბაზის დაჯავშნა, რომ რეპეტიციები გავიაროთ, არადა ზეგ უკვე გახსნაა. გაგიჟებას ცოტა მიკლია, ვერაფერს ვერ მოვასწრებთ!-ემილიმ თავი ხელებში ჩარგო და ისე ახედა ჯეკს, რომ მისგან აშკარად გამხნევებას ელოდა.
-ახლა დამშვიდდი და ისე მომისმინე. ჯერ სულ რაღაც ათი საათია. ბავშვები ერთ საათში ჩაბარგდებიან და ნიუ-იორკში ჩასვლასაც ყველაზე ბევრი საათნახევარი დასჭირდეს. მანამდე სკოლის დარბაზში ირეპეტიციებთ. იქ ჩასულების გაივლით რეპეტიციას და მეტი დრო არც დაგჭირდებათ. ასე გვიან რატომ გაგაგებინეს?
-არ ვიცი. ლიზა იძახის დღეს მოვიდა ფაქსიო, მაგრამ რავიცი.
-ისიც მოდის?
-მთელი კლასი მოდის ჯეკ-ემილი მიხვდა ჯეკმა ვინც იგულისხმა.
-შენ და ის ერთ სასტუმროში... არა, წარმოუდგენელია!
-ბოლომდე არ მითქვამს-ჩაეღიმა ემს-მე ორი ბილეთი მაქვს, როგორც ქორეოგრაფს. შემიძლია ფოტოგრაფი წავიყვანო, მაგრამ რატომღაც ჩემს ერთ ნაცნობზე ვფიქრობ. არაჩვეულებრივი ბიჭია, თან მგონი ფოტოების გადაღებაც უნდა ეხერხებოდეს. როგორ ფიქრობ, დამთანხმდება?
-უპრობლემოდ!-გაეცინა ჯეკს-მოიცა, დღეს რა რიცხვია?
-სამი ოქტომბერი. რა ხდება?
-აბა კარგად დაფიქრდი და გაიხსენე გერმანიაში, ოქტომბრის დასაწყისშია რა ხდება?-ჯეკსონს თვალები გაუბრწყინდა.
-ამმ... რაიმე დღესასწაულია?
-უფრო ზუსტად?
-ოო, ნუ მაწვალებ, მითხარი რაა-შეეხვეწა ემი, ჯეკს კი მის სახეზე უბრალოდ გაეცინა და შემდეგ საზეიმოდ გამოაცხადა.
-გერმანია, მიუნხენი, ოქტომბრის პირველი კვირა. ეს ხომ ოქტომბრის ფესტივალია! თუ გინდა ლუდის ფესტივალი უწოდე, სულ ერთია!
-ეი, გაიღვიძე! ჩვენ ბერლინში მივდივართ და არა მიუნხენში.
-მერე რა? ჩქაროსნული მატარებლით სულ რაღაც სამ საათში მიუნხენში ვიქნებით.
-კარგი რა ჯეკ, ბავშვებს რა ვუყოთ?-გაეცინა ემს-გეგმების დაწყობას გვირჩევნია წავიდეთ და ბარგი ჩავალაგოთ.
-ჯერ ეს ნამცხვარი უნდა გავანადგურო-ჯეკი მიმტანის მიერ ცოტა ხნის წინ მოტანილი ნამცხვრის შესანსვლას შეუდგა. ამასობაში კი ემილიმ მობილურის საშუალებით დარბაზიც დაჯავშნა და ისიც გაარკვია რომელ სასტუმროში გაჩერდებოდნენ.
ჯეკმა ფული გადაიხადა და გარეთ გავიდნენ. ჯერ სახლში წავიდნენ, რადგან ორივეს ბარგი ჰქონდათ ჩასალაგებელი, შემდეგ კი ემი სკოლისკენ გაეშურა, ხოლო ჯეკი კომპიუტერული კომპანიისკენ. მთავარი უფროსი თავისუფალი აღმოჩნდა და მის კაბინეტამდე სასიამოვნო მდივანმა გოგონამ მიაცილა.
-ო, ჯეკსონ! სად ხარ დაკარგული ჩემო უმცროსო ძმობილო-სათვალიანმა და ულვაშებიანმა, ძველი ყაიდის კაცმა ჯეკს ზურგზე გაშლილი ხელი შემოსცხო და სავარძლისკენ მიუთითა.
-მართალი ბრძანდებით, ადრე უნდა მოვსულიყავი, მაგრამ ასე გამოვიდა. როგორ ბრძანდებით მისტერ რიჩარდ?
-როგორც ბებერი ლომი!-გადაიხარხარა კაცმა-შენთვის სერიოზული შემოთავაზება მაქვს ჩემო ბიჭო! რადგან ჩვენთან სისი ხანია მუშაობ, მაგრამ კადრში არ ხარ, ეს უნდა გამოვასწოროთ. კომპიუტერი და მსგავსი თანამედროვე ტექნიკა შენზე უკეთ ვის გაეგება?! ჩვენი კომპანიაც სერიოზულ ნაბიჯებს დგამს ბიზნესში. მინდა ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერის თანამდებობა შემოგთავაზო! ხომ დაგპირდი, რომ პირველს შენ კანდიდატურას განვიხილავდი, ბებერი ლომი კი დანაპირებს ყოველთვის ასრულებს!-კაცმა ულვაშზე ხელი მოისვა და გაიბღინძა. ამ მომენტში იტალიელ მაფიოზს უფრო ჰგავდა, ვიდრე ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის დირექტორს.
თქვენი მხრიდან ძალიან სასიამოვნო შემოთავაზებაა!
-ხოდა ჩემო ბიჭო, მომავალ ორშაბათს, ცხრაზე გელოდები! შენი კაბინეტი მზად დაგხვდება!
-ძალიან დიდი მადლობა. ჩემთვის მართლაც რომ მოულოდნელი იყო თქვენი შემოთავაზება.
-მალე შეეჩვევი. შენთან ერთი კითხვა მაქვს ჩემო ბიჭო. იმ გოგოსა და შენს შორის, ცოტა ხნის წინ ყველა ჟურნალის ყდაზე რომ იყავით, მართლა რამე ხდება?-ახლა ბებერი ლომი იტალიელი მაფიოზიდან მოხუც ჭორიკანად იქცა და ჯეკმა თავი ძლივს შეიკავა, რომ არ გაცინებოდა.
-სწორად მიხვდით. ახლა კი თქვენის ნებართვით დაგტოვებთ. მომავალ ორშაბათამდე!-ჯეკსონი მისტერ რიჩარდს ხელის ჩამორთმევით დაემშვიდობა და სახლისკენ წავიდა. ოჯახის წევრებისთვის ახალი ამბები უნდა მოეყოლა.
ჯეკის დედა უკმაყოფილებით კი შეხვდა შვილის გამგზავრების ამბავს, მაგრამ არაფერი უთქვამს, იცოდა რომ მაინც ვერ გადაათქმევინებდა. ჯეკსონი ამან გააკვირვა, აბა რას წარმოიდგენდა ამაში მამამისის ხელი თუ ერია. სანამ ის და ემი ოპერაში იყვნენ, მისტერ სტივმა და მისის ენჯელამ სერიოზულად ილაპარაკეს. კამათის შემდეგ მაინც შეთანხმდნენ, რომ ჯეკის ცხოვრებაში არ ჩარეულიყვნენ. მართალია მისის ენჯელა პირნათლად იცავდა პირობას, მაგრამ არავინ იცოდა, ეს სადამდე გაგრძელდებოდა.
-აბა ბავშვებო, თქვენ იცით. ორ საათში ნიუ-იორკის აეროპორტში შევხვდებით. ფრენა ზუსტად ცხრაზეა და არც ერთმა არ გაბედოთ დაგვიანება-ემილი ბავშვებს დაემშვიდობა და სახლისკენ გაეშურა. მან და ჯეკსონმა ყველაფერი მანქანის საბარგულში ჩააბარგეს, ჯეკის მშობლებს დაემშვიდობნენ და თვითონაც მანქანაში მოთავსდნენ.
ისინი უკვე მეორედ მიდიოდნენ ერთად ნიუ-იორკში. პირველი მგზავრობა არც თუ ისე წარმატებული გამოდგა და ემი ახლაც ნერვიულობდა. ეშინოდა ამ ქალაქში ვინმე ისეთი არ შეხვედროდათ, ვინც წარსულს გაახსენებდათ, მაგრამ მისი შიში უსაფუძვლო გამოდგა. აეროპორტამდეც მშვიდობით მივიდნენ და უკვე თვითმფრინავშიც ისხდნენ. ემი ჯეკსონის მხარზე თავჩამოდებული თვლემდა, ჯეკი კი მიუნხენში წასასვლელ გეგმებს აწყობდა. წარმოდგენა არ ჰქონდა ემის დათანხმებას როგორ შეძლებდა, მაგრამ როგორმე უნდა მოეხერხებინა. საკუთარ თავს ვერ აპატიებდა, გერმანიაში, ოქტომბრის ფესტივალის დროს მყოფი მიუნხენში რომ არ ჩასულიყო და იქაური ლუდი არ დაელია. მაგრამ კიდევ ერთი პრობლემა იყო. ის და ემი რომ მარტო ყოფილიყვნენ ყველაფერი მარტივი იქნებოდა, მაგრამ ახლა, როცა მათთან ერთად კიდევ ოცდაათი ბავშვი იყო, ემილის დათანხმება ძალიან გაუჭირდებოდა. მათ რომ ბავშვები აქ დაეტოვებინათ და თვითონ წასულიყვნენ, ემი სკოლაში საყვედურს ვერ ასცდებოდა. ელენა მხოლოდ იმის გამო არ აპატიებდა, რომ ჯეკი მისი ნათლული იყო. პირიქით, შეიძლება უფრო მკაცრადაც დაესაჯა. ვერ იტანდა, როცა ამბობდნენ, იმის ნაცნობია და პასუხიც არ მოსთხოვაო და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა, რომ მასზეც ასე ელაპარაკათ. ერთი სიტყვით, ჯეკსონი ჩიხში იყო. ისიც კი არ იცოდა ორშაბათამდე თუ მოასწრებდნენ დაბრუნებას, არადა ახალ სამსახურში პირველივე სამუშაო დღეს ხომ არ გააცდენდა. ამდენი ფიქრისგან უკვე თავი ასტკივდა. გამცილებელ გოგონას საძილე აბების მოტანა სთხოვა და რამდენიმე წუთში მასაც ემილივით მშვიდად ეძინა.
სანამ მათ მშვიდად ეძინათ, ემილის სახლის სიმყუდროვეს ტელეფონის ზარის ხმა არღვევდა, რომელიც უკვე ნახევარი საათია განუწყვეტლივ რეკავდა. მაგრამ მას, ვინც რეკვას არ წყვეტდა, ვერ გავამტყუნებდით, იმიტომ რომ, ძალზედ სერიოზული საქმე ჰქონდა ემთან. საქმე, რომელსაც შესაძლოა ემის მომავალი გადაეწყვიტა და ყველაფერი შეეცვალა. ემი რომ ახლა სახლში ყოფილიყო და ამ ზარისთვის ეპასუხა, უთუოდ სიმშვიდეს დაკარგავდა და ყოველ დღე შიშით გაიღვიძებდა. შიშით იმისა, რომ წარსული არ დაბრუნებულიყო. მაგრამ ამის ნაცვლად ახლა ემს მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის მხარზე ეძინა და ვერც კი წარმოიდგენდა წინ რა ელოდა. ეს რომ სცოდნოდა... ჰმ, მოდით ნუღარ ვიფიქრებთ იმაზე, რა მოხდებოდა ემს ტელეფონისთვის რომ ეპასუხა, რადგან ეს ასე არ მოხდა. ამიტომ, ჯობია უბრალოდ მოთმინებით აღვიჭურვოთ და მოვლენების განვითარებას დაველოდოთ. ჩვენ ხომ წინ უამრავი არც თუ ისე კარგი სიურპრიზი და ინტრიგა გველოდება... ტელეფონი ისევ რეკავდა!

* * *
-შენ რა კიდევ ნასვამი ხარ?-ქერა ლამაზმანი ახალმოსული მეუღლის შესახვედრად გაემართა.
-არა ძვირფასო, რაზე შემატყვე?
-კარის გაღებას ხუთი წუთი მოანდომე.
-სულ ცოტა დავლიე, სულ ცოტა!-კაცს ეტყობოდა, რომ ფეხზე ძლივს იდგა.
-რატომ? სამსახურში გაქვს პრობლემები თუ რა ხდება ვეღარ გამიგია! ჯერ სულ ცოტა ხანია გასული ჩვენი ქორწილიდან და შენ უკვე რაღაცეებს მიმალავ!
-ო კარგი რა, არაფერსაც არ გიმალავ! სამსახურშიც ყველაფერი რიგზეა. ცოტა ხანში შეიძლება ნიუ-იორკში მომიხდეს ჩასვლა ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად.
-არსადაც არ წახვალ, მით უმეტეს ნიუ-იორკში!
-ძვირფასო რატომ ბრაზობ?-კაცი საკოცნელად გადაიხარა, მაგრამ სანამ მათი ტუჩები ერთმანეთს შეეხებოდნენ, გოგონამ უცბად მოიშორა.
-ქალის სუნამოს სუნი აგდის!-გოგონამ სასწრაფოდ პიჯაკი გადაუწია და მისი პერანგის საყელოზე წითელი პომადის კვალიც აღმოაჩინა.
-მოღალატე ხარ!-დაუყვირა და სილა გააწნა.
-ტვინი ნუ წაიღე რა ქალო!-იყვირა მანაც-შენ როგორ მეუბნები მოღალატე ხარო, როცა შენ თვითონ დაქალს უღალატე და საქმრო ქორწილის დღეს წაართვი?!
-ერიკ! ჩვენ ეს ერთად გავაკეთეთ, იმიტომ რომ ერთმანეთი გვიყვარდა. ახლა კი შენ მე მიღალატე!
-ჰო გიღალატე, მერე?! სხვას რას ელოდი იმ კაცისგან, რომელმაც საცოლე საკურთხეველთან მიატოვა და მის საუკეთესო დაქალთან ერთად გაიქცა?
-მერამდენედ მახსენებ მაგ ამბავს. გაჩუმდი თუ ღმერთი გწამს!
-ნუ ყვირითქო ხო გითხარი, არა?! თავი მისკდება და შენი წიკვინი პირდაპირ ტვინს მიჭამს!
-რანაირად მელაპარაკები ერიკ!-ნატალიმ ბოლო ხმაზე დაიყვირა.
-მორჩა, ყველაფერი ყელში ამომივიდა! განქორწინებას მოვითხოვ!-დაიღრიალა ერიკმა და კაი გაიჯახუნა, ნატალიმ კი მას ვისკის ბოთლი მიაყოლა.



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka
ძებნა: