ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
საპნის ბუშტები

Jack♥sparrowთარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-12, 9:06 PM | შეტყობინება # 241
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
ვაიმე გენაცალეე smile
რა საყვარელია ეს ბიჭი
მოშხამული ქონია ცხოვრება sad
იმ თავის მეგობარსაც რა
სამწუხარო ამვაი შეემთხვა......
ნათი,ძალიან საყვრლად
ძალიან პროფესიონალურად (ისე გელაპარაკები,თითქოს უდიდესი გამოცდილება მქონდეს წერაში.. biggrin :O )
გქონდა აღწერილი ყველაფერი
საოცრად მომეწონა
და ყოველთვის სიხარულით ველი
შენი მოთხრობის ახალ თავებს.... kiss kiss kiss



♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-12, 9:12 PM | შეტყობინება # 242
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (Jack♥sparrow)
ნათი,ძალიან საყვრლად ძალიან პროფესიონალურად (ისე გელაპარაკები,თითქოს უდიდესი გამოცდილება მქონდეს წერაში.. :O ) გქონდა აღწერილი ყველაფერი საოცრად მომეწონა და ყოველთვის სიხარულით ველი შენი მოთხრობის ახალ თავებს....

დავდნი happy happy დიდი მადლობა ნინ, ძალიან მახარებს ხოლმე შენი შეფასებები kiss



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

RoB-dOdთარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-12, 9:15 PM | შეტყობინება # 243

572
28  +
48  ±
   ±
Offline
vaimee raa sakhvarloobaa ghmertooo happy happy happy happy mikhvars mikhvars ess rooo dzaan happy happy happy
Quote (♥vampiressa♥)
-ძალიან ვწუხვარ, მართლა! ჩათვალე, რომ ჩემი სახით მეგობარი შეიძინე-ემი გასწორდა, ბიჭს თვალებში ჩახედა და ისე უთხრა-ჩემი იმედი ყოველთვის გქონდეს. სანამ დაგჭირდები მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები...

happy happy lov ya happy happy happy


I Hate This FuCkinG Life <3

Bella_and_Edwardთარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-12, 9:52 PM | შეტყობინება # 244

96
6  +
14  ±
   ±
Offline
uii pirveli vaaar biggrin :D kiss au ai dzalian magari da emociuri tavi iyoooo magari iyooo da kidev gaagrdzele da male dade are dagaviwydes biggrin kiss love

http://s1.ipicture.ru/

Bella_and_Edwardთარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-12, 9:53 PM | შეტყობინება # 245

96
6  +
14  ±
   ±
Offline
ui pirveli ar vyofilvaaar biggrin :D biggrin kiss

http://s1.ipicture.ru/

nati_cullenთარიღი: ოთხშაბათი, 2012-01-18, 6:42 PM | შეტყობინება # 246

400
9  +
30  ±
   ±
Offline
auuuf shemdegiiiiiiiiiiiiiiiiiiiii:DDD


nati_cullenთარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-19, 12:48 PM | შეტყობინება # 247

400
9  +
30  ±
   ±
Offline
au dzaan nela debt raa :((


♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2012-01-20, 0:46 AM | შეტყობინება # 248
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

თავი 26
დრო გადიოდა, ემილისა და ჯეკსონის ურთიერთობა კი თანდათან უფრო და უფრო თბებოდა. ემის სახლის რემონტის საქმეებიც მშვენივრად მიდიოდა. მიკა და ვიკოც დაბრუნდნენ მოგზაურობიდან და სალონის საქმეები მოაწესრიგეს. ელისსაც ძალიან მოსწონდა ემილი, უკვე თავის საუკეთესო მეგობრადაც კი თვლიდა. ჯეკსონის მშობლებიც დარწმუნდნენ იმაში, რომ ემილი მართლაც მათი ახალი მეზობელი იყო, მაგრამ ჯეკის დედას მაინც არ მოსწონდა გოგონა, განსაკუთრებით კი მისი შვილისა და ემის ურთიერთობა. მან ასე თუ ისე იცოდა ემის წარსულის. ისიც იცოდა, რომ ქორწილი ჩაეშალა და დარწმუნებული იყო, რომ როდესაც დეპრესია გაუვლიდა, მაშინვე ნიუ-იორკში დაბრუნდებოდა. მისის ენჯელას კარგად ახსოვდა რა მდგომარეობაში იყო ჯეკსონი ვერონიკას წასვლის შემდეგ და არ სურდა, რომ შვილი კვლავ ასეთი ენახა. ემს როგორც პოტენციურ სარძლოს ისე უყურებდა და მართალია თავისი გამოგონილის გარდა სხვა მინუსს ვერ უძებნიდა, მაგრამ ჯეკსონს მაინც სულ იმას უჩიჩინებდა მაგ გოგოს შეეშვიო. ეს უკანასკნელიც თვითონაც ვერ ხვდებოდარატომ, უფრო და უფრო უახლოვდებოდა გოგონას.
ასე გავიდა ერთი კვირა. ემილის სახლის რემონტიც დასასრულს მიუახლოვდა. ბოლო შტრიხებიღა იყო გასაკეთებელი და ავეჯი შესატანი. ამ ყველაფერს კი ლუის ყოჩაღი ბიჭები დღესვე დაამთავრებდნენ. ემი დიდი მოთმინებით ელოდა როდის შეძლებდა თავის საცეკვაო დარბაზში ცეკვას, ან სხვენში გაკეთებულ სამუშაო ოთახში ახალი მოდელების შექმნას. რემონტმა ძალიან დაღალა, მით უმეტეს რომ ამინდებიც არ იყო კარგი. მუშებმა აუზიც გაუკეთესაც და ეზოსაც შეავლეს ხელი, ემს კი გული სწყდებოდა რომ ამ აუზით სარგებლობას გაზაფხულამდე ვერ შეძლებდა. მუშები სამუშაოს მორჩნენ და ემიმ გააცილა, თან მადლობაც გადაუხადა ასეთი სწრაფი მუშაობისთვის. ახლა კი, ღია აივანზე იჯდა საქანაო სავარძელში, ფეხები აეკეცა და ნიკაპით მუხლებს ეყრდნობოდა, თან ხელებში დიდი, ყავით სავსე ჭიქა მოექცია და გაყინულ თითებს ითბობდა. უკვე დაღამებულიყო. სახლის დათვალიერების ხასიათზე არ იყო, მელანქოლიურ განწყობაზე დადგა. რაღაც აკლდა, ან ვიღაც, მაგრამ ამას თავადაც ვერ ხვდებოდა... საკმაოდ სციოდა, მაგრამ სახლში შესვლას არ აპირებდა. ტყეს გაჰყურებდა, რომელიც მის უკანა ეზოს უერთდებოდა და სუფთა ჰაერს ღრმად ისუნთქავდა. უეცრად, სრულიად მოულოდნელად უკნიდან ჩუმი ნაბიჯების ხმა გაიგონა. შებრუნდა და სიბნელეში მოულოდნელი სტუმრის ვინაობა რომ ვერ გაარკვია, კვლავ თავის პოზიციას დაუბრუნდა. ხვდებოდა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო.
-ჯეკ, შენ ხარ?-ამდენხნიანი სიჩუმის შემდეგ ოდნავ ჩახლეჩილი ხმით, ჩუმად იკითხა გოგონამ.
-ჰო, მე ვარ. შენ აქ რა გინდა?-ბიჭმა გადაკოცნა, შემდეგ კი გვერდით მიუჯდა.
-მუშები უკვე წავიდნენ, მაგრამ სახლის დათვალიერების ხასიათზე არ ვიყავი. აქ ძალიან მშვიდად ვარ-ისე უპასუხა ემილიმ, რომ ტყისთვის თვალი არ მოუწყვეტია.
-გაცივდები-საოცრად მზრუნველად ჟღერდა ბიჭის ხმა.
-თბილად მაცვია.
-მაინც გაცივდები. ადე, ადე! შიგნით შევიდეთ.
-მეზარება-ჯიუტობდა ემი.
-ადემეთქი! მიდი სახლი დამათვალიერებინე, მაინტერესებს როგორი გამოვიდა.
-მითქვამს, რომ მას შემდეგ რაც ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი მოწყენის საშუალებას არ მაძლევ-გაეცინა ემს, შემდეგ სარწეველა სავარძლიდან წამოდგა და ბიჭს უთხრა-წამო, დავათვალიეროთ.
სახლი ძალიან ლამაზი გამოვიდა. სწორედ ისეთი, როგორიც ემილის უნდოდა. ლუიმ და ვიქტორიამ იმდენი მოახერხეს, რომ ემის გაოცებაც კი შეძლეს. სასტუმრო ოთახის ერთი კედელი, აი ის ჯეკსონის სახლს რომ გადაჰყურებდა მთლიანად მინის იყო. ძველი ნივთებიდან მხოლოდ როიალი და ბუხარი იყო დატოვებული. ამ ოთახმა ემის აღფრთოვანება გამოიწვია. ვერ წარმოიდგენდა, თუ ამ ტიპის სახლში კედლის მინით შეცვლა შესაძლებელი იქნებოდა. არანაკლებ აღფრთოვანებული იყო ჯეკიც.
ოქროსფერში გადაწყვეტილი მისაღები ოთახისგან განსხვავებით, სამზარეულო მთლიანად თეთრი იყო. ემილიმ ჯეს მთელი სახლი მოატარა, მაგრამ ბიჭი ყველაზე დიდხანს იმ ოთახში დარჩა, რომელსაც ემი განსატვირთს უწოდებდა. მთელს კედელზე სახლის კინოთეატრი და დინამიკები იყო, მის წინ დაყრილი პუფების უკან კი ბილიარდის მაგიდა და ბარიც კი, რომელშიც უამრავი, სხვადასხვა სახეობის სასმლის პოვნა შეიძლებოდა. სახლის სასიამოვნოდ გაოცებული მეგობრები სამზარელოში ჩავიდნენ შიმშილის დასაკმაყოფილებლად. სულ მალე სამზარეულოს მაგიდა ემის მიერ გაკეთებული სალათით, ანანასის წვენით, მდნარი ყველით, კარაქითა და ჭვავის პურით შეივსო.
-სალათი ჩემი გაკეთებულია, ასე რომ, აუცილებლად უნდა გასინჯო-თქვა ემიმ მხიარულად და არც უკითხავს ისე გადაუღო ბიჭს სალათი.
-მოიცა მოიცა, შენ გასინჯე უკვე?-შეშინებული სახით ჰკითხა ჯეკმა გოგონას, რომელიც მიუხვდა რასაც გულისხმობდა და უშიშრად ჩაიდო სალათიანი ჩანგალი პირში, კარგად დააგემოვნა და გადაყლაპა, შემდეგ კი ჯეკსონს უთხრა:
-ხომ ხედავ, ჯერ ცოცხალი ვარ, ასე რომ შეგიძლია ჭამო-და ენა გამოუყო.
ისინი გემრიელად ილუკმებოდნენ, როდესაც ჯეკსონს არაჩვეულებრივი იდეა მოუვიდა თავში.
-ემ, რაღაც უნდა შემოგთავაზო-მის თვალებში ეშმაკუნები აკიაფდნენ.
-გისმენ-დაინტერესდა ემიც და პირისკენ გაქანებული ჩანგალი თეფშზე დააბრუნა.
-ორ-სამ კვირაში ჩვენს ქალაქში ყოველწლიური ფესტივალი იმართება ქალაქის დაარსების იუბილესთან დაკავშირებით. გამოფენა-გაყიდვა, კარნავალი, თეატრალიზებული სანახაობები, კონცერტები, ქალაქის ხუმარას არჩევა და ბოლოს არაჩვეულებრივი ფეიერვერკი იქნება. ხომ წამოხვალ?
-ამმ, რავიცი, ღირს კი წამოსვლა? ისეთი პატარა ქალაქია, ყველა ერთმანეთის ნაცნობი და მეგობარია, მე კი სულ ცოტა ხანია რაც აქ გადმოვედი და...
-აჰა, ესე იგი მივდივართ, ძალიან კარგი!-გააწყვეტინა ბიჭმა და შემდეგ ჭამა განაგრძო.
-ჰო მაგრამ, ხომ გითხარი!
-საკმარისი მიზეზი არ იყო, თან შენი ნებით თუ არ წამოხვალ მე მაინც წაგიყვან, ასე რომ...-გაიცინა ჯეკსონმა.
-ოხ ჯეკ!
-ვიცი ვიცი, შენი პირადი სატანჯველი ვარ, მაგრამ ამავდროულად შენი მეგობარიც, რომელიც ძალიან გიყვარს!
-ეე, ეს ნახე რა!-გაეცინა ემს.
-რა არა?-წარბები აზიდა ჯეკმა-უი მართლა, რა უნდა მეკითხა, იმხელა საცეკვაო დარბაზი რად გინდა?
-მოცეკვავე ვარ. სანამ დიზაინერი გავხდებოდი, ყველას ეგონა, რომ ცეკვას გავყვებოდი. თხუთმეტი წელია ვცეკვავ.
-რა მაგარია! რამდენი რამე არ ვიცი შენზე...
-არაუშავს, დადგება დრო და ყველაფერს გაიგებ... იცი, მუშაობის დაწყება მინდა, მაგრამ ჩემი სალონის ფილიალის გახსნა აქ ჯერ ძალიან ადრეა. სად შეიძლება რომ ვიმუშაო?-ემიმ სასწრაფოდ თემა შეცვალა, რადგან საკუთარ თავზე საუბარი წარსულს ახსენებდა და ეს კი ტკივილს აყენებდა.
-ამმ, სად და ჩვენს სკოლაში! თან შენი პროფესიით! შეგიძლია დირექტორს შესთავაზო, თან სწავლაც ახალი დაწყებულია და დარწმუნებული ვარ უარს არ გეტყვის. თეორიასაც ასწავლი და პრაქტიკასაც! სხვადასხვა ჩვენებებისთვის და კონკურსებისთვის მოამზადებ ბავშვებს, სკოლის გუნდს შექმნი და საქალაქო კონკურსებში მიიღებთ მონაწილეობას!
-რა მეშველებოდა შენს გარეშე!-აღფრთოვანებულმა შესძახა ემიმ, ჯეკსონი და წამოდგა და მოეხვია! ემილისთან შედარებით იმდენად დიდი და ძლიერი იყო, კინაღამ გაჭყლიტა.
ჯეკი გვიანობამდე დარჩა, ფილმებს უყურებდნენ და თან საუბრობდნენ. ცოტა ხანში ჯეკმა შეამჩნია, რომ ემს მის მხარზე თავი ჩამოედო და ჩასძინებოდა. ისე საყვარლად ეძინა ჯეკს გაღვიძება დაენანა, ხელში აყვანილი შეიყვანა საძინებელში და დააწვინა. საბანი გადააფარა, შემდეგ კი ტუჩებით შუბლზე მიეწება. რატომღაც დიდხანს დარჩა ამ მდგომარეობაში, შემდეგ კი წელში გაიმართა და ოთახიდან გავიდა...



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2012-01-20, 1:04 AM | შეტყობინება # 249
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
ბავშვებო, გადავწყვიტე რომ რამედო ემილის სახლის სურათები, იმედი მაქვს მოგეწონებათ.



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Katherine_Петрова♥თარიღი: პარასკევი, 2012-01-20, 12:01 PM | შეტყობინება # 250
Always and Forever ♥
543
25  +
   ±
Offline
♥vampiressa♥, რა კარგად და ლამაზად წერ .. თან ისტორიაზ რა კარგია – ეხლა დავიწყე და ცამეტი თავის წაკითხვა მოვახერხე მარა ალბათ დღესვე დაგეწევით .. ძალიან ნიჭიერი ხარ და აქამდე რატო არ ვკითხულობდი მიკვირს kiss


♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2012-01-20, 12:24 PM | შეტყობინება # 251
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Katherine_Петрова♥, soop dzalian didi madloba sayvarelo, mixaria ro shemogvemate kiss xo ici rogorc miyvarxar kiss


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

RoB-dOdთარიღი: პარასკევი, 2012-01-20, 1:20 PM | შეტყობინება # 252

572
28  +
48  ±
   ±
Offline
აუუ რა საყვარელიიააა)) ძაან საყვარლად გიწერია ნათ! სურათებია სუPPEრრრ ;დდ მოკლედ მაგარი გოგო ხარ. ასე გააგრძელე! მიყვარხარრრ*

I Hate This FuCkinG Life <3

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2012-01-20, 2:41 PM | შეტყობინება # 253
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (RoB-dOd)
 სურათებია სუPPEრრრ 

happy happy happy happy
Quote (RoB-dOd)
 მოკლედ მაგარი გოგო ხარ. ასე გააგრძელე! მიყვარხარრრ

love



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Jack♥sparrowთარიღი: პარასკევი, 2012-01-20, 3:47 PM | შეტყობინება # 254
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
აუ მომეშალა ნერვები რა :/
ყველაფერი ისეთი კარგია,არ გააფუჭო
და ან ვერონიკა არ გაეძროს,ან რამე არასასიამოვნო ამათ ურტიერთობაში :////
ყველაფერი საუკეთესოა



Bella_and_Edwardთარიღი: პარასკევი, 2012-01-20, 4:22 PM | შეტყობინება # 255

96
6  +
14  ±
   ±
Offline
naat dzalian magrad weer dzalian sayvareli iyo es tavi da saxli xom dzalian dzalian dzalian momewonaa dzalian magaria da mec minda asetii. smile kiss love
Jack♥sparrow, nin veronika aramgonia rom gaedzros biggrin
xo da martla ar gaafuchooo(ninis tqmis ar iyos biggrin ) ... gisurveb warmatebebs da male dade shemdegi tavii kiss smile kiss love


http://s1.ipicture.ru/
ძებნა: