ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
საპნის ბუშტები

☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-05, 5:24 PM | შეტყობინება # 226
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
♥vampiressa♥, გული დამეწვა! ძალიან ლამაზად გაქ აღწერილი ყველაფერი ნათ... გავვოგნდი.... ნერვები მომეშალა ამ ვერონიკაზე... მარა თან შემეცოდა კიდეც, ფულზე გაყიდული ადამიანი ცოდოა, აბა რა. ჯექსონის ადგილზე მეც მასე მოვიქცეოდი. ეგ პატარა კახპა ნახე რა... ჩემი ნიჭიერი გოგო ხარ შენ happy


♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-05, 5:26 PM | შეტყობინება # 227
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
☆AnasteishA☆, ჩემთვის დიდი პატივია ან შენნაირი ადამიანი რომ ასეთ კომპლიმენტს მეუბნება, მართლა kiss
Quote (☆AnasteishA☆)
ეგ პატარა კახპა ნახე რა.

lol lol
Quote (☆AnasteishA☆)
ჩემი ნიჭიერი გოგო ხარ შენ

შენ კიდევ ჩემი love love



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

RoB-dOdთარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-05, 8:15 PM | შეტყობინება # 228

572
28  +
48  ±
   ±
Offline
Quote (♥vampiressa♥)
iqneb arc iyvnen

immDenii Shenn Raa Gitkharii tongue Kaii Khoo Movlenebs Nu vuswreebt ;x Me Ubralod mase mirchevNoda ;x


I Hate This FuCkinG Life <3

Jack♥sparrowთარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-05, 10:03 PM | შეტყობინება # 229
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
ramdenime
wuti mchirdeba
da komentars aucileblad davtoveb
kiss :* kiss :* kiss :*
genacvale unichieresi



♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-05, 10:47 PM | შეტყობინება # 230
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
პერსონაჟების სურათები


ემილი



ჯეკსონი



ელისი



სკოტი



ვერონიკა



ჯენი






ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Bella_and_Edwardთარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-05, 10:57 PM | შეტყობინება # 231

96
6  +
14  ±
   ±
Offline
magariaaa :):* dzalian kargebiaa. elisi aris dzalian sayvareli :*:*:*

http://s1.ipicture.ru/

Jack♥sparrowთარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-05, 11:46 PM | შეტყობინება # 232
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
vax me
biggrin
vaime
ukomentarod
natuka,rogorgac mec chamsvi
sheni motxrobis romelime tavshi
sadac veronika iqneba da
erts kargad gavutklacuneb biggrin
rac jekma ver shedzlo
pu eg sidzvis diaci eg biggrin
eg eg eg sxeulit movachre eg biggrin
moutmenlad veli shemdeg tavs



RoB-dOdთარიღი: პარასკევი, 2012-01-06, 0:01 AM | შეტყობინება # 233

572
28  +
48  ±
   ±
Offline
Personajeebiii ;x rogoor momewona sukhvelaa ;x;x;x uxamsii sityvistvis Bodishi mara Veronik ara nashaa :D:D

I Hate This FuCkinG Life <3

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2012-01-06, 0:09 AM | შეტყობინება # 234
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (Jack♥sparrow)
rac jekma ver shedzlo pu eg sidzvis diaci eg eg eg eg sxeulit movachre eg moutmenlad veli shemdeg tavs

lol lol genacvale me shen kiss
Quote (RoB-dOd)
rogoor momewona sukhvelaa ;x;x;x

love



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Bella_and_Edwardთარიღი: ორშაბათი, 2012-01-09, 1:03 AM | შეტყობინება # 235

96
6  +
14  ±
   ±
Offline
eg eg eg sxeulit movachre eg <--- am sityvebze Jack♥sparrow, dzalian bevri vicine da warmovidgine rogor tqvii biggrin :D biggrin

http://s1.ipicture.ru/

DreaMyთარიღი: ორშაბათი, 2012-01-09, 11:33 AM | შეტყობინება # 236
3> HeadLess HorseMan <3
700
31  +
93  ±
   ±
Offline
eg britni spirsia, da ara veronika, albat gaoreba schirs. dgisit britnia gamit mkvleli veronika - © luke dodos gasamwareblad

Jack♥sparrowთარიღი: ორშაბათი, 2012-01-09, 1:04 PM | შეტყობინება # 237
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
DreaMy,
ლუკე მაოცებ ხანდახან
:/
თუ გინდა ამ ფიკის
მკითხველების (გოგონების)
რისხვა არ დაიმსახურო
ისე გადი,როგორც შემოხვედი
ხო იცი როგორც მეგობარი ისე გირჩევ smile

შემდეგი თავი დაწერილი არ გექნება
საერთოდ როგორც მე ვხვდები ნატუკა ხო? kiss smile



♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2012-01-09, 2:57 PM | შეტყობინება # 238
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (DreaMy)
eg britni spirsia, da ara veronika

kai kaco biggrin
Quote (Jack♥sparrow)
შემდეგი თავი დაწერილი არ გექნება საერთოდ როგორც მე ვხვდები ნატუკა ხო?

samwuxarod sworad mixvdi nin, dges maqvs dawera gegmashi kiss



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

RoB-dOdთარიღი: ორშაბათი, 2012-01-09, 3:59 PM | შეტყობინება # 239

572
28  +
48  ±
   ±
Offline
DreaMy, Vaime luka martla? aq rogor davwero rasac shenze vfiqrob :X Kretino Bavsho

I Hate This FuCkinG Life <3

♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-12, 8:48 PM | შეტყობინება # 240
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

თავი 25
ჯეკსონმა მანქანის კარი გამოაღო, ჩაჯდა და კარი მიაჯახუნა, მაგრამ მანქანის დაქოქვა არც უცდია. საჭეზე ხელები ჩამოდო და თავი მათში ჩარგო, თან თავისთვის ბუტბუტებდა, ძირითადად უხამს სიტყვებს ვერონიკას მისამართით. თავისივე გულუბრყვილობაზე ცოფდებოდა. არა, მაინც რისი იმედი ჰქონდა! ჰმ, იდიოტივით მოიქცა! თავის თავს ადანაშაულებდა იმაში, რომ ახლა ასე იყო. ვერონიკას ხმის გაგონებაზევე მასთნ გამოიქცა და ის გოგო ქუჩაში დატოვა. ჯანდაბა! ემილიზე არც უფიქრია. საწყალი, იქნებ კიდევ პაპარაცები აეკიდნენ და ვინ იცის როგორ გაუჭირდა სახლამდე მისვლა! არა რა, მართლა იდიოტია! ემი კი... ვერც წარმოიდგენდა ასე უსიტყვოდ თუ გაუგებდა ეს გოგო. მიხვდა რომ ჯეკს წასვლა სჭირდებოდა და უპრეტენზიოდ გადაინაცვლა მანქანიდან ტაქსში. ყოველგვარი კითხვეწბის გარეშე, ის კი არა დახმარებაც შესთავაზა! სასწრაფოდ მასთან უნდა მივიდეს და ბოდიში მოუხადოს მომხდარისთვის, შემდეგ კი დღევანდელი დღე სამუდამოდ ამოშალოს მეხსიერებიდან. ისე არა, დღევანდელი დღე კი არა მხოლოდ ის მონაკვეთი, როცა ვერონიკა ნახა. მისი სახელის გაფიქრებაზე სიბრაზის კიდევ ერთმა ტალღამ დაუარა და გაცოფებულმა საჭეს მუშტი დასცხო, შემდეგ კი ისე, რომ უსაფრთხოების ღვედიც არ გაუკეთებია, მანქანა ადგილს მოსწყვიტა. მართალია უკვე გვიანი იყო, მაგრამ სანამ ემის სახლის კარის წინ არ აღმოჩნდა ამაზე არც უფიქრია.
ამასობაში კი ემილის ყველაფრის ჩალაგება მოესწრო. აბსოლუტურად ყველა ნივთი ჩაალაგა, რაც კი შეიძლებოდა ოდესმე რამეში დასჭირვებოდა. ინტერნეტშიც შეიხედა, თავისი სალონის გვერდზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა, ფოსტა გადაამოწმა, შემდეგ კი თავისი ლეპტოპიც ჩანთაში ჩადო და წასაღებად მოამზადა. ცხელი შხაპიც მიიღო, რომელმაც ის დაძაბულობა მოუხსნა, რომელიც ამ სახლში შემოსვლისთანავე დაეუფლა. ეს სახლი ხომ მისთვის ძველ დროსთან ასოცირდებოდა და ოდნავ შეხორცებულ ჭრილობებსაც ხელახლა უხსნიდა. ცდილობდა არ ეფიქრა, რადგან ყოველთვის ფიქრის დროს ერთი აზრი მაინც ამოუტივტივდებოდა ხოლმე თავში ისეთი, რომელსაც იმ საბედისწერო დღემდე მიჰყავდა, როდესაც თეთრ კაბაში გამოწყობილი საკურთხეველს უახლოვდებოდა და ეგონა, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვლებოდა და უკეთესობისკენ წავიდოდა. მხოლოდ ერთ რამეში აღმოჩნდა მართალი, მისი ცხოვრება მართლა შეიცვალა, მაგრამ არა უკეთესობისკენ. ყოველ შემთხვევაში ახლა ის ასე ფიქრობდა, მაგრამ არავინ იცოდა რას ჰპირდებოდა მას მომავალი. არავინ იცოდა როგორ შეიძლებოდა წარმართულიყო ემილის ცხოვრება. ის ხომ ერთი რიგითი საპნის ბუშტი იყო, რომლის არსებობის ხანგრძლივობაც უამრავ ფაქტორზე იყო დამოკიდებული...
ემილი პირსახოცის ხალათში გახვეული იჯდა ფანჯრის რბილ რაფაზე და ღამის ქალაქს გადაჰყურებდა. თნ მის ახალ ნაცნობზე ფიქრობდა. უცნაური ბიჭი იყო. ჰმ, ძალიან სიმპატუირიც! განსაკუთრებით უცნაურს კი მისი ხასიათი ხდიდა. სხვებს არ ჰგავდა, სრულიად უანგაროდ ეხმარებოდა ემს, მიუხედავად იმისა, რომ წესიერად არც კი იცნობდა. ნეტავ წეღან რა მოუვიდა? ემს უცბად თვალწინ წარმოუდგა, თუ როგორ შეეცვალა ჯეკსონს სახე იმ ზარის შემდეგ და ისე, რომ თვითონაც ვერ მიხვდა რატომ, ანერვიულდა. ღრმად ამოიხვნეშა, ფანჯარას თავი მიადო და თვალები დახუჭა...
სიმშვიდე ზარის ხმამ დაარღვია. მოულოდნელი სტუმარი იყო, თუმცა რატომღაც ემი სიხარულით ჩამოხტა ფანჯრის რაფიდან და კართან მიირბინა. რომ გააღო და ის დაინახა, ვისაც ელოდა, ოდნავ შესამჩნევად ჩაეღიმა. მაგრამ როგორც შეატყო, ჯეკსონს საერთოდ არ ეღიმებოდა. გაიწია, რომ ის სახლში შემოსულიყო და ბიჭიც მიხვდა ამ უსიტყვო ჟესტს. სავარძელში მძიმედ ჩაეშვა და ჯერ თავი უკან გადასწია და ხელები სახეზე აიფარა, შემდეგ კი გასწორდა და ემისკენ შებრუნდა.
-მინდა ბოდიში მოგიხადო, რომ წეღან ასე სიტყვის უთქმელად დაგტოვე შუა ქუჩაში-უთხრა სრულიად სერიოზულად.
-რას ამბობ, რა ბოდიში. შენ ის მითხარი, ყველაფერი კარგადაა?
-ჰმ!-მწარედ ჩაეცინა ბიჭს-ბოდიში მიღებულია?
-მიღებულია-ემიმ თვალები აატრიალა და თავი გამკიცხავად გაიქნია.
-მიხარია, მაშინ მე წავალ-წამოდგა ჯეკსონი.
-მოიცა, მოიცა! სად მიდიხარ?
-სადმე სასტუმროში ნომერს ავიღებ ერთი ღამით. არ მინდა შეგაწუხო.
-თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ გუშინ ძალიან დამეხმარე, იმის მიუხედავად რომ მთელი ღამე შენი საწოლის ქვეშ მეძინა-ორივეს გაეცინა-მეც უნდა დაგეხმარო. მაგრამ შენი პარამეტრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩემი საწოლის ქვეშ ნამდვილად ვერ შეეტევი, ამიტომ მე უფრო მეტ კომფორტს შემოგთავაზებ და დივანზე დაძინებას შემოგთავაზებ.
-დარწმუნებული ხარ რომ არ შეგაწუხებ?
-ასი პროცენტით! დალევ რამეს?-ემიმ იფიქრა იქნებ ცოტათიგამხიარულდესო.
-თუ შენ დალევ...
ემილიმ სამზარეულოდან ვისკის ბოთლი და ორი ჭიქა გამოიტანა, დივნის წინ დაბალ მინის მაგიდაზე დააბინავა და კვლავ სამზარეულოში დაბრუნდა. იქიდან ჩიპსებიც წამოიღო უზარმაზარი ჯამით და სასმლის გვერდით დადო. ახლავე დავბრუნდებიო უთხრა ჯეკსონს და საძინებელში გავიდა. რომ დაბრუნდა ლამაზი შავი სარაფანი ეცვა, თმა კი ისევ სველი ჰქონდა. ჯეკსონის გვერდით მოკალათდა დივანზე, ამ უკანასკნელმაც ბოთლი გახსნა და სასმისები შეავსო. ერთი ჭიქა ემილის გაუწოდა, მეორე კი ის იყო უნდა მოეყუდებინა, რომ გაჩერდა, თითქოს რაღაც გაახსენდაო, ჭიქიანი ხელი დაუშვა და ემს შეხედა.
-მოდი, ჩვენი გაცნობის სადღეგრძელო იყოს!-შემდეგ კი ჭიქა მოიყუდა და გამოცალა.
სანამ ემი თავისი ჭიქიდან ნელ-ნელა წრუპავდა, ჯეკსონმა კიდევ რამდენიმე ჭიქა დალია. ემიმ სწორედ იქ დაუშვა შეცდომა, რომ ნელ-ნელა წრუპავდა, რადგან სასმელი ასე უფრო სწრაფად და ძლიერად მოეკიდა, ასე რომ, თავს ისე გრძნობდა, როგორც ჯეკსონი.
-არ გინდა მომიყვე რა მოხდა? ვიცი, შეიძლება არ გინდოდეს, რომ ვიღაც ერთი დღის ნაცნობს შენს პირად ცხოვრებაში ჩააყოფინო ცხვირი, მაგრამ...
-მართალი ხარ!-გააწყვეტინა ბიჭმა-ეს ჩემი პირადია, მაგრამ მჭირდება, რომ ვინმეს მოვუყვე. ვიცი საერთოდ არ დაგაინტერესებს, შეგიძლია არც მომისმინო, მაგრამ მე გულიდან ამოვიღებ და იქნებ ცოტა მომეშვას...
-გისმენ-ემიმ თავისი ჭიქა მაგიდაზე დადგა, შემდეგ ჯეკსონისიც იქ გაამწესა და კარგად მოკალათდა, მოსასმენად მოემზადა.
-ყველაფერი ექვსი წლი წინ მოხდა-დასევდიანებული ხმით დაიწყო ბიჭმა-ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობდით, მე თავიდანვე ვგიჟდებოდი მასზე, მან კი მხოლოდ სკოლის პერიოდში მომცა შანსი. ჩვენი ქორწილის გეგმებს ვაწყობდით, მას ყოველთვის გრანდიოზული და მდიდრული ქორწილი უნდოდა, ზედმეტად მდიდრულიც კი, მე კი მერჩივნა რომელიმე მშვიდი სოფლის ეკლესიაში დაგვეწერა ჯვარი...გვეგონა, არა არა, მეგონა, რომ ჩვენი სიყვარული ყველანაირ წინააღმდეგობას გაუძლებდა, მაგრამ შევცდი. იმ პერიოდში ჩემს ოჯახს ძალიან უჭირდა და ვერონიკამაც ერთ დარდზე მეორე დამიმატა... ვიღაც მდიდარ კაცთან ერთად ნიუ-იორკში გაიპარა... ფულზე გამცვალა...ექვსი წელი იყო გასული მას შემდეგ. დღეს სწორედ მან დამირეკა, მითხრა რომ ვჭირდებოდი და სასწრაფოდ წავსულიყავი. იმ წამს ყველა საღმა აზრმა უკანა პლანზე გადაინაცვლა და მის სურვილს ავყევი. მივედი იქ, სადაც დამიბარა. ჰმ, აშკარად არ ღირდა მისვლა! იმ ძველი ვერონიკასგან, რომელიც ასე ძლიერ მიყვარდა აღარაფერი არ იყო დარჩენილი! მსუბუქი ყოფაქცევის ქალად არის ქცეული, თან ნარკოტიკებზეც არ ამბობს უარს. იმისთვის დამიბარა, რომ ფული შემოაკლდა! ჯანდაბა, რომელი ფულის ტომარა მე მნახა! რაც მქონდა დავუყარე და წამოვედი! არა მაინც რაზე ვფიქრობდი რომ მივდიოდი! ბილი რომ ყოფილიყო, არ გამიშებდა! ნეტავ ჩემს გვერდით იყოს. როგორ მაკლია, ჩემთვის ძმასავით იყო, მაგრამ როგორც ჩანს ღმერთს დავავიწყდი და ისიც წამართვა! გოგოს გამო იჩხუბა. ჩვენთან შედარებით ბავში იყო ის ბიჭი, ვისაც ეჩხუბა, მაგრამ ყოველთვის იმაზე უფრო დიდად გამოიყურებოდა, ვიდრე იყო, თან საშინელი სახელიც ჰქონდა! ბაიკი ჰყავს და ახლა იმაზე უფრო გარეწარია, ვიდრე იყო! ბილისაც ჰყავდა ბაიკი. იმ ბიჭმა რბოლა დაუნიშნა, რბოლით უნდა გადაეწყვიტათ ვინ შეეშვებოდა იმ გოგოს! რბოლის ღამეს ბილი დაიღუპა...-ჯეკსონმა ვისკიანი ჭიქა მოიყუდა, ხელში შეათამაშა და შემდეგ ისევ მაგიდაზე დააბრუნა-მის ბაიკს მუხრუჭები გაუფუჭა იმ ნაბიჭვარმა და მის გამო ბილი მოკვდა! მაგრამ როგორც ჩანს ფრთხილად მოქმედებდა და სამხილები ვერ იპოვეს, მხოლოდ ერთი კვირა გაატარა წინასწარი დაკავების საკანში, როგორც ეჭვმიტანილმა, შემდეგ კი გამოუშვეს! ის მკვლელი დაუსჯელი დარჩა და მე მოვთხოვე პასუხი ბილის მკვლელობისთვის! კარგად ვურტყი, მაგრამ ამით ბილი ვერ დავიბრუნე! მან კი მიჩივლა და მეც გამატარებინა რამდენიმე კვირა საკანში. იქ ბევრ რამეზე დავფიქრდი. მივხვდი, რომ იმ ნაბიჭვრის გამო ჩემი ცხოვრების დანგრევა არ ღირდა. მართალია უკვე ყველაფერი ფეხებზე მეკიდა, მაგრამ ჩემს ოჯახს ვჭირდებოდი. თან პატარა და მყავს და მასაც სჭირდებოდა ჩემი ხელი. ხომ გესმის რასაც ვგულისხმობ, მომაბეზრებელი თაყვანისმცემლები და ასე შემდეგ-ოდნავ ჩაეღიმა ჯეკსონს-ის ნაძირალა კი ახლა ჩვენი სკოლის დაამთავრებელ კლასშია. ყოველთვის, როცა მას ვხედავ ბილის სახე წარმომიდგება თვალწინ და თავს ძლივს ვიკავებ, რომ ჯოჯოხეთში არ გავისტუმრო-ბიჭმა მუშტები შეკრა და ძალიან დაიძაბა.
ემი მისმა მონაყოლმა შეძრა. ვერც კი წარმოიდგენდა, რომ შეიძლებოდა ჯეკსონს ასეთი წარსული ჰქონოდა. თავი ვერ შეიკავა ბიჭის სახეზე აღბეჭდილი ტკივილის დანახვაზე და თვითონაც ვერ მიხვდა ისე ჩაეხუტა ბიჭს. ჯეკსონი თავიდან დაიბნა, მაგრამ შემდეგ მანაც მოხვია ემილის თავისი ძლიერი მკლავები...
-ძალიან ვწუხვარ, მართლა! ჩათვალე, რომ ჩემი სახით მეგობარი შეიძინე-ემი გასწორდა, ბიჭს თვალებში ჩახედა და ისე უთხრა-ჩემი იმედი ყოველთვის გქონდეს. სანამ დაგჭირდები მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები...



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka
ძებნა: