ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
საპნის ბუშტები

RoB-dOdთარიღი: პარასკევი, 2012-01-27, 5:18 PM | შეტყობინება # 271

572
28  +
48  ±
   ±
Offline
ბავშვებო გატყუებთ ;დდ მთელი გაკვეთილები ზის დაა ნამიოკობანას თამაშობს თან როგოორ ;დდ  ( მოიცა ეს მე არ ვარ?) tongue

I Hate This FuCkinG Life <3

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2012-01-27, 6:01 PM | შეტყობინება # 272
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (RoB-dOd)
 მთელი გაკვეთილები ზის დაა ნამიოკობანას თამაშობს თან როგოორ ;დდ  ( მოიცა ეს მე არ ვარ?)

xo araa? biggrin shen xar ki shen biggrin da ar matqmevino exla namiookobanas tamashis garda kde reebs aketeb tongue biggrin



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

nati_cullenთარიღი: პარასკევი, 2012-01-27, 6:37 PM | შეტყობინება # 273

400
9  +
30  ±
   ±
Offline
shemdegi mindaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa


RoB-dOdთარიღი: პარასკევი, 2012-01-27, 6:47 PM | შეტყობინება # 274

572
28  +
48  ±
   ±
Offline
♥vampiressa♥, აუ ისე მიტყდება როო ;დდ ჩემი პირით არ მათქმევინო ეხლა *) ჩშ !

I Hate This FuCkinG Life <3

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2012-01-27, 11:24 PM | შეტყობინება # 275
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

თავი 27
დილით ემილის ადრიანად გაეღვიძა. ბევრი ეცადა, მაგრამ ძილი ვეღარ შეიბრუნა. წარმოდგენა არ ჰქონდა რა შეიძლებოდა გაეკეთებინა დილის შვიდ საათზე, მაგრამ შემდეგ თავში მშვენიერმა აზრმა გააუელვა და თვითკმაყოფილმა ჩაიცინა. თბილი საწოლიდან გამოძვრა და სააბაზანოსკენ გაემართა, თავი უნდა მოეწესრიგებინა, რადგან დღეისთვის მნიშვნელოვანი გეგმები ჰქონდა. ცხელი წყლის ჭავლს სახე შეუშვირა და ფიქრებში წავიდა. მისდა გასაოცრად, იმის ნაცვლად, რომ კვლავ მისი არშემდგარი ქორწილის დღე გახსენებოდა, ახლა სულ სხვა დღე დაუდგა თვალწინ. წარმოიდგინა ლამაზ კაბაში და ნიღაბში გამოწყობილი, XVII-XVIII საუკუნის ქალბატონივით რომ გამოიყურებოდა და ფრაკით შემოსილ, შავნიღბიან ჯენტლმენს გვერდს როგორ უმშვენებდა. ეს ჯენტლმენი ჯეკი იყო და ისინი იმ ბალ-მასკარადზე იყვნენ, რომელზეც ბიჭმა გუშინ მოუყვა. ემი გაოცდა და თვალები სასწრაფოდ გაახილა. საიდან ასეთი ფიქრები? მას ხომ ჯერ გადაწყვეტილიც კი არ ჰქონდა საერთოდ წავიდოდა თუ არა იქ. არადა რა ლამაზი იყო ჯეკსონი იმ ფრაკში... ოხ ემილი! რას ნიშნავს ეს? ემიმ თავი გაიქნია, თითქოს ცდილობდა ეს ფიქრები თავიდან ამოეგდო და პირსახოცის ხალათში გახვეული სარკესთან მივიდა. საკუთარ თავს აკვირდებოდა და ერთი უცნაური დეტალი შენიშნა_თვალბი! ისეთი აღარ იყო, როგორიც უწინ, მასში ძალიან ცოტათი, მაგრამ შესამჩნევად გამქრალიყო ტკივილის და ადამიანების მიმართ უნდობლობის კვალი. ახლა მათ ადგილს სულ სხვა რამ იკავებდა, მაგრამ ემისთვის ეს იმდენად უცხო და უცნაური იყო, რომ თვითონაც ვერ ხვდებოდა რა იყო ეს. სააბაზანოდან ჩაფიქრებული გამოვიდა და მობილურ ტელეფონს დაავლო ხელი. შეტყობინების ფანჯარაში სწრაფად აკრიფა: „-გღვიძავს? მაპატიე თუ გაგაღვიძრ... როგორ ხარ? თუ ელისი შენ მიგყავს სკოლაში, დამელოდეთ და მანქანით გაგიყვანთ“-შენდეგ კი გარდერობისკენ ერთ-ერთი საყვარელი კაბა გამოიღო და ჩაცმას შეუდგა. მობილურიც აწრიპინდა საპასუხო შეტყობინების ნიშნად, მაგრამ ემიმ დრო აღარ დაკარგა მის წაკითხვაზე, ისედაც ხვდებოდა იქ რა პასუხი ეწერებოდა, იმიტომ რომ თუ ელისი ჯეკსონს არ მიჰყავდა, მაშინ არავითარ შემთხვევაში არ გაიღვიძებდა ამ დროს. სწრაფად გამოეწყო, თმებიც უცბად შეიშრო, მობილური და ჩანთა აიღო და დაბლა ჩავიდა. მაცივრიდან ელისისთვის ნაყიდი შოკოლადის ბაჭია გამოიღო, ჩანთაში ჩააგდო, შემდეგ გასაღებების ასხმა აიღო და გარეთ გავიდა. როდესაც მის ეზოში ეხლახანს შემოსული სკოლის ფორმიანი კიკინებიანი ელისი და ახლახანს გაღვიძებულსახიანი ჯეკსონი დაინახა, ოდნავ ჩაეღიმა, შემდეგ კი მათკენ გაემართა.
ჯეკსონი გადაკოცნა, ელისთან კი დაიხარა და შოკოლადის ბაჭია გაუწოდა. გახარებული გოგონა გულში ჩაეკრა და ნაზად აკოცა ლოყაზე.
-ძალიან ლამაზი ხარ!-აღმოხდა ჯეკსონს.
-დიდი მადლობა. აბა თუ გამოიცნობ დღეს რატომ მოგყვებით?
-იმირომ რომ ჩემი არაჩვეულებრივი იდეა მოგეწონა და სკოლის დირექტორთან გადაწყვიტე გასაუბრება-გულუბრყვილოდ გაიღიმა ბიჭმა.
-რატომ არ მაძლევ საშუალებას, რომ სიახლეები ჩემგან გაიგო?-გაეცინა ემს, შემდეგ კი ავტოფარეხისკენ გაემართა.
ელისი აღფრთოვანებული შეექცეოდა ნუგბარს უკანა სავარძელზე მოკალათებული, ჯეკსონი კი ემის გვერდით იჯდა.
-მომისმინე, რომ შეხვალ არ დაიბნე, მკაცრი ქალია, მაგრამ სამართლიანი. ეცადე დაარწმუნო, რომ შენი სამსახურში აყვანა სკოლას სასიკეთოდ წაადგება. არ დაიბნე და ისე ისაუბრე, რომ შენი პროფესიონალიზმი გამოაჩინო.
-ვითომ ჩემს წინადადებას მიიღებს?
-დარწმუნებული ვარ-ისეთი ხმით თქვა ჯეკსონმა, რომ ემილი გააკვირვა მისმა თავდაჯერებულობამ.
სულ მალე სკოლის ავტოსადგომზე შავი ტოიოტა ქამრის ბოლო მოდელი შესრიალდა და თავისუფალ ადგილზე გაჩერდა. ჯეკსონი მანქანიდან გადმოვიდა და მოასწრო რომ ემისთვისაც გაეღო კარი, სანამ ის ამას თავად გააკეთებდა. შემდეგ ელისიც გადმოსვა, მხრებზე ზურგჩანთა მოჰკიდა და შენობისკენ წაიყვანა. ელისი ემისა და ჯეკის შორის ჩადგა და ორივეს ხელი ჩასჭიდა. სკოლაში რომ შევიდნენ ემილიმ მათკენ მიმართული გაოცებული მზერები დააფიქსირა, მაგრამ არ შეიმჩნია და გზა განაგრძო. ელისმა ორივეს აკოცა, შემდეგ კი ბავშვებში გაუჩინარდა.
-შემომყვები?-საცოდავი სახით ჰკითხა ემიმ-ვნერვიულობ...
-კაბინეტში მარტო უნდა შეხვიდე. მე გარეთ დაგელოდები. არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება. წარმატებები-უთხრა ჯეკსონმა და ხელით უბიძგა დირექტორის კაბინეტისკენ.
ემი ნელი ნაბიჯით წავიდა წინ, მაგრამ შემდეგ შემობრუნდა, სწრაფად მიუახლოვდა ჯეკსონს და ჩაეხუტა, მერე გაიღიმა და კაბინეტში ისე შევიდა, უკან აღარ გამოუხედავს. ჯეკსონი გაშტერებული უყურებდა იმ კარს, რომელშიც წუთის წინ ემილი შევიდა. ამ დროს ზურგზე ძლიერი მტევნის დარტყმა იგრძნო, შემდეგ კი მისთვის საძულველი ხმაც გაიგონა.
-კარგი გემოვნება გქონია! მშვენიერი გოგოა...-ეს სწორედ ის ნაძირალა იყო, რომლის გამოც ბილი დაიღუპა.
-ამ გოგოს არ გაეკარო-გაყინული ხმით უთხრა ჯეკმა და თვალი თვალში გაუყარა, ბიჭს კი ირონიული ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.
-ჰმ, კონკურენციის გეშინია? უნდა გეშინოდეს კიდეც! ისე რას ფიქრობ, რამდენ ხანში დაიკერება? კი ღირს მაგისთვის ჩალიჩი...
-მომისმინე და დაიმახსოვრე-ჯეკმა საყელოში წაავლო ხელი და ახლოს მოსწია-ემილისთან მიახლოებულიც კი არ დაგინახო!
-ოჰოო, სახელიც მშვენიერი ჰქონია... ისე შენი ძმაკაციც მასე ამბობდა. რა ერქვა? ბილი ხო? მაგარი ბაიკი ყავდა, ცოტა სიფრთხილე რომ გამოეჩინა, იქნებ ესე მალე არც წასულიყო ზემოთ.-ბიჭმა ჯეკს ხელი გააშვებინა და ირონიულად ჩაიცინა. ჯეკსონმა რა თქმა უნდა ამდენი ვეღარ მოითმინა და ნახევარ წამში მისი მარჯვენა მუშტი ბიჭის მარცხენა ლოყას შეასკდა. ეს უკანასკნელიც შეტორტმანდა, ჯერ თავი ჩაღუნა, შემდეგ გაიმართა და ჯეკსონმა შეამჩნია, რომ ტუჩიდან სისხლი მოსდიოდა.
-შენც მალე გაუყვები შენი ძმაკაცის გზას და როგორც ბილის შეყვარებული დავამშვიდე მისი სიკვდილის შემდეგ, ისევე დავამშვიდებ ამ ქერათმიან თოჯინასაც. დაიმახსოვრე რასაც გეუბნები, რომ კარგად გაგახსენდეს როცა ამ გოგოს ჩემთან დაინახავ!
-შე ნაბიჭვარო!-კბილებში გამოსცრა ჯეკმა და ბიჭს ყელში ხელი წაუჭირა. უნდოდა კიდევ დაერტყა, მაგრამ ვიღაცამ ხელი გაუკავა და ზურგსუკან წააღებინა. ეს ვიღაც კი სკოლის დაცვა იყო.
-სხვა დროს პირადი საქმეების გასარჩევად სკოლის დერეფანზე უკეთეს ადგილს თუ შეარჩევთ, დიდად დამავალებთ!-თქვა ფორმიანმა-შენი კლასში შედი დროზე და ნუ აგვიანებ!-მიმართა ბიჭს, შემდეგ კი ჯეკსონს მიუბრუნდა:
-მისის ელენას რომ არ ვცემდე პატივს, ახლავე აქედან მიგაბრძანებდი. რა დაგემართა, რატომ ბავშობ? კიდევ გინდა ციხეში ერთი კვირის გატარება?
-კარგი რა ჯიმ! ხომ იცი რა ნაძირალაცაა არა!
სანამ ჯეკსონი მის ნაცნობ დაცვას ელაპარაკებოდა, ემი ცდილობდა მისის ელენას დარწმუნებას იმაში, რომ სკოლას ნამდვილად სჭირდებოდა კარგი ცეკვის მასწავლებელი. ეს მათ სკოლას სხვადასხვა კონკურსებში გაამარჯვებინებდა და ბევრ წარმატებას მოუტანდა. შუახნის ქალი ემილის ისე უსმენდა, თითქოს უცხოპლანეტელი ელაპარაკებოდა ჩინურად. ემის ძალიან გაუჭირდებოდა მისი დარწმუნება, რადგან ამ პატარა ქალაქის პატარა სკოლაში თვლიდნენ, რომ ზედმეტი შემოქმედებითი მუშაობა საჭირო არ იყო. მართალია გაძლიერებული სწავლება ჰქობდათ, მაგრამ არა შემოქმედებით საკითხებში.
სწორედ მაშნ, როდესაც ქალმა ემისთვის უარის თქმა გადაწყვიტა, კარზე კაკუნის ხმა გაისმა, შემდეგ კი სათვალიანმა გოგონამ ის ოდნავ შემოაღო.
-თქვენთან სტუმარია. გთხოვთ რომ რამოდენიმე წუთით გარეთ გახვიდეთ.
-კი მაგრამ ლიზა, ხომ ხედავ რომ დაკავებული ვარ?!
-თქვენი ნათლულია...
-ოხ, ეგ ბოჭი გამაგიჟებს. უკაცრავად მის ემილი, ახლავე დავბრუნდები.
მისის ელენას მისი საყვარელი ნათლული სამდივნოში ელოდა. აღელვებული ჩანდა, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია. გადაკოცნის და მოკითხვების შემდეგ ბიჭი პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
-ნათლია, რაღაც უნდა გთხოვო.
-ახლა რაღა დააშავე?-შუბლი შეიკრა ქალმა.
-არა არა, არაფერი... უბრალოდ ძალიან გთხოვ, ახლა წადი და კაბინეტში რომ გოგო გელოდება უთხარი, რომ მის წინადადებას სთანხმდები. დამიჯერე, არ ინანებ. თავისი საქმის პროფესიონალია!-ბიჭმა იცოდა, რომ მისის ელენა საყვარელ ნათლულს უარს არაფერზე არ ეტყოდა.
-ოჰოო, რამე გამოვტოვე?-ჩაეცინა ქალს.
-ნათლია!
-კარგი, მაგრამ იცოდე მხოლოდ შენი ხათრით-ქალმა ბიჭს აკოცა და კაბინეტში შევიდა, მან კი დერეფანში გადაინაცვლა.
-მის ემილი, დავფიქრდი და მივხვდი, რომ თქვენი წინადადება მართლა კარგია. შეგიძლიათ მომავალი ორშაბათიდან დაიწყოთ მუშაობა, მანამდე კი ჩვენს დარბაზს მოგიმზადებთ და ცხრილშიც ჩავსვამთ ქორეოგრაფიას. გახსოვდეთ, თეორიის სწავლებაც მოგიწევთ. ჯერ დაწყებით და გამოსაშვებ კლასებთან შეგიშვებთ და თუ ეს იდეა გაამართლებს, შემდეგ ყველა კლასს ასწავლით.
-ძალიან დიდი მადლობა-ემი გააოცა ამ პასუხმა, რადგან საუბრიდან გამომდინარე ეგონა რომ უარყოფით პასუხს მიიღებდა-დამიკერეთ, არ ინანებთ-ემილიმ ქალს ხელი ჩამოართვა და კაბინეტიდან გახარებული გამოვიდა. მდივანს დაემშვიდობა და დერეფანში გავიდა თუ არა, ჯეკსონისკენ გაექანა და ჩაეხუტა.
-მიმიღეს ჯეკ, მიმიღეს!-ჩურჩულებდა გახარებული, ჯეკსონი კი ძლიერად ეხუტებოდა და ჩუმად ეღიმებოდა.
სკოლიდან რომ წამოვიდნენ სკვერში გაისეირნეს, შემდეგ ელისი გამოიყვანეს სკოლიდან და სახლში წავიდნენ. ელისს ემის სახლის დათვალიერება უნდოდა და გოგონაც რა თქმა უნდა დასთანხმდა. ელისი მთელი დღე მულტფილმებს უყურებდა კინოთეატრის ოთახში, ემი და ჯეკი კი ღია აივანზე იჯდნენ სარწეველა სავარძელში. ემის ჯეკის მხარზე ჩამოედო თავი, მუსიკის ჰანგები დაბალ ხმაზე ჰაერში იფანტებოდა, ისინი კი ათას რამეზე საუბრუბდნენ. უცხო თვალი მათ ლამაზ წყვილად ჩათვლიდა, მაგრამ ისინი ჯერჯერობით ერთმანეთს მეგობრებს უწოდებდნენ... ელისი ხვდებოდა, რომ მათი მეგობრობა სულ მალე დიდ გრძნობაში გადაიზრდებოდა და გადაწყვიტა, რომ ეს პროცესი დაეჩქარებინა, უკვე გეგმაც კი მოიფიქრა და ერთი სული ჰქონდა ხელსაყრელი მომენტი როდის დადგებოდა...
ორშაბათამდე რამოდენიმე დღეღა იყო დარჩენილი, რომ ემილიმ სუპერმარკეტთან ბაიკზე მიყუდებული სიმპატიური ბიჭი დაინახა. ბიჭი ისეთი დაჟინებული მზერით უყურებდა, რომ ემიმ თავი უხერხულად იგრძნო. მეორე დღეს ბიჭი კვლავ უხერხულ ადგილას ნახა. ის იყო ემილი ქაღალდის პარკებით დატვირთული მანქანას მიუახლოვდა, რომ ბიჭი მისკენ წამოვიდა. ემილიმ პარკები მანქანაში ჩადო და თვითონაც უნდა ჩამჯდარიყო, რომ ბიჭის მზერას შეხვდა და გადაწყვიტა გამოლაპარაკებოდა.
-უკაცრავად, ერთმანეთს ვიცნობთ?
-არა, მაგრამ წესით უნდა ვიცნობდეთ.
-ვითომ რატომ?-გაუკვირდა ემს.
-ჩვენ ხომ ასეთ პატარა ქალაქში ვცხოვრობთ-გულუბრყვილოდ გაუღიმა ბიჭმა. ემილიმ თავი სულელურ მდგომარეობაში იგრძნო და გაეცინა.
-ემილი კისნერი-მარჯვენა გაუწოდა ემიმ.
-სკოტ მაკელროი-ბიჭმა მისი ხელი თავის ხელებში მოიქცია, შემდენ ტუჩებთან მიიტანა და ისე რომ ემილისთვის თვალი არ მოუშორებია, ხელზე ნაზად ეამბორა.



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

nati_cullenთარიღი: შაბათი, 2012-01-28, 0:17 AM | შეტყობინება # 276

400
9  +
30  ±
   ±
Offline
rogorc iqnaaaaaa au exa es tipi momishlis nervebs ra xo sheidzleba mtlianad ase tkbili ambavio iyos ra biggrin


RoB-dOdთარიღი: შაბათი, 2012-01-28, 11:05 AM | შეტყობინება # 277

572
28  +
48  ±
   ±
Offline
ვაიმე შე საწყალო ნათია ! სკოტი მინდა ეხლა მე უკვე ისეთთ მომენტში ჩავარდებიანნ ; ]] უყვართ ერთმანეთი უყვართ ვაა ! მეგობარი არა კვერცხი კიდე ;დდ ემი-ჯეკი=♥
ელისს მიდიი მიდი მიაწექი შენსკენ ვარ *) happy


I Hate This FuCkinG Life <3

☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2012-01-28, 1:27 PM | შეტყობინება # 278
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
♥vampiressa♥, ნათ ასე იშვიათად რომ არ წერდე რა კარგი გოგო იქნებოდი იციიიი??? საზიზღარო შენ! tongue tongue tongue ეხლა კიდე რამდენი ხანი უნდა ველოდოთ ელისის იდეის აღსრულებას? მერე კიდევ ფესტივალს... ეჰჰჰჰჰჰჰ....
Quote (♥vampiressa♥)
ემი და ჯეკი კი ღია აივანზე იჯდნენ სარწეველა სავარძელში. ემის ჯეკის მხარზე ჩამოედო თავი, მუსიკის ჰანგები დაბალ ხმაზე ჰაერში იფანტებოდა, ისინი კი ათას რამეზე საუბრუბდნენ.

love love love საყვარლებიიი.... მეც მომინდა მურმანის ეკალივით შუაში ჩავჯდომოდი მაგათ და მესმინა ერთი რაზე ლაპარაკობდნენ biggrin biggrin biggrin



Jack♥sparrowთარიღი: შაბათი, 2012-01-28, 2:52 PM | შეტყობინება # 279
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
აუ რაღაც ცუდი სუნი მცემს რაღაც საფრთხის
ის ბიჭი ნერვებს მიშლის,რაღაც არ მომეწონა sad
აუუ,ემის თითი არ დააკაროს გავუხევ თავს.
ნატიი,იცი როგორ თბილად გქონდა აღწერილი? იცი როგორ საყვარლააად? იცი ხო? kiss



♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2012-01-28, 4:05 PM | შეტყობინება # 280
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
nati_cullen, biggrin kiss kiss kiss
Quote (RoB-dOd)
ვაიმე შე საწყალო ნათია 

ratoo? :D
Quote (RoB-dOd)
ელისს მიდიი მიდი მიაწექი შენსკენ ვარ 

elis! elis! elis! biggrin
Quote (☆AnasteishA☆)
♥vampiressa♥, ნათ ასე იშვიათად რომ არ წერდე რა კარგი გოგო იქნებოდი იციიიი??? საზიზღარო შენ!

eh ras gvishveba es skola biggrin
Quote (☆AnasteishA☆)
საყვარლებიიი.... მეც მომინდა მურმანის ეკალივით შუაში ჩავჯდომოდი მაგათ და მესმინა ერთი რაზე ლაპარაკობდნენ

mec ar vici raze laparakobdnen, saxlidan vuyurebdi chumad da vtkbebodi biggrin
Quote (Jack♥sparrow)
აუუ,ემის თითი არ დააკაროს გავუხევ თავს.

midi nin! biggrin shens mxares var biggrin
Quote (Jack♥sparrow)
ნატიი,იცი როგორ თბილად გქონდა აღწერილი? იცი როგორ საყვარლააად? იცი ხო?

shen ici rogor vtbebi sheni komentaris wakitxvisas? xo ici? love
bavshvebo didi madloba yvelas aseti tbili komentebistvis. madzlierebt aseti komentarebit da sizarmaces madzlevinebt rom axali tavi davwero xolme biggrin
ise ravici, gindat dges axali tavi? biggrin davwero? biggrin



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

T-MOMSENთარიღი: შაბათი, 2012-01-28, 4:46 PM | შეტყობინება # 281

266
15  +
30  ±
   ±
Offline
♥vampiressa♥,
Quote (♥vampiressa♥)
ise ravici, gindat dges axali tavi? davwero?

magaas kitxvaa undaaaaa? haa? biggrin aba ra undaa qnaaa, midii naatii shenskeen vaaart biggrin happy
dzaan momewonaa es tavi ))



♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2012-01-28, 8:05 PM | შეტყობინება # 282
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (T-MOMSEN)
magaas kitxvaa undaaaaa? haa?

vecdebi dges davwero mara dadebis ra gitxra. samecadinoc maqvs da ravi. dges tu davwer albat xval davdeb. am shabat-kviras davagroveb tavebs ro mere momaval shabat-kviramde ar mogiwiot xolme lodini, skolis dgeebshi dzalian michirs wera sad



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

RoB-dOdთარიღი: შაბათი, 2012-01-28, 10:36 PM | შეტყობინება # 283

572
28  +
48  ±
   ±
Offline
♥vampiressa♥, აუ შენ და შენმა სწავლამ ხო **** ;დდ ახალი თავიი მინდაა @

I Hate This FuCkinG Life <3

T-MOMSENთარიღი: კვირა, 2012-01-29, 10:34 PM | შეტყობინება # 284

266
15  +
30  ±
   ±
Offline
♥vampiressa♥, me mesmiiis sheniii sad meec eget dgeshi vaar, verafristvis ver vicli xolme )) nuuu garda imisa rom twifanze shemovirbino da axali tavebi gadavamowmo xolme biggrin


♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2012-01-31, 2:06 AM | შეტყობინება # 285
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

თავი 28
ემის ჩაეცინა და უხერხულად გამოაცალა სკოტს ხელი. უცნაურად ეჩვენებოდა ეს ყველაფერი. ასე უბრალოდ რატომ მოუნდა სრულიად უცნობ ბიჭს ემის გაცნობა? მით უმტეს რომ აქამდე ბიჭი არასდროს შეუნიშნავს. თავისივე ფიქრებზე ჩაეცინა, სკოტს კი ეს უყურადღებოდ არ დარჩენია.
-რა მოხდა?-ჰკითხა ეჭვნარევი მზერით.
-არა, არაფერი. უბრალოდ ვფიქრობდი, რატომ შეიძლებოდა გაგჩენოდა ჩემი გაცნობის სურვილი და შემდეგ საკუთარ ფიქრებზე გამეცინა.
-როგორ თუ რატომ? თუნდაც იმიტომ, რომ არაჩვეულებრივი ხარ-ბიჭმა ეს საოცრად იდუმალი ხმით უთხრა-კიდევ იმიტომ, რომ ულამაზესი ხარ, კიდევ გავაგრძელო?-თვალები მოჭუტა სკოტმა.
-არაა საჭირო-გაწითლდა ემი.
-კიდევ იმიტომ, რომ გაწითლება საოცრად გიხდება-ჩაიცინა სკოტმა.
-კარგი კარგი, გეყოფა... გმადლობ კომპლიმენტებისათვის.
-დიდი ხანია ჩვენს ქალაქში გადმოხვედი?-თემა შეცვალა ბიჭმა.
-არა, ორი კვირა იქნება ალბათ. შენ დიდი ხანია აქ ცხოვრობ?
-დაბადებიდან. მაგრამ ხშირად ვმოგზაურობ ჩემი ბაიკით. სამწუხაროდ სულ მარტოს მიწევს სიარული. ბედნიერი ვიქნები თუ ერთხელ ქერა ლამაზმანთან ერთად მომიწევს მოგზაურობა-ბიჭმა გაიცინა, ემიმ კი არ იცოდა რა ეპასუხა, იმიტომ რომ ეს საუბარი უფრო და უფრო ემსგავსებოდა ფლირტს.
-იცი, მგონი ჩემი წასვლის დროა.
-არა რატომ ჩქარობ? გავისაუბროთ ცოტა ხანი. მუშაობ სადმე?
-უკვე კი-ემის პასუხი მუხრუჭების წუილის ხმამ გადაფარა, სულ ცოტა ხანში კი მათთან ჯეკსონი მიიჭრა.
-სკოლაში დავიწყე მუშაობა ახლახანს. ჯეეკ! შენ აქ საიდან?-გაუხარდა ემს მეგობრის დანახვა.
-მე ხომ გაგაფრთხილე?!-გამყინავი ხმით უთხრა ჯეკმა სკოტს ისე, რომ ემისთვის არც შეუხედავს.
-ოჰოო, ეს ვინ შემოგვიერთდა!-ირონიით აღსავსე ხმით თქვა სკოტმა-უკვე უთხარი შენს მეგობარს, რომ სკოლაში იმის გამო მოხვდა, რომ დირექტორი ნათლიაშენია? არადა მას ხომ თავადაც შეეძლო წარმატებისთვის მიეღწია. ისეთი ლამაზია, ისეთი მშვენიერი-სკოტმა ხელი წაიღო რომ ემისთვის სახეზე ჩამოშლილი კულული ყურს უკან გადაეწია, მაგრამ ხელი სახემდეც არ ჰქონდა მიტანილი, როცა ჯეკსონმა ჰაერში გაუშეშა და ნელა დააშვებინა.
-მოიცა რა თქვი?-აღმოხდა გაოგნებულ ემილის, შემდეგ კი ჯეკს მიუბრუნდა-ეს სიმართლეა?
-ემ, ყველაფერს მოგვიანებით აგიხსნი. შენ კი ხომ გაგაფრთხილე რომ ამ გოგოს ახლოსაც არ გაჰკარებოდი?!
-წინააღმდეგ შემთხვევაში?-დასერიოზულდა სკოტიც და ჯეკსონს თვალი თვალში გაუყარა.
-გინდა განახო რა მოხდება წინააღმდეგ შემთხვევაში?-ხმას აუწია ჯეკსონმა.
-მოიცათ!-წამოიყვირა ემიმ და ბიჭებს შორის ჩადგა-მიპასუხე, მართალია რაც სკოტმა თქვა?-ემი გაბრაზებას მოეცვა და ამას ვერც მალავდა.
-ემ...
-არავითარი ემ! მართალია თუ არა?
-კი, მაგრამ ყველაფერს აგიხსნი...
-რა გულისამაჩუყებელია-ჩაიქირქილა სკოტმა.
-მოკეტე რა!-ერთდროულად შეუბღვირეს ემიმ და ჯეკსონმა.
-რატომ გააკეთე ეს?
-ემილი, აგიხსნითქო ხომ გითხარი. ახლა კი ძალიან გთხოვ მიმიშვი მაგასთნ!
-ემ, თუ გინდა გაგიყვან-კიდევ ერთხელ ჩაერთო სკოტი.
-ამმ, არ არის საჭირო...
-არსადაც არ გაიყვან!
-ვითომ რატომ?-აღშფოთდა ემი.
-იმიტომ რომ ასეა საჭირო!
-ხო არა? აი მაგასაც ნახავ როგორ არის საჭირო-გაცეცხლებულმა ემიმ ისეთი რამ გააკეთა, რომ ვერც კი წარმოიდგენდა: სკოტის ბაიკთან მივიდა და უკან შემოჯდა.
სკოტმა ჯეკსონს ირონიული მზერა აჩუქა და ისიც ბაიკისკენ წავიდა. როდესაც ბიჭმა ძრავა ააღმუვლა, ემიმ ზურგზე შემოხვია ხელები და ჯეკსონს ისეთი სახით გაუღიმა, აშკარად ეუბნებოდა: „ხომ გითხარი, მაგასაც ნახავ!“
სკოტმა კიდევ ერთხელ ააღმუვლა ძრავა, შემდეგ კი ბაიკი ადგილს მოსწყვიტა და გაოგნებული ჯეკსონი ბუღში გახვეული დატოვა.
ემი იმედგაცრუებული იყო. ჯეკსონისგან ასეთ რამეს არ მოელოდა. ერთი შეხედვით რა, არც არაფერი. უბრალოდ მეგობარი დაეხმარა, მაგრამ ეს სხვისგან რატომ უნდა გაეგო? ხომ შეიძლებოდა, რომ ჯეკსონს ყველაფერი თავად აეხსნა და ემიც უსათუოდ გაუგებდა. მართალია ემს ისიც ეწყინა, რომ ჯეკსონს მისი შესაძლებლობების არ სჯეროდა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სკოლაში მიეღოთ, ასე ვთქვათ საკუთარი ნიჭის გამოხატვის საშუალებაც კი არ მისცა, მაგრამ ეს იმასთან შედარებით არაფერი იყო, რომ საუკეთესო მეგობარმა ყველაფერი დაუმალა. აი თურმე რატომ იყო დარწმუნებული ასე იმაში, რომ ემილის მიიღებდნენ!
ემიმ თავი ოდნავ წამოსწია სკოტის ზურგიდან და მაშინვე თავბრუ დაეხვა. პირველად იჯდა ბაიკზე, მით უმეტეს თითქმის უცხო ბიჭთან ერთად.
-გააჩერე!-წამოიყვირა ემიმ სასწრაფოდ. ბიჭმა ერთი კი გამოხედა, მაგრამ გააჩერა კი არა, სიჩქარეს უფრო მოუმატა-გააჩერემეთქი! სწრაფად! იდიოტო ცუდად ვარ!-ემი ასეთი სისწრაფისგან უკვე მართლა ცუდად იყო, მაგრამ არა ისე, როგორც გაჰყვიროდა. უბრალოდ უნდოდა, სასწრაფოდ მოშორებოდა სკოტის ზურგს.
ბიჭი შეშფოთდა, ცენტრალური გზიდან გადავიდა და იქვე ტყის პირას გაჩერდა. ემი სასწრაფოდ გადმოხტა ბაიკიდან, ჯერ წინ და უკან დაიწყო სიარული, შემდეგ კი იქვე ბალახზე ჩამოჯდა. სკოტი გვერდით მიუჯდა, მხარზე ხელი მოხვია და მიიხუტა, მაგრამ გოგონამ მხარის აკვრით მოიშორა და თავი ხელებში ჩარგო.
-ცუდად ხარ?
-შემეშვი...
-გინდა ქალაქში დავბრუნდეთ?-შეშფოთდა ბიჭი.
-რაა?-თავი წამოსწია ემიმ-ახლა სად ვართ?
-ქალაქიდამ რამოდენიმე მილში.
-იდიოტი ხარ!-წამოდგა ემი და იქითკენ წავიდა, საიდანაც მოვიდნენ.
-მოიცა, მოიცა, სად მიდიხარ?-წამოეწია ბიჭი და გააჩერა.
-შენი აზრით? სახლში მინდა!
-ფეხით ვერ წახვალ. თან ძალიან გთხოვ ოცნებას ნუ გამიფუჭებ!
-რა ოცნებას?-გაოცა ემი.
-ხომ გითხარი, ქერა ლამაზმანთან ერთად მინდა მოგზაურობათქო-ისეთი გულუბრყვილო სახით უპასუხა სკოტმა, თითქოსდა რა არის ამაში გაუგებარიო.
-ბავშვობაში საწოლიდან გადმოვარდნილი თავს ხშირად არტყამდი?-გულწრფელი ინტერესით ჰკითხა გოგონამ.
-რაა?
-აბა რა ოცნება, კარგად ხარ? წამო წამო, სახლში წამიყვანე.
-აი მანც გააფუჭე ყველაფერი რა! ხომ შეიძლება, რომ უბრალოდ ბუნებით დატკბე. ნახე რა ლამაზია აქაურობა, როგორ ჭიკჭიკებენ ჩიტები...
-დაგიფრთხო ახლა ეგ ჩიტები შენს თავში რომ ჟღურტულებენ, თუ წამიყვან სახლში?-აშკარად უხასიათოდ იყო ემი.
-კარგი ხო, კარგი! ოღონდ ერთი პირობით.
-რა პირობით?-გოგონა აშკარად დაღალა ამდენმა საუბარმა.
-რა პირობით და, ქალაქის ყოველწლიური ფესტივალის ბალ-მასკარადზე ჩემთან ერთად წამოხვალ!



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka
ძებნა: