წყალი, ყინული და სიყვარული-ეს ჩემი ცხოვრებაა
|
|
bella-vampire | თარიღი: შაბათი, 2011-01-29, 7:43 PM | შეტყობინება # 1 |
842
Offline
| სახელწოდება: წყალი, ყინული და სიყვარული-ეს ჩემი ცხოვრებაა ავტორი: ანა(ჩემი დაქალი) დისკლეიმერი: გმირებზე საავტორო ოფლებები აქვს ავტორს. ბეტა: bella-vampire პეირინგი: ნ.დ./ე.უ. რეიტინგი: G ჟანრი: Romance სამარი: ეს არის ისტორია, მოცურავე და მოციგურავე გოგონაზე. ემა უილსონი თავქარიანი და წინდაუხედავი ადამიანია, მაგრამ უეცარი სიყვარული მას ძალიან შეცვლის. სტატუსი: წერის პროცესშია
ბავშვებო, ეს არის ჩემი დაქალის ფიკი. მან მთხოვა, რომ დამედო საიტზე.
[color=green]პროლოგი
ჩემს ცხოვრებას სულ ორი რაღაც წარმოადგენს – წყალი და ყინული. იქ თავს უბედნიერესად ვგრძნობ. დედას სურდა ჩემპიონი გავმხდარიყავი ფიგურულ სრიალში, მამას – ცურვაში. დიდი დავის შემდეგ, 10 წლის ასაკში ორივე სპორტზე შემიყვანეს. როცა 13 წლის გავხდი, დედა და მამა გარდაიცვალნენ. დამრჩა ძმა-ტაილერი და უმცროსი და-სემი. მას შემდეგ 5 წელი გავიდა. სამივენი გავიზარდეთ, რაშიც ჩვენი გამზრდელი რენე გვეხმარებოდა. ახლა უკვე 18 წლის, დამოუკიდებული ემა უილსონი ვარ!
შეტყობინება შეასწორა bella-vampire - შაბათი, 2011-01-29, 7:45 PM | |
|
|
ucnobiucnobi2 | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-02-15, 0:24 AM | შეტყობინება # 211 |
Nemo Me Impune Laccesit !
639
Offline
| | |
|
|
RoB-dOd | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-02-15, 7:57 PM | შეტყობინება # 212 |
572
Offline
| იიი საყვარლები ესენი..მეთქი მეხსიერება დაკარგა და ეგაა თქო.. ცემი ნიკი,რა სიცოცხლეა... და ეს ემაც^^ საყვარდალ წერ,ძალიან კარგად და სრულყოფილ ად. Quote (bella-vampire) - არ ვაპირებ ნამდვილად, - მეც გამეცინა ვნახავ მე ,ამ სიტყვებს უკან რო წაიღებ ემაა ! ;დ ; )) უმაგრესიიიიიიიიიიიიააააააააააააააა !
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|
|
|
bella-vampire | თარიღი: სამშაბათი, 2012-03-20, 9:31 PM | შეტყობინება # 215 |
842
Offline
| მეთხუთმეტე თავი
- ემა გთხოვ, აღარ შემიძლია ამ წვნიანის ჭამა, - მეწუწუნებოდა ნიკი, რომელიც თავის ოთახში საწოლში იწვა, მე კი ძალით ვაჭმევდი. - ეს მამიკოს ხათრით, - და კიდევ ერთი კოვზი ჩავუდე პირში. სიცილით ვიგუდებოდი მის დანახვაზე. - მერამდენედ უნდა ვჭამო ამ მამაჩემის ხათრით, დავიტანჯე, - იჯღანებოდა და თან ისე ყლაპავდა ლუკმას. - ეს ერთიც და მორჩა, გპირდები. - ბოლოა, - და პირი გამიღო. - ჭკვიანი ბიჭი ხარ, მშვენივრად ჭამე დღეს, - მოჩვენებითი სერიოზულობით ვუთხარი. - 2 წლის ხომ არ ვარ? - გაიბუსხა. - ნუ შენ ხელში ამას კი არა მთელ ქვაბს შევჭამ, სხვა გზა არც მაქვს, - ამოიბურტყუნა. - რა თქმა უნდა, - ენა გამოვუყავი და ოთახიდან გავედი. მოსამსახურე, რომელიხც ადრე ნიკს ჰყავდა მაშინ გაუშვა, როცა ოპერაციას იკეთებდა და ახალი აღარც აგვიყვანია. ყველაფერს მშვენივრად ვართმევდი თავს. კვირაში სამჯერ ვიღაც ქალი მოიდოდა და სახლს ის ალაგებდა. ყველაფერი კარგად იყო. ერთი კვირაა რაც აქ ვარ და მშვენივრად შევეგუე აქაურობას. თანაც მია და ჯესი ყოველდღე აქ იყვნენ. ისინი კი ნამდვილად არ მოგაწყენენ. ჯესი და კევინი ძალიან კარგად არიან. სულ ერთად ატარებენ დროს. მია და მაიკზე ხმას არ ვიღებ. ისინი მუდამ იდეალური წყვილი იყვნენ! სემი გამოკეთდა. ნელ-ნელა შეეგუა ტაილერის დაკარგვას. მეც ასე ვიყავი... ნიკი ყველაფრის დაძლევაში მეხმარებოდა. ეს წუთები უფრო მარწმუნებდა იმაში, რომ მიყვარდა. მიყვარდა სიგიჟემდე, ცამდე და ზღვამდე. მასთან ერთად არაფერზე ვფიქრობდი, უბრალოდ ბედნიერი ვიყავი, მაგრამ მაიკი ხომ არ გაგახარებს. შემჭამა სტუდიაში მოდი, სულ არ დაგავიწყდეს სრიალიო. ჯერ ვერსადაც ვერ წავალ, ნიკს ვჭირდები. ექიმი დორსი ყოველდღე მოდის მის სანახავად, მითითებებს გვაძლევს. ხვალ საავადმყოფოში უნდა მივიდეთ, დროა შემოწმება გაიაროს. ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ ხომ ერთად ვართ, ეს კი ყველაფერზე მთავარია! ჭურჭელი დავრეცხე(ეს ცხოვრებაში მეორედ გავაკეთე) და ზემოთ ავედი. კარი შევაღე და გავშეშდი. ნიკი უგონოდ იყო საწოლზე, თავი დაბლა ჩამოგდებოდა და არც სუნთქავდა. სწრაფად მივვარდი. - რა მოგივიდა? თვალები გაახილე. ნიკ გეხვეწები შემომხედე, - და სილა გავარტყი. - ეეე , მწარეა, - სიცილი ატეხა. სიბრაზისგან ლამის ავფეთქდი. - უბრალოდ აუტანელი ხარ, - კარებსიკენ შევბრუნდი. - კარგი რა, მოდი აქ, - ისე საყვარლად მითხრა, რომ გავიქეცი და ლოგინზე დავხტი. თავი მკერდზე დავადე. მისი გულის ცემა ყურში ჩამესმოდა და ჩემსას უერთდებოდა. ნიკის ტუჩები ჩემს თმებს ეხებოდა და თბილად ეალერსებოდა. არ მინდოდა ეს წუთები დამთავრებულიყო, მე ხომ ბედნიერი ვიყავი. - მიყვარხარ, - დავიჩურჩულე. - ვერ გავიგე? - მოჩვენებითი გაკვირვებით მკითხა. - მიყვარხარ, - ოდნავ მოვუმატე ხმას. - რაა? - მის ხმას სიცილი შეერია. - რა და დებილი ხარ, - გაბუსხულმა ვუპასუხე. - მეც მიყვარხარ, ჩემი ბოთე ხარ და სამყაროს მირჩევნიხარ, - სასიამოვნოდ გამეღიმა. - ნიკ, შენ რომ სრიალს ვეღარ გააგრძელებ? - ტუჩზე ვიკბინე. - რა მოხდა მერე? შენ გააგრძელებ.მე ბედნიერი ვარ იმითაც, რომ ჩემს გვერდით ხარ, ეს მართლა ყველაფერია ჩემთვის, - მისი ხავერდოვანი ხმა ამ ყველაფერს მეუბნებოდა, მე კი სულელივით ცრემლები მცვიოდა. ნიკაბზე ხელი მომკიდა და თავი ამაწევინა. თვალებში ჩამხედა, მისი ხელი უცბად ჩემს ხელში გაჩნდა, იქ კი ულამაზესი ბეჭედი იყო. - წამომყვები? - ოდნავ, სულ ოდნავ გაეღიმა, - ვიცი რომ არაა ამის შესაფერისი ადგილი, მარამ დავიღალე, მინდა რომ სულ ჩემ გვერდით იყო. იცოდე არსად აღარ გაგიშვებ, - ახლა კი მათლა გამალებით ვტიროდი. მაგარმ ეს ბედნიერების ცრემლები იყო, - ემა? კარგად ხარ? -შეშფოთდა. - კი, - ამოვისლუკუნე. - გამომყვები? - ახლა უკვე ცოტა შეშინებულმა მკითხა. სახე შეეცვალა. - კი, - და ცრემლებმა კვლავ დენა განაგრძეს. ნიკი ჩემს ტუჩებს დაეწაფა. ჩემი გული დამშვიდდა, სული დაწყნარდა, მე ხომ მალე მისის დორსი ვიქნებოდი.
3 თვის შემდეგ… - ძამიკო, - საფლავის ქვასთან მივედი და ნელა დავიხარე,- ვთხოვდები, - გამეცინა, - სასაცილოა არა? 18 წლის ასაკში ვინ თხოვდებაო ყველა ამას გაიძახის, მაგრამ ნიკის გარეშე არ შემიძლია. მინდა გითხრა, რომ ბედნიერი ვარ და მინდა ეს უსასრულოდ გაგრძელდეს. ბობის დამსახურებით ენჯელა ციხეშია. ყველაფერი დავიბრუნე! შენ იცი რომ მიყვარხარ, იცი რომ მუდამ მემახსოვრები და შენთვის, ნიკისთვის, სემისთვის არასდროს დავნებდები, გპირდები. მიყვარხარ, - თვალთან მომდგარი ცრემლი მოვიწმინდე და ფეხზე ავდექი, - წავედი თორემ ქორწილში დამაგვიანდება, - კიდევ გამეცინა ამ სიტყვაზე, არ მჯეროდა რომ ვთხოვდებოდი. ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. მანქანაში ჩავჯექი და სახლში წავედი. - ემა სად ხარ ამდენ ხანს, - მია და ჯესი ერთად დამაცხრენ თავს, - მაკიაჟი, თმა, კაბა ყველაფერი გასაკეთებელია,- მია უკვე წიოდა. - დაწყნარდით, - დავიყვირე. ორივე გაჩუმდა, - მე უკვე აქ ვარ, - გავიღიმე და კიბეებს ავუყევი. ყველაფერი მზად იყო, მხოლოდ ეკლესიაში მისვლაღა იყო საჭირო. ნერვიულობისგან ფეხზე ძლივს ვიდექი. მაიკი ჩემთან იყო და მამხნევებდა. საკურთხევლამდეც ხომ მას უნდა მივეყვანე. D და აი, ვდგავარ ეკლესიის წინ, ღვთის წინ და მზად ვარ შევფიცო ნიკს სამუდამო სიყვარული. ბედნიერი ვარ. დედიკო, მამიკო, ტაილერ მიყვარხართ. ბედნიერი ვიქნები აქ რომ იყოთ, მაგარმ ვიცი რომ მაინც ჩემთან ხართ. ყველას სახე მე მიყურებს, ელოდება ჩემს მისვლას. მეც ძალას ვიკრებ, ღრმად ვსუნთქავ, მაიკს ვეყრდნობი და გულში ვიმეორებ: წყალი, ყინული და სიყვარული - ეს ჩემი ცხოვრებაა!
დასასრული
შეტყობინება შეასწორა bella-vampire - სამშაბათი, 2012-03-20, 9:34 PM | |
|
|
E:)B:) | თარიღი: სამშაბათი, 2012-03-20, 9:36 PM | შეტყობინება # 216 |
106
Offline
| bavshvebooo.... ase moulodnelad dasrulda es fiki. simartle gitxrat lamis vitire roca wera davamtavre, titoeuli matgani chemtvis bevrs nishnavda. bevri ram mqonda kidev chafiqrebuli, magram veranairad vegar movaxaerxebdi daweras, ar mindoda rom dausrulebeli dametovebina da aseti daboloeba shemogtavazet. mapatiet tu imedebi gagicruet. madlobas gixdit mteli gulit yvelas vinc kitxulobda da dzalian dzalian miyvarxart <3<3<3
| |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: სამშაბათი, 2012-03-20, 10:29 PM | შეტყობინება # 217 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| pirveli var! axl ki daviwyo ro shemovixede da dabla chamovuyevi da dasasrulio davinaxe ramis yava gadavivle zed hoda daviwye kitxva da ra daviwyeeee ai martla ar vici rogor gitxra raaa, igrdznoba ro gulit wer, mteeli grdznobiit dzaalian miyvarda es fikiii da arasdros damaviwydebiaan, ukve daisakutra adgili chemi kompis fikebis foldershi boloshi jruantelma damiaraa, ai sityvebit ver agvwer chem gancdebs kargaad. shen ki rac shegexeba chemo kargo, martla dzalian nichieri xar, sheni stili gaqvs, tan dzaan magariii, miyvars! da rac mtavaria, bednieri var rom gicnob! warmatebebi! miyvarxar!
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
|
|
|
|
|