ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
გზა ჭეშმარიტი ბედნიერებისაკენ

bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2010-10-22, 8:40 PM | შეტყობინება # 1

842
83  +
   ±
Offline
სახელწოდება: გზა ჭეშმარიტი ბედნიერებისაკენ
ავტორი: bella-vampire
ბეტა: AnasteishA
დისკლეიმერი: გმირებზა საავტორო უფლება მაქვს მე.
რეიტინგი: G(General)
პეირინგი: ბ.მ/რ.ა
ჟანრი: რომანტიკა(Romance) ანგსტ(angst)
სამარი:ყოფილი სუპერ ვარსკვლავი, ბელა მონტერის ისტორია. მამა ერთი წლის წინ დაეღუპა, მაგრამ ამის გამო ჯერ კიდევ ცუდადაა. ის ყველანაირად ცდილობს თავის ძველ ცხოვრებას დაუბრუნდეს, მაგრამ ეს ადვილი არაა...
ავტორისაგან: ბავშვებო აუცილებლად მითხარით რა არ მოგწონთ რომ გამოვასწოროო :)

პერსონაჟების სურათები

თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 17

თავი 18

თავი 19

პროლოგი
მივდივარ. დაუსრულებლად მივდივარ... მაგრამ არ ვიცი საით. გზა გაუთავებლად გრძელდება. დასასრული არსად უჩანს. გარშემო სულ სიშავეა, სიცივე...
საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ეს საშინელებაა. თითქოს დრო გაჩერდა. ირგვლივ ვერაფერს ამჩნევ და მოგოგნებებით ცხოვრობ. ეს ის დროა, როდესაც ვარდისფერ სათვალეებს იხსნი და ხვდები, რომ დაუნდობელ სამყაროს უფსკრულისაკენ მიჰყავხარ.
ძალა უნდა მოვიკრიბო. მე შევძლებ ამას!..


შეტყობინება შეასწორა bella-vampire - პარასკევი, 2010-10-22, 8:44 PM

eeekთარიღი: შაბათი, 2011-02-19, 12:01 PM | შეტყობინება # 166

142
21  +
40  ±
   ±
Offline
vaimeeee axali tavi minda dzalian dzalian cry cry cry cry

♥izabella♥თარიღი: შაბათი, 2011-02-19, 10:04 PM | შეტყობინება # 167
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
bella-vampire, axali taviiiiiiiiiiiii sad arisssssssssssssss cry cry cry cry admin admin admin admin admin admin admin

bachia_bachia555თარიღი: კვირა, 2011-02-20, 4:21 PM | შეტყობინება # 168

206
19  +
33  ±
   ±
Offline
au axali tavi minda bash weep weep

bella-vampireთარიღი: კვირა, 2011-02-20, 8:43 PM | შეტყობინება # 169

842
83  +
   ±
Offline
bavshveboo axali tavi xval iqneba aucileblaaad. akrefvaga damrcha kompshi. gushin da dges kompiutertan saertod ver davjeqi erti wutitac. dzalian didi bodishi, rom ase galodinebt sad kiss

♥izabella♥თარიღი: ორშაბათი, 2011-02-21, 9:19 PM | შეტყობინება # 170
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
ara es suratebi ki kargia magram mainc dasaxvreti xar admin admin admin admin admin admin admin admin admin admin admin butcher butcher butcher death death dwarf dwarf sniper sniper sniper sniper biggrin biggrin biggrin biggrin biggrin tongue tongue tongue tongue kiss

bella-vampireთარიღი: ორშაბათი, 2011-02-21, 9:23 PM | შეტყობინება # 171

842
83  +
   ±
Offline
renesme, biggrin ეჰ, ვიცი თააამ sad მარა ხნა რა გამომიხტება ხან რა dry აი ხვალ ნამდვიილად იქნება ახალი თავი გპიდებიით!! დგეს ღამე ალბათ დავამთავრებ აკრეფას და ხვალ ანი გაასწორებს smile
კიდევ ერთხელ ძააალიაან დიდ ბოდიშს გიხდით, რომ ამდენი ხანი ვერ ვდებ ახალ თავს sad

♥izabella♥თარიღი: ორშაბათი, 2011-02-21, 9:25 PM | შეტყობინება # 172
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
bella-vampire, araushavs genacvale xdeba xolme biggrin biggrin biggrin biggrin aba xvalisatvis velodebi happy happy happy
me shvebulebashi gavdivar shabat kviramde ar vamateb arapers biggrin biggrin biggrin biggrin

bachia_bachia555თარიღი: ორშაბათი, 2011-02-21, 9:28 PM | შეტყობინება # 173

206
19  +
33  ±
   ±
Offline
renesme, getanxmebi... bella-vampire, ar gecodebi, rogori imedi mqonda ro axali tavi iqneboda weep weep

★Gvanca★თარიღი: სამშაბათი, 2011-02-22, 10:07 PM | შეტყობინება # 174
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
bella-vampire, personajebis suratebi kargia momewona magram axali tavi sad aris rodis dadeb?


bella-vampireთარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-23, 9:01 PM | შეტყობინება # 175

842
83  +
   ±
Offline
მეჩვიდმეტე თავი
წვეულება

დილით მობილურის ხმამ გამაღვიძა. ბალიშებში მქონდა თავი ჩარგული და ძლივს წამოვდექი. მობილურის ძებნა თვალდახუჭულმა დავიწყე. საწოლთან მდგარ ტუმბოზე ვაფათურებდი ხელს და საბოლოოდ გამოვიდა, რომ მობილური ძირს გადავაგდე. ამის შემდეგ, თვალები ძლივს-ძლივობით გავახილე და მობილურიც ავიღე იატაკიდან.
_ გისმენთ, _ ვუპასუხე ნამძინარევი ხმით.
_ ბელა, ნუთუ ისევ გძინავს? _ გაკვირვებული იყო ელა.
_ ჰო. რა, ძალიან გვიანია? _ ვკითხე მას, რადგან წარმოდგენა არ მქონდა რომელი საათი იყო.
_ ჰაჰ, სულაც არა. ჯერ მარტო პირველი საათია,_სარკაზმით თქვა მან.
_ ვაი, რამდენი ხანი მძინებია, _ გავვოცდი.
_ ამიტომაც, ახლა უნდა იჩქარო.
_ რა? _ ვერ მივუხვდი.
_ გახსოვს, ადრე გითხარი, რომ წვეულების მოწყობა მინდა-მეთქი. ჰოდა, გადავწყვიტე წვეულება დღეს მოვაწყო. ექვს საათზე ჩემთან იყავი და არავითარი დაგვიანება,Gგასაგებია?_ მუქარით მკითხა.
_ გასაგებია, მემ, მაგრამ ჩემი დახმარება არ გჭირდება?_ზრდილობისთვის ვკითხე, რადგან ახლა ძალიან დაღლილი ვიყავი და არაფრის თავი არ მქონდა.
_ არა. შენ დაისვენე, გუშინ მძიმე დღე გქონდა, _ ეშმაკური სიცილით მითხრა მან.
_ რა? შენ საიდან იცი? _ გამიკვირდა. საიდან უნდა იცოდეს ელამ, რა მოხდა გუშინ?
_ ისე, უბრალოდ ვთქვი, მაგრამ მე მაინც არაფერი გამომეპარება, _ ისევ ისეთი ტონი ჰქონდა.
_ ოჰ, ელა, ელა, _ ამოვიოხრე. მან კი მხიარულად გადაიკისკისა.
_ კარგი. ახლა ადექი, თავი მოიწესრიგე და წვეულებისთვის მზადება დაიწყე, _ მითხრა მან.
_ კარგი, მაგრამ მოიცა, ჯერ რაღაც უნდა გკითხო, _დავიწყე მე.
_ გისმენ.
_ წვეულებაზე ვინ იქნებიან? ანუ... _ აღარ დამიმთავრებია სათქმელი, რადგან იმედი მქონდა, მიხვდებოდა ვის ვგულისხმობდი.
_ მე არ დამიპატიჟებია ისინი, მაგრამ... _ მანაც აღარ დაამთავრა სათქმელი.
_ კარგი, გასაგებია, ელ. ექვსზე მანდ ვიქნები.
_ ძალიან კარგი.ჰო, ემილის და ჯეინსაც უთხარი, კარგი? მათთან დარეკვას ვეღარ ვასწრებ, _ მთხოვა მან.
_ რა თქმა უნდა, რა პრობლემაა, _ დავეთანხმე.
_ გმადლობ, ბელს. აბა, კარგად.
_ კარგად, _ დავემშვიდობე და მობილური გავთიშე.
საწოლიდან ავდექი, ხალათი ჩავიცვი და აბაზანაში შევედი თავის მოსაწესრიგებლად. 20 წუთში აბაზანის პროცედურები დავამთავრე და ჩემს ოთახში გამოვედი, სადაც ჯეინი დამხვდა.ის დივანზე იჯდა და მე მელოდა.
_ დილამშვიდობისა, _ მივესალმე.
_ დილამშვიდობისა კი არა შუადღემშვიდობისა, მძინარა,_გაიცინა მან.
_ კარგი, შუადღემშვიდობისა, _ გამეცინა მეც.
_ რაღაც კარგ ხასიათზე ხარ, არა? _ მკითხა მან.
_ კი. ცოტა ხნის წინ ელამ დამირეკა და მითხრა, რომ ექვსზე მასთან უნდა ვიყოთ. წვეულებას აწყობს, _ ვახარე ახალი ამბავი.
_ მაგარია! ცოტას მაინც გავერთობით, _ მასაც გაუხარდა.
_ მართალია, _ თავი დავუქნიე.
_ იცი, სანამ შენ გეძინა მე და ერიკმა ვილაპარაკეთ,_დაიწყო მან.
_ რაზე? _ დავინტერესდი.
_ ყველაფერზე, იმის გარდა. მთხოვა, ამ საქმისგან თავი შორს დამეჭირა.
_ კიდევ? _ ვკითხე.
_ ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ, მაგრამ სასარგებლო არაფერზე. სულ იმას მიმტკიცებდა, რომ ამ საქმეში არ ჩავრეულიყავი.
_ შენზე ნერვიულობს, _ გავიღიმე.
_ ჰო, აბა რა, _ ჩაიბუტბუტა მან.
_ სანამ მე ჩავიცვამ, შენ ემილის დაურეკე, კარგი?
_ კარგი. ვეტყვი, რომ აქ მოვიდეს და სამივე ერთად მოვემზადოთ, _ თქვა მან.
_ კარგი, _ უცბად დავეთანხმე და გარდერობისკენ წავედი, რათა ტანსაცმელი ამერჩია.
გარდერობის ორივე კარი გამოვაღე და ტანსაცმელს დავუწყე ყურება. მოტკეცილი ჯინსის შარვალი, თბილი ზედა და თეთრი NIKE-ს ბოტასები ჩავიცვი. გარეთ ძალიან არ ციოდა, მაგრამ ნოემბრის ბოლო იყო. მე და ჯეინი პირველ სართულზე ჩავედით და სამზარეულოსკენ ავიღეთ გეზი. იქ ენრიკე და ერიკი დაგვხვდა, რომლებიც კრუასანს ჭამდნენ და თან რაღაცაზე იცინოდნენ. ჩემს ძმასთან მივედი და კრუასანი ავაცალე.
_ ჰეი, _ წამოიყვირა ვითომ გაბრაზებული ხმით.
მისთვის ყურადღება არ მიმიქცევიდა. შემოვბრუნდი და მაცივარში შევყავი თავი.
_ ნინა, გთხოვ ყავა მომიდუღე, _ მივმართე მას.
_ კარგი, _ თბილად მიპასუხა.
მაცივრიდან ათასნაირი საჭმელი გამოვიღე და მაგიდაზე დავდე.
_ ბელა, ეს სულ უნდა შეჭამო? _ გაოცდა ჯეინი.
_ ოჰო, ბელა, ნუთუ დიეტის დარღვევა გადაწყვიტე? _ სიცილით მკითხა ენრიკემ.
_ დებილო, დიეტაზე არასდროს ვყოფილვარ, _ თავში ხელი წამოვარტყი.
ჩვენი ასეთი დამოკიდებულება ყოველთვის მაკვირვებდა.გუშინ ლამის ერთმანეთის დაჭმაზე ვიყავით და დღეს კი თითქოს არაფერი მომხდარა ისე ვექცეოდით ერთმანეთს. ყოველთვის ასე იყო. ერთ წამს ვჩხუბობდით, მეორე წამს კი ერთად ვიცინოდით. ასეთი საქციელი ყველას აკვირვებდა, მათ შორის მეც, მაგრამ ეს ამავედროს მახარებდა. არ მინდოდა, რომ ერთმანეთზე დიდი ხანი ვყოფილიყავით გაბრაზებულები.
_ ემილი ნახევარ საათში აქ იქნება, _ განაცხადა ჯეინმა.
ენრიკემ უცბად აწია თავი და თავის დას შეხედა.
_ იმედია... _ დაიწყო მან, მაგრამ მე და ჯეინმა გავაწყვეტინეთ.
_ ისეთს არაფერს ვაპირებთ. უბრალოდ წვეულებაზე მივდივართ და უნდა მოვემზადოთ.
_ რა წვეულებაზე? _ დაინტერესდნენ ისინი.
_ ეე... _ დავიბენი. _ ელასთან? _ ისე ვთქვი, თითქოს კითხვას ვსვამდი.
_ რომელ ელასთან? ამსთრონგთან? _ იკითხა ერიკმა.
_ ჰო, _ მე და ჯეინი ერთად დავეთანხმეთ.
_ თქვენ რა, გაგიჟდით?ამსთრონგებთან სახლში? გამორიცხულია! _ ორივე საშინლად გაბრაზდა.
_ სულაც არა. ერიკ, შენ არ გაქვს უფლება რამე დამიშალო, _ წყნრად, მაგრამ გარკვევით ვუთხარი.
_ ისევე, როგორც შენ, _ ენრიკეს მიმართა ჯეინმა.
_ თუ არ გავიწყდებათ, თქვენი უფროსი ძმები ვართ,_შეგვახსენეს მათ.
_ გმადლობ შენხსენებისთვის, მაგრამ არ დაგვვიწყებია.
_ სრულწლოვნები არ ხართ ჯერ, _ შეგვახსენეს მათ.
_ ოჰ, რაღაც ამაზე ადრე არ ნერვიულობდი, _ შევახსენე ჩემ ძმას. მან არაფერი მიპასუხა, უბრალოდ თვალი ამარიდა.
_ ჩემი მეურვე ბიძაჩემია და არა შენ, ერიკ, _ მივმართე მას. ყველანაირად ვცდილობდი, რომ არ ავფეთქებულიყავი, მაგრამ ეს უკვე საშინლად მაღიზიანებდა. ახლა ერიკის თანხმობის გარეშე ვერსად წავალ? კარგია, რომ ბიძია მთლიანად მენდობა. დარწმუნებული ვარ, როცა ჩამოვა ჩემს მხარეს დაიჭერს.
_ ბელა, არამგონია ბიძიამ რობისნაირ ადამიანთან მეგობრობა მოგიწონოს.
_ არც მე არ მგონია, რომ შენს ახალ მეგობრებს მოიწონებს, _ ვუთხარი ნიშნის მოგებით.
_ ჯანდაბა! გეყოფათ კამათი! ამ წვეულებაზე არავინ არ მიდის და მორჩა! _ საუბარში ენრიკე ჩაერთო.
_ ნეტავ იცოდე, როგორ ცდები ძამიკო, _ ეშმაკური ღიმილით უთხრა ჯეინმა.
_ გამარჯობა, ყველას, _ ოთახში ემილი შემოვარდა და ყველას ხელი დაგვიქნია.
_ მითხარი, რომ ამ საზიზღარ წვეულებაზე წასვლას არ აპირებ, _ უთხრა ენრიკემ.
_ ბოდიში, მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუო. წვეულებაზე მივდივარ, _ ღიმილით უპასუხა ემილიმ. _ და რატომ ,,საზიზღარი?” _ დაინტერესდა ის.
_ მნიშვნელობა არ აქვს რას ამბობენ ეს სულელები, _ საუბარში ჯეინი ჩაერია.
_ წამოდით, ჩემს ოთახში ავიდეთ, _ შევთავაზე გოგონებს.
ყავის ბოლო ყლუპი დავლიე და სკამიდან ავდექი.
_ ბელა, შენ რაღა დაგემართა? მეგონა ამ სამიდან ყველაზე ჭკვიანი იყავი, _ მითხრა ენრიკემ.
_ ტყუილად გეგონა, _ უპასუხა ერიკმა.
_ გეყოფათ! შეგიძლიათ ამიხსნათ რა გჭირთ? _ გაბრაზდა ემილი.
_ არაფერი, ყურადღებას ნუ მიაქცევ. უბრალოდ იმაზე გაბრაზდნენ, რომ ისინი არ დაუპატიჟებიათ, _ მოვიგონე რაღაც.
ერიკმა და ენრიკემ გაოცებულებმა შემომხედეს. მე კი თვალებით ვანიშნე, რომ არაფერი ეთქვათ. გოგოებს ხელი ჩავკიდე და სამზარეულოდან უხმოდ გავედით. ჩემს ოთახში შევედით და სამივენი დივანზე დავსხედით.
_ მაინცარ მესმის, რატომ არიან ასე წინააღმდეგნი, რომ წვეულებაზე წავიდეთ, _ უკმაყოფილოდ თქვა ემილიმ და გულზე ხელები დაიკრიფა.
_ ყურადღებას ნუ მიაქცევ, _ დააწყნარა ჯეინმა.
_ ჰეი, ემილი, ჩემი და ჯეინის სულელ ძმებს ყურადღებას ნუ მიაქცევ, კარგი? _ გავუღიმე.
არ მინდოდა ამაზე ბევრი ეფიქრა და ენერვიულა. შეიძლება რაღაცას მიხვედრილიყო, ეს კი ჯერ არ იყო საჭირო.ცოტა ხანში ყველაფერს ვეტყოდი, მაგრამ არა ახლა.
_ კარგი, _ მანაც გამიღიმა, მაგრამ სახეზე შევატყვე, რომ რაღაც ეჭვი ჰქონდა.
_ ახლა კი კაბები ავარჩიოთ, _ ჯეინმა ორივეს ჩაგვკიდა ხელი და გარდერობისკენ წაგვიყვანა.
კაბებს დიდი ხანი ვარჩევდით, მაგრამ საბოლოო არჩევანი მაინც ვერ გავაკეთეთ.
_ ბელა, რამდენი კაბაა. არჩევანი ვეღარ გამიკეთებია, _ დაიწყო წუწუნი ემილიმ.
_ მე უკვე ავირჩიე, _ მხიარულად ვთქვი.
გოგოებს შავი მოკლე კაბა ვაჩვენე. საერთოდ ეს კაბა დიდად არ მიყვარდა, მაგრამ რატომღაც ახლა მისი ჩაცმა მომინდა.
_ პანაშვიდზე მივდივართ? _ მკითხა ჯეინმა, თან სახეზე ეშმაკური ღიმილი ჰქონდა.
მისი კომენტარისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. შევტრიალდი და შესაფერი ფეხსაცმლის ძებნა დავიწყე.ბოლოს შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ავარჩიე. გოგოებთან დავბრუნდი და ვნახე, რომ მათაც აერჩიათ კაბები. ემილის მოკლე ვარდისფერი კაბა ეჭირა. ჯეინს კი თეთრი შავი ორნამენტებით.
შესაფერისი ფეხსაცმლის მოძებნაში დავეხმარე.ცოტა ხანში სამივენი ჩაცმულები ვიყავით და სარკის წინ ვტრიალებდით. გოგოებს ვარცხნილობის გაკეთებაში მივეხმარე. შემდეგ მათ მე გამიკეთეს თმები.
_ ახლა დასხედით და მაკიაჟს გაგიკეთებთ.
ჯეინი და ემილი სათითაოდ დავსვი და ორივეს გავუკეთე მაკიაჟი. შემდეგ მე დავჯექი სარკესთან და მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე.
_ ბელს, მაკიაჟის სპეცი ხარ, _ გაიცინეს გოგოებმა.
_ ვიცი, _ მეც გავიღიმე.
მარჯვენა ხელზე სამაჯური და ბეჭედი გავიკეთე. მარცხენა ხელზე კი მხოლოდ საათი. გოგოებმაც აირჩიეს აქსესუარები. საათს დავხედე, ექვსის ნახევარი იყო. ექვსზე კი უკვე ელასთან უნდა ვყოფილიყავით.
_ წავიდეთ, თორემ დავიგვიანებთ, _ მივმართე მათ.
მოსაცმელები ავიღეთ და ოთახიდან გავედით. პირველ სართულზე ერიკი და ენრიკე დაგვხვდნენ. სახეზე ეტყობოდათ, რომ ჩვენი ჩაცმულობა ძალიან მოეწონათ.
ჩემი ძმა ჯეინს უყურებდა.ენრიკე კი ემილის. ამ სიტუაციაზე ჩამეცინა და ოთხივემ მე მომაქცია ყურადღება.
_ რა გაცინებს? _ მკითხა ემილიმ.
_ არაფერი, _ ღიმილით ვუპასუხე, თან ენრიკეზე ჩუმად ვანიშნე თვალით. მან კი უბრალოდ თვალები გადაატრიალა.
_ ბელა, რაღაც მინდა გკითხო, _ დაიწყო ერიკმა.
_ გისმენ.
_ ავტოფარეხის მეორე ნაწილი, რომელიც შენ გეკუთვნის, საიდუმლო კოდითაა დაბლოკილი, არა? _ მკითხა მან.
დავიძაბე. ფარეხის ეს ნაწილი ყველასთვის აკრძალული ზონა იყო. ეს არ იყო მხოლოდ მანქანების ფარეხი. ეს იყო ჩემი პირადი ოთახი, სადაც შესვლა არავის არ შეეძლო. მამაჩემის სიკვდილის შემდეგ მთელი ერთი კვირა იქ ვიყავი ჩაკეტილი და არ გამოვდიოდი. მაგრამ ეს არ იყო ყველაფერი. ეს ოთახი კიდევ ინახავდა რაღაც საიდუმლოს.
_ კი, _ დავეთანხმე.
_ არ შეგიძლია ცოტა ხნით ბლოკი მოხსნა? _ ფრთხილად მკითხა მან.
ჯანდაბა! ნუთუ რაღაც ეჭვი გაუჩნდა? არა! ეს შეუძლებელია! ამის საბაბი არ მიმიცია.
_ იქ შესვლა გინდა? _ ვკითხე მას.
_ ჰო, რაღაც მინდა შევამოწმო...
_ ერიკ, რა გინდა, რომ იქ შეამოწმო? ხომ იცი, რომ ამას არ გავაკეთებ, _ მტკიცედ ვთქვი.
_ რატომ? _ გულობრყვილოდ მკითხა მან.
ვითომ არ იცის. მართალია უკვე ორი მიზეზი მაქვს, რომ ერიკი იქ არ შევუშვა, მაგრამ მან მხოლოდ ერთი იცის და ეს მისთვის საკმარისი უნდა იყოს.
_ თვითონაც იცი, _ წყნარად ვთქვი.
მან თვალი ამარიდა. მისი სახე კი უეცრად შეიცვალა. მივხვდი, რომ მას ის დღეები გაახსენდა, როდესაც იქ ვიყავი ჩაკეტილი.
_ კარგი, მაპატიე, _ როგორც იქნა შემომხედა.
_ არაუშავს, _ გავუღიმე.
_ წავედით? _ ვეღარ ითმენდნენ გოგოები.
_ რა თქმა უნდა, _ ჩემი დაძაბულობა უკან მოვიტოვე და გავმხიარულადი.
ხუთივენი გარეთ გავედით. მე ფარეხისკენ წავედი და შიგნით შევედი. გადავწყვიტეAშთON MAღთIN-ით წავსულიყავი. მანქანას ვაღებდი, როდესაც ჩემს უკან ნაბიჯების ხმა გავიგონე. სწრაფად შევტრიალდი და ჩემი ძმა დავინახე.
_ შემაშინე, _ ჩავილუღლუღე.
_ ბოდიში, _ გამიღიმა მან. შემდეგ კი სახე დაუსერიოზულდა. _ ბელა, შემპირდი, რომ რამე თუ მოხდება, მაშინვე დამირეკავ.
_ რა უნდა მოხდეს, _ ხელი ავუქნიე.
_ ბელა, ჯანდაბა! ჩემს თავზე საშინლად გაბრაზებული ვარ, რომ წვეულებაზე გიშვებ...
_ კი არ მიშვებ, მე თვითონ მივდივარ, _ შევაწყვეტინე.
ერიკმა ამაზე მხოლოდ თვალები გადაატრიალა და საუბარი გააგრძელა.
_ ამას მნიშვნელობა არ აქვს. რომელიმეს რომ რამე დაგემართოთ... ამას ჩემს თავს ვერ ვაპატიებ. ამიტომ, შემპირდი, რომ თუ რამე საეჭვოს შეამჩნევ მაშინვე დამირეკავ, კარგი? _ ის მართლა შეწუხებული ჩანდა ამის გამო. ვიცოდი, ეს იმიტომ იყო, რომ რობიც იქ უნდა ყოფილიყო. და საერთოდაც, წვეულება ხომ მის სახლში იმართებოდა. ერიკს ღრმად ჰქონდა ჩაგონებული ის აზრი, რომ რობი საშიში იყო.
_ კარგი, გპირდები, _ შევპირდი მას, თუმცა ვიცოდი, რომ მაინც არ დავურეკავდი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ვიცოდი, არაფერი ისეთი არ მოხდებოდა, რომ ჩემი ძმის დახმარება დამჭირვებოდა. თანაც წვეულებაზე, რა თქმა უნდა, რობიც იქნებოდა.მასთან ერთად კი არაფრის არ მეშინოდა.
ერიკმა გამიღიმა და მეც იგივეთი ვუპასუხე. მანქანაში ჩავჯექი და ფარეხიდან გამოვიყვანე.
_ ოჰ, ახლა ASTON MARTIN-ი, _ გაიცინა ემილიმ.
_ ჩასხედით, თორემ უკვე ვაგვიანებთ, _ უკვე ექვსს აკლდა 15 წუთი.
გოგოები უცბად ჩასხდნენ და მეც დავძარი მანქანა. ჯერ საკმაოდ არ იყო დაბნელებული და ამიტომ ძალიან ჩქარა არ ვატარებდი. თუმცა, რა თქმა უნდა, დაშვებულ სიჩქარეს მაინც გადავაჭარბე.გზაში რაღაც სისულელეებზე ვლაპარაკობდით და ვერთობოდით. მალე ამსთრონგების სახლთანაც მივედით. ეზო მანქანებით იყო გადაჭედილი. ძლივს მოვძებნე თავისუფალი ადგილი, რომ მანქანა დამეყენებინა.სახლი და ეზო მთლიანად განათებული იყო სხვდადასხვა ფერის ნათურებით. სახლიდან მუსიკის ხმა ისმოდა. წვეულება უკვე დაწყებული იყო. ჩვენ ათი წუთით დავიგვიანეთ.
_ აქ კიდევ რამდენი ხანი უნდა ვიდგეთ? _ უკმაყოფილოდ თქვა ემილიმ.
_ წავედით, _ ერთად ვთქვით მე და ჯეინმა და გავიცინეთ.
ასე სიცილით შევედით სახლშიც. რამდენიმე ადამიანმა ჩვენსკენ გამოიხედა და იმაზე მეტ ხანს გააჩერა მზერა, ვიდრე საჭირო იყო.
_ დაიგვიანეთ, _ უკმაყოფილო სახით შემოგვეგება ელა.
_ საერთოდ, სტუმრებს ასეთი დაჯღანული სახით არ ხვდებიან ხოლმე, _ გააბრაზა ემილიმ.
ელამ პატარა ბავშვივით ენა გამოგვიყო, მერე სამივეს ჩაგვკიდა ხელი და სხვა ოთახში გაგვიყვანა. აქ უფრო დიდი სივრცე იყო. ოთახი თითქმის მთლიანად ჩაებნელებინათ. მხოლოდ აქა-იქ ანათებდა პატარა ფერად-ფერადი შუქები. შუაში ხალხი იყო შეკრებილი და ყველა ცეკვავდა.ნუთუ ელამ მთელი სკოლა დაპატიჟა? ისე, მისგან ეს მოსალოდნელიც იყო.
_ ელა, რამდენი ხალხი დაპატიჟე? _ ვკითხეინტერესით.
_ სადღაც... ნახევარ სკოლაზე მეტია ალბათ, _ მხიარულად თქვა.
_ არ მეგონა, თუ საერთოდ ამდენი ხალხი სწავლობდა ჩვენს სკოლაში, _ ჩაიბუტბუტა ჯეინმა.
_ ეს ჯერ კიდევ ნახევარია. იგვიანებენ, როგორც თქვენ დაიგვიანეთ, _ კბილი წაგვკრა ელამ.
_ ოჰ, ჩვენი ბრალი არ იყო, _ უცოდველი კრავივით გაიღიმა ემილიმ.
_ ჰო, რა თქმა უნდა. ჩემი ბრალი იყო, _ ჩაიცინა ელამ.
_ მორჩით რა ამ უაზრო ლაპარაკს. ისეთი კარგი მუსიკაა, ცეკვა მომინდა, _ წამოიძახა ემილიმ.
_ აი, სწორედ ასეთი განწყობა მინდა დავინახო შენს სახეზე, _ თითი ჩემსკენ გამოიშვირა ელამ.
_ რა სჭირს ჩემს სახეს? _ უკმაყოფილოდ ვიკითხე.
_ ისე გამოიყურები, თითქოს აქ ძალით მოგათრიეს, _ ამიხსნა ემილიმ.
_ სულაც არა! _ ხელები ავწიე.
ამაზე გოგოებმა უბრალოდ გაიცინეს და თან მუსიკას აჰყვნენ. მათ ხელი დავუქნიე და ბარისკენ წავედი, სადაც სასმელები იყო. მივედი და მარტინი შევუკვეთე. გავიგონე, რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა დაიწყო და მუსიკის ტაქტში დავიწყე მოძრაობა. ჩემი მოძრაობები თითქმის შეუმჩნეველი იყო.ერთი შეხედვით გეგონებოდა, რომ უბრალოდ ადგილზე დავდიოდი.
_ ულამაზესი ხარ, _ გავიგონე, როგორ ჩაიჩურჩულა ჩემს ყურთან ახლოს ხმამ. რა თქმა უნდა, ვიცოდი ვინ იყო. ამ ხმას ყველასგან გამოვარჩევდი. მისკენ შევტრიალდი და რა თქმა უნდა, ჩემს სახეზე ღიმილი გამოისახა. ისიც მიღიმოდა, ჩემი საყვარელი ღიმილით.
_ გმადლობ, _ დავიჩურჩულე.
მან ისევ გამიღიმა, ჩემსკენ გადმოიწია და ლოყაზე ნაზად მაკოცა.
_ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მოხვიდოდი, _ სევდიანად თქვა.
_ რატომ? _ გამიკვირდა.
_ შენი ძმის გამო, _ ის დაძაბული ლაპარაკობდა.
_ ჩემს ძმას არ შეუძლია სადმე წასვლა ამიკრძალოს.
რობმა ოდნავ გამიღიმა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ის ისევ დაძაბული იყო. დასამშვიდებლად ხელი ჩავკიდე და ცოტათი მოვუჭირე. მეგონა, ეს მის დაძაბულობას გაფანტავდა და ასეც მოხდა. რობის სახე მოდუნდა და ახლა ყველანაირი დაძაბულობის გარეშე იღიმოდა.
_ არ გინდა ვიცეკვოთ? _ ხელი გამომიწოდა მან.
ხელი ავწიე, რომ მისი ხელისთვის ჩამეკიდა, მაგრამ უცბად, რობს უკან ბლერი დავინახე, რომელიც ჩვენსკენ მოდიოდა. რობმა ჩემს მზერას გააყოლა თვალი და უკმაყოფილო სახე მიიღო. არც მას ესიამოვნა ბლერის დანახვა.
_ ბელა, კარგად გამოიყურები, _ მითხრა ბლერმა.
_ გმადლობ, _ უღიმღამოდ ვუთხარი.
_ აბა, ვიცეკვოთ? _ რობს ბლერისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ისევ მე შემომხედა.
_ მე მეგონა, შენც იგივე დამოკიდებულება გქონდა, რაც ერიკს, _ ჩაისისინა ბლერმა.
_ რას გულისხმობ? _ დავინტერესდი.
_ ამსთრონგების ოჯახს და საერთოდ... ყველაფერს, _ ამან საიდანღა იცის რა ხდება?
_ ბლერ, რამე პრობლემა გაქვს? _ უხეშად ჰკითხა რობმა.
_ შენთან არავითარი, რობ, მაგრამ აი, ბელა, _ მან თავი გაიქნია.
_ ბლერ, დროზე თქვი რა გინდა და წადი, _ გავღიზიანდი.
_ ისეთი არაფერი, უბრალოდ... ერიკის გაფრთხილება ხომ გახსოვს? შენ თუ არ დარეკავ... მაშინ მე დავრეკავ, _ საშინელი მზერით მიყურებდა.აქამდე წარმოდგენაც არ მქონია ვისთან ვდაქალობდი და ვის ვთვლიდი ჩემს საუკეთესო მეგობრად.
_ ეს შენ არ გეხება და გირჩევნია არ ჩაერიო, _ კბილებში გამოვცერი.
_ შეიძლება გავიგო რა ხდება? _ რობიც ჩაერია საუბარში.
_ არაფერი, _ სწრაფად ვუპასუხე.
_ მე ასე არ ვფიქრობ, _ თქვა ბლერმა.
_ აბა, რა ჯანდაბას ფიქრობ? _ ხმას ავუწიე.
_ იმას, რომ ახლა შენ ძმასთან უნდა იყო და არა აქ. იმას, რომ საშინლად მაღიზიანებ და შენი ინტრიგები უკვე ყელში ამოვიდა, _ ჩემი ინტრიგები? სასაცილოა. შემთხვევით საკუთარ თავში ხომ არ გერევი?ინტრიგები უფრო შენი დამახასიათებელია, _ გავბრაზდი.
_ რაზე ლაპარაკობთ? _ რობიც გაბრაზდა.
_ მისთვის არაფერი არ მოგიყოლია, არა? ჰო, რა თქმა უნდა. შენ ხომ ყველას ანგელოზი და უცოდველი კრავი ჰგონიხარ, მაგრამ არავინ არ იცის ის, რაც მე ვიცი, _ გამაღიზიანებლად წყნარად ლაპარაკობდა ბლერი.
_ ბელა? _ რობმა მე შემომხედა.
_ ჰო, ბელა, არაფერს არ იტყვი? _ მხარი აუბა ბლერმა.
_ შენც არც კი იცი, ახლა რა ქენი, _ ვუთხარი ბლერს და იქაურობას გავშორდი.
იქ დარჩენა და ბლერის საშინელი სიტყვების მოსმენა აღარ შემეძლო. აღარ შემეძლო, მეყურებინა რობის სახისთვის, რომელზეც გაურკვევლობა იხატებოდა. ვიცოდი, რომ ყველაფრის ახსნას მომთხოვდა, მაგრამ არ ვიცოდი ამას შევძლებდი თუ არა. ყველაზე მეტად არ მინდოდა, რომ ეს რობს გაეგო. ეს ამბავი უკვე დავიწყებული მქონდა, მაგრამ ბლერმა გამახსენა, რადგან კარგად იცოდა, რომ ჩემთვის უსიამოვნო მოგონება იყო.
_ ბელა, _ რობმა ხელი იდაყვში ჩამავლო და მისკენ შემატრიალა.
_ რა? _ უხეშად ვკითხე.
_ რა მოხდა? არაფრის ახსნას არ აპირებ? ვერაფერი გავიგე,_ დაბნეული იყო.
_ არა, არაფრის ახსნას არ ვაპირებ! _ მივახალე და გზა გავაგრძელე. მგონი ერიკი მართალი იყო. აქ არ უნდა მოვსულიყავი. თავს საშინლად ვგრძნობდი.ნუთუ ბლერი თავს არ დამანებებს? მისი სიტყვებით გავიგე, რომ მანაც იცის რაღაც ჩემი ძმისა და რობის ურთიერთობაზე. ეს კი საერთოდ არ მაწყობდა. ნაბიჯს უფრო ავუჩქარე და გარეთ გავედი. ცივი ნიავი ძალიან მესიამოვნა. სახლიდან ცოტა მოშორებით რამდენიმე სკამი იდგა. მათკენ წავედი და ერთ-ერთზე დავჯექი. სკამის საზურგეს მივეყუდე და თვალები დავხუჭე. ვცდილობდი დავწყნარებულიყავი. ცოტა ხანში ნაბიჯების ხმა გავიგე, მაგრამ თვალები არ გამიხელია. ვიცოდი ვინც იყო.
_ კარგად ხარ? _ მზრუნველურად მკითხა.
_ კი, _ ჩუმად ვუპასუხე.
_ ბელა, არ მესმის რა მოგდის.
_ ჩემი გაგება საერთოდ ძნელია, _ ვუთხარი მე.
მას პასუხი არ გაუცია. ორივენი ვდუმდით და ჩვენთვის ვფიქრობდით.
_ რას გულისხმობდა ბლერი, როცა ერიკი ახსენა? _ ბოლოს მაინც მკითხა რობმა.
გამიხარდა, რომ ეს კითხვა დამისვა და არა ის, რომელიც ვიცოდი, რომ უფრო მეტად აინტერესებდა. ვგრძნობდი, რომ ახლა ყველაფერს ვერ მოვუყვებოდი. ამისთვის მზად ჯერ კიდევ არ ვიყავი.
_ ჩემმა ძმამ გამაფრთხილა, რომ თუკი რამე საეჭვოს შევნიშნავდი, მაშინვე დამერეკა.მაგრამ ვერ ვხვდები, საიდან გაიგო ეს ბლერმა.
_ უცნაურია, _ ჩუმად თქვა მან.
_ გეთანხმები, _ ჩავილუღლუღე.
_ შენი აქ წამოსვლის წინააღმდეგი არ იყო? _ ცოტა ხნის შემდეგ მკითხა.
_ კი, თან ძალიან. ენრიკეც მას შეუერთდა და ორივემ ერთად წაგვიკითხეს ლექციები, _ ამის გახსნებაზე თვალები გადავატრიალე.
_ იცი, შევამჩნიე, რომ ჯეინი რაღაცნაირად მიყურებდა. გუშინ ღამე რა მოხდა?
ამის დამალვას კი ნამდვილად არ ვაპირებდი. საჭიროებას ვერ ვხედავდი.
_ გუშინ ღამე ჩემმა ძმამ და ენრიკემ ჯეინი მოიყვანეს. მათი საუბარი მოუსმენია რბოლებზე, ტომზე და დანარჩენ ყველაფერზე. ჰოდა, ყველაფრის ახსნა მოითხოვა. ისეთი გაბრაზებული იყო, თვითონ ვერ გარისკეს სიმართლის თქმა,_ წარმოვიდგინე რა მოხდებოდა, თუ ისინი ჯეინს სიმართლეს თავად ეტყოდნენ. საწყლები, ნამდვილად ვერ გადარჩებოდნენ. ამაზე გამეცინა.
_ ყველაფერი მოუყევი? _ მკითხა მან.
_ კი, ყველაფერი, რაც ვიცოდი. დამალვას აზრი აღარ ჰქონდა, მაგრამ ემილისთვის არაფერი არ გვითქვამს.
_ ემილის რატომ არ უთხარით? _ დაინტერესდა ის.
_ ჯობია ჯერ ჯეინი შეეგუოს ამ ამბავს. ენრიკე და ერიკი იმაზეც გაღიზიანებულები არიან, რომ ჯეინმა ყველაფერი იცის და ემილიმაც რომ გაიგოს, სულ გაგიჟდებიან. თუმცა დიდი ხანი აღარ დავუმალავთ, _ ავუხსენი.
რობმა უბრალოდ თავი დამიქნია. ჩვენს შორის ისევ დუმილი ჩამოწვა.არცერთი არ ვაპირებდით ხმის ამოღებას, მაგრამ ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ხმა ამოვიღე.
_ იცი, დღეს ერიკმა მთხოვა შენ ფარეხს ბლოკი მოხსენიო.
_ რომელ ფარეხს? _ ვერ გაიგო მან.
_ მე საკუთარი ავტოფარეხი მაქვს, რომელსაც ბლოკე ადევს და კოდი მარტო მე ვიცი. იქ არავინ არასდროს არ ყოფილა. ერიკმა კარგად იცის, რომ თუკი რამის დამალვა მინდა, იმ ოთახში დავმალავ, _ ავუხსენი.
_ იქ რამეს მალავ? _ მკითხა მან.
_ ჩემი რბოლის მანქანას, _ ამოვიხვნეშე. _ ერიკმა მითხრა, რომ იქ რაღაცის შემოწმება უნდოდა. მე კი, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაც ეჭვი გაუჩნდა.
_ ფიქრობ, მიხვდა, რომ რბოლაზე იყავი?
_ არ ვიცი, _ ჩავიბუტბუტე.
რობი ჩემსკენ მოიწია და გულში მაგრად ჩამიკრა.
_ არ ინერვიულო, ყველაფრი კარგად იქნება, _ ნაზად მითხრა.
მისკენ მივიწიე და თავი გულზე დავადე. ახლა ყველანაირი დარდი გაქრა. ვიცოდი, რომ რობთან უსაფრთხოდ ვიყავი.
_ არ გინდა მითხრა რას ამბობდა ბლერი? _ ფრთხილად მკითხა.
_ ახლა არა. ოდესმე ალბათ ყველაფერს მოგიყვები, რაც თავს გადამხდა, მაგრამ ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა და ვცდილობ რაც შეიძლება იშვიათად გავიხსენო. ბლერმა ეს კარგად იცოდა და სწორედ ეს გამოიყენა.
მან კიდევ უფრო ძლიერად მომხვია ხელები.
_ ის ასეარ უნდა მოქცეულიყო. თქვენ ხომ მეგობრები იყავით.
_ მართალია, ვიყავით, _ ბოლო სიტყვაზე გავამახვილე ყურადღება.
_ კარგი. მოდი, ამაზე საუბარს შევეშვათ. არ მინდა, რომ მოწყენილი იყო, _ მან თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა. მე კი ოდნავ გავუღიმე. უცბად რობი სკამიდან ადგა და მეც ხელი გამომიწოდა, რათა ავმდგარიყავი. მის ხელს მოვეჭიდე და ფეხზე წამოვდექი. მან მანქანისკენ წამიყვანა, კარები გააღო და ხელით მანიშნა, რომ ჩავმჯდარიყავი.
_ შენი მანქანაა? _ ვკითხე მას. რობის სახეზე ოდნავი გაკვირვება გამოისახა. ალბათ უფრო სხვა კითხვას ელოდა ჩემგან.
_ კი, _ ღიმილით მიპასუხა.
_ სკოლაში ამით რატომ არ დადიხარ? _ მანქანას მივუახლოვდი და კაპოტს ოდნავ გადავუსვი ხელი.
_ ეს მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის მაქვს, _ გამიღიმა მან.
_ ესეიგი, ახლა განსაკუთრებული შემთხევაა? _ გავიცინე.
_ ნუ, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი, საყვარელი და კეთილი გოგო, რომელზეც ვგიჟდები, უნდა გავასერნო და ამაში მგონი რაღაც განსაკუთრებული არის, არა? _ ეშმაკურად გაიღიმა.
_ რა ვიცი, _ მეც გავიცინე და მანქანაში ჩავჯექი. რობმა კარი მოხურა და შემდეგ მძღოლის ადგილზე დაჯდა.
_ აბა, სად მივდივართ? _ ვკითხე მოუთმენლად.
_ ნახავ, _ მოკლედ მიპასუხა. შესაფერისი პასუხი რომ ვერ მივიღე, გავიბუსხე და ვითომ გაბუტულმა ფანჯარაში დავიწყე ყურება.
_ იბუტები? _ მკითხა რობმა სიცილით. აშკარა იყო, რომ ჩემი სპექტაკლი არ დაიჯერა.
_ კი. ეს უსამართლობაა, _ ამოვიოხრე.
_ რას გულისხმობ? _ დავინტერესდი.
_ იმას, რომ არ მეუბნები სად მიგყავარ. ხომ უნდა ვიცოდე სად მივდივარ, _ უკმაყოფილოდ ვბურტყუნებდი.
_ არ მენდობი? _ უეცრად მკითხა მან. რა სულელური კითხვაა.
_ რომ არ გენდობოდე, ახლა აქ არ ვიქნებოდი, _ ვუპასუხე.
_ ჰოდა, მაშინ მომენდე და გაჩუმდი. დამიჯერე, მოგეწონება.
_ კარგი, _ ჩავილუღლუღე.
ამის შემდეგ ხმა არცერთს არ ამოგვიღია. მე იმაზე ვფიქრობდი, თუ სად მივყავდი რობს. რობი კი გზას არ აშორებდა თვალს.
_ მოვედით, _ თქვა მან და მანქანა გააჩერა.
მანქანის კარები მაშინვე გამოვაღე და აქეთ-იქით გავიხედე.
_ ტყეში მომიყვანე? _ გაოცებულმა ვკითხე.
_ სულელო, ეს ტყე არაა, _ რობმა ხელი ჩამკიდა და წინ წამიყვანა.
_ მე აქ ხეების გარდა ვერაფერს ვერ ვხდეავ, _ ავწუწუნდი.
_ ნუ წუწუნებ, _ მითხრა მან.
ამის შემდეგ ხმა არ ამომიღია და რობს დამჯერად მივყვებოდი.
_ აი, მოვედით, _ წამოიძახა მან.
_ სად? _ დაბნეულად ვიკითხე.
_ იქით გაიხედე, _ რობმა ხელი წინ გაიშვირა. მეც მის ხელს გავაყოლე თვალი და ულამაზესი ადგილი დავინახე.
ჩემს წინ პატრა ტბა იყო, რომელშიც მთვარის ანარეკლი ჩანდა. Gეგონებოდა წყალში მნათობი წერტილია ჩავარდნილიო.იქაურობას მხოლოდ მთვარის მკრთალი შუქი ანათებდა.
_ რა ლამაზია, _ ჩავილუღლუღე.
_ შენ უფრო ლამაზი ხარ, _ ღიმილით მითხრა რობმა.
_ ჰო, აბა რა, _ თვალები გადავატრიალე.
_ არ გჯერა? _ გაუკვირდა მას.
_ კი, როგორ არა, _ სიცილით ვუპასუხე.
რობს ხელი უფრო მაგრად ჩავკიდე და ტბასთან ახლოს მივიყვანე. მის ნაპირზე ჩავიკუზე და ცივ მიწაზე დავჯექი. Aმას, რა თქმა უნდა, თავისი შედეგი მოჰყვა და სიცივისგან გამაჟრიალა.რობმა ეს შეამჩნია და თავისი მოსაცმელი გამომიწოდა. აღარ შევკამათებივარ, რადგან ძალიან მციოდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ისიც გვერდზე მომიჯდა, მხრებზე ხელი მომხვია და თავისკენ მიმიზიდა. თავი მხარზე დავადე, მან კი სახე ჩემს თმებში ჩამალა. ძალიან ციოდა, მაგრამ ახლა ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა.მთავარი იყო, რომ რობთან ერთად ვიყავი.
_ ხვალ ლონდონიდან ჩემი ნათესავები ჩამოდიან, _ ვუთხარი მას.
_ კარგია, _ ვიგრძენი, როგორ გაიღიმა. _ ნათესავებში ზუსტად ვის გულისხმობ? _ მკითხა.
_ ბიძაჩემს, ბიცოლაჩემს და ჩემს ბიძაშვილ-კლერს. კიდევ ორი ბიჭიც ჩამოდის. ძმები არიან. ბიძაჩემმა და ბიცოლაჩემმა შეიფარეს, რადგან ბშობლები დაუღუპათ.
_ კეთილი ადამიანები ჩანან, _ შეამჩნია.
_ მართალი ხარ, _ მათ გახსენებაზე გავიღიმე. _ კლერი მოგეწონება. ძალიან მხიარული და ენერგიით სავსეა.
_ დანარჩენი ორი, რამდენი წლისები არიან?
_ ჯასტინი 19 წლისაა. ბრედი კი 10-ის.
_ ბრედი სულ პატარა ყოფილა და უკვე ორივე მშობელი დაკარგა... რა საშინელებაა, _ თავი გაიქნია რობმა.
_ ჰო, _ დავეთანხმე. ამ თემაზე საუბარი ჩემთვის უსიამოვნო იყო. ითვლებოდა, რომ მე მხოლოდ მამა არ მყავდა, რადგან ის მკვდარია. დედა კი ცოცხალია, მაგრამ განსხვავებას ვერ ვხედავ. თითქმის არასდროს არ მიგრძვნია, რომ მამის გარდა დედაც მყავდა.არც მე და არც ჩემ და-ძმას არ გვაქცევდა არანაირ ყურადღებას. ვერასდროს ვერ ვიგებდი ასე რატომ იქცეოდა._ მართალი ხარ, მაგრამ მშობლებზე ნუღარ ვილაპარაკებთ, კარგი? უსიამოვნო თემაა.
_ მაპატიე, რომ ამაზე ლაპარაკი დავიწყე, _ მომიბოდიშა რობმა და ლოყაზე მომეფერა.
_ არაუშავს, _ გავუღიმე.
ცივმა ჰაერმა დაუბერა და გამაჟრჟოლა. მართალია, რობის მოსაცმელი მეცვა, მაგრამ საკმარისად თბილი არ იყო. თანაც ძალიან მოკლე კაბა მეცვა.
_ არ მინდა, რომ გაცივდე. წამოდი, წვეულებაზე დავბრუნდეთ, _ თქვა რობმა, თან ადგა და ხელი გამომიწოდა.
_ კარგი, _ დავეთანხმე და მასთან ერთად წამოვედი.
მთელი გზა სახლამდე არცერთი არ გავჩუმებულვართ. ერთმანეთს ვუყვებოდით სასაცილო ამბებს, რაც ოდესმე გადაგვხდენია. მან მანქანა გააჩერა და მივხვდი, რომ უკვე მოვედით.

შეტყობინება შეასწორა bella-vampire - ხუთშაბათი, 2011-02-24, 1:59 PM

bella-vampireთარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-23, 9:07 PM | შეტყობინება # 176

842
83  +
   ±
Offline
მაშინვე გადმოვედი და რობს დავუწყე ლოდინი. ისიც მალე მოვიდა ჩემთან, ხელი ჩამკიდა და სახლისკენ წამიყვანა.
_ რობ, მოიცა, _ შევაჩერე და მისი მოსაცმლის გახდა დავიწყე.
_ ბელა, შეგცივდება, _ შემეწინააღმდეგა ის.
_ არ შემცივდება, სახლში თბილა. თანაც მერე ახსნა მოგვიწევს, თუ რატომ მაცვია შენი მოსაცმელი.
მოსაცმელი გავიხადე და რობს მივეცი. მისთვის ხელი აღარ ჩამიკიდია, ისე შევედი სახლში. რობიც უკან გამომყვა. მაშინვე ვიგრძენი რამდენიმე ადამიანის დაინტერესებული მზერა. რომლებშიც ბლერი და საბრინა გამოირჩეოდნენ. არ მინდოდა ბლერს ერიკისთვის რამე სისულელე ეთქვა და გადავწყვიტე, ამის მიზეზი არ მიმეცა. რობისთვის არ შემიხედავს, ისე წავედი გოგოებისკენ.
_ სად ბრძანდებოდი, ქალბატონო? _ მკითხა ემილიმ.
_ გარეთ ვიყავი, _ ვუპასუხე.
_ მარტო თუ ვინმესთან ერთად? _ თავს მაინცარ მანებებდა.
_ მაინც არ გეტყვი, ტყუილად ნუ მეკითხები, _ ენა გამოვუყავი.
_ აი, ჩემი ძმაც. სხვათაშორის, თუ არ მეშლება შენ და ის ერთდროულად გაუჩინარდით, არა? _ ეშმაკური სიცილით მკითხა ელამ.
_ ელა, _ შევუბღვირე.
_ ვჩუმდები, _ ხელები მაღლა ასწია.
ჯეინს არაფერი უთქვამს, უბრალოდ რაღაც უცნაურად მიყურებდა. ალბათ ყველაფერს მიხვდა. აბა, მაგას რა გამოეპარება. თანაც მან უფრო მეტი იცის ვიდრე ემილიმ.ცოტა ხანში ემილი და ჯეინი საცეკვაოდ წავიდნენ. მარტო მე და ელა დავრჩით. ისიც ჯეინივით რაღაც უცნაურად მიყურებდა.
_ ასე რატომ მიყურებ? _ ვეღარ მოვითმინე და ვკითხე.
_ მე და ჯეინმა ვილაპარაკეთ და ყველაფერი გავარკვიეთ.
_ რა გაარკვიეთ? _ ვერ მივხვდი.
_ მას ყველაფერი ცოდნია. ისევე, როგორც მე, _ თქვა მან.
_ ანუ შენ... _ წინადადება ვეღარ დავამთავრე.
_ ჰო, ბელა, ყველაფერი ვიცი. ჩემგან კაცი ვერაფერს ვერ დამლავს, _ თვალი ჩამიკრა.ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, კოქტეილის ჭიქა ავიღე და სმა დავიწყე. ცოტა ხანში ჯეინი და ემილი მოვიდნენ და საცეკვაოდ წამათრიეს.ამის შემდეგ აღარც გავჩერებულვარ, სულ ვცეკვავდი, ძალიან გავმხიარულდი. ალბათ ეს ალკოჰოლის დამსახურებაც იყო. რამდენჯერმე რობს ვეძებდი შეუმჩნევლად, მაგრამ ვერსად რომ ვერ დავინახე, ძებნას თავი დავანებე და ისევ ცეკვა გავაგრძელე. უეცრად ნელი მელოდია დაიწყო და მეც გავჩერდი. ახლა ვალსის ან რაღაც ამდაგვარის ცეკვის თავი ნამდვილად არ მქონდა და ამიტომ ოთახში მდგარ ერთ-ერთ დივანზე ჩამოვჯექი. მალე გოგოებიც შემომიერთდნენ. სახეზე ეტყობოდათ, რომ ჩემსავით დაღლილები იყვნენ.
_ საშინლად მეძინება, _ დაამთქნარა ჯეინმა.
_ სახლში წავიდეთ? _ ვიკითხე.
_ მგონი ჯობია ახლა წავიდეთ, თორემ მერე ვეღარ მოვახერხებთ, _ გაიცინა ემილიმ. მე და ჯეინიც დავეთანხმეთ მას. სამივენი ავდექით და ელას ძებნა დავიწყეთ დასამშვიდობებლად.
_ ელა, ჩვენ უკვე მივდივართ, _ უთხრა ემილიმ, როდესაც ვიპოვეთ.
_ კარგი, _ გაგვიღიმა.
_ ბელა, მიდიხარ? _ ჩემს უკან რობის ხმა გავიგონე.მიტრიალება ვცადე, მაგრამ წავბორძიკდი და პირდაპირ რობის მკლავებში აღმოვჩნდი.
_ ფრთხილად, _ გამიღიმა.
_ მგონი ჯობია თუ მე წავიყვან მანქანას, _ თქვა ემილიმ.
_ მართალია, _ მე და ჯეინი ერთხმად დავეთანხმეთ. მან ჩვენს შორის ყველაზე ნაკლები დალია.
_ თავს გაუფრთხილდი, _ ჩუმად მითხრა რობმა და ლოყაზე მაკოცა.
_ კარგი, _ გავუღიმე.
ელას და რობს მალე დავემშვიდობეთ და სახლიდან გამოვედით.
_ გასაღები აიღე, _ ჯეინმა ჩემი მანქანის გასაღები ემილის გაუწოდა.
მე უცბად მოვკალათდი უკანა სავარძელზე, რითაც ჯეინის უკმაყოფილო მზერა დავიმსახურე.
_ შენ ხომ უკან ჯდომა არ გიყვარს, _ გავუღიმე.
_ ეგ მაშინ, როცა მთვრალი არ ვარ, მიპასუხა და მძღოლის გვერდით სავარძელზე დაჯდა.
_ ესეიგი, აღიარებ, რომ მთვარალი ხარ, არა? _ გამოიჭირა ემილიმ. ამაზე სამივემ გავიცინეთ.
_ ვაღიარებ, მაგრამ ბელაც მთვრალია, _ თქვა ჯეინმა, როდესაც ემილიმ მანქანა დაქოქა და ამსთრონგების ეზოდან გამოვედით.
_ ამაზე არ შეგეკამთები, მაგრამ შენ უფრო მეტი დალიე,_ ვუთხარი.
_ მართალია, _ მხარი ამიბა ემილიმ. ჯეინს მეტჯერ ხმა აღარ ამოუღია. სავარძელზე კარგად მოკალათდა და სარკეში დავინახე, რომ თვალები დახუჭა. მეც მას მივბაძე და თვალები დავხუჭე. საშინლად მეძინებოდა.

bachia_bachia555თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-23, 9:29 PM | შეტყობინება # 177

206
19  +
33  ±
   ±
Offline
rogor gamexarda axali tavi ro davinaxe shen xo ar ici biggrin nu ravi rogorc yoveltvis shesanishnavi tavi iyo kiss bela da robi vaih ra kargia ertat ro ariana mara au blerma ra ambavize tqva ver mivxvdii dry
Quote (bella-vampire)
_ მისთვის არაფერი არ მოგიყოლია, არა? ჰო, რა თქმა უნდა. შენ ხომ ყველას ანგელოზი და უცოდველი კრავი ჰგონიხარ, მაგრამ არავინ არ იცის ის, რაც მე ვიცი, _ გამაღიზიანებლად წყნარად ლაპარაკობდა ბლერი.

ai es raze igulisxma???

★Gvanca★თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-23, 9:43 PM | შეტყობინება # 178
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
magrad gamixarda axali tavi dzaan magari iyo au blerma nervebi amishala ra degenerati biggrin samagierod bolo dzaan magari iyo ai ar vici ra vtqva umagresi iyo . imedia shemdegi tavi male iqneba da amdenxans lodini ar mogviwevs . tamo umagresad wer unichieresi adamiani xar lips lips


♥izabella♥თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-23, 9:53 PM | შეტყობინება # 179
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
wau es tavi girda nagdad cdat happy happy happy happy dzalian magari iyo ra......
Quote (bella-vampire)
თავი მხარზე დავადე, მან კი სახე ჩემს თმებში ჩამალა. ძალიან ციოდა, მაგრამ ახლა ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა.მთავარი იყო, რომ რობთან ერთად ვიყავი.

es adgili ra sayvareli iyo momewona dzalian happy happy happy happy
exa rac shegexeba shen chemo sexniav biggrin biggrin biggrin dzalian magrad wer es ukve ara ertxel mitqvams da kidev uamravjer gavimeoreb dzalian magari xar happy happy heart heart heart lips lips love love
imedia shemdeg tavze amdens agar gvalodineb da male mogvcem misit datkbobis uplebas biggrin biggrin biggrin happy happy
u m a g r e s i aaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa

bella-vampireთარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-23, 10:02 PM | შეტყობინება # 180

842
83  +
   ±
Offline
bachia_bachia555, ★Gvanca★, renesme, გაიხარეთ ბავშვებო ასეთი სიტყვებისთვიის kiss თქვენი შექება ყოველთვის ძალიან მსიამოვნეებს kiss ახალ თავზე ჯერ ვერაფერს ვერ შეგპირდებით, რადგან ჯერ ზუსტად არ ვიცი რას დავწერ. რაღაც იდეები მაქვს. მაგრამ ხვალიდანვე დავიწყებ წერაას kiss
Quote (bachia_bachia555)
Quote (bella-vampire)_ მისთვის არაფერი არ მოგიყოლია, არა? ჰო, რა თქმა უნდა. შენ ხომ ყველას ანგელოზი და უცოდველი კრავი ჰგონიხარ, მაგრამ არავინ არ იცის ის, რაც მე ვიცი, _ გამაღიზიანებლად წყნარად ლაპარაკობდა ბლერი. ai es raze igulisxma???

ციც! biggrin biggrin მაგას ეხლა ვერ ვიტყვი. შემდეგ თავში გაიგებთ ალბათ მაგაზე რაღაც დამატებით ინფორმაციას, მაგრამ მთლად ბოლომდეც არა biggrin
ძებნა: