ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
სიყვარულით დაბრმავებული

sofkaთარიღი: ხუთშაბათი, 2010-10-14, 9:18 PM | შეტყობინება # 1
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline

პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "რომანტიკის დედოფალი-ავტორი".

სახელწოდება: სიყვარულით დაბრმავებული
ავტორი: sofka
ბეტა: არ მყავს
დისკლეიმერი: გმირებზე უფლებები მეკუთვნის მე
რეიტინგი: G (General)
ჟანრი: (Angst) (Romance) (Drama)
სამარი: ეს ისტორია ერთ საოცრად ნიჭიერ გოგონაზეა, რომელსაც სახელად - დიანა ჰქვია. ის ბავშვობიდან ოცნებობს პიანისტობაზე, რაც ნაწილობრივ აუხდა კიდეც. სწავლობს მუსიკალურ სასწავლებელში და აქვს დიდი წარმატებები, თუმცა მოულოდნელად მის ცხოვრებაში ჩნდება პიროვნება, რომელიც ხელს უშლის მისი ოცნების განხორციელებას და მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის...
სტატუსი: წერის პროცესშია

თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 18

თავი 17

თავი 1.

ცრუმორწმუნე არ გახლავარათ და არც შავი კატის მეშინია, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: თუ დილა უსიამოვნებებით დაიწყო მორჩა, უმჯობესია საერთოდ არ გავადგა ფეხი სახლიდან, თორემ საღამომდე ერთი-ორჯერ ტირილს თავისუფლად ვასწრებ. ის დილაც თითქოს უმნიშვნელო ინციდენტით დაიწყო, თუმცა ის დღე ალბათ არასდროს დამავიწყდება, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება მთლიანად თავდაყირა დადგა. მოკლედ ყველაფერი ასე დაიწყო:
დილით ადრე ავდექი, ვისაუზმე და პიანინოს მივუჯექი, რომ ნაწარმოებები გამემეორებინა. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ერთხელაც კონსერვატორიის დიდ სცენაზე დავუკრავდი ორკესტრთან ერთად და ცნობილი პიანისტიც გავხდებოდი. აი ეს მნიშვნელოვანი დღეც დადგა! მართალია კონსერვატორიაში არ მქონდა კონცერტი და მუსიკალურ სასწავლებელში, პატარა სცენაზე უნდა დამეკრა, მაგრამ მნიშვნელოვანი იმით იყო, რომ კონსერვატორიიდან სპეციალური ჟიური ჰყავდათ მოწვეული. ერთ თვეში კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტი იგეგმებოდა და სწორედ ამ კონცერტისთვის, სხვადასხვა მუსიკალური სასწავლებლიდან მოსწავლეებს არჩევდნენ. მეც შანსი მომეცა და ხელიდან გაშვებას ნამდვილად არ ვაპირებდი. ვიღაცამ ზარი დარეკა და ოცნებებიდან მიწაზე დავეშვი.
_ დედა! სად იყავი? _ გაოცებულმა შევიცხადე, როცა კარი გავაღე და დაღლილი დედაჩემის სახე დავინახე.
_ გასაღები დამრჩა, ხომ არ გაგაღვიძე?
_ რას ამბობ? ამ დრომდე რა დამაძინებდა, დღეს ისეთი დღე მაქვს! _ ცელოფნის პარკი გამოვართვი და ინტერესით შევათვალიერე.
_ გახსენი! იმედია მოგეწონება და მთელი დილა ტყუილად არ ვირბინე ამის გულისთვის _ ამოიოხრა და სავარძელში უღონოდ მიესვენა.
_ რა არის? _ ეშმაკურად გამეღიმა და ცელოფანში ჩავიჭყიტე. რაღაც იასამნისფერ ნაჭერს მოვკარი თვალი და მივხვდი
_ დედა! კაბა მიყიდე? სად იშოვე? _ აღტაცებულმა ავიტაცე ღია იასამნისფერი ატლასის კაბა ხელში და სარკესთან გავიქეცი.
_ დაწყნარდი! უბრალოდ თანამშრომლისგან ვითხოვე, მისი შვილისაა, გუშინ შემომთავაზა და მეც უარი არ ვუთხარი. მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა შენთვის _ დამნაშავესავით ჩაღუნა თავი.
_ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? Mმთავარია კაბა მაქვს და სიურპრიზიც გამოვიდა!
_ მაშინ მიდი! ჩაქარა მოიზომე, მგონი ზომაში არ შევმცდარვარ. _ სასწრაფოდ გადავიცვი ნანატრი კაბა და დედას წინ დავბზრიალდი.
_ აბაა? როგორია?
_ დიანააა! რა ლამაზი ხააარ!
_ მართლა დეე? _ დავიმორცხვე და სარკესთან მივედი, რომ დავრწმუნებულიყავი _ მართლა ფიქრობ, რომ მიხდება?
_ არაჩვეულებრივია! გეგონება პირდაპირ შენს ტანზეა შეკერილი _ აღფრთოვანებას ვერ მალავდა დედა.
_ ხოო? მე კი მგონია, რომ ძალიან ზუსტად მაქვს და ცოტა მიჭერს კიდეც.
_ უბრალოდ ნერვიულობ და რაღაცეები გეჩვენება _ თავი გააქნია და ღიმილით შემათვალიერა _ თან იასამნისფერი ძალიან გიხდება, მწვანე თვალებს კიდევ უფრო ლამაზად გიკვეთავს.
_ ესეიგი კაბა მიხდება, ახლა მხოლოდ ის დამრჩა, რომ ყველაზე კარგად დავუკრა.
_ დაუკრავ კიდეც! ისე დაუკრავ, რომ იქნებ ხვეწნაც კი დაგიწყონ, კონსერვატორიაში გააგრძელე სწავლაო, ააა? _ ეშმაკურად გამიცინა და ცხვირზე თითი ჩამომკრა. _ ყველაფერი კარგად იქნება, მოდი ეხლა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ კარგი? _ მივხვდი რაც იგულისხმა და მორჩილად დავუკარი თავი.
_ ესეიგი, მხრებში გაიმართე! _ მე მისი სიტყვების შესრულებას შევუდექი _ გამოდიხარ, თავს უკრავ მაყურებელს, მერე სკამს ასწორებ როიალთან, ღრმად ჩაისუნთქე... და დაიწყე _ ბოლო სიტყვების მერე ხელები ავწიე, ინსტრუმენტისკენ გადავიხარე, რომ დაკვრა დამეწყო და ამ დროს... ზურგზე კაბის გახევის ხმამ ადგილზე გაგვყინა, მეც და დედაც. ერთი წუთის მანძილზე მე და დედა ჩუმად ვიჯექით და ერთმანეთს იმედგაცრუებულები შევყურებდით.
_ არაუშავს, რამეს მოვიფიქრებ _ მამშვიდებდა დედა _ მოდი გავკერავ, ისე, რომ არც შეემჩნევა. ან სულაც რამე მოსაცმელს მოვძებნი... მოიცმევ და ვერავინ შეგამჩნევს, რას იტყვი?
_ არა დეე, არ გინდა. სხვა რამეს მოვძებნი და იმით წავალ.
_ რას ამბობ! ძველი კაბა უნდა ჩაიცვა?
_ დედა, დამშვიდდი, არაფერია. ისედაც უხერხულად ვგრძნობდი ამ კაბაში თავს და მირჩევნია ძველი ჩავიცვა. თანაც უბრალო კონცერტი იქნება და რა მნიშვნელობა აქვს რას ჩავიცმევ. აი! როცა ცნობილი პიანისტი გავხდები და კონსერვატორიაში მექნება ხოლმე კონცერტები, ასეთი კაბა ათასობით მექნება.
_ ხოო, ოცნება კარგია, მაგრამ ასე ვეღარ ვიჯდებით... რაღაც უნდა მოვძებნოთ _ დედა ერთხანს ჩაფიქრდა, მერე კი რაღაც გაახსენდა და სახე იმედიანად გაუნათდა _ გამახსენდა! ვიცი რაც უნდა ჩაიცვა!
_ რა?
_ რა და, ჩემი იღბლლიანი კაბა, რომლითაც კონსერვატორიის კონცერტზე გამოვედი. _ პატარა ბავშვივით აცქმუტდა.
_ რას ამბობ დეე, ის ნაცრისფერი კაბა?
_ მართალია ცოტა ძველმოდურია, მაგრამ სამაგიეროდ ბედნიერების და წარმატების მომტანი იქნება შენთვისაც.
_ ხოო, მაგრამ გრძელი მექნება, შენ ხომ ჩემზე მაღალი ხარ... _ პირდაპირ უარს ვერ ვეუბნებოდი, მისი წყენინება არ მინდოდა და ამიტომ ბოლო იმედსღა ჩავებღაუჭე.
_ მერე ეგ რა პრობლემაა, შევკეცავ და ისე დავლამბავ, რომ არ ჩამოგეშალოს. აი ნახე! ყველაზე ლამაზი და წარმატებული იქნები დღეს! _ ისეთი ბედნიერი და მეოცნება გამოხედვა ჰქონდა, რომ უარის თქმით ვერ ვატკენდი გულს, ის ხომ ჩემთვის ამდენს წვალობდა. ჰოდა, გადავწყვიტე წინააღმდეგობა აღარ გამეწია. სკამზე შემაყენა, თითონ კი ნემსით და ძაფით კაბის შეკეცვას შეუდგა. ერთ ადგილას დიდხანს დოგმა აღარ შემეძლო და ცქმუტვა დავიწყე. ტელევიზორში რომელიღაც ჯგუფის კლიპი გადიოდა და მუსიკის რიტმს ავყევი.
_ დიანა! ნუ ცქმუტავ, თორემ ნემსი შეგერჭობა
_ მალე მორჩები?
_ კი, უკვე ვამთავრებ. _ მე კი სიმღერის მოსმენა გავაგრძელე. როგორც კი კაბის კერვას მორჩა, სკამიდან ჩამოვხტი და სარკესთან მივირბინე. შეხედვაც კი არ მინდოდა, თავი ყველაზე მახინჯი არსება მეგონა ამ კაბაში. შიშით შევათვალიერე ჩემი ორეული სარკეში და ცოტა დავწყნარდი, არც ისეთი ულამაზო იყო ეს კაბა, როგორც მეჩვენებოდა. უბრალოდ, ცოტა ძველმოდური იყო, თორემ ისე რას ვერჩოდი. მოკლედ, ჩემი წასვლის დროც მოახლოვდა. როგორი დასანანიც არ უნდა ყოფილიყო დედა დღეს ვერ მომყვებოდა კონცერტზე სამსახურის გამო და ამის გულისთვის ათასჯერ მაინც მომიხადა ბოდიში. სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა და მთელი დღე იქ უწევდა ყოფნა, თან ისეთი აუტანელი დირექტორი ჰყავდა, არც გაანთავისუფლებდა. ამის გამო ძალიან ღელავდა, ჩემზე მეტადაც კი. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, დედაჩემი ჩემგან განსხვავებით გამოუსწორებელი ცრუმორწმუნეა. მართალია მე მის რიტუალებზე ყოველთვის მეცინებოდა, მაგრამ ამჯერადაც გული არ დავწყვიტე და მორჩილად შევასრულე მისი თხოვნა.Gგასვლისწინ მარჯვენა მხრის მიმართულებით სამჯერ დამატრიალა, მერე შუბლზე მაკოცა და წარმატება მისურვა. აი ასე გამომისტუმრა სახლიდან. სასწავლებელი ჩემი სახლიდან რამდენიმე კვარტლის იქით იყო. დრო ნახევარი საათი მქონდა, ამიტომ ფეხით წასვლა ვარჩიე.
ქუჩაში ნაწვიმარი იყო, ჰაერში კი ჭადრის და აკაციის ყვავილების სუნი ტრიალებდა. ხარბად შევისუნთქე ჰაერი და ვიგრძენი, როგორ დამახვია თავბრუ გაზაფხულის სასიამოვნო სურნელმა. თავი რაღაც უცნაურად, ბედნიერად ვიგრძენი. ქუჩას მივუყვებოდი და ხეების სიმწვანით ვტკბებოდი. ყველაფერი ირგვლივ ისეთი ლამაზი მეჩვენებოდა, მიკვირდა კიდეც აქამდე ამას რატომ ვერ ვამჩნევდი. გზაზე გადავდიოდი, როცა უეცრად კატის კნავილის ხმა შემომესმა, დაბლა დავიხედე და რას ვხედავ: პატარა, მობუზული და შეშინებული კნუტი შუაგზაზე მოკუნტულა და საცოდავად კნავის. გულმა ვერ მომითმინა და მასთან ჩავიცუცქე.
_ რა გაკნავლებს პატარავ? რატომ ზიხარ შუაგზაზე, ხომ შეიძლება მანქანამ გადაგიაროს? გზიდან გადადი! _ სიტყვის დამთავრება ძლივს მოვასწარი, რომ ჩემს უკან მკვეთრი მუხრუჭის ხმა გავიგონე. ადგილზე გავქვავდი, მხოლოდ ხელების სახეზე აფარება მოვასწარი. მეგონა უკვე გადამიარა მანქანამ და მოვკვდი.
_ გოგონა ცოცხალი ხარ? როგორ ხარ? _ მანქანის კარი გაიღო და იქიდან დაფეთებული ბიჭი გადმოხტა. თვალებში შევხედე და მეტყველების უნარი დავკარგე... ის ისეთი ლამაზი იყო, მარტო ანგელოზს თუ შევადარებდი _ მაღალი, შავგვრემანი, ულამაზესი თაფლისფერი თვალებით. მეგონა მართლა მოვკვდი და ჩემს წასაყვანად იყო მოსული.
_ გოგონა, შენ გეკითხები!
_ კარგად ვარ _ ძლივს წავილუღლუღე.
_ არა! ასე როგორ შეიძლება? თუ სიკვდილი გინდა სადმე სხვაგან მოიკალი თავი, მე რას მივარდები ბორბლებში?
_ მე უბრალოდ კატა დავინახე გაზაზე დაა...
_ იცი რა? არ მაინტერესებს რა დაინახე, გზიდან ჩამომეცალე! _ უხეშედ მომახალა და მანქანაში ჩაჯდა. ფისო ავიყვანე და გზის მეორე მხარეს გადავედი.
_ ეჰ ფისო! რა დასანანია... რა ლამაზია, მაგრამ უხეში. მანქანაც ისე გიჟივით დაჰყავს, წინ არც კი იყურება. _ ფისო ტროტუარზე დავსვი და გზა გავაგრძელე. ქუჩის ბოლოს ჩემი სასწავლებელიც გამოჩნდა. ეზოში უამრავი ხალხი შეკრებილიყო. მათშორის ჩემი თანაკურსელებიც იყვნენ და მათთან მივედი.
_ დიანაა! რა ლამაზი ხაარ! _ ჩემი მეგობრის ხმა მომესმა გვერდიდან.
_ ანუკი! _ თბილად გავუღიმე და გადავეხვიე _ ხომ არ აჭარბებ? ამ ძველ კაბაში ნამდვილი საფრთხობელა ვარ! _ შეწუხებულმა დავიხედე კაბაზე.
_ არა, რას ამბობ, ძალიან გიხდება _ ვიცოდი, რომ ეს მხოლოდ ნუგეშის სიტყვები იყო მისი მხრიდან და აღარაფერი ვუთხარი.
ფოიეში უაზროდ ვყურყუტებდი და ვნერვიულობდი, ანუკიც გაუთავებლად ლაპარაკობდა და არც კი ვუსმენდი, უბრალოდ ავტომატურად ვუღიმოდი და თავს ვუქნევდი. ნახევარი საათი ისევ უნდა გვეცადა, ამიტომ გადავწყვიტე დედასთვის დამერეკა და გამეგო გეგმები ხომ არ შეეცვალა. ეზოში გავედი და ნაცნობი მანქანა დავინახე. ეს ის ვერცხლისფერი მერსედესი იყო ცოტახნის წინ რამის, რომ გადამიარა. მისი პატრონიც იქვე სამ ბიჭთან ერთად მანქანას მიყრდნობოდა და ლუდს წრუპავდნენ. თავი ნერვიულად გადავაქნიე და ზურგი ვაქციე. ჩანთიდან მობილური ამოვიღე და დედას გადავურეკე.
_ რა მოხდა დიანა?! _ შეშფოთებული დედას ხმა შემომესმა ყურმილიდან
_ არა, არაფერი. მაინტერესებდა გეგმები ხო არ შეგეცვალა? დირექტორმა არ გაგანთავისუფლა?
_ არა ძვირფასო, ხომ იცი რანაირია. არაფრით არ გამოდის, მაგრამ კიდევ ვეცდები დავითანხმო. _ დამაიმედა დედამ.
_ კარგი! რომ იცოდე მე ყველაზე ბოლოს ვუკრავ და გაითვალისწინე, იქნებ მომისწრო.
_ კარგი, ვეცდები, გკოცნი _ გათიშვა ძლივს მოვასწარი, რომ უკნიდან ვიღაც მაგრად დამეჯახა და მობილური ხელიდან გამაგდებინა.
_ ოხ! არ მინდოდა გენაცვალე _ ირონიულად მომაძახა შავგვრემანმა ანგელოზმა და თავის ამფსონებთან ერთად სიცილ-ხარხარით გააგრძელა გზა. სასწავლებლის შენობაში შევიდნენ და თვალს მიეფარნენ. როგორც ჩანს ისიც აქ სწავლობს ან ვინმესთან არის მოსული კონცერტზე. მობილური ძირიდან ავიღე და მეც შენობაში შევედი. საკონცერტო დარბაზი თითქმის სავსე დამხვდა, ადგილი მხოლოდ ბოლო რიგში იყო დარჩენილი და ვიღაცის გვერდით ჩამოვჯექი. კონცერტი დაიწყო, მონაწილეები ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდნენ და უკრავდნენ. რამდენიმე მათგანი ისე მომეწონა, რომ ვიფიქრე მათ კონკურენტობას ვერც კი გავუწევდი. ვიგრძენი როგორ მემატებოდა ღელვა, რომელიც უკვე ისტერიულ ნერვიულობად მექცა.
სკამზე ვეღარ ვისვენებდი, დამშვიდებას ვცდილობდი, მინდოდა ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და ისღა მოვიფიქრე, რომ ნოტები ამომეღო და ნაწარმოებისთვის გადამეხედა. ჩანთაში ქექვის დროს უნებურად ხელებზე დავიხედე, რომელიც შიშისგან სულმთლად გალურჯებული მქონდა. პანიკამ შემიპყრო და ფეხზე წამოვხტი, მინდოდა უკან მოუხედავად გავქცეულიყავი დარბაზიდან.
_ ფრედერიკ შოპენი _ ფანტაზია-ექსპრომტი, ასრულებს მეორე კურსის სტუდენტი _ დიანა მიქაძე! _ ჩემი სახელის გაგონებაზე ადგილზე გავშეშდი. ჩემი გამოსვლის ჯერიც მოახლოვდა, უკან ვეღარ დავიხევდი და ვეცადე დავმშვიდებულიყავი. სცენისკენ წავედი და შუა რიგებთან ჩავლის დროს რამდენიმე ადამიანის სიცილის ხმა შემომესმა. მივიხედე და ისევ ის ოთხი ჩერჩეტი ბიჭი დავინახე ეზოში, რომ დამცინოდა. ვიცოდი, რომ ამჯერადაც მე ვიყავი მათი სიცილის მიზეზი და საშინლად გავბრაზდი. ვითომ რა ეგონა ამ ოთხ, თვითკმაყოფილ იდიოტს, რომ ჩემზე რამით მაინც იყვნენ უკეთესები? ნერვიულობა სიბრაზემ შეცვალა, ისეთი შემართებით ავედი სცენის პატარა კიბეებზე თითქოს დუელში გამომიწვიეს და საკუთარი ღირსების დასაცავად მივემართებოდი მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად. როიალთან სკამი გავასწორე და როგორც კი დავჯექი ცოტა დავმშვიდდი. ბოლოს და ბოლოს მათზე გამწარებულს საცოდავ როიალზე რატომ უნდა მეყარა ჯავრი? პირველივე ოქტავა შემართებით ავიღე, შემდეგ კი... ჩემი თითები ისე სწრაფად და ნაზად გაფრინდნენ კლავიშებზე, როგორც მინდორში ჭრელი პეპლები. ისე ადვილად დარბოდნენ და დასრიალებდნენ კლავიატურაზე, თითქოს პატარა ლიფსიტები სრიალებდნენ მდინარეში. მელოდიას ხან ზღვასავით ვაღელვებდი, ხანაც ვამშვიდებდი და პატარა ბავშვივით ვვეფერებოდი კლავიატურას. მთლიანად გამიტაცა მუსიკამ და ირგვლივ ვეღარავის ვამჩნევდი,ისეთი სიჩუმე იდგა, თითქოს დარბაზში მხოლოდ მე და როიალი დავრჩით. მინდოდა ეს იდილია კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო, მაგრამ უკვე ბოლო, დამამთავრებელი აკორდიც ავიღე. მერე ხელები ნაზად ჩამოვუშვი მუხლებზე და სკამზე გავქვავდი. პირველმა ტაშმა შემაკრთო და გონს მომიყვანა, მივხვდი, რომ ყველაფერმა ჩაიარა, მაგრამ დამშვიდების მაგივრად უფრო ავნერვიულდი. ადგომა და კიბეებზე ჩამოსვლა ძლივს მოვახერხე. სცენაზე წამყვანი გოგონა გამოჩნდა და ღიმილით გამოაცხადა _ კონცერტი დამთავრებულია! მადლობთ მობრძანებისთვის. მონაწილეების საყურადღებოდ: ჟიურის გადაწყვეტილებას მოსაცდელში დაელოდეთ! _ ბოლო სიტყვები ჩემთვის უფრო ასე ჟღერდა: “ ჟიურის განაჩენს მოსაცდელში დაელოდეთ!” რადგან მე სწორედ, რომ განაჩენივით ველოდებოდი მათ გადაწყვეტილებას. დარბაზიდან გასვლის დროს კართან ანუკი შევამჩნიე, აღელვებული ათვალიერებდა ხალხს, ალბათ მე მეძებდა. დამინახა და ჩემსკენ ღიმილით წამოვიდა.
_ დიანაა! არაჩვეულებრივად დაუკარი, გილოცავ!
_ მგონი ცოტა ნაადრევად მილოცავ _ უიმედოდ გამომივიდა, მაგრამ მართლა ასე ვთვლიდი. არასოდეს მიყვარდა ნაადრევი სიხარული. ეს ანუკიმაც იგრძნო და მოიწყინა. _ შედეგს მეც შენთან ერთად დავუცდი. ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ. Kონცერტის დაწყებამდე გელოდებოდი გარეთ, მერე კი მეტიჩარა თიკამ შემათრია დარბაზში. ხომ იცი იმ გოგოს ატანა არ მაქვს, მაგრამ სხვა გზა აღარ მქონდა სასწავლო ნაწილი თვალებს გვიბრიალებდა _კონცერტი იწყება და მალე დაჯექითო. ხო და ვეღარ დაგიცადე, ბოდიში _ დამნაშავესავით მოიბუზა და თავი დახარა.
_ ანუ, დამშვიდდი! არ გსაყვედურობ. ისე მოიქეცი, როგორც საჭირო იყო. _ გავუღიმე და დავამშვიდე მეგობარი. მართლა არ მწყენია, ალბათ იმიტომ, რომ თავს მოსაწყენ ადამიანად ვთვლი, ანუკი კი ისეთი მხიარული და აქტიურია. მიკვირს ჩემთან საერთო რა ნახა? Aლაპარაკი ანუკის მობილურის ხმამ გაგვაწყვეტინა.
_ დედაჩემი მირეკავს _ თვალები გადაატრიალა ანუმ. მერე კი ნერვიული ხმით უპასუხა. _ ხოო, რა იყო დედა? _ გვერძე გავიდა და ლაპარაკი გააგრძელა. ანუკის და დედამის მთლად კარგი ურთიერთობა ვერ ჰქონდათ. ანუკის მშობლები ეთმანეთს რამდენიმე წელია რაც გაეყარნენ. მათი შემთხვევა სუფთა კლასიკური ისტორია იყო: დედას არ უნდოდა, რომ შვილს მამასთან ჰქონოდა ურთიერთობა, რადგან მამამის სხვა ქალი ჰყავდა. ამის მიუხედავად ანუკი მაინც ახერხებდა მამასთან შეხვედრას, რასაც დედამისი წყობიდან გამოჰყავდა და სახლში ამის გამო კონცერტებს უმართავდა საწყალ გოგოს. ცოტახანში ანუკი უკან შეწუხებული სახით დაბრუნდა და მივხვდი, რომ ისევ რაღაც მოხდა.
_ დიანა, მაპატიე. დედაჩემს ისევ პრობლემები აქვს მამაჩემთან და სახლში მომიწევს წასვლა.
_ რას ამბობ, რას მებოდიშები? მე ისეთი არაფერი მჭირს, რომ აქ გაყურყუტო. თანაც სახლსში ჩემზე მეტად სჭირდები მშობლებს. _ ნუგეშის ნიშნად მხარზე მოვეფერე.
_ კარგი, მშინ მე გავიქცევი და სახლში რომ მიხვალ დამირეკე, ხომ იცი როგორ მაინტერესებს შედეგები?
_ კარგი, გპირდები, რომ გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ ხვალ, დედაჩემის გამომცხვარ ნამცხვარზე და ყავაზე. _ მისი გამხიარულება ვცადე და დამშვიდობების ნიშნად ერთმანეთ გადავეხვიეთ. მოსაცდელში ყოფნა უკვე აუტანლად მეჩვენებოდა,ყველა მონაწილეს ვიღაც ახლდა, ზოგს დედა, ზოგს ამხანაგი ან ნათესავი. ირგვლივ მარტო სანუგეშო სიტყვები მესმოდა, ყველა ერთმანეთს ანუგეშებდა და ამშვიდებდა, მხოლოდ მე ვიდექი ეულად. “ დედა სად ხარ?” გავიფიქრე გუნებაში და თავი პირველად ვიგრძენი ასე მარტოდ. მისი აქ ყოფნა და ნუგეში ახლა ისე მჭირდებოდა, როგორც არასდროს. მოლოდინის მტანჯველმა ნახევარმა საათმაც გაიარა და დარბაზიდან ახალგაზრდა გოგო გამოვიდა, რომელმაც რაღაც ფურცელი გამოიტანა და სტენდზე გამოაკრა. მოსწავლეების მთელი არმია მიაწყდა სტენდს და მივხვდი, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. საშინლად ავნერვიულდი, მეშინოდა, რომ იმ ფურცელზე ჩემს სახელს ვერ ვნახავდი და იმედი საბოლოოდ გამიცრუვდებოდა. როგორღაც მოვერიე საკუთარ თავს და სტენდთან მივედი. გახარებულ მოსწავლეებს ისეთი კივილი აეტეხად, რომ თავი ამტკივდა და გადავწყვიტე სიისთვის აღარ შემეხედა. უცბათ ჩემი ერთ-ეთრთი ჯგუფელი გახარებული მომვარდა და გადამეხვია_ დიანა! სიაში ხარ! გილოცავ დიანა! _ გაოცებული სტენდისკენ შევტრიალდი, რომ დავრწმუნებულიყავი. სიაში პირველლი მე ვეწერე! მოულოდნელი სიხარულისგან ენა ჩამივარდა, როცა მილოცავდნენ ემოციებსაც კი ვერ გამოვხატავდი.Mმოსაცდელი ხალხისგან ნელ-ნელა იცლებოდა, მე კი გაოცებული, ისევ სტენდზე გამოკრულ სიას მივშტერებოდი.
_ დიანა მიქაძე! _ მომესმა დარბაზის მხრიდან. კართან სასწავლო ნაწილი იდგა და თბილად მიღიმოდა. _ შეიძლება ერთი წუთით? რაღაც მაქვს სათქმელი. _ მისი ტონით მივხვდი, რომ რაღაც დადებითი უნდა ეთქვა, ცოტა დავმშვიდდი და მივუახლოვდი.
_ დიახ, რა თქმა უნდა.
_ მინდა გითხრა, რომ დღეს მოლოდინს გადააჭარბე, შეუდარებლი იყავი. დარწმუნებული ვარKკონსერვატორიის მაყურებელსაც ისევე მოხიბლავ, როგორც დღეს ჟიურის წევრები მოხიბლე. მთხოვეს შენთვის გადმომეცა, რომ აღფრთოვანებულნი არიან შენით და წარმატებებს გისურვებენ. _ ასეთ შექებას ნამდვილად აღარ ველოდი და მეტისმეტი ბედნიერებისგან თავბრუც კი დამეხვა. დაბნეულმა მადლობის მოხდა ძლივს მოვახერხე და წამოვედი. ვგრძნობდი ბედნიერებისგან როგორ მივფრინავდი ცისკენ, ასე მეგონა მიწაზეც აღარ ვადგავდი ფეხს. შენობიდან გამოვედი, უკვე შებინდებულიყო და ეზოშიც არავინ დამხვდა. ტელეფონის ხმაზე შევკრთი, ეკრანს დავხედე და დედას ნომერი ეწერა.
_ დედა!
_ დიანა! რა ქენი? როგორ ხარ? სად ხარ? _ მომესმა დედას ნერვიული ხმა და გამეცინა. _ დედა, დაწყნარდი! ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ შენი იღბლიანი კაბის ჩაცმა ალბათ კიდევ მომიწევს, ოღონდ კონსერვატორიის დიდ სცენაზე!
_ რაა?! ნუთუ... ვიცოდი! ვიცოდი! ასეც უნდა ყოფილიყო, შენ საუკეთესო ხარ! ხომ გეუბნებოდი ძვირფასო.
_ ხოო დედა, ახლა ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე გეტყვი, რომ მართალი ხარ. დანარჩენს სახლში მოგიყვები კარგი?
_ სად ხარ? უკვე მოდიხარ?
_ ხოო, ახლა სასწავლებლის ეზოში მარტო ვდგავარ და წამოსვლას ვაპირებ.
_ მარტო დიდხანს ნუ გაჩერდები, უკვე ბნელა და საშიშია. სამსახურიდან მოვდივარ და სახლში დაგელოდები! _ მითხრა და ტელეფონი გავთიშე. წასვლა დავაპირე როცა ეზოში, სიბნელეში ოთხ ლანდს მოვკარი თვალი. თვალი მოვარიდე და ეზოს გასასვლელისკენ გზა გავაგრძელე. ოთხი ბიჭი სიბნელიდან გამოვიდა და სიცილით ჩემსკენ წამოვიდნენ. საფრთხე ვიგრძენი და ნაბიჯს ავუჩქარე, მინდოდა გასასვლელთან მიმესწრო და გავქცეულიყავი, მაგრამ მიმასწრეს და გზა გადამიღობეს. მიახლოვებისთანავე ვიცანი ოთხეული და ადგილზე გავშეშდი. მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ჰქონდათ ჩაფიქრებული და თავში გაქცევის გეგმებს ვაწყობდი. თუმცა ვიცოდი, მათგან გაქცევა შეუძლებელი იყო და პანიკურმა შიშმა ამიტანა.
_ ბიჭებო! შეხედეთ ვინ მოსულა? _ დაიწყო შავგვრემანმა _ ეს ის გოგოა ცოტახნისწინ გზაზე რამის, რომ დამამტვრია. აი ის, მე რომ გიყვებოდით.
_ როგორ არა, ვიცანით _ აჰყვა ქერა ბიჭიც _ მერე ზუსტად ამ ეზოში ხელიც გკრა და რამის წაგაქცია.
_ ხოო და კიდევ დარბაზში მუსიკის მოსმენაც არ გვაცალა ისე იცინოდა. _ თქვა მესამემ. ჩემს გარშემო წრე შეკრეს და თავს სვავებივით დამტრიალებდნენ.
_ გოგონა! იქნებ გვითხრა, უკან რატომ დაგვდევ, სხვა საქმე არ გაქვს? _ მომიბრუნდა ისევ შავგვრემანი.
_ ვერ გავიგე რა გინდათ, თქვენ საქციელს მე რატომ მაბრალებთ?
_ ამით იმის თქმა გინდა, რომ იქით დაგდევ? არა, გაიგეთ ბიჭებო რა თქვა?
_ წადით, სადმე სხვა გასართობი იპოვეთ, თქვენნაირი უსაქმურების ატანა არ მაქვს! _ ჩავილაპარაკე და წრის გარღვევა ვცადე. გზა ქერამ გადამიკეტა.
_ რა გვიწოდე? და საერთოდ როგორ გველაპარაკები?
_ გამატარე!
_ აბა, სცადე _ მითხრა და ჩანთა წამართვა. წართმევა ვცადე, მაგრამ ჩემს ჩანთას ერთმანეთში, აქეთ-იქით დაუწყეს სროლა.
_ მომეცით! რა გინდათ ჩემგან? დამიბრუნეთ ჩანთა!
_ მაშინ დაგიბრუნებთ, როცა ბოდიშს მოგვიხდი!
_ ბოდიში მოგიხადოთ?... თქვეენ? _ მივხვდი, რომ ხვეწნას აზრი არ ქონდა, მათაც სწორედ ეს უნდოდათ _ ჩემი დამცირება და გადავწყვიტე თავი არ დამემცირებინა. _ ჯანდაბაშიც წასულხართ! _ გამწარებულმა მივაძახე და ახლა საპირისპირო მხარეს ვცადე წრის გარღვევა.
_ ე-ე, სად მიდიხარ? ჯერ ერთმანეთი არც კი გაგვიცვნია _ ახლა შავგვრემანი გადამიდგა წინ.
_ დამიბრუნეთ ჩანთა და გამატარეთ!
_ ვერ გაიგე? სანამ ბოდიშს არ მოიხდი ვერსადაც ვერ წახვალ! _ მანაც ქერათმიანივით გამიმეორა და ხელით უკან მიბიძგა. მივხვდი, რომ ასე უბრალოდ არსად გამიშვებდნენ და საბრძოლველად მოვემზადე. მივტრიალდი და რაც ძალა მქონდა ქერათმიანს ჩანთა გამოვგლიჯე და თავში მთელი ძალით ჩავარტყი. მერე დავინახე, რომ ჩემსკენ მეორე წამოვიდა მის დასახმარებლად და თავის დასაცავად იმასაც მოვუქნიე ჩანთა, მაგრამ აიცდინა და შემეშვა. მივხვდი, რომ ახლა მომენტით უნდა მესარგებლა და გავქცეულიყავი, მაგრამ შავგვრემანი აშკარად ჩემს გაშვებას ისევ არ აპირებდა. ჩემს პირდაპირ გაუნძრევლად იდგა და დაძაბული მიყურებდა. გადავწყვიტე მასზეც მომეწყო თავდასხმა, რომ მერე გაქცევა შემძლებოდა.
_ გირჩევნია გამატარო! _ ჯერ დამუქრება ვცადე.
_ და, რომ არ გაგატარო? _ ირონიულად გამიღიმა, რამაც უფრო მეტად გამომიყვანა წყობიდან და გამწარებული, მთელი ძალით მისკენ გავქანდი. მინდოდა მისთვის ხელი მეკრა და ჩანთა ჩამერტყა, მაგრამ ის მოულოდნელად გვერძე გახტა, მე კი თავი ვერ შევიკავე, ფეხი რაღაცას წამოვკარი და პირდაპირ ბარდიულზე დავეცი. თავი საშინლად მეტკინა, მგონი რაღაცას დავარტყი, ვიგრძენი, რომ ირგვლივ ყველაფერი ბუნდოვანი გახდა და მერე გონებაც დავკარგე...

<> <> <>

დავინახე როგორ დაეცა გოგონა მიწაზე და აღარ განძრეულა. მეგონა რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული და როგორც კი მივუახლოვდებოდი თავს დამესხმებოდა.
_ ღმერთო! ეს რა იყო აა? სახე ნამდვილი ანგელოზისა აქვს და თურმე რა ველური ყოფილა. თავში ისეთმა ჩამცხო, ალბათ ტვინი შემერყა _ ბუზღუნებდა ჩემს უკან ნიკა.
_ შენ მაგის გარეშეც გქონდა ტვინი შერყეული იდიოტო! _ აუყვირდა ლევანი.
_ ბიჭებო, გეყოთ ჩხუბი და აქ მოდით! _ ცოტა ამანერვიულა გოგოს უცნაურმა საქციელმა. _ არ ინძრევა... რა ვქნათ? _ შეშინებულმა გადავხედე ლევანს. ის ერთადერთი იყო ვინც ასეთ მომენტში ხუმრობას არ დაიწყებდა და რამე ჭკვიანურს მეტყოდა.
_ უნდა შევამოწმოთ
_ ლევან, გაგიჟდი? რომ წამოხტეს და ისევ თავს დაგვესხას? _ უკან დაიხია დათომ.
_ იქნებ ჩაეძინა? _ მივხვდი, რომ ანერვიულებულმა რაღაც სისულელე ვთქვი და ჩემს თავზე გამეღიმა.
_ მერე შენც აკოცე და გაიღვიძებს _ დამცინა ნიკამ. ლევანი კი ამდროს გოგოს გვერდით ჩაცუცქულიყო და რაღაცას ყურს უგდებდა. მერე კი გაფითრებულმა შემომხედა და თქვა _ ჯანდაბა! ... არ სუნთქავს...
_ არა, რას ამბობ? _ შეშინებული ნიკა ახლოს მივიდა _ იქნებ ჩვენი შეშინება უნდა და თავს იკატუნებს?
_ არა, არა, მართლა არ სუნთქავს, შევამოწმე. _ ლევანის ნაქვამს ყურადღება არ მიაქცია ნიკამ და გადაწყვიტა თავად შეემოწმებინა, ამიტომ გოგოს სახესთან ხელის გული მიიტანა და ცოტახანს ასე იჯდა. მერე შეშინებული ფეხზე წამოხტა და შემომხედა
_ მართლა არ სუნთქავს... წავედით! აქაურობას უნდა მოვშორდეთ!
_ არა! ხელოვნურ სუნთქვას ჩავუტარებ და გადარჩება _ ვუთხარი და გოგოს მივუახლოვდი. ისეთი ლამაზი იყო... აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე? სახე მიტკალივით თეთრი ჰქონდა და მძინარე მზეთუნახავს ჰგავდა, რომელიც საყვარელი ადამიანის ამბორს ელოდებოდა.
_ ლაშა! რას აკეთებ?! ვერ გაიგე? ჩქარა, წავედით! _ მიყვირა ლევანმა, მხარში ხელი ჩამავლო და ფეხზე წამომაყენა.
_ ლევან! მაცალე გთხოვ, მისი გადარჩენა შეიძლება _ სასოწარკვეთილმა ვიყვირე და ვცადე ხელებიდან დავსხლტდომოდი, თუმცა ისე მაგრად მიჭერდა, ვერაფერი მოვახერხე
_ არ გინდა, მაინც ვეღარ უშველი. სისულელეს თავი დაანებე და გავიქცეთ, ვინმემ არ მოგვისწროს _ მასთან და დათოსთან ჭიდაობას თავი დავანებე და ბედს დავმორჩილდი. ბიჭებთან ერთად მანქანაში ჩავჯექი და უკანმოუხედავად გავიქეცით იქიდან.
ბარში ვიჯექი და ჭიქას ჭიქაზე ვცლიდი. მინდოდა ისე დავმთვრალიყავი, რომ საკუთარი სახელიც კი არ გამხსენებოდა. ალბათ ამის დავიწყებას უფრო ადვილად შევძლებდი, ვიდრე იმას, რომ დღეს მკვლელი გავხდი! არა და ეს ყველაფერი ვითომ ბავშვური ხუმრობა უნდა ყოფილიყო, უბრალოდ მისი ცოტათი შეშინება გვინდოდა და აი, რით დამთავრდა ყველაფერი! მკვლელებიც გავხდით, უფრო სწორად მკვლელი მე გავხდი, იმიტომ რომ გაქცევის საშუალება არ მივეცი და ჩემს გამო წაიქცა. ის ლამაზი არსება მე მოვკალი! მე მოვუღე ბოლო მის ლამაზ სიცოცხლეს. როცა პირველად დავინახე მისი მშვენიერი მწვანე თვალები, რას ვიფიქრებდი, რომ მათი სამუდამოდ დახუჭვის მიზეზი მე გავხდებოდი. ღმერთო! ეს რა ჩავიდინე? რა მინდოდა მისგან? ეს რატომ გავაკეთე? არასოდეს გაქრება ჩემი მეხსიერებიდან მისი შეშინებული თვალები, რომლებიც მეხვეწებოდნენ და შეწყალებას მთხოვდნენ, მე კი სასტიკად მოვექეცი და სიკვდილისთვისაც გავიმეტე. არ უნდა მიმეტოვებინა, უნდა დავრჩენილიყავი და მებრძოლა მისი სიცოცხლის გადასარჩენად.


sofkaთარიღი: სამშაბათი, 2012-03-27, 9:09 PM | შეტყობინება # 406
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
Immortal, madloba nuka chemo kargooo! zalian miyvarxaaaar! heart heart heart heart heart kiss kiss kiss kiss kiss
mee kii axali tavit xeldamshvenebuli movediii abaa happy happy happy


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

eleeთარიღი: სამშაბათი, 2012-03-27, 9:10 PM | შეტყობინება # 407

131
2  +
7  ±
   ±
Offline
sofka, vaimee ar arsebobs ar mjeraaaa :)))) vaimee rogor gamaxaree midii ra dadee :)))

sofkaთარიღი: სამშაბათი, 2012-03-27, 9:17 PM | შეტყობინება # 408
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
თავი 22

სასმელისგან გაბრუებული, ჩემს ოთახში, საწოლზე ვიწექი და ჭერს უაზროდ მივშტერებოდი, მუსიკალური ცენტრი კი ამ დროს მთელი ხმით რომელიღაც როკ-ჯგუფის “სიმღერას” უკრავდა. მძიმე როკის მოყვარული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ რატომღაც ახლა მომწონდა, თითქოს შეეფერებოდა ჩემს ახლანდელ სულიერ მდგომარეობას. ბოღმა და სიძულვილი მახრჩობდა, თავს ყველაზე საშინელ ადამიანად ვთვლიდი მთელი დედამიწის ზურგზე. ისეთი გაბოროტებული ვიყავი, რომ საკუთარი თავის თვითონაც კი მეშინოდა. სასაცილო იყო, მაგრამ ახლა მესმოდა თუ რას გრძნობდა ვიკა, როცა დიანას გულისთვის მივატოვე. ახლა ხომ მეც მიტოვებული ვარ, ფეხით გათელეს და ბოლო მოუღეს ჩემს გრძნობებს.
- ლაშააა! - კარზე ბრახუნი ამიტეხა ჩემმა დამ - კარი გამიღე! - თავი წამოვწიე და როგორღაც ადგომა და კართან მისვლა მოვახერხე. კარის გაღება და ჩემი გამწარებული დის შემოვარდნა ერთი იყო. ცენტრის ხმას დავუწიე და მერე ლიზას მოვუბრუნდი, რომელიც ოთახის შუაგულში იდგა და ისე მომჩერებოდა, როგორც შეშლილს.
- შენ სულ გადაირიე?! ახლავე გამორთე ეს უბედურება!
- საკუთარ ოთახში მუსიკის მოსმენაც აღარ შეიძლება?
- შენ ამას მუსიკას ეძახი?! - აღშფოთებულმა გაიშვირა დინამიკებისკენ ხელი, საიდანაც არა ამქვეყნიური ღრიალის ხმა გამოდიოდა. ლიზის კი ისეთი სასაცილო სახე ჰქონდა თავი ვეღარ შევიკავე და სიცილი ამივარდა
- მემგონი მართლა გაგიჟდი... თანაც ისევ მთვრალი ხარ?! შენ რა უკვე ლოთობაც დაიწყე?
- გადი ჩემი ოთახიდან!
- არა, ასე არ შეიძლება! უფლება არ გაქვს, რომ მარტო ისე მოიქცე, როგორც შენ გინდა - მის ბუზღუნს უკვე მოთმინებიდან გამოვყავდი.
- ვერ გაიგე?! გადი ჩემი ოთახიდან! - მთელი ხმით ვუღრიალე.
- შენთან ლაპარაკი შეუძლებელია, ნამდვილ გიჟს დაემსგავსე - კიდევ ერთხელ შემომიღრინა და გაბრაზებულმა გაიჯახუნა ოთახის კარი. მესმოდა როგორ ებუზღუნებოდა სასტუმრო ოთახში დედას და მამას.
- შედი და დაელაპარაკე ადამიანო! მამა არ ხარ? სულ წავიდა ეს ბიჭი ხელიდან. ჩვენ ოთახიდან გვყრის და იქნებ შენ მაინც გადაგიშალოს გული, რა ემართება არ უნდა გაიგო? - ჩხუბობდა დედაჩემიც.
- ოოო, კარგი! კარგი! გითხარი შევალ მეთქი - იყვირა მამამაც.
ცოტახანში როგორც ველოდი, კარზე ჩუმად დააკაკუნა და ხმა რომ არ გავეცი ოთახში მოპატიჟების გარეშე შემოვიდა მამაჩემი. საწოლზე წამოვჯექი და გაბუსხულმა გავხედე, იმის მოლოდინით, რომ ერთ საათიანი ჭკუა-დარიგების მოსმენა მომიწევდა. საწერი მაგიდიდან სკამი გამოსწია და საწოლთან ახლოს დაჯდა.
- არაფერს მეტყვი?
- მაინც რა გაინტერესებს? - მხრები ავიჩეჩე სულელივით.
- არ გინდა მომიყვე რა გემართება?
- არა, ნამდვილად არ მინდა ჩემი პრობლემებით დაგამძიმო - ირონიული ტონით გამომივიდა, რასაც მამაჩემი საშინლად ვერ იტანდა.
- მემგონი მშობლები იმისთვის არსებობენ, რომ შვილებს გასაჭირის დროს დაეხმარონ...
- ალბათ მართალი ხარ, მაგრამ ჩემს გასაჭირს შენ და დედა ვერ უშველით. - როგორც ჩანს შენი და მართალია... ეს სიყვარულის ბრალია -თავი ნაღვლიანად ჩავქინდრე
- ერთ კვირაში თხოვდება... მეგონა ვუყვარდი, მაგრამ მან სხვა მამჯობინა - ისევ ბოღმა და ცრემლები მომაწვა ყელში.
- ძალიან გიყვარს?
- სიცოცხლეზე მეტად!
- დრო გავა და დაგავიწყდება, დამიჯერე!
- შენ ასეთი სიყვარულის არ გჯერა არა?
- მჯერა, მაგრამ... იმისიც მჯერა, რომ დრო ყველაფის მკურნალია - ნაღვლიანად მიპასუხა და თავზე ხელი გადამისვა.
- მამა, მითხარი როგორ დავივიწყო? მისი დავიწყება მინდა! მინდა გულიდან ამოვიგლიჯო და სამუდამოდ დავივიწყო!
- მესმის შენი...
- მაშინ დამეხმარე! ხომ მითხარი შენი დახმარება მინდაო, დამეხმარე! - ჩემს სიტყვებზე რაღაც უცნაურად ჩაფიქრდა, მერე კი ჩემი სახე ხელებში მოიმწყვდია და თვალებში ჩამხედა
- ყველაფერს გააკეთებ მის დასავიწყებლად?
- ყველაფერს, რასაც მეტყვი!
- მაშინ მაგისთვის მე მარტო ერთი გზა ვიცი, თითქმის ყოველთვის ამართლებს...
- მითხარი რა უნდა ვქნა?
- მისგან რაც შეიძლება შორს უნდა წახვიდე!
- მაგაზე მეც ვიფიქრე, მაგრამ არა მგონია გაჭრას
ჩამეღიმა მის რჩევაზე, თუმცა მაინც დავფიქრდი... მართლა რომ გადავსახლებულიყავი დიდი ხნით სადმე, ახალ ცხოვრებას დავიწყებდი, ახალ ნაცნობებს შევიძენდი და შეიძლება დროთაგანმავლობაში მიმევიწყებინა ძველი სიყვარული, რომელიც ახლა სულს მიღღრნიდა.
- დამიჯერე! ეს ხერხი ყოველთვის ამართლებს
- იცი... ყველაფერს ველოდი, მაგრამ სახლიდან გაქცევას თუ მირჩევდი არ მეგონა
- უბრალოდ მინდა ტკივილისგან გათავისუფლდე, შენ ჩემი შვილი ხარ და არ მინდა ვუყურო იმას, როგორ იტანჯები.
- მაინც სად მირჩევ გაქცევას?
- ბიძაშენთან! - დაუფიქრებლად მიპასუხა, რამაც ცოტა არ იყოს დამაბნია.
- სად, ბათუმში? ეს ხომ არც ისე შორსაა?
- შეიძლება, მაგრამ როდესაც თვეობით ზღვაში მოგიწევს ყოფნა და მუშაობა, ტკივილიც გაქრება.
- თვეობით ზღვაში?! მამა გინდა, რომ მეზღვაურად წავიდე?
- ჰო, რა იყო ხომ არ გეშინია?
- არა, შენც ხომ იცი, მშიშარა არ ვარ! თანაც რისი უნდა შემეშინდეს?
- მაშინ ამირანს დავურეკავ სანამ ჯერ ქალაქშია, ვთხოვ რაც შეიძლება მალე მოგაწყოს თავის გემზე სამუშაოდ და ვნახოთ რა გამოვა.
მამაჩემი საქმიანად მიდი-მოდიოდა ოთახში, სანსამ ბიძაჩემს ელაპარაკებოდა მობილურით. მე კი უკვე ერთი სული მქონდა, როდის ჩავბარგდებოდი და გავიქცეოდი ამ ქალაქიდან, რადგან სახლიდან გავიდოდი თუ არა ყველგან მის მოჩვენებას ვხედავდი.
- ამ საღამოს პასუხს მეტყვის - მითხრა, როცა ლაპარაკი დაასრულა - ხომ არ გადაიფიქრებ?
- არა! მაგრამ დედა ნამდვილად გადაირევა
- დედაზე არ იდარდო! მთავარია შენ იყო ძლიერი - გამიღიმა და მხარზე ხელი მომიჭირა.

- როგორ?! სულ გადაირიეთ?! - შეიცხადა დედაჩემმა, როგორც კი ახალი ამბავი ვაცნობეთ სადილობისას. - ამდენი იმისთვის ვიწვალეთ, რომ ბოლოს საცოდავი მეზღვაური გამხდარიყავი? არა! ამას არ დავუშვებ!
- თამარ! გეყო ისტერიკა! ჩვენი შვილისთვის როგორც აჯობებს ისე უნდა მოვიქცეთ...

- შენ ფიქრობ, რომ ეს ჩვენ შვილს არგებს?
- ახლა ასეა საჭირო, იმუშავებს და კაცად იქცევა.
- ესე იგი გარბიხარ არა? მხდალი ყოფილხარ, მე კი ძლიერი მეგონე - გაბუსხულმა გადმომხედა ლიზამ - შენ კი ვერ ყოფილხარ კარგი მრჩეველი მამა! თუ გინდა, რომ კაცად იქცეს და რამეს მიაღწიოს ცხოვრებაში ბრძოლა უნდა ასწავლო და არა გაქცევა - იმედ გაცრუებულმა შეუბღვირა მამას და სამზარეულოდან გავიდა. ლიზას სიტყვებმა აშკარად დააფიქრა მამა, რადგან ხმა არ გასცა და თავი ჩუმად დახარა. ალბათ მის სიტყვებში სიმართლეს ხედავდა და ამიტომაც არ გაუჯავრდა ჩემს დას თავხედურ შენიშვნაზე.
- კი მაგრამ ხომ არ გავიწყდება, რომ ხელის ტრამვის გამო მძიმე სამუშაო არ შეიძლება მისთვის? - ისევ გააგრძელა თამარმა.
- დედა დაწყნარდი, მე ყველაფერს შევძლებ! - მოვეხვიე აღელვებულ დედაჩემს.
- ამირანს გავაფრთხილებ, რომ ძალიან არ გადაგტვირთოს შენი ხელების გამო - თვალი ჩამიკრა მამამ.

სადილის მერე ისევ ჩემს ოთახში განვმარტოვდი ფიქრებთან და ამჯერად უკვე ფორტეპიანოსთან ერთად. რაღაც სევდიანი მელოდია ამეკვიატა ერთ-ერთი ფილმიდან და როცა ვუკრავ ყოველთვის მამშვიდებს. ამასობაში კი ისე მოსაღამოვდა ვერც კი მივხვდი. ფორტეპიანოს თავზე საათის ისრები, უკვე 7- ს აჩვენებდა და გამიკვირდა ბიძაჩემმა აქამდე რომ არ დარეკა. კაკუნი შემომესმა და დაკვრა შევწყვიტე... მერე კარი ფრთხილად გაიღო და ოთახში ჩემმა დამ შემოიხედა.
- შეიძლება?
- შემოდი! როდის აქეთ კითხულობ შემოსვლა შეიძლება თუ არა ამ ოთახში? - გავუცინე და ისიც მაშინვე ჩემს გვერდით საკამზე დასკუპდა.
- დაკვრა რატომ შეწყვიტე?
- მგონი ხელი შემიშალეს
- ოჰ! უკაცრავად, ბოდიში - ვითომ მორცხვად მითხრა და თავი მხარზე ჩამომადო - კიდევ დაუკარი რა, მომწონს ეს მელოდია...
თხოვნაზე უარი არ მითქვამს და დაკვრა გავაგრძელე... ახლა ისე ვიჯექით ერთმანეთის გვერდით, თითქოს ცოტახნის წინ არც კი გვეკამათოს. გამეღიმა... ალბათ ცხოვრების ბოლომდე ასე ვიქნებით მე და ჩემი პატარა, სულელი დაიკო. რომ წარმოვიდგინე დიდიხნით წასვლა მიწევდა და კარგა ხანს ვერ ვნახავდი გული ჩამწყდა. ამ ბოლო პერიოდში კი იმასაც მივხვდი, რომ მას ყველაზე კარგად ესმოდა ჩემი და ჩემი ტკივილის. იმასაც ვხვდებოდი, რომ ჩემი წასვლით დედაზე და მამაზე მეტად მას ვატკენდი გულს და ჩემი გვერდში დგომა, როგორც ძმის და მეგობრის მასაც ძალიან სჭირდებოდა. უეცრად დაკვრა შევწყვიტე და მოვეხვიე, ცრემლებს ვერ მოვერიე...
- არ იდარდო! მე ყოველთვის შენთან ვიქნები, სადაც არ უნდა იყო! - გამიღიმა და ნაზი თითებით ცრემლები მომწმინდა.
- ძალიან დამაკლდება შენი წიკვინი ხომ იცი? - ორივეს გაგვეცინა.
- მე კიდევ შენი კონტროლი
- მაგაზე არ იდარდო, იქიდანაც გაგაკონტროლებ იცოდე! - ცალი წარბი ავწიე სიმკაცრის ნიშნად.
- ხო... მართლა, კონტროლზე გამახსენდა... რაღაც მაქვს მოსაყოლი
- აბა გისმენ!
- ამ ბოლო დროს არც ისე კარგად მაკონტროლებ შენი პრობლემების გამო და რაღაც გავარკვიე...
- ლიზა! ამოღერღე, რა ჩაიდინე?
- ეს ვიკას ეხება და კიდევ...
- ვიკას? ოღონდ მაგ სახელს ნუღარ მიხსენებ!
- სამწუხაროდ არ გამოვა, ეს აუცილებლად უნდა იცოდე რადგან ის გარეულია ამ საქმეში და კიდევ ერთ ადამიანს ეხება...
- ვის?
- სერგის... ერთი კვირის წინ ვიკამ ინსტიტუტში მომაკითხა და მეხვეწებოდა ლაშას დაბრუნებაში დამეხმარეო.
- ეგ არც მიკვირს, მაგრამ სერგი რა შუაშია?
- ყველაფერს აგიხსნი! მოკლედ, მე რა თქმა უნდა ვიკას უარი ვუთხარი დახმარებაზე, ის კი საშინლად გაბრაზდა და დამემუქრა თუ არ დამეხმარები, შენზე საშინელ ხმებს გავავრცელებ ინსტიტუტში და შენს მეგობრებთანო.
- რა?!
- მე რა თქმა უნდა ვუთხარი არ მეშინია შენი მეთქი! მან კი მითრა, რომ ჭორის გავრცელება, თითქოს ყველა მეორე ბიჭთან ვწვებოდი, არც მაშინ გასჭირვებია და თუ დასჭირდებოდა, არც ეხლა გაუჭირდებოდა ამის გაკეთება - სიბრაზისგან მთელი სხეული დამეჭიმა და გამწარებულმა კლავიატურას მუშტი დავცხე
- მოვკლავ მაგ კახპას! პასუხს ვაგებინებ!
- ლაშა გეხვეწები დაწყნარდი! თან ყველაფერი არ მითქვამს და მომისმინე! - კიდევ რა ჩაიდინა მაგ შეშლილმა?!
- რა და... მეილზე სასიყვარულო წერილებსაც ის მიგზავნიდა სერგის სახელით, მოკლედ ყველაფერი ისე მოაწყო, რომ დამნაშავე სერგი მგონებოდა.
- მაგ გადარეულის გამო, თითქმის მკვდარი მოგაბრუნეთ იმ ქვეყნიდან, ლამის შევიშალე ჭკუიდან შენს ოთახში წამლისგან გათიშული რომ გიპოვე. ეგ ქალბატონი კი საავადმყოფოში ისე მოვიდა, ვითომ და ჩემს სანუგეშებლად, სინდისმაც არ შეაწუხა...
- ახალა ამის გახსენება აღარ ღირს! - სახე უსიამოვნოდ დაემანჭა, რადგან ამ თემაზე საუბარს გაურბოდა.
- კი მაგრამ ეს რაში დასჭირდა?
- ჩემი გამწარება უნდოდა და მშვენივრად გამოუვიდა
- ასეთი რა დაუშავე?
- ისეთი არაფერი, უბრალოდ ინსტიტუტში ერთ ლექტორთან რაღაც ინტრიგებს ხლართავდა და ჩემი დახმარება სჭირდებოდა. ის ბიჭი, უფრო სწორად ლექტორი ნიშანს არ უწერდა და მისთვის შანტაჟის მოწყობა სურდა, ამისთვის ჩემი გამოყენება გადაწყვიტა
- შენი?!
- ხო, იმ ბიჭს მოვწონდი და ერთხელ კაფეშიც დამპატიჯა, ვიკამ კი ისარგებლა და სურათები გადაგვიღო...
- შენ რა სულ გაგიჟდი?! ახალგაზრდა ლექტორთან გააბი რომანი?!
- არა ლაშა, ეს როგორ იფიქრე?! უბრალოდ კაფეში ვიკას ვუცდიდი და შემთხვევით შევხვდით, თავის მაგიდასთან მიმიპატიჟა, ყავაზე დამპატიჟა... ვიკამაც დაგვინახა და რამდენიმე სურათი გადაგვიღო. თუ ნიშანს არ დაუწერდა, იმ სურათებით აპირებდა მის დაბეზღებას და სამსახურიდანაც დაითხოვდნენ ამის გამო. ეს რომ მითხრა ტელეფონი მოვპარე და სურათები წავშალე, ამაში ხელს ნამდვილად ვერ შევუწყობდი, ხომ გესმის?
- მე რატომ არაფერი მითხარი?
- არ ვიცი... ალბათ შემეშინდა, რომ ვიკას ტყუილებს დაიჯერებდი და იფიქრებდი, რომ მართლა რომანი მქონდა იმ ლექტორთან. მერე კი სერგიც გამოჩნდა და მთლიანად მასზე გადავერთე, ვიკას კი ახლოსაც აღარ ვეკარებოდი.
- ახლა ვხვდები რატომ არ გსიამოვნებდა მას რომ ვხვდებოდი... მე კიდევ ნამდვილი იდიოტი ვარ! მიკვირდა, თქვენ ხომ ყოველთვის მეგობრობდით და ვერ ვხვდებოდი, რატომ იყავი წინააღმდეგი ჩვენი ურთიერთობის? თურმე ნამდვილ გიჟთან მქონია საქმე
- ლაშა, კიდევ რაღაცაში უნდა გამოგიტყდე...
- კიდე დარჩა რამე, რაც არ ვიცი?
- ხო... იცი? სერგის ველაპარაკე და ბოდიში მოვუხადე მაშინდელი გაუგებრობის გამო...
- ეს არ უნდა გექნა! ამიხსენი იმ ტიპს რატომ შეხვდი? რაში გაინტერესებს მისი აზრი?
- ჯერ ერთი, სერგის არ შევხვედრივარ, ტელეფონით ველაპარაკე და მერე მეორეც, მისი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია - მისი ბოლო სიტყვები გულში ცუდად მომხვდა და ისეთი რამ წავიკითხე მის სახეზე, რისი გაფიქრებაც კი არ მინდოდა
- ლიზა, ძალიან გთხოვ... არ მითხრა, რომ შეგიყვარდა
- მაპატიე ლაშა, მაგრამ მე ის მიყვარს!
- არა, არა! რატომ ლიზა? ჩემს შეცდომებს რატომ იმეორებ?
- გულს ვერ უბრძანებ, ეს ჩემზე უკეთ შენ იცი
- ალბათ მართალი ხარ, მაგრამ იქნებ გგონია, რომ გიყვარს? სინამდვილეში კი უბრალოდ მის მიმართ სიმპატიები გაგიჩნდა, იმის შემდეგ რაც გაიგე, რომ ნაძირალა არ ყოფილა - ცოტა მეხამუშა ჩემი აღიარების.
- არა ლაშა, მე ის ყოველთვის მიყვარდა... მაშინაც კი, როცა დამნაშავე მეგონა, თავი ამიტომაც მოვიწამლე - ცოტა არ იყოს გამაკვირვა ამ თემას რომ შეეხო, რადგან არავის უმხელდა რატომ გააკეთა მაშინ ასეთი არჩევანი.
- ვერ გავუძელი, მეგონა უღირსი ადამიანი შემიყვარდა, რომელმაც დამამცირა და მასხრად ამიგდო... მაგრამ ვხვდები, რომ თავის მოკვლა არც ერთ შემთხვევაში არ არის სწორი გამოსავალი და ძალიან ვნანობ ჩემს მაშინდელ საქციელს. მიუხედავად ყველაფრისა სიცოცხლე მშვენიერია და ნამდვილად აღარ მინდა მისი ასე სწრაფად დასრულება! - მშვენიერ სახეზე მოულოდნელად ღიმილი მოეფინა და პაწაწინა ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე.
- მიხარია ამას, რომ მიხვდი - გავუღიმე და შუბლზე ნაზად ვაკოცე.
- შენ რას აპირებ? წასვლას მაინც არ გადაიფიქრებ?
- არა, უნდა წავიდე ლიზიკო, ყველასთვის ასე აჯობებს!
- ლაშა დარჩი და იბრძოლე ბედნიერებისთვის! ჩემგან განსხვავებით შენ შანსი გაქვს.
- შანსი ხელიდან გავუშვი დაიკო, მე ის აღარ დამიბრუნდება... თან ბრძოლის სურვილიც აღარ მაქვს, მით უმეტეს რაც სერგიზე სიმართლე მითხარი. ახლა დამშვიდებული მაინც წავალ, რომ ვიცი დიანა არაკაცს კი არა, კარგ ადამიანს მიჰყვება ცოლად.
- დიანა შენს გვერდით იმსახურებს ყოფნას! - გამეცინა მის გულუბრყვილობაზე.
- მაგრამ მე არც ისეთი კარგი ვარ
- ვერ ვხვდები ყოველთვის რატომ ცდილობ, რომ ვინმემ შენზე ცუდი იფიქროს?
- არ ვცდილობ, უბრალოდ კარგი ბიჭობა არ გამომდის - ჩემს სიტყვებზე თავი უკმაყოფილოდ გააქნია. ლაპარაკი კაკუნმა შეგვაწყვეტინა
- ხელი ხომ არ შეგიშალეთ? - ოთახში ნოდარმა შემოიხედა
- არა მამა, შემოდი - ხელის დაქნევიტ შემოიპატიჯა ლიზიკომ მამა.
- ამირანს ველაპარაკე... ერთ კვირაში ბათუმში გელოდება, გემზე მოგაწყო მეზღვაურად
- ძალიან კარგი! - კმაყოფილმა გავუღიმე და ცალი თვალით ლიზიკოს გადავხედე, რომელსაც სახე ჩამოსტიროდა.
- ლაშა იქნებ მაინც გადაიფიქრო?
- არა ლიზი, ამაზე ლაპარაკი დავამთავრე! - მკაცრად მოვუჭერი.


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[


შეტყობინება შეასწორა sofka - ოთხშაბათი, 2012-03-28, 0:06 AM

nati_cullenთარიღი: სამშაბათი, 2012-03-27, 11:20 PM | შეტყობინება # 409

400
9  +
30  ±
   ±
Offline
vaimeeeeee martlac rom nanatri taviiiiii


bella-vampireთარიღი: სამშაბათი, 2012-03-27, 11:24 PM | შეტყობინება # 410

842
83  +
   ±
Offline
vaimeee sooff ar mjeraaa ra magariaaaaaaaaa <3 ra kargia rom dadeeeee kiss
ra magari tavi iyooo. aii sheni nichierebit agfrtovanebuli vaaaarr kiss lashas sityvebze guli chamwydaaa. auuu ar wavides raaaa :XXX sergi rom iseti ar agmochnda rogoric gvegonda, cota gulic damwydaaa biggrin biggrin biggrin

sofkaთარიღი: ოთხშაბათი, 2012-03-28, 0:02 AM | შეტყობინება # 411
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
nati_cullen, mixaria rom gagaxareee happy happy kiss kiss
bella-vampire, madloba genacvaleee heart heart kiss kiss
Quote (bella-vampire)
sergi rom iseti ar agmochnda rogoric gvegonda, cota gulic damwydaaa

es personaji rogorc ki shemoviyvane mashinve mogecit minishneba, rom arc iseti cudi adamiania, rogorc erti shexedvit chanstqoo biggrin ubralod diana sheuyvarda da ra qnas? ibrzvis bichi biggrin biggrin biggrin


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

♫_Ani_♫თარიღი: ოთხშაბათი, 2012-03-28, 8:17 PM | შეტყობინება # 412

225
6  +
16  ±
   ±
Offline
soooooofooooo kiss rooooogroooo gamixardaaaaaaaa kiss maadloob kiss au ra magari iyooo :inlove:


sofkaთარიღი: ხუთშაბათი, 2012-03-29, 2:07 PM | შეტყობინება # 413
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
♫_Ani_♫, kiss kiss kiss kiss kiss dges sheizleba kide davdo axali taviii, damtavrebuli maq da ragaceebs shevasworeb wink

ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

RoB-dOdთარიღი: ხუთშაბათი, 2012-03-29, 7:47 PM | შეტყობინება # 414

572
28  +
48  ±
   ±
Offline
იიიი ჩემი ჩემი საყვარელი ფიკი ! ჯერ რაღაც მინდოდა მეთქვა შენთვის სოფ. აი ეს ფიკი სულ სულ პირველად რო დავრეგისტრირდი და ნათიამ რო მასწავლა აქ  დებდნენ მოთხრობებს(ფიკებს) პირველად ეს წავიკითხე და აი იცი რა ბედნიერი და განცვიფრებული ვიყავი,ვარ იცი? აი არ იცი(აბა დედაჩემს კითხე)სულ მუ დან ამაზე ვლაპარაკობდი...დიანა ლაშა ! ყოველთვის მაოცებდა შენი მონდომება. არ შემიძლია არ ვთქვა,გოგო ორ ბავშვს ზრდის და მაინც მაინც,ცდილობს რო მ დაწეროს,აი ამას ვაფასებ რა! მიყვარს.უზომოდ მიყვარს ეს მოთხრობა და მუდამ მემახსოვრება. ეხლა რაც შეეხება ამ თავს როგორც ყოველთვის შეუდარებელ ი იყო. ლაშაზე ეწერა სულ და ძაანაც გამიკვირდა სულ დიანას რო უთმობდი თავებს იმიტო. აუუ მინდა რო შერიგდნენ ეს საცოდავები. ლაშა რა ცოდოა! უმმმაა ააგგგგრრრეეეესსსიიიიაააა! happy happy happy

I Hate This FuCkinG Life <3

sofkaთარიღი: ხუთშაბათი, 2012-03-29, 9:15 PM | შეტყობინება # 415
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
თავი 23.

დილით ადრე ავდექი, რადგან სასწავლებელში ვიყავი წასასვლელი ლექციაზე. თუმცა მეეჭვებოდა გუშინდელის მერე, ჩემთვის სახლიდან გასვლის უფლება მოეცა ვინმეს. ჩემი “დედამთილი” ოთახიდან ოთახში დამყვებოდა, დედაჩემი სამზარეულოში საქმიანობდა, სერგი კი ერთგული ძაღლივით შემოსასვლელში მდარაჯობდა, რადგან მშვენივრად იცოდა, რომ როგორც კი ყურადრებას მოადუნებდნენ, მაშინვე სახლიდან გავიპარებოდი.
- დიანა, გენაცვალე მიდი წამოწექი შენს ოთახში და დაისვენე, ხომ არ დაგავიწყდა ექიმმა რა გითხრა?
- ვიცი ქეთი დეიდა, უნდა დავისვენო, ჩემი გადაღლა არ შეიძლება, ისევ რომ არ ჩავვარდე გუშინდელ მდგომარეობაში - ნაძალადევად გავუღიმე “დედამთილს”
- დედა დაანებე თავი, სულ ხომ არ იწვება, იქნებ გავლა-გამოვლა უნდა?
- ეჰ! სწორედ ეგ მინდა, მაგრამ ვინ მაცდის? - წავიბურტყუნე ჩემთვის.
- დიკო, არ გინდა გავისეირნოთ სადმე? კარგი ამინდია გარეთ - თვალი ჩამიკრა სერგიმ და თვალით კარისკენ მანიშნა.
- შენ ხომ არ გადაირიე?! ახლა დიანას დასვენება სჭირდება და არა გარეთ წანწალი! - თვალები დაუბრიალა ქეთიმ შვილს.
- დედა ექიმმა მაღაზიებში ხეტიალი და საქორწილო სამზადისისგან გადაღლა აუკრძალა, სუფთა ჰაერზე, შეყვარებულთან ერთად სეირნობა და დასვენება კი არა...
- რაც გინდათ ის გიქნიათ! - გაბრაზებულმა ხელი აიქნია და სამზარეულოსკენ გაბრუნდა.
-აბა წავედით? - თვალები ეშმაკურად აუციმციმდა სერგის. მეც თანხმობის ნიშნად თავი დავუკარი.
გარეთ მართლა არაჩვეულებრივი ამინდი იყო, მართალია უკვე ოქტომბრის თვე იყო, მაგრამ მზე ჯერ ისევ ათბობდა. ხმაურიანი ქუჩიდან, იქვე პარკში გადავუხვიეთ. ხელი-ხელ ჩაკიდებული მივუყვებოდით ხეებს შორის, ყვითელი ფოთლებით დაფარულ ბილიკს. დრო და დრო თვალ ვაპარებდი სეგისკენ, თვალები უციმციმებდა და ბედნიერებისგან ბრწყინავდა. მერე კი ჩემი თავის დანახვაც მომინდა... ნეტავ როგორ გამოვიყურებოდი მის გვერდით? ცოტათი ბედნიერი მაინც თუ ვჩანდი მის ფონზე? ღმერთო! როგორ მინდოდა მეც ასეთივე სიყვარულით მეპასუხა მისთვის, თუმცა იმასაც ვამჩნევდი, რომ უკვე ვეჩვეოდი და მსიამოვნებდა კიდეც მისი ყურადრება, მზრუნველობა. ჩემს თვალში თითქოს თანდათან იცვლებოდა და იმ მოსაწყენ ბიჭსაც ვეღარ ვხედავდი მასში, თავიდან რომ თავს მაბეზრებდა. თითქოს ახლა უფრო მხიარული და მაცდურიც კი გახდა, თუმცა ვერ ვხვდებოდი ამას აქამდე რატომ ვერ ვამჩნევდი მასში? იქნებ მის შეყვარებას იმდენად ვცდილობდი, რომ უკვე შემიყვარდა და ვერ ვამჩნევდი? ან მე გავხდი სერგიზე უფრო მოსაწყენი და აუტანელი ადამიანი...
- რაზე ფიქრობ?
- არაფერზე...
- შენ და არაფერზე არ ფიქრობ? არ მჯერა! შენ და ფიქრი ხომ მუდამ ერთად დადიხართ? - მხიარულად ჩაიცინა.
- იცი მართალი ხარ!
- რა, შენ და ფიქრი, რომ ერთად დადიხართ?
- არა... მე მართლა ვფიქრობდი რაღაცასზე და სალაპარაკოც მაქვს შენთან - სერიოზული ხმით ვუპასუხე და გადავწყვიტე გუშინდელი შეხვედრის მიზეზზე დავლაპარაკებოდი.
- მაშინ მოდი დავსხდეთ, რომ არ დაიღალო - იქვე სკამზე მიმანიშნა და ჩამომსვა.
- სერგი მინდა გულწრფელად მითხრა რაღაც! ცოლად რატომ მირთავ? - ჩემს კითხვაზე დაიბნა და გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა
- მაგას რა კითხვა უნდა დიანა, განა პასუხი თვითონ არ იცი? - ცოტა ნაწყენი ტონიტ მიპასუხა.
- მეგონა ვიცოდი, მაგრამ ახლა ცოტა არ იყოს გაურკვევლობაში არმოვჩნდი მას მერე, რაც გუშინ დილით გავიგე დედაშენისგან...
- დედაჩემისგან ასეთი რა გაიგე, რომ აზრი შეიცვალე ჩემზე?
- ქეთიმ მისაყვედურა იმის თაობაზე, რომ ყოველ ღამე გვიანობამდე ვლაპარაკობთ მე და შენ ტელეფონით, რაც კარგად იცი სიმართლე არ არის! - დიანა ეს აქამდეც უნდა მეთქვა, მაგრამ ვერ მოვახერხე...
- ჰოდა ახლა მითხარი, გელოდები!
- რამდენიმე დღის წინ, ლიზამ დამირეკა და...
- ლიზა ვინ არის?!
- ლაშას დამ... მოკლედ, დამირეკა და ბოდიში მომიხადა, რადგან გაარკვია, რომ უსამართლოდ მადანაშაულებდა ყველაფერში და დამნაშავე მისი ერთ-ერთი მეგობარი აღმოჩნდა, რომელმაც მასზე რაღაცის გამო შური იძია, ერთი სიტყვით ეს გრძელი ამბავია... დედაჩემმა კი სწორედ მაშინ შემომიღო ოთახის კარი ლიზას რომ ველაპარაკებოდი და ჩათვალა, რომ ეს შენ იყავი. -ხომ არ მატყუებ? - გამომცდელად მივაჩერდი.
- რას ამბობ?! რატომ უნდა მოგატყუო?
- არ ვიცი, აქამდე რომ არაფერი მითხარი, ალბათ მაგის მიზეზი გქონდა არა?
- შენ რა, ეჭვიანობ?
- ვითომ რატომ უნდა ვიეჭვიანო?! - გავბრაზდი
- კი, ნამდვილად ეჭვიანობ! - კმაყოფილებისგან სახე გაებადრა.
- უბრალოდ იმაზე გავბრაზდი, ქეთის სიმართლე, რომ დაუმალე - სასწრაფოდ ქეთიზე გადავიტანე საუბარი, რომ ისევ ჩემი ეჭვიანობა დამეფარა.
- მაპატიე... ალბათ უნდა მეთქვა, მაგრამ ხომ იცი რანაირია?
- შენ რა, გეშინია ჩემზე მეტად დედაშენმა არ იეჭვიანოს? - გაეცინა
- შენ წარმოიდგინე და კი!
- მემგონი მე და დედაშენმა როლები გავცვალეთ, ის ჩემს მაგივრად ეჭვიანობს, მე კი უსაქციელობაზე ხელს გაფარებ - თავი გადავაქნიე
- მაპატიე, რომ ჩემს გამო საყვედური მოგხვდა, ეს აღარ განმეორდება!
- სერგი ერთი რამ ეხლავე იცოდე! ტყუილს და ღალატს ვეღარ გადავიტან, ასე რომ შეეცადე გული არ მატკინო და მეც შევეცდები კარგი ცოლობა გაგიწიო.
- გპირდები, რომ ისეთს არაფერს ჩავიდენ, რაც გულს გატკენს...
სახეზე ჩამოშლილი თმა ნაზად გადამიწია ყურს უკან, მერე კი თბილი ტუჩებით ჩემს შუბლს შეეხო. მისი შეხება ისეთი ნაზი და თბილი იყო, რომ მოვდუნდი და თვალები დავხუჭე... არ ვიცი რატომ, მაგრამ მასთან თავს მშვიდად ვგრძნობდი. როცა გულზე მიმიხუტა ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ დაცული ვიყავი ყველასგან და ყველაფრისგან. ვიგრძენი როგორ შეცურდა მისი თითები ჩემს თმაში და სუნთქვაც ვიგრძენი სახეზე. თვალი არ გამიხელია და კოცნის მოლოდინში გავირინდე... მაგრამ როცა მისი ტუჩები შემეხო, მეუცხოვა და მივხვდი, რომ ის ადამიანი არ იყო, ვისი კოცნაც ყოველთვის გულს მიჩქარებდა. ხელით ფრთხილად გავწიე და მისი მკლავებიდან გამოვძვერი
- მაპატიე, არ შემიძლია
- კარგი, როგორც გინდა - განაწყენებულმა მიპასუხა - უბრალოდ მეგონა, რომ უკვე მზად იყავი ამისთვის...
- არა იცი... უბრალოდ აქ არ შემიძლია, ხომ ხვდები? ვინმე დაგვინახავს და მერე ...
- ოღონდ მაგას ნუ მოიმიზეზებ გთხოვ! განმარტოვებითაც დავრჩენილვართ სახლში და მაშინაც თავი აგირიდებია. დიანა ამჩევ, რომ სულ გამირბიხარ? - არ გაგირბივარ, უბრალოდ ჯერ არ შემიძლია
- აბა როდის? ერთ კვირაში ჩემი ცოლი უნდა გახდე და კოცნის უფლებასაც არ მაძლევ - ჩემთვის ამ თემაზე მასთან ლაპარაკი, ნამდვილად არ იყო იოლი, რადგან თავს ისედაც ცუდად ვგრძნობდი იმის გამო, რომ მისგან კოცნის მცდელობას ყოველთვის გავურბოდი.
- დიანა, ჩემი ცოლობა ნამდვილად გინდა?
- შენ თუ არ გადაიფიქრე მე... მინდა - თავხედურად მოვიტყუე და უხერხულად გამეღიმა.
- ხომ იცი? ყოველთვის ვამჩნევ როცა მატყუებ
- არ გატყუებ! - ისევ ურცხვად გავუღიმე, მან კი ჩემი სახე ხელებში მოიმწყვდია და თვალებში ჩამხედა
- ერთი რამ იცოდე! ძალიან მიყვარხარ, მაგრამ თუ ოდნავ მაინც გეპარება ეჭვი იმაში, რომ ოდესმე ჩემს შეყვარებას შეძლებ, აჯობებს ეხლავე დავშორდეთ, რადგან ჩვენი ქორწინების პირველივე დღიდან ვეღარ ავიტან, ისევ შენი ძველი სიყვარულის აჩრდილთან ბრძოლას.

სახლში შუადღისას დავბრუნდით. მისაღებ ოთახში დედაჩემი, ქეთი, ეკა და ანუკი ყავას მიირთმევდნენ. მამაჩემიც მოსულიყო ჩემი ამბის გასაგებად და ალბათ ქალებისთვის ჭორაობაში ხელი, რომ არ შეეშალა სამზარეულოში განმარტოვებით სიგარეტს ეწეოდა. ჩვენი სახლში შემოსვლა არ გამოჰპარვია ქეთის და მაშინვე ღიმილით შემოგვეგება
- მოხვედით ბავშვებო?
- გამარჯობა! - ეკას და ანუკის თავაზიანად გაუღიმა სერგიმ - ჩვენ კი დავბრუნდით, მაგრამ დედა! ჩვენი წასვლის დროა, საქმე გავაქვს - მიუბრუნდა ქეთის.
- კარგი დედიკო, პალტოს ჩავიცმევ და წავიდეთ, აბა კარგად იყავით გოგოებო, გაცილება არ გვინდა! - ხელით ანიშნა დედაჩემს, როცა ადგილიდან წამოდგომა დააპირა.
- სერგი! საღამოს ხომ მოხვალ? - გასვლის წინ დავედევნე.
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა ნაწყენმა - გინდა რომ მოვიდე?
- კარგი რა, ნუ მებუტები, ხომ იცი, რომ მინდა!
- კარგი მაშინ ერთი პირობით! - ისევ ეშმაკურად აუციმციმდა თვალები
- მთხოვე რაც გინდა!
- ამ საღამოს შენი კოცნის მოპარვის უფლება უნდა მომცე...
- ქურდბაცაცები ქურდობის წინ ნებართვას როდის აქეთ იღებენ?
- ესე იგი ეს თანხმობად ჩავთვალო? კარგი! - ფართოდ გაეღიმა და კმაოფილი სახით მიბრუნდა კარისკენ. ისეთი სახე ჰქონდა, რომ ჩემი ხუმრობით ნათქვამი მართლა სერიოზულად მიიღო და თან ამით იმედიც კი მიეცა.
- არა სერგი! შენ რაღაც ვერ გაიგე! - სადარბაზოში უკან მივყევი.
- შენ უკვე დამთანხმდი, ასე რომ საღამომდე! - თვალი ჩამიკრა და კიბეებზე ხარხარით დაეშვა.
- ჯანდაბა! ვინ მექაჩებოდა ენაზე? - სახლში შესულმა ჩემი ოთახის კარი მივიჯახუნე.
- დიანა რა გჭირს? - შეშინებული ხმით მკითხა ჩემს საწოლზე მოკალათებულმა ანუკიმ.
- სულელი ვარ და ის მჭირს
- სერგის ეჩხუბე?
- არა, მაგრამ ამ საღამოს ნამდვილად ვიჩხუბებთ თუ რამეს არ მოვიფიქრებ. - ასეთი რა ხდება?
- წარმოგიდგენია? ჩამაჯინდა კოცნის უფლებას რატომ არ მაძლევო?
- დედაა! ეს როგორ გაკადრა?! - დამცინა ანუკიმ - შენ მართლა სულელი ხარ, თუ თავს ისულელებ?
- ანუკ, ახლა შენც არ დაიწყო გთხოვ!
- დიანა ის რამდენიმე დრეში შენი ქმარი გახდება და მერე რაღას მოიმიზეზებ? როდემდე უნდა გააგრძელო მასთან უკარებას თამაში?
- შენც ხომ იცი, რომ არ ვთამაშობ? არ შემიძლია, თავს ვერ ვერევი
- ეჰ! მეგობარო, ცუდადაა შენი საქმე - თავი გადააქნია უკმაყოფილოდ.
- იქნებ ამ საღამოს მაინც შევძლო მისი კოცნა?
- კარგი! სცადე, მაგრამ მეეჭვება რამე გამოგივიდეს, თუ ისევ ლაშას კოცნაზე იფიქრებ - მისი სახელის გაგონებაზე ჩემმა გულმა ისევ გამალებით დაიწყო ცემა.
- ძალიან გთხოვ, მისი სახელიც აღარ ახსენო!
- კარგი, მაგრამ ამით ვერაფერს მიაღწევ... შენ ის ისევ გიყვარს დიანა და აჯობებს თუ არ გათხოვდები, რადგან სერგის შეყვარებას ვერ მოახერხებ და არ მინდა უარესად დატანჯული გნახო.
- სიმართლე გითხრა ამაზე მეც ბევრს ვფიქრობ, მაგრამ ჩემს უკან დახევას რა აზრი აქვს?
- სულელო! ის აზრი აქვს, რომ შენი სიყვარული ადრე თუ გვიან ლაშასთან დაგაბრუნებს.
- არა ანუკი! ლაშა იმ ადამიანის აჩრდილიც კი აღარ არის მე რომ შემიყვარდა. უფრო მეტიც! ასე მგონია ის კეთილი და სათნო ბიჭი ჩემი გამოგონილი იყო - გული ჩამიწყდა, ჩვენი ბოლო შეხვედრა რომ გამახსენდა.
- რას ამბობ? ის ხომ ნანობდა თავის საქციელს? დაგავიწყდა როგორ გთხოვდა პატიებას?
- დამიჯერე ანუ, ის ახლა ყველაზე ბოროტი ადამიანია ვინც მე მინახავს.
ეს არავისთვის მითქვამს, მაგრამ გუშინ სანამ მხედველობას დავკარგავდი, კაფეში შემთხვევით შევხვდი ლაშას... ვილაპარაკეთ და სიმართლე გითხრა ასე ძალიან თუ ვძულდი არ მეგონა
- ვის ლაშას?! შენ?! მაპატიე, მაგრამ ვერასდროს დავიჯერებ, რომ ლაშას სძულხარ
- გინდა დაიჯერე, გინდ არა! მაგრამ ისეთი სიძულვილით მიყურებდა და მელაპარაკებოდა, რომ ცუდად გავხდი და გამოვიქეცი...
- ახლა არ მითხრა, რომ ამის გამო დაგემართა მხედველობაზე პრობლემები
- გუშინ ექიმს გასინჯვის დროს ძალიან გაუკვირდა და აღნიშნა, რომ გარეგნულად ჩემი თვალები ჯანმრთელია და არაფერი სჭირს. თუმცა მერე როცა ვკითხე შეიძლებოდა თუ არა ეს ფსიქოლოგიურ სტრესს გამოეწვია, მითხრა რომ სხვა ეჭვი არც გასჩენია და ეს ნამდვილად ნერვულ სისტემასთან იყო დაკავშირებული, ამიტომაც ამიკრძალა ემოციურად დატვირთვა და როცა ვუთხარი ერთ კვირაში ქორწილი მაქვს მეთქი, მირჩია კარგს იზავთ თუ ცოტახნით დგადადებთო.
- მერე? ქორწილი მართლა გადადეთ?
- არა, სერგის კი უნდოდა, მაგრამ მე უარი ვუთხარი და ძლივს დავიყოლიე, თანაც უკვე ყველაფერი მზად არის და მაინც ვეღარაფერს შეცვლიდა.
- დიანა შენ ფიქრობ, რომ ეს ისევ ლაშას ბრალი იყო მაშინდელივით?
- არც კი ვიცი რა ვიფიქრო ანუ... მაგრამ ერთ რამეს კი მივხვდი, თვალ ახელილს მასთან ბედნიერება არასდროს მეღირსება, რადგან როცა ვნახულობ ყოველთვის უბედურება მემართება.
- მე კი ერთი კითხვა მაქვს იმ შენს ექიმთან და როცა ვნახავ აუცილებლად ვკითხავ!
- მაინც რა გაინტერესებს? ტვინზე მკურნალობა ხომ არ მჭირდება შემთვევით? - ხუმრობით ვუთხარი და ორივეს გაგვეცინა.
- ჰოო, ისე ეგეც არ გაწყენდა, მაგრამ მე ერთ მთავარ კითხვას დავსვამდი შენს ადგილას... შეიძლება ადამიანი ისე შეგიყვარდეს, რომ დაბრმავდე?
- ანუ სიყვარულით თუ შეიძლება დაბრმავდეს ადამიანი? - მისმა კითხვამ დამაფიქრა, რადგან ასეთი რამ აზრადაც არ მომსვლია
- ჩემს შემთხვევაში ალბათ ყველაფერი შესაძლებელია...


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

sofkaთარიღი: ხუთშაბათი, 2012-03-29, 9:16 PM | შეტყობინება # 416
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
RoB-dOd, usayvarlesi adamiani xaaar! miyvarxar zaliaaaan! heart heart heart heart heart heart kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss

ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

bella-vampireთარიღი: ხუთშაბათი, 2012-03-29, 10:07 PM | შეტყობინება # 417

842
83  +
   ±
Offline
au, auu, sof ra kargiaaaaa. dzalian, dzalian momwoonss love uunichieresooooo kiss aii yochag raa, ase male dawera rogor moaxerxe? amdeni saqme gaqvs da mainc wer da gvasiamovneeeeb kiss madloba amistviisss :** imedia diana chkuaze mova da chashlis qorwils sanam lasha wavaaa:XX sergii nervebs mishliiisss biggrin soof kidev bevri dagrcha dasaweri?

Immortalთარიღი: პარასკევი, 2012-03-30, 0:38 AM | შეტყობინება # 418
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
sofka, ისეთი კარგი დღე მქონდა.. ვიფიქრე შევალ, კიდევ ერთხელ გადავხედავ ბოლო თავს მეთქი და აი.. ახალიც დამხვდა <3 კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა, რომ ასეთ ბედნიერებას გვანიჭებ :*:*:* არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ და ძალიან მიყვარხარ <3
რა კარგი თავი იყო. ზუსტად მიგვახვედრე რას გრძნობს დიანა... მაინც ლაშა უყვარს და ის სულ სხვა არის მისთვის, როგორც არ უნდა დააჯეროს თავისი თავი რომ სერგის მიმართ რაღაც გრძნობა აქვს.
- მე კი ერთი კითხვა მაქვს იმ შენს ექიმთან და როცა ვნახავ აუცილებლად ვკითხავ!
- მაინც რა გაინტერესებს? ტვინზე მკურნალობა ხომ არ მჭირდება შემთვევით? - ხუმრობით ვუთხარი და ორივეს გაგვეცინა.
- ჰოო, ისე ეგეც არ გაწყენდა, მაგრამ მე ერთ მთავარ კითხვას დავსვამდი შენს ადგილას... შეიძლება ადამიანი ისე შეგიყვარდეს, რომ დაბრმავდე?
- ანუ სიყვარულით თუ შეიძლება დაბრმავდეს ადამიანი? - მისმა კითხვამ დამაფიქრა, რადგან ასეთი რამ აზრადაც არ მომსვლია
- ჩემს შემთხვევაში ალბათ ყველაფერი შესაძლებელია...
ეს ხომ შეუდარებელი ნაწილი იყო! აღფრთოვანებული დავრჩი <3



sofkaთარიღი: პარასკევი, 2012-03-30, 2:03 AM | შეტყობინება # 419
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
bella-vampire, saqme martla ar maklia am bavshvebis xelshi, mara dro vixelte gushin da es tavic davamtavre smile imedi maqvs kargi gamovida, verc gadavamowme wesierad ra davwere shy magram mainc davde, isedac didxans galodinebt xolme sad damtavrebit ki albat 3 an 4 tavi damrcha, tu chavetie biggrin

ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

sofkaთარიღი: პარასკევი, 2012-03-30, 2:11 AM | შეტყობინება # 420
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
Immortal, vaime gogo zustad mag moments, shen rom ase mogewona gamis 3 saatze vwerdi, mezineboda magrad da ase megona ragac abdaubda davweretqo , shen warmoidgine washlac ki davupire biggrin mara mere gadavifiqre da dilit rom gadavikitxe memgoni wasashleli ar aritqo gavifiqre biggrin biggrin

ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[
ძებნა: