ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
სიყვარულით დაბრმავებული

sofkaთარიღი: ხუთშაბათი, 2010-10-14, 9:18 PM | შეტყობინება # 1
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline

პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "რომანტიკის დედოფალი-ავტორი".

სახელწოდება: სიყვარულით დაბრმავებული
ავტორი: sofka
ბეტა: არ მყავს
დისკლეიმერი: გმირებზე უფლებები მეკუთვნის მე
რეიტინგი: G (General)
ჟანრი: (Angst) (Romance) (Drama)
სამარი: ეს ისტორია ერთ საოცრად ნიჭიერ გოგონაზეა, რომელსაც სახელად - დიანა ჰქვია. ის ბავშვობიდან ოცნებობს პიანისტობაზე, რაც ნაწილობრივ აუხდა კიდეც. სწავლობს მუსიკალურ სასწავლებელში და აქვს დიდი წარმატებები, თუმცა მოულოდნელად მის ცხოვრებაში ჩნდება პიროვნება, რომელიც ხელს უშლის მისი ოცნების განხორციელებას და მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის...
სტატუსი: წერის პროცესშია

თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 18

თავი 17

თავი 1.

ცრუმორწმუნე არ გახლავარათ და არც შავი კატის მეშინია, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: თუ დილა უსიამოვნებებით დაიწყო მორჩა, უმჯობესია საერთოდ არ გავადგა ფეხი სახლიდან, თორემ საღამომდე ერთი-ორჯერ ტირილს თავისუფლად ვასწრებ. ის დილაც თითქოს უმნიშვნელო ინციდენტით დაიწყო, თუმცა ის დღე ალბათ არასდროს დამავიწყდება, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება მთლიანად თავდაყირა დადგა. მოკლედ ყველაფერი ასე დაიწყო:
დილით ადრე ავდექი, ვისაუზმე და პიანინოს მივუჯექი, რომ ნაწარმოებები გამემეორებინა. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ერთხელაც კონსერვატორიის დიდ სცენაზე დავუკრავდი ორკესტრთან ერთად და ცნობილი პიანისტიც გავხდებოდი. აი ეს მნიშვნელოვანი დღეც დადგა! მართალია კონსერვატორიაში არ მქონდა კონცერტი და მუსიკალურ სასწავლებელში, პატარა სცენაზე უნდა დამეკრა, მაგრამ მნიშვნელოვანი იმით იყო, რომ კონსერვატორიიდან სპეციალური ჟიური ჰყავდათ მოწვეული. ერთ თვეში კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტი იგეგმებოდა და სწორედ ამ კონცერტისთვის, სხვადასხვა მუსიკალური სასწავლებლიდან მოსწავლეებს არჩევდნენ. მეც შანსი მომეცა და ხელიდან გაშვებას ნამდვილად არ ვაპირებდი. ვიღაცამ ზარი დარეკა და ოცნებებიდან მიწაზე დავეშვი.
_ დედა! სად იყავი? _ გაოცებულმა შევიცხადე, როცა კარი გავაღე და დაღლილი დედაჩემის სახე დავინახე.
_ გასაღები დამრჩა, ხომ არ გაგაღვიძე?
_ რას ამბობ? ამ დრომდე რა დამაძინებდა, დღეს ისეთი დღე მაქვს! _ ცელოფნის პარკი გამოვართვი და ინტერესით შევათვალიერე.
_ გახსენი! იმედია მოგეწონება და მთელი დილა ტყუილად არ ვირბინე ამის გულისთვის _ ამოიოხრა და სავარძელში უღონოდ მიესვენა.
_ რა არის? _ ეშმაკურად გამეღიმა და ცელოფანში ჩავიჭყიტე. რაღაც იასამნისფერ ნაჭერს მოვკარი თვალი და მივხვდი
_ დედა! კაბა მიყიდე? სად იშოვე? _ აღტაცებულმა ავიტაცე ღია იასამნისფერი ატლასის კაბა ხელში და სარკესთან გავიქეცი.
_ დაწყნარდი! უბრალოდ თანამშრომლისგან ვითხოვე, მისი შვილისაა, გუშინ შემომთავაზა და მეც უარი არ ვუთხარი. მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა შენთვის _ დამნაშავესავით ჩაღუნა თავი.
_ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? Mმთავარია კაბა მაქვს და სიურპრიზიც გამოვიდა!
_ მაშინ მიდი! ჩაქარა მოიზომე, მგონი ზომაში არ შევმცდარვარ. _ სასწრაფოდ გადავიცვი ნანატრი კაბა და დედას წინ დავბზრიალდი.
_ აბაა? როგორია?
_ დიანააა! რა ლამაზი ხააარ!
_ მართლა დეე? _ დავიმორცხვე და სარკესთან მივედი, რომ დავრწმუნებულიყავი _ მართლა ფიქრობ, რომ მიხდება?
_ არაჩვეულებრივია! გეგონება პირდაპირ შენს ტანზეა შეკერილი _ აღფრთოვანებას ვერ მალავდა დედა.
_ ხოო? მე კი მგონია, რომ ძალიან ზუსტად მაქვს და ცოტა მიჭერს კიდეც.
_ უბრალოდ ნერვიულობ და რაღაცეები გეჩვენება _ თავი გააქნია და ღიმილით შემათვალიერა _ თან იასამნისფერი ძალიან გიხდება, მწვანე თვალებს კიდევ უფრო ლამაზად გიკვეთავს.
_ ესეიგი კაბა მიხდება, ახლა მხოლოდ ის დამრჩა, რომ ყველაზე კარგად დავუკრა.
_ დაუკრავ კიდეც! ისე დაუკრავ, რომ იქნებ ხვეწნაც კი დაგიწყონ, კონსერვატორიაში გააგრძელე სწავლაო, ააა? _ ეშმაკურად გამიცინა და ცხვირზე თითი ჩამომკრა. _ ყველაფერი კარგად იქნება, მოდი ეხლა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ კარგი? _ მივხვდი რაც იგულისხმა და მორჩილად დავუკარი თავი.
_ ესეიგი, მხრებში გაიმართე! _ მე მისი სიტყვების შესრულებას შევუდექი _ გამოდიხარ, თავს უკრავ მაყურებელს, მერე სკამს ასწორებ როიალთან, ღრმად ჩაისუნთქე... და დაიწყე _ ბოლო სიტყვების მერე ხელები ავწიე, ინსტრუმენტისკენ გადავიხარე, რომ დაკვრა დამეწყო და ამ დროს... ზურგზე კაბის გახევის ხმამ ადგილზე გაგვყინა, მეც და დედაც. ერთი წუთის მანძილზე მე და დედა ჩუმად ვიჯექით და ერთმანეთს იმედგაცრუებულები შევყურებდით.
_ არაუშავს, რამეს მოვიფიქრებ _ მამშვიდებდა დედა _ მოდი გავკერავ, ისე, რომ არც შეემჩნევა. ან სულაც რამე მოსაცმელს მოვძებნი... მოიცმევ და ვერავინ შეგამჩნევს, რას იტყვი?
_ არა დეე, არ გინდა. სხვა რამეს მოვძებნი და იმით წავალ.
_ რას ამბობ! ძველი კაბა უნდა ჩაიცვა?
_ დედა, დამშვიდდი, არაფერია. ისედაც უხერხულად ვგრძნობდი ამ კაბაში თავს და მირჩევნია ძველი ჩავიცვა. თანაც უბრალო კონცერტი იქნება და რა მნიშვნელობა აქვს რას ჩავიცმევ. აი! როცა ცნობილი პიანისტი გავხდები და კონსერვატორიაში მექნება ხოლმე კონცერტები, ასეთი კაბა ათასობით მექნება.
_ ხოო, ოცნება კარგია, მაგრამ ასე ვეღარ ვიჯდებით... რაღაც უნდა მოვძებნოთ _ დედა ერთხანს ჩაფიქრდა, მერე კი რაღაც გაახსენდა და სახე იმედიანად გაუნათდა _ გამახსენდა! ვიცი რაც უნდა ჩაიცვა!
_ რა?
_ რა და, ჩემი იღბლლიანი კაბა, რომლითაც კონსერვატორიის კონცერტზე გამოვედი. _ პატარა ბავშვივით აცქმუტდა.
_ რას ამბობ დეე, ის ნაცრისფერი კაბა?
_ მართალია ცოტა ძველმოდურია, მაგრამ სამაგიეროდ ბედნიერების და წარმატების მომტანი იქნება შენთვისაც.
_ ხოო, მაგრამ გრძელი მექნება, შენ ხომ ჩემზე მაღალი ხარ... _ პირდაპირ უარს ვერ ვეუბნებოდი, მისი წყენინება არ მინდოდა და ამიტომ ბოლო იმედსღა ჩავებღაუჭე.
_ მერე ეგ რა პრობლემაა, შევკეცავ და ისე დავლამბავ, რომ არ ჩამოგეშალოს. აი ნახე! ყველაზე ლამაზი და წარმატებული იქნები დღეს! _ ისეთი ბედნიერი და მეოცნება გამოხედვა ჰქონდა, რომ უარის თქმით ვერ ვატკენდი გულს, ის ხომ ჩემთვის ამდენს წვალობდა. ჰოდა, გადავწყვიტე წინააღმდეგობა აღარ გამეწია. სკამზე შემაყენა, თითონ კი ნემსით და ძაფით კაბის შეკეცვას შეუდგა. ერთ ადგილას დიდხანს დოგმა აღარ შემეძლო და ცქმუტვა დავიწყე. ტელევიზორში რომელიღაც ჯგუფის კლიპი გადიოდა და მუსიკის რიტმს ავყევი.
_ დიანა! ნუ ცქმუტავ, თორემ ნემსი შეგერჭობა
_ მალე მორჩები?
_ კი, უკვე ვამთავრებ. _ მე კი სიმღერის მოსმენა გავაგრძელე. როგორც კი კაბის კერვას მორჩა, სკამიდან ჩამოვხტი და სარკესთან მივირბინე. შეხედვაც კი არ მინდოდა, თავი ყველაზე მახინჯი არსება მეგონა ამ კაბაში. შიშით შევათვალიერე ჩემი ორეული სარკეში და ცოტა დავწყნარდი, არც ისეთი ულამაზო იყო ეს კაბა, როგორც მეჩვენებოდა. უბრალოდ, ცოტა ძველმოდური იყო, თორემ ისე რას ვერჩოდი. მოკლედ, ჩემი წასვლის დროც მოახლოვდა. როგორი დასანანიც არ უნდა ყოფილიყო დედა დღეს ვერ მომყვებოდა კონცერტზე სამსახურის გამო და ამის გულისთვის ათასჯერ მაინც მომიხადა ბოდიში. სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა და მთელი დღე იქ უწევდა ყოფნა, თან ისეთი აუტანელი დირექტორი ჰყავდა, არც გაანთავისუფლებდა. ამის გამო ძალიან ღელავდა, ჩემზე მეტადაც კი. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, დედაჩემი ჩემგან განსხვავებით გამოუსწორებელი ცრუმორწმუნეა. მართალია მე მის რიტუალებზე ყოველთვის მეცინებოდა, მაგრამ ამჯერადაც გული არ დავწყვიტე და მორჩილად შევასრულე მისი თხოვნა.Gგასვლისწინ მარჯვენა მხრის მიმართულებით სამჯერ დამატრიალა, მერე შუბლზე მაკოცა და წარმატება მისურვა. აი ასე გამომისტუმრა სახლიდან. სასწავლებელი ჩემი სახლიდან რამდენიმე კვარტლის იქით იყო. დრო ნახევარი საათი მქონდა, ამიტომ ფეხით წასვლა ვარჩიე.
ქუჩაში ნაწვიმარი იყო, ჰაერში კი ჭადრის და აკაციის ყვავილების სუნი ტრიალებდა. ხარბად შევისუნთქე ჰაერი და ვიგრძენი, როგორ დამახვია თავბრუ გაზაფხულის სასიამოვნო სურნელმა. თავი რაღაც უცნაურად, ბედნიერად ვიგრძენი. ქუჩას მივუყვებოდი და ხეების სიმწვანით ვტკბებოდი. ყველაფერი ირგვლივ ისეთი ლამაზი მეჩვენებოდა, მიკვირდა კიდეც აქამდე ამას რატომ ვერ ვამჩნევდი. გზაზე გადავდიოდი, როცა უეცრად კატის კნავილის ხმა შემომესმა, დაბლა დავიხედე და რას ვხედავ: პატარა, მობუზული და შეშინებული კნუტი შუაგზაზე მოკუნტულა და საცოდავად კნავის. გულმა ვერ მომითმინა და მასთან ჩავიცუცქე.
_ რა გაკნავლებს პატარავ? რატომ ზიხარ შუაგზაზე, ხომ შეიძლება მანქანამ გადაგიაროს? გზიდან გადადი! _ სიტყვის დამთავრება ძლივს მოვასწარი, რომ ჩემს უკან მკვეთრი მუხრუჭის ხმა გავიგონე. ადგილზე გავქვავდი, მხოლოდ ხელების სახეზე აფარება მოვასწარი. მეგონა უკვე გადამიარა მანქანამ და მოვკვდი.
_ გოგონა ცოცხალი ხარ? როგორ ხარ? _ მანქანის კარი გაიღო და იქიდან დაფეთებული ბიჭი გადმოხტა. თვალებში შევხედე და მეტყველების უნარი დავკარგე... ის ისეთი ლამაზი იყო, მარტო ანგელოზს თუ შევადარებდი _ მაღალი, შავგვრემანი, ულამაზესი თაფლისფერი თვალებით. მეგონა მართლა მოვკვდი და ჩემს წასაყვანად იყო მოსული.
_ გოგონა, შენ გეკითხები!
_ კარგად ვარ _ ძლივს წავილუღლუღე.
_ არა! ასე როგორ შეიძლება? თუ სიკვდილი გინდა სადმე სხვაგან მოიკალი თავი, მე რას მივარდები ბორბლებში?
_ მე უბრალოდ კატა დავინახე გაზაზე დაა...
_ იცი რა? არ მაინტერესებს რა დაინახე, გზიდან ჩამომეცალე! _ უხეშედ მომახალა და მანქანაში ჩაჯდა. ფისო ავიყვანე და გზის მეორე მხარეს გადავედი.
_ ეჰ ფისო! რა დასანანია... რა ლამაზია, მაგრამ უხეში. მანქანაც ისე გიჟივით დაჰყავს, წინ არც კი იყურება. _ ფისო ტროტუარზე დავსვი და გზა გავაგრძელე. ქუჩის ბოლოს ჩემი სასწავლებელიც გამოჩნდა. ეზოში უამრავი ხალხი შეკრებილიყო. მათშორის ჩემი თანაკურსელებიც იყვნენ და მათთან მივედი.
_ დიანაა! რა ლამაზი ხაარ! _ ჩემი მეგობრის ხმა მომესმა გვერდიდან.
_ ანუკი! _ თბილად გავუღიმე და გადავეხვიე _ ხომ არ აჭარბებ? ამ ძველ კაბაში ნამდვილი საფრთხობელა ვარ! _ შეწუხებულმა დავიხედე კაბაზე.
_ არა, რას ამბობ, ძალიან გიხდება _ ვიცოდი, რომ ეს მხოლოდ ნუგეშის სიტყვები იყო მისი მხრიდან და აღარაფერი ვუთხარი.
ფოიეში უაზროდ ვყურყუტებდი და ვნერვიულობდი, ანუკიც გაუთავებლად ლაპარაკობდა და არც კი ვუსმენდი, უბრალოდ ავტომატურად ვუღიმოდი და თავს ვუქნევდი. ნახევარი საათი ისევ უნდა გვეცადა, ამიტომ გადავწყვიტე დედასთვის დამერეკა და გამეგო გეგმები ხომ არ შეეცვალა. ეზოში გავედი და ნაცნობი მანქანა დავინახე. ეს ის ვერცხლისფერი მერსედესი იყო ცოტახნის წინ რამის, რომ გადამიარა. მისი პატრონიც იქვე სამ ბიჭთან ერთად მანქანას მიყრდნობოდა და ლუდს წრუპავდნენ. თავი ნერვიულად გადავაქნიე და ზურგი ვაქციე. ჩანთიდან მობილური ამოვიღე და დედას გადავურეკე.
_ რა მოხდა დიანა?! _ შეშფოთებული დედას ხმა შემომესმა ყურმილიდან
_ არა, არაფერი. მაინტერესებდა გეგმები ხო არ შეგეცვალა? დირექტორმა არ გაგანთავისუფლა?
_ არა ძვირფასო, ხომ იცი რანაირია. არაფრით არ გამოდის, მაგრამ კიდევ ვეცდები დავითანხმო. _ დამაიმედა დედამ.
_ კარგი! რომ იცოდე მე ყველაზე ბოლოს ვუკრავ და გაითვალისწინე, იქნებ მომისწრო.
_ კარგი, ვეცდები, გკოცნი _ გათიშვა ძლივს მოვასწარი, რომ უკნიდან ვიღაც მაგრად დამეჯახა და მობილური ხელიდან გამაგდებინა.
_ ოხ! არ მინდოდა გენაცვალე _ ირონიულად მომაძახა შავგვრემანმა ანგელოზმა და თავის ამფსონებთან ერთად სიცილ-ხარხარით გააგრძელა გზა. სასწავლებლის შენობაში შევიდნენ და თვალს მიეფარნენ. როგორც ჩანს ისიც აქ სწავლობს ან ვინმესთან არის მოსული კონცერტზე. მობილური ძირიდან ავიღე და მეც შენობაში შევედი. საკონცერტო დარბაზი თითქმის სავსე დამხვდა, ადგილი მხოლოდ ბოლო რიგში იყო დარჩენილი და ვიღაცის გვერდით ჩამოვჯექი. კონცერტი დაიწყო, მონაწილეები ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდნენ და უკრავდნენ. რამდენიმე მათგანი ისე მომეწონა, რომ ვიფიქრე მათ კონკურენტობას ვერც კი გავუწევდი. ვიგრძენი როგორ მემატებოდა ღელვა, რომელიც უკვე ისტერიულ ნერვიულობად მექცა.
სკამზე ვეღარ ვისვენებდი, დამშვიდებას ვცდილობდი, მინდოდა ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და ისღა მოვიფიქრე, რომ ნოტები ამომეღო და ნაწარმოებისთვის გადამეხედა. ჩანთაში ქექვის დროს უნებურად ხელებზე დავიხედე, რომელიც შიშისგან სულმთლად გალურჯებული მქონდა. პანიკამ შემიპყრო და ფეხზე წამოვხტი, მინდოდა უკან მოუხედავად გავქცეულიყავი დარბაზიდან.
_ ფრედერიკ შოპენი _ ფანტაზია-ექსპრომტი, ასრულებს მეორე კურსის სტუდენტი _ დიანა მიქაძე! _ ჩემი სახელის გაგონებაზე ადგილზე გავშეშდი. ჩემი გამოსვლის ჯერიც მოახლოვდა, უკან ვეღარ დავიხევდი და ვეცადე დავმშვიდებულიყავი. სცენისკენ წავედი და შუა რიგებთან ჩავლის დროს რამდენიმე ადამიანის სიცილის ხმა შემომესმა. მივიხედე და ისევ ის ოთხი ჩერჩეტი ბიჭი დავინახე ეზოში, რომ დამცინოდა. ვიცოდი, რომ ამჯერადაც მე ვიყავი მათი სიცილის მიზეზი და საშინლად გავბრაზდი. ვითომ რა ეგონა ამ ოთხ, თვითკმაყოფილ იდიოტს, რომ ჩემზე რამით მაინც იყვნენ უკეთესები? ნერვიულობა სიბრაზემ შეცვალა, ისეთი შემართებით ავედი სცენის პატარა კიბეებზე თითქოს დუელში გამომიწვიეს და საკუთარი ღირსების დასაცავად მივემართებოდი მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად. როიალთან სკამი გავასწორე და როგორც კი დავჯექი ცოტა დავმშვიდდი. ბოლოს და ბოლოს მათზე გამწარებულს საცოდავ როიალზე რატომ უნდა მეყარა ჯავრი? პირველივე ოქტავა შემართებით ავიღე, შემდეგ კი... ჩემი თითები ისე სწრაფად და ნაზად გაფრინდნენ კლავიშებზე, როგორც მინდორში ჭრელი პეპლები. ისე ადვილად დარბოდნენ და დასრიალებდნენ კლავიატურაზე, თითქოს პატარა ლიფსიტები სრიალებდნენ მდინარეში. მელოდიას ხან ზღვასავით ვაღელვებდი, ხანაც ვამშვიდებდი და პატარა ბავშვივით ვვეფერებოდი კლავიატურას. მთლიანად გამიტაცა მუსიკამ და ირგვლივ ვეღარავის ვამჩნევდი,ისეთი სიჩუმე იდგა, თითქოს დარბაზში მხოლოდ მე და როიალი დავრჩით. მინდოდა ეს იდილია კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო, მაგრამ უკვე ბოლო, დამამთავრებელი აკორდიც ავიღე. მერე ხელები ნაზად ჩამოვუშვი მუხლებზე და სკამზე გავქვავდი. პირველმა ტაშმა შემაკრთო და გონს მომიყვანა, მივხვდი, რომ ყველაფერმა ჩაიარა, მაგრამ დამშვიდების მაგივრად უფრო ავნერვიულდი. ადგომა და კიბეებზე ჩამოსვლა ძლივს მოვახერხე. სცენაზე წამყვანი გოგონა გამოჩნდა და ღიმილით გამოაცხადა _ კონცერტი დამთავრებულია! მადლობთ მობრძანებისთვის. მონაწილეების საყურადღებოდ: ჟიურის გადაწყვეტილებას მოსაცდელში დაელოდეთ! _ ბოლო სიტყვები ჩემთვის უფრო ასე ჟღერდა: “ ჟიურის განაჩენს მოსაცდელში დაელოდეთ!” რადგან მე სწორედ, რომ განაჩენივით ველოდებოდი მათ გადაწყვეტილებას. დარბაზიდან გასვლის დროს კართან ანუკი შევამჩნიე, აღელვებული ათვალიერებდა ხალხს, ალბათ მე მეძებდა. დამინახა და ჩემსკენ ღიმილით წამოვიდა.
_ დიანაა! არაჩვეულებრივად დაუკარი, გილოცავ!
_ მგონი ცოტა ნაადრევად მილოცავ _ უიმედოდ გამომივიდა, მაგრამ მართლა ასე ვთვლიდი. არასოდეს მიყვარდა ნაადრევი სიხარული. ეს ანუკიმაც იგრძნო და მოიწყინა. _ შედეგს მეც შენთან ერთად დავუცდი. ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ. Kონცერტის დაწყებამდე გელოდებოდი გარეთ, მერე კი მეტიჩარა თიკამ შემათრია დარბაზში. ხომ იცი იმ გოგოს ატანა არ მაქვს, მაგრამ სხვა გზა აღარ მქონდა სასწავლო ნაწილი თვალებს გვიბრიალებდა _კონცერტი იწყება და მალე დაჯექითო. ხო და ვეღარ დაგიცადე, ბოდიში _ დამნაშავესავით მოიბუზა და თავი დახარა.
_ ანუ, დამშვიდდი! არ გსაყვედურობ. ისე მოიქეცი, როგორც საჭირო იყო. _ გავუღიმე და დავამშვიდე მეგობარი. მართლა არ მწყენია, ალბათ იმიტომ, რომ თავს მოსაწყენ ადამიანად ვთვლი, ანუკი კი ისეთი მხიარული და აქტიურია. მიკვირს ჩემთან საერთო რა ნახა? Aლაპარაკი ანუკის მობილურის ხმამ გაგვაწყვეტინა.
_ დედაჩემი მირეკავს _ თვალები გადაატრიალა ანუმ. მერე კი ნერვიული ხმით უპასუხა. _ ხოო, რა იყო დედა? _ გვერძე გავიდა და ლაპარაკი გააგრძელა. ანუკის და დედამის მთლად კარგი ურთიერთობა ვერ ჰქონდათ. ანუკის მშობლები ეთმანეთს რამდენიმე წელია რაც გაეყარნენ. მათი შემთხვევა სუფთა კლასიკური ისტორია იყო: დედას არ უნდოდა, რომ შვილს მამასთან ჰქონოდა ურთიერთობა, რადგან მამამის სხვა ქალი ჰყავდა. ამის მიუხედავად ანუკი მაინც ახერხებდა მამასთან შეხვედრას, რასაც დედამისი წყობიდან გამოჰყავდა და სახლში ამის გამო კონცერტებს უმართავდა საწყალ გოგოს. ცოტახანში ანუკი უკან შეწუხებული სახით დაბრუნდა და მივხვდი, რომ ისევ რაღაც მოხდა.
_ დიანა, მაპატიე. დედაჩემს ისევ პრობლემები აქვს მამაჩემთან და სახლში მომიწევს წასვლა.
_ რას ამბობ, რას მებოდიშები? მე ისეთი არაფერი მჭირს, რომ აქ გაყურყუტო. თანაც სახლსში ჩემზე მეტად სჭირდები მშობლებს. _ ნუგეშის ნიშნად მხარზე მოვეფერე.
_ კარგი, მშინ მე გავიქცევი და სახლში რომ მიხვალ დამირეკე, ხომ იცი როგორ მაინტერესებს შედეგები?
_ კარგი, გპირდები, რომ გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ ხვალ, დედაჩემის გამომცხვარ ნამცხვარზე და ყავაზე. _ მისი გამხიარულება ვცადე და დამშვიდობების ნიშნად ერთმანეთ გადავეხვიეთ. მოსაცდელში ყოფნა უკვე აუტანლად მეჩვენებოდა,ყველა მონაწილეს ვიღაც ახლდა, ზოგს დედა, ზოგს ამხანაგი ან ნათესავი. ირგვლივ მარტო სანუგეშო სიტყვები მესმოდა, ყველა ერთმანეთს ანუგეშებდა და ამშვიდებდა, მხოლოდ მე ვიდექი ეულად. “ დედა სად ხარ?” გავიფიქრე გუნებაში და თავი პირველად ვიგრძენი ასე მარტოდ. მისი აქ ყოფნა და ნუგეში ახლა ისე მჭირდებოდა, როგორც არასდროს. მოლოდინის მტანჯველმა ნახევარმა საათმაც გაიარა და დარბაზიდან ახალგაზრდა გოგო გამოვიდა, რომელმაც რაღაც ფურცელი გამოიტანა და სტენდზე გამოაკრა. მოსწავლეების მთელი არმია მიაწყდა სტენდს და მივხვდი, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. საშინლად ავნერვიულდი, მეშინოდა, რომ იმ ფურცელზე ჩემს სახელს ვერ ვნახავდი და იმედი საბოლოოდ გამიცრუვდებოდა. როგორღაც მოვერიე საკუთარ თავს და სტენდთან მივედი. გახარებულ მოსწავლეებს ისეთი კივილი აეტეხად, რომ თავი ამტკივდა და გადავწყვიტე სიისთვის აღარ შემეხედა. უცბათ ჩემი ერთ-ეთრთი ჯგუფელი გახარებული მომვარდა და გადამეხვია_ დიანა! სიაში ხარ! გილოცავ დიანა! _ გაოცებული სტენდისკენ შევტრიალდი, რომ დავრწმუნებულიყავი. სიაში პირველლი მე ვეწერე! მოულოდნელი სიხარულისგან ენა ჩამივარდა, როცა მილოცავდნენ ემოციებსაც კი ვერ გამოვხატავდი.Mმოსაცდელი ხალხისგან ნელ-ნელა იცლებოდა, მე კი გაოცებული, ისევ სტენდზე გამოკრულ სიას მივშტერებოდი.
_ დიანა მიქაძე! _ მომესმა დარბაზის მხრიდან. კართან სასწავლო ნაწილი იდგა და თბილად მიღიმოდა. _ შეიძლება ერთი წუთით? რაღაც მაქვს სათქმელი. _ მისი ტონით მივხვდი, რომ რაღაც დადებითი უნდა ეთქვა, ცოტა დავმშვიდდი და მივუახლოვდი.
_ დიახ, რა თქმა უნდა.
_ მინდა გითხრა, რომ დღეს მოლოდინს გადააჭარბე, შეუდარებლი იყავი. დარწმუნებული ვარKკონსერვატორიის მაყურებელსაც ისევე მოხიბლავ, როგორც დღეს ჟიურის წევრები მოხიბლე. მთხოვეს შენთვის გადმომეცა, რომ აღფრთოვანებულნი არიან შენით და წარმატებებს გისურვებენ. _ ასეთ შექებას ნამდვილად აღარ ველოდი და მეტისმეტი ბედნიერებისგან თავბრუც კი დამეხვა. დაბნეულმა მადლობის მოხდა ძლივს მოვახერხე და წამოვედი. ვგრძნობდი ბედნიერებისგან როგორ მივფრინავდი ცისკენ, ასე მეგონა მიწაზეც აღარ ვადგავდი ფეხს. შენობიდან გამოვედი, უკვე შებინდებულიყო და ეზოშიც არავინ დამხვდა. ტელეფონის ხმაზე შევკრთი, ეკრანს დავხედე და დედას ნომერი ეწერა.
_ დედა!
_ დიანა! რა ქენი? როგორ ხარ? სად ხარ? _ მომესმა დედას ნერვიული ხმა და გამეცინა. _ დედა, დაწყნარდი! ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ შენი იღბლიანი კაბის ჩაცმა ალბათ კიდევ მომიწევს, ოღონდ კონსერვატორიის დიდ სცენაზე!
_ რაა?! ნუთუ... ვიცოდი! ვიცოდი! ასეც უნდა ყოფილიყო, შენ საუკეთესო ხარ! ხომ გეუბნებოდი ძვირფასო.
_ ხოო დედა, ახლა ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე გეტყვი, რომ მართალი ხარ. დანარჩენს სახლში მოგიყვები კარგი?
_ სად ხარ? უკვე მოდიხარ?
_ ხოო, ახლა სასწავლებლის ეზოში მარტო ვდგავარ და წამოსვლას ვაპირებ.
_ მარტო დიდხანს ნუ გაჩერდები, უკვე ბნელა და საშიშია. სამსახურიდან მოვდივარ და სახლში დაგელოდები! _ მითხრა და ტელეფონი გავთიშე. წასვლა დავაპირე როცა ეზოში, სიბნელეში ოთხ ლანდს მოვკარი თვალი. თვალი მოვარიდე და ეზოს გასასვლელისკენ გზა გავაგრძელე. ოთხი ბიჭი სიბნელიდან გამოვიდა და სიცილით ჩემსკენ წამოვიდნენ. საფრთხე ვიგრძენი და ნაბიჯს ავუჩქარე, მინდოდა გასასვლელთან მიმესწრო და გავქცეულიყავი, მაგრამ მიმასწრეს და გზა გადამიღობეს. მიახლოვებისთანავე ვიცანი ოთხეული და ადგილზე გავშეშდი. მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ჰქონდათ ჩაფიქრებული და თავში გაქცევის გეგმებს ვაწყობდი. თუმცა ვიცოდი, მათგან გაქცევა შეუძლებელი იყო და პანიკურმა შიშმა ამიტანა.
_ ბიჭებო! შეხედეთ ვინ მოსულა? _ დაიწყო შავგვრემანმა _ ეს ის გოგოა ცოტახნისწინ გზაზე რამის, რომ დამამტვრია. აი ის, მე რომ გიყვებოდით.
_ როგორ არა, ვიცანით _ აჰყვა ქერა ბიჭიც _ მერე ზუსტად ამ ეზოში ხელიც გკრა და რამის წაგაქცია.
_ ხოო და კიდევ დარბაზში მუსიკის მოსმენაც არ გვაცალა ისე იცინოდა. _ თქვა მესამემ. ჩემს გარშემო წრე შეკრეს და თავს სვავებივით დამტრიალებდნენ.
_ გოგონა! იქნებ გვითხრა, უკან რატომ დაგვდევ, სხვა საქმე არ გაქვს? _ მომიბრუნდა ისევ შავგვრემანი.
_ ვერ გავიგე რა გინდათ, თქვენ საქციელს მე რატომ მაბრალებთ?
_ ამით იმის თქმა გინდა, რომ იქით დაგდევ? არა, გაიგეთ ბიჭებო რა თქვა?
_ წადით, სადმე სხვა გასართობი იპოვეთ, თქვენნაირი უსაქმურების ატანა არ მაქვს! _ ჩავილაპარაკე და წრის გარღვევა ვცადე. გზა ქერამ გადამიკეტა.
_ რა გვიწოდე? და საერთოდ როგორ გველაპარაკები?
_ გამატარე!
_ აბა, სცადე _ მითხრა და ჩანთა წამართვა. წართმევა ვცადე, მაგრამ ჩემს ჩანთას ერთმანეთში, აქეთ-იქით დაუწყეს სროლა.
_ მომეცით! რა გინდათ ჩემგან? დამიბრუნეთ ჩანთა!
_ მაშინ დაგიბრუნებთ, როცა ბოდიშს მოგვიხდი!
_ ბოდიში მოგიხადოთ?... თქვეენ? _ მივხვდი, რომ ხვეწნას აზრი არ ქონდა, მათაც სწორედ ეს უნდოდათ _ ჩემი დამცირება და გადავწყვიტე თავი არ დამემცირებინა. _ ჯანდაბაშიც წასულხართ! _ გამწარებულმა მივაძახე და ახლა საპირისპირო მხარეს ვცადე წრის გარღვევა.
_ ე-ე, სად მიდიხარ? ჯერ ერთმანეთი არც კი გაგვიცვნია _ ახლა შავგვრემანი გადამიდგა წინ.
_ დამიბრუნეთ ჩანთა და გამატარეთ!
_ ვერ გაიგე? სანამ ბოდიშს არ მოიხდი ვერსადაც ვერ წახვალ! _ მანაც ქერათმიანივით გამიმეორა და ხელით უკან მიბიძგა. მივხვდი, რომ ასე უბრალოდ არსად გამიშვებდნენ და საბრძოლველად მოვემზადე. მივტრიალდი და რაც ძალა მქონდა ქერათმიანს ჩანთა გამოვგლიჯე და თავში მთელი ძალით ჩავარტყი. მერე დავინახე, რომ ჩემსკენ მეორე წამოვიდა მის დასახმარებლად და თავის დასაცავად იმასაც მოვუქნიე ჩანთა, მაგრამ აიცდინა და შემეშვა. მივხვდი, რომ ახლა მომენტით უნდა მესარგებლა და გავქცეულიყავი, მაგრამ შავგვრემანი აშკარად ჩემს გაშვებას ისევ არ აპირებდა. ჩემს პირდაპირ გაუნძრევლად იდგა და დაძაბული მიყურებდა. გადავწყვიტე მასზეც მომეწყო თავდასხმა, რომ მერე გაქცევა შემძლებოდა.
_ გირჩევნია გამატარო! _ ჯერ დამუქრება ვცადე.
_ და, რომ არ გაგატარო? _ ირონიულად გამიღიმა, რამაც უფრო მეტად გამომიყვანა წყობიდან და გამწარებული, მთელი ძალით მისკენ გავქანდი. მინდოდა მისთვის ხელი მეკრა და ჩანთა ჩამერტყა, მაგრამ ის მოულოდნელად გვერძე გახტა, მე კი თავი ვერ შევიკავე, ფეხი რაღაცას წამოვკარი და პირდაპირ ბარდიულზე დავეცი. თავი საშინლად მეტკინა, მგონი რაღაცას დავარტყი, ვიგრძენი, რომ ირგვლივ ყველაფერი ბუნდოვანი გახდა და მერე გონებაც დავკარგე...

<> <> <>

დავინახე როგორ დაეცა გოგონა მიწაზე და აღარ განძრეულა. მეგონა რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული და როგორც კი მივუახლოვდებოდი თავს დამესხმებოდა.
_ ღმერთო! ეს რა იყო აა? სახე ნამდვილი ანგელოზისა აქვს და თურმე რა ველური ყოფილა. თავში ისეთმა ჩამცხო, ალბათ ტვინი შემერყა _ ბუზღუნებდა ჩემს უკან ნიკა.
_ შენ მაგის გარეშეც გქონდა ტვინი შერყეული იდიოტო! _ აუყვირდა ლევანი.
_ ბიჭებო, გეყოთ ჩხუბი და აქ მოდით! _ ცოტა ამანერვიულა გოგოს უცნაურმა საქციელმა. _ არ ინძრევა... რა ვქნათ? _ შეშინებულმა გადავხედე ლევანს. ის ერთადერთი იყო ვინც ასეთ მომენტში ხუმრობას არ დაიწყებდა და რამე ჭკვიანურს მეტყოდა.
_ უნდა შევამოწმოთ
_ ლევან, გაგიჟდი? რომ წამოხტეს და ისევ თავს დაგვესხას? _ უკან დაიხია დათომ.
_ იქნებ ჩაეძინა? _ მივხვდი, რომ ანერვიულებულმა რაღაც სისულელე ვთქვი და ჩემს თავზე გამეღიმა.
_ მერე შენც აკოცე და გაიღვიძებს _ დამცინა ნიკამ. ლევანი კი ამდროს გოგოს გვერდით ჩაცუცქულიყო და რაღაცას ყურს უგდებდა. მერე კი გაფითრებულმა შემომხედა და თქვა _ ჯანდაბა! ... არ სუნთქავს...
_ არა, რას ამბობ? _ შეშინებული ნიკა ახლოს მივიდა _ იქნებ ჩვენი შეშინება უნდა და თავს იკატუნებს?
_ არა, არა, მართლა არ სუნთქავს, შევამოწმე. _ ლევანის ნაქვამს ყურადღება არ მიაქცია ნიკამ და გადაწყვიტა თავად შეემოწმებინა, ამიტომ გოგოს სახესთან ხელის გული მიიტანა და ცოტახანს ასე იჯდა. მერე შეშინებული ფეხზე წამოხტა და შემომხედა
_ მართლა არ სუნთქავს... წავედით! აქაურობას უნდა მოვშორდეთ!
_ არა! ხელოვნურ სუნთქვას ჩავუტარებ და გადარჩება _ ვუთხარი და გოგოს მივუახლოვდი. ისეთი ლამაზი იყო... აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე? სახე მიტკალივით თეთრი ჰქონდა და მძინარე მზეთუნახავს ჰგავდა, რომელიც საყვარელი ადამიანის ამბორს ელოდებოდა.
_ ლაშა! რას აკეთებ?! ვერ გაიგე? ჩქარა, წავედით! _ მიყვირა ლევანმა, მხარში ხელი ჩამავლო და ფეხზე წამომაყენა.
_ ლევან! მაცალე გთხოვ, მისი გადარჩენა შეიძლება _ სასოწარკვეთილმა ვიყვირე და ვცადე ხელებიდან დავსხლტდომოდი, თუმცა ისე მაგრად მიჭერდა, ვერაფერი მოვახერხე
_ არ გინდა, მაინც ვეღარ უშველი. სისულელეს თავი დაანებე და გავიქცეთ, ვინმემ არ მოგვისწროს _ მასთან და დათოსთან ჭიდაობას თავი დავანებე და ბედს დავმორჩილდი. ბიჭებთან ერთად მანქანაში ჩავჯექი და უკანმოუხედავად გავიქეცით იქიდან.
ბარში ვიჯექი და ჭიქას ჭიქაზე ვცლიდი. მინდოდა ისე დავმთვრალიყავი, რომ საკუთარი სახელიც კი არ გამხსენებოდა. ალბათ ამის დავიწყებას უფრო ადვილად შევძლებდი, ვიდრე იმას, რომ დღეს მკვლელი გავხდი! არა და ეს ყველაფერი ვითომ ბავშვური ხუმრობა უნდა ყოფილიყო, უბრალოდ მისი ცოტათი შეშინება გვინდოდა და აი, რით დამთავრდა ყველაფერი! მკვლელებიც გავხდით, უფრო სწორად მკვლელი მე გავხდი, იმიტომ რომ გაქცევის საშუალება არ მივეცი და ჩემს გამო წაიქცა. ის ლამაზი არსება მე მოვკალი! მე მოვუღე ბოლო მის ლამაზ სიცოცხლეს. როცა პირველად დავინახე მისი მშვენიერი მწვანე თვალები, რას ვიფიქრებდი, რომ მათი სამუდამოდ დახუჭვის მიზეზი მე გავხდებოდი. ღმერთო! ეს რა ჩავიდინე? რა მინდოდა მისგან? ეს რატომ გავაკეთე? არასოდეს გაქრება ჩემი მეხსიერებიდან მისი შეშინებული თვალები, რომლებიც მეხვეწებოდნენ და შეწყალებას მთხოვდნენ, მე კი სასტიკად მოვექეცი და სიკვდილისთვისაც გავიმეტე. არ უნდა მიმეტოვებინა, უნდა დავრჩენილიყავი და მებრძოლა მისი სიცოცხლის გადასარჩენად.


RoB-dOdთარიღი: პარასკევი, 2012-03-30, 2:48 PM | შეტყობინება # 421

572
28  +
48  ±
   ±
Offline
დასაწყისზე მოვკვდი სიცილით;დ;დ შ ე უ დ ა რ ე ბ ე ლ ი ! ამათი ცოდვით უნდა მომკლა? გემეტები?(შე საყვარელო) ეს სერგი ძაან მძულს,ეხლაც სადმე სახელ სერგის რო გავიგონებ ხოლმე( იშვიათად) ცუდად ვხდები. ;დ რა კარგად გეწწეერრაა აა♥ ვგიჟდები♥სული მეხუთება ვაა!♥ ბოლოში ისე საყვარელი,ისეთი თბილი იყო,რო სანთელივით ჩამოვდნი. მიყვარხარრ !♥♥♥

I Hate This FuCkinG Life <3

viku-vukuთარიღი: პარასკევი, 2012-03-30, 10:58 PM | შეტყობინება # 422

397
10  +
12  ±
   ±
Offline
kargia iqneb cota swraf-swrafad dado?


♫_Ani_♫თარიღი: ხუთშაბათი, 2012-04-05, 9:58 PM | შეტყობინება # 423

225
6  +
16  ±
   ±
Offline
რა კარგი თავი იყოო happy სოფო ძალიან ძალიან მიყვარხარ ასეთი კარგი და ვრცელი თავებით რომ გვანებივრებ kiss აარაჩვეულებრივად წერ kiss


qristine25თარიღი: ორშაბათი, 2012-04-23, 6:40 PM | შეტყობინება # 424

3
0  +
6  ±
   ±
Offline
angel2 angel2 angel2 angel2 angel2 bangin band band band band band band band band band beer beer beer beta beta biggrinsanta biggrinsanta blahblah blahblah chef chef broken chef cigar death eat eat google flower guitar google guitar google mokled nu sityvebit ver gadmovcem aghtacebas ise momewonaa dzalian saiiinteresoaa[color=green][/size]

♫_Ani_♫თარიღი: ორშაბათი, 2012-04-23, 7:08 PM | შეტყობინება # 425

225
6  +
16  ±
   ±
Offline
qristine25, suuuper originaluri komentari iyo biggrin biggrin biggrin biggrin


bella1999თარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-03, 2:45 AM | შეტყობინება # 426

151
5  +
15  ±
   ±
Offline
moutmenlad velodebi shemdeg taaaaavs happy happy happy happy

sofkaთარიღი: შაბათი, 2012-05-26, 5:00 PM | შეტყობინება # 427
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
dges sagamos davdeb axal taavs! happy

ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

sofkaთარიღი: შაბათი, 2012-05-26, 6:24 PM | შეტყობინება # 428
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
თავი 24.

უკვე მოსაღამოვდა და ისე ვღელავდი, როგორც კონცერტის ან გამოცდის წინ ვიცი ხოლმე.
- დიანა - დაუკაკუნებლად შემოიჭრა დედა ჩემს ოთახში - მე ეკას მივყვები სახლში
- სახლში? რატომ?! - უარესად ავღელდი, როცა წარმოვიდგინე, რომ მარტო მომიწევდა სერგისთან შეხვედრა
- ხომ იცი? კაბა უნდა გადავუკეთო შენი ქორწილისთვის და დღეს თუ არ გავაკეთებ, მერე ვეღარ მოვიცლი
- მაგრამ რაღა ამ საღამოს მიდიხარ? სერგი უნდა მოვიდეს... დავპატიჟე
- ოჰ! არ ვიცოდი თუ კიდევ შემოივლიდა დღეს, თუმცა მე რაში გჭირდებით? ის შენთან მოდის, თანაც თავს უხერხულად ვიგრძნობ თუ დავრჩები
- დედა მარტო დამტოვებ სერგისთან სახლში?!
- შენ წარმოიდგინე კი! - თვალი ჩამიკრა - იქნებ ცოტა მოფერებამ მაინც დაგატკბოს, თორე უკვე ყველა დაგვამჟავე შენი მოწყენილობით - მითხრა და გაოგნებული დამტოვა, სიტყვაც კი ვეღარ მივაწიე, ისე გავიდა ეკასთან ერთად სახლიდან.
პანიკამ შემიპყრო... გადავწყვიტე ანუკისთან დამერეკა და დახმარება მეთხოვა. სასწრაფოდ ტელეფონს ვეცი და მისი მობილურის ნომერი ავკრიბე
- ალო! - მხიარული ხმით მიპასუხა მეგობარმა
- ანუკი, მჭირდები სასწრაფოდ! ჩემთან უნდა მოხვიდე
- რა მოხდა? დედაშენია ცუდად?!
- არა, ცუდად მე ვარ. მალე სერგი უნდა მოვიდეს, დედაჩემი კი ეკას გაჰყვა სახლში და მარტო ვარ, მეშინია
- ნუ გეშინია დიანა, სერგი მოვა და მარტოობისგან გიხსნის, როგორც რაინდი - სიცილით იგუდებოდა, მასთან ერთად კი ბიჭის ჩუმი სიცილის ხმაც გავიგონე.
- კარგი რა, ნუ დამცინი. გეხვეწები მოდი, მასთან მარტოს ნუ დამტოვებ, შენც დედაჩემივით ნუ მიმაგდებ
- მაპატიე დიანა, მაგრამ ჯობია ჩემს გარეშე მოაგვარო საქმროსთან ურთიერთობა, ჩათვალე რომ დაგეხმარე. დღეს უნდა გაარკვიო გინდა თუ არა ნამდვილად მისი ცოლობა, იმედია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ
- არა! ანუკი გთხოვ...
- წარმატებას გისურვებ! - მითხრა და ყურმილი დამიკიდა.
რამდენჯერმე კიდევ ვცადე მასთან დარეკვა, თუმცა ამაოდ, მობილური გამორთული იყო.
სხვა გზა აღარ მქონდა, ანუკი მართალი იყო, დღეს უნდა გამერკვია სერგის მიმართ რას ვგრძნობდი.
კარზე რამდენჯერმე ზარის ხმა გაისმა. გული შემიქანდა, თითქოს ამოხტომას ცდილობდა, ყელში მომებჯინა და სუნთქვას მიშლიდა. ღრმად ჩავისუნთქე და კარი გავაღე.
- შემოდი - თავით ვანიშნე საქმროს. შემოსვლის თანავე სამზარეულოსკენ გასწია, შეიხედა და გაკვირვებულმა გამომხედა
- დედაშენი?
- ა... დედაჩემი სახლში არ არის
- არც ეკა?
- არა, მარტო ვართ... - უხერხულად შევიშმუშნე და ჩემს ოთახში შევედი, ისიც უკან მომყვა.
- ესე იგი სულ მარტო ვართ? - თითქოს არ ეჯერა ისე გაიმეორა ჩემი ნათქვამი - საინტერესოა... - გაეღიმა და ჩემს საწოლზე ისე წამოგორდა, თითქოს თავისი ყოფილიყო.
- მაინც რა არის საინტერესო?
- არაფერი, უბრალოდ უცნაურად მეჩვენება ის, რომ ჯერ გამირბოდი, ახლა კი ჩემთან სრულიად მარტო დარჩენა გადაწყვიტე.
- რატომ გიკვირს? განა შენც ეს არ გინდოდა? - ტელეფონმა დარეკა და შევხტი, ორივემ ტუმბოსკენ გავიხედეთ, ყურმილი სერგიმ აიღო
- გისმენთ! - ღიმილით გადმომხედა - დიახ, ქალბატონო რუსიკო, უკვე მოვედი. არ ინერვიულოთ თქვენ მოსვლამდე არსად არ წავალ, მარტოს არ დავტოვებ - გამომხედა და თვალი ჩამიკრა, მერე კი ყურმილი მომაწოდა
- ჰო დედა, რა იყო?
- დიანა, მომისმინე! მე ბევრი საქმე მაქვს, თითქმის ახლიდან უნდა შევუკერო დეიდაშენს კაბა, გვიანობამდე მომიწევს კერვა და ბარემ აქ დავრჩები
- რა?! სახლში არ მოხვალ?
- სახლში ხვალ შუადღისას მოვალ. დილითაც საქმეები მაქვს, ასე რომ არ მოიწყინო, თუმცა სერგი არ მოგაწყენს - კეკლუცად მითხრა და უკვე მივხვდი, რომ ეკას კაბა აქ არაფერ შუაში არ იყო. რატომღაც დედაჩემმა გადაწყვიტა, რომ “პირველი ღამე” ჩემთვის და სერგისთვის ქორწილამდე ერთი კვირით ადრე მოეწყო, თუმცა არც კი მკითხა, დღეს ამისთვის მზად ვიყავი თუ არა.
- კარგი! მაშ ხვალამდე - აღარ შევეკამათე, რადგან აზრი არ ჰქონდა, თანაც სერგი უკვე მიხვდა რაშიც იყო საქმე და თვალები სიხარულისგან უელავდა. ყურმილი იმედ გაცრუებულმა დავკიდე.
- რა მოხდა?
- არაფერი... დღეს ღამით მარტოს მომიწევს დარჩენა
- მე ასე არ ვფიქრობ - სიტყვა დამთავრებული არც ჰქონდა, რომ ხელი ხელზე მომკიდა, საწოლზე ჩამომსვა და თავისკენ მიმიზიდა... მომზადებული შევხვდი მის კოცნას და არც კი შევმკრთალვარ. ვცდილობდი მხოლოდ სერგიზე მეფიქრა და სხვა არაფერზე. ჩემდა გასაკვირად გამომდიოდა კიდეც. მისი ხელები მარწუხებივით შემომეხვა წელზე და სუნთქვა გამიხშირდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიხრჩობოდი. უცბათ მის მიმართ საშინელი ზიზღი ვიგრძენი
- გაჩერდი! - აგრესიულად ვიყვირე და მისი ხელებიც მაშინვე შემეშვა.
- რა მოხდა? რამე შემეშალა?
- არა, არაფერი... მე შემეშალა - სირცხვილის დასამალად სახეზე ხელები ავიფარე და ცრემლები წამსკდა.
- უკვე აღარ ვიცი როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო? ჩემი კოცნაც კი არ შეგიძლია დიანა
- მაპატიე, ხომ ხედავ რომ ყველანაირად ვცდილობ?
- ეგ არ კმარა! მე უკვე გაგაფრთხილე, რომ ქორწილის მერე უარს ვეღარ ავიტან! ასე რომ მოსაფიქრებლად დღევანდელ ღამეს გაძლევ, იფიქრე და ხვალ მითხარი პასუხი შენს გულს რა უნდა
- შენ რა ქორწილის ჩაშლას აპირებ?
- ჯანდაბასაც წაუღია ეგ ქორწილი! მე მხოლოდ ის მადარდებს, რომ ჯერაც ვერ გაერკვიე რას გრძნობ ჩემს მიმართ, ერთხელაც კი არ გითქვამს, რომ გიყვარვარ
- სიტყვები მთავარი არ არის - თავის გამართლება ვცადე.
- ვიცი! მაგრამ საქციელითაც რომ არ მიმტკიცებ სიყვარულს ეს არის პრობლემა. მე მხოლოდ რეალობა მჭირდება, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ჩემთვის. არ მინდა ილუზიებით გაბრუებულმა მოგიყვანო ცოლად და მერე აღმოვაჩინო ის მწარე რეალობა, რომლისაც ასე მეშინია - ფეხზე წამოდგა და ტანსაცმელი დინჯად გაიწორა - ხვალ საღამოს დავილაპარაკოთ, მანამდე კი იფიქრე!
- მიდიხარ? მარტოს მტოვებ?!
- დარჩენას აზრი აქვს? - მხრები აიჩეჩა - მირჩევნია ქუჩაში ვიხეტიალო, ვიდრე შენს გულგრილობას ვუყურო - მისი სიტყვები ეკალივით დამესო გულზე.
- სერგი! - ცივად გამომხედა ძახილზე - გთხოვ მაპატიე და ჩემი გულისთვის სისულელე არ ჩაიდინო! - ჩემს ბოლო სიტყვებზე გაეღიმა და თავით ჩემსკენ დაიხარა
- ნუ გეშინია, უბრალოდ გავისეირნებ და ვიფიქრებ... ფიქრი ორივეს გვჭირდება - მითხრა და შუბლზე ნაზად მაკოცა.

სერგის წასვლამ გული უფრო დამიმძიმა. სახლში ოთახიდან ოთახში დავბორიალობდი, ერთ ადგილზე ვეღარ ვისვენებდი. ეკასთან დავაპირე დარეკვა, მაგრამ დედაჩემი, რომ გაიგებდა ამ ამბავს ისტერიკას მომიწყობდა და გადავიფიქრე. ანუკის ვურეკავდი, თუმცა ისევ გამორთული ჰქონდა მობილური. ალბათ ლევანთან ერთად სეირნობდა სადმე, ახლა ის გახდა მისი “ოცნების პრინცი”, რაც მაინც და მაინც არ მხიბლავდა. უნებურად ისევ ლაშა გამახსენდა. ფიქრებმა და მოგონებებმა გამიტაცა... ჩვენი ერთად ყოფნის თითოეული წამი მომაგონდა. საბოლოოდ ვაღიარე საკუთარ თავთან, რომ ისევ მისი ვიყავი, მას ეკუთვნოდა მთელი ჩემი არსება და სხვას არავის! მისი ხმა, თვალები, ტუჩები და თმის სურნელი ისე მენატრებოდა, მეგონდა გავგიჯდებოდი. საწოლზე წამოვჯექი, ტელეფონი ავიღე და თითებმა ინსტიქტურად აკრიბა მისი ნომერი. რამდენიმე ზარის შემდეგ ავტო მოპასუხე ჩაირთო და მისი უდარდელი ხმაც გავიგონე
- გამარჯობა! მე ლაშა ვარ და თუ ნამდვილად ჩემთან რეკავ, ახლა სამწუხაროდ ვერ გიპასუხებ, ძალიან დაკავებული ვარ, ასე რომ შეტყობინება დამიტოვე. ხმაზე თუ მომეწონე გპირდები, რომ აუცილებლად გადმოგირეკავ - ბოლო სიტყვებზე თავისი თავხედური სიცილიც დააყოლა და გაითიშა.
მიუხედავად იმისა, რომ მისი ხმა გავიგონე, სურვილი ბოლომდე მაინც ვერ მოვიკალი და ახლა მისი სახლის ნომერი ავკრიბე, რადგან მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი მასთან დალაპარაკება. გული გამალებით მიცემდა... რამდენიმე ზარის შემდეგ მიპასუხეს
- ალო! - მომესმა გოგონას ნამძინარევი ხმა.
- გამარჯობა! შეიძლება ლაშას დაველაპარაკო? - ძლივს დავამთავრე სიტყვა.
- რომელი ხარ?
- მე... დიანა ვარ
- დიანა? - ცოტა არ იყოს გაუკვირდა ჩემი სახელის გაგონება - დიანა მე ლიზა ვარ, ლაშას და
- სასიამოვნოა შენი გაცნობა ლიზა, შენზე ბევრი მსმენია - თავი ცოტათი უხერხულად ვიგრძენი - მაპატიე, მგონი გაგაღვიძე არა?
- არა, ბოდიშს ნუ მიხდი, უბრალოდ ტელევიზორის ყურებაში ჩამეძინა
- ლაშას ხომ არ სძინავს?
- იცი? ლაშა სამწუხხაროდ სახლში არ არის... მობილურზე რომ დაურეკო?
- არა, მობილურზე უკვე ვცადე, გამორთული აქვს - გული დამწყდა
- თავის სახლშია საბურთალოზე, თუ გინდა იქაურ ნომერს მოგცემ?
- არა იცი რა? მოდი ზუსტი მისამართი შემახსენე, აღარ მახსოვს - თავხედობაც გავბედე - სასწრაფო საქმე მაქვს და აუცილებლად უნდა ვნახო
- კარგი ჩაიწერე...
ლიზას შედარებით კარგ გუნებაზე დავემშვიდობე, თუმცა მერეღა დავფიქრდი, რომ შეიძლება ეს ყველაფერი სერგისთვის ეთქვა. საკუთარი თავის გამიკვირდა, როცა მივხვდი, რომ უკვე აღარც ის მაინტერესებდა სერგი გაიგებდა, თუ არა ამ ამბავს. სასწრაფოდ მოვიცვი პალტო და სადარბაზოს კიბეები თავქუდმოგლეჯილმა ჩავირბინე.
გარეთ ლამპიონები მინათებდნენ გზას. ფეხით წასვლა გადავწყვიტე, რადგან ჩემი სახლიდან ერთი კვარტლის იქით იყო ლაშას სახლი. უკვე საკმაოდ ციოდა, მაგრამ გული მაშინვე მითბებოდა, როცა წარმოვიდგენდი, რომ მალე ვნახავდი. თუმცა იმისიც მეშინოდა, ვაი თუ ჩემზე ისევ დაბოღმილი იყოს და არ მომისმინოს თქო. ” რაც იქნება, იქნება! ” - გავიფიქრე და სადარბაზოს კიბეებს ავუყევი მეორე სართულზე. როგორც ლიზამ მითხრა, კიბეებიდან მარჯვენა კართან შევჩერდი და პატარა ღილაკზე თითი გამიშეშდა. ზარის დარეკვას კარგა ხანს ვერ ვბედავდი, ბოლოს შევეცადე თავი ხელში ამეყვანა და ღილაკს მსუბუქად მივაწექი. ზარის ხმაც მაშინვე გაისმა... პირველ ზარზე კარი არავის გაუღია, მეორედაც გავბედე დარეკვა, თუმცა კიდევ არ ჩანდა არავინ. წასვლა დავაპირე და ამ დროს კარიც გაიღო...


<> <> <>

ახალი ჩაძინებული ვიყავი, როცა კარზე ზარი დარეკა ვიღაცამ და გამოვფხიზლდი. ადგომის თავი არ მქონდა, მაგრამ მეორედაც რომ დარეკა, შიგნიდან რაღაც ძალამ მიბიძგა, რომ ავმდგარიყავი. დივანიდან ზლაზვნით ავდექი, იქვე უაზროდ მიგდებული ჯინსის შარვალი ავიღე, ამოვიცვი და კარისკენ გავემართე. ზარს აღარ დაურეკია, თუმცა მაინც გავაღე და...
- დიანა? - აღმომხდა ოხვრასავით მისი სახელი - აქ რა გინდა?
ჩემს დანახვაზე თვალები აემღვრა და მორცხვი ბავშვივით აიტუზა კართან. წამით სისუსტემ რამის მძლია და მისი გულში ჩაკვრა მომინდა, თუმცა სიამაყემ მაინც თავისი გაიტანა.
- შეიძლება გავიგო აქ რას აკეთებ? - თვალი მოვარიდე, რომ ისევ მის მზერას არ გადავყროდი.
- შენთან ლაპარაკი მინდა. შეიძლება შემოვიდე? - რაღაც უცნაური მომეჩვენა მისი ხმა, თითქოს მუდარით მითხრა, ვერ ვიჯერებდი. თქმით ვერეფრის თქმა ვერ მოვახერხე, მხოლოდ ხელით ვანიშნე, რომ შემოსულიყო.
კარი დავხურე და მისაღებ ოთახში შევიპატიჟე. დამფრთხალი ბაჭიასავით აცეცბდა ლამაზ თვალებს, თითქოს თრთოდა კიდეც. რამდენჯერმე თვალი შემავლო და მორცხვად გაიხედა. მერეღა მივხვდი, რომ წელს ზევით შიშველი ვიყავი და გამახსენდა, რომ მას ჯერ ასე ნანახი არ ვყავდი. მის დაბნეულობასა და მორცხვობაზე გამეღიმა და თავი უხერხულად რომ არ ეგრძნო მაისური გადავიცვი.
- დაჯექი! - ვანიშნე დივანზე - აბა გისმენ, მგონი ლაპარაკი გინდოდა?
- ხო, მინდოდა და არც კი ვიცი რითი დავიწყო...
- მთავარით დაიწყე! - ისე ცივად მივახალე, თითქოს არ მაინტერესებდა რა ჰქონდა ჩემთან ასეთი სალაპარაკო, რომ ღამის 10 საათზე სახლში მომადგა ატირებული.
- იცი? ქორწილი ჩაიშალა... აღარ იქნება! - ვერ მივხვდი სიმართლეს ამბობდა, თუ მეთამაშებოდა, რადგან ეს ისე თქვა, თითქოს გულიდან დიდი ტვირთი მოიხსნა.
- და აქ ამის სათქმელად მოხვედი? - დამცინავად წამომცდა. ჩემმა ნათქვამმა გააბრაზა და ფეხზე წამოხტა, მაშინვე კარისკენ გაიქცა, მაგრამ მკლავში ხელი ვტაცე
- გამიშვი! აქ არ უნდა მოვსულიყავი - ცრემლები წასკდა თვალებიდან. ვეღარ მოვითმინე და ჩემსკენ მივიზიდე. თვალებში ჩავხედე... უკვე ნათელი გახდა ჩემთვის რის თქმას აპირებდა და გული ისევ სიყვარულით ამევსო.
- ჩშშ... - ტუჩები მის ყურთან მივიტანე და ჩუმად ჩავჩურჩულე - არ იტირო! ხომ იცი შენი ცრემლები ჩემი სისუსტეა - ჩემმა ნათქვამმა ღიმილი მოჰგვარა - მითხარი! ყველაფერი მითხარი, რაც უნდა გეთქვა, მე გისმენ!
- მაპატიე! გთხოვ, მაპატიე!
- რა გაპატიო სულელო? - გულიანად გამეცინა და თვალებიდან ცრემლები მოვწმინდე.
- ის, რომ ამდენი ტყუილი გითხარი... ის, რომ შენს სიყვარულს ვუარყოფდი და ეჭვიანობისგან გაგიჟებდი. მაპატიე, რომ გითხარი სერგი მიყვას მეთქი. ეს ტყუილი იყო... შენი დავიწყება და მისი შეყვარება მინდოდა, მაგრამ არ გამომივიდა. ამისთვისაც გთხოვ პატიებას
- არა, გთხოვ აღარ გააგრძელო! - თითები მივადე თბილ ტუჩებზე და ცრემლები მომაწვა - მე ეს ყოველთვის ვიცოდი... ვიცოდი, რომ ის არ გიყვარდა, მაგრამ მე... მითხარი დიანა, გთხოვ მითხარი! არ გძულვარ? იმ ყველაფრის მერე, რაც ჩემს გამო გადაიტანე, არ გეზიზღები?
- მე შენ კი არ მძულხარ, მიყვარხარ სულელო! განა შეიძლება მძულდე? შენ მე ბედნიერება მაჩუქე. ალბათ მხედველობა უნდა დამეკარგა, რომ შენი სიყვარული მეპოვა, ამ მსხვერპლის გაღება კი ამად ღირდა!
- გაჩუმდი, არ გინდა...
- ახლაც არჩევანის წინაშე რომ დავდგე, იგივე გზას ავირჩევდი და ხელახლა დავბრმავდებოდი, რომ მერე შენი გულისკენ მიმავალი ბილიკი მეპოვა...
-გაჩუმდი, გთხოვ! შენ აღარ დაგჭირდება იგივე გზის არჩევა საბედნიეროდ... მიყვარხარ! - ვუჩურჩულე და სიყვარულს მოწყურებული მის ბაგეებს დავეწაფე. ის ჩემთვის ისეთი ტკბილი და სასურველი იყო, რომ ამ ქვეყნად სხვა არაფერი მეგულებოდა მასზე უტკბესი და უნაზესი... პალტო გავხადე და იქვე ძირს დაეცა მძიმედ. მერე ჩემი მაისურიც მოვისროლე სადღაც. მისი ნაზი თითები ფრთხილად შეეხო ჩემს მკერდს და ისევ მორცხვად ამომხედა.
- შენ ჩემი ხარ, მე კი შენი! - ჩავჩურჩულე... მისი ტუჩები ისევ დავატყვევე კოცნით და ჩვენ უკვე ერთნი ვიყავით...


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[


შეტყობინება შეასწორა sofka - კვირა, 2012-05-27, 6:34 PM

Vampire_GvaberiDzeთარიღი: შაბათი, 2012-05-26, 6:55 PM | შეტყობინება # 429
^ Normal People Scare Me ^
817
32  +
44  ±
   ±
Offline
sofka, ვააიმეე! რამდენი ხანი ველოდი ამ თავს! როგორ მომწონს ეს ფიკი თან! თავი აი ძალიან მომეწოონა! , მაგარიი იყო happy


viku-vukuთარიღი: შაბათი, 2012-05-26, 6:56 PM | შეტყობინება # 430

397
10  +
12  ±
   ±
Offline
vau ra magari iyo amdeni xnis lodini amad girdaaaaaaaaaa


bella-vampireთარიღი: შაბათი, 2012-05-26, 7:14 PM | შეტყობინება # 431

842
83  +
   ±
Offline
vaime soof, aii ar vici ra gitxraa:XXX rogor velodii, ar mjeroda rom martla daido:DDD bolo nawili orjer gadavikitxe da ramdenime cremlic wamomivida:XXX ra tbiliaaaaaa. axla imedia cudi araferi mouvat:** yochag daaa didiii madloba rom sheni ganrigisa da drois uqonlobis gamo mainc wer da aq deeb :** kiss

RoB-dOdთარიღი: შაბათი, 2012-05-26, 7:33 PM | შეტყობინება # 432

572
28  +
48  ±
   ±
Offline
ჰმ...უმაგრესი იყო!!! ეხლა ვიყვირებ!შეიძლება?-ააააააააააააააააააააააააააააააააააააა! როგორ იქნააააა! ჩემი ლაშა და დიანა.
სოფ,უდიდესი მადლობა,რომდადე და ასე გამახარე!-ოე,გულო საით გარბიხარ დამიცადე! ა,ესე ვარ ზუსტად ეხლა. სოფიიი მიყვარხარრრრ!


I Hate This FuCkinG Life <3

Crazyთარიღი: შაბათი, 2012-05-26, 10:14 PM | შეტყობინება # 433

202
11  +
6  ±
   ±
Offline
vaaaaaaaaaaaime biggrin ra magari iyooo: OO cry cry cry


E:)B:)თარიღი: შაბათი, 2012-05-26, 11:14 PM | შეტყობინება # 434

106
17  +
63  ±
   ±
Offline
sofi sofi sofiko cudad varrrrr <3 chemi alshiko ai sigijemde miyvarss <3 fiki xo umagresiaaa <3 madloba yvelafristvis. gmirobaa ori patara shvilis deda am yvelafristvis ro iclii <3<3<3

sofkaთარიღი: კვირა, 2012-05-27, 2:13 AM | შეტყობინება # 435
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
E:)B:), Crazy, RoB-dOd, bella-vampire, viku-vuku, Vampire_GvaberiDze, didi, didiiii madloba bavshvebooooo! xom icit rogor miyvarxart yvela? chems guls ise uxaria, rom amdeni tbili da emociuri komentarebi mxvdeba yovel shemosvlaze happy happy happy sitboti da dadebiti energiit mavsebt yovel jerze heart heart heart heart imis miuxedavad, rom amdeni xania es istoria vera da ver davasrule ( mizezebs agar davasaxeleb, ukve yvelam kargad icit biggrin ) ugrmesi madloba! rom ertgulad da motminebit ucdit yovel axal tavs happy kiss kiss kiss kiss kiss

Quote (RoB-dOd)
ეხლა ვიყვირებ!შეიძლება?-ააააააააააააააააააააააააააააააააააააა! როგორ იქნააააა! ჩემი ლაშა და დიანა.

iyvire ramdenic ginda genacvaleee! biggrin ra sayvareli xar love love kiss kiss kiss


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[
ძებნა: