ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
სიყვარულით დაბრმავებული

sofkaთარიღი: ხუთშაბათი, 2010-10-14, 9:18 PM | შეტყობინება # 1
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline

პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "რომანტიკის დედოფალი-ავტორი".

სახელწოდება: სიყვარულით დაბრმავებული
ავტორი: sofka
ბეტა: არ მყავს
დისკლეიმერი: გმირებზე უფლებები მეკუთვნის მე
რეიტინგი: G (General)
ჟანრი: (Angst) (Romance) (Drama)
სამარი: ეს ისტორია ერთ საოცრად ნიჭიერ გოგონაზეა, რომელსაც სახელად - დიანა ჰქვია. ის ბავშვობიდან ოცნებობს პიანისტობაზე, რაც ნაწილობრივ აუხდა კიდეც. სწავლობს მუსიკალურ სასწავლებელში და აქვს დიდი წარმატებები, თუმცა მოულოდნელად მის ცხოვრებაში ჩნდება პიროვნება, რომელიც ხელს უშლის მისი ოცნების განხორციელებას და მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის...
სტატუსი: წერის პროცესშია

თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 18

თავი 17

თავი 1.

ცრუმორწმუნე არ გახლავარათ და არც შავი კატის მეშინია, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: თუ დილა უსიამოვნებებით დაიწყო მორჩა, უმჯობესია საერთოდ არ გავადგა ფეხი სახლიდან, თორემ საღამომდე ერთი-ორჯერ ტირილს თავისუფლად ვასწრებ. ის დილაც თითქოს უმნიშვნელო ინციდენტით დაიწყო, თუმცა ის დღე ალბათ არასდროს დამავიწყდება, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება მთლიანად თავდაყირა დადგა. მოკლედ ყველაფერი ასე დაიწყო:
დილით ადრე ავდექი, ვისაუზმე და პიანინოს მივუჯექი, რომ ნაწარმოებები გამემეორებინა. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ერთხელაც კონსერვატორიის დიდ სცენაზე დავუკრავდი ორკესტრთან ერთად და ცნობილი პიანისტიც გავხდებოდი. აი ეს მნიშვნელოვანი დღეც დადგა! მართალია კონსერვატორიაში არ მქონდა კონცერტი და მუსიკალურ სასწავლებელში, პატარა სცენაზე უნდა დამეკრა, მაგრამ მნიშვნელოვანი იმით იყო, რომ კონსერვატორიიდან სპეციალური ჟიური ჰყავდათ მოწვეული. ერთ თვეში კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტი იგეგმებოდა და სწორედ ამ კონცერტისთვის, სხვადასხვა მუსიკალური სასწავლებლიდან მოსწავლეებს არჩევდნენ. მეც შანსი მომეცა და ხელიდან გაშვებას ნამდვილად არ ვაპირებდი. ვიღაცამ ზარი დარეკა და ოცნებებიდან მიწაზე დავეშვი.
_ დედა! სად იყავი? _ გაოცებულმა შევიცხადე, როცა კარი გავაღე და დაღლილი დედაჩემის სახე დავინახე.
_ გასაღები დამრჩა, ხომ არ გაგაღვიძე?
_ რას ამბობ? ამ დრომდე რა დამაძინებდა, დღეს ისეთი დღე მაქვს! _ ცელოფნის პარკი გამოვართვი და ინტერესით შევათვალიერე.
_ გახსენი! იმედია მოგეწონება და მთელი დილა ტყუილად არ ვირბინე ამის გულისთვის _ ამოიოხრა და სავარძელში უღონოდ მიესვენა.
_ რა არის? _ ეშმაკურად გამეღიმა და ცელოფანში ჩავიჭყიტე. რაღაც იასამნისფერ ნაჭერს მოვკარი თვალი და მივხვდი
_ დედა! კაბა მიყიდე? სად იშოვე? _ აღტაცებულმა ავიტაცე ღია იასამნისფერი ატლასის კაბა ხელში და სარკესთან გავიქეცი.
_ დაწყნარდი! უბრალოდ თანამშრომლისგან ვითხოვე, მისი შვილისაა, გუშინ შემომთავაზა და მეც უარი არ ვუთხარი. მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა შენთვის _ დამნაშავესავით ჩაღუნა თავი.
_ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? Mმთავარია კაბა მაქვს და სიურპრიზიც გამოვიდა!
_ მაშინ მიდი! ჩაქარა მოიზომე, მგონი ზომაში არ შევმცდარვარ. _ სასწრაფოდ გადავიცვი ნანატრი კაბა და დედას წინ დავბზრიალდი.
_ აბაა? როგორია?
_ დიანააა! რა ლამაზი ხააარ!
_ მართლა დეე? _ დავიმორცხვე და სარკესთან მივედი, რომ დავრწმუნებულიყავი _ მართლა ფიქრობ, რომ მიხდება?
_ არაჩვეულებრივია! გეგონება პირდაპირ შენს ტანზეა შეკერილი _ აღფრთოვანებას ვერ მალავდა დედა.
_ ხოო? მე კი მგონია, რომ ძალიან ზუსტად მაქვს და ცოტა მიჭერს კიდეც.
_ უბრალოდ ნერვიულობ და რაღაცეები გეჩვენება _ თავი გააქნია და ღიმილით შემათვალიერა _ თან იასამნისფერი ძალიან გიხდება, მწვანე თვალებს კიდევ უფრო ლამაზად გიკვეთავს.
_ ესეიგი კაბა მიხდება, ახლა მხოლოდ ის დამრჩა, რომ ყველაზე კარგად დავუკრა.
_ დაუკრავ კიდეც! ისე დაუკრავ, რომ იქნებ ხვეწნაც კი დაგიწყონ, კონსერვატორიაში გააგრძელე სწავლაო, ააა? _ ეშმაკურად გამიცინა და ცხვირზე თითი ჩამომკრა. _ ყველაფერი კარგად იქნება, მოდი ეხლა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ კარგი? _ მივხვდი რაც იგულისხმა და მორჩილად დავუკარი თავი.
_ ესეიგი, მხრებში გაიმართე! _ მე მისი სიტყვების შესრულებას შევუდექი _ გამოდიხარ, თავს უკრავ მაყურებელს, მერე სკამს ასწორებ როიალთან, ღრმად ჩაისუნთქე... და დაიწყე _ ბოლო სიტყვების მერე ხელები ავწიე, ინსტრუმენტისკენ გადავიხარე, რომ დაკვრა დამეწყო და ამ დროს... ზურგზე კაბის გახევის ხმამ ადგილზე გაგვყინა, მეც და დედაც. ერთი წუთის მანძილზე მე და დედა ჩუმად ვიჯექით და ერთმანეთს იმედგაცრუებულები შევყურებდით.
_ არაუშავს, რამეს მოვიფიქრებ _ მამშვიდებდა დედა _ მოდი გავკერავ, ისე, რომ არც შეემჩნევა. ან სულაც რამე მოსაცმელს მოვძებნი... მოიცმევ და ვერავინ შეგამჩნევს, რას იტყვი?
_ არა დეე, არ გინდა. სხვა რამეს მოვძებნი და იმით წავალ.
_ რას ამბობ! ძველი კაბა უნდა ჩაიცვა?
_ დედა, დამშვიდდი, არაფერია. ისედაც უხერხულად ვგრძნობდი ამ კაბაში თავს და მირჩევნია ძველი ჩავიცვა. თანაც უბრალო კონცერტი იქნება და რა მნიშვნელობა აქვს რას ჩავიცმევ. აი! როცა ცნობილი პიანისტი გავხდები და კონსერვატორიაში მექნება ხოლმე კონცერტები, ასეთი კაბა ათასობით მექნება.
_ ხოო, ოცნება კარგია, მაგრამ ასე ვეღარ ვიჯდებით... რაღაც უნდა მოვძებნოთ _ დედა ერთხანს ჩაფიქრდა, მერე კი რაღაც გაახსენდა და სახე იმედიანად გაუნათდა _ გამახსენდა! ვიცი რაც უნდა ჩაიცვა!
_ რა?
_ რა და, ჩემი იღბლლიანი კაბა, რომლითაც კონსერვატორიის კონცერტზე გამოვედი. _ პატარა ბავშვივით აცქმუტდა.
_ რას ამბობ დეე, ის ნაცრისფერი კაბა?
_ მართალია ცოტა ძველმოდურია, მაგრამ სამაგიეროდ ბედნიერების და წარმატების მომტანი იქნება შენთვისაც.
_ ხოო, მაგრამ გრძელი მექნება, შენ ხომ ჩემზე მაღალი ხარ... _ პირდაპირ უარს ვერ ვეუბნებოდი, მისი წყენინება არ მინდოდა და ამიტომ ბოლო იმედსღა ჩავებღაუჭე.
_ მერე ეგ რა პრობლემაა, შევკეცავ და ისე დავლამბავ, რომ არ ჩამოგეშალოს. აი ნახე! ყველაზე ლამაზი და წარმატებული იქნები დღეს! _ ისეთი ბედნიერი და მეოცნება გამოხედვა ჰქონდა, რომ უარის თქმით ვერ ვატკენდი გულს, ის ხომ ჩემთვის ამდენს წვალობდა. ჰოდა, გადავწყვიტე წინააღმდეგობა აღარ გამეწია. სკამზე შემაყენა, თითონ კი ნემსით და ძაფით კაბის შეკეცვას შეუდგა. ერთ ადგილას დიდხანს დოგმა აღარ შემეძლო და ცქმუტვა დავიწყე. ტელევიზორში რომელიღაც ჯგუფის კლიპი გადიოდა და მუსიკის რიტმს ავყევი.
_ დიანა! ნუ ცქმუტავ, თორემ ნემსი შეგერჭობა
_ მალე მორჩები?
_ კი, უკვე ვამთავრებ. _ მე კი სიმღერის მოსმენა გავაგრძელე. როგორც კი კაბის კერვას მორჩა, სკამიდან ჩამოვხტი და სარკესთან მივირბინე. შეხედვაც კი არ მინდოდა, თავი ყველაზე მახინჯი არსება მეგონა ამ კაბაში. შიშით შევათვალიერე ჩემი ორეული სარკეში და ცოტა დავწყნარდი, არც ისეთი ულამაზო იყო ეს კაბა, როგორც მეჩვენებოდა. უბრალოდ, ცოტა ძველმოდური იყო, თორემ ისე რას ვერჩოდი. მოკლედ, ჩემი წასვლის დროც მოახლოვდა. როგორი დასანანიც არ უნდა ყოფილიყო დედა დღეს ვერ მომყვებოდა კონცერტზე სამსახურის გამო და ამის გულისთვის ათასჯერ მაინც მომიხადა ბოდიში. სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა და მთელი დღე იქ უწევდა ყოფნა, თან ისეთი აუტანელი დირექტორი ჰყავდა, არც გაანთავისუფლებდა. ამის გამო ძალიან ღელავდა, ჩემზე მეტადაც კი. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, დედაჩემი ჩემგან განსხვავებით გამოუსწორებელი ცრუმორწმუნეა. მართალია მე მის რიტუალებზე ყოველთვის მეცინებოდა, მაგრამ ამჯერადაც გული არ დავწყვიტე და მორჩილად შევასრულე მისი თხოვნა.Gგასვლისწინ მარჯვენა მხრის მიმართულებით სამჯერ დამატრიალა, მერე შუბლზე მაკოცა და წარმატება მისურვა. აი ასე გამომისტუმრა სახლიდან. სასწავლებელი ჩემი სახლიდან რამდენიმე კვარტლის იქით იყო. დრო ნახევარი საათი მქონდა, ამიტომ ფეხით წასვლა ვარჩიე.
ქუჩაში ნაწვიმარი იყო, ჰაერში კი ჭადრის და აკაციის ყვავილების სუნი ტრიალებდა. ხარბად შევისუნთქე ჰაერი და ვიგრძენი, როგორ დამახვია თავბრუ გაზაფხულის სასიამოვნო სურნელმა. თავი რაღაც უცნაურად, ბედნიერად ვიგრძენი. ქუჩას მივუყვებოდი და ხეების სიმწვანით ვტკბებოდი. ყველაფერი ირგვლივ ისეთი ლამაზი მეჩვენებოდა, მიკვირდა კიდეც აქამდე ამას რატომ ვერ ვამჩნევდი. გზაზე გადავდიოდი, როცა უეცრად კატის კნავილის ხმა შემომესმა, დაბლა დავიხედე და რას ვხედავ: პატარა, მობუზული და შეშინებული კნუტი შუაგზაზე მოკუნტულა და საცოდავად კნავის. გულმა ვერ მომითმინა და მასთან ჩავიცუცქე.
_ რა გაკნავლებს პატარავ? რატომ ზიხარ შუაგზაზე, ხომ შეიძლება მანქანამ გადაგიაროს? გზიდან გადადი! _ სიტყვის დამთავრება ძლივს მოვასწარი, რომ ჩემს უკან მკვეთრი მუხრუჭის ხმა გავიგონე. ადგილზე გავქვავდი, მხოლოდ ხელების სახეზე აფარება მოვასწარი. მეგონა უკვე გადამიარა მანქანამ და მოვკვდი.
_ გოგონა ცოცხალი ხარ? როგორ ხარ? _ მანქანის კარი გაიღო და იქიდან დაფეთებული ბიჭი გადმოხტა. თვალებში შევხედე და მეტყველების უნარი დავკარგე... ის ისეთი ლამაზი იყო, მარტო ანგელოზს თუ შევადარებდი _ მაღალი, შავგვრემანი, ულამაზესი თაფლისფერი თვალებით. მეგონა მართლა მოვკვდი და ჩემს წასაყვანად იყო მოსული.
_ გოგონა, შენ გეკითხები!
_ კარგად ვარ _ ძლივს წავილუღლუღე.
_ არა! ასე როგორ შეიძლება? თუ სიკვდილი გინდა სადმე სხვაგან მოიკალი თავი, მე რას მივარდები ბორბლებში?
_ მე უბრალოდ კატა დავინახე გაზაზე დაა...
_ იცი რა? არ მაინტერესებს რა დაინახე, გზიდან ჩამომეცალე! _ უხეშედ მომახალა და მანქანაში ჩაჯდა. ფისო ავიყვანე და გზის მეორე მხარეს გადავედი.
_ ეჰ ფისო! რა დასანანია... რა ლამაზია, მაგრამ უხეში. მანქანაც ისე გიჟივით დაჰყავს, წინ არც კი იყურება. _ ფისო ტროტუარზე დავსვი და გზა გავაგრძელე. ქუჩის ბოლოს ჩემი სასწავლებელიც გამოჩნდა. ეზოში უამრავი ხალხი შეკრებილიყო. მათშორის ჩემი თანაკურსელებიც იყვნენ და მათთან მივედი.
_ დიანაა! რა ლამაზი ხაარ! _ ჩემი მეგობრის ხმა მომესმა გვერდიდან.
_ ანუკი! _ თბილად გავუღიმე და გადავეხვიე _ ხომ არ აჭარბებ? ამ ძველ კაბაში ნამდვილი საფრთხობელა ვარ! _ შეწუხებულმა დავიხედე კაბაზე.
_ არა, რას ამბობ, ძალიან გიხდება _ ვიცოდი, რომ ეს მხოლოდ ნუგეშის სიტყვები იყო მისი მხრიდან და აღარაფერი ვუთხარი.
ფოიეში უაზროდ ვყურყუტებდი და ვნერვიულობდი, ანუკიც გაუთავებლად ლაპარაკობდა და არც კი ვუსმენდი, უბრალოდ ავტომატურად ვუღიმოდი და თავს ვუქნევდი. ნახევარი საათი ისევ უნდა გვეცადა, ამიტომ გადავწყვიტე დედასთვის დამერეკა და გამეგო გეგმები ხომ არ შეეცვალა. ეზოში გავედი და ნაცნობი მანქანა დავინახე. ეს ის ვერცხლისფერი მერსედესი იყო ცოტახნის წინ რამის, რომ გადამიარა. მისი პატრონიც იქვე სამ ბიჭთან ერთად მანქანას მიყრდნობოდა და ლუდს წრუპავდნენ. თავი ნერვიულად გადავაქნიე და ზურგი ვაქციე. ჩანთიდან მობილური ამოვიღე და დედას გადავურეკე.
_ რა მოხდა დიანა?! _ შეშფოთებული დედას ხმა შემომესმა ყურმილიდან
_ არა, არაფერი. მაინტერესებდა გეგმები ხო არ შეგეცვალა? დირექტორმა არ გაგანთავისუფლა?
_ არა ძვირფასო, ხომ იცი რანაირია. არაფრით არ გამოდის, მაგრამ კიდევ ვეცდები დავითანხმო. _ დამაიმედა დედამ.
_ კარგი! რომ იცოდე მე ყველაზე ბოლოს ვუკრავ და გაითვალისწინე, იქნებ მომისწრო.
_ კარგი, ვეცდები, გკოცნი _ გათიშვა ძლივს მოვასწარი, რომ უკნიდან ვიღაც მაგრად დამეჯახა და მობილური ხელიდან გამაგდებინა.
_ ოხ! არ მინდოდა გენაცვალე _ ირონიულად მომაძახა შავგვრემანმა ანგელოზმა და თავის ამფსონებთან ერთად სიცილ-ხარხარით გააგრძელა გზა. სასწავლებლის შენობაში შევიდნენ და თვალს მიეფარნენ. როგორც ჩანს ისიც აქ სწავლობს ან ვინმესთან არის მოსული კონცერტზე. მობილური ძირიდან ავიღე და მეც შენობაში შევედი. საკონცერტო დარბაზი თითქმის სავსე დამხვდა, ადგილი მხოლოდ ბოლო რიგში იყო დარჩენილი და ვიღაცის გვერდით ჩამოვჯექი. კონცერტი დაიწყო, მონაწილეები ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდნენ და უკრავდნენ. რამდენიმე მათგანი ისე მომეწონა, რომ ვიფიქრე მათ კონკურენტობას ვერც კი გავუწევდი. ვიგრძენი როგორ მემატებოდა ღელვა, რომელიც უკვე ისტერიულ ნერვიულობად მექცა.
სკამზე ვეღარ ვისვენებდი, დამშვიდებას ვცდილობდი, მინდოდა ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და ისღა მოვიფიქრე, რომ ნოტები ამომეღო და ნაწარმოებისთვის გადამეხედა. ჩანთაში ქექვის დროს უნებურად ხელებზე დავიხედე, რომელიც შიშისგან სულმთლად გალურჯებული მქონდა. პანიკამ შემიპყრო და ფეხზე წამოვხტი, მინდოდა უკან მოუხედავად გავქცეულიყავი დარბაზიდან.
_ ფრედერიკ შოპენი _ ფანტაზია-ექსპრომტი, ასრულებს მეორე კურსის სტუდენტი _ დიანა მიქაძე! _ ჩემი სახელის გაგონებაზე ადგილზე გავშეშდი. ჩემი გამოსვლის ჯერიც მოახლოვდა, უკან ვეღარ დავიხევდი და ვეცადე დავმშვიდებულიყავი. სცენისკენ წავედი და შუა რიგებთან ჩავლის დროს რამდენიმე ადამიანის სიცილის ხმა შემომესმა. მივიხედე და ისევ ის ოთხი ჩერჩეტი ბიჭი დავინახე ეზოში, რომ დამცინოდა. ვიცოდი, რომ ამჯერადაც მე ვიყავი მათი სიცილის მიზეზი და საშინლად გავბრაზდი. ვითომ რა ეგონა ამ ოთხ, თვითკმაყოფილ იდიოტს, რომ ჩემზე რამით მაინც იყვნენ უკეთესები? ნერვიულობა სიბრაზემ შეცვალა, ისეთი შემართებით ავედი სცენის პატარა კიბეებზე თითქოს დუელში გამომიწვიეს და საკუთარი ღირსების დასაცავად მივემართებოდი მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად. როიალთან სკამი გავასწორე და როგორც კი დავჯექი ცოტა დავმშვიდდი. ბოლოს და ბოლოს მათზე გამწარებულს საცოდავ როიალზე რატომ უნდა მეყარა ჯავრი? პირველივე ოქტავა შემართებით ავიღე, შემდეგ კი... ჩემი თითები ისე სწრაფად და ნაზად გაფრინდნენ კლავიშებზე, როგორც მინდორში ჭრელი პეპლები. ისე ადვილად დარბოდნენ და დასრიალებდნენ კლავიატურაზე, თითქოს პატარა ლიფსიტები სრიალებდნენ მდინარეში. მელოდიას ხან ზღვასავით ვაღელვებდი, ხანაც ვამშვიდებდი და პატარა ბავშვივით ვვეფერებოდი კლავიატურას. მთლიანად გამიტაცა მუსიკამ და ირგვლივ ვეღარავის ვამჩნევდი,ისეთი სიჩუმე იდგა, თითქოს დარბაზში მხოლოდ მე და როიალი დავრჩით. მინდოდა ეს იდილია კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო, მაგრამ უკვე ბოლო, დამამთავრებელი აკორდიც ავიღე. მერე ხელები ნაზად ჩამოვუშვი მუხლებზე და სკამზე გავქვავდი. პირველმა ტაშმა შემაკრთო და გონს მომიყვანა, მივხვდი, რომ ყველაფერმა ჩაიარა, მაგრამ დამშვიდების მაგივრად უფრო ავნერვიულდი. ადგომა და კიბეებზე ჩამოსვლა ძლივს მოვახერხე. სცენაზე წამყვანი გოგონა გამოჩნდა და ღიმილით გამოაცხადა _ კონცერტი დამთავრებულია! მადლობთ მობრძანებისთვის. მონაწილეების საყურადღებოდ: ჟიურის გადაწყვეტილებას მოსაცდელში დაელოდეთ! _ ბოლო სიტყვები ჩემთვის უფრო ასე ჟღერდა: “ ჟიურის განაჩენს მოსაცდელში დაელოდეთ!” რადგან მე სწორედ, რომ განაჩენივით ველოდებოდი მათ გადაწყვეტილებას. დარბაზიდან გასვლის დროს კართან ანუკი შევამჩნიე, აღელვებული ათვალიერებდა ხალხს, ალბათ მე მეძებდა. დამინახა და ჩემსკენ ღიმილით წამოვიდა.
_ დიანაა! არაჩვეულებრივად დაუკარი, გილოცავ!
_ მგონი ცოტა ნაადრევად მილოცავ _ უიმედოდ გამომივიდა, მაგრამ მართლა ასე ვთვლიდი. არასოდეს მიყვარდა ნაადრევი სიხარული. ეს ანუკიმაც იგრძნო და მოიწყინა. _ შედეგს მეც შენთან ერთად დავუცდი. ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ. Kონცერტის დაწყებამდე გელოდებოდი გარეთ, მერე კი მეტიჩარა თიკამ შემათრია დარბაზში. ხომ იცი იმ გოგოს ატანა არ მაქვს, მაგრამ სხვა გზა აღარ მქონდა სასწავლო ნაწილი თვალებს გვიბრიალებდა _კონცერტი იწყება და მალე დაჯექითო. ხო და ვეღარ დაგიცადე, ბოდიში _ დამნაშავესავით მოიბუზა და თავი დახარა.
_ ანუ, დამშვიდდი! არ გსაყვედურობ. ისე მოიქეცი, როგორც საჭირო იყო. _ გავუღიმე და დავამშვიდე მეგობარი. მართლა არ მწყენია, ალბათ იმიტომ, რომ თავს მოსაწყენ ადამიანად ვთვლი, ანუკი კი ისეთი მხიარული და აქტიურია. მიკვირს ჩემთან საერთო რა ნახა? Aლაპარაკი ანუკის მობილურის ხმამ გაგვაწყვეტინა.
_ დედაჩემი მირეკავს _ თვალები გადაატრიალა ანუმ. მერე კი ნერვიული ხმით უპასუხა. _ ხოო, რა იყო დედა? _ გვერძე გავიდა და ლაპარაკი გააგრძელა. ანუკის და დედამის მთლად კარგი ურთიერთობა ვერ ჰქონდათ. ანუკის მშობლები ეთმანეთს რამდენიმე წელია რაც გაეყარნენ. მათი შემთხვევა სუფთა კლასიკური ისტორია იყო: დედას არ უნდოდა, რომ შვილს მამასთან ჰქონოდა ურთიერთობა, რადგან მამამის სხვა ქალი ჰყავდა. ამის მიუხედავად ანუკი მაინც ახერხებდა მამასთან შეხვედრას, რასაც დედამისი წყობიდან გამოჰყავდა და სახლში ამის გამო კონცერტებს უმართავდა საწყალ გოგოს. ცოტახანში ანუკი უკან შეწუხებული სახით დაბრუნდა და მივხვდი, რომ ისევ რაღაც მოხდა.
_ დიანა, მაპატიე. დედაჩემს ისევ პრობლემები აქვს მამაჩემთან და სახლში მომიწევს წასვლა.
_ რას ამბობ, რას მებოდიშები? მე ისეთი არაფერი მჭირს, რომ აქ გაყურყუტო. თანაც სახლსში ჩემზე მეტად სჭირდები მშობლებს. _ ნუგეშის ნიშნად მხარზე მოვეფერე.
_ კარგი, მშინ მე გავიქცევი და სახლში რომ მიხვალ დამირეკე, ხომ იცი როგორ მაინტერესებს შედეგები?
_ კარგი, გპირდები, რომ გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ ხვალ, დედაჩემის გამომცხვარ ნამცხვარზე და ყავაზე. _ მისი გამხიარულება ვცადე და დამშვიდობების ნიშნად ერთმანეთ გადავეხვიეთ. მოსაცდელში ყოფნა უკვე აუტანლად მეჩვენებოდა,ყველა მონაწილეს ვიღაც ახლდა, ზოგს დედა, ზოგს ამხანაგი ან ნათესავი. ირგვლივ მარტო სანუგეშო სიტყვები მესმოდა, ყველა ერთმანეთს ანუგეშებდა და ამშვიდებდა, მხოლოდ მე ვიდექი ეულად. “ დედა სად ხარ?” გავიფიქრე გუნებაში და თავი პირველად ვიგრძენი ასე მარტოდ. მისი აქ ყოფნა და ნუგეში ახლა ისე მჭირდებოდა, როგორც არასდროს. მოლოდინის მტანჯველმა ნახევარმა საათმაც გაიარა და დარბაზიდან ახალგაზრდა გოგო გამოვიდა, რომელმაც რაღაც ფურცელი გამოიტანა და სტენდზე გამოაკრა. მოსწავლეების მთელი არმია მიაწყდა სტენდს და მივხვდი, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. საშინლად ავნერვიულდი, მეშინოდა, რომ იმ ფურცელზე ჩემს სახელს ვერ ვნახავდი და იმედი საბოლოოდ გამიცრუვდებოდა. როგორღაც მოვერიე საკუთარ თავს და სტენდთან მივედი. გახარებულ მოსწავლეებს ისეთი კივილი აეტეხად, რომ თავი ამტკივდა და გადავწყვიტე სიისთვის აღარ შემეხედა. უცბათ ჩემი ერთ-ეთრთი ჯგუფელი გახარებული მომვარდა და გადამეხვია_ დიანა! სიაში ხარ! გილოცავ დიანა! _ გაოცებული სტენდისკენ შევტრიალდი, რომ დავრწმუნებულიყავი. სიაში პირველლი მე ვეწერე! მოულოდნელი სიხარულისგან ენა ჩამივარდა, როცა მილოცავდნენ ემოციებსაც კი ვერ გამოვხატავდი.Mმოსაცდელი ხალხისგან ნელ-ნელა იცლებოდა, მე კი გაოცებული, ისევ სტენდზე გამოკრულ სიას მივშტერებოდი.
_ დიანა მიქაძე! _ მომესმა დარბაზის მხრიდან. კართან სასწავლო ნაწილი იდგა და თბილად მიღიმოდა. _ შეიძლება ერთი წუთით? რაღაც მაქვს სათქმელი. _ მისი ტონით მივხვდი, რომ რაღაც დადებითი უნდა ეთქვა, ცოტა დავმშვიდდი და მივუახლოვდი.
_ დიახ, რა თქმა უნდა.
_ მინდა გითხრა, რომ დღეს მოლოდინს გადააჭარბე, შეუდარებლი იყავი. დარწმუნებული ვარKკონსერვატორიის მაყურებელსაც ისევე მოხიბლავ, როგორც დღეს ჟიურის წევრები მოხიბლე. მთხოვეს შენთვის გადმომეცა, რომ აღფრთოვანებულნი არიან შენით და წარმატებებს გისურვებენ. _ ასეთ შექებას ნამდვილად აღარ ველოდი და მეტისმეტი ბედნიერებისგან თავბრუც კი დამეხვა. დაბნეულმა მადლობის მოხდა ძლივს მოვახერხე და წამოვედი. ვგრძნობდი ბედნიერებისგან როგორ მივფრინავდი ცისკენ, ასე მეგონა მიწაზეც აღარ ვადგავდი ფეხს. შენობიდან გამოვედი, უკვე შებინდებულიყო და ეზოშიც არავინ დამხვდა. ტელეფონის ხმაზე შევკრთი, ეკრანს დავხედე და დედას ნომერი ეწერა.
_ დედა!
_ დიანა! რა ქენი? როგორ ხარ? სად ხარ? _ მომესმა დედას ნერვიული ხმა და გამეცინა. _ დედა, დაწყნარდი! ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ შენი იღბლიანი კაბის ჩაცმა ალბათ კიდევ მომიწევს, ოღონდ კონსერვატორიის დიდ სცენაზე!
_ რაა?! ნუთუ... ვიცოდი! ვიცოდი! ასეც უნდა ყოფილიყო, შენ საუკეთესო ხარ! ხომ გეუბნებოდი ძვირფასო.
_ ხოო დედა, ახლა ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე გეტყვი, რომ მართალი ხარ. დანარჩენს სახლში მოგიყვები კარგი?
_ სად ხარ? უკვე მოდიხარ?
_ ხოო, ახლა სასწავლებლის ეზოში მარტო ვდგავარ და წამოსვლას ვაპირებ.
_ მარტო დიდხანს ნუ გაჩერდები, უკვე ბნელა და საშიშია. სამსახურიდან მოვდივარ და სახლში დაგელოდები! _ მითხრა და ტელეფონი გავთიშე. წასვლა დავაპირე როცა ეზოში, სიბნელეში ოთხ ლანდს მოვკარი თვალი. თვალი მოვარიდე და ეზოს გასასვლელისკენ გზა გავაგრძელე. ოთხი ბიჭი სიბნელიდან გამოვიდა და სიცილით ჩემსკენ წამოვიდნენ. საფრთხე ვიგრძენი და ნაბიჯს ავუჩქარე, მინდოდა გასასვლელთან მიმესწრო და გავქცეულიყავი, მაგრამ მიმასწრეს და გზა გადამიღობეს. მიახლოვებისთანავე ვიცანი ოთხეული და ადგილზე გავშეშდი. მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ჰქონდათ ჩაფიქრებული და თავში გაქცევის გეგმებს ვაწყობდი. თუმცა ვიცოდი, მათგან გაქცევა შეუძლებელი იყო და პანიკურმა შიშმა ამიტანა.
_ ბიჭებო! შეხედეთ ვინ მოსულა? _ დაიწყო შავგვრემანმა _ ეს ის გოგოა ცოტახნისწინ გზაზე რამის, რომ დამამტვრია. აი ის, მე რომ გიყვებოდით.
_ როგორ არა, ვიცანით _ აჰყვა ქერა ბიჭიც _ მერე ზუსტად ამ ეზოში ხელიც გკრა და რამის წაგაქცია.
_ ხოო და კიდევ დარბაზში მუსიკის მოსმენაც არ გვაცალა ისე იცინოდა. _ თქვა მესამემ. ჩემს გარშემო წრე შეკრეს და თავს სვავებივით დამტრიალებდნენ.
_ გოგონა! იქნებ გვითხრა, უკან რატომ დაგვდევ, სხვა საქმე არ გაქვს? _ მომიბრუნდა ისევ შავგვრემანი.
_ ვერ გავიგე რა გინდათ, თქვენ საქციელს მე რატომ მაბრალებთ?
_ ამით იმის თქმა გინდა, რომ იქით დაგდევ? არა, გაიგეთ ბიჭებო რა თქვა?
_ წადით, სადმე სხვა გასართობი იპოვეთ, თქვენნაირი უსაქმურების ატანა არ მაქვს! _ ჩავილაპარაკე და წრის გარღვევა ვცადე. გზა ქერამ გადამიკეტა.
_ რა გვიწოდე? და საერთოდ როგორ გველაპარაკები?
_ გამატარე!
_ აბა, სცადე _ მითხრა და ჩანთა წამართვა. წართმევა ვცადე, მაგრამ ჩემს ჩანთას ერთმანეთში, აქეთ-იქით დაუწყეს სროლა.
_ მომეცით! რა გინდათ ჩემგან? დამიბრუნეთ ჩანთა!
_ მაშინ დაგიბრუნებთ, როცა ბოდიშს მოგვიხდი!
_ ბოდიში მოგიხადოთ?... თქვეენ? _ მივხვდი, რომ ხვეწნას აზრი არ ქონდა, მათაც სწორედ ეს უნდოდათ _ ჩემი დამცირება და გადავწყვიტე თავი არ დამემცირებინა. _ ჯანდაბაშიც წასულხართ! _ გამწარებულმა მივაძახე და ახლა საპირისპირო მხარეს ვცადე წრის გარღვევა.
_ ე-ე, სად მიდიხარ? ჯერ ერთმანეთი არც კი გაგვიცვნია _ ახლა შავგვრემანი გადამიდგა წინ.
_ დამიბრუნეთ ჩანთა და გამატარეთ!
_ ვერ გაიგე? სანამ ბოდიშს არ მოიხდი ვერსადაც ვერ წახვალ! _ მანაც ქერათმიანივით გამიმეორა და ხელით უკან მიბიძგა. მივხვდი, რომ ასე უბრალოდ არსად გამიშვებდნენ და საბრძოლველად მოვემზადე. მივტრიალდი და რაც ძალა მქონდა ქერათმიანს ჩანთა გამოვგლიჯე და თავში მთელი ძალით ჩავარტყი. მერე დავინახე, რომ ჩემსკენ მეორე წამოვიდა მის დასახმარებლად და თავის დასაცავად იმასაც მოვუქნიე ჩანთა, მაგრამ აიცდინა და შემეშვა. მივხვდი, რომ ახლა მომენტით უნდა მესარგებლა და გავქცეულიყავი, მაგრამ შავგვრემანი აშკარად ჩემს გაშვებას ისევ არ აპირებდა. ჩემს პირდაპირ გაუნძრევლად იდგა და დაძაბული მიყურებდა. გადავწყვიტე მასზეც მომეწყო თავდასხმა, რომ მერე გაქცევა შემძლებოდა.
_ გირჩევნია გამატარო! _ ჯერ დამუქრება ვცადე.
_ და, რომ არ გაგატარო? _ ირონიულად გამიღიმა, რამაც უფრო მეტად გამომიყვანა წყობიდან და გამწარებული, მთელი ძალით მისკენ გავქანდი. მინდოდა მისთვის ხელი მეკრა და ჩანთა ჩამერტყა, მაგრამ ის მოულოდნელად გვერძე გახტა, მე კი თავი ვერ შევიკავე, ფეხი რაღაცას წამოვკარი და პირდაპირ ბარდიულზე დავეცი. თავი საშინლად მეტკინა, მგონი რაღაცას დავარტყი, ვიგრძენი, რომ ირგვლივ ყველაფერი ბუნდოვანი გახდა და მერე გონებაც დავკარგე...

<> <> <>

დავინახე როგორ დაეცა გოგონა მიწაზე და აღარ განძრეულა. მეგონა რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული და როგორც კი მივუახლოვდებოდი თავს დამესხმებოდა.
_ ღმერთო! ეს რა იყო აა? სახე ნამდვილი ანგელოზისა აქვს და თურმე რა ველური ყოფილა. თავში ისეთმა ჩამცხო, ალბათ ტვინი შემერყა _ ბუზღუნებდა ჩემს უკან ნიკა.
_ შენ მაგის გარეშეც გქონდა ტვინი შერყეული იდიოტო! _ აუყვირდა ლევანი.
_ ბიჭებო, გეყოთ ჩხუბი და აქ მოდით! _ ცოტა ამანერვიულა გოგოს უცნაურმა საქციელმა. _ არ ინძრევა... რა ვქნათ? _ შეშინებულმა გადავხედე ლევანს. ის ერთადერთი იყო ვინც ასეთ მომენტში ხუმრობას არ დაიწყებდა და რამე ჭკვიანურს მეტყოდა.
_ უნდა შევამოწმოთ
_ ლევან, გაგიჟდი? რომ წამოხტეს და ისევ თავს დაგვესხას? _ უკან დაიხია დათომ.
_ იქნებ ჩაეძინა? _ მივხვდი, რომ ანერვიულებულმა რაღაც სისულელე ვთქვი და ჩემს თავზე გამეღიმა.
_ მერე შენც აკოცე და გაიღვიძებს _ დამცინა ნიკამ. ლევანი კი ამდროს გოგოს გვერდით ჩაცუცქულიყო და რაღაცას ყურს უგდებდა. მერე კი გაფითრებულმა შემომხედა და თქვა _ ჯანდაბა! ... არ სუნთქავს...
_ არა, რას ამბობ? _ შეშინებული ნიკა ახლოს მივიდა _ იქნებ ჩვენი შეშინება უნდა და თავს იკატუნებს?
_ არა, არა, მართლა არ სუნთქავს, შევამოწმე. _ ლევანის ნაქვამს ყურადღება არ მიაქცია ნიკამ და გადაწყვიტა თავად შეემოწმებინა, ამიტომ გოგოს სახესთან ხელის გული მიიტანა და ცოტახანს ასე იჯდა. მერე შეშინებული ფეხზე წამოხტა და შემომხედა
_ მართლა არ სუნთქავს... წავედით! აქაურობას უნდა მოვშორდეთ!
_ არა! ხელოვნურ სუნთქვას ჩავუტარებ და გადარჩება _ ვუთხარი და გოგოს მივუახლოვდი. ისეთი ლამაზი იყო... აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე? სახე მიტკალივით თეთრი ჰქონდა და მძინარე მზეთუნახავს ჰგავდა, რომელიც საყვარელი ადამიანის ამბორს ელოდებოდა.
_ ლაშა! რას აკეთებ?! ვერ გაიგე? ჩქარა, წავედით! _ მიყვირა ლევანმა, მხარში ხელი ჩამავლო და ფეხზე წამომაყენა.
_ ლევან! მაცალე გთხოვ, მისი გადარჩენა შეიძლება _ სასოწარკვეთილმა ვიყვირე და ვცადე ხელებიდან დავსხლტდომოდი, თუმცა ისე მაგრად მიჭერდა, ვერაფერი მოვახერხე
_ არ გინდა, მაინც ვეღარ უშველი. სისულელეს თავი დაანებე და გავიქცეთ, ვინმემ არ მოგვისწროს _ მასთან და დათოსთან ჭიდაობას თავი დავანებე და ბედს დავმორჩილდი. ბიჭებთან ერთად მანქანაში ჩავჯექი და უკანმოუხედავად გავიქეცით იქიდან.
ბარში ვიჯექი და ჭიქას ჭიქაზე ვცლიდი. მინდოდა ისე დავმთვრალიყავი, რომ საკუთარი სახელიც კი არ გამხსენებოდა. ალბათ ამის დავიწყებას უფრო ადვილად შევძლებდი, ვიდრე იმას, რომ დღეს მკვლელი გავხდი! არა და ეს ყველაფერი ვითომ ბავშვური ხუმრობა უნდა ყოფილიყო, უბრალოდ მისი ცოტათი შეშინება გვინდოდა და აი, რით დამთავრდა ყველაფერი! მკვლელებიც გავხდით, უფრო სწორად მკვლელი მე გავხდი, იმიტომ რომ გაქცევის საშუალება არ მივეცი და ჩემს გამო წაიქცა. ის ლამაზი არსება მე მოვკალი! მე მოვუღე ბოლო მის ლამაზ სიცოცხლეს. როცა პირველად დავინახე მისი მშვენიერი მწვანე თვალები, რას ვიფიქრებდი, რომ მათი სამუდამოდ დახუჭვის მიზეზი მე გავხდებოდი. ღმერთო! ეს რა ჩავიდინე? რა მინდოდა მისგან? ეს რატომ გავაკეთე? არასოდეს გაქრება ჩემი მეხსიერებიდან მისი შეშინებული თვალები, რომლებიც მეხვეწებოდნენ და შეწყალებას მთხოვდნენ, მე კი სასტიკად მოვექეცი და სიკვდილისთვისაც გავიმეტე. არ უნდა მიმეტოვებინა, უნდა დავრჩენილიყავი და მებრძოლა მისი სიცოცხლის გადასარჩენად.


☆ani_twilighter☆თარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-12, 5:22 PM | შეტყობინება # 376

56
3  +
4  ±
   ±
Offline
cry cry sad sad sad sad sad sad sad sad sad sad sad sad sad sad sad sad


Bella_and_Edwardთარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-26, 7:18 PM | შეტყობინება # 377

96
6  +
14  ±
   ±
Offline
au dadet raaa sad

http://s1.ipicture.ru/

♫_Ani_♫თარიღი: პარასკევი, 2012-01-27, 3:35 PM | შეტყობინება # 378

225
6  +
16  ±
   ±
Offline
☆ani_twilighter☆, var .niki gamovcvale :P kiss isev ise ggulshematkivroob kiss


bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2012-01-27, 7:18 PM | შეტყობინება # 379

842
83  +
   ±
Offline
rogor momenatre es fikiiii. wina tavebi gadavatvaliere daaaa :XX mgoni agarc unda velodot amis shemdeg tavs, avtoris garda es aravin ar icis: ))
am fikis avtori dzalian dakavabeulia, ojaxi da usayvarlesi shvilebi yavs love rodis moiclis vin icis, arada mec tqvensavit momenatra:XX : ))

♥izabella♥თარიღი: შაბათი, 2012-01-28, 0:08 AM | შეტყობინება # 380
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
bella-vampire, getanxmebi tam sopo dzalian dakavebulia atara angelozis agrzdit da chventvis ar calia amitomac chemo dano da dzmano moitminet .......
motminebaze didi pasi ar aqvs arapers biggrin biggrin biggrin biggrin biggrin

sofkaთარიღი: შაბათი, 2012-01-28, 8:45 PM | შეტყობინება # 381
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
bavshveboooo! rom icodet mec rogor menatreba aqaurobaaaa sad sad sad sad xandaxan ki shemovivli xolme, magram dro titkmis agar mrcheba rom vwero sad sad tumca amis miuxedavad mainc daviwke axali tavis wera da tu araferma shemishala xeli am dgeebshi davdeb kidec happy ase rom cotac moitminet smile gkocnit beeevrsss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss

ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

RoB-dOdთარიღი: კვირა, 2012-01-29, 3:31 PM | შეტყობინება # 382

572
28  +
48  ±
   ±
Offline
sofka, ვაიმეე ვაიმე სოფკაა <33 აიი როგორ გამახარე არც კი იცი შენნ ! ველოდები სულმოუთმენლად.... ; ) მიყვარხარ ჩემო ლამაზო <33

I Hate This FuCkinG Life <3

Crazyთარიღი: სამშაბათი, 2012-01-31, 8:23 PM | შეტყობინება # 383

202
11  +
6  ±
   ±
Offline
soooof dzalian mixaria ro gagrdzelebas apireeeeb love shy imedia gamonaxav droooos kiss


♫_Ani_♫თარიღი: ხუთშაბათი, 2012-02-02, 5:00 PM | შეტყობინება # 384

225
6  +
16  ±
   ±
Offline
wacko sad sad sad angry cry


soniaთარიღი: ხუთშაბათი, 2012-02-02, 10:59 PM | შეტყობინება # 385

118
5  +
25  ±
   ±
Offline
geelodebi, gelodebi, gelodebiiiiiiii.................................................

eleeთარიღი: შაბათი, 2012-02-04, 4:10 PM | შეტყობინება # 386

131
2  +
7  ±
   ±
Offline
sofka, vaimee dade ra malee gtxov :***

sofkaთარიღი: ოთხშაბათი, 2012-02-08, 7:30 PM | შეტყობინება # 387
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
თავი 21.

ზოგჯერ ცხოვრება ისეთი უსამართლო და აუტანელი ხდება, რომ მინდა მთელი ხმით ვიყვირო, თუმცა ასეც რომ მოვიქცე მაინც ვერავინ გამიგებს. ამ დროს ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს წყალქვეშ ვარ და ჰაერი აღარ მყოფნის. მინდა წყლის ზედაპირზე ამოვიდე, ხელებს და ფეხებს მთელი ძალით ვიქნევ, თუმცა ამაოდ, თითქოს დიდ ლოდზე მიმაბეს. შინაგანი ხმა მემუდარება არ დანებდეო, მაგრამ უკვე იმდენად დამღალა ბრძოლამ, რომ საბოლოოდ მაინც ვნებდები...
გარშემო ყველა მხიარულობს, მეც ვცდილობ ცოტათი მაინც მოვაჩვენო თავი სხვებს, რომ ბედნიერი ვარ. მაგრამ ძნელია ითამაშო ბედნიერი პატარძლის როლი მაშინ, როცა იმ ადამიანს მიჰყვები ცოლად, ვინც საერთოდ არ გიყვარს. ვგრძნობ, რომ არასწორ ნაბიჯს ვდგამ, მაგრამ რატომღაც უკან ვეღარ ვიხევ, შეიძლბა იმიტომ, რომ ამას არც არავინ მთხოვს. ყველა ქორწილისთვის ემზადება ჩემს გარდა, თითქოს ეს მე არც მეხება. გამუდმებით ჩემს ოთახში ვარ ჩაკეტილი და გარეთ გახედვაც კი არ მინდა, რომ ჩემს მომავალ დედამთილს არ გადავეყარო, რადგან წვეულებასთან დაკავშირებული კითხვებით სულს მხდის. აი ახლაც კარზე მიკაკუნებს. თავზე ბალიში დავიმხე, რომ მისი ხმა არ გამეგო.
- დიანა! ისევ გძინავს? - ბალიშმა ვერ მიშველა - რუსა გამაგებინე, ეს გოგო კარგად გრძნობს თავს? ამდენი ძილი გაგონილა? ბოლოს და ბოლოს ერთ კვირაში ქორწილია, ჩვენ კი კაბაც არ შეგვირჩევია...
- კარგი ქეთი დამშვიდდი, შევალ და გავაღვიძებ, მერე კი კაბის სანახავად წავიდეთ - გავიგონე როგორ გააღო დედაჩემმა სათადარიგო გასაღებით კარი და ოთახში ჩუმად შემოვიდა. ბალიშის ქვევიდან გამოვიჭყიტე და მისი მომღიმარი სახე რომ დავინახე გულზე მომეშვა.
- გღვიძავს?
- ხო, აბა ქეთი რომ დილის 9 საათზე თავზე დაგადგება ადამიანს რაღა დაგაძინებს? - წავიბურტყუნე და ლოგინიდან წამოვდექი.
- ჩაიცვი! - კარადიდან სპილოს ძვლის ფერი კაბა გამოიღო და საწოლზე დამიდო. მის დანახვაზე უკმაყოფილოდ დავიჯღანე. ჩემთვის ეს ნამდვილი საშინელება იყო, უბრალოდ ვერ ვიტანდი ასეთ კაბებს. თანაც ვერ ვხვდებოდი მაღაზიებში გასავლელად ამერიკის პრეზიდენტის ცოლივით რატომ უნდა გამოვწყობილიყავი ასეთ მოსაწყენ, მკაცრი სტილის კაბაში?
- დედა! - გავაპროტესტე, რადგან ჯინსი და მაისური მერჩივნა ქეთის ნაჩუქარი კაბის ჩაცმას.
- გთხოვ, ეს კაბა ჩაიცვი. რამით მაინც ასიამოვნე იმ ქალს თან გყვება.
- ის არ არის საკმარისი მის შვილს რომ ცოლად მივყვები? - ირონიული ღიმილით გადავხედე დედაჩემს.
- დიანა!
- თანაც ქორწილში მისი ნაყიდი კაბა მეცმევა - ჩემი ირონია არ ესიამოვნა დედაჩემს, ერთი ამოიოხრა და ოთახის კარი გაიხურა.
მეც ვხვდებოდი, რომ ცუდად ვიქცეოდი. ქეთი იმდენად მონდომებული იყო, ვინმე იფიქრებდა, რომ თვითონ თხოვდებოდა. თანაც ქორწილის ყველა ხარჯის დაფარვა მან აიღო საკუთარ თავზე, რადგან მშვენივრად იცოდა, რომ მამაჩემს და დედაჩემს ამის საშუალება არ ჰქონდათ. თავი დამნაშავედ ვიგრძენი “ რა არის ამაში რთული? უბრალოდ დღეს ამ კაბას ჩავიცმევ’’ საკუთარ თავს შევუძახე და კაბა კიდევ ერთხელ შევათვალიერე.
სამზარეულოში შესვლისთანავე კმაყოფილი მზერით შეათვალიერა ჩემი ჩაცმულობა ჩემმა სადედამთილომ. მერე თვალებზე დამაკვირდა და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია.
- დილა მშვიდობის! - ნაძალადევად გავუღიმე და მაგიდასთან, მის მოპირდაპირედ დავჯექი.
- დედაშენმა ყავა დაგისხა და მგონი უკვე გაცივდა - ჩემს წინ მდგარ ფინჯანზე მანიშნა.
- არა უშავს, ცხელს მაინც არასდროს ვსვავ.
- ღამე ისევ არ გეძინა? გადაღლილი სახე გაქვს.
- არა, უბრალოდ დილით ყოველთვის ცუდად გამოვიყურები - ვიცრუე, რადგან არ მინდოდა ვინმეს ჩემი უძილობის შესახებ გაეგო.
- მესმის რომ ვერ ითმენთ და სულ ერთად გინდათ ყოფნა, მაგრამ იქნებ ქოწილის წინ მაინც გამოიძინოთ ნორმალურად? თორემ ბევრი საქმე გვაქვს და დღე თუ თქვენ იძინეთ ვერაფერს მოვასწრებთ.
- ვერ მიგიხვდით?
-კარგი რა! გგონია არ ვიცი მთელი ღამე შენ და სერგი ტელეფონზე რომ ხართ დაკიდებულები?
- რა?! მე და სერგი? - გაოცებულმა პირი დავაღე, რადგან თუ მეხსიერება არ მღალატობდა ღამეებს სერგისთან ტელეფონით ლაპარაკში კი არა, საკუთარ ბალიშთან ჩახუტებული ტირილში ვათენებდი.
- ხო, აბა შენ თუ არა ვის? - სახეზე დამაკვირდა და მერე შეშფოთებულმა იყვირა - მოვკლავ! საკუთარი ხელით დავახრჩობ!
- დამშვიდდით!
- არა რა დამამშვიდებს?! ჩემი შვილი მთელი ღამე ღმერთმა უწყის ვის ელაპარაკება და შენ მშვიდად ხარ?!
- რა თქმა უნდა მე მელაპარაკება, აბა სხვას ვის უნდა გაუზიაროს თავისი გრძნობები? – ჩემს სიტყვებზე ყვირილი შეწყიტა და გამომცდელად შემომხედა.
- დიანა, ხომ არ მატყუებ?
- არა! რატომ უნდა მოგატყუოთ? - სიმწრის ოფლმა დამასხა “ სერგის მე თვითონ დავახრჩობ საკუთარი ხელით” გავიფიქრე და ქეთის დასამშვიდებლად გავიღიმე.
- კარგი, მჯერა - თბილად გამიღიმა. სულაც არ ვეჭვიანობდი ამ ამბავზე, მაგრამ მიკვირდა სერგის საქციელის “ ჯერ მისი ცოლიც არ ვარ და დავიჯერო უკვე მღალატობს? არა, ეს ცოტა რთული დასაჯერებელია,” გავიფიქრე და მაგიდაზე ნერვიულად ავათამაშე თითები.

კაბის შესარჩევად რამდენიმე ბუტიკი ვინახულეთ. რატომღაც ქეთის არ მოსწონდა არც ერთი კაბა რაც გვაჩვენეს, მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებულიც კი დაიწუნა. გამუდმებით გაიძახდა ,,აი ჩვენთან, ნიუ იორკში სულ სხვაა, იქ ისეთი ლამაზი და მოდური კაბები იყო, ვნანობ იქიდან რომ არ წამოგიღე. აი ეს კაბაც ახლა რომ გაცვია იქ ვიყიდე, ერთ-ერთ მოდურ ბუტიკში” მისი საქციელი უკვე საშინლად მაღიზიანებდა. თანაც ჩემთვის მნიშნელობა არ ჰქონდა იმას საქორწინო კაბით გავთხოვდებოდი, თუ ტომარას ჩავიცმევდი. ყველაფერს აზრი ჰქონდა დაკარგული, ყველაფერი მაღიზიანებდა, რაც ქორწილთან იყო დაკავშირებული.
- დიანა! გესმის რას ვამბობ? - ხელი გამიქნია სახესთან დადამ.
- ა? რა მითხარი? - დაბნეულმა მერეღა მივხვდი, რომ სარკის წინ ვიდექი, თეთრ საპატარძლო კაბაში გამოწყობილი და რაღაც წერტილს უაზროდ მივშტერებოდი.
- გოგო რა დაგემართა? სად დაფრინავ? ქეთის ვეუბნევი, რომ კაბა შლეიფის გარეშე უფრო ლამაზიამეთქი, შენ რას იტყვი? - სარკეში შევათვალიერე ჩემი ორეული, საკუთარი თავით პირველად დავრჩი მოხიბლული. თეთრი ფერი ძალიან მიხდებოდა, გრძელი შლეიფით და მარგალიტებით გაწყობილ კაბაში ისეთი ლამაზი მომეჩვენა ჩემი თავი ,, ლაშა... როგორ მინდა ასეთი მნახო” ვინატრე და ცრემლები წამომცვივდა.
- რა იყო ძვირფასო? თუ არ მოგწონს სხვა კაბა ვნახოთ - ჩემი ცრემლების დანახვამ შეაშფოთა ქეთი.
- არა! ეს კაბა ძალიან მომწონს. ყველაფერი ისე დავტოვოთ როგორც არის - ცრემლები მოვიწმინდე და ისე გავეშურე გასახდელისკენ მათი აზრი აღარც მომისმენია.
ბუტიკიდან გამოსვლის თანავე სერგისთან გადავრეკე და იქვე ახლოს, ერთ-ერთ კაფეში შეხვედრა დავუნიშნე. წინასწარ განზრახ არ მითქვამს რაზეც მინდოდა ლაპარაკი, უბრალოდ ვუთხარი, რომ ქორწილის დეტალებზე მინდოდა შეთანხმება. სინამდვილეში კი მისი უძილობის მიზეზის დადგენა მინდოდა.
- დედა თქვენ წადით სახლში, მე სერგის უნდა შევხვდე და მალე მოვალთ.
- თუ ქორწილის დეტალებზე ისაუბრებთ ჩევნც წამოვალთ - თავხედურად გამიღიმა ქეთიმ.
- იცით... - უხეხულად შევიშმუშნე.
- არა ქეთი! ჩვენ სახლში წავიდეთ, ბავშვებს მარტო ყოფნა ურჩევნიათ - მიმიხვდა დედა - ძალიანაც ნუ დაიგვიანებთ - თვალი ჩამიკრა და თითქმის ძალით წაიყვანა ქეთი.

კაფეში შევედი, ჯერ საკმაოდ ადრე იყო სერგის მოსვლამდე და ყავის დალევა გადავწყვიტე. ფანჯარასთან ერთ-ერთ მაგიდას მივუჯექი და ოფიციანტს ცხელი კაპუჩინო მოვატანინე. ყავის სურნელმა თავბრუ დამახვია. რატომღაც ლაშა გამახსენდა და ის დღე პირველად რომ მაკოცა. ისევ მოგონებებმა გამიტაცა... სულელივით ვიჯექი და მეღიმებოდა ” ღმერთო ვინმე რომ მიყურებდეს ნამდვილად გიჟი ვეგონები ” გავიფიქრე და ცხელი კაპუჩინო მოვსვი. ვიღაცის დაჟინებულ მზერას მართლაც ვგრძნობდი, ირგვლივ მიმოვიხედე და ერთ-ერთ ბნელ კუთხეში ნაცნობ თვალებს გადავაწდი. ისიც იქ იყო, ჩემთან სულ ახლოს, მხოლოდ რამდენიმე მაგიდა გვაშორებდა. სკამის საზურგეზე გადაწოლილი იჯდა, ცალ ხელში ფინჯანი ეჭირა და ყავას მიირთმევდა. თვალი თვალში გავუყარე და უეცრად მისი მზერა შეცვლილი მეჩვენა. ბოლოს რომ ვნახე ისე თბილად მიყურებდა, ახლა კი ისევ ისეთი თავხედური გამოხედვა ჰქონდა, როგორიც მაშინ, პირველად რომ შევხვდი. გულმა გამალებით დამიწყო ძგერა, ტანშიც საამურმა სითბომ დამიარა, ვეღარ გავუძელი მის თვალებს და თავი დავხარე.
ვიგრძენი, რომ ადგა და ჩემი მიმართულებით წამოვიდა. იქიდან გაქცევა მინდოდა, მაგრამ თითქოს სკამზე მიმაბეს, ადგილიდან დაძვრა ვერ მოვახერხე. მაგიდასთან მოვიდა და ჩემს პირდაპირ სკამზე მოიკალათა. ვეღარ მოვითმინე და ისევ შევხედე... ისე მიყურებდა, როგორც ყველაზე საძულველ ადამიანს.
- რა საოცარი დამთხვევაა არა? ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ამ კაფეში კიდევ შევხვდებოდით ერთმანეთს - ცალყბად გაეცინა - ან შეიძლება დამთხვევა სულაც არ არის და სპეციალურად მოხვედი, რომ გენახე.
- ვერ ვხვდები რას გულისხმობ, მე ხომ უბრალოდ ყავის დასალევად შემოვედი და ნამდვილად არ ვიცოდი აქ თუ გნახავდი - შევეცადე მშვიდად მეპასუხა მისთვის.
- დავიჯერო ეს კაფე და ჩვენი პირველი პაემანიც გაქრა შენი მეხსიერებიდან? - მივხვდი კაფეში შემოსვლის თანავე რატომაც შემაწუხა მოგონებებმა.
- ლაშა... - ამდენი ხნის მერე პირველად წარმოვთქვი მისი სახელი ხმამაღლა და სხეულში რაღაც უჩვეულო სითბომ დამიარა -მიუხედავად ყველაფრისა ჩემთვის არაფერი არ გამქრალა.
- რატომ? იმ ვაჟბატონმა ვერ მოახერხა დაევიწყებინა შენთვის ჩემი თავი? - მინდოდა მეთქვა, რომ მისი დავიწყება არც კი მიცდია, მაგრამ ისევ ჩემი სიამაყე მიშლიდა ხელს. - დიანა, სიმართლე მითხარი! აქ რატომ მოხვედი?
- სიმართლე თუ გაინტერესებს, აქ მართლაც შემთხვევით შემოვედი, მალე სერგიც მოვა, შეხვედრა დავუნიშნე - ჩემს სიტყვებზე თავი დამნაშავედ ვიგრძენი და თვალებში ვეღარ ვუყურებდი, თუმცა ამის დამალვას აზრი არ ჰქონდა, რადგან სერგი მალე მოვიდოდა და ისედაც მიხვდებოდა ყველაფერს.
- სამაგიეროს ასე მიხდი ხომ? ნამდვილად არ მეგონა ასე დაბლა თუ დაეცემოდი
- ლაშა, ასე რატომ მელაპარაკები?
- აბა როგორ უნდა ველაპარაკო იმ ქალს, რომელმაც ფეხებზე დამიკიდა და სხვაში დაუფიქრებლად გამცვალა? უფრო მეტიც! შენ მე არასდროს გყვარებივარ. ნიკა მართალი იყო, როცა მაფრთხილებდა მახეს გიგებს და უფრთხილდიო. მე კი როგორც იდიოტი ისე გავები.
- იცი რა? თუ ასე ფიქრობ და შენი ნაძირალა მეგობრის ასე გჯერა ჯანდაბამდე გზაც გქონია! თურმე საერთოდ არ მიცნობ
- მართალი ხარ, შენ მე ყველაზე სუფთა არსებად მიმაჩნდი, შენთან ყოფნის პერიოდში სინდისი საშინლად მაწუხებდა იმის გამო რაც მაშინ გაგიკეთე. შენ კი როგორ მოიქეცი? ჩემს გრძნობებზე დაიწყე თამაში, თავი შემაყვარე, მერე კი მასხრად ამიგდე ყველას თვალწინ.
- მე აგიგდე მასხრად? იქნებ ვიკასთან ღალატიც მე გაიძულე? - ზიზღით გამახსენდა როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს.
- ეგ კიდევ სხვა თემაა დიანა...
- არა, სულაც არა არის სხვა თემა!
- იცი დღემდე რა ვერ გამიგია? რისთვის დაგჭირდა ჩემთვის პოლიციაში ჩივილი, თუ ბოლოს დამნაშავედ არ მცნობდი?
- მე არ მიჩივლია შენთვის - თავი დამნაშავესავით ჩავხარე - დედაჩემმა შეიტანა საჩივარი და თუ გაინტერესებს ამოცნობაზეც ძალით მომიყვანა, მერე კი მამას ვთხოვე გამოეტანა ის წყეული საჩივარი.
- ეს რატომ გააკეთე? - ნელ-ნელა სახით წინ გადმოიხარა და ჩემს ხელებს ნაზად შეეხო. ნერვიულად ავცახცახდი და მსუბუქი თავბრუსხვევა ვიგრძენი - რატომ მიხსენი ციხისგან? შენც ხომ სწორედ ეს გქონდა დაგეგმილი? გინდოდა ასე გეძია შური ჩემზე, ჯერ თავს შემაყვარებდი, მერე დამცინებდი და ციხეში გამისტუმრებდი - ხელები ისე მაგრად მომიჭირა, მეგონა ძვლების ღრჭიალის ხმასაც გავიგებდი, ტკივილისგან სახე დამემანჭა და სუნთქვა შემეკრა. შიში ვიგრძენი, მისი ასე ძალიან მაშინაც არ შემშინებია, რამის მანქანით რომ გამიტანა და არც მაშინ როცა დავბრმავდი. მოულოდნელად ხელი გამიშვა და უკან გაიწია, ალბათ ჩემმა სახის გამომეტყველებამ ანიშნა, რომ ტკივილს მაყენებდა - მაპატიე, არ მინდოდა...
- დამიჯერე, ეს რომ მდომოდა ახლა აქ არ იჯდებოდი
- მეც სწორედ ეგ ვერ გამიგია უფრო სასტიკად რატომ მექცევი? მეგონა ჩემნაირი დაუნდობელი არ იქნებოდი, მაგრამ შევცდი... შენ ჩემზე უარესი ხარ
- ლაშა, ვერ გავიგე რა გინდა? ციხეში რომ ჩამესვი თავს უკეთ იგრძნობდი?
- კი! და ეს შენც მშვენივრად იცი, რადგან ასე სპეციალურად მოიქეცი...
- მაპატიე, მაგრამ მაინც ვერ მიგიხვდი რაში მადანაშაულებ? ყველაფრის მიუხედავად მეგონა ამით სიკეთე გაგიკეთე, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ჩემი მადლიერი იყო, მოდიხარ და კიდევ ზიზღით სავსე სიტყვებს მეუბნები - ყელში ბურთივით გამეჩხირა და სუნთქვა მიჭირდა.
- რა თქმა უნდა! სწორედ ეგ გინდოდა, რომ მთელი ცხოვრება შენი მადლიერი ვყოფილიყავი. გინდოდა სინდისს უარესად შევეწუხებინე იმის გამო, რომ მე მაშინ დაუნდობლად მოგექეცი და არ შეგიბრალე, შენ კი ვითომ დამინდე და პასუხი არ მაგებინე საკუთარ საქციელზე, არა და ახლა პასუხს ორმაგად ვაგებ... გილოცავ! შენ გაიმარჯვე, თავს საშინელ მონსტრად ვგრძნობ.
- ეგოისტი ხარ! აი ეს არის შენი ყველაზე დიდი ნაკლი...
- შენ კი სადისტი ხარ, რომელიც ნელ-ნელა და შეუბრალებლად მკლავს - მის ზიზღით სავსე მზერას ვეღარ გავუძელი, ადგილიდან წამოვხტი და უკან მოუხედავად გავიქეცი. ქუჩაში ჩქარი ნაბიჯით მივდიოდი და თან უკან-უკან ვიყურებოდი. სადღაც გულის კუნჭულში იმის იმედი მაინც მქონდა, რომ თავის სიტყვებს ინანებდა, უკან დამედევნებოდა და პატიებას მთხოვდა, მაგრამ ასე არ მომხდარა. ქუჩის ბოლოს შევუხვიე თუ არა სერგის შევეჩეხე.
- სერგი?! - არ ველოდი, რადგან მისი მანქანა ვერსად დავინახე.
- დიანა! რა დაგემართა?
- არაფერი, გელოდებოდი და რომ დაგაგვიანდა გავლა გადავწყვიტე... მანქანით არ ხარ?
- არა, მაპატიე... დამაგვიანდა, მანქანას რაღაც დაემართა და ხელოსანს მივუყვანე.
- კარგი, მოდი სახლში წავიდეთ და იქ ვილაპარაკოთ.
- კარგათ ხარ? სახეზე ფერი არ გადევს
- კარგად ვარ - ვეცადე არ შემემჩნია, რადგან არ მინდოდა ჩემი განერვიულების მიზეზი მეთქვა, მაგრამ უარსად ავღელდი და ნერვულმა სპაზმებმა შემომიტიეს, რაზეც სუნთქვა გამიხშირდა.
- არა კარგად ნამდვილად არ ხარ, სუნთქვა გიჭირს დიანა, რა დაგემართა? - უცბათ თავბრუ ისევ დამეხვა და ისე ჩამობნელდა, თითქოს უკვე ღამე ყოფილიყო.
- სერგი, ტაქსი გააჩერე და სახლში წავიდეთ, ძალიან დავიღალე - ამის თქმა ძლივს მოვახრხე და ცალი ხელით მის მხარს დავეყრდენი, რომ არ წავქცეულიყავი. ტაქსში ჩაჯდომის თანავე თვალზე ბინდი გადამეკრა და თითქმის ვეღარაფერს ვხედავდი. წესით უნდა შემშინებოდა ამის, მაგრამ იმ ტკივილთან რაც ჩემს გულში ტრიალებდა ეს უკვე არაფერი იყო...
- სერგი, ცუდად ვარ - ცრემლები თავისით ჩამომიგორდა ლოყებზე და სერგის მხარზე თავი დავადე, მანაც არ დააყოვნა და მკლავი შემომხვია.
- ამას უკვე მივხვდი... ძალიან გადაგღალეს არა? მოვკლავ ქეთის!
- სერგი ...
- რა იყო სიხარულო? - მზრუნველი ტონით მითხრა და თმაზე ნაზად გადამისვა ხელი.
- რაღაც უნდა გითხრა... ოღონდ პირობა მომეცი, რომ არ შეგეშინდება
- ასეთი რა გაქვს სათქმელი?
- პირობა მომეცი!
- კარგი! გპირდები, რომ რაც არ უნდა მითხრა არ შემეშინდება - გაეცინა.
- ვერ გხედავ...
- რა?!
- ისევ დავბრმავდი...


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

♫_Ani_♫თარიღი: ოთხშაბათი, 2012-02-08, 7:36 PM | შეტყობინება # 388

225
6  +
16  ±
   ±
Offline
ვაიმეეე cry რა მაგარიააა kiss მაადლობ სოფკააააა :**


♫_Ani_♫თარიღი: ოთხშაბათი, 2012-02-08, 7:42 PM | შეტყობინება # 389

225
6  +
16  ±
   ±
Offline
აააააააააააააააააა cry cry cry cry cry რა იყო ეეეს?ვაიმეეეეეეეეეეეეე cry


T-MOMSENთარიღი: ოთხშაბათი, 2012-02-08, 7:49 PM | შეტყობინება # 390

266
15  +
30  ±
   ±
Offline
sofka, ramdeni xani velodebodii aaam taaaaaaaavs )) aiii dzaaan magaariii iyoooo, sityvebi ar myopniiis ))
daaa dasasruliiii kidee namdvilad moulodnelii iyoo, ar movelodiiii cry


ძებნა: