ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
სიყვარულით დაბრმავებული

sofkaთარიღი: ხუთშაბათი, 2010-10-14, 9:18 PM | შეტყობინება # 1
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline

პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "რომანტიკის დედოფალი-ავტორი".

სახელწოდება: სიყვარულით დაბრმავებული
ავტორი: sofka
ბეტა: არ მყავს
დისკლეიმერი: გმირებზე უფლებები მეკუთვნის მე
რეიტინგი: G (General)
ჟანრი: (Angst) (Romance) (Drama)
სამარი: ეს ისტორია ერთ საოცრად ნიჭიერ გოგონაზეა, რომელსაც სახელად - დიანა ჰქვია. ის ბავშვობიდან ოცნებობს პიანისტობაზე, რაც ნაწილობრივ აუხდა კიდეც. სწავლობს მუსიკალურ სასწავლებელში და აქვს დიდი წარმატებები, თუმცა მოულოდნელად მის ცხოვრებაში ჩნდება პიროვნება, რომელიც ხელს უშლის მისი ოცნების განხორციელებას და მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის...
სტატუსი: წერის პროცესშია

თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 18

თავი 17

თავი 1.

ცრუმორწმუნე არ გახლავარათ და არც შავი კატის მეშინია, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: თუ დილა უსიამოვნებებით დაიწყო მორჩა, უმჯობესია საერთოდ არ გავადგა ფეხი სახლიდან, თორემ საღამომდე ერთი-ორჯერ ტირილს თავისუფლად ვასწრებ. ის დილაც თითქოს უმნიშვნელო ინციდენტით დაიწყო, თუმცა ის დღე ალბათ არასდროს დამავიწყდება, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება მთლიანად თავდაყირა დადგა. მოკლედ ყველაფერი ასე დაიწყო:
დილით ადრე ავდექი, ვისაუზმე და პიანინოს მივუჯექი, რომ ნაწარმოებები გამემეორებინა. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ერთხელაც კონსერვატორიის დიდ სცენაზე დავუკრავდი ორკესტრთან ერთად და ცნობილი პიანისტიც გავხდებოდი. აი ეს მნიშვნელოვანი დღეც დადგა! მართალია კონსერვატორიაში არ მქონდა კონცერტი და მუსიკალურ სასწავლებელში, პატარა სცენაზე უნდა დამეკრა, მაგრამ მნიშვნელოვანი იმით იყო, რომ კონსერვატორიიდან სპეციალური ჟიური ჰყავდათ მოწვეული. ერთ თვეში კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტი იგეგმებოდა და სწორედ ამ კონცერტისთვის, სხვადასხვა მუსიკალური სასწავლებლიდან მოსწავლეებს არჩევდნენ. მეც შანსი მომეცა და ხელიდან გაშვებას ნამდვილად არ ვაპირებდი. ვიღაცამ ზარი დარეკა და ოცნებებიდან მიწაზე დავეშვი.
_ დედა! სად იყავი? _ გაოცებულმა შევიცხადე, როცა კარი გავაღე და დაღლილი დედაჩემის სახე დავინახე.
_ გასაღები დამრჩა, ხომ არ გაგაღვიძე?
_ რას ამბობ? ამ დრომდე რა დამაძინებდა, დღეს ისეთი დღე მაქვს! _ ცელოფნის პარკი გამოვართვი და ინტერესით შევათვალიერე.
_ გახსენი! იმედია მოგეწონება და მთელი დილა ტყუილად არ ვირბინე ამის გულისთვის _ ამოიოხრა და სავარძელში უღონოდ მიესვენა.
_ რა არის? _ ეშმაკურად გამეღიმა და ცელოფანში ჩავიჭყიტე. რაღაც იასამნისფერ ნაჭერს მოვკარი თვალი და მივხვდი
_ დედა! კაბა მიყიდე? სად იშოვე? _ აღტაცებულმა ავიტაცე ღია იასამნისფერი ატლასის კაბა ხელში და სარკესთან გავიქეცი.
_ დაწყნარდი! უბრალოდ თანამშრომლისგან ვითხოვე, მისი შვილისაა, გუშინ შემომთავაზა და მეც უარი არ ვუთხარი. მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა შენთვის _ დამნაშავესავით ჩაღუნა თავი.
_ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? Mმთავარია კაბა მაქვს და სიურპრიზიც გამოვიდა!
_ მაშინ მიდი! ჩაქარა მოიზომე, მგონი ზომაში არ შევმცდარვარ. _ სასწრაფოდ გადავიცვი ნანატრი კაბა და დედას წინ დავბზრიალდი.
_ აბაა? როგორია?
_ დიანააა! რა ლამაზი ხააარ!
_ მართლა დეე? _ დავიმორცხვე და სარკესთან მივედი, რომ დავრწმუნებულიყავი _ მართლა ფიქრობ, რომ მიხდება?
_ არაჩვეულებრივია! გეგონება პირდაპირ შენს ტანზეა შეკერილი _ აღფრთოვანებას ვერ მალავდა დედა.
_ ხოო? მე კი მგონია, რომ ძალიან ზუსტად მაქვს და ცოტა მიჭერს კიდეც.
_ უბრალოდ ნერვიულობ და რაღაცეები გეჩვენება _ თავი გააქნია და ღიმილით შემათვალიერა _ თან იასამნისფერი ძალიან გიხდება, მწვანე თვალებს კიდევ უფრო ლამაზად გიკვეთავს.
_ ესეიგი კაბა მიხდება, ახლა მხოლოდ ის დამრჩა, რომ ყველაზე კარგად დავუკრა.
_ დაუკრავ კიდეც! ისე დაუკრავ, რომ იქნებ ხვეწნაც კი დაგიწყონ, კონსერვატორიაში გააგრძელე სწავლაო, ააა? _ ეშმაკურად გამიცინა და ცხვირზე თითი ჩამომკრა. _ ყველაფერი კარგად იქნება, მოდი ეხლა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ კარგი? _ მივხვდი რაც იგულისხმა და მორჩილად დავუკარი თავი.
_ ესეიგი, მხრებში გაიმართე! _ მე მისი სიტყვების შესრულებას შევუდექი _ გამოდიხარ, თავს უკრავ მაყურებელს, მერე სკამს ასწორებ როიალთან, ღრმად ჩაისუნთქე... და დაიწყე _ ბოლო სიტყვების მერე ხელები ავწიე, ინსტრუმენტისკენ გადავიხარე, რომ დაკვრა დამეწყო და ამ დროს... ზურგზე კაბის გახევის ხმამ ადგილზე გაგვყინა, მეც და დედაც. ერთი წუთის მანძილზე მე და დედა ჩუმად ვიჯექით და ერთმანეთს იმედგაცრუებულები შევყურებდით.
_ არაუშავს, რამეს მოვიფიქრებ _ მამშვიდებდა დედა _ მოდი გავკერავ, ისე, რომ არც შეემჩნევა. ან სულაც რამე მოსაცმელს მოვძებნი... მოიცმევ და ვერავინ შეგამჩნევს, რას იტყვი?
_ არა დეე, არ გინდა. სხვა რამეს მოვძებნი და იმით წავალ.
_ რას ამბობ! ძველი კაბა უნდა ჩაიცვა?
_ დედა, დამშვიდდი, არაფერია. ისედაც უხერხულად ვგრძნობდი ამ კაბაში თავს და მირჩევნია ძველი ჩავიცვა. თანაც უბრალო კონცერტი იქნება და რა მნიშვნელობა აქვს რას ჩავიცმევ. აი! როცა ცნობილი პიანისტი გავხდები და კონსერვატორიაში მექნება ხოლმე კონცერტები, ასეთი კაბა ათასობით მექნება.
_ ხოო, ოცნება კარგია, მაგრამ ასე ვეღარ ვიჯდებით... რაღაც უნდა მოვძებნოთ _ დედა ერთხანს ჩაფიქრდა, მერე კი რაღაც გაახსენდა და სახე იმედიანად გაუნათდა _ გამახსენდა! ვიცი რაც უნდა ჩაიცვა!
_ რა?
_ რა და, ჩემი იღბლლიანი კაბა, რომლითაც კონსერვატორიის კონცერტზე გამოვედი. _ პატარა ბავშვივით აცქმუტდა.
_ რას ამბობ დეე, ის ნაცრისფერი კაბა?
_ მართალია ცოტა ძველმოდურია, მაგრამ სამაგიეროდ ბედნიერების და წარმატების მომტანი იქნება შენთვისაც.
_ ხოო, მაგრამ გრძელი მექნება, შენ ხომ ჩემზე მაღალი ხარ... _ პირდაპირ უარს ვერ ვეუბნებოდი, მისი წყენინება არ მინდოდა და ამიტომ ბოლო იმედსღა ჩავებღაუჭე.
_ მერე ეგ რა პრობლემაა, შევკეცავ და ისე დავლამბავ, რომ არ ჩამოგეშალოს. აი ნახე! ყველაზე ლამაზი და წარმატებული იქნები დღეს! _ ისეთი ბედნიერი და მეოცნება გამოხედვა ჰქონდა, რომ უარის თქმით ვერ ვატკენდი გულს, ის ხომ ჩემთვის ამდენს წვალობდა. ჰოდა, გადავწყვიტე წინააღმდეგობა აღარ გამეწია. სკამზე შემაყენა, თითონ კი ნემსით და ძაფით კაბის შეკეცვას შეუდგა. ერთ ადგილას დიდხანს დოგმა აღარ შემეძლო და ცქმუტვა დავიწყე. ტელევიზორში რომელიღაც ჯგუფის კლიპი გადიოდა და მუსიკის რიტმს ავყევი.
_ დიანა! ნუ ცქმუტავ, თორემ ნემსი შეგერჭობა
_ მალე მორჩები?
_ კი, უკვე ვამთავრებ. _ მე კი სიმღერის მოსმენა გავაგრძელე. როგორც კი კაბის კერვას მორჩა, სკამიდან ჩამოვხტი და სარკესთან მივირბინე. შეხედვაც კი არ მინდოდა, თავი ყველაზე მახინჯი არსება მეგონა ამ კაბაში. შიშით შევათვალიერე ჩემი ორეული სარკეში და ცოტა დავწყნარდი, არც ისეთი ულამაზო იყო ეს კაბა, როგორც მეჩვენებოდა. უბრალოდ, ცოტა ძველმოდური იყო, თორემ ისე რას ვერჩოდი. მოკლედ, ჩემი წასვლის დროც მოახლოვდა. როგორი დასანანიც არ უნდა ყოფილიყო დედა დღეს ვერ მომყვებოდა კონცერტზე სამსახურის გამო და ამის გულისთვის ათასჯერ მაინც მომიხადა ბოდიში. სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა და მთელი დღე იქ უწევდა ყოფნა, თან ისეთი აუტანელი დირექტორი ჰყავდა, არც გაანთავისუფლებდა. ამის გამო ძალიან ღელავდა, ჩემზე მეტადაც კი. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, დედაჩემი ჩემგან განსხვავებით გამოუსწორებელი ცრუმორწმუნეა. მართალია მე მის რიტუალებზე ყოველთვის მეცინებოდა, მაგრამ ამჯერადაც გული არ დავწყვიტე და მორჩილად შევასრულე მისი თხოვნა.Gგასვლისწინ მარჯვენა მხრის მიმართულებით სამჯერ დამატრიალა, მერე შუბლზე მაკოცა და წარმატება მისურვა. აი ასე გამომისტუმრა სახლიდან. სასწავლებელი ჩემი სახლიდან რამდენიმე კვარტლის იქით იყო. დრო ნახევარი საათი მქონდა, ამიტომ ფეხით წასვლა ვარჩიე.
ქუჩაში ნაწვიმარი იყო, ჰაერში კი ჭადრის და აკაციის ყვავილების სუნი ტრიალებდა. ხარბად შევისუნთქე ჰაერი და ვიგრძენი, როგორ დამახვია თავბრუ გაზაფხულის სასიამოვნო სურნელმა. თავი რაღაც უცნაურად, ბედნიერად ვიგრძენი. ქუჩას მივუყვებოდი და ხეების სიმწვანით ვტკბებოდი. ყველაფერი ირგვლივ ისეთი ლამაზი მეჩვენებოდა, მიკვირდა კიდეც აქამდე ამას რატომ ვერ ვამჩნევდი. გზაზე გადავდიოდი, როცა უეცრად კატის კნავილის ხმა შემომესმა, დაბლა დავიხედე და რას ვხედავ: პატარა, მობუზული და შეშინებული კნუტი შუაგზაზე მოკუნტულა და საცოდავად კნავის. გულმა ვერ მომითმინა და მასთან ჩავიცუცქე.
_ რა გაკნავლებს პატარავ? რატომ ზიხარ შუაგზაზე, ხომ შეიძლება მანქანამ გადაგიაროს? გზიდან გადადი! _ სიტყვის დამთავრება ძლივს მოვასწარი, რომ ჩემს უკან მკვეთრი მუხრუჭის ხმა გავიგონე. ადგილზე გავქვავდი, მხოლოდ ხელების სახეზე აფარება მოვასწარი. მეგონა უკვე გადამიარა მანქანამ და მოვკვდი.
_ გოგონა ცოცხალი ხარ? როგორ ხარ? _ მანქანის კარი გაიღო და იქიდან დაფეთებული ბიჭი გადმოხტა. თვალებში შევხედე და მეტყველების უნარი დავკარგე... ის ისეთი ლამაზი იყო, მარტო ანგელოზს თუ შევადარებდი _ მაღალი, შავგვრემანი, ულამაზესი თაფლისფერი თვალებით. მეგონა მართლა მოვკვდი და ჩემს წასაყვანად იყო მოსული.
_ გოგონა, შენ გეკითხები!
_ კარგად ვარ _ ძლივს წავილუღლუღე.
_ არა! ასე როგორ შეიძლება? თუ სიკვდილი გინდა სადმე სხვაგან მოიკალი თავი, მე რას მივარდები ბორბლებში?
_ მე უბრალოდ კატა დავინახე გაზაზე დაა...
_ იცი რა? არ მაინტერესებს რა დაინახე, გზიდან ჩამომეცალე! _ უხეშედ მომახალა და მანქანაში ჩაჯდა. ფისო ავიყვანე და გზის მეორე მხარეს გადავედი.
_ ეჰ ფისო! რა დასანანია... რა ლამაზია, მაგრამ უხეში. მანქანაც ისე გიჟივით დაჰყავს, წინ არც კი იყურება. _ ფისო ტროტუარზე დავსვი და გზა გავაგრძელე. ქუჩის ბოლოს ჩემი სასწავლებელიც გამოჩნდა. ეზოში უამრავი ხალხი შეკრებილიყო. მათშორის ჩემი თანაკურსელებიც იყვნენ და მათთან მივედი.
_ დიანაა! რა ლამაზი ხაარ! _ ჩემი მეგობრის ხმა მომესმა გვერდიდან.
_ ანუკი! _ თბილად გავუღიმე და გადავეხვიე _ ხომ არ აჭარბებ? ამ ძველ კაბაში ნამდვილი საფრთხობელა ვარ! _ შეწუხებულმა დავიხედე კაბაზე.
_ არა, რას ამბობ, ძალიან გიხდება _ ვიცოდი, რომ ეს მხოლოდ ნუგეშის სიტყვები იყო მისი მხრიდან და აღარაფერი ვუთხარი.
ფოიეში უაზროდ ვყურყუტებდი და ვნერვიულობდი, ანუკიც გაუთავებლად ლაპარაკობდა და არც კი ვუსმენდი, უბრალოდ ავტომატურად ვუღიმოდი და თავს ვუქნევდი. ნახევარი საათი ისევ უნდა გვეცადა, ამიტომ გადავწყვიტე დედასთვის დამერეკა და გამეგო გეგმები ხომ არ შეეცვალა. ეზოში გავედი და ნაცნობი მანქანა დავინახე. ეს ის ვერცხლისფერი მერსედესი იყო ცოტახნის წინ რამის, რომ გადამიარა. მისი პატრონიც იქვე სამ ბიჭთან ერთად მანქანას მიყრდნობოდა და ლუდს წრუპავდნენ. თავი ნერვიულად გადავაქნიე და ზურგი ვაქციე. ჩანთიდან მობილური ამოვიღე და დედას გადავურეკე.
_ რა მოხდა დიანა?! _ შეშფოთებული დედას ხმა შემომესმა ყურმილიდან
_ არა, არაფერი. მაინტერესებდა გეგმები ხო არ შეგეცვალა? დირექტორმა არ გაგანთავისუფლა?
_ არა ძვირფასო, ხომ იცი რანაირია. არაფრით არ გამოდის, მაგრამ კიდევ ვეცდები დავითანხმო. _ დამაიმედა დედამ.
_ კარგი! რომ იცოდე მე ყველაზე ბოლოს ვუკრავ და გაითვალისწინე, იქნებ მომისწრო.
_ კარგი, ვეცდები, გკოცნი _ გათიშვა ძლივს მოვასწარი, რომ უკნიდან ვიღაც მაგრად დამეჯახა და მობილური ხელიდან გამაგდებინა.
_ ოხ! არ მინდოდა გენაცვალე _ ირონიულად მომაძახა შავგვრემანმა ანგელოზმა და თავის ამფსონებთან ერთად სიცილ-ხარხარით გააგრძელა გზა. სასწავლებლის შენობაში შევიდნენ და თვალს მიეფარნენ. როგორც ჩანს ისიც აქ სწავლობს ან ვინმესთან არის მოსული კონცერტზე. მობილური ძირიდან ავიღე და მეც შენობაში შევედი. საკონცერტო დარბაზი თითქმის სავსე დამხვდა, ადგილი მხოლოდ ბოლო რიგში იყო დარჩენილი და ვიღაცის გვერდით ჩამოვჯექი. კონცერტი დაიწყო, მონაწილეები ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდნენ და უკრავდნენ. რამდენიმე მათგანი ისე მომეწონა, რომ ვიფიქრე მათ კონკურენტობას ვერც კი გავუწევდი. ვიგრძენი როგორ მემატებოდა ღელვა, რომელიც უკვე ისტერიულ ნერვიულობად მექცა.
სკამზე ვეღარ ვისვენებდი, დამშვიდებას ვცდილობდი, მინდოდა ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და ისღა მოვიფიქრე, რომ ნოტები ამომეღო და ნაწარმოებისთვის გადამეხედა. ჩანთაში ქექვის დროს უნებურად ხელებზე დავიხედე, რომელიც შიშისგან სულმთლად გალურჯებული მქონდა. პანიკამ შემიპყრო და ფეხზე წამოვხტი, მინდოდა უკან მოუხედავად გავქცეულიყავი დარბაზიდან.
_ ფრედერიკ შოპენი _ ფანტაზია-ექსპრომტი, ასრულებს მეორე კურსის სტუდენტი _ დიანა მიქაძე! _ ჩემი სახელის გაგონებაზე ადგილზე გავშეშდი. ჩემი გამოსვლის ჯერიც მოახლოვდა, უკან ვეღარ დავიხევდი და ვეცადე დავმშვიდებულიყავი. სცენისკენ წავედი და შუა რიგებთან ჩავლის დროს რამდენიმე ადამიანის სიცილის ხმა შემომესმა. მივიხედე და ისევ ის ოთხი ჩერჩეტი ბიჭი დავინახე ეზოში, რომ დამცინოდა. ვიცოდი, რომ ამჯერადაც მე ვიყავი მათი სიცილის მიზეზი და საშინლად გავბრაზდი. ვითომ რა ეგონა ამ ოთხ, თვითკმაყოფილ იდიოტს, რომ ჩემზე რამით მაინც იყვნენ უკეთესები? ნერვიულობა სიბრაზემ შეცვალა, ისეთი შემართებით ავედი სცენის პატარა კიბეებზე თითქოს დუელში გამომიწვიეს და საკუთარი ღირსების დასაცავად მივემართებოდი მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად. როიალთან სკამი გავასწორე და როგორც კი დავჯექი ცოტა დავმშვიდდი. ბოლოს და ბოლოს მათზე გამწარებულს საცოდავ როიალზე რატომ უნდა მეყარა ჯავრი? პირველივე ოქტავა შემართებით ავიღე, შემდეგ კი... ჩემი თითები ისე სწრაფად და ნაზად გაფრინდნენ კლავიშებზე, როგორც მინდორში ჭრელი პეპლები. ისე ადვილად დარბოდნენ და დასრიალებდნენ კლავიატურაზე, თითქოს პატარა ლიფსიტები სრიალებდნენ მდინარეში. მელოდიას ხან ზღვასავით ვაღელვებდი, ხანაც ვამშვიდებდი და პატარა ბავშვივით ვვეფერებოდი კლავიატურას. მთლიანად გამიტაცა მუსიკამ და ირგვლივ ვეღარავის ვამჩნევდი,ისეთი სიჩუმე იდგა, თითქოს დარბაზში მხოლოდ მე და როიალი დავრჩით. მინდოდა ეს იდილია კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო, მაგრამ უკვე ბოლო, დამამთავრებელი აკორდიც ავიღე. მერე ხელები ნაზად ჩამოვუშვი მუხლებზე და სკამზე გავქვავდი. პირველმა ტაშმა შემაკრთო და გონს მომიყვანა, მივხვდი, რომ ყველაფერმა ჩაიარა, მაგრამ დამშვიდების მაგივრად უფრო ავნერვიულდი. ადგომა და კიბეებზე ჩამოსვლა ძლივს მოვახერხე. სცენაზე წამყვანი გოგონა გამოჩნდა და ღიმილით გამოაცხადა _ კონცერტი დამთავრებულია! მადლობთ მობრძანებისთვის. მონაწილეების საყურადღებოდ: ჟიურის გადაწყვეტილებას მოსაცდელში დაელოდეთ! _ ბოლო სიტყვები ჩემთვის უფრო ასე ჟღერდა: “ ჟიურის განაჩენს მოსაცდელში დაელოდეთ!” რადგან მე სწორედ, რომ განაჩენივით ველოდებოდი მათ გადაწყვეტილებას. დარბაზიდან გასვლის დროს კართან ანუკი შევამჩნიე, აღელვებული ათვალიერებდა ხალხს, ალბათ მე მეძებდა. დამინახა და ჩემსკენ ღიმილით წამოვიდა.
_ დიანაა! არაჩვეულებრივად დაუკარი, გილოცავ!
_ მგონი ცოტა ნაადრევად მილოცავ _ უიმედოდ გამომივიდა, მაგრამ მართლა ასე ვთვლიდი. არასოდეს მიყვარდა ნაადრევი სიხარული. ეს ანუკიმაც იგრძნო და მოიწყინა. _ შედეგს მეც შენთან ერთად დავუცდი. ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ. Kონცერტის დაწყებამდე გელოდებოდი გარეთ, მერე კი მეტიჩარა თიკამ შემათრია დარბაზში. ხომ იცი იმ გოგოს ატანა არ მაქვს, მაგრამ სხვა გზა აღარ მქონდა სასწავლო ნაწილი თვალებს გვიბრიალებდა _კონცერტი იწყება და მალე დაჯექითო. ხო და ვეღარ დაგიცადე, ბოდიში _ დამნაშავესავით მოიბუზა და თავი დახარა.
_ ანუ, დამშვიდდი! არ გსაყვედურობ. ისე მოიქეცი, როგორც საჭირო იყო. _ გავუღიმე და დავამშვიდე მეგობარი. მართლა არ მწყენია, ალბათ იმიტომ, რომ თავს მოსაწყენ ადამიანად ვთვლი, ანუკი კი ისეთი მხიარული და აქტიურია. მიკვირს ჩემთან საერთო რა ნახა? Aლაპარაკი ანუკის მობილურის ხმამ გაგვაწყვეტინა.
_ დედაჩემი მირეკავს _ თვალები გადაატრიალა ანუმ. მერე კი ნერვიული ხმით უპასუხა. _ ხოო, რა იყო დედა? _ გვერძე გავიდა და ლაპარაკი გააგრძელა. ანუკის და დედამის მთლად კარგი ურთიერთობა ვერ ჰქონდათ. ანუკის მშობლები ეთმანეთს რამდენიმე წელია რაც გაეყარნენ. მათი შემთხვევა სუფთა კლასიკური ისტორია იყო: დედას არ უნდოდა, რომ შვილს მამასთან ჰქონოდა ურთიერთობა, რადგან მამამის სხვა ქალი ჰყავდა. ამის მიუხედავად ანუკი მაინც ახერხებდა მამასთან შეხვედრას, რასაც დედამისი წყობიდან გამოჰყავდა და სახლში ამის გამო კონცერტებს უმართავდა საწყალ გოგოს. ცოტახანში ანუკი უკან შეწუხებული სახით დაბრუნდა და მივხვდი, რომ ისევ რაღაც მოხდა.
_ დიანა, მაპატიე. დედაჩემს ისევ პრობლემები აქვს მამაჩემთან და სახლში მომიწევს წასვლა.
_ რას ამბობ, რას მებოდიშები? მე ისეთი არაფერი მჭირს, რომ აქ გაყურყუტო. თანაც სახლსში ჩემზე მეტად სჭირდები მშობლებს. _ ნუგეშის ნიშნად მხარზე მოვეფერე.
_ კარგი, მშინ მე გავიქცევი და სახლში რომ მიხვალ დამირეკე, ხომ იცი როგორ მაინტერესებს შედეგები?
_ კარგი, გპირდები, რომ გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ ხვალ, დედაჩემის გამომცხვარ ნამცხვარზე და ყავაზე. _ მისი გამხიარულება ვცადე და დამშვიდობების ნიშნად ერთმანეთ გადავეხვიეთ. მოსაცდელში ყოფნა უკვე აუტანლად მეჩვენებოდა,ყველა მონაწილეს ვიღაც ახლდა, ზოგს დედა, ზოგს ამხანაგი ან ნათესავი. ირგვლივ მარტო სანუგეშო სიტყვები მესმოდა, ყველა ერთმანეთს ანუგეშებდა და ამშვიდებდა, მხოლოდ მე ვიდექი ეულად. “ დედა სად ხარ?” გავიფიქრე გუნებაში და თავი პირველად ვიგრძენი ასე მარტოდ. მისი აქ ყოფნა და ნუგეში ახლა ისე მჭირდებოდა, როგორც არასდროს. მოლოდინის მტანჯველმა ნახევარმა საათმაც გაიარა და დარბაზიდან ახალგაზრდა გოგო გამოვიდა, რომელმაც რაღაც ფურცელი გამოიტანა და სტენდზე გამოაკრა. მოსწავლეების მთელი არმია მიაწყდა სტენდს და მივხვდი, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. საშინლად ავნერვიულდი, მეშინოდა, რომ იმ ფურცელზე ჩემს სახელს ვერ ვნახავდი და იმედი საბოლოოდ გამიცრუვდებოდა. როგორღაც მოვერიე საკუთარ თავს და სტენდთან მივედი. გახარებულ მოსწავლეებს ისეთი კივილი აეტეხად, რომ თავი ამტკივდა და გადავწყვიტე სიისთვის აღარ შემეხედა. უცბათ ჩემი ერთ-ეთრთი ჯგუფელი გახარებული მომვარდა და გადამეხვია_ დიანა! სიაში ხარ! გილოცავ დიანა! _ გაოცებული სტენდისკენ შევტრიალდი, რომ დავრწმუნებულიყავი. სიაში პირველლი მე ვეწერე! მოულოდნელი სიხარულისგან ენა ჩამივარდა, როცა მილოცავდნენ ემოციებსაც კი ვერ გამოვხატავდი.Mმოსაცდელი ხალხისგან ნელ-ნელა იცლებოდა, მე კი გაოცებული, ისევ სტენდზე გამოკრულ სიას მივშტერებოდი.
_ დიანა მიქაძე! _ მომესმა დარბაზის მხრიდან. კართან სასწავლო ნაწილი იდგა და თბილად მიღიმოდა. _ შეიძლება ერთი წუთით? რაღაც მაქვს სათქმელი. _ მისი ტონით მივხვდი, რომ რაღაც დადებითი უნდა ეთქვა, ცოტა დავმშვიდდი და მივუახლოვდი.
_ დიახ, რა თქმა უნდა.
_ მინდა გითხრა, რომ დღეს მოლოდინს გადააჭარბე, შეუდარებლი იყავი. დარწმუნებული ვარKკონსერვატორიის მაყურებელსაც ისევე მოხიბლავ, როგორც დღეს ჟიურის წევრები მოხიბლე. მთხოვეს შენთვის გადმომეცა, რომ აღფრთოვანებულნი არიან შენით და წარმატებებს გისურვებენ. _ ასეთ შექებას ნამდვილად აღარ ველოდი და მეტისმეტი ბედნიერებისგან თავბრუც კი დამეხვა. დაბნეულმა მადლობის მოხდა ძლივს მოვახერხე და წამოვედი. ვგრძნობდი ბედნიერებისგან როგორ მივფრინავდი ცისკენ, ასე მეგონა მიწაზეც აღარ ვადგავდი ფეხს. შენობიდან გამოვედი, უკვე შებინდებულიყო და ეზოშიც არავინ დამხვდა. ტელეფონის ხმაზე შევკრთი, ეკრანს დავხედე და დედას ნომერი ეწერა.
_ დედა!
_ დიანა! რა ქენი? როგორ ხარ? სად ხარ? _ მომესმა დედას ნერვიული ხმა და გამეცინა. _ დედა, დაწყნარდი! ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ შენი იღბლიანი კაბის ჩაცმა ალბათ კიდევ მომიწევს, ოღონდ კონსერვატორიის დიდ სცენაზე!
_ რაა?! ნუთუ... ვიცოდი! ვიცოდი! ასეც უნდა ყოფილიყო, შენ საუკეთესო ხარ! ხომ გეუბნებოდი ძვირფასო.
_ ხოო დედა, ახლა ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე გეტყვი, რომ მართალი ხარ. დანარჩენს სახლში მოგიყვები კარგი?
_ სად ხარ? უკვე მოდიხარ?
_ ხოო, ახლა სასწავლებლის ეზოში მარტო ვდგავარ და წამოსვლას ვაპირებ.
_ მარტო დიდხანს ნუ გაჩერდები, უკვე ბნელა და საშიშია. სამსახურიდან მოვდივარ და სახლში დაგელოდები! _ მითხრა და ტელეფონი გავთიშე. წასვლა დავაპირე როცა ეზოში, სიბნელეში ოთხ ლანდს მოვკარი თვალი. თვალი მოვარიდე და ეზოს გასასვლელისკენ გზა გავაგრძელე. ოთხი ბიჭი სიბნელიდან გამოვიდა და სიცილით ჩემსკენ წამოვიდნენ. საფრთხე ვიგრძენი და ნაბიჯს ავუჩქარე, მინდოდა გასასვლელთან მიმესწრო და გავქცეულიყავი, მაგრამ მიმასწრეს და გზა გადამიღობეს. მიახლოვებისთანავე ვიცანი ოთხეული და ადგილზე გავშეშდი. მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ჰქონდათ ჩაფიქრებული და თავში გაქცევის გეგმებს ვაწყობდი. თუმცა ვიცოდი, მათგან გაქცევა შეუძლებელი იყო და პანიკურმა შიშმა ამიტანა.
_ ბიჭებო! შეხედეთ ვინ მოსულა? _ დაიწყო შავგვრემანმა _ ეს ის გოგოა ცოტახნისწინ გზაზე რამის, რომ დამამტვრია. აი ის, მე რომ გიყვებოდით.
_ როგორ არა, ვიცანით _ აჰყვა ქერა ბიჭიც _ მერე ზუსტად ამ ეზოში ხელიც გკრა და რამის წაგაქცია.
_ ხოო და კიდევ დარბაზში მუსიკის მოსმენაც არ გვაცალა ისე იცინოდა. _ თქვა მესამემ. ჩემს გარშემო წრე შეკრეს და თავს სვავებივით დამტრიალებდნენ.
_ გოგონა! იქნებ გვითხრა, უკან რატომ დაგვდევ, სხვა საქმე არ გაქვს? _ მომიბრუნდა ისევ შავგვრემანი.
_ ვერ გავიგე რა გინდათ, თქვენ საქციელს მე რატომ მაბრალებთ?
_ ამით იმის თქმა გინდა, რომ იქით დაგდევ? არა, გაიგეთ ბიჭებო რა თქვა?
_ წადით, სადმე სხვა გასართობი იპოვეთ, თქვენნაირი უსაქმურების ატანა არ მაქვს! _ ჩავილაპარაკე და წრის გარღვევა ვცადე. გზა ქერამ გადამიკეტა.
_ რა გვიწოდე? და საერთოდ როგორ გველაპარაკები?
_ გამატარე!
_ აბა, სცადე _ მითხრა და ჩანთა წამართვა. წართმევა ვცადე, მაგრამ ჩემს ჩანთას ერთმანეთში, აქეთ-იქით დაუწყეს სროლა.
_ მომეცით! რა გინდათ ჩემგან? დამიბრუნეთ ჩანთა!
_ მაშინ დაგიბრუნებთ, როცა ბოდიშს მოგვიხდი!
_ ბოდიში მოგიხადოთ?... თქვეენ? _ მივხვდი, რომ ხვეწნას აზრი არ ქონდა, მათაც სწორედ ეს უნდოდათ _ ჩემი დამცირება და გადავწყვიტე თავი არ დამემცირებინა. _ ჯანდაბაშიც წასულხართ! _ გამწარებულმა მივაძახე და ახლა საპირისპირო მხარეს ვცადე წრის გარღვევა.
_ ე-ე, სად მიდიხარ? ჯერ ერთმანეთი არც კი გაგვიცვნია _ ახლა შავგვრემანი გადამიდგა წინ.
_ დამიბრუნეთ ჩანთა და გამატარეთ!
_ ვერ გაიგე? სანამ ბოდიშს არ მოიხდი ვერსადაც ვერ წახვალ! _ მანაც ქერათმიანივით გამიმეორა და ხელით უკან მიბიძგა. მივხვდი, რომ ასე უბრალოდ არსად გამიშვებდნენ და საბრძოლველად მოვემზადე. მივტრიალდი და რაც ძალა მქონდა ქერათმიანს ჩანთა გამოვგლიჯე და თავში მთელი ძალით ჩავარტყი. მერე დავინახე, რომ ჩემსკენ მეორე წამოვიდა მის დასახმარებლად და თავის დასაცავად იმასაც მოვუქნიე ჩანთა, მაგრამ აიცდინა და შემეშვა. მივხვდი, რომ ახლა მომენტით უნდა მესარგებლა და გავქცეულიყავი, მაგრამ შავგვრემანი აშკარად ჩემს გაშვებას ისევ არ აპირებდა. ჩემს პირდაპირ გაუნძრევლად იდგა და დაძაბული მიყურებდა. გადავწყვიტე მასზეც მომეწყო თავდასხმა, რომ მერე გაქცევა შემძლებოდა.
_ გირჩევნია გამატარო! _ ჯერ დამუქრება ვცადე.
_ და, რომ არ გაგატარო? _ ირონიულად გამიღიმა, რამაც უფრო მეტად გამომიყვანა წყობიდან და გამწარებული, მთელი ძალით მისკენ გავქანდი. მინდოდა მისთვის ხელი მეკრა და ჩანთა ჩამერტყა, მაგრამ ის მოულოდნელად გვერძე გახტა, მე კი თავი ვერ შევიკავე, ფეხი რაღაცას წამოვკარი და პირდაპირ ბარდიულზე დავეცი. თავი საშინლად მეტკინა, მგონი რაღაცას დავარტყი, ვიგრძენი, რომ ირგვლივ ყველაფერი ბუნდოვანი გახდა და მერე გონებაც დავკარგე...

<> <> <>

დავინახე როგორ დაეცა გოგონა მიწაზე და აღარ განძრეულა. მეგონა რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული და როგორც კი მივუახლოვდებოდი თავს დამესხმებოდა.
_ ღმერთო! ეს რა იყო აა? სახე ნამდვილი ანგელოზისა აქვს და თურმე რა ველური ყოფილა. თავში ისეთმა ჩამცხო, ალბათ ტვინი შემერყა _ ბუზღუნებდა ჩემს უკან ნიკა.
_ შენ მაგის გარეშეც გქონდა ტვინი შერყეული იდიოტო! _ აუყვირდა ლევანი.
_ ბიჭებო, გეყოთ ჩხუბი და აქ მოდით! _ ცოტა ამანერვიულა გოგოს უცნაურმა საქციელმა. _ არ ინძრევა... რა ვქნათ? _ შეშინებულმა გადავხედე ლევანს. ის ერთადერთი იყო ვინც ასეთ მომენტში ხუმრობას არ დაიწყებდა და რამე ჭკვიანურს მეტყოდა.
_ უნდა შევამოწმოთ
_ ლევან, გაგიჟდი? რომ წამოხტეს და ისევ თავს დაგვესხას? _ უკან დაიხია დათომ.
_ იქნებ ჩაეძინა? _ მივხვდი, რომ ანერვიულებულმა რაღაც სისულელე ვთქვი და ჩემს თავზე გამეღიმა.
_ მერე შენც აკოცე და გაიღვიძებს _ დამცინა ნიკამ. ლევანი კი ამდროს გოგოს გვერდით ჩაცუცქულიყო და რაღაცას ყურს უგდებდა. მერე კი გაფითრებულმა შემომხედა და თქვა _ ჯანდაბა! ... არ სუნთქავს...
_ არა, რას ამბობ? _ შეშინებული ნიკა ახლოს მივიდა _ იქნებ ჩვენი შეშინება უნდა და თავს იკატუნებს?
_ არა, არა, მართლა არ სუნთქავს, შევამოწმე. _ ლევანის ნაქვამს ყურადღება არ მიაქცია ნიკამ და გადაწყვიტა თავად შეემოწმებინა, ამიტომ გოგოს სახესთან ხელის გული მიიტანა და ცოტახანს ასე იჯდა. მერე შეშინებული ფეხზე წამოხტა და შემომხედა
_ მართლა არ სუნთქავს... წავედით! აქაურობას უნდა მოვშორდეთ!
_ არა! ხელოვნურ სუნთქვას ჩავუტარებ და გადარჩება _ ვუთხარი და გოგოს მივუახლოვდი. ისეთი ლამაზი იყო... აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე? სახე მიტკალივით თეთრი ჰქონდა და მძინარე მზეთუნახავს ჰგავდა, რომელიც საყვარელი ადამიანის ამბორს ელოდებოდა.
_ ლაშა! რას აკეთებ?! ვერ გაიგე? ჩქარა, წავედით! _ მიყვირა ლევანმა, მხარში ხელი ჩამავლო და ფეხზე წამომაყენა.
_ ლევან! მაცალე გთხოვ, მისი გადარჩენა შეიძლება _ სასოწარკვეთილმა ვიყვირე და ვცადე ხელებიდან დავსხლტდომოდი, თუმცა ისე მაგრად მიჭერდა, ვერაფერი მოვახერხე
_ არ გინდა, მაინც ვეღარ უშველი. სისულელეს თავი დაანებე და გავიქცეთ, ვინმემ არ მოგვისწროს _ მასთან და დათოსთან ჭიდაობას თავი დავანებე და ბედს დავმორჩილდი. ბიჭებთან ერთად მანქანაში ჩავჯექი და უკანმოუხედავად გავიქეცით იქიდან.
ბარში ვიჯექი და ჭიქას ჭიქაზე ვცლიდი. მინდოდა ისე დავმთვრალიყავი, რომ საკუთარი სახელიც კი არ გამხსენებოდა. ალბათ ამის დავიწყებას უფრო ადვილად შევძლებდი, ვიდრე იმას, რომ დღეს მკვლელი გავხდი! არა და ეს ყველაფერი ვითომ ბავშვური ხუმრობა უნდა ყოფილიყო, უბრალოდ მისი ცოტათი შეშინება გვინდოდა და აი, რით დამთავრდა ყველაფერი! მკვლელებიც გავხდით, უფრო სწორად მკვლელი მე გავხდი, იმიტომ რომ გაქცევის საშუალება არ მივეცი და ჩემს გამო წაიქცა. ის ლამაზი არსება მე მოვკალი! მე მოვუღე ბოლო მის ლამაზ სიცოცხლეს. როცა პირველად დავინახე მისი მშვენიერი მწვანე თვალები, რას ვიფიქრებდი, რომ მათი სამუდამოდ დახუჭვის მიზეზი მე გავხდებოდი. ღმერთო! ეს რა ჩავიდინე? რა მინდოდა მისგან? ეს რატომ გავაკეთე? არასოდეს გაქრება ჩემი მეხსიერებიდან მისი შეშინებული თვალები, რომლებიც მეხვეწებოდნენ და შეწყალებას მთხოვდნენ, მე კი სასტიკად მოვექეცი და სიკვდილისთვისაც გავიმეტე. არ უნდა მიმეტოვებინა, უნდა დავრჩენილიყავი და მებრძოლა მისი სიცოცხლის გადასარჩენად.


eeekთარიღი: კვირა, 2011-05-08, 4:32 PM | შეტყობინება # 346

142
21  +
40  ±
   ±
Offline
eh rogor momenatra es fiki:(

HellRiderთარიღი: პარასკევი, 2011-06-10, 5:59 PM | შეტყობინება # 347

83
12  +
47  ±
   ±
Offline
egeti nichieri xalxi saitze ki ar unda werdes aramed tavis wignebs yiddes tongue

Inimical

bella-vampireთარიღი: შაბათი, 2011-06-11, 12:59 PM | შეტყობინება # 348

842
83  +
   ±
Offline
როგორ მომენატრა ეს ფიკი sad ძალიან მინდა ახალი თავიიი sad kiss

sofkaთარიღი: სამშაბათი, 2011-06-14, 4:45 PM | შეტყობინება # 349
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
bella-vampire, eeek, vaime bavshvebooo vici rom mogenatrat da gainteresebt gagrdzeleba, mara axla iset dgeshi var rodis da rogor movaxarxeb weris gagrzelebas tvitonac ar vici, kvelanairad shevecdebi kiss kiss kiss kiss kiss kiss
HellRider, madloba komplimentistviiis happy happy kiss kiss kiss writ ki mxolod imistvis vwer rom es ubralod chemi hobia da tu amit vinmes tan siamovnebasac mivanicheb esec sakmarisia chemtvis happy happy happy


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

RoB-dOdთარიღი: ოთხშაბათი, 2011-06-15, 7:52 AM | შეტყობინება # 350

572
28  +
48  ±
   ±
Offline
sofka, VAiiMEee ChveNI NichiErii MOvidaAa cry
.... Hmm....


I Hate This FuCkinG Life <3

Vampire_GvaberiDzeთარიღი: სამშაბათი, 2011-06-21, 10:25 PM | შეტყობინება # 351
^ Normal People Scare Me ^
817
32  +
44  ±
   ±
Offline
Quote (bella-vampire)
როგორ მომენატრა ეს ფიკი ძალიან მინდა ახალი თავიიი

meec cry cry



sofkaთარიღი: კვირა, 2011-06-26, 7:26 PM | შეტყობინება # 352
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
თავი 20.

მთელი ღამე თეთრად გავათენე... გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა, რომ ლაშაზე შურს არავითარ შემთხვევაში არ ვიძიებდი და დედაჩემს როგორმე ვაიძულებდი საჩივრის გამოტანას, მაგრამ არ ვიცოდი როგორ უნდა გამეგძელებინა ცხოვრება მის გარეშე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემში ორი ადამიანი ჩასახლდა. ერთი მარწმუნებდა, რომ ლაშასთვის ყველაფერი მეპატიებინა და დაბრუნება მეთხოვა, ხოლო მეორე საპირისპიროს მიმტკიცებდა, რომ ცხოვრება მის გარეშე უნდა გამეგრძელებინა.
- დიანა, გაიღვიძე! - ოთახის კარი შემოაღო დედამ - 9 საათია და მალე სერგიც მოვა ჩვენს წასაყვანად.
- კი, მაგრამ შენ დღეს სკოლაში გაკვეთილები არ გაქვს?
- არა, საზაფხულო არდადეგები დაიწყო! ასე რომ თავს ვერ დაიძვრენ, ადექი!
- ამ სერგის რაღას აწუხებ ყოველწუთში არ ვიცი – უკმაყოფილოდ ჩავიბუზღუნე და საწოლიდან ზლაზვნით წამოვდექი. კარადა უხალისოდ გამოვაღე და თაროზე ლამაზად დალაგებულ ტანსაცმელს მივაშტერდი.
- ახლა ბოდიალი არ დაიწყო, მალე ჩაიცვი! თორემ სერგი სადაცაა მოვა და დიდხანს ვერ ვალოდინებთ - მკაცრად მითხრა და ოთახის კარი გაიხურა. მივხვდი, რომ დროის გაწელვას აზრი არ ჰქონდა და ვერანაირი მიზეზიც კი ვერ შეაცვლევინებდა გადაწყვეტილებას დედაჩემს, რომ განყოფილებაში არ წავეყვანე, ამიტომაც კარადაში თითქმის თვალდახუჭულმა შევყავი ხელი და რაც ხელში მომხვდა ის გამოვიღე. სასწრაფოდ გადავიცვი იისფერი კაბა, რომელიც ცოტახნის წინ სრულიად შემთხვევით შემრჩა ხელში. აბაზანაში შევდიოდი პირის დასაბანად, როცა კარზე ზარის ხმა მომესმა.
- დილა მშვიდობის! - მამაჩემის ხმა გავიგონე და ცოტა დავმშვიდდი.
- მეგონა აღარ მოხვიდოდი - უკმაყოფილოდ უთხრა დედამ.
- დიანას დავპირდი, რომ მხარში ამოვუდგებოდი და პირობას ვასრულებ.
- მამა! მიხარია რომ მოხვედი...
- დიანა, ვაგვიანებთ - თვალები დამიბრიალა დედამ, მერე კი მამა სამზარეულოში უხალისოდ შეიპატიჟა.
სააბაზანოდან რომ გამოვედი ჩემი მშობლები უკვე ყავას მიირთმევდნენ. მათ დანახვაზე რატომღაც გამეღიმა. ვერ წარმომედგინა ისინი ერთმანეთის გვედრდით ასე მშვიდათ. ნუთუ ეს ყველაფერი ჩემი გულისთვის ხდებოდა? ან იქნებ შერიგება გადაწყვიტეს? თუმცა ვიცოდი, რომ ილუზიების შექმნა არ ღირდა, რადგან დედაჩემს კარგად ვიცნობდი და დარწმუნებული ვარ ამაზე ცოცხალი თავით არ დათანხმდებოდა მამას.
მამას გვერდით დავჯექი და ჩემი ფინჯანი ხელის გულებს შორის მოვიქციე, ფინჯანი ძალიან ცხელი აღმოჩნდა და ხელები დამეწვა.
- ფრთხილად! ზედ არ გადაივლო - შენიშნა დედამ, როცა დაფუფქული ხელები უსიამოვნოდ გავიქნიე.
მეც ზუსტად ეს მინდოდა, რამე ისეთი მომხდარიყო, თუნდაც პატარა მიზეზი მქონოდა, რომ წასვლაზე უარი მეთქვა და ვიცოდი მამაც უთუოდ მხარს დამიჭერდა. მაგრამ დედა ისე მკაცრად იდგა თავის აზრზე, რომ ალბათ მომაკვდავსაც კი წამიყვანდა.
კარზე ზარის ხმაც გაისმა...
- ალბათ სერგია - თქვა დედამ და კარის გასაღებად გავიდა.
- ნუ ღელავ, საჩივარს უკან გამოვატანინებ - მშვიდად წამიჩურჩულა მამამ და თავლი ჩამიკრა.
- აბა, მზად ხართ? - იკითხა სამზარეულოში შემოსულმა სერგიმ.
- კი, წავედით! – თქვა დედამ და თვალით მანიშნა ფინჯანში დარჩენილი ყავა დამემთავრებინა.

პოლიციის განყოფილებაში, გამომძიებლის კაბინეტთან ცოტა ლოდინი მომიწია, რადგან როგორც ამიხსნეს დაკითხვაზე რამდენიმე მოწმე ჰყავდათ შეყვანილი.
ცოტახანში კაბინეტის კარი გაიღო და იქიდან ახალგაზრდა, დაახლოებით 30 წელს გადაცილებული კაცი გამოვიდა. აქეთ-იქთ აცეცებდა თვალებს, თითქოს ვიღაცას ეძებსო, მერე კი მზერა ჩემზე შეაჩერა და მომიახლოვდა.
- მიქაძე დიანა თქვენ ბრძანდებით?
- დიახ - ხმის კანკალით ვუპასუხე და ფეხზე წამოვდექი.
- გამომძიებელი გელოდებათ, გამომყევით - თქვა და მაშინვე ვიწრო დერეფნისკენ გაუყვა გზას, მე და ჩემი მშობლებიც უკან მივყევით. დერეფნის ბოლოს კართან შეჩერდა და ჩემსკენ მობრუნდა.
- ამოცნობაზე უნდა შეხვიდეთ ამ ოთახში, გამომძიებელიც იქ გელოდებათ.
კარი გამიღო და ოთახში მხოლოდ მე შემიშვა, დედას და მამას კი უთხრა გარეთ დაელოდეთო.

დიდ ოთახში აღმოვჩნდი, რომელსაც შუაზე გამჭვირვალე მინა ჰყოფდა. მინის აქეთ მხარეს, სადაც მე მოვხვდი მაგიდა და მხოლოდ ორი სკამი იდგა. მაგიდასთან დაახლოებით მამაჩემის ხნის კაცი იდგა, მკაცრი გამომეტყველებით. შემათვალიერა, მერე კი უხერხულად ჩაახველა და სკამზე მიმანიშნა.
- მე დავით ლოჩოშვილი ვარ, გამომძიებელი...
- სასიამოვნოა... ხელი ჩამოვართვი და სკამზე ჩამოვჯექი.
- დიანა მიქაძე ხომ?
- დიახ
- როგორც დედათქვენმა თქვა სამი თვის წინ, თქვენ თავს დაგესხათ ოთხი ახალგაზრდა, ერთერთმა მათგანმა ხელი გკრათ, რის შედეგადაც მხედველობა დაკარგეთ, ასეა?
- დიახ, ასეა...
- ახლა მინის იქით რომ ოთახია, იქ ოთხ პიროვნებას შემოიყვანენ და თქვენ უნდა ამოიცნოთ ის პიროვნება ვინც ხელი გკრათ. - უფრო მეტად დავიძაბე და ეს გამომძიებელს არ გამოჰპარვია.
- ნუ ნერვიულობ... მათ მხოლოდ ჩვენ დავინახავთ. იქითა მხრიდან არაფერი ჩანს, ასე რომ დამშვიდდი. მზად ხარ?
- დიახ - თავი დავუქნიე და ყელში რაღაც ბურთივით გამეჩხირა.
გამომძიებელმა კედელზე რაღაც ღილაკს მიაჭირა ხელი და ოთახის აქეთა ნაწილში, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით შუქი ჩააქრეს, მინის იქით მხარეს კი ისევ ენთო. ცოტახანში კარი გაიღო და მეორე ოთახში ოთხი ბიჭი შემოიყვანეს. ისინი სახით ჩემსკენ შემოაბრუნეს და ნერვიულმა კანკალმა ამიტანა, რადგან ახლა ჩემს წინ ზუსტად ის ოთხი ახალგაზრდა იდგა, ვინც იმ დღეს დამესხა თავს - ნიკა, ლევანი, დათო და ლაშა... ღმერთო! ლაშა... უკვე აღარ ვიცოდი რა მექნა... ისევ ჭიდილი მიწევდა საკუთარ გრძნობებთან. მეგონა დღეს დილით მყარი იყო ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ ახლა გული ისევ სიძულვილით მევსებოდა, როცა მის სახეს... მის თვალებს ვუყურებდი. მრისხანებამ მოიცვა მთელი ჩემი არსება, ცოტა დამაკლადა, რომ მისი სახელი მეყვირა და აღარც კი მახსოვს როდის აღმოვჩნდი მინასთან ახლოს, ლაშას პირისპირ. ვუყურებდი მის ბნელ თვალებს და თითქოს ისიც მხედავდა. მუდარით სავსე თვალები ჰქონდა... ხელი წავიღე მისი სახისკენ, მაგრამ მივხვდი, რომ ამ საქციელით გავცემდი, ამიტომ სახესთან ჩამოშლილი თმა ყურზე გადავიწიე და ბატონ დავითს მივუბრუნდი.
- ვერავის ვერ ვცობ...
- დარწმუნებული ხარ? იქნებ კიდევ დააკვირდე, არავინ გეცნობა?
- არა! ამ ადამიანებს პირველად ვხედავ, არც ერთი მათგანი არ მეცნობა...
- კარგი, როგორც იტყვი - მხრები აიჩეჩა და ღილაკზე თითის დაჭერით მათი გაყვანა ბრძანა. მერე კი ოთახიდან ჩვენც გავედით.
დერეფანში ჩემი მშობლები ისევ მელოდნენ და როგორც კი დამინახეს, მაშინვე ჩემსკენ წამოვიდნენ.
- ამოიცანი? - პირველი დედა მომვარდა.
- სამწუხაროდ თქვენს ქალიშვილს არცერთი მათგანი არ ეცნო - ჩემს მაგივრად უპასუხა დედაჩემს და დაეჭვებით გადმომხედა.
- დედა აჯობებს თუ საჩივარს უკან გამოვიტანთ...
- რა?! გადაირიე?
- არა დედა, სრულ ჭკუაზე ვარ და ვერ ვხვდები რა აზრი აქვს ამდენი ხნის მერე ჩივილს, თანაც მხედველობა დამიბრუნდა.
- არც იფიქრო!
- დედა გეხვეწები, მე არ ვაპირებ შურისძიებას, დამიჯერე უფრო ცუდად ვიგრძნობ თავს და ნუ მაიძულებ ამის გაკეთებას. - დედას თვალები ცრემლით აევსო და მივხვდი, რომ დავიყოლიე.
- მამა გთხოვ დაარწმუნე...
- არ არის საჭირო! გამოვიტან საჩივარს... მაგრამ კარგად დაფიქრდი, მერე არ ინანო.
- არ ვინანებ... ამაში დარწმუნებული ვარ.
- შენ გარეთ დაიცადე სერგისთან, დედაშენს მე შევყვები არ იდარდო - მითხრა მამამ და მეც მაშინვე გასასვლელისკენ წავედი.

შენობის გარეთ სერგი მიცდიდა და როგორც კი გამოსული დამინახა სახე გაუნათდა.
- აბა, რა ქენი?
- არაფერი... უფრო სწორად ვერაფერი
- როგორ?
- აი ასე, ჩვეულებრივად... ის იქ იყო, უნდა ამომეცნო...
- მერე?
- მერე ის, რომ თვალებში ჩავხედე და ეს ვერ გავაკეთე, ვერ დავადანაშაულე...
-კი მაგრამ რატომ დიანა? რატომ არ თქვი, რომ ის იყო ვინც ხელი გკრა?
- ვერ შევძელი სერგი, ამის თქმა ადვილი არ იყო - ცრემლებს ვეღარ მოვერიე და პირდაპირ სერგის თვალწინ ავტირდი.
- დიანა! - ზურგს უკან მისი ძახილი მომესმა, კანკალმა ამიტანა, ცივად შემოვბრუნდი და პირდაპირ მის მზერას შევეჩეხე...
- დიანა, უნდა გელაპარაკო... გთხოვ - მისი თვალები ისევ მუდარით სავეს იყო... ღმერთო! როგორ არ მინდოდა ამ თვალების დანახვა, ვეღარ ვუძლებდი მის მწველ მზერას... ვხვდებოდი, რომ ცოტაღა მაკლდა და ისევ მის მკლავებში აღმოვჩნდებოდი.
- სალაპარაკო არაფერი გვაქვს!
- არ ვიცი რატომ არ დამასახელე დღეს, მაგრამ...
- მადლობისთვის თავს ნუ შეიწუხებ - დაცინვით ვუთხარი და წასვლა დავაპირე, მან კი მკლავში ჩამავლო ხელი, რაზეც სერგის სახე ეცვალა და ხელით ვანიშნე, რომ მისთვის არაფერი დაეშავებინა. მერე ისევ მისკენ მოვბრუნდი...
- რა გინდა? აღარ შემეშვები?
- უნდა გელაპარაკო, ოღონდ მოწმეების გარეშე - სერგის გადახედა და თვალებში ცეცხლი აენთო - გთხოვ...
- კარგი, ვილაპარაკოთ... სერგი, დაგვტოვე
- დიანა! მართლა აპირებ მასთან მარტო დარჩენას?!
- სერგი! - უკვე მაღიზიანებდა მისი საქციელი, მაგრამ თავი შევიკავე და თავაზიანად ვთხოვე - არაფერი მოხდება, მარტო დაგვტოვე... გთხოვ!
ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ, სერგიმ მარტო დაგვტოვა, თვითონ კი შენობაში შევიდა და კართან გაჩერდა. იქიდან გვადევნებდა თვალს, ალბათ ეშინოდა ლაშას რამე არ დაეშავებინა ჩემთვის. მოულოდნელად ლაშამ ჩემი ხელები თავის ძლიერ ხელებში მოიმწყვდია და თავისკენ მიმიზიდა.
- გემუდარები ასე ნუ მომექცვი...
- შენ?! შენ როგორ მომექეცი? - თავის გათავისუფლება ვცადე, თუმცა ამაოდ...
- ვიცი! ვიცი! ნაძირალასავით მოვიქეცი, მაპატიე...
- პატიებას ვერ ეღირსები! თუმცა უკვე გითხარი, რომ შენზე შურს არ ვიძიებდი და ვასრულებ კიდეც. შეგიძლია წახვიდე ვისთანაც გინდა და იცხოვრო ისე, როგორც გაგიხარდება. - როგორც იქნა დავიხსენი თავი მისის ხელებიდან და უკან დავიხიე.
- შენს გარეშე ვერ ვიცოცხლებ... მიყვარხარ! გესმის?
- შენ სიყვარული არ შეგიძლია, საერთოდ არ იცი ამ სიტყვის მნიშვნელობა
- გთხოვ მაგას ნუ მეუბნები... ვიცი რომ ახლა ჩემი დანახვაც არ გინდა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ისევ გიყვარვარ და ახლა შენც ისევე გინდა ჩემი კოცნა, როგორც მე შენი - თქმაც არ ქონდა დასრულებული ისე მომიმწყვდია მკლავებში და ჩემს ტუჩებს დაეწაფა. ვეწინააღმდეგებოდი რაც ძალა და ღონე მქონდა, მაგრამ ის ისე ძლიერ მიჭერდა მკლავებს ბრძოლის თავი აღა მქონდა, ძალა გამომეცალა და მოხდა ის რისიც მეშინოდა... თავი დავკარგე და კოცნაზე კოცნით ვუპასუხე. სუნთქვა მეკვროდა და ნეტარების მორევში დავიხრჩობოდი მეგონა. მის ძლიერ ხელებს რომ არ ვჭეროდი ნამდვილად იქვე ჩავიკეცებოდი. უკვე აღარც მე ვეწინააღმდეგებოდი და მანაც ხელები გამიშვა, ნელ-ნელა ჩვენი ტუჩებიც დაშორდნენ ერთმანეთს. მისი სუნთქვა ისევ მწვავდა, თავს არ მანებებდა და ნაზად მიკოცნიდა სახეს... გონს მოვეგე და შეშინებული უკან გავხტი. სახეზე კმაყოფილი ღიმილი გამოეხატა, რამაც საშინლად გამაცოფა და სილა ვტკიცე.
- ვერ გიტან!
- ახლა შეიძლება ვერ მიტან, მაგრამ აღიარე რომ წუთის წინ ჩემი კოცნის მეტი არაფერი გინდოდა...
- ამის თქმას როგორ მიბედავ?!
- მართალი ხარ, ამას თქმა არ ჭირდება... ეს უნდა შეიგრძნო, მე კი სწორედ ეს ვიგრძენი - ისევ სცადა ჩემი კოცნა, თუმცა ამჯერად სერგიმ მოუსწრო და ჩვენს შორის ჩადგა.
- უკვე გასაგებად აგიხსენი, რომ ყველაფერი დამთავრდა! მე არ მიყვარხარ... - ბოლო სიტყვები ყელში გამეჩხირა.
- შენი არ მჯერა! ასე მალე ვერ დამივიწყებდი, თანაც წეღან შენივე ტუჩებმა გაგცა... იმ ადამიანს ასე არ კოცნიან რომელიც არ უყვართ

- მე სერგი მიყვარს და ახლა მასთან ვარ... – სისულელე ვთქვი და თვითონაც არ ვიცი რატომ? ალბათ მისი გამწარება მინდოდა
- არც ეგ მჯერა!
- იცი რა? არ მაინტერესებს რას ფიქრობ... მთავარი ის არის რომ სერგის სჯერა ჩემი. თანაც მან ხელი მთხოვა და მეც დავთანხმდი - ერთ სისულელეს მეორე სისულელე მოჰყვა.
- ქორწილი ერთ თვეში გვაქვს! - დაადასტურა სერგიმაც - თუ გინდა მოსაწვევს გამოგიგზავნით - მგონი ამჯერად დაიჯერა ყველაფერი, რადგან ჩვენმა ნათქვამმა მასზე შოკის მომგვრელად იმოქმედა. სახეზე ტკივილი და ტანჯვა გამოესახა, თვალები ისე აუცრემლიანდა, მეგონა ცრემლად დაიღვრებოდა მაგრამ
- ბედნიერებას გისურვებ! - ცივად მითხრა და ზურგი მაქცია.

უკან მოუხედავად წავიდა და დამტოვა სეგისთან... ახლა გავაცნობიერე, რომ უკვე ნამდვილად დასრულდა ყველაფერი, რაც ჩვენს შორის არსებობდა და მდუღარე ცრემლები გადმომცვივდა. სერგისკენ შევტრიალდი, დადარდიანებული მიყურებდა, ხელი მომხვია და გულში პატარა ბავშვივით ჩამიკრა. ვტიროდი... ისევ მის მკერდს ვასველებდი ცრემლით და დარდს ვიკლავდი. ის მეხვეოდა და არაფერს ამბობდა, თუმცა რა უნდა ეთქვა? იცოდა, რომ სიტყვებით ჩემს გულს ვერ გაამთელებდა. ასე ვიდექით უიმედოთ შეყვარებულები და ერთმანეთს დიდხანს ვეხვეოდით მე და ჩემი “ საქმრო”...


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[


შეტყობინება შეასწორა sofka - კვირა, 2011-06-26, 11:14 PM

bella-vampireთარიღი: კვირა, 2011-06-26, 8:24 PM | შეტყობინება # 353

842
83  +
   ±
Offline
sofka, soof, rogor gamixarda chatshi rom davinaxe axali tavi davdeoo, mashinve aq shemovvardiiiiii happy ra magari tavi iyoo, gamixarda, rom dianam araferi ar tqva wink lasha shemecoda dzalian sad boloshi mec wamomivida ramdenime cremlii cry rogor ar momwons es sergi, magizianeebsss angry
kargia rom moicale da dade axali tavii kiss imedia shemdeg tavs ase ar daagviandeba love

sofkaთარიღი: კვირა, 2011-06-26, 11:19 PM | შეტყობინება # 354
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
bella-vampire, madlobt rom waikitxe da mogewonaaa kiss kiss kiss
Quote (bella-vampire)
imedia shemdeg tavs ase ar daagviandeba

mec magis imedi maqvs biggrin


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

Immortalთარიღი: ორშაბათი, 2011-06-27, 11:01 AM | შეტყობინება # 355
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
sofka, სოოფ რა კარგიი ხარ <3 <3 წარმომიდგენია, რა რთულია ორი პატარას მოვლა, მთელი ის საოჯახო საქმეები.. და შენ მაინც მოახერხე, რომ ჩვენი გულები გაგეხარებინა! დიდი მადლობა, რომ ამხელა მსხვერპლს იღებ ჩვენთვის happy
ჩატში რომ დაწერე ახალი თავი დავდეო, სულ თავპირის მტვრევით შემოვვარდი biggrin
რა კარგიი თავი იყო, როგორც ყოველთვის happy ჩამოყალიბებული მწერალი ხარ! შენმა შვილებმა უნდა იამაყონ, რომ ასეთი დედიკო ყავთ happy
ძალიან შემეცოდა ლაშა sad დიანას ასე არ უნდა მოეტყუებინა, მაგრამ რა ექნა, იმ კოცნამ გასცა biggrin
ხოო აიი ამ სერგიის ვერც მე ვერ ვიტანნნ angry bella-vampire, თამუუ ერთად ვცემოოთ biggrin biggrin
კიდევ ერთხელლ დიდიი დიიდიი მადლობაა happy



sofkaთარიღი: ორშაბათი, 2011-06-27, 3:10 PM | შეტყობინება # 356
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
Immortal, madlobt nuuuk, xo ici rogor miyvarxar heart heart heart vecdebi ufro xshirad gavaxaro tqveni gulebi happy happy happy
Quote (Immortal)
ხოო აიი ამ სერგიის ვერც მე ვერ ვიტანნნ bella-vampire, თამუუ ერთად ვცემოოთ

rogor minda rom cota dadebitad gamochndes es personaji, magram ar gamomdis da ra vqna? biggrin biggrin esec jacobivitaa ra, yelshi ro ragac gagechxireba da ver ylapav zustad ise biggrin biggrin biggrin
Quote (Immortal)
კიდევ ერთხელლ დიდიი დიიდიი მადლობაა

arafris chemo kargoooo, miyvarxaaaar!!!! kiss kiss kiss kiss kiss


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

RoB-dOdთარიღი: ორშაბათი, 2011-06-27, 3:27 PM | შეტყობინება # 357

572
28  +
48  ±
   ±
Offline
VAimeee sooff rogor momenatre ici? da es fiki ici rogor momenatra? albat ar ici imitoom rom edwardi ar xar da chems fiqrebs ver waikitxav sad
Es es iyo ici iss dzalian dzalian cudi tavi :x Sawyali lasha ..omg ra cry
rogor miyvars es bichi arada ra sad es kocna ki kai iyo mara shemdgomi sityvebi sashineli : ( Auu ra Egirsebat amat siyvaruli?(wesieri)
Dzalian dzalian mixaria axali tavi ro dade da dzalian dzalian miyvarxar! (Shen da sheni pawukebi)
AUu ra : (((((((


I Hate This FuCkinG Life <3

sofkaთარიღი: ორშაბათი, 2011-06-27, 3:39 PM | შეტყობინება # 358
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
RoB-dOd,
Quote (RoB-dOd)
VAimeee sooff rogor momenatre ici? da es fiki ici rogor momenatra? albat ar ici imitoom rom edwardi ar xar da chems fiqrebs ver waikitxav

biggrin biggrin biggrin biggrin edwardi namdvilad ara, mara vicodi rom zalian gindoda axali tavi, koveltvis aqtiurob da moutmenlad eli xolme vici happy happy happy da rac ki arsebobs yvelaze diiiiiiiiiiiidi madloba unda gitxraaa!!! ar moiwyinooo, shevarigeb aba ase xo ar davtoveb? biggrin

Quote (RoB-dOd)
Dzalian dzalian mixaria axali tavi ro dade da dzalian dzalian miyvarxar! (Shen da sheni pawukebi)

mec miyvarxaaaaar!!!
heart heart heart heart heart kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

RoB-dOdთარიღი: ორშაბათი, 2011-06-27, 4:49 PM | შეტყობინება # 359

572
28  +
48  ±
   ±
Offline
happy sofka, I Love You HoneY heart

I Hate This FuCkinG Life <3

eeekთარიღი: ორშაბათი, 2011-06-27, 8:36 PM | შეტყობინება # 360

142
21  +
40  ±
   ±
Offline
vaimee rogor gamixarda axali tavis danaxvaaaaaaaaaaaa biggrin biggrin biggrin biggrin mara ra sevdiani tavi iyoo:(male shearige raa sof.vegar avitan me amamt tanjvas:(
ძებნა: