ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
სიყვარულით დაბრმავებული

sofkaთარიღი: ხუთშაბათი, 2010-10-14, 9:18 PM | შეტყობინება # 1
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline

პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "რომანტიკის დედოფალი-ავტორი".

სახელწოდება: სიყვარულით დაბრმავებული
ავტორი: sofka
ბეტა: არ მყავს
დისკლეიმერი: გმირებზე უფლებები მეკუთვნის მე
რეიტინგი: G (General)
ჟანრი: (Angst) (Romance) (Drama)
სამარი: ეს ისტორია ერთ საოცრად ნიჭიერ გოგონაზეა, რომელსაც სახელად - დიანა ჰქვია. ის ბავშვობიდან ოცნებობს პიანისტობაზე, რაც ნაწილობრივ აუხდა კიდეც. სწავლობს მუსიკალურ სასწავლებელში და აქვს დიდი წარმატებები, თუმცა მოულოდნელად მის ცხოვრებაში ჩნდება პიროვნება, რომელიც ხელს უშლის მისი ოცნების განხორციელებას და მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის...
სტატუსი: წერის პროცესშია

თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 18

თავი 17

თავი 1.

ცრუმორწმუნე არ გახლავარათ და არც შავი კატის მეშინია, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: თუ დილა უსიამოვნებებით დაიწყო მორჩა, უმჯობესია საერთოდ არ გავადგა ფეხი სახლიდან, თორემ საღამომდე ერთი-ორჯერ ტირილს თავისუფლად ვასწრებ. ის დილაც თითქოს უმნიშვნელო ინციდენტით დაიწყო, თუმცა ის დღე ალბათ არასდროს დამავიწყდება, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება მთლიანად თავდაყირა დადგა. მოკლედ ყველაფერი ასე დაიწყო:
დილით ადრე ავდექი, ვისაუზმე და პიანინოს მივუჯექი, რომ ნაწარმოებები გამემეორებინა. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ერთხელაც კონსერვატორიის დიდ სცენაზე დავუკრავდი ორკესტრთან ერთად და ცნობილი პიანისტიც გავხდებოდი. აი ეს მნიშვნელოვანი დღეც დადგა! მართალია კონსერვატორიაში არ მქონდა კონცერტი და მუსიკალურ სასწავლებელში, პატარა სცენაზე უნდა დამეკრა, მაგრამ მნიშვნელოვანი იმით იყო, რომ კონსერვატორიიდან სპეციალური ჟიური ჰყავდათ მოწვეული. ერთ თვეში კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტი იგეგმებოდა და სწორედ ამ კონცერტისთვის, სხვადასხვა მუსიკალური სასწავლებლიდან მოსწავლეებს არჩევდნენ. მეც შანსი მომეცა და ხელიდან გაშვებას ნამდვილად არ ვაპირებდი. ვიღაცამ ზარი დარეკა და ოცნებებიდან მიწაზე დავეშვი.
_ დედა! სად იყავი? _ გაოცებულმა შევიცხადე, როცა კარი გავაღე და დაღლილი დედაჩემის სახე დავინახე.
_ გასაღები დამრჩა, ხომ არ გაგაღვიძე?
_ რას ამბობ? ამ დრომდე რა დამაძინებდა, დღეს ისეთი დღე მაქვს! _ ცელოფნის პარკი გამოვართვი და ინტერესით შევათვალიერე.
_ გახსენი! იმედია მოგეწონება და მთელი დილა ტყუილად არ ვირბინე ამის გულისთვის _ ამოიოხრა და სავარძელში უღონოდ მიესვენა.
_ რა არის? _ ეშმაკურად გამეღიმა და ცელოფანში ჩავიჭყიტე. რაღაც იასამნისფერ ნაჭერს მოვკარი თვალი და მივხვდი
_ დედა! კაბა მიყიდე? სად იშოვე? _ აღტაცებულმა ავიტაცე ღია იასამნისფერი ატლასის კაბა ხელში და სარკესთან გავიქეცი.
_ დაწყნარდი! უბრალოდ თანამშრომლისგან ვითხოვე, მისი შვილისაა, გუშინ შემომთავაზა და მეც უარი არ ვუთხარი. მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა შენთვის _ დამნაშავესავით ჩაღუნა თავი.
_ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? Mმთავარია კაბა მაქვს და სიურპრიზიც გამოვიდა!
_ მაშინ მიდი! ჩაქარა მოიზომე, მგონი ზომაში არ შევმცდარვარ. _ სასწრაფოდ გადავიცვი ნანატრი კაბა და დედას წინ დავბზრიალდი.
_ აბაა? როგორია?
_ დიანააა! რა ლამაზი ხააარ!
_ მართლა დეე? _ დავიმორცხვე და სარკესთან მივედი, რომ დავრწმუნებულიყავი _ მართლა ფიქრობ, რომ მიხდება?
_ არაჩვეულებრივია! გეგონება პირდაპირ შენს ტანზეა შეკერილი _ აღფრთოვანებას ვერ მალავდა დედა.
_ ხოო? მე კი მგონია, რომ ძალიან ზუსტად მაქვს და ცოტა მიჭერს კიდეც.
_ უბრალოდ ნერვიულობ და რაღაცეები გეჩვენება _ თავი გააქნია და ღიმილით შემათვალიერა _ თან იასამნისფერი ძალიან გიხდება, მწვანე თვალებს კიდევ უფრო ლამაზად გიკვეთავს.
_ ესეიგი კაბა მიხდება, ახლა მხოლოდ ის დამრჩა, რომ ყველაზე კარგად დავუკრა.
_ დაუკრავ კიდეც! ისე დაუკრავ, რომ იქნებ ხვეწნაც კი დაგიწყონ, კონსერვატორიაში გააგრძელე სწავლაო, ააა? _ ეშმაკურად გამიცინა და ცხვირზე თითი ჩამომკრა. _ ყველაფერი კარგად იქნება, მოდი ეხლა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ კარგი? _ მივხვდი რაც იგულისხმა და მორჩილად დავუკარი თავი.
_ ესეიგი, მხრებში გაიმართე! _ მე მისი სიტყვების შესრულებას შევუდექი _ გამოდიხარ, თავს უკრავ მაყურებელს, მერე სკამს ასწორებ როიალთან, ღრმად ჩაისუნთქე... და დაიწყე _ ბოლო სიტყვების მერე ხელები ავწიე, ინსტრუმენტისკენ გადავიხარე, რომ დაკვრა დამეწყო და ამ დროს... ზურგზე კაბის გახევის ხმამ ადგილზე გაგვყინა, მეც და დედაც. ერთი წუთის მანძილზე მე და დედა ჩუმად ვიჯექით და ერთმანეთს იმედგაცრუებულები შევყურებდით.
_ არაუშავს, რამეს მოვიფიქრებ _ მამშვიდებდა დედა _ მოდი გავკერავ, ისე, რომ არც შეემჩნევა. ან სულაც რამე მოსაცმელს მოვძებნი... მოიცმევ და ვერავინ შეგამჩნევს, რას იტყვი?
_ არა დეე, არ გინდა. სხვა რამეს მოვძებნი და იმით წავალ.
_ რას ამბობ! ძველი კაბა უნდა ჩაიცვა?
_ დედა, დამშვიდდი, არაფერია. ისედაც უხერხულად ვგრძნობდი ამ კაბაში თავს და მირჩევნია ძველი ჩავიცვა. თანაც უბრალო კონცერტი იქნება და რა მნიშვნელობა აქვს რას ჩავიცმევ. აი! როცა ცნობილი პიანისტი გავხდები და კონსერვატორიაში მექნება ხოლმე კონცერტები, ასეთი კაბა ათასობით მექნება.
_ ხოო, ოცნება კარგია, მაგრამ ასე ვეღარ ვიჯდებით... რაღაც უნდა მოვძებნოთ _ დედა ერთხანს ჩაფიქრდა, მერე კი რაღაც გაახსენდა და სახე იმედიანად გაუნათდა _ გამახსენდა! ვიცი რაც უნდა ჩაიცვა!
_ რა?
_ რა და, ჩემი იღბლლიანი კაბა, რომლითაც კონსერვატორიის კონცერტზე გამოვედი. _ პატარა ბავშვივით აცქმუტდა.
_ რას ამბობ დეე, ის ნაცრისფერი კაბა?
_ მართალია ცოტა ძველმოდურია, მაგრამ სამაგიეროდ ბედნიერების და წარმატების მომტანი იქნება შენთვისაც.
_ ხოო, მაგრამ გრძელი მექნება, შენ ხომ ჩემზე მაღალი ხარ... _ პირდაპირ უარს ვერ ვეუბნებოდი, მისი წყენინება არ მინდოდა და ამიტომ ბოლო იმედსღა ჩავებღაუჭე.
_ მერე ეგ რა პრობლემაა, შევკეცავ და ისე დავლამბავ, რომ არ ჩამოგეშალოს. აი ნახე! ყველაზე ლამაზი და წარმატებული იქნები დღეს! _ ისეთი ბედნიერი და მეოცნება გამოხედვა ჰქონდა, რომ უარის თქმით ვერ ვატკენდი გულს, ის ხომ ჩემთვის ამდენს წვალობდა. ჰოდა, გადავწყვიტე წინააღმდეგობა აღარ გამეწია. სკამზე შემაყენა, თითონ კი ნემსით და ძაფით კაბის შეკეცვას შეუდგა. ერთ ადგილას დიდხანს დოგმა აღარ შემეძლო და ცქმუტვა დავიწყე. ტელევიზორში რომელიღაც ჯგუფის კლიპი გადიოდა და მუსიკის რიტმს ავყევი.
_ დიანა! ნუ ცქმუტავ, თორემ ნემსი შეგერჭობა
_ მალე მორჩები?
_ კი, უკვე ვამთავრებ. _ მე კი სიმღერის მოსმენა გავაგრძელე. როგორც კი კაბის კერვას მორჩა, სკამიდან ჩამოვხტი და სარკესთან მივირბინე. შეხედვაც კი არ მინდოდა, თავი ყველაზე მახინჯი არსება მეგონა ამ კაბაში. შიშით შევათვალიერე ჩემი ორეული სარკეში და ცოტა დავწყნარდი, არც ისეთი ულამაზო იყო ეს კაბა, როგორც მეჩვენებოდა. უბრალოდ, ცოტა ძველმოდური იყო, თორემ ისე რას ვერჩოდი. მოკლედ, ჩემი წასვლის დროც მოახლოვდა. როგორი დასანანიც არ უნდა ყოფილიყო დედა დღეს ვერ მომყვებოდა კონცერტზე სამსახურის გამო და ამის გულისთვის ათასჯერ მაინც მომიხადა ბოდიში. სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა და მთელი დღე იქ უწევდა ყოფნა, თან ისეთი აუტანელი დირექტორი ჰყავდა, არც გაანთავისუფლებდა. ამის გამო ძალიან ღელავდა, ჩემზე მეტადაც კი. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, დედაჩემი ჩემგან განსხვავებით გამოუსწორებელი ცრუმორწმუნეა. მართალია მე მის რიტუალებზე ყოველთვის მეცინებოდა, მაგრამ ამჯერადაც გული არ დავწყვიტე და მორჩილად შევასრულე მისი თხოვნა.Gგასვლისწინ მარჯვენა მხრის მიმართულებით სამჯერ დამატრიალა, მერე შუბლზე მაკოცა და წარმატება მისურვა. აი ასე გამომისტუმრა სახლიდან. სასწავლებელი ჩემი სახლიდან რამდენიმე კვარტლის იქით იყო. დრო ნახევარი საათი მქონდა, ამიტომ ფეხით წასვლა ვარჩიე.
ქუჩაში ნაწვიმარი იყო, ჰაერში კი ჭადრის და აკაციის ყვავილების სუნი ტრიალებდა. ხარბად შევისუნთქე ჰაერი და ვიგრძენი, როგორ დამახვია თავბრუ გაზაფხულის სასიამოვნო სურნელმა. თავი რაღაც უცნაურად, ბედნიერად ვიგრძენი. ქუჩას მივუყვებოდი და ხეების სიმწვანით ვტკბებოდი. ყველაფერი ირგვლივ ისეთი ლამაზი მეჩვენებოდა, მიკვირდა კიდეც აქამდე ამას რატომ ვერ ვამჩნევდი. გზაზე გადავდიოდი, როცა უეცრად კატის კნავილის ხმა შემომესმა, დაბლა დავიხედე და რას ვხედავ: პატარა, მობუზული და შეშინებული კნუტი შუაგზაზე მოკუნტულა და საცოდავად კნავის. გულმა ვერ მომითმინა და მასთან ჩავიცუცქე.
_ რა გაკნავლებს პატარავ? რატომ ზიხარ შუაგზაზე, ხომ შეიძლება მანქანამ გადაგიაროს? გზიდან გადადი! _ სიტყვის დამთავრება ძლივს მოვასწარი, რომ ჩემს უკან მკვეთრი მუხრუჭის ხმა გავიგონე. ადგილზე გავქვავდი, მხოლოდ ხელების სახეზე აფარება მოვასწარი. მეგონა უკვე გადამიარა მანქანამ და მოვკვდი.
_ გოგონა ცოცხალი ხარ? როგორ ხარ? _ მანქანის კარი გაიღო და იქიდან დაფეთებული ბიჭი გადმოხტა. თვალებში შევხედე და მეტყველების უნარი დავკარგე... ის ისეთი ლამაზი იყო, მარტო ანგელოზს თუ შევადარებდი _ მაღალი, შავგვრემანი, ულამაზესი თაფლისფერი თვალებით. მეგონა მართლა მოვკვდი და ჩემს წასაყვანად იყო მოსული.
_ გოგონა, შენ გეკითხები!
_ კარგად ვარ _ ძლივს წავილუღლუღე.
_ არა! ასე როგორ შეიძლება? თუ სიკვდილი გინდა სადმე სხვაგან მოიკალი თავი, მე რას მივარდები ბორბლებში?
_ მე უბრალოდ კატა დავინახე გაზაზე დაა...
_ იცი რა? არ მაინტერესებს რა დაინახე, გზიდან ჩამომეცალე! _ უხეშედ მომახალა და მანქანაში ჩაჯდა. ფისო ავიყვანე და გზის მეორე მხარეს გადავედი.
_ ეჰ ფისო! რა დასანანია... რა ლამაზია, მაგრამ უხეში. მანქანაც ისე გიჟივით დაჰყავს, წინ არც კი იყურება. _ ფისო ტროტუარზე დავსვი და გზა გავაგრძელე. ქუჩის ბოლოს ჩემი სასწავლებელიც გამოჩნდა. ეზოში უამრავი ხალხი შეკრებილიყო. მათშორის ჩემი თანაკურსელებიც იყვნენ და მათთან მივედი.
_ დიანაა! რა ლამაზი ხაარ! _ ჩემი მეგობრის ხმა მომესმა გვერდიდან.
_ ანუკი! _ თბილად გავუღიმე და გადავეხვიე _ ხომ არ აჭარბებ? ამ ძველ კაბაში ნამდვილი საფრთხობელა ვარ! _ შეწუხებულმა დავიხედე კაბაზე.
_ არა, რას ამბობ, ძალიან გიხდება _ ვიცოდი, რომ ეს მხოლოდ ნუგეშის სიტყვები იყო მისი მხრიდან და აღარაფერი ვუთხარი.
ფოიეში უაზროდ ვყურყუტებდი და ვნერვიულობდი, ანუკიც გაუთავებლად ლაპარაკობდა და არც კი ვუსმენდი, უბრალოდ ავტომატურად ვუღიმოდი და თავს ვუქნევდი. ნახევარი საათი ისევ უნდა გვეცადა, ამიტომ გადავწყვიტე დედასთვის დამერეკა და გამეგო გეგმები ხომ არ შეეცვალა. ეზოში გავედი და ნაცნობი მანქანა დავინახე. ეს ის ვერცხლისფერი მერსედესი იყო ცოტახნის წინ რამის, რომ გადამიარა. მისი პატრონიც იქვე სამ ბიჭთან ერთად მანქანას მიყრდნობოდა და ლუდს წრუპავდნენ. თავი ნერვიულად გადავაქნიე და ზურგი ვაქციე. ჩანთიდან მობილური ამოვიღე და დედას გადავურეკე.
_ რა მოხდა დიანა?! _ შეშფოთებული დედას ხმა შემომესმა ყურმილიდან
_ არა, არაფერი. მაინტერესებდა გეგმები ხო არ შეგეცვალა? დირექტორმა არ გაგანთავისუფლა?
_ არა ძვირფასო, ხომ იცი რანაირია. არაფრით არ გამოდის, მაგრამ კიდევ ვეცდები დავითანხმო. _ დამაიმედა დედამ.
_ კარგი! რომ იცოდე მე ყველაზე ბოლოს ვუკრავ და გაითვალისწინე, იქნებ მომისწრო.
_ კარგი, ვეცდები, გკოცნი _ გათიშვა ძლივს მოვასწარი, რომ უკნიდან ვიღაც მაგრად დამეჯახა და მობილური ხელიდან გამაგდებინა.
_ ოხ! არ მინდოდა გენაცვალე _ ირონიულად მომაძახა შავგვრემანმა ანგელოზმა და თავის ამფსონებთან ერთად სიცილ-ხარხარით გააგრძელა გზა. სასწავლებლის შენობაში შევიდნენ და თვალს მიეფარნენ. როგორც ჩანს ისიც აქ სწავლობს ან ვინმესთან არის მოსული კონცერტზე. მობილური ძირიდან ავიღე და მეც შენობაში შევედი. საკონცერტო დარბაზი თითქმის სავსე დამხვდა, ადგილი მხოლოდ ბოლო რიგში იყო დარჩენილი და ვიღაცის გვერდით ჩამოვჯექი. კონცერტი დაიწყო, მონაწილეები ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდნენ და უკრავდნენ. რამდენიმე მათგანი ისე მომეწონა, რომ ვიფიქრე მათ კონკურენტობას ვერც კი გავუწევდი. ვიგრძენი როგორ მემატებოდა ღელვა, რომელიც უკვე ისტერიულ ნერვიულობად მექცა.
სკამზე ვეღარ ვისვენებდი, დამშვიდებას ვცდილობდი, მინდოდა ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და ისღა მოვიფიქრე, რომ ნოტები ამომეღო და ნაწარმოებისთვის გადამეხედა. ჩანთაში ქექვის დროს უნებურად ხელებზე დავიხედე, რომელიც შიშისგან სულმთლად გალურჯებული მქონდა. პანიკამ შემიპყრო და ფეხზე წამოვხტი, მინდოდა უკან მოუხედავად გავქცეულიყავი დარბაზიდან.
_ ფრედერიკ შოპენი _ ფანტაზია-ექსპრომტი, ასრულებს მეორე კურსის სტუდენტი _ დიანა მიქაძე! _ ჩემი სახელის გაგონებაზე ადგილზე გავშეშდი. ჩემი გამოსვლის ჯერიც მოახლოვდა, უკან ვეღარ დავიხევდი და ვეცადე დავმშვიდებულიყავი. სცენისკენ წავედი და შუა რიგებთან ჩავლის დროს რამდენიმე ადამიანის სიცილის ხმა შემომესმა. მივიხედე და ისევ ის ოთხი ჩერჩეტი ბიჭი დავინახე ეზოში, რომ დამცინოდა. ვიცოდი, რომ ამჯერადაც მე ვიყავი მათი სიცილის მიზეზი და საშინლად გავბრაზდი. ვითომ რა ეგონა ამ ოთხ, თვითკმაყოფილ იდიოტს, რომ ჩემზე რამით მაინც იყვნენ უკეთესები? ნერვიულობა სიბრაზემ შეცვალა, ისეთი შემართებით ავედი სცენის პატარა კიბეებზე თითქოს დუელში გამომიწვიეს და საკუთარი ღირსების დასაცავად მივემართებოდი მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად. როიალთან სკამი გავასწორე და როგორც კი დავჯექი ცოტა დავმშვიდდი. ბოლოს და ბოლოს მათზე გამწარებულს საცოდავ როიალზე რატომ უნდა მეყარა ჯავრი? პირველივე ოქტავა შემართებით ავიღე, შემდეგ კი... ჩემი თითები ისე სწრაფად და ნაზად გაფრინდნენ კლავიშებზე, როგორც მინდორში ჭრელი პეპლები. ისე ადვილად დარბოდნენ და დასრიალებდნენ კლავიატურაზე, თითქოს პატარა ლიფსიტები სრიალებდნენ მდინარეში. მელოდიას ხან ზღვასავით ვაღელვებდი, ხანაც ვამშვიდებდი და პატარა ბავშვივით ვვეფერებოდი კლავიატურას. მთლიანად გამიტაცა მუსიკამ და ირგვლივ ვეღარავის ვამჩნევდი,ისეთი სიჩუმე იდგა, თითქოს დარბაზში მხოლოდ მე და როიალი დავრჩით. მინდოდა ეს იდილია კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო, მაგრამ უკვე ბოლო, დამამთავრებელი აკორდიც ავიღე. მერე ხელები ნაზად ჩამოვუშვი მუხლებზე და სკამზე გავქვავდი. პირველმა ტაშმა შემაკრთო და გონს მომიყვანა, მივხვდი, რომ ყველაფერმა ჩაიარა, მაგრამ დამშვიდების მაგივრად უფრო ავნერვიულდი. ადგომა და კიბეებზე ჩამოსვლა ძლივს მოვახერხე. სცენაზე წამყვანი გოგონა გამოჩნდა და ღიმილით გამოაცხადა _ კონცერტი დამთავრებულია! მადლობთ მობრძანებისთვის. მონაწილეების საყურადღებოდ: ჟიურის გადაწყვეტილებას მოსაცდელში დაელოდეთ! _ ბოლო სიტყვები ჩემთვის უფრო ასე ჟღერდა: “ ჟიურის განაჩენს მოსაცდელში დაელოდეთ!” რადგან მე სწორედ, რომ განაჩენივით ველოდებოდი მათ გადაწყვეტილებას. დარბაზიდან გასვლის დროს კართან ანუკი შევამჩნიე, აღელვებული ათვალიერებდა ხალხს, ალბათ მე მეძებდა. დამინახა და ჩემსკენ ღიმილით წამოვიდა.
_ დიანაა! არაჩვეულებრივად დაუკარი, გილოცავ!
_ მგონი ცოტა ნაადრევად მილოცავ _ უიმედოდ გამომივიდა, მაგრამ მართლა ასე ვთვლიდი. არასოდეს მიყვარდა ნაადრევი სიხარული. ეს ანუკიმაც იგრძნო და მოიწყინა. _ შედეგს მეც შენთან ერთად დავუცდი. ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ. Kონცერტის დაწყებამდე გელოდებოდი გარეთ, მერე კი მეტიჩარა თიკამ შემათრია დარბაზში. ხომ იცი იმ გოგოს ატანა არ მაქვს, მაგრამ სხვა გზა აღარ მქონდა სასწავლო ნაწილი თვალებს გვიბრიალებდა _კონცერტი იწყება და მალე დაჯექითო. ხო და ვეღარ დაგიცადე, ბოდიში _ დამნაშავესავით მოიბუზა და თავი დახარა.
_ ანუ, დამშვიდდი! არ გსაყვედურობ. ისე მოიქეცი, როგორც საჭირო იყო. _ გავუღიმე და დავამშვიდე მეგობარი. მართლა არ მწყენია, ალბათ იმიტომ, რომ თავს მოსაწყენ ადამიანად ვთვლი, ანუკი კი ისეთი მხიარული და აქტიურია. მიკვირს ჩემთან საერთო რა ნახა? Aლაპარაკი ანუკის მობილურის ხმამ გაგვაწყვეტინა.
_ დედაჩემი მირეკავს _ თვალები გადაატრიალა ანუმ. მერე კი ნერვიული ხმით უპასუხა. _ ხოო, რა იყო დედა? _ გვერძე გავიდა და ლაპარაკი გააგრძელა. ანუკის და დედამის მთლად კარგი ურთიერთობა ვერ ჰქონდათ. ანუკის მშობლები ეთმანეთს რამდენიმე წელია რაც გაეყარნენ. მათი შემთხვევა სუფთა კლასიკური ისტორია იყო: დედას არ უნდოდა, რომ შვილს მამასთან ჰქონოდა ურთიერთობა, რადგან მამამის სხვა ქალი ჰყავდა. ამის მიუხედავად ანუკი მაინც ახერხებდა მამასთან შეხვედრას, რასაც დედამისი წყობიდან გამოჰყავდა და სახლში ამის გამო კონცერტებს უმართავდა საწყალ გოგოს. ცოტახანში ანუკი უკან შეწუხებული სახით დაბრუნდა და მივხვდი, რომ ისევ რაღაც მოხდა.
_ დიანა, მაპატიე. დედაჩემს ისევ პრობლემები აქვს მამაჩემთან და სახლში მომიწევს წასვლა.
_ რას ამბობ, რას მებოდიშები? მე ისეთი არაფერი მჭირს, რომ აქ გაყურყუტო. თანაც სახლსში ჩემზე მეტად სჭირდები მშობლებს. _ ნუგეშის ნიშნად მხარზე მოვეფერე.
_ კარგი, მშინ მე გავიქცევი და სახლში რომ მიხვალ დამირეკე, ხომ იცი როგორ მაინტერესებს შედეგები?
_ კარგი, გპირდები, რომ გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ ხვალ, დედაჩემის გამომცხვარ ნამცხვარზე და ყავაზე. _ მისი გამხიარულება ვცადე და დამშვიდობების ნიშნად ერთმანეთ გადავეხვიეთ. მოსაცდელში ყოფნა უკვე აუტანლად მეჩვენებოდა,ყველა მონაწილეს ვიღაც ახლდა, ზოგს დედა, ზოგს ამხანაგი ან ნათესავი. ირგვლივ მარტო სანუგეშო სიტყვები მესმოდა, ყველა ერთმანეთს ანუგეშებდა და ამშვიდებდა, მხოლოდ მე ვიდექი ეულად. “ დედა სად ხარ?” გავიფიქრე გუნებაში და თავი პირველად ვიგრძენი ასე მარტოდ. მისი აქ ყოფნა და ნუგეში ახლა ისე მჭირდებოდა, როგორც არასდროს. მოლოდინის მტანჯველმა ნახევარმა საათმაც გაიარა და დარბაზიდან ახალგაზრდა გოგო გამოვიდა, რომელმაც რაღაც ფურცელი გამოიტანა და სტენდზე გამოაკრა. მოსწავლეების მთელი არმია მიაწყდა სტენდს და მივხვდი, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. საშინლად ავნერვიულდი, მეშინოდა, რომ იმ ფურცელზე ჩემს სახელს ვერ ვნახავდი და იმედი საბოლოოდ გამიცრუვდებოდა. როგორღაც მოვერიე საკუთარ თავს და სტენდთან მივედი. გახარებულ მოსწავლეებს ისეთი კივილი აეტეხად, რომ თავი ამტკივდა და გადავწყვიტე სიისთვის აღარ შემეხედა. უცბათ ჩემი ერთ-ეთრთი ჯგუფელი გახარებული მომვარდა და გადამეხვია_ დიანა! სიაში ხარ! გილოცავ დიანა! _ გაოცებული სტენდისკენ შევტრიალდი, რომ დავრწმუნებულიყავი. სიაში პირველლი მე ვეწერე! მოულოდნელი სიხარულისგან ენა ჩამივარდა, როცა მილოცავდნენ ემოციებსაც კი ვერ გამოვხატავდი.Mმოსაცდელი ხალხისგან ნელ-ნელა იცლებოდა, მე კი გაოცებული, ისევ სტენდზე გამოკრულ სიას მივშტერებოდი.
_ დიანა მიქაძე! _ მომესმა დარბაზის მხრიდან. კართან სასწავლო ნაწილი იდგა და თბილად მიღიმოდა. _ შეიძლება ერთი წუთით? რაღაც მაქვს სათქმელი. _ მისი ტონით მივხვდი, რომ რაღაც დადებითი უნდა ეთქვა, ცოტა დავმშვიდდი და მივუახლოვდი.
_ დიახ, რა თქმა უნდა.
_ მინდა გითხრა, რომ დღეს მოლოდინს გადააჭარბე, შეუდარებლი იყავი. დარწმუნებული ვარKკონსერვატორიის მაყურებელსაც ისევე მოხიბლავ, როგორც დღეს ჟიურის წევრები მოხიბლე. მთხოვეს შენთვის გადმომეცა, რომ აღფრთოვანებულნი არიან შენით და წარმატებებს გისურვებენ. _ ასეთ შექებას ნამდვილად აღარ ველოდი და მეტისმეტი ბედნიერებისგან თავბრუც კი დამეხვა. დაბნეულმა მადლობის მოხდა ძლივს მოვახერხე და წამოვედი. ვგრძნობდი ბედნიერებისგან როგორ მივფრინავდი ცისკენ, ასე მეგონა მიწაზეც აღარ ვადგავდი ფეხს. შენობიდან გამოვედი, უკვე შებინდებულიყო და ეზოშიც არავინ დამხვდა. ტელეფონის ხმაზე შევკრთი, ეკრანს დავხედე და დედას ნომერი ეწერა.
_ დედა!
_ დიანა! რა ქენი? როგორ ხარ? სად ხარ? _ მომესმა დედას ნერვიული ხმა და გამეცინა. _ დედა, დაწყნარდი! ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ შენი იღბლიანი კაბის ჩაცმა ალბათ კიდევ მომიწევს, ოღონდ კონსერვატორიის დიდ სცენაზე!
_ რაა?! ნუთუ... ვიცოდი! ვიცოდი! ასეც უნდა ყოფილიყო, შენ საუკეთესო ხარ! ხომ გეუბნებოდი ძვირფასო.
_ ხოო დედა, ახლა ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე გეტყვი, რომ მართალი ხარ. დანარჩენს სახლში მოგიყვები კარგი?
_ სად ხარ? უკვე მოდიხარ?
_ ხოო, ახლა სასწავლებლის ეზოში მარტო ვდგავარ და წამოსვლას ვაპირებ.
_ მარტო დიდხანს ნუ გაჩერდები, უკვე ბნელა და საშიშია. სამსახურიდან მოვდივარ და სახლში დაგელოდები! _ მითხრა და ტელეფონი გავთიშე. წასვლა დავაპირე როცა ეზოში, სიბნელეში ოთხ ლანდს მოვკარი თვალი. თვალი მოვარიდე და ეზოს გასასვლელისკენ გზა გავაგრძელე. ოთხი ბიჭი სიბნელიდან გამოვიდა და სიცილით ჩემსკენ წამოვიდნენ. საფრთხე ვიგრძენი და ნაბიჯს ავუჩქარე, მინდოდა გასასვლელთან მიმესწრო და გავქცეულიყავი, მაგრამ მიმასწრეს და გზა გადამიღობეს. მიახლოვებისთანავე ვიცანი ოთხეული და ადგილზე გავშეშდი. მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ჰქონდათ ჩაფიქრებული და თავში გაქცევის გეგმებს ვაწყობდი. თუმცა ვიცოდი, მათგან გაქცევა შეუძლებელი იყო და პანიკურმა შიშმა ამიტანა.
_ ბიჭებო! შეხედეთ ვინ მოსულა? _ დაიწყო შავგვრემანმა _ ეს ის გოგოა ცოტახნისწინ გზაზე რამის, რომ დამამტვრია. აი ის, მე რომ გიყვებოდით.
_ როგორ არა, ვიცანით _ აჰყვა ქერა ბიჭიც _ მერე ზუსტად ამ ეზოში ხელიც გკრა და რამის წაგაქცია.
_ ხოო და კიდევ დარბაზში მუსიკის მოსმენაც არ გვაცალა ისე იცინოდა. _ თქვა მესამემ. ჩემს გარშემო წრე შეკრეს და თავს სვავებივით დამტრიალებდნენ.
_ გოგონა! იქნებ გვითხრა, უკან რატომ დაგვდევ, სხვა საქმე არ გაქვს? _ მომიბრუნდა ისევ შავგვრემანი.
_ ვერ გავიგე რა გინდათ, თქვენ საქციელს მე რატომ მაბრალებთ?
_ ამით იმის თქმა გინდა, რომ იქით დაგდევ? არა, გაიგეთ ბიჭებო რა თქვა?
_ წადით, სადმე სხვა გასართობი იპოვეთ, თქვენნაირი უსაქმურების ატანა არ მაქვს! _ ჩავილაპარაკე და წრის გარღვევა ვცადე. გზა ქერამ გადამიკეტა.
_ რა გვიწოდე? და საერთოდ როგორ გველაპარაკები?
_ გამატარე!
_ აბა, სცადე _ მითხრა და ჩანთა წამართვა. წართმევა ვცადე, მაგრამ ჩემს ჩანთას ერთმანეთში, აქეთ-იქით დაუწყეს სროლა.
_ მომეცით! რა გინდათ ჩემგან? დამიბრუნეთ ჩანთა!
_ მაშინ დაგიბრუნებთ, როცა ბოდიშს მოგვიხდი!
_ ბოდიში მოგიხადოთ?... თქვეენ? _ მივხვდი, რომ ხვეწნას აზრი არ ქონდა, მათაც სწორედ ეს უნდოდათ _ ჩემი დამცირება და გადავწყვიტე თავი არ დამემცირებინა. _ ჯანდაბაშიც წასულხართ! _ გამწარებულმა მივაძახე და ახლა საპირისპირო მხარეს ვცადე წრის გარღვევა.
_ ე-ე, სად მიდიხარ? ჯერ ერთმანეთი არც კი გაგვიცვნია _ ახლა შავგვრემანი გადამიდგა წინ.
_ დამიბრუნეთ ჩანთა და გამატარეთ!
_ ვერ გაიგე? სანამ ბოდიშს არ მოიხდი ვერსადაც ვერ წახვალ! _ მანაც ქერათმიანივით გამიმეორა და ხელით უკან მიბიძგა. მივხვდი, რომ ასე უბრალოდ არსად გამიშვებდნენ და საბრძოლველად მოვემზადე. მივტრიალდი და რაც ძალა მქონდა ქერათმიანს ჩანთა გამოვგლიჯე და თავში მთელი ძალით ჩავარტყი. მერე დავინახე, რომ ჩემსკენ მეორე წამოვიდა მის დასახმარებლად და თავის დასაცავად იმასაც მოვუქნიე ჩანთა, მაგრამ აიცდინა და შემეშვა. მივხვდი, რომ ახლა მომენტით უნდა მესარგებლა და გავქცეულიყავი, მაგრამ შავგვრემანი აშკარად ჩემს გაშვებას ისევ არ აპირებდა. ჩემს პირდაპირ გაუნძრევლად იდგა და დაძაბული მიყურებდა. გადავწყვიტე მასზეც მომეწყო თავდასხმა, რომ მერე გაქცევა შემძლებოდა.
_ გირჩევნია გამატარო! _ ჯერ დამუქრება ვცადე.
_ და, რომ არ გაგატარო? _ ირონიულად გამიღიმა, რამაც უფრო მეტად გამომიყვანა წყობიდან და გამწარებული, მთელი ძალით მისკენ გავქანდი. მინდოდა მისთვის ხელი მეკრა და ჩანთა ჩამერტყა, მაგრამ ის მოულოდნელად გვერძე გახტა, მე კი თავი ვერ შევიკავე, ფეხი რაღაცას წამოვკარი და პირდაპირ ბარდიულზე დავეცი. თავი საშინლად მეტკინა, მგონი რაღაცას დავარტყი, ვიგრძენი, რომ ირგვლივ ყველაფერი ბუნდოვანი გახდა და მერე გონებაც დავკარგე...

<> <> <>

დავინახე როგორ დაეცა გოგონა მიწაზე და აღარ განძრეულა. მეგონა რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული და როგორც კი მივუახლოვდებოდი თავს დამესხმებოდა.
_ ღმერთო! ეს რა იყო აა? სახე ნამდვილი ანგელოზისა აქვს და თურმე რა ველური ყოფილა. თავში ისეთმა ჩამცხო, ალბათ ტვინი შემერყა _ ბუზღუნებდა ჩემს უკან ნიკა.
_ შენ მაგის გარეშეც გქონდა ტვინი შერყეული იდიოტო! _ აუყვირდა ლევანი.
_ ბიჭებო, გეყოთ ჩხუბი და აქ მოდით! _ ცოტა ამანერვიულა გოგოს უცნაურმა საქციელმა. _ არ ინძრევა... რა ვქნათ? _ შეშინებულმა გადავხედე ლევანს. ის ერთადერთი იყო ვინც ასეთ მომენტში ხუმრობას არ დაიწყებდა და რამე ჭკვიანურს მეტყოდა.
_ უნდა შევამოწმოთ
_ ლევან, გაგიჟდი? რომ წამოხტეს და ისევ თავს დაგვესხას? _ უკან დაიხია დათომ.
_ იქნებ ჩაეძინა? _ მივხვდი, რომ ანერვიულებულმა რაღაც სისულელე ვთქვი და ჩემს თავზე გამეღიმა.
_ მერე შენც აკოცე და გაიღვიძებს _ დამცინა ნიკამ. ლევანი კი ამდროს გოგოს გვერდით ჩაცუცქულიყო და რაღაცას ყურს უგდებდა. მერე კი გაფითრებულმა შემომხედა და თქვა _ ჯანდაბა! ... არ სუნთქავს...
_ არა, რას ამბობ? _ შეშინებული ნიკა ახლოს მივიდა _ იქნებ ჩვენი შეშინება უნდა და თავს იკატუნებს?
_ არა, არა, მართლა არ სუნთქავს, შევამოწმე. _ ლევანის ნაქვამს ყურადღება არ მიაქცია ნიკამ და გადაწყვიტა თავად შეემოწმებინა, ამიტომ გოგოს სახესთან ხელის გული მიიტანა და ცოტახანს ასე იჯდა. მერე შეშინებული ფეხზე წამოხტა და შემომხედა
_ მართლა არ სუნთქავს... წავედით! აქაურობას უნდა მოვშორდეთ!
_ არა! ხელოვნურ სუნთქვას ჩავუტარებ და გადარჩება _ ვუთხარი და გოგოს მივუახლოვდი. ისეთი ლამაზი იყო... აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე? სახე მიტკალივით თეთრი ჰქონდა და მძინარე მზეთუნახავს ჰგავდა, რომელიც საყვარელი ადამიანის ამბორს ელოდებოდა.
_ ლაშა! რას აკეთებ?! ვერ გაიგე? ჩქარა, წავედით! _ მიყვირა ლევანმა, მხარში ხელი ჩამავლო და ფეხზე წამომაყენა.
_ ლევან! მაცალე გთხოვ, მისი გადარჩენა შეიძლება _ სასოწარკვეთილმა ვიყვირე და ვცადე ხელებიდან დავსხლტდომოდი, თუმცა ისე მაგრად მიჭერდა, ვერაფერი მოვახერხე
_ არ გინდა, მაინც ვეღარ უშველი. სისულელეს თავი დაანებე და გავიქცეთ, ვინმემ არ მოგვისწროს _ მასთან და დათოსთან ჭიდაობას თავი დავანებე და ბედს დავმორჩილდი. ბიჭებთან ერთად მანქანაში ჩავჯექი და უკანმოუხედავად გავიქეცით იქიდან.
ბარში ვიჯექი და ჭიქას ჭიქაზე ვცლიდი. მინდოდა ისე დავმთვრალიყავი, რომ საკუთარი სახელიც კი არ გამხსენებოდა. ალბათ ამის დავიწყებას უფრო ადვილად შევძლებდი, ვიდრე იმას, რომ დღეს მკვლელი გავხდი! არა და ეს ყველაფერი ვითომ ბავშვური ხუმრობა უნდა ყოფილიყო, უბრალოდ მისი ცოტათი შეშინება გვინდოდა და აი, რით დამთავრდა ყველაფერი! მკვლელებიც გავხდით, უფრო სწორად მკვლელი მე გავხდი, იმიტომ რომ გაქცევის საშუალება არ მივეცი და ჩემს გამო წაიქცა. ის ლამაზი არსება მე მოვკალი! მე მოვუღე ბოლო მის ლამაზ სიცოცხლეს. როცა პირველად დავინახე მისი მშვენიერი მწვანე თვალები, რას ვიფიქრებდი, რომ მათი სამუდამოდ დახუჭვის მიზეზი მე გავხდებოდი. ღმერთო! ეს რა ჩავიდინე? რა მინდოდა მისგან? ეს რატომ გავაკეთე? არასოდეს გაქრება ჩემი მეხსიერებიდან მისი შეშინებული თვალები, რომლებიც მეხვეწებოდნენ და შეწყალებას მთხოვდნენ, მე კი სასტიკად მოვექეცი და სიკვდილისთვისაც გავიმეტე. არ უნდა მიმეტოვებინა, უნდა დავრჩენილიყავი და მებრძოლა მისი სიცოცხლის გადასარჩენად.


sofkaთარიღი: სამშაბათი, 2011-01-11, 4:25 PM | შეტყობინება # 271
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
AnasteishA,
Quote (AnasteishA)
მაგარი თავი იყო, მაგრამ რაც ყველაზე მეტად არ მინდოდა და რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა მაინცდამაინც ეგ მოხდა ცოდოები არიან.

ისე მაგაზე მეც ვფიქრობდი, რაღაც სერიალებში როა ხოლმე ისე გამომივიდა და შეცვლა მინდოდა, მაგრამ სხვანაირად აღარ გამოდიოდა და მოკლედ დავტოვე როგორც იყო dry biggrin
Quote (AnasteishA)
ერთი სული მაქ გავიგო როგორ შერიგდებიან და საერთოდ რა მოხდება. მაგარი გოგო ხაარ!

ოო... ისეთი გეგმები მააქვს, გრანდიოზული biggrin მოკლედ ვნახოთ რა გამომივა და მერე ვიტრაბახებ biggrin biggrin biggrin მადლობააა! :*:*:*:*

Quote (KristenStewart)
ძალიან მაგრად წერ. ნაამდვილი მწერალი ხარ :* გენაცვალეეეეეეეე. საშინლად მომწოოოოოონს კი არა მიყვაააარს, ვაიმე ეეეეე

ვაიმე უღმესი მადლობა ასეთი გულთბილი სიტყვებისთვის, გაიხარეეე! :*:*:*:*
saaali, Tako, გენაცვალეთ, დიდი მადლობა რომ ასე მოგწონთ ფიკი, ძალიან მიყვარხააართ :*:*:*:*


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

sofkaთარიღი: სამშაბათი, 2011-01-11, 4:27 PM | შეტყობინება # 272
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
Quote (eeek)
me vnerviulob dianas da lashas magivrad:Dshemiwiraven eseni rit ver sherigdnen:D

მე კიდევ წერის დროს ვარ მაგ დღეში და მერე რომ გადავიკითხავ ხომ საერთოდ, მგონი ცოტახანში მართლა კაპლები დამჭირდება biggrin biggrin biggrin


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

dodoთარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 5:33 PM | შეტყობინება # 273

267
66  +
69  ±
   ±
Offline
au axal tavs rodis dadeb? sad sad sad vegar vitmen ise mainteresebsss surprised surprised smile

sofkaთარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 10:54 PM | შეტყობინება # 274
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
dodo, ალბათ კვირამდე ვერ დავდებ sad sad

ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

dodoთარიღი: პარასკევი, 2011-01-14, 10:45 PM | შეტყობინება # 275

267
66  +
69  ±
   ±
Offline
au sad sad sad sad sad sad arada rogor velodebi axal tavssss sad sad sad sad mal male rato ar werr?

sofkaთარიღი: შაბათი, 2011-01-15, 8:10 PM | შეტყობინება # 276
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
dodo, სამწუხაროდ ვერ ვიცლი ხოლმე, მთელი დღე ჩემს პატარა და გიჟ ბიჭს დავდევ, მერე სახლშიც ბევრი საქმე მიგროვდება და საღამოობით ისეთი გადაგლილი ვარ უკვე, რომ ხან წერის თავიც აღარ მაქვს ხოლმე sad sad sad თან სულ რაღაც ორ თვეში მეორე ბავშვს ველოდები happy და ალბათ მიხვდები რა დღეში ვიქნები wacko მოკლედ ყველანაირად ვცდილობ და იმედია გამიგებთ, მეც მეჩქარება ფიკის დამთავრება, თორემ მერე ვინ დამაცდის და არ მინდა დაუმთავრებელი დავტოვო sad sad sad

ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

dodoთარიღი: კვირა, 2011-01-16, 9:19 PM | შეტყობინება # 277

267
66  +
69  ±
   ±
Offline
happy happy happy happy happy vaime mapatie,ar vicodiiii gilocavvv patalaass:**** kai araushavs chvenc gvechqareba mara movitmennn:D:D happy happy happy patalebze vgijdebiiii....mesmis shenii:***

bachia_bachia555თარიღი: კვირა, 2011-01-16, 9:41 PM | შეტყობინება # 278

206
19  +
33  ±
   ±
Offline
pataras elodebi? ra magaria gilocav : )))) happy

sofkaთარიღი: კვირა, 2011-01-16, 11:28 PM | შეტყობინება # 279
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
bachia_bachia555, dodo, მადლობა ბავშვებოოოო! :*:*:*
ახლა კი ახალი თავიიიი happy

თავი 18.

მუხლებზე დამხობილი ვეგდე და იმ ადგილს დავყურებდი, სადაც წუთის წინ დიანა იდგა... თავი როგორც კი ავწიე, მაშინვე შევამჩნიე, რომ ეზო მოსწავლეებით იყო სავსე და ყველა გაოცებული მიყურებდა. თუმცა, ახლა ეს ყველაზე ნაკლებად მადარდებდა.
- ღმერთო! რა გულის ამაჩუყებელი სურათია... თუმცა დიანას მაინც ვერ მოულბე გული არა? - დამცინავად მითხრა და თავზე წამომადგა ვიკა. ფეხზე სასწრაფოდ წამოვდექი და თვალი გავუსწორე.
- სწორედ ასეთი მინდოდა მენახე, დამცირებული და განადგურებული... სამაგიერო გეხდება ყველა იმ დამცირებისთვის რაც მე გამიკეთე.
- კმაყოფილი ხარ? როგორც იქნა აგიხდა ოცნება! მიმატოვა და ამ ქვეყნად ყველაზე მეტად ვძულვარ... ეს არ გინდოდა?
- ეგ ჯერ კიდევ დასაწყისია... ბოლომდე განადგურებული მინდა გნახო, ყველაფრისთვის გაზღვევინებ ლაშა! აბა რა გეგონა, რომ ჩემი დამცირება და აბუჩად აგდება ასე ადვილად შეგრჩებოდა?
- მემუქრები?
- როგორც გინდა ისე გაიგე. სანამ არ დამიბრუნდები ვერ გაიხარებ, ამას გპირდები!
- ტყუილად გგონია, რომ შემაშინებ და დაგიბრუნდები.
- მაშინ ტანჯვისთვის მოემზადე!
- შენი არ მეშინია! - მივაძახე და მანქანაში ჩავჯექი.
სახლში რომ მივედი ლიზას გარდა არავინ დამხვდა და ოთახში შევიკეტე. ჩემმა დამ რამდენიმეჯერ მომიკაკუნა კარზე, თუმცა ხმა რომ არ გავეცი თავი დამანება. მუსიკალური ცენტრი ჩავრთე და საწოლზე გულაღმა დავწექი, მეგონა მიშველიდა და მდგომარეობიდან ცოტათი მაინც გამოვიდოდი, მაგრამ უარესად დამიმძიმდა გული. მერე მამაჩემის სასმელების კოლექცია გამახსენდა და გადავწყვიტე დამელია. სასტუმრო ოთახში პატარა ბარი ჰქონდა მამაჩემს, სადაც ათასნაირი ალკოჰოლური სასმელი ელაგა. უყვარდა მათი შეგროვება, ზოგს ყიდულობდა, ზოგსაც კი მეგობრები ჩუქნიდნენ. ცოტა უცნაურად და სასაცილოდაც კი მეჩვენებოდა მისი ასეთი ჰობი, რადგან დალევა სულაც არ უყვარდა. ამ სასმელების ნახევარიც კი არ ჰქონდა გასინჯული, მხოლოდ მე და ჩემი მეგობრები თუ დავლევდით ხოლმე გასართობათ ერთ-ორ ჭიქას. ამჯერად მარტო მომიწევდა დალევა, თანაც დარდის გასაქარწყლებლად. რომით სავსე ბოთლი გადმოვიღე ვიტრინიდან და იქვე მდგარ ბროლის ჭიქაში ჩავაჩხრიალე. რამდენიმე ჭიქა ზედიზედ გამოვცალე, თუმცა თავს უკეთ მაინც ვერ ვგრძნობდი. ხმაურზე ჩემი დაიკოც შემოვიდა ოთახში და ჭიქით ხელში რომ დამინახა თვალები გაუფართოვდა.
- ლაშა! შენ რა, გადაირიე?! სვავ?
- როგორც ხედავ ვსვავ!
- არა სულ გაგიჟდი? ამის უფლებას არ მოგცემ! - მომვარდა და ბოთლი სასწრაფოდ ამაცალა, თუმცა დამალვა ვერ მოასწრო, ისევ წავართვი და ჭიქა ხელმეორედ შევავსე.
- ლიზა, შენ მე დალევას ვერ ამიკრძალავ!
- ვითომ რატომ?
- იმიტომ, რომ ჩემი პატარა დაიკო ხარ.
- კარგი, მაშინ მეც შენთან ერთად დავლევ! - ნიშნის მოგებით მითხრა და ბარიდან ჭიქა გამოიღო.
- გგონია ამის უფლებას მოგცემ?
- ყოველშემთხვევაში ვერ ამიკრძალავ, რადგან სრულწლოვანი ვარ - ეშმაკურად გამიღიმა და სასმელი თვითონ დაისხა. - აბა, არ მომიყვები რა მოგივიდა?
- ისეთი არაფერი...
- ისეთი არაფერი? მიზეზის გარეშე მხოლოდ ლოთები სვავენ, შენ კი რამდენადაც ვიცი ჯერ არ გალოთებულხარ.
მივხვდი, რომ არ მომეშვებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვკინკლაობთ და ნერვებს ვუშლით ერთმანეთს, საკუთარ გასაჭირს და გულისტკივილს მაინც ვუზიარებ ხოლმე. ჰოდა გადავწყვირტე ყველაფერი მომეყოლა, რაც დიანასთან შემემთხვა. ყველაზე მეტად ლიზას ხასიათში ის მომწონდა, რომ როცა რამეს ვუყვები ხოლმე, ზედმეტ კითხვებს არასდროს სვამს და ბოლომდე მაცდის გულის მოოხებას. ახლაც უბრალოდ იჯდა, მშვიდად მისმენდა და ჩემთან ერთად რომს წრუპავდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს პატარა დას კი არა, უახლოეს მეგობარს ვუზიარებდი ტკივილს.
- ახლა რას აპირებ? - მკითხა დადარდიანებულმა, როცა მოყოლა დავამთავრე.
- არც კი ვიცი... მარტო ის ვიცი, რომ ჩემი საქციელით გავანადგურე და დავამცირე, რასაც არ მაპატიებს, არასდროს არ მაპარიებს...
- კარგი, დამშვიდდი! ყველაფერი მოგვარდება.
- მის გარეშე არ შემიძლია, გესმის? მე ის მართლა მიყვარს...
- იქნებ ისე გაბრაზდა, რომ შეიძლება პოლიციაში გიჩივლოს?
- ღირსიც ვიქნები! ჩემი ფეხით მივალ და ყველაფერს ვაღიარებ.
- გადაირიე?!
- ეჭვიც არ შეგეპაროს, რომ ასე მოვიქცევი.



ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

sofkaთარიღი: კვირა, 2011-01-16, 11:30 PM | შეტყობინება # 280
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
<> <> <>

ჩემს ოთახში ჩაკეტილი ვიჯექი მთელი დღე, არავის დანახვა არ მინდოდა. მესმოდა ოთახის გარეთ შეწუხებული ეკა აქეთ-იქით რომ დადიოდა და დედაჩემს ტელეფონით ელაპარაკებოდა
- ვიღაც ქალმა მოიყვანა და თქვა, რომ გზაზე გადასვლისას რამის მანქანამ გაიტანა... არა, დაწყნარდი! კარგად არის, უბრალოდ თავი დაურტყამს და ვნერვიულობ, მხედველობაზე ისევ პრობლემები არ შეექმნას...
თავი ბალიშში ჩავრგე, ეკას ლაპარაკი ფიქრის საშუალებას არ მაძლევდა. თუმცა თავში მხოლოდ საშინელი აზრები მიტრიალებდა... ფილმის კადრებივით თვალწინ გამირბინა იმ მომენტებმა, რაც ლაშასთან მაკავშირებდა. მისი ნათქვამი თითოეული სიტყვა, რაც მაშინ მაბედნიერებდა და ცხოვრების გაგრძელებაში მეხმარებოდა, ახლა ეკლებივით მესობოდა გულზე.
კარზე ზარი დაირეკა, მერე კი გავიგონე ეკამ როგორ შემოიპატიჟა ვიღაცა. ცოტახანში ჩემი ოთახის კარზეც დააკაკუნა ფრთხილად.
- დიანა, კარს არ გააღებ? სტუმარი გყავს...
- არავის ნახვა არ მინდა! გასაგებად არ გითხარი?
- დიანა, მე ვარ... კარი გამიღე გთხოვ - მომესმა სერგის თბილი ხმა. - მხოლოდ მე შემომიშვი, რაღაც მინდა გითხრა.
- არ მაინტერესებს! მარტო ყოფნა მინდა, ნუთუ ასე ძნელია ამის გაგება?
- დიანა, მე ყველაფერი ვიცი! ანუკის ველაპარაკე... - მისმა სიტყვებმა პანიკაში ჩამაგდო... გადავწყვიტე დავლაპარაკებოდი და გამერკვია ზუსტად რას გულისხმობდა. ცრემლები სასწრაფოდ მოვიწმინდე და კარი გავუღე. სერგი ოთახში უხმოდ შემოვიდა, ეკამ კი შემათვალიერა და მაშინვე უკან გაბრუნდა. კარი სწაფად მივხურე და ჩემს საწოლზე ჩამომჯდარ სერგის გვერდით მივუჯექი.
- რა უნდა გეთქვა?
- ის, რომ ყველაფერი ვიცი... ის ნაგავი დაუსჯელი არ დარჩება! - მისი სიტყვები ზიზღით და სიძულვილით იყო სავსე.
- არავინ არავის არ დასჯის! გასაგებია? აი ანუკის კი ენას ამოვაძრობ...
- დიანა, ვიცი რომ გიყვარს და გეცოდება, მაგრამ კარგად გაიხსენე როგორ მოგექცა... დაუსჯელი არ უნდა დატოვო და იცოდე სიამოვნებით დაგეხმარები ამაში.
- სერგი გაიგე! მე არავის დასჯას არ ვაპირებ, ეს კარგს არაფერს მომიტანს...
- აბა რას აპირებ? ყველაფერზე თვალს დახუჭავ და მასთან ურთიერთობას ძველებურად გააგრძელებ? როგორ გგონია როდემდე შეძლებ ისევ უსინათლოს როლის შესრულებას? - მან უკვე იცის, რომ ყველაფერს ვხედავ... ყველაფერი დასრულდა სერგი - გული ისევ მომეწურა, როცა ის ვაღიარე, რაც ყველაზე მეტად მტანჯავდა.
- რას ნიშნავს დასრულდა?
- იმას, რომ... ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა და მისი დანახვაც აღარ მინდა! - ცრემლები ვეღარ შევიკავე, სერგიმაც აღარ დააყოვნა და გულში პატარა ბავშვივით ჩამიკრა...
დიდხანს ვტიროდი მის მკლავებში და ბოლოს ვერც კი მივხვდი დაღლილს როგორ ჩამეძინა...
კარზე გაბმული ზარი გაისმა და შევხტი. ისევ სერგის მკერდს ვიყავი მიკრული, მას კი ჩემს ბალიშზე მიედო თავი და ჩასძინებოდა.
- სერგი! - ფრთხილად შევანჯღრიე.
- მმმ...
- სერგი, გაიღვიძე!
- ხოო... რა მოხდა? - ნამძინარევმა მიპასუხა, მერე კი უხერხულად შეიშმუშნა - მაპატიე, ჩამეძინა...
- კარზეა ვიღაც...
- მერე ეკა გააღებს.
- საქმეც მაგაშია, რომ არ აღებს, ეტყობა სადმე გავიდა...
- კარგი, მაშინ მე გავაღებ, შენ იწექი არ ადგე! - თვალი ეშმაკურად ჩამიკრა და ოთახიდან გავიდა.
კარის გაღება იყო და დედაჩემის ნერვიული ხმა მომესმა შემოსასვლელიდან.
- სად არის?
- თავის ოთახშია...
- როგორ არის? რამე ხომ არ მოსვლია?
- არა, უბრალოდ ცოტა შეშინებული იყო, ახლა კი დაწყნარდა - წყნარად პასუხობდა სერგი.
ოთახში შეშინებული და ფერწასული დედაჩემი შემოვიდა. მაშინვე ჩემს საწოლთნ მოირბინა და გულში ისე მაგრად ჩამიკრა, რომ მეგონა გავიგუდებოდი.
- როგორ ხარ? თავს როგორ გრძნობ?
- კარგად დედა, დაწყნარდი! არაფერი მომსვლია...
- ასე როგორ შეიძლება? გინდა გული გამისკდეს? სახლიდან მარტო რატომ გახვედი? ხომ იცი, რომ ახალი ნაოპერაციევი ხარ და ჯერ კიდევ სუსტად ხარ.
- მაპატიე დედა, ასე აღარ მოვიქცევი, გპირდები!
- ხვალვე ექიმთან წავალთ და გაგსინჯავს!
- დედა, ხომ გითხარი, რომ კარგად ვარ... რა საჭიროა ამხელა პანიკის ატეხვა?
- საჭირო არ არის?! ეგ მე ვიცი რა არის ახლა შენთვის საჭირო, ასე რომ ქალბატონო უნდა დამემორჩილო!
- ოო... კარგი, კარგი! წავალთ იმ შენ ექიმთან ხვალ... - ვიცოდი, რომ თუ კლინიკაში არ გავყვებოდი, ექიმს ნამდვილად სახლში მომაყენებდა და თავს უფრო უხერხულად ვიგრძნობდი. მოულოდნელად გამახსენდა, რომ ხვალიდან ჩათვლები მეწყებოდა და კვირის ბოლომდე ყველა საგანი უნდა ჩამებარებინა.
- დედა, მგონი ხვალ ექიმთან წასვლას ვერ მოვახერხებთ...
- ვითომ რატომ?
- ხვალ პირველი ჩათვლა მაქვს!
- ხოო... ეგ სულ აღარ მახსოვდა, მაგრამ შენი ამ დგომარეობაში გაშვება მაინც არ მინდა!
- რას ამბობ დედა, აბა ჩათვლას ხო მარ გავაცდენ?!
- დაწყნარდი! ხვალ შენ მთელი დღე სახლში იქნები, ექიმსაც სახლში მოვიყვან და მერე შენს მასწავლებლებს დაველაპარაკები, რომ ჩათვლები გადაგიტანონ... - ექიმის სახლში მოყვანის აზრი რომ გაუჩნდებოდა თავიდანვე მივხვდი, მაგრამ ჩათვლების გადატანა უკვე ნამეტანი იყო!
- არავითარ შემთხვევაში! კარგად იცი, რომ ამ საკითხში პრობლემა არასოდეს შემქმნია და არც ეხლა შემექმნება, ყველა საგანს თავის დროზე ჩავაბარებ და არ მჭირდება შენი ჩარევა!
- დიანა, ნუ ჯიუტობ! ახლა მხოლოდ დასვენება გჭირდება, რომ საბოლოოდ მომჯობინდე... გაიხსენე ექიმმა რა გითხრა! თან მომზადებულიც არ ხარ წესიერად... ასე, რომ ხვალ შენს მაგივრად მე წავალ სასწავლებელში და ყველფერს მოვაგვარებ...
- და მე მთელი დღე სახლში, უსაქმოდ უნდა ვიყო გამოკეტილი. - უხალისოდ დავასრულე მისი წინადადება.
საშინლად არ მინდოდა ხვალ სახლში დარჩენა. ალბათ იმიტომ, რომ ისევ ლაშაზე არ მეფიქრა. მინდოდა სხვა რამეზე გადამეტანა ყურადღება, რომ ყველაფერი დამევიწყებინა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. ეს იმიტომ, რომ ეკა და დედაჩემი არაფერის გაკეთების საშუალბას არ მაძლევდნენ, მაშინვე ოთახში მიშვებდნენ დასასვენებლად. ეგონათ ამით კარგს აკეთებდნენ, თუმცა პირიქით, უარესად ვიტანჯებოდი და თავს საშინლად ვგრძნობდი, როცა საკუთარ თავთან და ფქრებთან მარტო ვრჩებოდი. ეს ღამე კი, უკვე ყველაზე მტანჯველი და დაუსრულებელი მეჩვენებოდა...


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

bachia_bachia555თარიღი: ორშაბათი, 2011-01-17, 0:38 AM | შეტყობინება # 281

206
19  +
33  ±
   ±
Offline
ra sevdiani tavebia : (((((momwons sheni namushevari :********

elle____თარიღი: ორშაბათი, 2011-01-17, 1:04 AM | შეტყობინება # 282
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
აუ ძააააააან ძაააან სევდიანი თავეეებიაა : ((( აუ ძაააან მეცოდებიან ორივეეე : (( აი იმ ვიკას რამის შევუხტე უკვე biggrin რა გაუწყალა საქმე უიმეეე : (( ეგეთი "შრომით" მოპოვებული ბიჭი რა ჯანდებად მინდააა : ((( ფუფ საზიზღაააარიი : (( ვაიმე დიანას იმედი მაქვს არავითარი დაზიანება არ მოუვიდა თორე თუ ისევ დაბრმავდა ამ მოთხრობას +18 უნდა დაააწერო , იმიტომ რომ მე პირადად ვეღარ გავუძლეეებ .... : ((( გელოდები საყვარელო და მალე შეარიგე თორე ინფაქტი დამარტყააააააამსსს : ((( უი საყვარელო გილოცააააავ პატარრრაას :********* ბიჭია თუ გოგო ? : )) happy happy happy


Takoთარიღი: ორშაბათი, 2011-01-17, 10:39 AM | შეტყობინება # 283
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
sooff dzalian emociurad giweria, ar sheidzleba raime grdznoba ar agigdzvras am shesanishnavma nawarmoebma. axerxeb imas (arc ki vici rogor) rom mkitxvelio mtlianad chaeflos amashi da personajebis grdnzobebi gaigos da rac mtavaria gaiziaros. dzalian sevdiani tavebia amrtlac rom... nervebs mishlian es 'zedmetni"... sergi gansakutrebit.
imedia male gamoaseoreb urtiertobebs torem mokvdivt xalxi ...

P.s gilocav meore baiaas, kidev ufro didi bedneirebas gisurveeb! :*:**



Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'

★Gvanca★თარიღი: ორშაბათი, 2011-01-17, 11:46 AM | შეტყობინება # 284
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
dzaan magari da emociuri tavi iyo yvelaperi dzaan magrad gaqvs gadmocemuli . sawyali lasha da diana orive dzaan itanjeba au sergi nervebs mishlis sitvaciit sargeblobs rom rogorme dianas gverdit iyos . dzaan magrad wer happy happy happy


dodoთარიღი: ორშაბათი, 2011-01-17, 2:22 PM | შეტყობინება # 285

267
66  +
69  ±
   ±
Offline
auuuuuuuu ra magari tavebi iyo au rogor mecodeba es orii:[[[[[ mara es vika da sergi orive ert da igive dampaliaa mezizgebiannn:** imedia male sherigdebian happy happy happy happy smile sad
ძებნა: