ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
სიყვარულით დაბრმავებული

sofkaთარიღი: ხუთშაბათი, 2010-10-14, 9:18 PM | შეტყობინება # 1
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline

პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "რომანტიკის დედოფალი-ავტორი".

სახელწოდება: სიყვარულით დაბრმავებული
ავტორი: sofka
ბეტა: არ მყავს
დისკლეიმერი: გმირებზე უფლებები მეკუთვნის მე
რეიტინგი: G (General)
ჟანრი: (Angst) (Romance) (Drama)
სამარი: ეს ისტორია ერთ საოცრად ნიჭიერ გოგონაზეა, რომელსაც სახელად - დიანა ჰქვია. ის ბავშვობიდან ოცნებობს პიანისტობაზე, რაც ნაწილობრივ აუხდა კიდეც. სწავლობს მუსიკალურ სასწავლებელში და აქვს დიდი წარმატებები, თუმცა მოულოდნელად მის ცხოვრებაში ჩნდება პიროვნება, რომელიც ხელს უშლის მისი ოცნების განხორციელებას და მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის...
სტატუსი: წერის პროცესშია

თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 18

თავი 17

თავი 1.

ცრუმორწმუნე არ გახლავარათ და არც შავი კატის მეშინია, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: თუ დილა უსიამოვნებებით დაიწყო მორჩა, უმჯობესია საერთოდ არ გავადგა ფეხი სახლიდან, თორემ საღამომდე ერთი-ორჯერ ტირილს თავისუფლად ვასწრებ. ის დილაც თითქოს უმნიშვნელო ინციდენტით დაიწყო, თუმცა ის დღე ალბათ არასდროს დამავიწყდება, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება მთლიანად თავდაყირა დადგა. მოკლედ ყველაფერი ასე დაიწყო:
დილით ადრე ავდექი, ვისაუზმე და პიანინოს მივუჯექი, რომ ნაწარმოებები გამემეორებინა. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ერთხელაც კონსერვატორიის დიდ სცენაზე დავუკრავდი ორკესტრთან ერთად და ცნობილი პიანისტიც გავხდებოდი. აი ეს მნიშვნელოვანი დღეც დადგა! მართალია კონსერვატორიაში არ მქონდა კონცერტი და მუსიკალურ სასწავლებელში, პატარა სცენაზე უნდა დამეკრა, მაგრამ მნიშვნელოვანი იმით იყო, რომ კონსერვატორიიდან სპეციალური ჟიური ჰყავდათ მოწვეული. ერთ თვეში კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტი იგეგმებოდა და სწორედ ამ კონცერტისთვის, სხვადასხვა მუსიკალური სასწავლებლიდან მოსწავლეებს არჩევდნენ. მეც შანსი მომეცა და ხელიდან გაშვებას ნამდვილად არ ვაპირებდი. ვიღაცამ ზარი დარეკა და ოცნებებიდან მიწაზე დავეშვი.
_ დედა! სად იყავი? _ გაოცებულმა შევიცხადე, როცა კარი გავაღე და დაღლილი დედაჩემის სახე დავინახე.
_ გასაღები დამრჩა, ხომ არ გაგაღვიძე?
_ რას ამბობ? ამ დრომდე რა დამაძინებდა, დღეს ისეთი დღე მაქვს! _ ცელოფნის პარკი გამოვართვი და ინტერესით შევათვალიერე.
_ გახსენი! იმედია მოგეწონება და მთელი დილა ტყუილად არ ვირბინე ამის გულისთვის _ ამოიოხრა და სავარძელში უღონოდ მიესვენა.
_ რა არის? _ ეშმაკურად გამეღიმა და ცელოფანში ჩავიჭყიტე. რაღაც იასამნისფერ ნაჭერს მოვკარი თვალი და მივხვდი
_ დედა! კაბა მიყიდე? სად იშოვე? _ აღტაცებულმა ავიტაცე ღია იასამნისფერი ატლასის კაბა ხელში და სარკესთან გავიქეცი.
_ დაწყნარდი! უბრალოდ თანამშრომლისგან ვითხოვე, მისი შვილისაა, გუშინ შემომთავაზა და მეც უარი არ ვუთხარი. მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა შენთვის _ დამნაშავესავით ჩაღუნა თავი.
_ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? Mმთავარია კაბა მაქვს და სიურპრიზიც გამოვიდა!
_ მაშინ მიდი! ჩაქარა მოიზომე, მგონი ზომაში არ შევმცდარვარ. _ სასწრაფოდ გადავიცვი ნანატრი კაბა და დედას წინ დავბზრიალდი.
_ აბაა? როგორია?
_ დიანააა! რა ლამაზი ხააარ!
_ მართლა დეე? _ დავიმორცხვე და სარკესთან მივედი, რომ დავრწმუნებულიყავი _ მართლა ფიქრობ, რომ მიხდება?
_ არაჩვეულებრივია! გეგონება პირდაპირ შენს ტანზეა შეკერილი _ აღფრთოვანებას ვერ მალავდა დედა.
_ ხოო? მე კი მგონია, რომ ძალიან ზუსტად მაქვს და ცოტა მიჭერს კიდეც.
_ უბრალოდ ნერვიულობ და რაღაცეები გეჩვენება _ თავი გააქნია და ღიმილით შემათვალიერა _ თან იასამნისფერი ძალიან გიხდება, მწვანე თვალებს კიდევ უფრო ლამაზად გიკვეთავს.
_ ესეიგი კაბა მიხდება, ახლა მხოლოდ ის დამრჩა, რომ ყველაზე კარგად დავუკრა.
_ დაუკრავ კიდეც! ისე დაუკრავ, რომ იქნებ ხვეწნაც კი დაგიწყონ, კონსერვატორიაში გააგრძელე სწავლაო, ააა? _ ეშმაკურად გამიცინა და ცხვირზე თითი ჩამომკრა. _ ყველაფერი კარგად იქნება, მოდი ეხლა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ კარგი? _ მივხვდი რაც იგულისხმა და მორჩილად დავუკარი თავი.
_ ესეიგი, მხრებში გაიმართე! _ მე მისი სიტყვების შესრულებას შევუდექი _ გამოდიხარ, თავს უკრავ მაყურებელს, მერე სკამს ასწორებ როიალთან, ღრმად ჩაისუნთქე... და დაიწყე _ ბოლო სიტყვების მერე ხელები ავწიე, ინსტრუმენტისკენ გადავიხარე, რომ დაკვრა დამეწყო და ამ დროს... ზურგზე კაბის გახევის ხმამ ადგილზე გაგვყინა, მეც და დედაც. ერთი წუთის მანძილზე მე და დედა ჩუმად ვიჯექით და ერთმანეთს იმედგაცრუებულები შევყურებდით.
_ არაუშავს, რამეს მოვიფიქრებ _ მამშვიდებდა დედა _ მოდი გავკერავ, ისე, რომ არც შეემჩნევა. ან სულაც რამე მოსაცმელს მოვძებნი... მოიცმევ და ვერავინ შეგამჩნევს, რას იტყვი?
_ არა დეე, არ გინდა. სხვა რამეს მოვძებნი და იმით წავალ.
_ რას ამბობ! ძველი კაბა უნდა ჩაიცვა?
_ დედა, დამშვიდდი, არაფერია. ისედაც უხერხულად ვგრძნობდი ამ კაბაში თავს და მირჩევნია ძველი ჩავიცვა. თანაც უბრალო კონცერტი იქნება და რა მნიშვნელობა აქვს რას ჩავიცმევ. აი! როცა ცნობილი პიანისტი გავხდები და კონსერვატორიაში მექნება ხოლმე კონცერტები, ასეთი კაბა ათასობით მექნება.
_ ხოო, ოცნება კარგია, მაგრამ ასე ვეღარ ვიჯდებით... რაღაც უნდა მოვძებნოთ _ დედა ერთხანს ჩაფიქრდა, მერე კი რაღაც გაახსენდა და სახე იმედიანად გაუნათდა _ გამახსენდა! ვიცი რაც უნდა ჩაიცვა!
_ რა?
_ რა და, ჩემი იღბლლიანი კაბა, რომლითაც კონსერვატორიის კონცერტზე გამოვედი. _ პატარა ბავშვივით აცქმუტდა.
_ რას ამბობ დეე, ის ნაცრისფერი კაბა?
_ მართალია ცოტა ძველმოდურია, მაგრამ სამაგიეროდ ბედნიერების და წარმატების მომტანი იქნება შენთვისაც.
_ ხოო, მაგრამ გრძელი მექნება, შენ ხომ ჩემზე მაღალი ხარ... _ პირდაპირ უარს ვერ ვეუბნებოდი, მისი წყენინება არ მინდოდა და ამიტომ ბოლო იმედსღა ჩავებღაუჭე.
_ მერე ეგ რა პრობლემაა, შევკეცავ და ისე დავლამბავ, რომ არ ჩამოგეშალოს. აი ნახე! ყველაზე ლამაზი და წარმატებული იქნები დღეს! _ ისეთი ბედნიერი და მეოცნება გამოხედვა ჰქონდა, რომ უარის თქმით ვერ ვატკენდი გულს, ის ხომ ჩემთვის ამდენს წვალობდა. ჰოდა, გადავწყვიტე წინააღმდეგობა აღარ გამეწია. სკამზე შემაყენა, თითონ კი ნემსით და ძაფით კაბის შეკეცვას შეუდგა. ერთ ადგილას დიდხანს დოგმა აღარ შემეძლო და ცქმუტვა დავიწყე. ტელევიზორში რომელიღაც ჯგუფის კლიპი გადიოდა და მუსიკის რიტმს ავყევი.
_ დიანა! ნუ ცქმუტავ, თორემ ნემსი შეგერჭობა
_ მალე მორჩები?
_ კი, უკვე ვამთავრებ. _ მე კი სიმღერის მოსმენა გავაგრძელე. როგორც კი კაბის კერვას მორჩა, სკამიდან ჩამოვხტი და სარკესთან მივირბინე. შეხედვაც კი არ მინდოდა, თავი ყველაზე მახინჯი არსება მეგონა ამ კაბაში. შიშით შევათვალიერე ჩემი ორეული სარკეში და ცოტა დავწყნარდი, არც ისეთი ულამაზო იყო ეს კაბა, როგორც მეჩვენებოდა. უბრალოდ, ცოტა ძველმოდური იყო, თორემ ისე რას ვერჩოდი. მოკლედ, ჩემი წასვლის დროც მოახლოვდა. როგორი დასანანიც არ უნდა ყოფილიყო დედა დღეს ვერ მომყვებოდა კონცერტზე სამსახურის გამო და ამის გულისთვის ათასჯერ მაინც მომიხადა ბოდიში. სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა და მთელი დღე იქ უწევდა ყოფნა, თან ისეთი აუტანელი დირექტორი ჰყავდა, არც გაანთავისუფლებდა. ამის გამო ძალიან ღელავდა, ჩემზე მეტადაც კი. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, დედაჩემი ჩემგან განსხვავებით გამოუსწორებელი ცრუმორწმუნეა. მართალია მე მის რიტუალებზე ყოველთვის მეცინებოდა, მაგრამ ამჯერადაც გული არ დავწყვიტე და მორჩილად შევასრულე მისი თხოვნა.Gგასვლისწინ მარჯვენა მხრის მიმართულებით სამჯერ დამატრიალა, მერე შუბლზე მაკოცა და წარმატება მისურვა. აი ასე გამომისტუმრა სახლიდან. სასწავლებელი ჩემი სახლიდან რამდენიმე კვარტლის იქით იყო. დრო ნახევარი საათი მქონდა, ამიტომ ფეხით წასვლა ვარჩიე.
ქუჩაში ნაწვიმარი იყო, ჰაერში კი ჭადრის და აკაციის ყვავილების სუნი ტრიალებდა. ხარბად შევისუნთქე ჰაერი და ვიგრძენი, როგორ დამახვია თავბრუ გაზაფხულის სასიამოვნო სურნელმა. თავი რაღაც უცნაურად, ბედნიერად ვიგრძენი. ქუჩას მივუყვებოდი და ხეების სიმწვანით ვტკბებოდი. ყველაფერი ირგვლივ ისეთი ლამაზი მეჩვენებოდა, მიკვირდა კიდეც აქამდე ამას რატომ ვერ ვამჩნევდი. გზაზე გადავდიოდი, როცა უეცრად კატის კნავილის ხმა შემომესმა, დაბლა დავიხედე და რას ვხედავ: პატარა, მობუზული და შეშინებული კნუტი შუაგზაზე მოკუნტულა და საცოდავად კნავის. გულმა ვერ მომითმინა და მასთან ჩავიცუცქე.
_ რა გაკნავლებს პატარავ? რატომ ზიხარ შუაგზაზე, ხომ შეიძლება მანქანამ გადაგიაროს? გზიდან გადადი! _ სიტყვის დამთავრება ძლივს მოვასწარი, რომ ჩემს უკან მკვეთრი მუხრუჭის ხმა გავიგონე. ადგილზე გავქვავდი, მხოლოდ ხელების სახეზე აფარება მოვასწარი. მეგონა უკვე გადამიარა მანქანამ და მოვკვდი.
_ გოგონა ცოცხალი ხარ? როგორ ხარ? _ მანქანის კარი გაიღო და იქიდან დაფეთებული ბიჭი გადმოხტა. თვალებში შევხედე და მეტყველების უნარი დავკარგე... ის ისეთი ლამაზი იყო, მარტო ანგელოზს თუ შევადარებდი _ მაღალი, შავგვრემანი, ულამაზესი თაფლისფერი თვალებით. მეგონა მართლა მოვკვდი და ჩემს წასაყვანად იყო მოსული.
_ გოგონა, შენ გეკითხები!
_ კარგად ვარ _ ძლივს წავილუღლუღე.
_ არა! ასე როგორ შეიძლება? თუ სიკვდილი გინდა სადმე სხვაგან მოიკალი თავი, მე რას მივარდები ბორბლებში?
_ მე უბრალოდ კატა დავინახე გაზაზე დაა...
_ იცი რა? არ მაინტერესებს რა დაინახე, გზიდან ჩამომეცალე! _ უხეშედ მომახალა და მანქანაში ჩაჯდა. ფისო ავიყვანე და გზის მეორე მხარეს გადავედი.
_ ეჰ ფისო! რა დასანანია... რა ლამაზია, მაგრამ უხეში. მანქანაც ისე გიჟივით დაჰყავს, წინ არც კი იყურება. _ ფისო ტროტუარზე დავსვი და გზა გავაგრძელე. ქუჩის ბოლოს ჩემი სასწავლებელიც გამოჩნდა. ეზოში უამრავი ხალხი შეკრებილიყო. მათშორის ჩემი თანაკურსელებიც იყვნენ და მათთან მივედი.
_ დიანაა! რა ლამაზი ხაარ! _ ჩემი მეგობრის ხმა მომესმა გვერდიდან.
_ ანუკი! _ თბილად გავუღიმე და გადავეხვიე _ ხომ არ აჭარბებ? ამ ძველ კაბაში ნამდვილი საფრთხობელა ვარ! _ შეწუხებულმა დავიხედე კაბაზე.
_ არა, რას ამბობ, ძალიან გიხდება _ ვიცოდი, რომ ეს მხოლოდ ნუგეშის სიტყვები იყო მისი მხრიდან და აღარაფერი ვუთხარი.
ფოიეში უაზროდ ვყურყუტებდი და ვნერვიულობდი, ანუკიც გაუთავებლად ლაპარაკობდა და არც კი ვუსმენდი, უბრალოდ ავტომატურად ვუღიმოდი და თავს ვუქნევდი. ნახევარი საათი ისევ უნდა გვეცადა, ამიტომ გადავწყვიტე დედასთვის დამერეკა და გამეგო გეგმები ხომ არ შეეცვალა. ეზოში გავედი და ნაცნობი მანქანა დავინახე. ეს ის ვერცხლისფერი მერსედესი იყო ცოტახნის წინ რამის, რომ გადამიარა. მისი პატრონიც იქვე სამ ბიჭთან ერთად მანქანას მიყრდნობოდა და ლუდს წრუპავდნენ. თავი ნერვიულად გადავაქნიე და ზურგი ვაქციე. ჩანთიდან მობილური ამოვიღე და დედას გადავურეკე.
_ რა მოხდა დიანა?! _ შეშფოთებული დედას ხმა შემომესმა ყურმილიდან
_ არა, არაფერი. მაინტერესებდა გეგმები ხო არ შეგეცვალა? დირექტორმა არ გაგანთავისუფლა?
_ არა ძვირფასო, ხომ იცი რანაირია. არაფრით არ გამოდის, მაგრამ კიდევ ვეცდები დავითანხმო. _ დამაიმედა დედამ.
_ კარგი! რომ იცოდე მე ყველაზე ბოლოს ვუკრავ და გაითვალისწინე, იქნებ მომისწრო.
_ კარგი, ვეცდები, გკოცნი _ გათიშვა ძლივს მოვასწარი, რომ უკნიდან ვიღაც მაგრად დამეჯახა და მობილური ხელიდან გამაგდებინა.
_ ოხ! არ მინდოდა გენაცვალე _ ირონიულად მომაძახა შავგვრემანმა ანგელოზმა და თავის ამფსონებთან ერთად სიცილ-ხარხარით გააგრძელა გზა. სასწავლებლის შენობაში შევიდნენ და თვალს მიეფარნენ. როგორც ჩანს ისიც აქ სწავლობს ან ვინმესთან არის მოსული კონცერტზე. მობილური ძირიდან ავიღე და მეც შენობაში შევედი. საკონცერტო დარბაზი თითქმის სავსე დამხვდა, ადგილი მხოლოდ ბოლო რიგში იყო დარჩენილი და ვიღაცის გვერდით ჩამოვჯექი. კონცერტი დაიწყო, მონაწილეები ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდნენ და უკრავდნენ. რამდენიმე მათგანი ისე მომეწონა, რომ ვიფიქრე მათ კონკურენტობას ვერც კი გავუწევდი. ვიგრძენი როგორ მემატებოდა ღელვა, რომელიც უკვე ისტერიულ ნერვიულობად მექცა.
სკამზე ვეღარ ვისვენებდი, დამშვიდებას ვცდილობდი, მინდოდა ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და ისღა მოვიფიქრე, რომ ნოტები ამომეღო და ნაწარმოებისთვის გადამეხედა. ჩანთაში ქექვის დროს უნებურად ხელებზე დავიხედე, რომელიც შიშისგან სულმთლად გალურჯებული მქონდა. პანიკამ შემიპყრო და ფეხზე წამოვხტი, მინდოდა უკან მოუხედავად გავქცეულიყავი დარბაზიდან.
_ ფრედერიკ შოპენი _ ფანტაზია-ექსპრომტი, ასრულებს მეორე კურსის სტუდენტი _ დიანა მიქაძე! _ ჩემი სახელის გაგონებაზე ადგილზე გავშეშდი. ჩემი გამოსვლის ჯერიც მოახლოვდა, უკან ვეღარ დავიხევდი და ვეცადე დავმშვიდებულიყავი. სცენისკენ წავედი და შუა რიგებთან ჩავლის დროს რამდენიმე ადამიანის სიცილის ხმა შემომესმა. მივიხედე და ისევ ის ოთხი ჩერჩეტი ბიჭი დავინახე ეზოში, რომ დამცინოდა. ვიცოდი, რომ ამჯერადაც მე ვიყავი მათი სიცილის მიზეზი და საშინლად გავბრაზდი. ვითომ რა ეგონა ამ ოთხ, თვითკმაყოფილ იდიოტს, რომ ჩემზე რამით მაინც იყვნენ უკეთესები? ნერვიულობა სიბრაზემ შეცვალა, ისეთი შემართებით ავედი სცენის პატარა კიბეებზე თითქოს დუელში გამომიწვიეს და საკუთარი ღირსების დასაცავად მივემართებოდი მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად. როიალთან სკამი გავასწორე და როგორც კი დავჯექი ცოტა დავმშვიდდი. ბოლოს და ბოლოს მათზე გამწარებულს საცოდავ როიალზე რატომ უნდა მეყარა ჯავრი? პირველივე ოქტავა შემართებით ავიღე, შემდეგ კი... ჩემი თითები ისე სწრაფად და ნაზად გაფრინდნენ კლავიშებზე, როგორც მინდორში ჭრელი პეპლები. ისე ადვილად დარბოდნენ და დასრიალებდნენ კლავიატურაზე, თითქოს პატარა ლიფსიტები სრიალებდნენ მდინარეში. მელოდიას ხან ზღვასავით ვაღელვებდი, ხანაც ვამშვიდებდი და პატარა ბავშვივით ვვეფერებოდი კლავიატურას. მთლიანად გამიტაცა მუსიკამ და ირგვლივ ვეღარავის ვამჩნევდი,ისეთი სიჩუმე იდგა, თითქოს დარბაზში მხოლოდ მე და როიალი დავრჩით. მინდოდა ეს იდილია კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო, მაგრამ უკვე ბოლო, დამამთავრებელი აკორდიც ავიღე. მერე ხელები ნაზად ჩამოვუშვი მუხლებზე და სკამზე გავქვავდი. პირველმა ტაშმა შემაკრთო და გონს მომიყვანა, მივხვდი, რომ ყველაფერმა ჩაიარა, მაგრამ დამშვიდების მაგივრად უფრო ავნერვიულდი. ადგომა და კიბეებზე ჩამოსვლა ძლივს მოვახერხე. სცენაზე წამყვანი გოგონა გამოჩნდა და ღიმილით გამოაცხადა _ კონცერტი დამთავრებულია! მადლობთ მობრძანებისთვის. მონაწილეების საყურადღებოდ: ჟიურის გადაწყვეტილებას მოსაცდელში დაელოდეთ! _ ბოლო სიტყვები ჩემთვის უფრო ასე ჟღერდა: “ ჟიურის განაჩენს მოსაცდელში დაელოდეთ!” რადგან მე სწორედ, რომ განაჩენივით ველოდებოდი მათ გადაწყვეტილებას. დარბაზიდან გასვლის დროს კართან ანუკი შევამჩნიე, აღელვებული ათვალიერებდა ხალხს, ალბათ მე მეძებდა. დამინახა და ჩემსკენ ღიმილით წამოვიდა.
_ დიანაა! არაჩვეულებრივად დაუკარი, გილოცავ!
_ მგონი ცოტა ნაადრევად მილოცავ _ უიმედოდ გამომივიდა, მაგრამ მართლა ასე ვთვლიდი. არასოდეს მიყვარდა ნაადრევი სიხარული. ეს ანუკიმაც იგრძნო და მოიწყინა. _ შედეგს მეც შენთან ერთად დავუცდი. ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ. Kონცერტის დაწყებამდე გელოდებოდი გარეთ, მერე კი მეტიჩარა თიკამ შემათრია დარბაზში. ხომ იცი იმ გოგოს ატანა არ მაქვს, მაგრამ სხვა გზა აღარ მქონდა სასწავლო ნაწილი თვალებს გვიბრიალებდა _კონცერტი იწყება და მალე დაჯექითო. ხო და ვეღარ დაგიცადე, ბოდიში _ დამნაშავესავით მოიბუზა და თავი დახარა.
_ ანუ, დამშვიდდი! არ გსაყვედურობ. ისე მოიქეცი, როგორც საჭირო იყო. _ გავუღიმე და დავამშვიდე მეგობარი. მართლა არ მწყენია, ალბათ იმიტომ, რომ თავს მოსაწყენ ადამიანად ვთვლი, ანუკი კი ისეთი მხიარული და აქტიურია. მიკვირს ჩემთან საერთო რა ნახა? Aლაპარაკი ანუკის მობილურის ხმამ გაგვაწყვეტინა.
_ დედაჩემი მირეკავს _ თვალები გადაატრიალა ანუმ. მერე კი ნერვიული ხმით უპასუხა. _ ხოო, რა იყო დედა? _ გვერძე გავიდა და ლაპარაკი გააგრძელა. ანუკის და დედამის მთლად კარგი ურთიერთობა ვერ ჰქონდათ. ანუკის მშობლები ეთმანეთს რამდენიმე წელია რაც გაეყარნენ. მათი შემთხვევა სუფთა კლასიკური ისტორია იყო: დედას არ უნდოდა, რომ შვილს მამასთან ჰქონოდა ურთიერთობა, რადგან მამამის სხვა ქალი ჰყავდა. ამის მიუხედავად ანუკი მაინც ახერხებდა მამასთან შეხვედრას, რასაც დედამისი წყობიდან გამოჰყავდა და სახლში ამის გამო კონცერტებს უმართავდა საწყალ გოგოს. ცოტახანში ანუკი უკან შეწუხებული სახით დაბრუნდა და მივხვდი, რომ ისევ რაღაც მოხდა.
_ დიანა, მაპატიე. დედაჩემს ისევ პრობლემები აქვს მამაჩემთან და სახლში მომიწევს წასვლა.
_ რას ამბობ, რას მებოდიშები? მე ისეთი არაფერი მჭირს, რომ აქ გაყურყუტო. თანაც სახლსში ჩემზე მეტად სჭირდები მშობლებს. _ ნუგეშის ნიშნად მხარზე მოვეფერე.
_ კარგი, მშინ მე გავიქცევი და სახლში რომ მიხვალ დამირეკე, ხომ იცი როგორ მაინტერესებს შედეგები?
_ კარგი, გპირდები, რომ გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ ხვალ, დედაჩემის გამომცხვარ ნამცხვარზე და ყავაზე. _ მისი გამხიარულება ვცადე და დამშვიდობების ნიშნად ერთმანეთ გადავეხვიეთ. მოსაცდელში ყოფნა უკვე აუტანლად მეჩვენებოდა,ყველა მონაწილეს ვიღაც ახლდა, ზოგს დედა, ზოგს ამხანაგი ან ნათესავი. ირგვლივ მარტო სანუგეშო სიტყვები მესმოდა, ყველა ერთმანეთს ანუგეშებდა და ამშვიდებდა, მხოლოდ მე ვიდექი ეულად. “ დედა სად ხარ?” გავიფიქრე გუნებაში და თავი პირველად ვიგრძენი ასე მარტოდ. მისი აქ ყოფნა და ნუგეში ახლა ისე მჭირდებოდა, როგორც არასდროს. მოლოდინის მტანჯველმა ნახევარმა საათმაც გაიარა და დარბაზიდან ახალგაზრდა გოგო გამოვიდა, რომელმაც რაღაც ფურცელი გამოიტანა და სტენდზე გამოაკრა. მოსწავლეების მთელი არმია მიაწყდა სტენდს და მივხვდი, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. საშინლად ავნერვიულდი, მეშინოდა, რომ იმ ფურცელზე ჩემს სახელს ვერ ვნახავდი და იმედი საბოლოოდ გამიცრუვდებოდა. როგორღაც მოვერიე საკუთარ თავს და სტენდთან მივედი. გახარებულ მოსწავლეებს ისეთი კივილი აეტეხად, რომ თავი ამტკივდა და გადავწყვიტე სიისთვის აღარ შემეხედა. უცბათ ჩემი ერთ-ეთრთი ჯგუფელი გახარებული მომვარდა და გადამეხვია_ დიანა! სიაში ხარ! გილოცავ დიანა! _ გაოცებული სტენდისკენ შევტრიალდი, რომ დავრწმუნებულიყავი. სიაში პირველლი მე ვეწერე! მოულოდნელი სიხარულისგან ენა ჩამივარდა, როცა მილოცავდნენ ემოციებსაც კი ვერ გამოვხატავდი.Mმოსაცდელი ხალხისგან ნელ-ნელა იცლებოდა, მე კი გაოცებული, ისევ სტენდზე გამოკრულ სიას მივშტერებოდი.
_ დიანა მიქაძე! _ მომესმა დარბაზის მხრიდან. კართან სასწავლო ნაწილი იდგა და თბილად მიღიმოდა. _ შეიძლება ერთი წუთით? რაღაც მაქვს სათქმელი. _ მისი ტონით მივხვდი, რომ რაღაც დადებითი უნდა ეთქვა, ცოტა დავმშვიდდი და მივუახლოვდი.
_ დიახ, რა თქმა უნდა.
_ მინდა გითხრა, რომ დღეს მოლოდინს გადააჭარბე, შეუდარებლი იყავი. დარწმუნებული ვარKკონსერვატორიის მაყურებელსაც ისევე მოხიბლავ, როგორც დღეს ჟიურის წევრები მოხიბლე. მთხოვეს შენთვის გადმომეცა, რომ აღფრთოვანებულნი არიან შენით და წარმატებებს გისურვებენ. _ ასეთ შექებას ნამდვილად აღარ ველოდი და მეტისმეტი ბედნიერებისგან თავბრუც კი დამეხვა. დაბნეულმა მადლობის მოხდა ძლივს მოვახერხე და წამოვედი. ვგრძნობდი ბედნიერებისგან როგორ მივფრინავდი ცისკენ, ასე მეგონა მიწაზეც აღარ ვადგავდი ფეხს. შენობიდან გამოვედი, უკვე შებინდებულიყო და ეზოშიც არავინ დამხვდა. ტელეფონის ხმაზე შევკრთი, ეკრანს დავხედე და დედას ნომერი ეწერა.
_ დედა!
_ დიანა! რა ქენი? როგორ ხარ? სად ხარ? _ მომესმა დედას ნერვიული ხმა და გამეცინა. _ დედა, დაწყნარდი! ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ შენი იღბლიანი კაბის ჩაცმა ალბათ კიდევ მომიწევს, ოღონდ კონსერვატორიის დიდ სცენაზე!
_ რაა?! ნუთუ... ვიცოდი! ვიცოდი! ასეც უნდა ყოფილიყო, შენ საუკეთესო ხარ! ხომ გეუბნებოდი ძვირფასო.
_ ხოო დედა, ახლა ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე გეტყვი, რომ მართალი ხარ. დანარჩენს სახლში მოგიყვები კარგი?
_ სად ხარ? უკვე მოდიხარ?
_ ხოო, ახლა სასწავლებლის ეზოში მარტო ვდგავარ და წამოსვლას ვაპირებ.
_ მარტო დიდხანს ნუ გაჩერდები, უკვე ბნელა და საშიშია. სამსახურიდან მოვდივარ და სახლში დაგელოდები! _ მითხრა და ტელეფონი გავთიშე. წასვლა დავაპირე როცა ეზოში, სიბნელეში ოთხ ლანდს მოვკარი თვალი. თვალი მოვარიდე და ეზოს გასასვლელისკენ გზა გავაგრძელე. ოთხი ბიჭი სიბნელიდან გამოვიდა და სიცილით ჩემსკენ წამოვიდნენ. საფრთხე ვიგრძენი და ნაბიჯს ავუჩქარე, მინდოდა გასასვლელთან მიმესწრო და გავქცეულიყავი, მაგრამ მიმასწრეს და გზა გადამიღობეს. მიახლოვებისთანავე ვიცანი ოთხეული და ადგილზე გავშეშდი. მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ჰქონდათ ჩაფიქრებული და თავში გაქცევის გეგმებს ვაწყობდი. თუმცა ვიცოდი, მათგან გაქცევა შეუძლებელი იყო და პანიკურმა შიშმა ამიტანა.
_ ბიჭებო! შეხედეთ ვინ მოსულა? _ დაიწყო შავგვრემანმა _ ეს ის გოგოა ცოტახნისწინ გზაზე რამის, რომ დამამტვრია. აი ის, მე რომ გიყვებოდით.
_ როგორ არა, ვიცანით _ აჰყვა ქერა ბიჭიც _ მერე ზუსტად ამ ეზოში ხელიც გკრა და რამის წაგაქცია.
_ ხოო და კიდევ დარბაზში მუსიკის მოსმენაც არ გვაცალა ისე იცინოდა. _ თქვა მესამემ. ჩემს გარშემო წრე შეკრეს და თავს სვავებივით დამტრიალებდნენ.
_ გოგონა! იქნებ გვითხრა, უკან რატომ დაგვდევ, სხვა საქმე არ გაქვს? _ მომიბრუნდა ისევ შავგვრემანი.
_ ვერ გავიგე რა გინდათ, თქვენ საქციელს მე რატომ მაბრალებთ?
_ ამით იმის თქმა გინდა, რომ იქით დაგდევ? არა, გაიგეთ ბიჭებო რა თქვა?
_ წადით, სადმე სხვა გასართობი იპოვეთ, თქვენნაირი უსაქმურების ატანა არ მაქვს! _ ჩავილაპარაკე და წრის გარღვევა ვცადე. გზა ქერამ გადამიკეტა.
_ რა გვიწოდე? და საერთოდ როგორ გველაპარაკები?
_ გამატარე!
_ აბა, სცადე _ მითხრა და ჩანთა წამართვა. წართმევა ვცადე, მაგრამ ჩემს ჩანთას ერთმანეთში, აქეთ-იქით დაუწყეს სროლა.
_ მომეცით! რა გინდათ ჩემგან? დამიბრუნეთ ჩანთა!
_ მაშინ დაგიბრუნებთ, როცა ბოდიშს მოგვიხდი!
_ ბოდიში მოგიხადოთ?... თქვეენ? _ მივხვდი, რომ ხვეწნას აზრი არ ქონდა, მათაც სწორედ ეს უნდოდათ _ ჩემი დამცირება და გადავწყვიტე თავი არ დამემცირებინა. _ ჯანდაბაშიც წასულხართ! _ გამწარებულმა მივაძახე და ახლა საპირისპირო მხარეს ვცადე წრის გარღვევა.
_ ე-ე, სად მიდიხარ? ჯერ ერთმანეთი არც კი გაგვიცვნია _ ახლა შავგვრემანი გადამიდგა წინ.
_ დამიბრუნეთ ჩანთა და გამატარეთ!
_ ვერ გაიგე? სანამ ბოდიშს არ მოიხდი ვერსადაც ვერ წახვალ! _ მანაც ქერათმიანივით გამიმეორა და ხელით უკან მიბიძგა. მივხვდი, რომ ასე უბრალოდ არსად გამიშვებდნენ და საბრძოლველად მოვემზადე. მივტრიალდი და რაც ძალა მქონდა ქერათმიანს ჩანთა გამოვგლიჯე და თავში მთელი ძალით ჩავარტყი. მერე დავინახე, რომ ჩემსკენ მეორე წამოვიდა მის დასახმარებლად და თავის დასაცავად იმასაც მოვუქნიე ჩანთა, მაგრამ აიცდინა და შემეშვა. მივხვდი, რომ ახლა მომენტით უნდა მესარგებლა და გავქცეულიყავი, მაგრამ შავგვრემანი აშკარად ჩემს გაშვებას ისევ არ აპირებდა. ჩემს პირდაპირ გაუნძრევლად იდგა და დაძაბული მიყურებდა. გადავწყვიტე მასზეც მომეწყო თავდასხმა, რომ მერე გაქცევა შემძლებოდა.
_ გირჩევნია გამატარო! _ ჯერ დამუქრება ვცადე.
_ და, რომ არ გაგატარო? _ ირონიულად გამიღიმა, რამაც უფრო მეტად გამომიყვანა წყობიდან და გამწარებული, მთელი ძალით მისკენ გავქანდი. მინდოდა მისთვის ხელი მეკრა და ჩანთა ჩამერტყა, მაგრამ ის მოულოდნელად გვერძე გახტა, მე კი თავი ვერ შევიკავე, ფეხი რაღაცას წამოვკარი და პირდაპირ ბარდიულზე დავეცი. თავი საშინლად მეტკინა, მგონი რაღაცას დავარტყი, ვიგრძენი, რომ ირგვლივ ყველაფერი ბუნდოვანი გახდა და მერე გონებაც დავკარგე...

<> <> <>

დავინახე როგორ დაეცა გოგონა მიწაზე და აღარ განძრეულა. მეგონა რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული და როგორც კი მივუახლოვდებოდი თავს დამესხმებოდა.
_ ღმერთო! ეს რა იყო აა? სახე ნამდვილი ანგელოზისა აქვს და თურმე რა ველური ყოფილა. თავში ისეთმა ჩამცხო, ალბათ ტვინი შემერყა _ ბუზღუნებდა ჩემს უკან ნიკა.
_ შენ მაგის გარეშეც გქონდა ტვინი შერყეული იდიოტო! _ აუყვირდა ლევანი.
_ ბიჭებო, გეყოთ ჩხუბი და აქ მოდით! _ ცოტა ამანერვიულა გოგოს უცნაურმა საქციელმა. _ არ ინძრევა... რა ვქნათ? _ შეშინებულმა გადავხედე ლევანს. ის ერთადერთი იყო ვინც ასეთ მომენტში ხუმრობას არ დაიწყებდა და რამე ჭკვიანურს მეტყოდა.
_ უნდა შევამოწმოთ
_ ლევან, გაგიჟდი? რომ წამოხტეს და ისევ თავს დაგვესხას? _ უკან დაიხია დათომ.
_ იქნებ ჩაეძინა? _ მივხვდი, რომ ანერვიულებულმა რაღაც სისულელე ვთქვი და ჩემს თავზე გამეღიმა.
_ მერე შენც აკოცე და გაიღვიძებს _ დამცინა ნიკამ. ლევანი კი ამდროს გოგოს გვერდით ჩაცუცქულიყო და რაღაცას ყურს უგდებდა. მერე კი გაფითრებულმა შემომხედა და თქვა _ ჯანდაბა! ... არ სუნთქავს...
_ არა, რას ამბობ? _ შეშინებული ნიკა ახლოს მივიდა _ იქნებ ჩვენი შეშინება უნდა და თავს იკატუნებს?
_ არა, არა, მართლა არ სუნთქავს, შევამოწმე. _ ლევანის ნაქვამს ყურადღება არ მიაქცია ნიკამ და გადაწყვიტა თავად შეემოწმებინა, ამიტომ გოგოს სახესთან ხელის გული მიიტანა და ცოტახანს ასე იჯდა. მერე შეშინებული ფეხზე წამოხტა და შემომხედა
_ მართლა არ სუნთქავს... წავედით! აქაურობას უნდა მოვშორდეთ!
_ არა! ხელოვნურ სუნთქვას ჩავუტარებ და გადარჩება _ ვუთხარი და გოგოს მივუახლოვდი. ისეთი ლამაზი იყო... აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე? სახე მიტკალივით თეთრი ჰქონდა და მძინარე მზეთუნახავს ჰგავდა, რომელიც საყვარელი ადამიანის ამბორს ელოდებოდა.
_ ლაშა! რას აკეთებ?! ვერ გაიგე? ჩქარა, წავედით! _ მიყვირა ლევანმა, მხარში ხელი ჩამავლო და ფეხზე წამომაყენა.
_ ლევან! მაცალე გთხოვ, მისი გადარჩენა შეიძლება _ სასოწარკვეთილმა ვიყვირე და ვცადე ხელებიდან დავსხლტდომოდი, თუმცა ისე მაგრად მიჭერდა, ვერაფერი მოვახერხე
_ არ გინდა, მაინც ვეღარ უშველი. სისულელეს თავი დაანებე და გავიქცეთ, ვინმემ არ მოგვისწროს _ მასთან და დათოსთან ჭიდაობას თავი დავანებე და ბედს დავმორჩილდი. ბიჭებთან ერთად მანქანაში ჩავჯექი და უკანმოუხედავად გავიქეცით იქიდან.
ბარში ვიჯექი და ჭიქას ჭიქაზე ვცლიდი. მინდოდა ისე დავმთვრალიყავი, რომ საკუთარი სახელიც კი არ გამხსენებოდა. ალბათ ამის დავიწყებას უფრო ადვილად შევძლებდი, ვიდრე იმას, რომ დღეს მკვლელი გავხდი! არა და ეს ყველაფერი ვითომ ბავშვური ხუმრობა უნდა ყოფილიყო, უბრალოდ მისი ცოტათი შეშინება გვინდოდა და აი, რით დამთავრდა ყველაფერი! მკვლელებიც გავხდით, უფრო სწორად მკვლელი მე გავხდი, იმიტომ რომ გაქცევის საშუალება არ მივეცი და ჩემს გამო წაიქცა. ის ლამაზი არსება მე მოვკალი! მე მოვუღე ბოლო მის ლამაზ სიცოცხლეს. როცა პირველად დავინახე მისი მშვენიერი მწვანე თვალები, რას ვიფიქრებდი, რომ მათი სამუდამოდ დახუჭვის მიზეზი მე გავხდებოდი. ღმერთო! ეს რა ჩავიდინე? რა მინდოდა მისგან? ეს რატომ გავაკეთე? არასოდეს გაქრება ჩემი მეხსიერებიდან მისი შეშინებული თვალები, რომლებიც მეხვეწებოდნენ და შეწყალებას მთხოვდნენ, მე კი სასტიკად მოვექეცი და სიკვდილისთვისაც გავიმეტე. არ უნდა მიმეტოვებინა, უნდა დავრჩენილიყავი და მებრძოლა მისი სიცოცხლის გადასარჩენად.


sofkaთარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-02, 1:51 PM | შეტყობინება # 301
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
dodo, მადლობა მოლოცვისთვის გენაცვალე :*:*:* მაგრამ ჯერ არ დაბადებულა ჩემი პატარა biggrin მარტში ველოდები happy მაინც უღრმესი მადლობა ყველას ვინც წინასწარ მომილოცააა happy :*:*:*:*

ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

☆AnasteishA☆თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-02, 2:00 PM | შეტყობინება # 302
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
martshii? 14s daumiznos raaa biggrin biggrin 14shi maq me dab dge. axal tavze rashveb sofoo? momenatra dzalian dzalian sheni fikis kitxva happy happy is muxti momenatra romelsac amis kitxvis dros vigebdi..


sofkaთარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-02, 2:20 PM | შეტყობინება # 303
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
Quote (AnasteishA)
martshii? 14s daumiznos raaa 14shi maq me dab dge.

უი მართლაა? happy happy მეც მაგ დროისთვის ვუმიზნებ biggrin თუმცა მე ვინ მეკითხება, თვითონ როცა მოუნდება ქალბატონს მაშინ გამობრძანდება biggrin biggrin biggrin მარა პირველ ბავშვზე მეუბნებოდნენ აგვისტოს ბოლოს უნდა ელოდოო და აგვისტოს დასაწყისში მეყოლა biggrin ამაზეც მარტის ბოლოს მეუბნებიან და მე მარტის დასაწყისში ვვარაუდობ happy
Quote (AnasteishA)
axal tavze rashveb sofoo?

რავიცი გოგო, იწერება და როდის დასრულდება არ ვიცი biggrin დიდხანს ვერ ვზივარ კომპთან, უკვე მიჭირს, წელის ტკივილები მაქვს sad sad sad თან ლაშიკოც არ მაცლის ისეთი მოუსვენარი გახდა wacko happy


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

SLYTHIთარიღი: შაბათი, 2011-02-05, 9:51 PM | შეტყობინება # 304

259
11  +
   ±
Offline
Quote (dodo)
პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "რომანტიკის დედოფალი-ავტორი".

მოგილოცე უკვე? არაუშავს, ეხლა გილოცავ !! lips lips heart biggrin
სხვათაშორის მე შენ მოგეცი ხმა! (ეს იმის ქრთამია რო ახალი თავი მესაჭიროება და მალე დადე biggrin biggrin )
ველოდები შემდეგ თავს ! wizard biggrin

dodoთარიღი: კვირა, 2011-02-06, 7:44 PM | შეტყობინება # 305

267
66  +
69  ±
   ±
Offline
mec shen mogeci xma:D exla dade ra axali tavi happy smile

sofkaთარიღი: ორშაბათი, 2011-02-07, 10:57 PM | შეტყობინება # 306
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
Quote (SLYTHI)
მოგილოცე უკვე? არაუშავს, ეხლა გილოცავ !!

სიმართლე გითხრა არ მახსოვს shy მარა მაინც მადლობა გენაცვალე biggrin kiss kiss kiss kiss

Quote (SLYTHI)
სხვათაშორის მე შენ მოგეცი ხმა! (ეს იმის ქრთამია რო ახალი თავი მესაჭიროება და მალე დადე )
ველოდები შემდეგ თავს !

Quote (dodo)
mec shen mogeci xma:D exla dade ra axali tavi

თქვე ქრთამისტებოოო biggrin biggrin biggrin biggrin ამ დღეებში დავდებ გპირდებით happy kiss kiss kiss kiss


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

♥izabella♥თარიღი: სამშაბათი, 2011-02-08, 9:18 AM | შეტყობინება # 307
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
dzalian emociuri tavi iyo martlac gansakutrebit lashas monologi vaime memgoni tirils daviwyeb exa sad sad sad sad vaime viki da sergi kide ise mishlian nervebs memgoni shevadugeb orives ertmanetze intrigani da tutucebi angry angry angry angry anuki kide ras achartalebs enas dry dry dry vaime ise ra sayvareli wyvilia lasha da diana rom warmovidgen happy happy happy happy dzalian magrad wer momwons uazrod biggrin biggrin biggrin

dodoთარიღი: ხუთშაბათი, 2011-02-10, 8:32 PM | შეტყობინება # 308

267
66  +
69  ±
   ±
Offline
heart laugh lips kiss chemi sixarulii velodebi moutmenlad:**

SLYTHIთარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-16, 9:48 PM | შეტყობინება # 309

259
11  +
   ±
Offline
Quote (sofka)
თქვე ქრთამისტებოოო ამ დღეებში დავდებ გპირდებით

biggrin happy heart lips lips lips lips lips

sofkaთარიღი: კვირა, 2011-02-20, 1:58 PM | შეტყობინება # 310
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
თავი 19.

დილით დედაჩემს იმდენი ვეწუწუნე, რომ როგორც იქნა მიხვდა, უხერხული იქნებოდა სერიოზული მიზეზის გარეშე ექიმის სახლში მოყვანა და გადაწყვიტა კლინიკაში წავეყვანე. რა თქმა უნდა დახმარება სერგის სთხოვა და ისიც ზუსტად 10 საათზე, თავისი მანქანით სახლთან დაგვხვდა.
კლინიკაში ექიმთან ვიზიტმაც მშვიდობიანად ჩაიარა. გამსინჯა და როგორც ველოდი ყველაფერი კარგად იყო, თავის დარტყმისას არაფერი მომსვლია. თუმცა საყვედურების და დამღლელი დარიგებების მოსმენა მაინც მომიწია, რამაც საშინელ ხასიათზე დამაყენა.
კლინიკიდან დედა პირდაპი სასწავლებელში წავიდა, მანამდე კი ჩემი თავი სერგის ისე ჩააბარა თითქოს რაღაც ძვირფასი ნივთი ვყოფილიყავი და სთხოვა სახლის კარამდე მივეყვანე. რა თქმა უნდა სერგიმაც პირნათლად შეასრულა დედაჩემის თხოვნა, კარამდეც მიმაცილა და სახლშიც დაიპატიჟა თავი. სულაც არ მინდოდა მისი დაპატიჟება პირიქით, ახლა მარტო ყოფნა ყველაზე მეტად მჭირდებოდა, მაგრამ ისეთი საცოდავი სახით აიტუზა კართან, რომ ბოლო მომენტში მომერიდა და სახლში შემოსვლა შევთავაზე. რატომღაც მისი ასეთი გადამეტებული ყურადღება არ მსიამოვნებდა. თითქოს ისეთს არაფერს აშავებდა, მაგრამ მაინც მაღიზიანებდა უცოდველი კრავივით, რომ შემომყურებდა, როცა რამეზე უარს ვეტყოდი.
- ყავას დალევ? - ყოველი შემთხვევისთვის ვკითხე და სამზარეულოში სირბილით შევედი. ისიც მაშინვე უკან მომყვა და შევამჩნიე, ჩემი ნათქვამი დიდად არ გახარებია.
- სერგი, ყავას ხომ დალევ?
- იცი, ერთ რაღაცაში უნდა გამოგიტყდე - თავი დამნაშავესავით დახარა, მერე კი ცალყბად გაეცინა - ყავა არ მიყვარს... არა, განა მარტო არ მიყვარს, ვერ ვიტან.
- მართლა? მე კი მეგონა ჩემსავით ფანატურად გიყვარდა... რატომ აქამდე არ მითხარი?
- რავიცი, დედაშენი არასდროს მეკითხება ისე მიდუღებს ხოლმე და...
- და შენც ხათრს ვერ უტეხავ?
- ხო, ასეც შეიძლება ითქვას... ზრდილობის გულისთვის რამდენიმე ყლუპის მოსმას შევეჩვიე - სიცილი ვეღარ შევიკავე, როცა წარმოვიდგინე სერგი ძალით როგორ სვავდა საძულველ ყავას.
- რა? დამცინი?
- ხო... - სიცილისგან გაბრუებულმა ძლივს მოვახერხე მისთვის პასუხის გაცემა, მერე კი ეკას გამომცხვარი ტორტის ნაჭერი გამოვიღე მაცივრიდან.
- აბა რას მიირთმევ? იქნებ მე მაინც გამიმხილო, რომ ისევ წამება არ მოგიხდეს... ცივი წვენი გირჩევნია თუ ჩაი?
- ისე დამცხა ცივ წვენს სიამოვნებით დავლევდი... ყავის დალევა კი ჩემთვის წამება სულაც არ არის, უბრალოდ დიდიხანია გავაცნობიერე, რომ მისი მიღება საერთოდ არ არის სასარგებლო და ჯანმრთელობისთვის არც ისე კარგია.
- ოჰ! ვითომ რატომ? მე თუ დღეში ხუთჯერ ვსვავ საკუთარ ჯანმრთელობას არ ვუფრთხილდები?
- ზუსტად ამის თქმა მინდა... ყავას გამოაქვს ორგანიზმიდან კალციუმი და კალიუმი, თან გულისთვისაც არ არის კარგის მომტანი...
ვუსმენდი მის ლაპარაკს, აზრებს და თან მეცინებოდა, ისეთი სერიოზული სახლით ლაპარაკობდა, რომ სიცილს ძლივს ვიკავებდი. სერგი უნებურად ლაშას შევადარე; ის ზედმეტად დინჯი და ჭკუა დამჯდარია, თავქარიანი და მხიარული ლაშასგან განსხვავებით. ყოველთვის აკონტროლებს თავის ნათქვამს და თითოეულ გადაგმულ ნაბიჯს, გამუდმებით რაღაცას გეგმავს და საერთოდ არ აინტერესებს ჩემი თანატოლებივით გართობა. ასეთი ადამიანი ალბათ ბებიაჩემსაც კი მოსაწყენად მოეჩვენებოდა ცოცხალი რომ იყოს.
- არ გეწყინოს, მაგრამ დღეს საკმარისად მოვისმინე ექიმისგან რჩევა-დარიგებები ჯანმრთელობის გაფრთხილებასთან დაკავშირებით - მივახვედრე, რომ უკვე მომწყინდა ამ თემაზე ლაპარაკი და ფორთოხლის წვენით პირამდე გავსებული ჭიქა ცხვირწინ დავუდგი.
- ბოდიში, მგონი თავი მოგაბეზრე არა?
- არა, უბრალოდ სულ ჩემს ჯანმრთელობაზე მელაპარაკება ყველა და უკვე ეს თემა მაღიზიანებს.
- კარგი, ამასთან დაკავშირებით ხმას აღარ ამოვიღებ, გპირდები! - ღიმილით თქვა და წვენი მოსვა. მერე კი ისევ სერიოზული სახით დაიწყო
- დიანა, ვიცი რომ ახლა ცოტა შეუფერებელი მომენტია, მაგრამ მინდა ყველაფერი გავარკვიო... სიმართლე გითხრა უკვე კარგა ხანია ამის გაკეთება მინდა, მაგრამ იმდენი რამ მოხდა, რომ ვეღარ მოვახერხე.
- მაინც რისი გარკვევა გინდა? - ნერვიული ტონით ვკითხე, რადგან მივხვდი, რომ თავის გრძნობებზე აპირებდა დალაპარაკებას.
- უკვე იცი შენს მიმართ ჩემი გრძნობების შესახებ...
- სერგი, არ გინდა ახლა ამაზე ლაპარაკი...
- არა, მათქმევინე! უკვე დავიღალე ამდენი სიჩუმით და გაურკვევლობით... მინდა იცოდე, რომ შენზე სერიოზულად ვფიქრობ.
- სერგი, შენ ხომ იცი ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით?
- ხო, მაგრამ მას შემდეგ იმდენი რამ მოხდა, რომ ვიფიქრე...
- იფიქრე, რომ აზრს შევიცვლიდი? ნუთუ ასეთი თავქარიანი გგონივარ?
- არა! ასე სულაც არ ვფიქრობ, უბრალოდ რადგან მასთან დაკავშირებით ყველაფერი გაარკვიე მეგონა ცხოვრების შეცვლას მოინდომებდი... - მისმა ნათქვამმა წყობიდან გამომიყვანა, რადგან ჩემზე ისე ფიქრობდა, როგორც ქარაფშუტა გოგოზე, რომელიც აზრებს წამდაუწუმ იცვლის.
- რა თქმა უნდა შევცვლი კიდეც! ისეთი მიამიტი და ჩერჩეტი აღარ ვიქნები, აღარც სიყვარულის არსებობას დავიჯერებ და ნუ გგონია, რომ თავქარიანი, სულელი გოგოსავით მკლავებში ჩაგივარდები.
- დიანა, არ გეწყინოს, მაგრამ შენ უკვე ჩამივარდი გუშინ მკლავებში და ნუ ფიქრობ, რომ ასე მხოლოდ თავქარიანი გოგო მოიქცეოდა. ვიცი, რომ ახლა ისე გჭირდები, როგორც არასდროს... მე შენს გვერდით ვარ და ეს ყოველთვის ასე იქნება, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღო. სიყვარულზე კი ასე მწარედ ხელს ნუ ჩაიქნევ, უბრალოდ ახლა არ გაგიმართლა... იცოდე, რომ ყოველთვის დაგელოდები და თუ ჩემთან ყოფნას მოინდომებ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბედნიერება გაჩუქო, იმიტომ რომ უზომოდ მიყვარხარ...
- მადლობთ, მაგრამ აზრს არ შევიცვლი და თუ ჩემთან მეგობრობის გაგრძელება გინდა ამაზე აღარ დამელაპარაკო!
- კარგი გპირდები, რომ ამაზე დღეს უკანასკნელად დაგელაპარაკე, მაგრამ იცოდე, რომ ჩემი გრძნობები არ შეიცვლება და შენს დაძახილს მოთმინებით დავუცდი.
ცოტახანს უხმოდ ვიჯექით... სერგი უაზროდ დაშტერებოდა მაგიდას, მე კი თითებს ნერვიულად ვათამაშებდი მაგიდაზე. მოულოდნელად ფეხზე წამოდგა და სამზარეულოდან გავიდა. დამნაშავესავით უკან დავედევნე...
- სად მიდიხარ?
- სახლში, შენ კი დასვენება გჭირდება!
- არა! ისევ დასვენება, ისევ სიმარტოვე, ამას ვეღარ ავიტან!
- წუწუნის გარეშე! - სერგი ჯერ კიდევ შემოსასვლელ კართან იდგა, როცა ჩემი მობილური მხიარულად აწკრიალდა...
- გისმენ ანუკი! აბა რა ხდება? მოაგვარეთ შენ და დედაჩემმა ჩათვლების ამბავი, თუ მტოვებენ კურსზე? - ხუმრობით დავაყოლე.
- არა, მაგმხრივ ყველაერი კარგადაა, ჩათვლა ყველამ ულაპარაკოდ დაგიწერა და გილოცავ! შემდეგ კურსზე ჩემზე მალე გადახვედი...
- მართლა?! როგორ გამახარე რომ იცოდე - მისმა ნათქვამმა მართლა გამახარა, თუმცა რაღაც შეწუხებული მომეჩვენა - ანუკი, თუ ყველაფერი კარგადაა ასეთი უცნაური ხმა რატომ გაქვს, მოხდა რამე?
- დიანა, რომ იცოდე აქ რა მოხდა... მე და დედაშენი გარეთ რომ გამოვედით, საიდანღაც ის არანორმალური ვიკა გამოჩნდა და დედაშენს უთხრა თქვენთან სალაპარაკო მაქვსო... - ვიკას დედაჩემთან რა საქმე აქვს?!
- არ მინდა შეგაშინო, მაგრამ დედაშენმა ყველაფერი იცის, რაც ლაშამ გაგიკეთა... და ღმერთმა იცის კიდევ რა სისულელეები შეთხზა დედაშენის გასაგიჟებლად იმ გიჟმა გოგომ.
- რა?! არა ასეთი ბოროტი როგორ უნდა იყოს ადამიანი? კი, მაგრამ ვიკას ეს ყველაფერი რაში აწყობს? ასე ხომ საფრთხეს უქმნის ძვირფას შეყვარებულს?
- ეგ არ ვიცი, მაგრამ ახლა პოლიციის შენობაში ვარ და დედაშენი შესულია საჩივრის დასაწერად...
- რა?! გადაირიე?! როგორ შეუშვი, არაფერი აუხსენი?
- რა მექნა? ისე განერვიულდა, რომ არც კი მომისმინა... მაშინვე პოლიციაში ჩივილი გადაწყვიტა და მარტო ვერ გამოვუშვი. მთელი გზა ვარწმუნებდი, რომ ჯერ შენთან გაერკვია ყველაფერი, მაგრამ ვერაფრით გადავარწმუნე... ეგ კი არა და აქეთ მეჩხუბა და დამადანაშაულა, ლაშას ხელს აფარებდიო.
- დაწყნარდი, ახლავე წამოვალთ მე და სერგი.
- არა, არ გინდა! უარესი იქნება დამიჯერე, თან უკვე გამოვიდა და სახლში წამოვალთ... უნდა გავთიშო, წავედი! - ამის თქმა ძლივს მოასწრო, რომ ტელეფონში გაბმული ზუმერის ხმა გაისმა. ერთ ადგილას გავშეშდი და სასოწარკვეთილი სერგის მივაშტერდი.
უკვე მოსაღამოვდა... დედა და ანუკი არსად ჩანდნენ. დროც ისე ნელა მიიზლაზნებოდა, რომ ნერვები დაწყვეტაზე მქონდა. სერგი მთელი დღე გვერდიდან არ მომშორებია, გაუნძრევლად იდგა სამზარეულოს ფანჯარასთან და ხმას არ მცემდა. ეს სიჩუმე უფრო დამღლელი იყო, ვიდრე მისი წეღანდელი რჩევები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
- მამაშენი მოდის - მოულოდნელად ამოიოხრა და წარბები შეჭმუხნა. ალბათ ელოდა, რომ ეს ამბავი არ მესიამოვნებოდა და შეწუხებულმა გადმომხედა.
- დიანა, დამპირდი, რომ სკანდალს არ მოუწყობ და სახლიდან არ გააგდებ!
- კარგი რა, მშვენივრად იცი, რომ ასე არასდროს მოვექცევი მამაჩემს, როგორი ცუდიც არ უნდა იყოს.
- ისე აქამდე ვერ გითხარი, რომ ის ფული, რომელიც დედაჩემმა გამოაგზავნა შენი ოპერაციისთვის, სინამდვილეში მამაშენის გამოგზავნილი იყო...
- სერგი, რას ამბობ? ეს დედაჩემმა იცის?
- არა, მამაშენზე ლაპარაკი არ სურს და ვერაფრით მოვახერხე ამის თქმა... და საერთოდ, რაც კი აქამდე დახმარება მიგიღიათ დედაჩემისგან, ყველაფერს მამაშენი აკეთებდა მისი სახელით, რომ მის დახმარებაზე უარი არ გეთქვათ...
- სერგი, ეს აქამდე რატომ არ მითხარი? ღმერთო! ის თურმე რამდენ რამეს გვიკეთებდა მთელი ამ დროის განმავლობაში და ჩვენ რა საშინლად მოვექეცით იმ დღეს - თავს საშინლად ვგრძნობდი, რომ მამას ასე უსამართლოდ მოვექეცი, უკვე ისიც კი არ ვიცოდი სირცხვილით თვალებში როგორ უნდა შემეხედა კარს რომ გავუღებდი...
რამდენიმე წუთში ზარის ხმაც გაისმა... შეშინებულმა და დაბნეულმა სერგის შევხედე, ჩემმა მზერამ მიახვედრა, რომ მერჩივნა კარი მას გაეღო, ამიტომ უთქმელად გავიდა სამზარეულოდან. ცოტახანში მამაჩემიც შემოვიდა სამზარეულოში და კართან დამნაშავე ბავშვივით აიტუზა.
- გამარჯობა! თავს როგორ გრძნობ შვილო? - თბილი და მზრუნველი ტონით მკითხა. ჩემთვის ესეც საკმარისი იყო, რომ ცრემლები ვეღარ შევიკავე და ავტირდი.
- რა დაგემართა დიანა?! - შეშინებული მომვარდა და გულში ჩამიკრა.
- მამა მაპატიე... მაპატიე გთხოვ!
- რა? რა უნდა გაპატიო შვილო, იქით მაქვს შენთვის სათხოვნელი პატიება...
- მაპატიე, რომ ასე ცუდად მოგექეცი - ვტიროდი და ისიც გულში მიკრავდა.
აღარ მახსოვს ასე რამდენხანს ვიყავი, მაგრამ როცა გონს მოვედი ის ისევ ჩემს გვერდით იჯდა, პატარა ბავშვივით გულში ვყავდი ჩაკრული და თმაზე მეფერებოდა. როცა იგრძნო, რომ დავმშვიდდი, თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა.
- დაწყნარდი? - თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე - დამპირდი, რომ რაც არ უნდა მოხდეს აღარ იტირებ!
- გპირდები! - ძლივს წავილუღლუღე და გავუღიმე. მანაც კმაყოფილად გამიღიმა და შუბლზე მაკოცა.
- შვილო, ძალიან არ მინდა ისევ გაგანერვიულო, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს - შეწუხებული სახით დაიწყო მამამ.
- ცოტახნის წინ დედაშნმა დამირეკა და დახმარება მთხოვა... დაბნეული ლაპარაკობდა, ვიღაც ლაშას ახსენებდა, ამბობდა შვილი გაგვიუბედურა და ციხეში უნდა გამოვკეტო სამუდამოდო - ამის თქმა იყო და ძარღვებში სისხლი გამეყინა.
- არა! მამა გეხვეწები, ამის საშუალება არ მისცე! ლაშა არ არის დამნაშავე...
- დიანა! ამას როგორ ამბობ?! მის გამო იმდენი რამ გადაიტანე და კიდევ იცავ?! – სამზარეულოში შემოვიდა და ლაპარაკში ჩაერთო სერგი.
- დიანა, უნდა ვიცოდე რა მოხდა, რომ შენი დახმარება შევძლო - სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა მამა. მე კი სულელივით ვიჯექი და ხმასაც ვერ ვცემდი, არ ვიცოდი ლაშა როგორ გამემართლებინა მასთან. შემოსასვლელი კარის დახურვის ხმა გავიგონე და რამდენიმე წამში ანუკი და დედაჩემიც შემოვიდნენ სამზარეულოში. ანუკიმ მაშინვე თვალით ანიშნა სერგის გავიდეთო და ისიც მორჩილად გაჰყვა სასტუმრო ოთახში.
- დიანა! რატომ დამიმალე რომ იმ ნაძირალას და ბანდიტს ხვდებოდი?
- დედა, ლაშა ბანდიტი სულაც არ არის და ეს შენც კარგად იცი...
- რაო?! ბანდიტი არ არისო?! აბა სხვა რა უნდა ვუწოდო იმ ადამიანს, რომელიც ჩემს შვილს თავს დაესხა და სასიკვდილოდაც კი გაიმეტა?
- ეს მართალია დიანა?! - შეშფოთდა მამაჩემი.
- არა, ეს სრულიად შემთხვევით მოხდა, ლაშა თავს არ დამსხმია... უბრალოდ ის იქ შემთხვევით აღმოჩნდა როცა დავეცი, მაგრამ შეეშინდა და გაიქცა.
- ერთისიტყვით ქუჩაში ბედისანაბარა მიგატოვა...
- არა მამა, ის უბრალოდ დაბნეული იყო, თან მაშინ არც კი ვიცნობდით ერთმანეთს... მერე კი თვითონ გამეცნო და მერწმუნე, ამ ამბავს საშინლად ნანობდა.
- იმდენად ნანობდა, რომ თავიც კი შეგაყვარა არა? - ღვარძლიანად ჩაილაპარაკა დედამ. - იმ ბიჭს ხვდები?!
- არა რა თქმა უნდა - ტყუილს კიდევ ერთი ტყუილი დავამატე ლაშას დასაცავად, თუმცა ვხვდებოდი, რომ კუთხეში მიმიმწყვდიეს.
- დიანა, ნუ იტყუები! მშვენივრად ვიცი, რომ იბ ბიჭს უკვე რამდენიომე თვეა ხვდები და გემუქრება, რომ ვინმეს რამე არ მოუყვე.
- რას ამბობ დედა?! ეგ სისულელე ვინ გითხრა? საიდან მოიტანე?
- შენმა ერთმა მეგობარმა მითხრა დღეს...
- თუ ვიკას გულისხმობ ის ჩემი მეგობარი არ არის და არც არასდროს ყოფილა!
- მემგონი ანუკისგან განსხვავებით ნამდვილი მეგობარივით მოგექცა, ეს ამბავი გაიგო თუ არა მაშინვე მითხრა და შენზე ძალიან ღელავდა.
- დედა როგორ არ გესმის, რომ ის გოგო იტყუება, ლაშას ყოფილი შეყვარებულია და ვერ აუტანია, რომ ლაშა ჩემზე ზრუნავს.
- ხო აბა რა... ზრუნავს - ირონიულად ჩაიცინა - ერთისიტყვით გია, აქ იმისთვის დაგიბარე, რომ ცხოვრებაში ერთხელ გთხოვო, ისიც შენი შვილის დასაცავად, რომ იმ არაკაცის დასჯაში დამეხმარო.
- მამა... ძალიან გთხოვ დამიჯერე, ამას ნუ გააკეთებ და ნურც დედას მისცემ ამის გაკეთების უფლებას, ლაშას უსამართლოდ ნუ მოექცევით.
- არა ის გოგო მართალი იყო, სულ გაუგიჟებიხარ და ვერც კი ხვდები რას ლაპარაკობ... მაგრამ არაუშავს, ამ საქმეს მე და მამაშენი უშენოდაც მოვაგვარებთ, თან მოწმეც გვყავს, რომელიც დაადასტურებს, რომ ხელი ნამდვილად ლაშამ გკრა.
- მოწმე?! - ამის გაგონებაზე კიდევ უფრო ავნერვიულდი და აღარ ვიცოდი რა მექნა.
- ხო, ვიკამ მითხრა, რომ მოწმე არსებობს და აუცილებლად მისცემს ჩვენს სასარგებლოდ ჩვენებას, ასე რომ ყველაფერს მოევლება.
- თუ ყველაფერი ასე მარტივად მოგიგვარებია, მე რაღაში გჭირდები? - გაოცდა მამაჩემი. - უბრალოდ მინდა, რომ გვერდში ამოგვიდგე მე და შენ შვილს, როგორც კაცი და როგორც მამა.
- მამა, გემუდარები... დამეხმარე, ლაშას რომ რამე მოუვიდეს თავს ვერასდროს ვაპატიებ. - ყველაფერს მშვენივრად ვხვდები შვილო, შენი მესმის... როგორც შენ გსურს ისე იქნება! ჩემი იმედი ყოველთვის შეგიძლია გქონდეს - იმედიანად მითხრა და ხელზე ხელი მომიჭირა.
- მოკლედ, ხვალ განყოფილებაში უნდა წამოხვიდე, გამომძიებელი დგკითხავს და ყველაფერს მოუყვები, რაც იმ საღამოს შეგემთხვა, სამედიცინო ცნობასაც წარვუდგენთ და იმ შენ ლაშასაც დაკითხავენ ალბათ, თუ უკვე არ დაიბარეს და დაკითხეს. რამდენიც არ უნდა უარჰყოს, მაინც დავამტკიცებთ, რომ დამნაშავეა - თავდაჯერებულად თქვა და სამზარეულოდან გავიდა.
- ვერ გადავიტან რამე რომ დაემართოს... - სასოწარკვეთილებამ შემიპყრო.
- ასე ძალიან გიყვარს? - თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ისევ მის მხარზე ვაქვითინდი.
- ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება!


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

♥izabella♥თარიღი: კვირა, 2011-02-20, 2:19 PM | შეტყობინება # 311
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
pu tutuci uzdeli da gveli viki ver vitan ra uzrdeliaaaaaaaa angry angry angry angry angry
martlac gekutnis პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "რომანტიკის დედოფალი-ავტორი".
dzalian magrad wer momwons dzalian,da sxavatashoris bevjer damiwyia kitxvis dros tirili smile smile smile
magari xar ra happy happy happy

★Gvanca★თარიღი: კვირა, 2011-02-20, 2:29 PM | შეტყობინება # 312
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
magari tavi iyo lodini amad namdvilad girda . ra degenerati da idiotia vika angry angry au nervebi amishala ra es anukis dedac ra yvelapers ijerebs . umagresad wer da velodebi shemdeg tavs imedia ase didxans agar gvalodineb lips lips


bachia_bachia555თარიღი: კვირა, 2011-02-20, 3:16 PM | შეტყობინება # 313

206
19  +
33  ±
   ±
Offline
au vikaas dry ra idioti gogoa nu dry dry ise ramdeni xania am tavs velodi smile kiss

mileyთარიღი: კვირა, 2011-02-20, 4:36 PM | შეტყობინება # 314

93
17  +
31  ±
   ±
Offline
degnerati gogo angry


Jack♥sparrowთარიღი: კვირა, 2011-02-20, 5:36 PM | შეტყობინება # 315
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
wow ra magari iyooooo smile dzaaan magariiiiiiiiiiiaaaa smile martla rom shteri vika raaa debili gogo sad sofka shesanishnavad wer dzaaliaan nichierii xar imdenad genialuria es motxrobac da fikic ki ara es nawarmoebi rom shens adgilas tu kide gagrdzeldeba wignsac gamovushvebdii shesanishnaviiiiaa smile sityvebi ar myopniiiis happy

ძებნა: