ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
სიყვარულით დაბრმავებული

sofkaთარიღი: ხუთშაბათი, 2010-10-14, 9:18 PM | შეტყობინება # 1
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline

პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "რომანტიკის დედოფალი-ავტორი".

სახელწოდება: სიყვარულით დაბრმავებული
ავტორი: sofka
ბეტა: არ მყავს
დისკლეიმერი: გმირებზე უფლებები მეკუთვნის მე
რეიტინგი: G (General)
ჟანრი: (Angst) (Romance) (Drama)
სამარი: ეს ისტორია ერთ საოცრად ნიჭიერ გოგონაზეა, რომელსაც სახელად - დიანა ჰქვია. ის ბავშვობიდან ოცნებობს პიანისტობაზე, რაც ნაწილობრივ აუხდა კიდეც. სწავლობს მუსიკალურ სასწავლებელში და აქვს დიდი წარმატებები, თუმცა მოულოდნელად მის ცხოვრებაში ჩნდება პიროვნება, რომელიც ხელს უშლის მისი ოცნების განხორციელებას და მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის...
სტატუსი: წერის პროცესშია

თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 18

თავი 17

თავი 1.

ცრუმორწმუნე არ გახლავარათ და არც შავი კატის მეშინია, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: თუ დილა უსიამოვნებებით დაიწყო მორჩა, უმჯობესია საერთოდ არ გავადგა ფეხი სახლიდან, თორემ საღამომდე ერთი-ორჯერ ტირილს თავისუფლად ვასწრებ. ის დილაც თითქოს უმნიშვნელო ინციდენტით დაიწყო, თუმცა ის დღე ალბათ არასდროს დამავიწყდება, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება მთლიანად თავდაყირა დადგა. მოკლედ ყველაფერი ასე დაიწყო:
დილით ადრე ავდექი, ვისაუზმე და პიანინოს მივუჯექი, რომ ნაწარმოებები გამემეორებინა. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ერთხელაც კონსერვატორიის დიდ სცენაზე დავუკრავდი ორკესტრთან ერთად და ცნობილი პიანისტიც გავხდებოდი. აი ეს მნიშვნელოვანი დღეც დადგა! მართალია კონსერვატორიაში არ მქონდა კონცერტი და მუსიკალურ სასწავლებელში, პატარა სცენაზე უნდა დამეკრა, მაგრამ მნიშვნელოვანი იმით იყო, რომ კონსერვატორიიდან სპეციალური ჟიური ჰყავდათ მოწვეული. ერთ თვეში კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტი იგეგმებოდა და სწორედ ამ კონცერტისთვის, სხვადასხვა მუსიკალური სასწავლებლიდან მოსწავლეებს არჩევდნენ. მეც შანსი მომეცა და ხელიდან გაშვებას ნამდვილად არ ვაპირებდი. ვიღაცამ ზარი დარეკა და ოცნებებიდან მიწაზე დავეშვი.
_ დედა! სად იყავი? _ გაოცებულმა შევიცხადე, როცა კარი გავაღე და დაღლილი დედაჩემის სახე დავინახე.
_ გასაღები დამრჩა, ხომ არ გაგაღვიძე?
_ რას ამბობ? ამ დრომდე რა დამაძინებდა, დღეს ისეთი დღე მაქვს! _ ცელოფნის პარკი გამოვართვი და ინტერესით შევათვალიერე.
_ გახსენი! იმედია მოგეწონება და მთელი დილა ტყუილად არ ვირბინე ამის გულისთვის _ ამოიოხრა და სავარძელში უღონოდ მიესვენა.
_ რა არის? _ ეშმაკურად გამეღიმა და ცელოფანში ჩავიჭყიტე. რაღაც იასამნისფერ ნაჭერს მოვკარი თვალი და მივხვდი
_ დედა! კაბა მიყიდე? სად იშოვე? _ აღტაცებულმა ავიტაცე ღია იასამნისფერი ატლასის კაბა ხელში და სარკესთან გავიქეცი.
_ დაწყნარდი! უბრალოდ თანამშრომლისგან ვითხოვე, მისი შვილისაა, გუშინ შემომთავაზა და მეც უარი არ ვუთხარი. მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა შენთვის _ დამნაშავესავით ჩაღუნა თავი.
_ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? Mმთავარია კაბა მაქვს და სიურპრიზიც გამოვიდა!
_ მაშინ მიდი! ჩაქარა მოიზომე, მგონი ზომაში არ შევმცდარვარ. _ სასწრაფოდ გადავიცვი ნანატრი კაბა და დედას წინ დავბზრიალდი.
_ აბაა? როგორია?
_ დიანააა! რა ლამაზი ხააარ!
_ მართლა დეე? _ დავიმორცხვე და სარკესთან მივედი, რომ დავრწმუნებულიყავი _ მართლა ფიქრობ, რომ მიხდება?
_ არაჩვეულებრივია! გეგონება პირდაპირ შენს ტანზეა შეკერილი _ აღფრთოვანებას ვერ მალავდა დედა.
_ ხოო? მე კი მგონია, რომ ძალიან ზუსტად მაქვს და ცოტა მიჭერს კიდეც.
_ უბრალოდ ნერვიულობ და რაღაცეები გეჩვენება _ თავი გააქნია და ღიმილით შემათვალიერა _ თან იასამნისფერი ძალიან გიხდება, მწვანე თვალებს კიდევ უფრო ლამაზად გიკვეთავს.
_ ესეიგი კაბა მიხდება, ახლა მხოლოდ ის დამრჩა, რომ ყველაზე კარგად დავუკრა.
_ დაუკრავ კიდეც! ისე დაუკრავ, რომ იქნებ ხვეწნაც კი დაგიწყონ, კონსერვატორიაში გააგრძელე სწავლაო, ააა? _ ეშმაკურად გამიცინა და ცხვირზე თითი ჩამომკრა. _ ყველაფერი კარგად იქნება, მოდი ეხლა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ კარგი? _ მივხვდი რაც იგულისხმა და მორჩილად დავუკარი თავი.
_ ესეიგი, მხრებში გაიმართე! _ მე მისი სიტყვების შესრულებას შევუდექი _ გამოდიხარ, თავს უკრავ მაყურებელს, მერე სკამს ასწორებ როიალთან, ღრმად ჩაისუნთქე... და დაიწყე _ ბოლო სიტყვების მერე ხელები ავწიე, ინსტრუმენტისკენ გადავიხარე, რომ დაკვრა დამეწყო და ამ დროს... ზურგზე კაბის გახევის ხმამ ადგილზე გაგვყინა, მეც და დედაც. ერთი წუთის მანძილზე მე და დედა ჩუმად ვიჯექით და ერთმანეთს იმედგაცრუებულები შევყურებდით.
_ არაუშავს, რამეს მოვიფიქრებ _ მამშვიდებდა დედა _ მოდი გავკერავ, ისე, რომ არც შეემჩნევა. ან სულაც რამე მოსაცმელს მოვძებნი... მოიცმევ და ვერავინ შეგამჩნევს, რას იტყვი?
_ არა დეე, არ გინდა. სხვა რამეს მოვძებნი და იმით წავალ.
_ რას ამბობ! ძველი კაბა უნდა ჩაიცვა?
_ დედა, დამშვიდდი, არაფერია. ისედაც უხერხულად ვგრძნობდი ამ კაბაში თავს და მირჩევნია ძველი ჩავიცვა. თანაც უბრალო კონცერტი იქნება და რა მნიშვნელობა აქვს რას ჩავიცმევ. აი! როცა ცნობილი პიანისტი გავხდები და კონსერვატორიაში მექნება ხოლმე კონცერტები, ასეთი კაბა ათასობით მექნება.
_ ხოო, ოცნება კარგია, მაგრამ ასე ვეღარ ვიჯდებით... რაღაც უნდა მოვძებნოთ _ დედა ერთხანს ჩაფიქრდა, მერე კი რაღაც გაახსენდა და სახე იმედიანად გაუნათდა _ გამახსენდა! ვიცი რაც უნდა ჩაიცვა!
_ რა?
_ რა და, ჩემი იღბლლიანი კაბა, რომლითაც კონსერვატორიის კონცერტზე გამოვედი. _ პატარა ბავშვივით აცქმუტდა.
_ რას ამბობ დეე, ის ნაცრისფერი კაბა?
_ მართალია ცოტა ძველმოდურია, მაგრამ სამაგიეროდ ბედნიერების და წარმატების მომტანი იქნება შენთვისაც.
_ ხოო, მაგრამ გრძელი მექნება, შენ ხომ ჩემზე მაღალი ხარ... _ პირდაპირ უარს ვერ ვეუბნებოდი, მისი წყენინება არ მინდოდა და ამიტომ ბოლო იმედსღა ჩავებღაუჭე.
_ მერე ეგ რა პრობლემაა, შევკეცავ და ისე დავლამბავ, რომ არ ჩამოგეშალოს. აი ნახე! ყველაზე ლამაზი და წარმატებული იქნები დღეს! _ ისეთი ბედნიერი და მეოცნება გამოხედვა ჰქონდა, რომ უარის თქმით ვერ ვატკენდი გულს, ის ხომ ჩემთვის ამდენს წვალობდა. ჰოდა, გადავწყვიტე წინააღმდეგობა აღარ გამეწია. სკამზე შემაყენა, თითონ კი ნემსით და ძაფით კაბის შეკეცვას შეუდგა. ერთ ადგილას დიდხანს დოგმა აღარ შემეძლო და ცქმუტვა დავიწყე. ტელევიზორში რომელიღაც ჯგუფის კლიპი გადიოდა და მუსიკის რიტმს ავყევი.
_ დიანა! ნუ ცქმუტავ, თორემ ნემსი შეგერჭობა
_ მალე მორჩები?
_ კი, უკვე ვამთავრებ. _ მე კი სიმღერის მოსმენა გავაგრძელე. როგორც კი კაბის კერვას მორჩა, სკამიდან ჩამოვხტი და სარკესთან მივირბინე. შეხედვაც კი არ მინდოდა, თავი ყველაზე მახინჯი არსება მეგონა ამ კაბაში. შიშით შევათვალიერე ჩემი ორეული სარკეში და ცოტა დავწყნარდი, არც ისეთი ულამაზო იყო ეს კაბა, როგორც მეჩვენებოდა. უბრალოდ, ცოტა ძველმოდური იყო, თორემ ისე რას ვერჩოდი. მოკლედ, ჩემი წასვლის დროც მოახლოვდა. როგორი დასანანიც არ უნდა ყოფილიყო დედა დღეს ვერ მომყვებოდა კონცერტზე სამსახურის გამო და ამის გულისთვის ათასჯერ მაინც მომიხადა ბოდიში. სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა და მთელი დღე იქ უწევდა ყოფნა, თან ისეთი აუტანელი დირექტორი ჰყავდა, არც გაანთავისუფლებდა. ამის გამო ძალიან ღელავდა, ჩემზე მეტადაც კი. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, დედაჩემი ჩემგან განსხვავებით გამოუსწორებელი ცრუმორწმუნეა. მართალია მე მის რიტუალებზე ყოველთვის მეცინებოდა, მაგრამ ამჯერადაც გული არ დავწყვიტე და მორჩილად შევასრულე მისი თხოვნა.Gგასვლისწინ მარჯვენა მხრის მიმართულებით სამჯერ დამატრიალა, მერე შუბლზე მაკოცა და წარმატება მისურვა. აი ასე გამომისტუმრა სახლიდან. სასწავლებელი ჩემი სახლიდან რამდენიმე კვარტლის იქით იყო. დრო ნახევარი საათი მქონდა, ამიტომ ფეხით წასვლა ვარჩიე.
ქუჩაში ნაწვიმარი იყო, ჰაერში კი ჭადრის და აკაციის ყვავილების სუნი ტრიალებდა. ხარბად შევისუნთქე ჰაერი და ვიგრძენი, როგორ დამახვია თავბრუ გაზაფხულის სასიამოვნო სურნელმა. თავი რაღაც უცნაურად, ბედნიერად ვიგრძენი. ქუჩას მივუყვებოდი და ხეების სიმწვანით ვტკბებოდი. ყველაფერი ირგვლივ ისეთი ლამაზი მეჩვენებოდა, მიკვირდა კიდეც აქამდე ამას რატომ ვერ ვამჩნევდი. გზაზე გადავდიოდი, როცა უეცრად კატის კნავილის ხმა შემომესმა, დაბლა დავიხედე და რას ვხედავ: პატარა, მობუზული და შეშინებული კნუტი შუაგზაზე მოკუნტულა და საცოდავად კნავის. გულმა ვერ მომითმინა და მასთან ჩავიცუცქე.
_ რა გაკნავლებს პატარავ? რატომ ზიხარ შუაგზაზე, ხომ შეიძლება მანქანამ გადაგიაროს? გზიდან გადადი! _ სიტყვის დამთავრება ძლივს მოვასწარი, რომ ჩემს უკან მკვეთრი მუხრუჭის ხმა გავიგონე. ადგილზე გავქვავდი, მხოლოდ ხელების სახეზე აფარება მოვასწარი. მეგონა უკვე გადამიარა მანქანამ და მოვკვდი.
_ გოგონა ცოცხალი ხარ? როგორ ხარ? _ მანქანის კარი გაიღო და იქიდან დაფეთებული ბიჭი გადმოხტა. თვალებში შევხედე და მეტყველების უნარი დავკარგე... ის ისეთი ლამაზი იყო, მარტო ანგელოზს თუ შევადარებდი _ მაღალი, შავგვრემანი, ულამაზესი თაფლისფერი თვალებით. მეგონა მართლა მოვკვდი და ჩემს წასაყვანად იყო მოსული.
_ გოგონა, შენ გეკითხები!
_ კარგად ვარ _ ძლივს წავილუღლუღე.
_ არა! ასე როგორ შეიძლება? თუ სიკვდილი გინდა სადმე სხვაგან მოიკალი თავი, მე რას მივარდები ბორბლებში?
_ მე უბრალოდ კატა დავინახე გაზაზე დაა...
_ იცი რა? არ მაინტერესებს რა დაინახე, გზიდან ჩამომეცალე! _ უხეშედ მომახალა და მანქანაში ჩაჯდა. ფისო ავიყვანე და გზის მეორე მხარეს გადავედი.
_ ეჰ ფისო! რა დასანანია... რა ლამაზია, მაგრამ უხეში. მანქანაც ისე გიჟივით დაჰყავს, წინ არც კი იყურება. _ ფისო ტროტუარზე დავსვი და გზა გავაგრძელე. ქუჩის ბოლოს ჩემი სასწავლებელიც გამოჩნდა. ეზოში უამრავი ხალხი შეკრებილიყო. მათშორის ჩემი თანაკურსელებიც იყვნენ და მათთან მივედი.
_ დიანაა! რა ლამაზი ხაარ! _ ჩემი მეგობრის ხმა მომესმა გვერდიდან.
_ ანუკი! _ თბილად გავუღიმე და გადავეხვიე _ ხომ არ აჭარბებ? ამ ძველ კაბაში ნამდვილი საფრთხობელა ვარ! _ შეწუხებულმა დავიხედე კაბაზე.
_ არა, რას ამბობ, ძალიან გიხდება _ ვიცოდი, რომ ეს მხოლოდ ნუგეშის სიტყვები იყო მისი მხრიდან და აღარაფერი ვუთხარი.
ფოიეში უაზროდ ვყურყუტებდი და ვნერვიულობდი, ანუკიც გაუთავებლად ლაპარაკობდა და არც კი ვუსმენდი, უბრალოდ ავტომატურად ვუღიმოდი და თავს ვუქნევდი. ნახევარი საათი ისევ უნდა გვეცადა, ამიტომ გადავწყვიტე დედასთვის დამერეკა და გამეგო გეგმები ხომ არ შეეცვალა. ეზოში გავედი და ნაცნობი მანქანა დავინახე. ეს ის ვერცხლისფერი მერსედესი იყო ცოტახნის წინ რამის, რომ გადამიარა. მისი პატრონიც იქვე სამ ბიჭთან ერთად მანქანას მიყრდნობოდა და ლუდს წრუპავდნენ. თავი ნერვიულად გადავაქნიე და ზურგი ვაქციე. ჩანთიდან მობილური ამოვიღე და დედას გადავურეკე.
_ რა მოხდა დიანა?! _ შეშფოთებული დედას ხმა შემომესმა ყურმილიდან
_ არა, არაფერი. მაინტერესებდა გეგმები ხო არ შეგეცვალა? დირექტორმა არ გაგანთავისუფლა?
_ არა ძვირფასო, ხომ იცი რანაირია. არაფრით არ გამოდის, მაგრამ კიდევ ვეცდები დავითანხმო. _ დამაიმედა დედამ.
_ კარგი! რომ იცოდე მე ყველაზე ბოლოს ვუკრავ და გაითვალისწინე, იქნებ მომისწრო.
_ კარგი, ვეცდები, გკოცნი _ გათიშვა ძლივს მოვასწარი, რომ უკნიდან ვიღაც მაგრად დამეჯახა და მობილური ხელიდან გამაგდებინა.
_ ოხ! არ მინდოდა გენაცვალე _ ირონიულად მომაძახა შავგვრემანმა ანგელოზმა და თავის ამფსონებთან ერთად სიცილ-ხარხარით გააგრძელა გზა. სასწავლებლის შენობაში შევიდნენ და თვალს მიეფარნენ. როგორც ჩანს ისიც აქ სწავლობს ან ვინმესთან არის მოსული კონცერტზე. მობილური ძირიდან ავიღე და მეც შენობაში შევედი. საკონცერტო დარბაზი თითქმის სავსე დამხვდა, ადგილი მხოლოდ ბოლო რიგში იყო დარჩენილი და ვიღაცის გვერდით ჩამოვჯექი. კონცერტი დაიწყო, მონაწილეები ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდნენ და უკრავდნენ. რამდენიმე მათგანი ისე მომეწონა, რომ ვიფიქრე მათ კონკურენტობას ვერც კი გავუწევდი. ვიგრძენი როგორ მემატებოდა ღელვა, რომელიც უკვე ისტერიულ ნერვიულობად მექცა.
სკამზე ვეღარ ვისვენებდი, დამშვიდებას ვცდილობდი, მინდოდა ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და ისღა მოვიფიქრე, რომ ნოტები ამომეღო და ნაწარმოებისთვის გადამეხედა. ჩანთაში ქექვის დროს უნებურად ხელებზე დავიხედე, რომელიც შიშისგან სულმთლად გალურჯებული მქონდა. პანიკამ შემიპყრო და ფეხზე წამოვხტი, მინდოდა უკან მოუხედავად გავქცეულიყავი დარბაზიდან.
_ ფრედერიკ შოპენი _ ფანტაზია-ექსპრომტი, ასრულებს მეორე კურსის სტუდენტი _ დიანა მიქაძე! _ ჩემი სახელის გაგონებაზე ადგილზე გავშეშდი. ჩემი გამოსვლის ჯერიც მოახლოვდა, უკან ვეღარ დავიხევდი და ვეცადე დავმშვიდებულიყავი. სცენისკენ წავედი და შუა რიგებთან ჩავლის დროს რამდენიმე ადამიანის სიცილის ხმა შემომესმა. მივიხედე და ისევ ის ოთხი ჩერჩეტი ბიჭი დავინახე ეზოში, რომ დამცინოდა. ვიცოდი, რომ ამჯერადაც მე ვიყავი მათი სიცილის მიზეზი და საშინლად გავბრაზდი. ვითომ რა ეგონა ამ ოთხ, თვითკმაყოფილ იდიოტს, რომ ჩემზე რამით მაინც იყვნენ უკეთესები? ნერვიულობა სიბრაზემ შეცვალა, ისეთი შემართებით ავედი სცენის პატარა კიბეებზე თითქოს დუელში გამომიწვიეს და საკუთარი ღირსების დასაცავად მივემართებოდი მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად. როიალთან სკამი გავასწორე და როგორც კი დავჯექი ცოტა დავმშვიდდი. ბოლოს და ბოლოს მათზე გამწარებულს საცოდავ როიალზე რატომ უნდა მეყარა ჯავრი? პირველივე ოქტავა შემართებით ავიღე, შემდეგ კი... ჩემი თითები ისე სწრაფად და ნაზად გაფრინდნენ კლავიშებზე, როგორც მინდორში ჭრელი პეპლები. ისე ადვილად დარბოდნენ და დასრიალებდნენ კლავიატურაზე, თითქოს პატარა ლიფსიტები სრიალებდნენ მდინარეში. მელოდიას ხან ზღვასავით ვაღელვებდი, ხანაც ვამშვიდებდი და პატარა ბავშვივით ვვეფერებოდი კლავიატურას. მთლიანად გამიტაცა მუსიკამ და ირგვლივ ვეღარავის ვამჩნევდი,ისეთი სიჩუმე იდგა, თითქოს დარბაზში მხოლოდ მე და როიალი დავრჩით. მინდოდა ეს იდილია კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო, მაგრამ უკვე ბოლო, დამამთავრებელი აკორდიც ავიღე. მერე ხელები ნაზად ჩამოვუშვი მუხლებზე და სკამზე გავქვავდი. პირველმა ტაშმა შემაკრთო და გონს მომიყვანა, მივხვდი, რომ ყველაფერმა ჩაიარა, მაგრამ დამშვიდების მაგივრად უფრო ავნერვიულდი. ადგომა და კიბეებზე ჩამოსვლა ძლივს მოვახერხე. სცენაზე წამყვანი გოგონა გამოჩნდა და ღიმილით გამოაცხადა _ კონცერტი დამთავრებულია! მადლობთ მობრძანებისთვის. მონაწილეების საყურადღებოდ: ჟიურის გადაწყვეტილებას მოსაცდელში დაელოდეთ! _ ბოლო სიტყვები ჩემთვის უფრო ასე ჟღერდა: “ ჟიურის განაჩენს მოსაცდელში დაელოდეთ!” რადგან მე სწორედ, რომ განაჩენივით ველოდებოდი მათ გადაწყვეტილებას. დარბაზიდან გასვლის დროს კართან ანუკი შევამჩნიე, აღელვებული ათვალიერებდა ხალხს, ალბათ მე მეძებდა. დამინახა და ჩემსკენ ღიმილით წამოვიდა.
_ დიანაა! არაჩვეულებრივად დაუკარი, გილოცავ!
_ მგონი ცოტა ნაადრევად მილოცავ _ უიმედოდ გამომივიდა, მაგრამ მართლა ასე ვთვლიდი. არასოდეს მიყვარდა ნაადრევი სიხარული. ეს ანუკიმაც იგრძნო და მოიწყინა. _ შედეგს მეც შენთან ერთად დავუცდი. ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ. Kონცერტის დაწყებამდე გელოდებოდი გარეთ, მერე კი მეტიჩარა თიკამ შემათრია დარბაზში. ხომ იცი იმ გოგოს ატანა არ მაქვს, მაგრამ სხვა გზა აღარ მქონდა სასწავლო ნაწილი თვალებს გვიბრიალებდა _კონცერტი იწყება და მალე დაჯექითო. ხო და ვეღარ დაგიცადე, ბოდიში _ დამნაშავესავით მოიბუზა და თავი დახარა.
_ ანუ, დამშვიდდი! არ გსაყვედურობ. ისე მოიქეცი, როგორც საჭირო იყო. _ გავუღიმე და დავამშვიდე მეგობარი. მართლა არ მწყენია, ალბათ იმიტომ, რომ თავს მოსაწყენ ადამიანად ვთვლი, ანუკი კი ისეთი მხიარული და აქტიურია. მიკვირს ჩემთან საერთო რა ნახა? Aლაპარაკი ანუკის მობილურის ხმამ გაგვაწყვეტინა.
_ დედაჩემი მირეკავს _ თვალები გადაატრიალა ანუმ. მერე კი ნერვიული ხმით უპასუხა. _ ხოო, რა იყო დედა? _ გვერძე გავიდა და ლაპარაკი გააგრძელა. ანუკის და დედამის მთლად კარგი ურთიერთობა ვერ ჰქონდათ. ანუკის მშობლები ეთმანეთს რამდენიმე წელია რაც გაეყარნენ. მათი შემთხვევა სუფთა კლასიკური ისტორია იყო: დედას არ უნდოდა, რომ შვილს მამასთან ჰქონოდა ურთიერთობა, რადგან მამამის სხვა ქალი ჰყავდა. ამის მიუხედავად ანუკი მაინც ახერხებდა მამასთან შეხვედრას, რასაც დედამისი წყობიდან გამოჰყავდა და სახლში ამის გამო კონცერტებს უმართავდა საწყალ გოგოს. ცოტახანში ანუკი უკან შეწუხებული სახით დაბრუნდა და მივხვდი, რომ ისევ რაღაც მოხდა.
_ დიანა, მაპატიე. დედაჩემს ისევ პრობლემები აქვს მამაჩემთან და სახლში მომიწევს წასვლა.
_ რას ამბობ, რას მებოდიშები? მე ისეთი არაფერი მჭირს, რომ აქ გაყურყუტო. თანაც სახლსში ჩემზე მეტად სჭირდები მშობლებს. _ ნუგეშის ნიშნად მხარზე მოვეფერე.
_ კარგი, მშინ მე გავიქცევი და სახლში რომ მიხვალ დამირეკე, ხომ იცი როგორ მაინტერესებს შედეგები?
_ კარგი, გპირდები, რომ გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ ხვალ, დედაჩემის გამომცხვარ ნამცხვარზე და ყავაზე. _ მისი გამხიარულება ვცადე და დამშვიდობების ნიშნად ერთმანეთ გადავეხვიეთ. მოსაცდელში ყოფნა უკვე აუტანლად მეჩვენებოდა,ყველა მონაწილეს ვიღაც ახლდა, ზოგს დედა, ზოგს ამხანაგი ან ნათესავი. ირგვლივ მარტო სანუგეშო სიტყვები მესმოდა, ყველა ერთმანეთს ანუგეშებდა და ამშვიდებდა, მხოლოდ მე ვიდექი ეულად. “ დედა სად ხარ?” გავიფიქრე გუნებაში და თავი პირველად ვიგრძენი ასე მარტოდ. მისი აქ ყოფნა და ნუგეში ახლა ისე მჭირდებოდა, როგორც არასდროს. მოლოდინის მტანჯველმა ნახევარმა საათმაც გაიარა და დარბაზიდან ახალგაზრდა გოგო გამოვიდა, რომელმაც რაღაც ფურცელი გამოიტანა და სტენდზე გამოაკრა. მოსწავლეების მთელი არმია მიაწყდა სტენდს და მივხვდი, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. საშინლად ავნერვიულდი, მეშინოდა, რომ იმ ფურცელზე ჩემს სახელს ვერ ვნახავდი და იმედი საბოლოოდ გამიცრუვდებოდა. როგორღაც მოვერიე საკუთარ თავს და სტენდთან მივედი. გახარებულ მოსწავლეებს ისეთი კივილი აეტეხად, რომ თავი ამტკივდა და გადავწყვიტე სიისთვის აღარ შემეხედა. უცბათ ჩემი ერთ-ეთრთი ჯგუფელი გახარებული მომვარდა და გადამეხვია_ დიანა! სიაში ხარ! გილოცავ დიანა! _ გაოცებული სტენდისკენ შევტრიალდი, რომ დავრწმუნებულიყავი. სიაში პირველლი მე ვეწერე! მოულოდნელი სიხარულისგან ენა ჩამივარდა, როცა მილოცავდნენ ემოციებსაც კი ვერ გამოვხატავდი.Mმოსაცდელი ხალხისგან ნელ-ნელა იცლებოდა, მე კი გაოცებული, ისევ სტენდზე გამოკრულ სიას მივშტერებოდი.
_ დიანა მიქაძე! _ მომესმა დარბაზის მხრიდან. კართან სასწავლო ნაწილი იდგა და თბილად მიღიმოდა. _ შეიძლება ერთი წუთით? რაღაც მაქვს სათქმელი. _ მისი ტონით მივხვდი, რომ რაღაც დადებითი უნდა ეთქვა, ცოტა დავმშვიდდი და მივუახლოვდი.
_ დიახ, რა თქმა უნდა.
_ მინდა გითხრა, რომ დღეს მოლოდინს გადააჭარბე, შეუდარებლი იყავი. დარწმუნებული ვარKკონსერვატორიის მაყურებელსაც ისევე მოხიბლავ, როგორც დღეს ჟიურის წევრები მოხიბლე. მთხოვეს შენთვის გადმომეცა, რომ აღფრთოვანებულნი არიან შენით და წარმატებებს გისურვებენ. _ ასეთ შექებას ნამდვილად აღარ ველოდი და მეტისმეტი ბედნიერებისგან თავბრუც კი დამეხვა. დაბნეულმა მადლობის მოხდა ძლივს მოვახერხე და წამოვედი. ვგრძნობდი ბედნიერებისგან როგორ მივფრინავდი ცისკენ, ასე მეგონა მიწაზეც აღარ ვადგავდი ფეხს. შენობიდან გამოვედი, უკვე შებინდებულიყო და ეზოშიც არავინ დამხვდა. ტელეფონის ხმაზე შევკრთი, ეკრანს დავხედე და დედას ნომერი ეწერა.
_ დედა!
_ დიანა! რა ქენი? როგორ ხარ? სად ხარ? _ მომესმა დედას ნერვიული ხმა და გამეცინა. _ დედა, დაწყნარდი! ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ შენი იღბლიანი კაბის ჩაცმა ალბათ კიდევ მომიწევს, ოღონდ კონსერვატორიის დიდ სცენაზე!
_ რაა?! ნუთუ... ვიცოდი! ვიცოდი! ასეც უნდა ყოფილიყო, შენ საუკეთესო ხარ! ხომ გეუბნებოდი ძვირფასო.
_ ხოო დედა, ახლა ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე გეტყვი, რომ მართალი ხარ. დანარჩენს სახლში მოგიყვები კარგი?
_ სად ხარ? უკვე მოდიხარ?
_ ხოო, ახლა სასწავლებლის ეზოში მარტო ვდგავარ და წამოსვლას ვაპირებ.
_ მარტო დიდხანს ნუ გაჩერდები, უკვე ბნელა და საშიშია. სამსახურიდან მოვდივარ და სახლში დაგელოდები! _ მითხრა და ტელეფონი გავთიშე. წასვლა დავაპირე როცა ეზოში, სიბნელეში ოთხ ლანდს მოვკარი თვალი. თვალი მოვარიდე და ეზოს გასასვლელისკენ გზა გავაგრძელე. ოთხი ბიჭი სიბნელიდან გამოვიდა და სიცილით ჩემსკენ წამოვიდნენ. საფრთხე ვიგრძენი და ნაბიჯს ავუჩქარე, მინდოდა გასასვლელთან მიმესწრო და გავქცეულიყავი, მაგრამ მიმასწრეს და გზა გადამიღობეს. მიახლოვებისთანავე ვიცანი ოთხეული და ადგილზე გავშეშდი. მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ჰქონდათ ჩაფიქრებული და თავში გაქცევის გეგმებს ვაწყობდი. თუმცა ვიცოდი, მათგან გაქცევა შეუძლებელი იყო და პანიკურმა შიშმა ამიტანა.
_ ბიჭებო! შეხედეთ ვინ მოსულა? _ დაიწყო შავგვრემანმა _ ეს ის გოგოა ცოტახნისწინ გზაზე რამის, რომ დამამტვრია. აი ის, მე რომ გიყვებოდით.
_ როგორ არა, ვიცანით _ აჰყვა ქერა ბიჭიც _ მერე ზუსტად ამ ეზოში ხელიც გკრა და რამის წაგაქცია.
_ ხოო და კიდევ დარბაზში მუსიკის მოსმენაც არ გვაცალა ისე იცინოდა. _ თქვა მესამემ. ჩემს გარშემო წრე შეკრეს და თავს სვავებივით დამტრიალებდნენ.
_ გოგონა! იქნებ გვითხრა, უკან რატომ დაგვდევ, სხვა საქმე არ გაქვს? _ მომიბრუნდა ისევ შავგვრემანი.
_ ვერ გავიგე რა გინდათ, თქვენ საქციელს მე რატომ მაბრალებთ?
_ ამით იმის თქმა გინდა, რომ იქით დაგდევ? არა, გაიგეთ ბიჭებო რა თქვა?
_ წადით, სადმე სხვა გასართობი იპოვეთ, თქვენნაირი უსაქმურების ატანა არ მაქვს! _ ჩავილაპარაკე და წრის გარღვევა ვცადე. გზა ქერამ გადამიკეტა.
_ რა გვიწოდე? და საერთოდ როგორ გველაპარაკები?
_ გამატარე!
_ აბა, სცადე _ მითხრა და ჩანთა წამართვა. წართმევა ვცადე, მაგრამ ჩემს ჩანთას ერთმანეთში, აქეთ-იქით დაუწყეს სროლა.
_ მომეცით! რა გინდათ ჩემგან? დამიბრუნეთ ჩანთა!
_ მაშინ დაგიბრუნებთ, როცა ბოდიშს მოგვიხდი!
_ ბოდიში მოგიხადოთ?... თქვეენ? _ მივხვდი, რომ ხვეწნას აზრი არ ქონდა, მათაც სწორედ ეს უნდოდათ _ ჩემი დამცირება და გადავწყვიტე თავი არ დამემცირებინა. _ ჯანდაბაშიც წასულხართ! _ გამწარებულმა მივაძახე და ახლა საპირისპირო მხარეს ვცადე წრის გარღვევა.
_ ე-ე, სად მიდიხარ? ჯერ ერთმანეთი არც კი გაგვიცვნია _ ახლა შავგვრემანი გადამიდგა წინ.
_ დამიბრუნეთ ჩანთა და გამატარეთ!
_ ვერ გაიგე? სანამ ბოდიშს არ მოიხდი ვერსადაც ვერ წახვალ! _ მანაც ქერათმიანივით გამიმეორა და ხელით უკან მიბიძგა. მივხვდი, რომ ასე უბრალოდ არსად გამიშვებდნენ და საბრძოლველად მოვემზადე. მივტრიალდი და რაც ძალა მქონდა ქერათმიანს ჩანთა გამოვგლიჯე და თავში მთელი ძალით ჩავარტყი. მერე დავინახე, რომ ჩემსკენ მეორე წამოვიდა მის დასახმარებლად და თავის დასაცავად იმასაც მოვუქნიე ჩანთა, მაგრამ აიცდინა და შემეშვა. მივხვდი, რომ ახლა მომენტით უნდა მესარგებლა და გავქცეულიყავი, მაგრამ შავგვრემანი აშკარად ჩემს გაშვებას ისევ არ აპირებდა. ჩემს პირდაპირ გაუნძრევლად იდგა და დაძაბული მიყურებდა. გადავწყვიტე მასზეც მომეწყო თავდასხმა, რომ მერე გაქცევა შემძლებოდა.
_ გირჩევნია გამატარო! _ ჯერ დამუქრება ვცადე.
_ და, რომ არ გაგატარო? _ ირონიულად გამიღიმა, რამაც უფრო მეტად გამომიყვანა წყობიდან და გამწარებული, მთელი ძალით მისკენ გავქანდი. მინდოდა მისთვის ხელი მეკრა და ჩანთა ჩამერტყა, მაგრამ ის მოულოდნელად გვერძე გახტა, მე კი თავი ვერ შევიკავე, ფეხი რაღაცას წამოვკარი და პირდაპირ ბარდიულზე დავეცი. თავი საშინლად მეტკინა, მგონი რაღაცას დავარტყი, ვიგრძენი, რომ ირგვლივ ყველაფერი ბუნდოვანი გახდა და მერე გონებაც დავკარგე...

<> <> <>

დავინახე როგორ დაეცა გოგონა მიწაზე და აღარ განძრეულა. მეგონა რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული და როგორც კი მივუახლოვდებოდი თავს დამესხმებოდა.
_ ღმერთო! ეს რა იყო აა? სახე ნამდვილი ანგელოზისა აქვს და თურმე რა ველური ყოფილა. თავში ისეთმა ჩამცხო, ალბათ ტვინი შემერყა _ ბუზღუნებდა ჩემს უკან ნიკა.
_ შენ მაგის გარეშეც გქონდა ტვინი შერყეული იდიოტო! _ აუყვირდა ლევანი.
_ ბიჭებო, გეყოთ ჩხუბი და აქ მოდით! _ ცოტა ამანერვიულა გოგოს უცნაურმა საქციელმა. _ არ ინძრევა... რა ვქნათ? _ შეშინებულმა გადავხედე ლევანს. ის ერთადერთი იყო ვინც ასეთ მომენტში ხუმრობას არ დაიწყებდა და რამე ჭკვიანურს მეტყოდა.
_ უნდა შევამოწმოთ
_ ლევან, გაგიჟდი? რომ წამოხტეს და ისევ თავს დაგვესხას? _ უკან დაიხია დათომ.
_ იქნებ ჩაეძინა? _ მივხვდი, რომ ანერვიულებულმა რაღაც სისულელე ვთქვი და ჩემს თავზე გამეღიმა.
_ მერე შენც აკოცე და გაიღვიძებს _ დამცინა ნიკამ. ლევანი კი ამდროს გოგოს გვერდით ჩაცუცქულიყო და რაღაცას ყურს უგდებდა. მერე კი გაფითრებულმა შემომხედა და თქვა _ ჯანდაბა! ... არ სუნთქავს...
_ არა, რას ამბობ? _ შეშინებული ნიკა ახლოს მივიდა _ იქნებ ჩვენი შეშინება უნდა და თავს იკატუნებს?
_ არა, არა, მართლა არ სუნთქავს, შევამოწმე. _ ლევანის ნაქვამს ყურადღება არ მიაქცია ნიკამ და გადაწყვიტა თავად შეემოწმებინა, ამიტომ გოგოს სახესთან ხელის გული მიიტანა და ცოტახანს ასე იჯდა. მერე შეშინებული ფეხზე წამოხტა და შემომხედა
_ მართლა არ სუნთქავს... წავედით! აქაურობას უნდა მოვშორდეთ!
_ არა! ხელოვნურ სუნთქვას ჩავუტარებ და გადარჩება _ ვუთხარი და გოგოს მივუახლოვდი. ისეთი ლამაზი იყო... აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე? სახე მიტკალივით თეთრი ჰქონდა და მძინარე მზეთუნახავს ჰგავდა, რომელიც საყვარელი ადამიანის ამბორს ელოდებოდა.
_ ლაშა! რას აკეთებ?! ვერ გაიგე? ჩქარა, წავედით! _ მიყვირა ლევანმა, მხარში ხელი ჩამავლო და ფეხზე წამომაყენა.
_ ლევან! მაცალე გთხოვ, მისი გადარჩენა შეიძლება _ სასოწარკვეთილმა ვიყვირე და ვცადე ხელებიდან დავსხლტდომოდი, თუმცა ისე მაგრად მიჭერდა, ვერაფერი მოვახერხე
_ არ გინდა, მაინც ვეღარ უშველი. სისულელეს თავი დაანებე და გავიქცეთ, ვინმემ არ მოგვისწროს _ მასთან და დათოსთან ჭიდაობას თავი დავანებე და ბედს დავმორჩილდი. ბიჭებთან ერთად მანქანაში ჩავჯექი და უკანმოუხედავად გავიქეცით იქიდან.
ბარში ვიჯექი და ჭიქას ჭიქაზე ვცლიდი. მინდოდა ისე დავმთვრალიყავი, რომ საკუთარი სახელიც კი არ გამხსენებოდა. ალბათ ამის დავიწყებას უფრო ადვილად შევძლებდი, ვიდრე იმას, რომ დღეს მკვლელი გავხდი! არა და ეს ყველაფერი ვითომ ბავშვური ხუმრობა უნდა ყოფილიყო, უბრალოდ მისი ცოტათი შეშინება გვინდოდა და აი, რით დამთავრდა ყველაფერი! მკვლელებიც გავხდით, უფრო სწორად მკვლელი მე გავხდი, იმიტომ რომ გაქცევის საშუალება არ მივეცი და ჩემს გამო წაიქცა. ის ლამაზი არსება მე მოვკალი! მე მოვუღე ბოლო მის ლამაზ სიცოცხლეს. როცა პირველად დავინახე მისი მშვენიერი მწვანე თვალები, რას ვიფიქრებდი, რომ მათი სამუდამოდ დახუჭვის მიზეზი მე გავხდებოდი. ღმერთო! ეს რა ჩავიდინე? რა მინდოდა მისგან? ეს რატომ გავაკეთე? არასოდეს გაქრება ჩემი მეხსიერებიდან მისი შეშინებული თვალები, რომლებიც მეხვეწებოდნენ და შეწყალებას მთხოვდნენ, მე კი სასტიკად მოვექეცი და სიკვდილისთვისაც გავიმეტე. არ უნდა მიმეტოვებინა, უნდა დავრჩენილიყავი და მებრძოლა მისი სიცოცხლის გადასარჩენად.


sofkaთარიღი: ოთხშაბათი, 2011-01-05, 10:50 PM | შეტყობინება # 241
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
ვაიმე ბავშვებო უღმესი მადლობა მოლოცვისთვიიიის!!! 31 დეკემბრის მერე ვეღარ შემოვედი და დღეს რომ შემოვედი პირდაპირ გადავირიე აქ ასეთი სიახლეები რომ დამხვდა surprised surprised surprised surprised მართლა არ ველოდი გამარჯვებას და მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემთვის ეს ყველაფერი surprised surprised surprised surprised კიდევ ერთხელ დიდი, არა ყველაზე დიდი და გრანდიოზული მადლობა, ჩემს საყვარელ და ერთგულ მკითხველებს, ძალიან მიყვარხაააააათ! snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka

ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

☆AnasteishA☆თარიღი: ოთხშაბათი, 2011-01-05, 10:56 PM | შეტყობინება # 242
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
sofka, gilocav sooof, namdvilad imsaxurebdi!!! axali tavi mindaa, dzalian menatreba sheni fikis kitxvaaa


sofkaთარიღი: ოთხშაბათი, 2011-01-05, 11:02 PM | შეტყობინება # 243
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
AnasteishA, მადლობა სიხარულო :*:*:* ეხლა ცოტა მოვიცალე მგონი და ვეცდები დიდხანს არ გალოდინოთ wink snegurochka snegurochka snegurochka snegurochka

ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

dodoთარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-06, 1:46 PM | შეტყობინება # 244

267
66  +
69  ±
   ±
Offline
au mec minda axali taviii:]]]]

HellRiderთარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 3:01 PM | შეტყობინება # 245

83
12  +
47  ±
   ±
Offline
გენიოსი ხარ, სიტყვები არ მყოფნის smile

Inimical

Jack♥sparrowთარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 7:21 PM | შეტყობინება # 246
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
agrtgrtgprtgrtovanebuli vaaaaaaaarrrrr vaimeeee sityvebi ar myopnis ena chamivaaaarddddaaa smile vaimeee............. unichieresiiiiiiiiiiiiiiiii vaimee............ sheni fani var dzaan nichieri xaaar smile smile


sofkaთარიღი: კვირა, 2011-01-09, 3:45 PM | შეტყობინება # 247
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
smileysmiley, HellRider, უღრმესი მადლობააა! :*:*:*:*

ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

sofkaთარიღი: კვირა, 2011-01-09, 3:48 PM | შეტყობინება # 248
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
თავი 17.

- მითხარი... რატომ არიან ქალები ასეთი დაუნდობლები?
- ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ, კაცები ნამდვილი ეგოისტები და მოღალატეები ვართ.
- მაშინ იქნებ ისიც მითხრა... რა ჰქვია ქალს რომელიც გღალატობს?
- ლაშა... კარგი რა, გეყოფა! ხომ გითხრა, რომ შენ ეგონე და მხოლოდ გაუგებრობა მოხდა.
- არა, მე ის მაცოფებს, რომ მისი ტუჩები ჩემსაში აერია...
- ნუ ალბათ ასეთი რაღაცეებიც ხდება... - დაიბნა ლევანი - მაგრამ მთავარი ის არის, რომ უყვარხარ... ერთი ეს მითხარი, დიანა დღეს არ უნდა გამოეწერათ საავადმყოფოდან?
- ხო, ალბათ უკვე სახლშია... - დამნაშავესავით ჩავღუნე თავი.
- მერე აქ რას აკეთებ?
- მისვლა ვერ გავბედე...
- არა რა, ახლა ნიკას ვეთანხმები, ნამდვილი იდიოტი ხარ!
- ბოლოს რომ ვნახე ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს თვალებში მიყურებდა და მხედავდა. ლევან... მისი მზერა რომ მახსენდება მინდა მუხლებზე დავუჩოქო და ვემუდარო მაპატიოს... თუ კიდევ ერთხელ მაინც შემომხედავს ასე ვეღარ გავუძლებ და მართლა ასე მოვიქცევი.
- ხოო... მძიმე შემთხვევაა... მაინც როდის გამოუტყდები ყველაფერში?
- მორჩა! დღესვე მივალ მასთან და ყველაფერს ვაღიარებ, მოხდეს რაც მოსახდენია... შენი აზრით მაპატიებს?
- რა ვიცი? გულახდილად რომ გითხრა მე მის ადგილზე არ გაპატიებდი... ნუ... თუ გაპატიებდი მაშინვე არა, ჯერ სიფათს კარგად გაგილამაზებდი, ესეც შენთვის უკეთეს შემთხვევაში... გოგოებს კი რას გაუგებ? როცა გგონია რომ არ გაპატიებს იქით კისერზე გეკიდება, ან პირიქით... მოკლედ მარტის თვესავით ცვალებადი ხასიათები აქვთ, წინასწარ ვერ გაიგებ თავში რა წამოუვლით.
- ბიჭებს გაუმარჯოს! - სარეპეტიციო ოთახში მხიარულად შემოხტა ვიკა.
- შენ აქ ვინ დაგპატიჟა? - უკმაყოფილოდ ჩავიბურტყუნე.
- დაპატიჟება როდის აქეთ მჭირდება? არა ლევან? - თვალი ეშმაკურად ჩაუკრა ლევანს, თუმცა მან პასუხი არ გასცა და თვალიც აარიდა მის თავხედურ ქცევას.
- ვიკა... რა გინდა? რისთვის მოხვედი, ისევ ნერვები უნდა დამაწყვიტო?
- არა, მხოლოდ სალაპარაკო მაქვს... ლევან შეგიძლია მარტო დაგვტოვო?
- ლევანი ვალდებული არ არის შენი გამოხტომბი აიტანოს!
- ლაშა, დაწყნარდი, მე ისედაც ვაპირებდი გასვლას, კაფეში ბიჭები მიცდიან... მშვიდად ისაუბრეთ - სკამიდან სასწრფოდ წამოდგა და გარეთ გავიდა.
- მაშ ასე! როგორც იქნა მარტო დავრჩით - გამარჯვებულის სახით მომიახლოვდა და ხელები კისერზე შემომხვია.
- ჯობია პირდაპირ საქმეზე გადახვიდე, ბევრი დრო არ მაქვს.
- ოო... როგორი სულსწრაფები და მოუთმენლები ვართ - კოცნა დამიპირა და ცივად მოვიშორე.
- არ ვხუმრობ, სათქმელი დროზე მითხარი და მოშორდი აქედან!
- კარგი, როგორც გინდა... მოკლედ, აქ იმისთვის მოვედი, რომ დიანაზე რაღაც უნდა გითხრა...
- ნუთუ? - ირონიულად გადავხედე.
- ისეთი რამ ვიცი მასზე, რაც შენ ჯერ არ იცი.
- რას მელაპარაკები? და რა უნდა მითხრა დიანაზე ისეთი, რაც ჯერ არ ვიცი?
- ლაშა! ირონიას თავი დაანებე და სერიოზულად მიიღე ჩემი ნათქვამი... ნუ დაგავიწყდება, რომ ოპერაციის ამბავი მე რომ არ მეთქვა ვერც გაიგებდი. ასე რომ დიანა კიდევ გიმალავს რაღაცას.
- რას?
- ოო... უკვე დავინტერესდით?
- გეყოფა მაიმუნობა და მითხარი რაც იცი!
- გეტყვი, ოღონდ ერთი პირობით... - მითხრა და ეშმაკურად აუციმციმდა თვალები - ჯერ უნდა მაკოცო!
- ვიკა ნუ ბავშვობ, უკვე ყელში ამომივიდა შენი გამოხტომები
- კარგი რა! მხოლოდ ერთი კოცნა... სულ პაწაწუნა...
- არა მეთქი! - გაცხარებულმა ვუყვირე და იქვე სკამზე ჩემოვჯექი.
- ხომ გინდა დიანაზე სიმართლე გაიგო?
- უკვე აღარ მაინტერესებს და მგონი არც არაფერი იცი, უბრალოდ მეთამაშები.
- ცდები! არ გეთამაშები და ისიც ვიცი, რომ ინტერესით კვდები ისე გინდა გაიგო - მომიახლოვდა, მერე კი კალთაში ჩამიჯდა და ხელები კისერზე ნაზად შემომხვია.
- მხოლოდ ერთი კოცნა, მეტს არაფერს ვითხოვ... ჩათვალე, რომ ინფორმაციისთვის საფასურს იხდი - მითხრა და ჩემს ტუჩებს ხარბად დაეწაფა...


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

sofkaთარიღი: კვირა, 2011-01-09, 3:51 PM | შეტყობინება # 249
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
<> <> <>
დედაჩემი და მამაჩემი ისე იყვნენ კამათით გართულები, რომ ვერც კი შეამჩნიეს სასტუმრო ოთახიდან როგორ გამოვედი. ეკა სამზარეულოში ნერვიულობდა, ანუკი და სერგი კი აწყნარებდნენ. მეც დრო ვიხელთე და სახლიდან გავიპარე... მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ შოკში ვიყავი მამაჩემის გამოჩენით, ფიქრებით მაინც ლაშასთან ვიყავი და უზომოდ მინდოდა დღესვე მენახა. ჯერ კიდევ საავადმყოფოში გადავწყვიტე, რომ როგორც კი გამომწერდნენ, იმ დღესვე ვეტყოდი, რომ ყველაფერი ვაპატიე და უზომოდ მიყვარს.
სასწავლებელში, დერეფანში სულელივით ვიდექი სარეპეტიციო ოთახის კართან და შიგნით შესვლას ვერ ვბედავდი.
- რა სულელი და მშიშარა ვარ! უბრალოდ შევალ და ყველაფერს ვეტყვი...
თავი ხელში ავიყვანე, გამბედაობა მოვიკრიბე და ოთახში შევედი, სადაც ისეთ სცენა დამხვდა, რომ ადგილზე გავშეშდი: ლაშას ვიკა კალთაში ეჯდა და ერთმანეთს კოცნიდნენ. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს თავზე ცივი წყალი გადამასხეს და ლამაზი სიზმარიდან გამომაფხიზლეს, ჩემი გული კი თითქოს ვიღაცამ ხელით მაგრად გაწურა... ჩემს დანახვაზე წამით ორივე ადგილზე გაიყინა.
- დიანა? - ვიკა სასწრაფოდ მოიშორა და დაბნეული ფეხზე წამოხტა - მე და ვიკამ სწორედ ახლა დავამთავრეთ რეპეტიცია და... ხო, მართლა როგორ მოხვედი? ანუკიმ მოგიყვანა? მე რატომ არ დამირეკე?
- სიურპრიზის გაკეთება მინდოდა შენთვის... მგონი გამომივიდა - საკუთარ თავზე გამეცინა და სიმწრის ცრემლები გადმომცვივდა, მერე კი ვიკას ჩავხედე დამცინავ თვალებში - მართალი იყავი, არანაირი სიყვარული არ არსებობს! უბრალოდ შეგეძლო პირდაპირ გეთქვა, რომ ერთად ხართ... - მანაც კმაყოფილი ღიმილით გამიღიმა და სულაც აღარ ჩანდა ისეთი შეწუხებული, როგორც მაშინ, საავადმყოფოში იყო.
- შენ რა... ყველაფერს ხედავ? - შეშინებული მიყურებდა როცა თვალი გავუსწორე - ესეიგი ხო! - თქვა და სახეზე სიმწრის ღიმილმა გადაჰკრა. - დიანა, შენ... შენ არასწორად გაიგე ყველაფერი...
- მართლა?
- რა თქმა უნდა, მე ახლავე ყველაფერს აგიხსნი... რაც ახლა დაინახე ეს ის არ არის რასაც ფიქრობ...
- და შენ იცი რას ვფიქრობ?
- არა, მაგრამ ვხვდები რაც იფიქრე და ეს მართალი არ არის, გესმის? მოკლედ, რაც შენ დაინახე, ის არ არსებობს და...
- იქნებ მორჩე ტყუილებს? მართალია ადრე ეს კარგად გამოგდიოდა, მაგრამ ახლა როგორც იტყვიან: ყველაფერი საკუთარი თვალით დავინახე... - ვუთხარი და ოთახიდან გავვარდი. დერეფანში გაოცებული მასწავლებლები და მოსწავლეები მხვდებოდნენ, კიბეები შეშლილივით ჩავირბინე...
- დიანა!!! - გამწარებულმა დაიყვირა მეორე სართულზე ლაშამ და უკან დამედევნა. შენობიდან სირბილით გავედი, მინდოდა გავქცეულიყავი და მოვმკვდარიყავი, მაგრამ ეზოში გასულს წამომეწია და მკლავში ხელი მტაცა.
- ხელი გამიშვი! - ისტერიული კივილი აღმომხდა და ხელი ვკარი, ის კი არ მეშვებოდა და წინ გადამიდგა.
- დიანა!
- რა? ასე იდგები? - ვყვიროდი ბოლო ხმაზე - ასე ნუ განიცდი, პოლიციაში არ გიჩივლებ, ნუ გეშინია!
- მაგის არც მეშინია! გესმის? არ მეშინია!
- აბა რა გინდა, თავს რატომ არ მანებებ?!
- დიანა... - ჩემთან მოახლოება დააპირა, მე კი ისევ ისტერიულად ვიყვირე და გვერდზე გავხტი.
- არ მომეკარო! - საცოდავი სახით მიყურებდა და სახე ასწითლებოდა. - ერთი ეს მითხარი, ოღონდ გულახდილად... ხშირად დამცინოდით შენ და ვიკა, როცა ბრმა ვიყავი? - ვერაფერი მიპასუხა, თვალებშიც კი ვერ მიყურებდა ისე მიხუტებოდა შენობის კედელს. გვერდი ავუარე და წასვლა დავაპირე.
- დიანა! - ხავილივით აღმოხდა ისევ ჩემი სახელი.
- რა?! რა დიანა?! - მოვუბრუნდი გაცეცხლებული - შენ ხომ მეუბნებოდი? ხომ მარწმუნებდი? ხომ მეფიცებოდი, რომ გიყვარდი?! - მუშტები დავუშინე მის მკერდს და გამწარებული ვყვიროდი.
- მიყვარხარ დიანა! მიყვარხარ! - ისიც ჩემთან ერთად ღრიალებდა. ჩემი გულში ჩაკვრა სცადა, მაგრამ არ დავნებდი, მაშინვე ხელი ვკარი, ის კი ჩემს წინ მუხლებზე დაეცა და სასოწარკვეთილი მემუდარებოდა - მაპატიე! დიანა მაპატიე! გემუდარები! - ფეხებზე მომეხვია და ცრემლად იღვრებოდა... ჩემი სიზმარი გამახსენდა და გული რატომღაც სიბრალულის მაგივრად სიძულვილით ამევსო.
- ხელი გამიშვი! გესმის?! - როგორც იქნა გავითავისუფლე მისგან თავი. ის კი მაინც მუხლებზე იყო დამხობილი ჩემს ფეხებთან - მძულხარ! უზომოდ მძულხარ! გესმის?! შენი არც დანახვა მინდა და არც ხმის გაგონება! აღარასოდეს! - სიძულვილით მივაძახე და იქაურობას გავეცალე.
მივრბოდი... ქუჩაში გიჟივით მივრბოდი და არც ვიცოდი სად? უბრალოდ მინდოდა გავმქრალიყავი, თვალწინ კი ისევ ის სცენა მიტრიალებდა, რაც ოთახში დავინახე და ყურში თითქოს ვიღაც დაუნდობლად ჩამძახოდა -“ მისთვის მხოლოდ გასართობი იყავი!” “გასართობი? თითქოს ის არ იყო საკმარისი რაც მაშინ გამიკეთა, მაშინაც ხომ მხოლოდ ერთობოდა მეგობრებთან ერთად, როცა დამაბრმავა... ის არ იკმარა და უარესად დამცინა, მასხარად ამიგდო და გამომიყენა. ღმერთო როგორ მინდა მძულდეს, როგორ? მაგრამ არ შემიძლია! მაინც ვერ შევიძულებ, რადგან სიცოცხლესაც კი მირჩევნია! ნეტავ თვალი რატომ ამეხილა? მინდა ისევ ბრმა ვიყო და ვერაფერს ვხედავდე!”
ქუჩაზე გადასვლა დავაპირე, მოულოდნელად კი მანქანის გაბმულმა სიგნალმა გამომაფხიზლა, რომელმაც ცხვირწინ ჩამიქროლა და მხარში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი... მერე კი ალბათ შიშისგან გონება დავკარგე, რადგან როცა თვალი გავახილე ტროტუარზე ვეგდე და ჩემს ირგვლივ ხალხი მოგროვილიყო. ზოგი მასულიიერებდა, ზოგიც სასწრაფოს ეძახდა. ჩემს წინ ერთი ხანში შესული ქალი ჩამუხლულიყო და შეშინებული მიყურებდა.
- შვილო! როგორ ხარ?
- კარგად... - დავამშვიდე ქალი დაფეხზე წამოდგომა დავაპირე.
- თავბრუ ხო მარ გეხვევა? მოდი წამოდგომაში მოგეხმარები.
- კარგად ვარ, არაფერი მომსვლია... ნუ ღელავთ! - წამოდგომაში დამეხმარა და იქვე, ავტობუსის გაჩერებაზე, სკამზე ჩამომსვა.
- კარგად შეამოწმე ხელები, ფეხები ხომ არ გტკივა, ან თავბრუ ხომ არ გესხმის... ტვინის შერყევა არ გქონდეს შვილო, თორემ საშიშია - თავს არ მანებებდა ქალი.
- ვიცი რომ საშიშია... დაცემის შემდეგ ერთხელ უკვე დავბრმავდი, ოპერაცია გამიკეთეს და ახლახანს გამოვედი საავადმყოფოდან.
- მერე ასე მშვიდად ხარ?! ახლა აქ კი არ უნდა ვიჯდეთ, უნდა გავიქცეთ საავადმყოფოში სასწრაფოდ და შევამოწმოთ როგორ ხარ.
- დამშვიდდით! არსად გაქცევა არ არის საჭირო, მართლა ყველაფერი კარგად მაქვს, არაფერი მომსვლია... საუბედუროდ.
- აბა რას ამბობ? სულელო!
- იცით... თურმე არც ისე კარგი ყოფილა როცა ხედავ... ბრმა რომ ვიყავი ყველაფერი კარგად იყო, უფრო სწორად მეგონა, რომ კარგად იყო გესმით? მაგრამ აღმოჩნდა, რომ... ღმერთო! რატომ დამიბრუნდა მხედველობა? მინდა ისევ ბრმა ვიყო...


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

bella-vampireთარიღი: კვირა, 2011-01-09, 4:22 PM | შეტყობინება # 250

842
83  +
   ±
Offline
sofka, როგორ გამიხარდა რომ ახალი თავი დადეეეე happy საწყალი დიანა sad როგორ შემეცოდა. კიდევ დიდი ხანი უნდა ტანჯო? biggrin ისე, ვიკამ კოცნაზე რომ უთხრა, მივხვდი შემდეგ რაც მოხდებოდა. გამომიცნიააა biggrin კიდევ კარგი ბოლოს დიანას არაფერი არ მოუვიდა. ვაიმე ლაშა როგორ ეხვეწებოდა sad მაგ მომენტზე ავტირდი cry იმედია შემდეგ თავს ასე აღარ მოგვანატრებ biggrin მართლა ძალიან კარგად წეერ. snegurochka

Immortalთარიღი: კვირა, 2011-01-09, 4:23 PM | შეტყობინება # 251
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
sofka, vaimee rogorc iqma! dges didi dgea didi biggrin ra magaria axali tavi. martalia iseti dadzabuli siujeti iyo kinagam inpaqtma damartya naadrevad biggrin magram rogorc yoveltvis dzalian kargad da daxvewilad gewera.sshemecoda orive, dianas gonia rom lashas ar uyvars, vaime ra sashinelebaa. ai rom vkitxulobdi vicodi rom im dros sheuswrebda sad sawyali lashac, uyvars namdvilad magram ra qnas, ra magis bralia ro bichia biggrin biggrin anu bichebs rac axasiatebt egeti ragac chirs. eeex, mitxari rom male sherigdebian da mec davisvneb da esenic biggrin miyuvarxar


sofkaთარიღი: კვირა, 2011-01-09, 4:36 PM | შეტყობინება # 252
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
bella-vampire, როგორც იქნა თავი მოვაბი და გუშინ ღამე დავამთავრე ეს თავი biggrin ვაი! ეხლა შემდეგი თავი მაქვს დასაწერი wacko
Quote (bella-vampire)
როგორ შემეცოდა. კიდევ დიდი ხანი უნდა ტანჯო?

biggrin რას ვიზავთ უცბათ რომ შევარიგო მერე საინტერესო აღარ იქნება და უნდა დავამთავრო და მე ჯერ კიდევ მთელი ამბები უნდა მოვახდინო, ანუ კიდევ უფრო უნდა დაიძაბოს სიტუაცია happy რავიცი თუ გინდა უცბათ დავამთავრებ? biggrin biggrin biggrin
Quote (bella-vampire)
იმედია შემდეგ თავს ასე აღარ მოგვანატრებ მართლა ძალიან კარგად წეერ.

ვეცდები smile დიდი მადლობა ჩემო კარგო! :*:*:*:*


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

elle____თარიღი: კვირა, 2011-01-09, 4:37 PM | შეტყობინება # 253
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
vaime rogor shemecooodaa : ((( ramis mec amattan ertad vibgavleee sad sad sad sad sad sad sad sawyali lasha da dianaaaa cry cry cry cry cry au akoca tu ara uechveli vifiqre exla diana dainaxavs metqi uechveeeli sad sad sad ai bolos ro ambobs kidev brmad minda yofna mand vegar movitmiineeee cry cry cry cry cry cry cry cry cry cry vaimmeee sad surprised surprised surprised surprised sad sad sad sad sad sad sad ai es viki tu vika yelshia ukveeeeeee : ((((((( ramis shevuxte iiiqqq biggrin :D fu matxovari ra jandabad minda kocna imis gamo ro viagaca gogoze ragaac vutxraa.. fuu : ((( matxoji : (((((( vaimeee male daaadee ra ukve vegaar vitmeeeeeeeennn : ((((((


sofkaთარიღი: კვირა, 2011-01-09, 4:46 PM | შეტყობინება # 254
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
Immortal,
Quote (Immortal)
sofka, vaimee rogorc iqma! dges didi dgea didi

კალენდარში უნდა მოვნიშნო biggrin biggrin biggrin biggrin :*:*:*
Quote (Immortal)
martalia iseti dadzabuli siujeti iyo kinagam inpaqtma damartya naadrevad

surprised ვაიმე რას ამბობ? შენ ან კიდევ რომელიმე მკითველს რამე რომ დაემართოს მერე რაღა მეშველება? cry cry მგონი ქუდში უნდა მიმეთითებინა, რომ ვისაც სუსტი გული ან ნერვები გაქვთ კითხვა არ დაიწყოთმეთქი biggrin biggrin biggrin biggrin
Quote (Immortal)
sawyali lashac, uyvars namdvilad magram ra qnas, ra magis bralia ro bichia

აბა, აბა biggrin სამწხაროდ როცა საყვარელ ქალს დაკარგავენ მერე ხვდებიან საკუთარ შეცდომებს dry
Quote (Immortal)
eeex, mitxari rom male sherigdebian da mec davisvneb da esenic miyuvarxar

მალესი რა მოგახსენო, მაგრამ შერიგდებიან აბა სად წავლენ? biggrin biggrin biggrin მეც ძალიან მიყვარხააარ! დიდი მადლობა შეფასებისთვიიის :*:*:*:*:*


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

bella-vampireთარიღი: კვირა, 2011-01-09, 4:52 PM | შეტყობინება # 255

842
83  +
   ±
Offline
Quote (sofka)
რას ვიზავთ უცბათ რომ შევარიგო მერე საინტერესო აღარ იქნება და უნდა დავამთავრო და მე ჯერ კიდევ მთელი ამბები უნდა მოვახდინო, ანუ კიდევ უფრო უნდა დაიძაბოს სიტუაცია რავიცი თუ გინდა უცბათ დავამთავრებ?

biggrin biggrin უიმე არა biggrin ეს რომ დამთავრდეს მერე მე რაღა ვქნა? surprised ვააი. შემაშინე ცოტა. ანუ წინასწარ დამაწყნარებლები დავლიო ხოლმე? biggrin გენაცვაალეე, ძალიან მაგარი ხარ snegurochka snegurochka snegurochka
ძებნა: