ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
სიყვარულით დაბრმავებული

sofkaთარიღი: ხუთშაბათი, 2010-10-14, 9:18 PM | შეტყობინება # 1
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline

პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "რომანტიკის დედოფალი-ავტორი".

სახელწოდება: სიყვარულით დაბრმავებული
ავტორი: sofka
ბეტა: არ მყავს
დისკლეიმერი: გმირებზე უფლებები მეკუთვნის მე
რეიტინგი: G (General)
ჟანრი: (Angst) (Romance) (Drama)
სამარი: ეს ისტორია ერთ საოცრად ნიჭიერ გოგონაზეა, რომელსაც სახელად - დიანა ჰქვია. ის ბავშვობიდან ოცნებობს პიანისტობაზე, რაც ნაწილობრივ აუხდა კიდეც. სწავლობს მუსიკალურ სასწავლებელში და აქვს დიდი წარმატებები, თუმცა მოულოდნელად მის ცხოვრებაში ჩნდება პიროვნება, რომელიც ხელს უშლის მისი ოცნების განხორციელებას და მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის...
სტატუსი: წერის პროცესშია

თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 18

თავი 17

თავი 1.

ცრუმორწმუნე არ გახლავარათ და არც შავი კატის მეშინია, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: თუ დილა უსიამოვნებებით დაიწყო მორჩა, უმჯობესია საერთოდ არ გავადგა ფეხი სახლიდან, თორემ საღამომდე ერთი-ორჯერ ტირილს თავისუფლად ვასწრებ. ის დილაც თითქოს უმნიშვნელო ინციდენტით დაიწყო, თუმცა ის დღე ალბათ არასდროს დამავიწყდება, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება მთლიანად თავდაყირა დადგა. მოკლედ ყველაფერი ასე დაიწყო:
დილით ადრე ავდექი, ვისაუზმე და პიანინოს მივუჯექი, რომ ნაწარმოებები გამემეორებინა. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ერთხელაც კონსერვატორიის დიდ სცენაზე დავუკრავდი ორკესტრთან ერთად და ცნობილი პიანისტიც გავხდებოდი. აი ეს მნიშვნელოვანი დღეც დადგა! მართალია კონსერვატორიაში არ მქონდა კონცერტი და მუსიკალურ სასწავლებელში, პატარა სცენაზე უნდა დამეკრა, მაგრამ მნიშვნელოვანი იმით იყო, რომ კონსერვატორიიდან სპეციალური ჟიური ჰყავდათ მოწვეული. ერთ თვეში კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტი იგეგმებოდა და სწორედ ამ კონცერტისთვის, სხვადასხვა მუსიკალური სასწავლებლიდან მოსწავლეებს არჩევდნენ. მეც შანსი მომეცა და ხელიდან გაშვებას ნამდვილად არ ვაპირებდი. ვიღაცამ ზარი დარეკა და ოცნებებიდან მიწაზე დავეშვი.
_ დედა! სად იყავი? _ გაოცებულმა შევიცხადე, როცა კარი გავაღე და დაღლილი დედაჩემის სახე დავინახე.
_ გასაღები დამრჩა, ხომ არ გაგაღვიძე?
_ რას ამბობ? ამ დრომდე რა დამაძინებდა, დღეს ისეთი დღე მაქვს! _ ცელოფნის პარკი გამოვართვი და ინტერესით შევათვალიერე.
_ გახსენი! იმედია მოგეწონება და მთელი დილა ტყუილად არ ვირბინე ამის გულისთვის _ ამოიოხრა და სავარძელში უღონოდ მიესვენა.
_ რა არის? _ ეშმაკურად გამეღიმა და ცელოფანში ჩავიჭყიტე. რაღაც იასამნისფერ ნაჭერს მოვკარი თვალი და მივხვდი
_ დედა! კაბა მიყიდე? სად იშოვე? _ აღტაცებულმა ავიტაცე ღია იასამნისფერი ატლასის კაბა ხელში და სარკესთან გავიქეცი.
_ დაწყნარდი! უბრალოდ თანამშრომლისგან ვითხოვე, მისი შვილისაა, გუშინ შემომთავაზა და მეც უარი არ ვუთხარი. მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა შენთვის _ დამნაშავესავით ჩაღუნა თავი.
_ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? Mმთავარია კაბა მაქვს და სიურპრიზიც გამოვიდა!
_ მაშინ მიდი! ჩაქარა მოიზომე, მგონი ზომაში არ შევმცდარვარ. _ სასწრაფოდ გადავიცვი ნანატრი კაბა და დედას წინ დავბზრიალდი.
_ აბაა? როგორია?
_ დიანააა! რა ლამაზი ხააარ!
_ მართლა დეე? _ დავიმორცხვე და სარკესთან მივედი, რომ დავრწმუნებულიყავი _ მართლა ფიქრობ, რომ მიხდება?
_ არაჩვეულებრივია! გეგონება პირდაპირ შენს ტანზეა შეკერილი _ აღფრთოვანებას ვერ მალავდა დედა.
_ ხოო? მე კი მგონია, რომ ძალიან ზუსტად მაქვს და ცოტა მიჭერს კიდეც.
_ უბრალოდ ნერვიულობ და რაღაცეები გეჩვენება _ თავი გააქნია და ღიმილით შემათვალიერა _ თან იასამნისფერი ძალიან გიხდება, მწვანე თვალებს კიდევ უფრო ლამაზად გიკვეთავს.
_ ესეიგი კაბა მიხდება, ახლა მხოლოდ ის დამრჩა, რომ ყველაზე კარგად დავუკრა.
_ დაუკრავ კიდეც! ისე დაუკრავ, რომ იქნებ ხვეწნაც კი დაგიწყონ, კონსერვატორიაში გააგრძელე სწავლაო, ააა? _ ეშმაკურად გამიცინა და ცხვირზე თითი ჩამომკრა. _ ყველაფერი კარგად იქნება, მოდი ეხლა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ კარგი? _ მივხვდი რაც იგულისხმა და მორჩილად დავუკარი თავი.
_ ესეიგი, მხრებში გაიმართე! _ მე მისი სიტყვების შესრულებას შევუდექი _ გამოდიხარ, თავს უკრავ მაყურებელს, მერე სკამს ასწორებ როიალთან, ღრმად ჩაისუნთქე... და დაიწყე _ ბოლო სიტყვების მერე ხელები ავწიე, ინსტრუმენტისკენ გადავიხარე, რომ დაკვრა დამეწყო და ამ დროს... ზურგზე კაბის გახევის ხმამ ადგილზე გაგვყინა, მეც და დედაც. ერთი წუთის მანძილზე მე და დედა ჩუმად ვიჯექით და ერთმანეთს იმედგაცრუებულები შევყურებდით.
_ არაუშავს, რამეს მოვიფიქრებ _ მამშვიდებდა დედა _ მოდი გავკერავ, ისე, რომ არც შეემჩნევა. ან სულაც რამე მოსაცმელს მოვძებნი... მოიცმევ და ვერავინ შეგამჩნევს, რას იტყვი?
_ არა დეე, არ გინდა. სხვა რამეს მოვძებნი და იმით წავალ.
_ რას ამბობ! ძველი კაბა უნდა ჩაიცვა?
_ დედა, დამშვიდდი, არაფერია. ისედაც უხერხულად ვგრძნობდი ამ კაბაში თავს და მირჩევნია ძველი ჩავიცვა. თანაც უბრალო კონცერტი იქნება და რა მნიშვნელობა აქვს რას ჩავიცმევ. აი! როცა ცნობილი პიანისტი გავხდები და კონსერვატორიაში მექნება ხოლმე კონცერტები, ასეთი კაბა ათასობით მექნება.
_ ხოო, ოცნება კარგია, მაგრამ ასე ვეღარ ვიჯდებით... რაღაც უნდა მოვძებნოთ _ დედა ერთხანს ჩაფიქრდა, მერე კი რაღაც გაახსენდა და სახე იმედიანად გაუნათდა _ გამახსენდა! ვიცი რაც უნდა ჩაიცვა!
_ რა?
_ რა და, ჩემი იღბლლიანი კაბა, რომლითაც კონსერვატორიის კონცერტზე გამოვედი. _ პატარა ბავშვივით აცქმუტდა.
_ რას ამბობ დეე, ის ნაცრისფერი კაბა?
_ მართალია ცოტა ძველმოდურია, მაგრამ სამაგიეროდ ბედნიერების და წარმატების მომტანი იქნება შენთვისაც.
_ ხოო, მაგრამ გრძელი მექნება, შენ ხომ ჩემზე მაღალი ხარ... _ პირდაპირ უარს ვერ ვეუბნებოდი, მისი წყენინება არ მინდოდა და ამიტომ ბოლო იმედსღა ჩავებღაუჭე.
_ მერე ეგ რა პრობლემაა, შევკეცავ და ისე დავლამბავ, რომ არ ჩამოგეშალოს. აი ნახე! ყველაზე ლამაზი და წარმატებული იქნები დღეს! _ ისეთი ბედნიერი და მეოცნება გამოხედვა ჰქონდა, რომ უარის თქმით ვერ ვატკენდი გულს, ის ხომ ჩემთვის ამდენს წვალობდა. ჰოდა, გადავწყვიტე წინააღმდეგობა აღარ გამეწია. სკამზე შემაყენა, თითონ კი ნემსით და ძაფით კაბის შეკეცვას შეუდგა. ერთ ადგილას დიდხანს დოგმა აღარ შემეძლო და ცქმუტვა დავიწყე. ტელევიზორში რომელიღაც ჯგუფის კლიპი გადიოდა და მუსიკის რიტმს ავყევი.
_ დიანა! ნუ ცქმუტავ, თორემ ნემსი შეგერჭობა
_ მალე მორჩები?
_ კი, უკვე ვამთავრებ. _ მე კი სიმღერის მოსმენა გავაგრძელე. როგორც კი კაბის კერვას მორჩა, სკამიდან ჩამოვხტი და სარკესთან მივირბინე. შეხედვაც კი არ მინდოდა, თავი ყველაზე მახინჯი არსება მეგონა ამ კაბაში. შიშით შევათვალიერე ჩემი ორეული სარკეში და ცოტა დავწყნარდი, არც ისეთი ულამაზო იყო ეს კაბა, როგორც მეჩვენებოდა. უბრალოდ, ცოტა ძველმოდური იყო, თორემ ისე რას ვერჩოდი. მოკლედ, ჩემი წასვლის დროც მოახლოვდა. როგორი დასანანიც არ უნდა ყოფილიყო დედა დღეს ვერ მომყვებოდა კონცერტზე სამსახურის გამო და ამის გულისთვის ათასჯერ მაინც მომიხადა ბოდიში. სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა და მთელი დღე იქ უწევდა ყოფნა, თან ისეთი აუტანელი დირექტორი ჰყავდა, არც გაანთავისუფლებდა. ამის გამო ძალიან ღელავდა, ჩემზე მეტადაც კი. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, დედაჩემი ჩემგან განსხვავებით გამოუსწორებელი ცრუმორწმუნეა. მართალია მე მის რიტუალებზე ყოველთვის მეცინებოდა, მაგრამ ამჯერადაც გული არ დავწყვიტე და მორჩილად შევასრულე მისი თხოვნა.Gგასვლისწინ მარჯვენა მხრის მიმართულებით სამჯერ დამატრიალა, მერე შუბლზე მაკოცა და წარმატება მისურვა. აი ასე გამომისტუმრა სახლიდან. სასწავლებელი ჩემი სახლიდან რამდენიმე კვარტლის იქით იყო. დრო ნახევარი საათი მქონდა, ამიტომ ფეხით წასვლა ვარჩიე.
ქუჩაში ნაწვიმარი იყო, ჰაერში კი ჭადრის და აკაციის ყვავილების სუნი ტრიალებდა. ხარბად შევისუნთქე ჰაერი და ვიგრძენი, როგორ დამახვია თავბრუ გაზაფხულის სასიამოვნო სურნელმა. თავი რაღაც უცნაურად, ბედნიერად ვიგრძენი. ქუჩას მივუყვებოდი და ხეების სიმწვანით ვტკბებოდი. ყველაფერი ირგვლივ ისეთი ლამაზი მეჩვენებოდა, მიკვირდა კიდეც აქამდე ამას რატომ ვერ ვამჩნევდი. გზაზე გადავდიოდი, როცა უეცრად კატის კნავილის ხმა შემომესმა, დაბლა დავიხედე და რას ვხედავ: პატარა, მობუზული და შეშინებული კნუტი შუაგზაზე მოკუნტულა და საცოდავად კნავის. გულმა ვერ მომითმინა და მასთან ჩავიცუცქე.
_ რა გაკნავლებს პატარავ? რატომ ზიხარ შუაგზაზე, ხომ შეიძლება მანქანამ გადაგიაროს? გზიდან გადადი! _ სიტყვის დამთავრება ძლივს მოვასწარი, რომ ჩემს უკან მკვეთრი მუხრუჭის ხმა გავიგონე. ადგილზე გავქვავდი, მხოლოდ ხელების სახეზე აფარება მოვასწარი. მეგონა უკვე გადამიარა მანქანამ და მოვკვდი.
_ გოგონა ცოცხალი ხარ? როგორ ხარ? _ მანქანის კარი გაიღო და იქიდან დაფეთებული ბიჭი გადმოხტა. თვალებში შევხედე და მეტყველების უნარი დავკარგე... ის ისეთი ლამაზი იყო, მარტო ანგელოზს თუ შევადარებდი _ მაღალი, შავგვრემანი, ულამაზესი თაფლისფერი თვალებით. მეგონა მართლა მოვკვდი და ჩემს წასაყვანად იყო მოსული.
_ გოგონა, შენ გეკითხები!
_ კარგად ვარ _ ძლივს წავილუღლუღე.
_ არა! ასე როგორ შეიძლება? თუ სიკვდილი გინდა სადმე სხვაგან მოიკალი თავი, მე რას მივარდები ბორბლებში?
_ მე უბრალოდ კატა დავინახე გაზაზე დაა...
_ იცი რა? არ მაინტერესებს რა დაინახე, გზიდან ჩამომეცალე! _ უხეშედ მომახალა და მანქანაში ჩაჯდა. ფისო ავიყვანე და გზის მეორე მხარეს გადავედი.
_ ეჰ ფისო! რა დასანანია... რა ლამაზია, მაგრამ უხეში. მანქანაც ისე გიჟივით დაჰყავს, წინ არც კი იყურება. _ ფისო ტროტუარზე დავსვი და გზა გავაგრძელე. ქუჩის ბოლოს ჩემი სასწავლებელიც გამოჩნდა. ეზოში უამრავი ხალხი შეკრებილიყო. მათშორის ჩემი თანაკურსელებიც იყვნენ და მათთან მივედი.
_ დიანაა! რა ლამაზი ხაარ! _ ჩემი მეგობრის ხმა მომესმა გვერდიდან.
_ ანუკი! _ თბილად გავუღიმე და გადავეხვიე _ ხომ არ აჭარბებ? ამ ძველ კაბაში ნამდვილი საფრთხობელა ვარ! _ შეწუხებულმა დავიხედე კაბაზე.
_ არა, რას ამბობ, ძალიან გიხდება _ ვიცოდი, რომ ეს მხოლოდ ნუგეშის სიტყვები იყო მისი მხრიდან და აღარაფერი ვუთხარი.
ფოიეში უაზროდ ვყურყუტებდი და ვნერვიულობდი, ანუკიც გაუთავებლად ლაპარაკობდა და არც კი ვუსმენდი, უბრალოდ ავტომატურად ვუღიმოდი და თავს ვუქნევდი. ნახევარი საათი ისევ უნდა გვეცადა, ამიტომ გადავწყვიტე დედასთვის დამერეკა და გამეგო გეგმები ხომ არ შეეცვალა. ეზოში გავედი და ნაცნობი მანქანა დავინახე. ეს ის ვერცხლისფერი მერსედესი იყო ცოტახნის წინ რამის, რომ გადამიარა. მისი პატრონიც იქვე სამ ბიჭთან ერთად მანქანას მიყრდნობოდა და ლუდს წრუპავდნენ. თავი ნერვიულად გადავაქნიე და ზურგი ვაქციე. ჩანთიდან მობილური ამოვიღე და დედას გადავურეკე.
_ რა მოხდა დიანა?! _ შეშფოთებული დედას ხმა შემომესმა ყურმილიდან
_ არა, არაფერი. მაინტერესებდა გეგმები ხო არ შეგეცვალა? დირექტორმა არ გაგანთავისუფლა?
_ არა ძვირფასო, ხომ იცი რანაირია. არაფრით არ გამოდის, მაგრამ კიდევ ვეცდები დავითანხმო. _ დამაიმედა დედამ.
_ კარგი! რომ იცოდე მე ყველაზე ბოლოს ვუკრავ და გაითვალისწინე, იქნებ მომისწრო.
_ კარგი, ვეცდები, გკოცნი _ გათიშვა ძლივს მოვასწარი, რომ უკნიდან ვიღაც მაგრად დამეჯახა და მობილური ხელიდან გამაგდებინა.
_ ოხ! არ მინდოდა გენაცვალე _ ირონიულად მომაძახა შავგვრემანმა ანგელოზმა და თავის ამფსონებთან ერთად სიცილ-ხარხარით გააგრძელა გზა. სასწავლებლის შენობაში შევიდნენ და თვალს მიეფარნენ. როგორც ჩანს ისიც აქ სწავლობს ან ვინმესთან არის მოსული კონცერტზე. მობილური ძირიდან ავიღე და მეც შენობაში შევედი. საკონცერტო დარბაზი თითქმის სავსე დამხვდა, ადგილი მხოლოდ ბოლო რიგში იყო დარჩენილი და ვიღაცის გვერდით ჩამოვჯექი. კონცერტი დაიწყო, მონაწილეები ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდნენ და უკრავდნენ. რამდენიმე მათგანი ისე მომეწონა, რომ ვიფიქრე მათ კონკურენტობას ვერც კი გავუწევდი. ვიგრძენი როგორ მემატებოდა ღელვა, რომელიც უკვე ისტერიულ ნერვიულობად მექცა.
სკამზე ვეღარ ვისვენებდი, დამშვიდებას ვცდილობდი, მინდოდა ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და ისღა მოვიფიქრე, რომ ნოტები ამომეღო და ნაწარმოებისთვის გადამეხედა. ჩანთაში ქექვის დროს უნებურად ხელებზე დავიხედე, რომელიც შიშისგან სულმთლად გალურჯებული მქონდა. პანიკამ შემიპყრო და ფეხზე წამოვხტი, მინდოდა უკან მოუხედავად გავქცეულიყავი დარბაზიდან.
_ ფრედერიკ შოპენი _ ფანტაზია-ექსპრომტი, ასრულებს მეორე კურსის სტუდენტი _ დიანა მიქაძე! _ ჩემი სახელის გაგონებაზე ადგილზე გავშეშდი. ჩემი გამოსვლის ჯერიც მოახლოვდა, უკან ვეღარ დავიხევდი და ვეცადე დავმშვიდებულიყავი. სცენისკენ წავედი და შუა რიგებთან ჩავლის დროს რამდენიმე ადამიანის სიცილის ხმა შემომესმა. მივიხედე და ისევ ის ოთხი ჩერჩეტი ბიჭი დავინახე ეზოში, რომ დამცინოდა. ვიცოდი, რომ ამჯერადაც მე ვიყავი მათი სიცილის მიზეზი და საშინლად გავბრაზდი. ვითომ რა ეგონა ამ ოთხ, თვითკმაყოფილ იდიოტს, რომ ჩემზე რამით მაინც იყვნენ უკეთესები? ნერვიულობა სიბრაზემ შეცვალა, ისეთი შემართებით ავედი სცენის პატარა კიბეებზე თითქოს დუელში გამომიწვიეს და საკუთარი ღირსების დასაცავად მივემართებოდი მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად. როიალთან სკამი გავასწორე და როგორც კი დავჯექი ცოტა დავმშვიდდი. ბოლოს და ბოლოს მათზე გამწარებულს საცოდავ როიალზე რატომ უნდა მეყარა ჯავრი? პირველივე ოქტავა შემართებით ავიღე, შემდეგ კი... ჩემი თითები ისე სწრაფად და ნაზად გაფრინდნენ კლავიშებზე, როგორც მინდორში ჭრელი პეპლები. ისე ადვილად დარბოდნენ და დასრიალებდნენ კლავიატურაზე, თითქოს პატარა ლიფსიტები სრიალებდნენ მდინარეში. მელოდიას ხან ზღვასავით ვაღელვებდი, ხანაც ვამშვიდებდი და პატარა ბავშვივით ვვეფერებოდი კლავიატურას. მთლიანად გამიტაცა მუსიკამ და ირგვლივ ვეღარავის ვამჩნევდი,ისეთი სიჩუმე იდგა, თითქოს დარბაზში მხოლოდ მე და როიალი დავრჩით. მინდოდა ეს იდილია კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო, მაგრამ უკვე ბოლო, დამამთავრებელი აკორდიც ავიღე. მერე ხელები ნაზად ჩამოვუშვი მუხლებზე და სკამზე გავქვავდი. პირველმა ტაშმა შემაკრთო და გონს მომიყვანა, მივხვდი, რომ ყველაფერმა ჩაიარა, მაგრამ დამშვიდების მაგივრად უფრო ავნერვიულდი. ადგომა და კიბეებზე ჩამოსვლა ძლივს მოვახერხე. სცენაზე წამყვანი გოგონა გამოჩნდა და ღიმილით გამოაცხადა _ კონცერტი დამთავრებულია! მადლობთ მობრძანებისთვის. მონაწილეების საყურადღებოდ: ჟიურის გადაწყვეტილებას მოსაცდელში დაელოდეთ! _ ბოლო სიტყვები ჩემთვის უფრო ასე ჟღერდა: “ ჟიურის განაჩენს მოსაცდელში დაელოდეთ!” რადგან მე სწორედ, რომ განაჩენივით ველოდებოდი მათ გადაწყვეტილებას. დარბაზიდან გასვლის დროს კართან ანუკი შევამჩნიე, აღელვებული ათვალიერებდა ხალხს, ალბათ მე მეძებდა. დამინახა და ჩემსკენ ღიმილით წამოვიდა.
_ დიანაა! არაჩვეულებრივად დაუკარი, გილოცავ!
_ მგონი ცოტა ნაადრევად მილოცავ _ უიმედოდ გამომივიდა, მაგრამ მართლა ასე ვთვლიდი. არასოდეს მიყვარდა ნაადრევი სიხარული. ეს ანუკიმაც იგრძნო და მოიწყინა. _ შედეგს მეც შენთან ერთად დავუცდი. ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ. Kონცერტის დაწყებამდე გელოდებოდი გარეთ, მერე კი მეტიჩარა თიკამ შემათრია დარბაზში. ხომ იცი იმ გოგოს ატანა არ მაქვს, მაგრამ სხვა გზა აღარ მქონდა სასწავლო ნაწილი თვალებს გვიბრიალებდა _კონცერტი იწყება და მალე დაჯექითო. ხო და ვეღარ დაგიცადე, ბოდიში _ დამნაშავესავით მოიბუზა და თავი დახარა.
_ ანუ, დამშვიდდი! არ გსაყვედურობ. ისე მოიქეცი, როგორც საჭირო იყო. _ გავუღიმე და დავამშვიდე მეგობარი. მართლა არ მწყენია, ალბათ იმიტომ, რომ თავს მოსაწყენ ადამიანად ვთვლი, ანუკი კი ისეთი მხიარული და აქტიურია. მიკვირს ჩემთან საერთო რა ნახა? Aლაპარაკი ანუკის მობილურის ხმამ გაგვაწყვეტინა.
_ დედაჩემი მირეკავს _ თვალები გადაატრიალა ანუმ. მერე კი ნერვიული ხმით უპასუხა. _ ხოო, რა იყო დედა? _ გვერძე გავიდა და ლაპარაკი გააგრძელა. ანუკის და დედამის მთლად კარგი ურთიერთობა ვერ ჰქონდათ. ანუკის მშობლები ეთმანეთს რამდენიმე წელია რაც გაეყარნენ. მათი შემთხვევა სუფთა კლასიკური ისტორია იყო: დედას არ უნდოდა, რომ შვილს მამასთან ჰქონოდა ურთიერთობა, რადგან მამამის სხვა ქალი ჰყავდა. ამის მიუხედავად ანუკი მაინც ახერხებდა მამასთან შეხვედრას, რასაც დედამისი წყობიდან გამოჰყავდა და სახლში ამის გამო კონცერტებს უმართავდა საწყალ გოგოს. ცოტახანში ანუკი უკან შეწუხებული სახით დაბრუნდა და მივხვდი, რომ ისევ რაღაც მოხდა.
_ დიანა, მაპატიე. დედაჩემს ისევ პრობლემები აქვს მამაჩემთან და სახლში მომიწევს წასვლა.
_ რას ამბობ, რას მებოდიშები? მე ისეთი არაფერი მჭირს, რომ აქ გაყურყუტო. თანაც სახლსში ჩემზე მეტად სჭირდები მშობლებს. _ ნუგეშის ნიშნად მხარზე მოვეფერე.
_ კარგი, მშინ მე გავიქცევი და სახლში რომ მიხვალ დამირეკე, ხომ იცი როგორ მაინტერესებს შედეგები?
_ კარგი, გპირდები, რომ გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ ხვალ, დედაჩემის გამომცხვარ ნამცხვარზე და ყავაზე. _ მისი გამხიარულება ვცადე და დამშვიდობების ნიშნად ერთმანეთ გადავეხვიეთ. მოსაცდელში ყოფნა უკვე აუტანლად მეჩვენებოდა,ყველა მონაწილეს ვიღაც ახლდა, ზოგს დედა, ზოგს ამხანაგი ან ნათესავი. ირგვლივ მარტო სანუგეშო სიტყვები მესმოდა, ყველა ერთმანეთს ანუგეშებდა და ამშვიდებდა, მხოლოდ მე ვიდექი ეულად. “ დედა სად ხარ?” გავიფიქრე გუნებაში და თავი პირველად ვიგრძენი ასე მარტოდ. მისი აქ ყოფნა და ნუგეში ახლა ისე მჭირდებოდა, როგორც არასდროს. მოლოდინის მტანჯველმა ნახევარმა საათმაც გაიარა და დარბაზიდან ახალგაზრდა გოგო გამოვიდა, რომელმაც რაღაც ფურცელი გამოიტანა და სტენდზე გამოაკრა. მოსწავლეების მთელი არმია მიაწყდა სტენდს და მივხვდი, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. საშინლად ავნერვიულდი, მეშინოდა, რომ იმ ფურცელზე ჩემს სახელს ვერ ვნახავდი და იმედი საბოლოოდ გამიცრუვდებოდა. როგორღაც მოვერიე საკუთარ თავს და სტენდთან მივედი. გახარებულ მოსწავლეებს ისეთი კივილი აეტეხად, რომ თავი ამტკივდა და გადავწყვიტე სიისთვის აღარ შემეხედა. უცბათ ჩემი ერთ-ეთრთი ჯგუფელი გახარებული მომვარდა და გადამეხვია_ დიანა! სიაში ხარ! გილოცავ დიანა! _ გაოცებული სტენდისკენ შევტრიალდი, რომ დავრწმუნებულიყავი. სიაში პირველლი მე ვეწერე! მოულოდნელი სიხარულისგან ენა ჩამივარდა, როცა მილოცავდნენ ემოციებსაც კი ვერ გამოვხატავდი.Mმოსაცდელი ხალხისგან ნელ-ნელა იცლებოდა, მე კი გაოცებული, ისევ სტენდზე გამოკრულ სიას მივშტერებოდი.
_ დიანა მიქაძე! _ მომესმა დარბაზის მხრიდან. კართან სასწავლო ნაწილი იდგა და თბილად მიღიმოდა. _ შეიძლება ერთი წუთით? რაღაც მაქვს სათქმელი. _ მისი ტონით მივხვდი, რომ რაღაც დადებითი უნდა ეთქვა, ცოტა დავმშვიდდი და მივუახლოვდი.
_ დიახ, რა თქმა უნდა.
_ მინდა გითხრა, რომ დღეს მოლოდინს გადააჭარბე, შეუდარებლი იყავი. დარწმუნებული ვარKკონსერვატორიის მაყურებელსაც ისევე მოხიბლავ, როგორც დღეს ჟიურის წევრები მოხიბლე. მთხოვეს შენთვის გადმომეცა, რომ აღფრთოვანებულნი არიან შენით და წარმატებებს გისურვებენ. _ ასეთ შექებას ნამდვილად აღარ ველოდი და მეტისმეტი ბედნიერებისგან თავბრუც კი დამეხვა. დაბნეულმა მადლობის მოხდა ძლივს მოვახერხე და წამოვედი. ვგრძნობდი ბედნიერებისგან როგორ მივფრინავდი ცისკენ, ასე მეგონა მიწაზეც აღარ ვადგავდი ფეხს. შენობიდან გამოვედი, უკვე შებინდებულიყო და ეზოშიც არავინ დამხვდა. ტელეფონის ხმაზე შევკრთი, ეკრანს დავხედე და დედას ნომერი ეწერა.
_ დედა!
_ დიანა! რა ქენი? როგორ ხარ? სად ხარ? _ მომესმა დედას ნერვიული ხმა და გამეცინა. _ დედა, დაწყნარდი! ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ შენი იღბლიანი კაბის ჩაცმა ალბათ კიდევ მომიწევს, ოღონდ კონსერვატორიის დიდ სცენაზე!
_ რაა?! ნუთუ... ვიცოდი! ვიცოდი! ასეც უნდა ყოფილიყო, შენ საუკეთესო ხარ! ხომ გეუბნებოდი ძვირფასო.
_ ხოო დედა, ახლა ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე გეტყვი, რომ მართალი ხარ. დანარჩენს სახლში მოგიყვები კარგი?
_ სად ხარ? უკვე მოდიხარ?
_ ხოო, ახლა სასწავლებლის ეზოში მარტო ვდგავარ და წამოსვლას ვაპირებ.
_ მარტო დიდხანს ნუ გაჩერდები, უკვე ბნელა და საშიშია. სამსახურიდან მოვდივარ და სახლში დაგელოდები! _ მითხრა და ტელეფონი გავთიშე. წასვლა დავაპირე როცა ეზოში, სიბნელეში ოთხ ლანდს მოვკარი თვალი. თვალი მოვარიდე და ეზოს გასასვლელისკენ გზა გავაგრძელე. ოთხი ბიჭი სიბნელიდან გამოვიდა და სიცილით ჩემსკენ წამოვიდნენ. საფრთხე ვიგრძენი და ნაბიჯს ავუჩქარე, მინდოდა გასასვლელთან მიმესწრო და გავქცეულიყავი, მაგრამ მიმასწრეს და გზა გადამიღობეს. მიახლოვებისთანავე ვიცანი ოთხეული და ადგილზე გავშეშდი. მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ჰქონდათ ჩაფიქრებული და თავში გაქცევის გეგმებს ვაწყობდი. თუმცა ვიცოდი, მათგან გაქცევა შეუძლებელი იყო და პანიკურმა შიშმა ამიტანა.
_ ბიჭებო! შეხედეთ ვინ მოსულა? _ დაიწყო შავგვრემანმა _ ეს ის გოგოა ცოტახნისწინ გზაზე რამის, რომ დამამტვრია. აი ის, მე რომ გიყვებოდით.
_ როგორ არა, ვიცანით _ აჰყვა ქერა ბიჭიც _ მერე ზუსტად ამ ეზოში ხელიც გკრა და რამის წაგაქცია.
_ ხოო და კიდევ დარბაზში მუსიკის მოსმენაც არ გვაცალა ისე იცინოდა. _ თქვა მესამემ. ჩემს გარშემო წრე შეკრეს და თავს სვავებივით დამტრიალებდნენ.
_ გოგონა! იქნებ გვითხრა, უკან რატომ დაგვდევ, სხვა საქმე არ გაქვს? _ მომიბრუნდა ისევ შავგვრემანი.
_ ვერ გავიგე რა გინდათ, თქვენ საქციელს მე რატომ მაბრალებთ?
_ ამით იმის თქმა გინდა, რომ იქით დაგდევ? არა, გაიგეთ ბიჭებო რა თქვა?
_ წადით, სადმე სხვა გასართობი იპოვეთ, თქვენნაირი უსაქმურების ატანა არ მაქვს! _ ჩავილაპარაკე და წრის გარღვევა ვცადე. გზა ქერამ გადამიკეტა.
_ რა გვიწოდე? და საერთოდ როგორ გველაპარაკები?
_ გამატარე!
_ აბა, სცადე _ მითხრა და ჩანთა წამართვა. წართმევა ვცადე, მაგრამ ჩემს ჩანთას ერთმანეთში, აქეთ-იქით დაუწყეს სროლა.
_ მომეცით! რა გინდათ ჩემგან? დამიბრუნეთ ჩანთა!
_ მაშინ დაგიბრუნებთ, როცა ბოდიშს მოგვიხდი!
_ ბოდიში მოგიხადოთ?... თქვეენ? _ მივხვდი, რომ ხვეწნას აზრი არ ქონდა, მათაც სწორედ ეს უნდოდათ _ ჩემი დამცირება და გადავწყვიტე თავი არ დამემცირებინა. _ ჯანდაბაშიც წასულხართ! _ გამწარებულმა მივაძახე და ახლა საპირისპირო მხარეს ვცადე წრის გარღვევა.
_ ე-ე, სად მიდიხარ? ჯერ ერთმანეთი არც კი გაგვიცვნია _ ახლა შავგვრემანი გადამიდგა წინ.
_ დამიბრუნეთ ჩანთა და გამატარეთ!
_ ვერ გაიგე? სანამ ბოდიშს არ მოიხდი ვერსადაც ვერ წახვალ! _ მანაც ქერათმიანივით გამიმეორა და ხელით უკან მიბიძგა. მივხვდი, რომ ასე უბრალოდ არსად გამიშვებდნენ და საბრძოლველად მოვემზადე. მივტრიალდი და რაც ძალა მქონდა ქერათმიანს ჩანთა გამოვგლიჯე და თავში მთელი ძალით ჩავარტყი. მერე დავინახე, რომ ჩემსკენ მეორე წამოვიდა მის დასახმარებლად და თავის დასაცავად იმასაც მოვუქნიე ჩანთა, მაგრამ აიცდინა და შემეშვა. მივხვდი, რომ ახლა მომენტით უნდა მესარგებლა და გავქცეულიყავი, მაგრამ შავგვრემანი აშკარად ჩემს გაშვებას ისევ არ აპირებდა. ჩემს პირდაპირ გაუნძრევლად იდგა და დაძაბული მიყურებდა. გადავწყვიტე მასზეც მომეწყო თავდასხმა, რომ მერე გაქცევა შემძლებოდა.
_ გირჩევნია გამატარო! _ ჯერ დამუქრება ვცადე.
_ და, რომ არ გაგატარო? _ ირონიულად გამიღიმა, რამაც უფრო მეტად გამომიყვანა წყობიდან და გამწარებული, მთელი ძალით მისკენ გავქანდი. მინდოდა მისთვის ხელი მეკრა და ჩანთა ჩამერტყა, მაგრამ ის მოულოდნელად გვერძე გახტა, მე კი თავი ვერ შევიკავე, ფეხი რაღაცას წამოვკარი და პირდაპირ ბარდიულზე დავეცი. თავი საშინლად მეტკინა, მგონი რაღაცას დავარტყი, ვიგრძენი, რომ ირგვლივ ყველაფერი ბუნდოვანი გახდა და მერე გონებაც დავკარგე...

<> <> <>

დავინახე როგორ დაეცა გოგონა მიწაზე და აღარ განძრეულა. მეგონა რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული და როგორც კი მივუახლოვდებოდი თავს დამესხმებოდა.
_ ღმერთო! ეს რა იყო აა? სახე ნამდვილი ანგელოზისა აქვს და თურმე რა ველური ყოფილა. თავში ისეთმა ჩამცხო, ალბათ ტვინი შემერყა _ ბუზღუნებდა ჩემს უკან ნიკა.
_ შენ მაგის გარეშეც გქონდა ტვინი შერყეული იდიოტო! _ აუყვირდა ლევანი.
_ ბიჭებო, გეყოთ ჩხუბი და აქ მოდით! _ ცოტა ამანერვიულა გოგოს უცნაურმა საქციელმა. _ არ ინძრევა... რა ვქნათ? _ შეშინებულმა გადავხედე ლევანს. ის ერთადერთი იყო ვინც ასეთ მომენტში ხუმრობას არ დაიწყებდა და რამე ჭკვიანურს მეტყოდა.
_ უნდა შევამოწმოთ
_ ლევან, გაგიჟდი? რომ წამოხტეს და ისევ თავს დაგვესხას? _ უკან დაიხია დათომ.
_ იქნებ ჩაეძინა? _ მივხვდი, რომ ანერვიულებულმა რაღაც სისულელე ვთქვი და ჩემს თავზე გამეღიმა.
_ მერე შენც აკოცე და გაიღვიძებს _ დამცინა ნიკამ. ლევანი კი ამდროს გოგოს გვერდით ჩაცუცქულიყო და რაღაცას ყურს უგდებდა. მერე კი გაფითრებულმა შემომხედა და თქვა _ ჯანდაბა! ... არ სუნთქავს...
_ არა, რას ამბობ? _ შეშინებული ნიკა ახლოს მივიდა _ იქნებ ჩვენი შეშინება უნდა და თავს იკატუნებს?
_ არა, არა, მართლა არ სუნთქავს, შევამოწმე. _ ლევანის ნაქვამს ყურადღება არ მიაქცია ნიკამ და გადაწყვიტა თავად შეემოწმებინა, ამიტომ გოგოს სახესთან ხელის გული მიიტანა და ცოტახანს ასე იჯდა. მერე შეშინებული ფეხზე წამოხტა და შემომხედა
_ მართლა არ სუნთქავს... წავედით! აქაურობას უნდა მოვშორდეთ!
_ არა! ხელოვნურ სუნთქვას ჩავუტარებ და გადარჩება _ ვუთხარი და გოგოს მივუახლოვდი. ისეთი ლამაზი იყო... აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე? სახე მიტკალივით თეთრი ჰქონდა და მძინარე მზეთუნახავს ჰგავდა, რომელიც საყვარელი ადამიანის ამბორს ელოდებოდა.
_ ლაშა! რას აკეთებ?! ვერ გაიგე? ჩქარა, წავედით! _ მიყვირა ლევანმა, მხარში ხელი ჩამავლო და ფეხზე წამომაყენა.
_ ლევან! მაცალე გთხოვ, მისი გადარჩენა შეიძლება _ სასოწარკვეთილმა ვიყვირე და ვცადე ხელებიდან დავსხლტდომოდი, თუმცა ისე მაგრად მიჭერდა, ვერაფერი მოვახერხე
_ არ გინდა, მაინც ვეღარ უშველი. სისულელეს თავი დაანებე და გავიქცეთ, ვინმემ არ მოგვისწროს _ მასთან და დათოსთან ჭიდაობას თავი დავანებე და ბედს დავმორჩილდი. ბიჭებთან ერთად მანქანაში ჩავჯექი და უკანმოუხედავად გავიქეცით იქიდან.
ბარში ვიჯექი და ჭიქას ჭიქაზე ვცლიდი. მინდოდა ისე დავმთვრალიყავი, რომ საკუთარი სახელიც კი არ გამხსენებოდა. ალბათ ამის დავიწყებას უფრო ადვილად შევძლებდი, ვიდრე იმას, რომ დღეს მკვლელი გავხდი! არა და ეს ყველაფერი ვითომ ბავშვური ხუმრობა უნდა ყოფილიყო, უბრალოდ მისი ცოტათი შეშინება გვინდოდა და აი, რით დამთავრდა ყველაფერი! მკვლელებიც გავხდით, უფრო სწორად მკვლელი მე გავხდი, იმიტომ რომ გაქცევის საშუალება არ მივეცი და ჩემს გამო წაიქცა. ის ლამაზი არსება მე მოვკალი! მე მოვუღე ბოლო მის ლამაზ სიცოცხლეს. როცა პირველად დავინახე მისი მშვენიერი მწვანე თვალები, რას ვიფიქრებდი, რომ მათი სამუდამოდ დახუჭვის მიზეზი მე გავხდებოდი. ღმერთო! ეს რა ჩავიდინე? რა მინდოდა მისგან? ეს რატომ გავაკეთე? არასოდეს გაქრება ჩემი მეხსიერებიდან მისი შეშინებული თვალები, რომლებიც მეხვეწებოდნენ და შეწყალებას მთხოვდნენ, მე კი სასტიკად მოვექეცი და სიკვდილისთვისაც გავიმეტე. არ უნდა მიმეტოვებინა, უნდა დავრჩენილიყავი და მებრძოლა მისი სიცოცხლის გადასარჩენად.


DiiiK♥თარიღი: შაბათი, 2010-12-25, 3:14 PM | შეტყობინება # 211
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
sofka, ოჯახის გოგოოო :*
როცა მოიცლი მაშინ დადეეე... cry cry cry cry არაუშავს sad sad sad sad sad sad ჩვენ არ გვეწყინება :ტირილითკვდებასმაილი:
მე სადარაჯოზე ვიდგები biggrin
მე ხომ სულმოუთქმელი ველოდი დიანას თვალების ახელას და ლაშას ნახვას... მინდა გითხრა, რომ ამ მომენტმა მოლოდინს აბგონი გაუკეთა biggrin ძაალიაან მაგარი იყოო happy happy შესანიშნავად მოფიქრებული და გათვლილი... შეიძლება ლაშა ცოდოა, მაგრამ ძალაინ მომეოწნა, დიანამ რომ მოატყუა... განა ის მომეწონა, რომ მოატყუა, უბრალოდ მესმის მისი...ამ მდგომარეობაში არჩია, რომ ცოტა გონძე მოსულიყო და ყველაფერი გაეაზრებინა... კარგი და ჭკვიანი გოგოა happy შესანიშნავუ პერსონაჟები გყავს. ის სერგიც (დეგენერატი) და ვიკაც (უარესი) უხდება ნაწარმოებს და მოკლედ ჩანს, რომ საზრიანი ადამიანი წერს happy snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka
მოუთმენლად ველი გაგრელეებას!!! უმაგრესი მწერალი ხაარ :* ასე გააგრძელეეე :*



sofkaთარიღი: შაბათი, 2010-12-25, 3:20 PM | შეტყობინება # 212
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
stupid_l@mb, დიკო გენაცვალე :*:*:*:* უღრმესი მალობა ლამაზი კომენტარისთვის და იმისთვისაც დიდი მადლობა, რომ ჩემი კარგად გესმის, შენ ყველაზე კარგად იცი ალბათ რა დღეშიც ვარ ახლა wacko იმედია ახალწლამდე მივაღწევ wacko biggrin biggrin biggrin

ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

DiiiK♥თარიღი: შაბათი, 2010-12-25, 3:25 PM | შეტყობინება # 213
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
sofka, მეც დაახლოებით ეგრე ვარ.... biggrin მიაღწევ, აბა რას იზამ snegurochka snegurochka snegurochka შენ განწყობა არ დაკარგო და მხნედ იყავიიი :*

პირიქით, მადლობა შეეენ :* საიტის მშვენებაააა :*



sofkaთარიღი: შაბათი, 2010-12-25, 3:57 PM | შეტყობინება # 214
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
stupid_l@mb, ხოო, ვცდილობ საახალწლო განყობაზე დავდგე და გავხალისდე smile ალბათ დღეს ნაძვის ხეს რომ დავდგავ გამომივა biggrin მადლობა გამხნევებისთვის :*:*:*
Quote (stupid_l@mb)
პირიქით, მადლობა შეეენ :* საიტის მშვენებაააა :*

გენაცვალე შენ! მიყვარხარ snegurochka snegurochka snegurochka snegurochka


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

saaaliთარიღი: შაბათი, 2010-12-25, 6:12 PM | შეტყობინება # 215
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
eeeh araushavs sad sad sad imedia am dgeebshi mainc dadeb sad

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

dodoთარიღი: შაბათი, 2010-12-25, 7:26 PM | შეტყობინება # 216

267
66  +
69  ±
   ±
Offline
araushavs..... chven imdenad gviyvarxar ro movitment happy happy happy happy happy
da rodis dadeb?

SLYTHIთარიღი: შაბათი, 2010-12-25, 7:41 PM | შეტყობინება # 217

259
11  +
   ±
Offline
shabatia dgeees !! velodebi axal tavs!!
tongue biggrin

დამატებულია (2010-12-25, 7:41 PM)
---------------------------------------------

Quote (sofka)
ბავშვებოოო! დღეს სამწუხაროდ ახალ თავს ვერ ვდებ და ყველას დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რომ შეგპირდით და ვერ შევასრულე მაპატიეთ რაა ამ ახალიწლის ორომტრიალში ვარ სულ ჩართული, თან ალბათ ბევრმა თქვენგანმა უკვე კარგად იცის ჩემი მდგომარეობა და იმედია გამიგებთ და არ მიწყენთ...

arada ra imedit shemovedii sad biggrin

mileyთარიღი: შაბათი, 2010-12-25, 7:42 PM | შეტყობინება # 218

93
17  +
31  ±
   ±
Offline
xo ai mec velodebi au male daideba ?


eeekთარიღი: შაბათი, 2010-12-25, 8:35 PM | შეტყობინება # 219

142
21  +
40  ±
   ±
Offline
vaime me ukve sizmarshi vxedav gagrdzelebas:D

DiiiK♥თარიღი: კვირა, 2010-12-26, 12:56 PM | შეტყობინება # 220
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
sofka, ნაძვის ხის გაწყობა ყოველთვის შვეელის :*
მეეც მიიყვარხაააარ snegurochka snegurochka snegurochka snegurochka
სადღაც ორშაბათი-სამშაბითისკენ ველი შენს თაავს sad sad sad
თორემ მეც ასე დამემართება მალე:::
Quote (eeek)
vaime me ukve sizmarshi vxedav gagrdzelebas:D

biggrin biggrin biggrin biggrin



dodoთარიღი: სამშაბათი, 2010-12-28, 8:58 PM | შეტყობინება # 221

267
66  +
69  ±
   ±
Offline
au es gogo sad dagvelargaa???? cry cry cry sad sad sad sad sad

sofkaთარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-29, 3:53 PM | შეტყობინება # 222
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
აი მეც მოვედიიიი biggrin :D biggrin და ხელცარიელი კი არა, ახალი თავი მოგიტანეთ happy ^_^

თავი 16.

დღეს საბოლოოდ ჩამიტარეს გამოკვლევები და ექიმმაც სახლში წასვლის ნება დამრთო. სიცოცხლე ახლა ყველაზე მეტად მიხაროდა, რადგან ისევ შემეძლო ცხოვრებით ტკბობა, საყვარელი ადამიანების დანახვა. უკვე არავის ტვირთად აღარ ვიგრძნობდი თავს და დამოუკიდებლად შევძლებდი ჩემი საყვარელი საქმიანობის გაგრძელებას.
- აბა, მზად ხარ? - პალატაში სახეგაბრწყინებული დედაჩემი შემოვიდა.
- თითქმის... მხოლოდ ჩემი კბილის ჯაგრისი ვერ ვიპოვე, სად გადამალე?
- ტუმბოს ქვედა უჯრაშია - სიცილით მითხრა, მერე კი საწოლზე დახვავებული ტანსაცმელი ერთიანად მოხვეტა და ჩანთაში ჩატენა, რაც არ მესიამოვნა და მაშინვე ვიყვირე
- დედააა! რა ქენი?! ეგ ყველაფერი უნდა დამეკეცა და ისე ჩამელაგებინა...
- კარგი რა, ახლა ნუ დაიწყებ! ამაზე დრო როგორ უნდა დაკარგო? ძლივს სახლში გვიშვებენ და აქ ერთი წუთითაც აღარ მინდა შენი გაჩერება, თორემ ასე მგონია კიდევ რაღაცა ანალიზის გაკეთება გაახსენდებათ და დაგტოვებენ.
- რას ამბობ?! ცოცხალი თავით აღარ გავიკეთებ არავითარ ანალიზს ცხოვრებაში, საერთოდ არ ვაპირებ საავადმყოფოში დაბრუნებას აღარასოდეს! - ჩანთა შევკარი და ოთახსაც უკანასკნელად მოვავლე თავლი იმ იმედით, რომ აქ მართლა აღარასდროს დავბრუნდებოდი. საავადმყოფოს მოსაცდელში თავალი ჩემს მეგობრებს მოვკარი, მათთან შეხვედრა ჩემთვის მოულოდნელი იყო, რადგან დედას არ უთქვამს, რომ ვინმე დაგვხვდებოდა.
- ანუკი! სერგი! აქ რას აკეთებთ?
- იცი, თუ არ ვცდები ჩვენს ერთ მეგობარს ველოდებით, რომელიც დღეს უნდა გამოეწერათ - ეშმაკურად გამიცინა ანუკიმ და მაშინვე გულში ჩამიკრა. გასასვლელ კართან უხერხულად ატუზულიყო სერგი და ჩემთან მოახლოებას ვერ ბედავდა. გადავწყვიტე მაშინდელი ამბავი დამევიწყებინა და უხერხულობისგან მეხსნა.
- სერგი, ძალიან მიხარია შენი ნახვა! - გავუღიმე და მასაც მეგობრულად გადავეხვიე.
- აბა ბავშვებო, გეყოფათ ეხლა! დანარჩენი სახლში გააგრძელეთ ...
მთელი გზა დედაჩემი არ გაჩერებულა იმდენს ლაპარაკობდა ეკას გამომცხვარ ტორტზე, რომელიც სახლში გველოდებოდა, რომ ნერწყვიც კი მომადგა. სახლში მისულებს კარებში ეკა შემოგვხვდა, რაღაც უცნაური გამომეტყველება ჰქონდა... ყოველ შემთხვევაში ისეთი არა, როგორსაც ველოდი. უბრალოდ მაკოცა, მერე კი დედაჩემი სასწრაფოდ სამზარეულოში გაიყვანა. მე ანუკისთან ერთად ჩემს ოთახში შევედი, რომ ნივთები ამომელაგებინა.
- სერგი, შენ სასტუმრო ოთახში შედი, ეხლავე მოვალთ - მივუბრუნდი შემოსასვლელ კართან ატუზულ სერგის.
- დიანა! აჯობებს ცოტახნით შენს ოთახში თუ იქნებით ბავშვები - სამზარეულოდან ეკამ გამომძახა - ყავას და ტორტსაც მანდ მოგართმევთ.
- კარგი, როგორც შენ იტყვი, შემოდი სერგი! - იძულებული გავხდი ჩანთის ამოლაგება სხვა დროსისთვის გადამედო, აბა სერგის თანდასწრებით ხომ არ გამოვამზეურებდი ჩემს პიჟამას და პირადი ჰიგიენის ნივთებს? ოთახში შემოსულ სერგის სავარძელი გავუნთავისუფლე, ჩემი უზარმაზარი დათუნია საწოლზე გადავდე და ვანიშნე, რომ მის ადგლიზე დამჯდარიყო. ანუკი უკვე ჩემს საწოლზე მოკალათებულიყო და ჩემი სურათების ალბომს ისე ათვალიერებდა, თითქოს პირველად ხედავდა. სერგიც ჩუმად იჯდა სავარძელში და წარა-მარა კარისკენ აპარებდა თვალს. სამზარეულოდან დედას და ეკას ჩუმი კამათის ხმა გამოდიოდა... ეჭვებმა შემიპყო, რაღაც მოხდა ან უფრო სწორად ხდებოდა და ალბათ არ უნდოდათ, რომ მე გამეგო. გადავწყვიტე ყველაფერი გამერკვია და ოთახიდან გასვლა დავაპირე.
- სად მიდიხარ? - ფეხზე წამოდგა სერგი და კარებში ჩამიდგა.
- სამზარეულოში... რა, არ შეიძლება?
- სამზარეულოში? მითხარი და მე მოგიტან რასაც გინდა...
- ვერ გავიგე?
- ეკას და დედაშენს მგონი სალაპარაკო აქვთ და აჯობებს თუ არ შევაწუხებთ.
- მაპატიე სერგი, მაგრამ ვერ მივხვდი საკუთარ სახლში რატომ არ მაქვს იმის უუფლება, რომ ჩემი ოთახიდან გავიდე? - მოთმინების ფიალა ამევსო.
- დიანა, მგონი სერგი მართალია... მოდი ოთახში დავრჩეთ სანამ ყველაფერი გაირკვევა - ანუკის სიტყვებმა კიდევ უფრო დამარწმუნა იმაში, რომ მართლა რაღაცას მიმალავდნენ და გავბრაზდი.
- არა! არ ვაპირებ ოთახში ყურყუტს და ცდას თუ რას არკვევენ ეკა და დედაჩემი ამდენხანს... სერგი გამატარე! - თვალები დავუბრიალე, ისიც გვერძე გადგა და გზა დამითმო. ოთახიდან ჩუმად გამოვედი და სამზარეულოს კართან ავიტუზე, მინდოდა გამეგო რაზე ლაპარაკობნენ ეკა და დედაჩემი.
- არა, ეკა ამის უფლება ვინ მისცა? ასე რატომ მომექცა? ქეთისგან ამას ნამდვილად არ ველოდი...
- კარგი დაწყნარდი! ბავშვებმა არ გაიგონონ... მგონი ჯობია ჯერ დაელაპარაკო და მერე გადაწვიტო როგორ მოიქცე.
- ეკა, აქ გადასაწყვეტი არაფერია, ის დიანას თავისდღეში ვერ ნახავს!
- მგონი დიანას აზრიც უნდა გაითვალისწინო, იქნებ ჯერ მისთვისაც გეკითახა?
- რა უნდა მკითხოს ეკა? - გულმა ვეღარ გამიძლო და სამზარეულოში შევედი. დედას ჩემს დანახვაზე ფერი დაეკარგა და თითქოს დამუნჯდაო ისე გაიყინა ადგილზე.
- რუსა! ჯობია სიმართლე უთხრა და მერე თვითონ გადაწყვიტოს ყვეაფერი - დედაჩემის დაყოლიებას განაგრძობდა ეკა.
- დიანა, სასტუმრო ოთახში ერთი ადამიანი იცდის, რომელსაც შენი ნახვა სურს... მაგრამ მე არ მინდა, რომ ნახო! – როგორც იქნა ხმის ამოღება გაბედა დედამ.
- ასეთი ვინ არის, რომ ჩემს დამალვას ცდილობ და არ გინდა შევხვდე? - უემოციო სახე მიიღო და მერე ცივად მითხრა
- მამაშენი...
- რა?! - მისი სიტყვების გააზრება დამთავრებული არ მქონდა, რომ სამზარეულოდან გავედი და სასტუმრო ოთახისკენ წავედი.
- დიანა, მოიცადე! - უკან დამედევნა დედაც. კარი შევაღე და ოთახში აღელვებული შევედი. ფანჯარასთან მაღალი, გამხდარი მამაკაცი იდგა. ჩემი ოთახში შესვლა როგორც კი იგრძნო მაშინვე კარისკენ მობრუნდა და ჭაობისფერი თვალები შემომანათა, ადგილზე გავქვავდი... დედა ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მამას ვგავდი, მართალია არ მახსოვდა როგორ გამოიყურებოდა, მაგრამ მამას სურათები ათასჯერ მაინც მქონდა ნანახი და მიუხედავად ამისა, მაინც ვერ წარმომედგინა თუ ასე ძალიან ვგავდით ერთმანეთს. სუნთქვა შეკრული ვიდექი და თვალს ვერ ვაშორებდი, ყოველგვარი მოქმედების უნარი დავკარგე...
- დიანა? - ჩემსავით გაოგნებულმა მამამ ძლივს მოახერხა, რომ რაღაც ეთქვა. - ღმერთო! რამხელა გაზრდილხარ...
- აბა გეგონა ისევ ის 8 წლის გოგონა დაგხვდებოდა? - ირონიულად უპასუხა ოთახში შემოსულმა დედამ. - რისთვის მოხვედი?
- მინდა ჩემი შვილის გვერდით ვიყო და დავეხმარო...
- ცოტა დაგვიანებული ხომ არ არის შენი დახმარება და გვერდში დოგომა?
- დედა, ძალიან გთხოვ მარტო დაგვტოვე!
- დიანა, ნუთუ ამ კაცთან მარტო დარჩები?
- ეს კაცი – მამაჩემია დედა! ასე რომ მოვითხოვ მასთან ცალკე დალაპარაკების საშუალება მომცე! - უკან დახევას არ ვაპირებდი, ამას დედაც მიხვდა და უკმაყოფილო სახით გავიდა ოთახიდან.
- დაბრძანდით! - ვანიშნე დივანზე, მე თვითონ კი მისგან ცოტა მოშორებით, სავარძელში ჩავჯექი. ცოტახნის შემდეგ უხერხული სიჩუმე მისმა ხმამ დაარღვია
- არც კი ვიცი რა გითხრა? იცი... სანამ აქ მოვიდოდი ათასჯერ მაინც დავაწყვე აზრი, თუ რა უნდა მეთქვა შენთვის და რით მემართლებინა თავი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ვერც ვერაფრით გავიმართლებ თავს და ბოდიშიც რომ მოგიხადო ალბათ მაინც ვერ შეგიმსუბუქებ იმ ტკივილს, რომელიც აქამდე მოგაყენე... თუმცა უნდა მენახე, აუცილებლად უნდა მენახე და ახლა თუ გინდა გამლანძღე და მიწასთან გამასწორე, მე ამის ღირსი ვარ!
- იცით, მე ჩემს თავს იმას ვერ ვაკადრებ, რომ საკუთარი მამა, ან თუნდაც ჩემზე ამდენიხნით უფროსი ადამიანი გავლანძღო და სიტყვიერი შეურაცყოფა მივაყენო, ასე რომ მხოლოდ იმას გეტყვით რაც სათქმელი და გულის ტკივილი დამიგროვდა აქამდე... მამა! მე შენ ყოველთვის მაკლდი, მაშინაც კი როცა ჩემი ბებია-ბაბუა ცდილობდა უშენობა არ მეგრძნო და მანებივრებდნენ... მაშინაც როცა დედაჩემი ცდილობდა შენს მაგივრად ემუშავა ჩემი გულისთვი, რომ მშიერი არ ვყოფილიყავი და სამსახურიდან მოსული, დაღლილი ისევ ჩემს სასთუმალთან იჯდა და ზღაპარს მიკითხავდა... მაშინაც კი როცა თითქოს უშენობასაც შევეჩვიე და უკვე აღარც კი მიჩნდებოდა შენზე კითხვები თუ რატომ არ მნახულობდი ამდენი ხანი - ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი და ბოღმა ყელში მაწვებოდა.
- გთხოვ... თუ შეძლებ მაპატიე! არც ჩემთვის იყო ადვილი შენთან და დედაშენთან განშორება, მაგრამ გარემოებამ მაიძულა თქვენზე უარი მეთქვა... ყველა ჩვენს წინააღმდეგ იყო, არავის არ სურდა ჩემი და დედაშენის ერთად ყოფნა და ვეღარ გავუძელით.
- ეგ გასაგებია, მაგრამ ჩემზე რატომღა თქვი უარი? რატომ დამტოვე?
- მე არ მიმიტოვებიხარ, შენი ბებია და ბაბუა იყო იმის წინააღმდეგი, რომ მენახე...
- ხო, მაგრამ დედაჩემი ხომ ცდილობდა ჩუმად გვენახა ერთმანეთი? მიუხედავად იმისა რომ პატარა ვიყავი ეს მაინც მახსოვს... ბოლოს მგონი 8 წლის ვიყავი ერთმანეთი, რომ ვნახეთ და იმის მერე გაუჩინარდი.
- იძულებული გავხდი დამეტოვებინე და წავსულიყავი... მაპატიე...
- ეს მაინც არ გამართლებს! ჩემზე ყველანაირი უფლება გქონდა, უნდა გებრძოლა ჩემი გულისთვის, მაგრამ შენ უფრო იოლი გზა გამონახე და გაიქეცი.
- ვიცი! ლაჩარივით მოვიქეცი - ცრემლები გადმოსცვივდა და თავი ხელებში ჩარგო.
- იცი რამდენჯერ მინატრია სკოლიდან გამოსულს, რომ ეზოში დამხვედროდი, მე კი სიამაყით მეყვირა ყველას გასაგონად მამა! მამა! მერე კი ჩაგხუტებოდი, როგორც ამას ჩემი კლასელები აკეთებდნენ. ბევრჯერ ისიც კი მინატრია, რომ გამჯავრებოდი და დაგეტუქსე კიდეც დედას მაგივრად. რომ იცოდე რამდენჯერ შემშურებია ჩემი ამხანაგების, როცა სადმე დაბადების დღეზე აღმოაჩენდნენ, რომ სახლში დააგვიანეს და შეშინებულები წამოიყვირებდნენ “ ვაიმე! მამაჩემი მომკლავს ასე რომ დავაგვიანეო.” წარმოგიდგენია მაინც ასეთი რაღაცეებისაც რომ მშურდა? როცა ვინმე რამეს მეკითხებოდა შენს შესახებ, მაშინვე ვმუნჯდებოდი, ჩემთვის კომპლექსივით იყავი, რომლის დამალვასაც საგულდაგულოდ ვცდილობ დღემდე.
- მაპატიე შვილო! მაპატიე, რომ ამდენი ტკივილი მოგაყენე და ამდენი ტანჯვა გადაიტანე შენი ცხოვრების ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში.
- ჩემთვის დაბადების დღეც კი არასდროს მოგილოცია... თუნდაც რომ დაგერეკა და გეთქვა “ დიანა, გილოცავ დაბადების დღეს!” მარტო ესეც საკმარისი იქნებოდა, რომ გაგეხარებინე. - ცრემლები ვეღარ შევიკავე და მდუღარე წვეთებმა ღაპა-ღუპით დაიწყო ცვენა ჩემს ლოყებზე. ორივე ერთად ვტიროდით... მინდოდა ჩავხუტებოდი, მაგრად მოვხვეოდი და ხელი აღარ გამეშვა, მაგრამ არ ვიცოდი ეს როგორ გამეკეთებინა... მასთან მიახლოვებასაც ვერ ვახერხებდი, რადგან ის ჩემთვის თითქოს ძალიან ახლობელი, მაგრამ ამავე დროს ძალიან უცხო იყო. ჩვენს შორის გაუცხოება იყო... ვგრძნობდი, რომ ერთმანეთი დიდიხნის წინ დავკარგეთ, ჩვენი გზები გაიყარა და ალბათ იმდენად სხვადასხვა მხარეს წავედით, რომ იმ გრძნობის დაბრუნება რაც მამა-შვილს უნდა აკავშირებდეს უკვე შეუძლებელი იყო. - ყველაფრის მიუხედავად მე მაინც მიხარია, რომ გნახე და დავრწმუნდი, რომ არაფერი მოგსვლია და ცოცხალი ხარ.
- დიანა... შეძლებ ოდესმე, რომ მაპატიო და უფლება მომცე შენს ცხოვრებაში რაღაც პატარა ადგილი დავიკავო?
- პატიებით უკვე გაპატიე! მაგრამ ადგილის დაკავებას რაც შეეხება, არც კი ვიცი ღირს თუ არა, ან რა აზრი აქვს უკვე ამ ყველაფერს? ჩვენ ხომ ერთმანეთისთვის თითქმის უცხო ვართ და ღირს კი ხელახლა დაახლოვება?
- ასე რატომ ფიქრობ?
- გაითვალისწინე, რომ მე ის პატარა გოგო აღარ ვარ, თან უმამოდ გავიზარდე... ისიც კი არ ვიცი რას ნიშნავს როცა მამა გყავს, ან რა გრძნობაა ეს... ასე რომ არც ის ვიცი შევძლებ თუ არა შენს მიღებას და იმას რომ მამად აღგიქვა.
- ესეიგი ამის იმედი არ მქონდეს? - თითქოს გული ჩასწყდაო ისე ამოიოხრა და თვალებში ჩამაშტერდა. გული შემეკუმშა როცა მისი ცრემლით სავსე თვალები დავინახე...
- არ ვიცი... უნდა დავფიქრდე. ამ ბოლო დროს იმდენი რამ დამატყდა თავს, რომ მეშინია არ შევიშალო. ასე რომ ყველაფერზე კარგად უნდა დავფიქრდე...

დამატებულია (2010-12-29, 3:53 PM)
---------------------------------------------
ეს ამ წელში ბოლო თავი იყო, შემდეგ თავს მომავალ წელში დავდებ biggrin :D biggrin ოღონდ რიცხვი არ მკითხოთ, მეც არ ვიცი როდის მოვახერხებ ახალი თავის დაწერას sad მთელი ახალი წელი ალბათ სტუმრების მიღება გაცილება მექნება wacko %) wacko


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[


შეტყობინება შეასწორა sofka - ოთხშაბათი, 2010-12-29, 3:55 PM

bachia_bachia555თარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-29, 4:03 PM | შეტყობინება # 223

206
19  +
33  ±
   ±
Offline
zaan magari tavia snegurochka matire kidec cry cry

DiiiK♥თარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-29, 4:14 PM | შეტყობინება # 224
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
sofka, გაიხააარეეეეეეე snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka დიდიიი, დიიდიი მალდობა, რომ გამონახე დრო თავის დასასრულებლაად!!!! ბრავოო! და მერე რა თავიი?! აი თვალებაცრემლიანებული ვწერ კომენტარს :'( :'( :'( :'( ძალიან ამაღელვებელი თავი იყო! მამა გამოჩნდა! როგორ გამიხარდაააა happy happy happy როგორი ძნელი იყო დიანასთვის უმამო ცხოვრებაა :'( :'( :'( ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ეს ყველაფერი მე გადამხდა... მშვენივრად გაქვს აღწერილი ემოციები eek eek thumb thumb
ასევე ძალიან მომეწონა ის, რომ სერგის მეგობრულად მოექცა და არ აითვალწუნა biggrin (არადა ღირსი იყო ერთი-ორი მუშტის, მაგრამ მაგ საქმეს სხვაც კარგად მიხედაავს biggrin biggrin )
ლაშასგან ამ თავში "დავისვენეთ" biggrin იმედია კარგი რეფერატი შეადგინა, რათა თავი იმართლოს დიანას წინაშე... თუმცა დარწმუნებული ვარ, დიანა შეზლებს მის პატიებას, რათქმაუნდა აპატიებს, შესანიშნავი გოგოა!!! კიდევ ერთხლენ მინდა ავღნიშნო, რომ შესანიშნავი პერსონაჟები გყავს (ზოგზოგიერთის გარდა biggrin )
კიდევ ერთხელ დიიიდიი მალდოობააააააააააა :* წარმომიდგენია, როგორ გადარბენაზე ხაარ :(((
ახალ ტავს ახალი წლიდან ველით, რათქმაუნდა :* არ იჩქარო, შენს საქმეში ხელი არ შეგიშალოოს :*
ძააალიაან მააგარიი გოგო ხაარ და ასე გააგრძელეეე snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka



★Gvanca★თარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-29, 4:15 PM | შეტყობინება # 225
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
sofka, vaime dzaan magari tavi iyo dzalian sainteresod da kargad gaqvs yvelaferi gadmocemuli diana shemecoda yvelaperi ertdroulad daatyda tavs dzlivs aexila tvali da exla mama gamoecxada .genacvale sityvebi ar myopnis ise var shenit agprtovanebulii. yochag unakold wer snegurochka snegurochka snegurochka

ძებნა: