ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
სიყვარულით დაბრმავებული

sofkaთარიღი: ხუთშაბათი, 2010-10-14, 9:18 PM | შეტყობინება # 1
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline

პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "რომანტიკის დედოფალი-ავტორი".

სახელწოდება: სიყვარულით დაბრმავებული
ავტორი: sofka
ბეტა: არ მყავს
დისკლეიმერი: გმირებზე უფლებები მეკუთვნის მე
რეიტინგი: G (General)
ჟანრი: (Angst) (Romance) (Drama)
სამარი: ეს ისტორია ერთ საოცრად ნიჭიერ გოგონაზეა, რომელსაც სახელად - დიანა ჰქვია. ის ბავშვობიდან ოცნებობს პიანისტობაზე, რაც ნაწილობრივ აუხდა კიდეც. სწავლობს მუსიკალურ სასწავლებელში და აქვს დიდი წარმატებები, თუმცა მოულოდნელად მის ცხოვრებაში ჩნდება პიროვნება, რომელიც ხელს უშლის მისი ოცნების განხორციელებას და მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის...
სტატუსი: წერის პროცესშია

თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 18

თავი 17

თავი 1.

ცრუმორწმუნე არ გახლავარათ და არც შავი კატის მეშინია, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: თუ დილა უსიამოვნებებით დაიწყო მორჩა, უმჯობესია საერთოდ არ გავადგა ფეხი სახლიდან, თორემ საღამომდე ერთი-ორჯერ ტირილს თავისუფლად ვასწრებ. ის დილაც თითქოს უმნიშვნელო ინციდენტით დაიწყო, თუმცა ის დღე ალბათ არასდროს დამავიწყდება, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება მთლიანად თავდაყირა დადგა. მოკლედ ყველაფერი ასე დაიწყო:
დილით ადრე ავდექი, ვისაუზმე და პიანინოს მივუჯექი, რომ ნაწარმოებები გამემეორებინა. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ერთხელაც კონსერვატორიის დიდ სცენაზე დავუკრავდი ორკესტრთან ერთად და ცნობილი პიანისტიც გავხდებოდი. აი ეს მნიშვნელოვანი დღეც დადგა! მართალია კონსერვატორიაში არ მქონდა კონცერტი და მუსიკალურ სასწავლებელში, პატარა სცენაზე უნდა დამეკრა, მაგრამ მნიშვნელოვანი იმით იყო, რომ კონსერვატორიიდან სპეციალური ჟიური ჰყავდათ მოწვეული. ერთ თვეში კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტი იგეგმებოდა და სწორედ ამ კონცერტისთვის, სხვადასხვა მუსიკალური სასწავლებლიდან მოსწავლეებს არჩევდნენ. მეც შანსი მომეცა და ხელიდან გაშვებას ნამდვილად არ ვაპირებდი. ვიღაცამ ზარი დარეკა და ოცნებებიდან მიწაზე დავეშვი.
_ დედა! სად იყავი? _ გაოცებულმა შევიცხადე, როცა კარი გავაღე და დაღლილი დედაჩემის სახე დავინახე.
_ გასაღები დამრჩა, ხომ არ გაგაღვიძე?
_ რას ამბობ? ამ დრომდე რა დამაძინებდა, დღეს ისეთი დღე მაქვს! _ ცელოფნის პარკი გამოვართვი და ინტერესით შევათვალიერე.
_ გახსენი! იმედია მოგეწონება და მთელი დილა ტყუილად არ ვირბინე ამის გულისთვის _ ამოიოხრა და სავარძელში უღონოდ მიესვენა.
_ რა არის? _ ეშმაკურად გამეღიმა და ცელოფანში ჩავიჭყიტე. რაღაც იასამნისფერ ნაჭერს მოვკარი თვალი და მივხვდი
_ დედა! კაბა მიყიდე? სად იშოვე? _ აღტაცებულმა ავიტაცე ღია იასამნისფერი ატლასის კაბა ხელში და სარკესთან გავიქეცი.
_ დაწყნარდი! უბრალოდ თანამშრომლისგან ვითხოვე, მისი შვილისაა, გუშინ შემომთავაზა და მეც უარი არ ვუთხარი. მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა შენთვის _ დამნაშავესავით ჩაღუნა თავი.
_ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? Mმთავარია კაბა მაქვს და სიურპრიზიც გამოვიდა!
_ მაშინ მიდი! ჩაქარა მოიზომე, მგონი ზომაში არ შევმცდარვარ. _ სასწრაფოდ გადავიცვი ნანატრი კაბა და დედას წინ დავბზრიალდი.
_ აბაა? როგორია?
_ დიანააა! რა ლამაზი ხააარ!
_ მართლა დეე? _ დავიმორცხვე და სარკესთან მივედი, რომ დავრწმუნებულიყავი _ მართლა ფიქრობ, რომ მიხდება?
_ არაჩვეულებრივია! გეგონება პირდაპირ შენს ტანზეა შეკერილი _ აღფრთოვანებას ვერ მალავდა დედა.
_ ხოო? მე კი მგონია, რომ ძალიან ზუსტად მაქვს და ცოტა მიჭერს კიდეც.
_ უბრალოდ ნერვიულობ და რაღაცეები გეჩვენება _ თავი გააქნია და ღიმილით შემათვალიერა _ თან იასამნისფერი ძალიან გიხდება, მწვანე თვალებს კიდევ უფრო ლამაზად გიკვეთავს.
_ ესეიგი კაბა მიხდება, ახლა მხოლოდ ის დამრჩა, რომ ყველაზე კარგად დავუკრა.
_ დაუკრავ კიდეც! ისე დაუკრავ, რომ იქნებ ხვეწნაც კი დაგიწყონ, კონსერვატორიაში გააგრძელე სწავლაო, ააა? _ ეშმაკურად გამიცინა და ცხვირზე თითი ჩამომკრა. _ ყველაფერი კარგად იქნება, მოდი ეხლა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ კარგი? _ მივხვდი რაც იგულისხმა და მორჩილად დავუკარი თავი.
_ ესეიგი, მხრებში გაიმართე! _ მე მისი სიტყვების შესრულებას შევუდექი _ გამოდიხარ, თავს უკრავ მაყურებელს, მერე სკამს ასწორებ როიალთან, ღრმად ჩაისუნთქე... და დაიწყე _ ბოლო სიტყვების მერე ხელები ავწიე, ინსტრუმენტისკენ გადავიხარე, რომ დაკვრა დამეწყო და ამ დროს... ზურგზე კაბის გახევის ხმამ ადგილზე გაგვყინა, მეც და დედაც. ერთი წუთის მანძილზე მე და დედა ჩუმად ვიჯექით და ერთმანეთს იმედგაცრუებულები შევყურებდით.
_ არაუშავს, რამეს მოვიფიქრებ _ მამშვიდებდა დედა _ მოდი გავკერავ, ისე, რომ არც შეემჩნევა. ან სულაც რამე მოსაცმელს მოვძებნი... მოიცმევ და ვერავინ შეგამჩნევს, რას იტყვი?
_ არა დეე, არ გინდა. სხვა რამეს მოვძებნი და იმით წავალ.
_ რას ამბობ! ძველი კაბა უნდა ჩაიცვა?
_ დედა, დამშვიდდი, არაფერია. ისედაც უხერხულად ვგრძნობდი ამ კაბაში თავს და მირჩევნია ძველი ჩავიცვა. თანაც უბრალო კონცერტი იქნება და რა მნიშვნელობა აქვს რას ჩავიცმევ. აი! როცა ცნობილი პიანისტი გავხდები და კონსერვატორიაში მექნება ხოლმე კონცერტები, ასეთი კაბა ათასობით მექნება.
_ ხოო, ოცნება კარგია, მაგრამ ასე ვეღარ ვიჯდებით... რაღაც უნდა მოვძებნოთ _ დედა ერთხანს ჩაფიქრდა, მერე კი რაღაც გაახსენდა და სახე იმედიანად გაუნათდა _ გამახსენდა! ვიცი რაც უნდა ჩაიცვა!
_ რა?
_ რა და, ჩემი იღბლლიანი კაბა, რომლითაც კონსერვატორიის კონცერტზე გამოვედი. _ პატარა ბავშვივით აცქმუტდა.
_ რას ამბობ დეე, ის ნაცრისფერი კაბა?
_ მართალია ცოტა ძველმოდურია, მაგრამ სამაგიეროდ ბედნიერების და წარმატების მომტანი იქნება შენთვისაც.
_ ხოო, მაგრამ გრძელი მექნება, შენ ხომ ჩემზე მაღალი ხარ... _ პირდაპირ უარს ვერ ვეუბნებოდი, მისი წყენინება არ მინდოდა და ამიტომ ბოლო იმედსღა ჩავებღაუჭე.
_ მერე ეგ რა პრობლემაა, შევკეცავ და ისე დავლამბავ, რომ არ ჩამოგეშალოს. აი ნახე! ყველაზე ლამაზი და წარმატებული იქნები დღეს! _ ისეთი ბედნიერი და მეოცნება გამოხედვა ჰქონდა, რომ უარის თქმით ვერ ვატკენდი გულს, ის ხომ ჩემთვის ამდენს წვალობდა. ჰოდა, გადავწყვიტე წინააღმდეგობა აღარ გამეწია. სკამზე შემაყენა, თითონ კი ნემსით და ძაფით კაბის შეკეცვას შეუდგა. ერთ ადგილას დიდხანს დოგმა აღარ შემეძლო და ცქმუტვა დავიწყე. ტელევიზორში რომელიღაც ჯგუფის კლიპი გადიოდა და მუსიკის რიტმს ავყევი.
_ დიანა! ნუ ცქმუტავ, თორემ ნემსი შეგერჭობა
_ მალე მორჩები?
_ კი, უკვე ვამთავრებ. _ მე კი სიმღერის მოსმენა გავაგრძელე. როგორც კი კაბის კერვას მორჩა, სკამიდან ჩამოვხტი და სარკესთან მივირბინე. შეხედვაც კი არ მინდოდა, თავი ყველაზე მახინჯი არსება მეგონა ამ კაბაში. შიშით შევათვალიერე ჩემი ორეული სარკეში და ცოტა დავწყნარდი, არც ისეთი ულამაზო იყო ეს კაბა, როგორც მეჩვენებოდა. უბრალოდ, ცოტა ძველმოდური იყო, თორემ ისე რას ვერჩოდი. მოკლედ, ჩემი წასვლის დროც მოახლოვდა. როგორი დასანანიც არ უნდა ყოფილიყო დედა დღეს ვერ მომყვებოდა კონცერტზე სამსახურის გამო და ამის გულისთვის ათასჯერ მაინც მომიხადა ბოდიში. სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა და მთელი დღე იქ უწევდა ყოფნა, თან ისეთი აუტანელი დირექტორი ჰყავდა, არც გაანთავისუფლებდა. ამის გამო ძალიან ღელავდა, ჩემზე მეტადაც კი. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, დედაჩემი ჩემგან განსხვავებით გამოუსწორებელი ცრუმორწმუნეა. მართალია მე მის რიტუალებზე ყოველთვის მეცინებოდა, მაგრამ ამჯერადაც გული არ დავწყვიტე და მორჩილად შევასრულე მისი თხოვნა.Gგასვლისწინ მარჯვენა მხრის მიმართულებით სამჯერ დამატრიალა, მერე შუბლზე მაკოცა და წარმატება მისურვა. აი ასე გამომისტუმრა სახლიდან. სასწავლებელი ჩემი სახლიდან რამდენიმე კვარტლის იქით იყო. დრო ნახევარი საათი მქონდა, ამიტომ ფეხით წასვლა ვარჩიე.
ქუჩაში ნაწვიმარი იყო, ჰაერში კი ჭადრის და აკაციის ყვავილების სუნი ტრიალებდა. ხარბად შევისუნთქე ჰაერი და ვიგრძენი, როგორ დამახვია თავბრუ გაზაფხულის სასიამოვნო სურნელმა. თავი რაღაც უცნაურად, ბედნიერად ვიგრძენი. ქუჩას მივუყვებოდი და ხეების სიმწვანით ვტკბებოდი. ყველაფერი ირგვლივ ისეთი ლამაზი მეჩვენებოდა, მიკვირდა კიდეც აქამდე ამას რატომ ვერ ვამჩნევდი. გზაზე გადავდიოდი, როცა უეცრად კატის კნავილის ხმა შემომესმა, დაბლა დავიხედე და რას ვხედავ: პატარა, მობუზული და შეშინებული კნუტი შუაგზაზე მოკუნტულა და საცოდავად კნავის. გულმა ვერ მომითმინა და მასთან ჩავიცუცქე.
_ რა გაკნავლებს პატარავ? რატომ ზიხარ შუაგზაზე, ხომ შეიძლება მანქანამ გადაგიაროს? გზიდან გადადი! _ სიტყვის დამთავრება ძლივს მოვასწარი, რომ ჩემს უკან მკვეთრი მუხრუჭის ხმა გავიგონე. ადგილზე გავქვავდი, მხოლოდ ხელების სახეზე აფარება მოვასწარი. მეგონა უკვე გადამიარა მანქანამ და მოვკვდი.
_ გოგონა ცოცხალი ხარ? როგორ ხარ? _ მანქანის კარი გაიღო და იქიდან დაფეთებული ბიჭი გადმოხტა. თვალებში შევხედე და მეტყველების უნარი დავკარგე... ის ისეთი ლამაზი იყო, მარტო ანგელოზს თუ შევადარებდი _ მაღალი, შავგვრემანი, ულამაზესი თაფლისფერი თვალებით. მეგონა მართლა მოვკვდი და ჩემს წასაყვანად იყო მოსული.
_ გოგონა, შენ გეკითხები!
_ კარგად ვარ _ ძლივს წავილუღლუღე.
_ არა! ასე როგორ შეიძლება? თუ სიკვდილი გინდა სადმე სხვაგან მოიკალი თავი, მე რას მივარდები ბორბლებში?
_ მე უბრალოდ კატა დავინახე გაზაზე დაა...
_ იცი რა? არ მაინტერესებს რა დაინახე, გზიდან ჩამომეცალე! _ უხეშედ მომახალა და მანქანაში ჩაჯდა. ფისო ავიყვანე და გზის მეორე მხარეს გადავედი.
_ ეჰ ფისო! რა დასანანია... რა ლამაზია, მაგრამ უხეში. მანქანაც ისე გიჟივით დაჰყავს, წინ არც კი იყურება. _ ფისო ტროტუარზე დავსვი და გზა გავაგრძელე. ქუჩის ბოლოს ჩემი სასწავლებელიც გამოჩნდა. ეზოში უამრავი ხალხი შეკრებილიყო. მათშორის ჩემი თანაკურსელებიც იყვნენ და მათთან მივედი.
_ დიანაა! რა ლამაზი ხაარ! _ ჩემი მეგობრის ხმა მომესმა გვერდიდან.
_ ანუკი! _ თბილად გავუღიმე და გადავეხვიე _ ხომ არ აჭარბებ? ამ ძველ კაბაში ნამდვილი საფრთხობელა ვარ! _ შეწუხებულმა დავიხედე კაბაზე.
_ არა, რას ამბობ, ძალიან გიხდება _ ვიცოდი, რომ ეს მხოლოდ ნუგეშის სიტყვები იყო მისი მხრიდან და აღარაფერი ვუთხარი.
ფოიეში უაზროდ ვყურყუტებდი და ვნერვიულობდი, ანუკიც გაუთავებლად ლაპარაკობდა და არც კი ვუსმენდი, უბრალოდ ავტომატურად ვუღიმოდი და თავს ვუქნევდი. ნახევარი საათი ისევ უნდა გვეცადა, ამიტომ გადავწყვიტე დედასთვის დამერეკა და გამეგო გეგმები ხომ არ შეეცვალა. ეზოში გავედი და ნაცნობი მანქანა დავინახე. ეს ის ვერცხლისფერი მერსედესი იყო ცოტახნის წინ რამის, რომ გადამიარა. მისი პატრონიც იქვე სამ ბიჭთან ერთად მანქანას მიყრდნობოდა და ლუდს წრუპავდნენ. თავი ნერვიულად გადავაქნიე და ზურგი ვაქციე. ჩანთიდან მობილური ამოვიღე და დედას გადავურეკე.
_ რა მოხდა დიანა?! _ შეშფოთებული დედას ხმა შემომესმა ყურმილიდან
_ არა, არაფერი. მაინტერესებდა გეგმები ხო არ შეგეცვალა? დირექტორმა არ გაგანთავისუფლა?
_ არა ძვირფასო, ხომ იცი რანაირია. არაფრით არ გამოდის, მაგრამ კიდევ ვეცდები დავითანხმო. _ დამაიმედა დედამ.
_ კარგი! რომ იცოდე მე ყველაზე ბოლოს ვუკრავ და გაითვალისწინე, იქნებ მომისწრო.
_ კარგი, ვეცდები, გკოცნი _ გათიშვა ძლივს მოვასწარი, რომ უკნიდან ვიღაც მაგრად დამეჯახა და მობილური ხელიდან გამაგდებინა.
_ ოხ! არ მინდოდა გენაცვალე _ ირონიულად მომაძახა შავგვრემანმა ანგელოზმა და თავის ამფსონებთან ერთად სიცილ-ხარხარით გააგრძელა გზა. სასწავლებლის შენობაში შევიდნენ და თვალს მიეფარნენ. როგორც ჩანს ისიც აქ სწავლობს ან ვინმესთან არის მოსული კონცერტზე. მობილური ძირიდან ავიღე და მეც შენობაში შევედი. საკონცერტო დარბაზი თითქმის სავსე დამხვდა, ადგილი მხოლოდ ბოლო რიგში იყო დარჩენილი და ვიღაცის გვერდით ჩამოვჯექი. კონცერტი დაიწყო, მონაწილეები ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდნენ და უკრავდნენ. რამდენიმე მათგანი ისე მომეწონა, რომ ვიფიქრე მათ კონკურენტობას ვერც კი გავუწევდი. ვიგრძენი როგორ მემატებოდა ღელვა, რომელიც უკვე ისტერიულ ნერვიულობად მექცა.
სკამზე ვეღარ ვისვენებდი, დამშვიდებას ვცდილობდი, მინდოდა ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და ისღა მოვიფიქრე, რომ ნოტები ამომეღო და ნაწარმოებისთვის გადამეხედა. ჩანთაში ქექვის დროს უნებურად ხელებზე დავიხედე, რომელიც შიშისგან სულმთლად გალურჯებული მქონდა. პანიკამ შემიპყრო და ფეხზე წამოვხტი, მინდოდა უკან მოუხედავად გავქცეულიყავი დარბაზიდან.
_ ფრედერიკ შოპენი _ ფანტაზია-ექსპრომტი, ასრულებს მეორე კურსის სტუდენტი _ დიანა მიქაძე! _ ჩემი სახელის გაგონებაზე ადგილზე გავშეშდი. ჩემი გამოსვლის ჯერიც მოახლოვდა, უკან ვეღარ დავიხევდი და ვეცადე დავმშვიდებულიყავი. სცენისკენ წავედი და შუა რიგებთან ჩავლის დროს რამდენიმე ადამიანის სიცილის ხმა შემომესმა. მივიხედე და ისევ ის ოთხი ჩერჩეტი ბიჭი დავინახე ეზოში, რომ დამცინოდა. ვიცოდი, რომ ამჯერადაც მე ვიყავი მათი სიცილის მიზეზი და საშინლად გავბრაზდი. ვითომ რა ეგონა ამ ოთხ, თვითკმაყოფილ იდიოტს, რომ ჩემზე რამით მაინც იყვნენ უკეთესები? ნერვიულობა სიბრაზემ შეცვალა, ისეთი შემართებით ავედი სცენის პატარა კიბეებზე თითქოს დუელში გამომიწვიეს და საკუთარი ღირსების დასაცავად მივემართებოდი მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად. როიალთან სკამი გავასწორე და როგორც კი დავჯექი ცოტა დავმშვიდდი. ბოლოს და ბოლოს მათზე გამწარებულს საცოდავ როიალზე რატომ უნდა მეყარა ჯავრი? პირველივე ოქტავა შემართებით ავიღე, შემდეგ კი... ჩემი თითები ისე სწრაფად და ნაზად გაფრინდნენ კლავიშებზე, როგორც მინდორში ჭრელი პეპლები. ისე ადვილად დარბოდნენ და დასრიალებდნენ კლავიატურაზე, თითქოს პატარა ლიფსიტები სრიალებდნენ მდინარეში. მელოდიას ხან ზღვასავით ვაღელვებდი, ხანაც ვამშვიდებდი და პატარა ბავშვივით ვვეფერებოდი კლავიატურას. მთლიანად გამიტაცა მუსიკამ და ირგვლივ ვეღარავის ვამჩნევდი,ისეთი სიჩუმე იდგა, თითქოს დარბაზში მხოლოდ მე და როიალი დავრჩით. მინდოდა ეს იდილია კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო, მაგრამ უკვე ბოლო, დამამთავრებელი აკორდიც ავიღე. მერე ხელები ნაზად ჩამოვუშვი მუხლებზე და სკამზე გავქვავდი. პირველმა ტაშმა შემაკრთო და გონს მომიყვანა, მივხვდი, რომ ყველაფერმა ჩაიარა, მაგრამ დამშვიდების მაგივრად უფრო ავნერვიულდი. ადგომა და კიბეებზე ჩამოსვლა ძლივს მოვახერხე. სცენაზე წამყვანი გოგონა გამოჩნდა და ღიმილით გამოაცხადა _ კონცერტი დამთავრებულია! მადლობთ მობრძანებისთვის. მონაწილეების საყურადღებოდ: ჟიურის გადაწყვეტილებას მოსაცდელში დაელოდეთ! _ ბოლო სიტყვები ჩემთვის უფრო ასე ჟღერდა: “ ჟიურის განაჩენს მოსაცდელში დაელოდეთ!” რადგან მე სწორედ, რომ განაჩენივით ველოდებოდი მათ გადაწყვეტილებას. დარბაზიდან გასვლის დროს კართან ანუკი შევამჩნიე, აღელვებული ათვალიერებდა ხალხს, ალბათ მე მეძებდა. დამინახა და ჩემსკენ ღიმილით წამოვიდა.
_ დიანაა! არაჩვეულებრივად დაუკარი, გილოცავ!
_ მგონი ცოტა ნაადრევად მილოცავ _ უიმედოდ გამომივიდა, მაგრამ მართლა ასე ვთვლიდი. არასოდეს მიყვარდა ნაადრევი სიხარული. ეს ანუკიმაც იგრძნო და მოიწყინა. _ შედეგს მეც შენთან ერთად დავუცდი. ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ. Kონცერტის დაწყებამდე გელოდებოდი გარეთ, მერე კი მეტიჩარა თიკამ შემათრია დარბაზში. ხომ იცი იმ გოგოს ატანა არ მაქვს, მაგრამ სხვა გზა აღარ მქონდა სასწავლო ნაწილი თვალებს გვიბრიალებდა _კონცერტი იწყება და მალე დაჯექითო. ხო და ვეღარ დაგიცადე, ბოდიში _ დამნაშავესავით მოიბუზა და თავი დახარა.
_ ანუ, დამშვიდდი! არ გსაყვედურობ. ისე მოიქეცი, როგორც საჭირო იყო. _ გავუღიმე და დავამშვიდე მეგობარი. მართლა არ მწყენია, ალბათ იმიტომ, რომ თავს მოსაწყენ ადამიანად ვთვლი, ანუკი კი ისეთი მხიარული და აქტიურია. მიკვირს ჩემთან საერთო რა ნახა? Aლაპარაკი ანუკის მობილურის ხმამ გაგვაწყვეტინა.
_ დედაჩემი მირეკავს _ თვალები გადაატრიალა ანუმ. მერე კი ნერვიული ხმით უპასუხა. _ ხოო, რა იყო დედა? _ გვერძე გავიდა და ლაპარაკი გააგრძელა. ანუკის და დედამის მთლად კარგი ურთიერთობა ვერ ჰქონდათ. ანუკის მშობლები ეთმანეთს რამდენიმე წელია რაც გაეყარნენ. მათი შემთხვევა სუფთა კლასიკური ისტორია იყო: დედას არ უნდოდა, რომ შვილს მამასთან ჰქონოდა ურთიერთობა, რადგან მამამის სხვა ქალი ჰყავდა. ამის მიუხედავად ანუკი მაინც ახერხებდა მამასთან შეხვედრას, რასაც დედამისი წყობიდან გამოჰყავდა და სახლში ამის გამო კონცერტებს უმართავდა საწყალ გოგოს. ცოტახანში ანუკი უკან შეწუხებული სახით დაბრუნდა და მივხვდი, რომ ისევ რაღაც მოხდა.
_ დიანა, მაპატიე. დედაჩემს ისევ პრობლემები აქვს მამაჩემთან და სახლში მომიწევს წასვლა.
_ რას ამბობ, რას მებოდიშები? მე ისეთი არაფერი მჭირს, რომ აქ გაყურყუტო. თანაც სახლსში ჩემზე მეტად სჭირდები მშობლებს. _ ნუგეშის ნიშნად მხარზე მოვეფერე.
_ კარგი, მშინ მე გავიქცევი და სახლში რომ მიხვალ დამირეკე, ხომ იცი როგორ მაინტერესებს შედეგები?
_ კარგი, გპირდები, რომ გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ ხვალ, დედაჩემის გამომცხვარ ნამცხვარზე და ყავაზე. _ მისი გამხიარულება ვცადე და დამშვიდობების ნიშნად ერთმანეთ გადავეხვიეთ. მოსაცდელში ყოფნა უკვე აუტანლად მეჩვენებოდა,ყველა მონაწილეს ვიღაც ახლდა, ზოგს დედა, ზოგს ამხანაგი ან ნათესავი. ირგვლივ მარტო სანუგეშო სიტყვები მესმოდა, ყველა ერთმანეთს ანუგეშებდა და ამშვიდებდა, მხოლოდ მე ვიდექი ეულად. “ დედა სად ხარ?” გავიფიქრე გუნებაში და თავი პირველად ვიგრძენი ასე მარტოდ. მისი აქ ყოფნა და ნუგეში ახლა ისე მჭირდებოდა, როგორც არასდროს. მოლოდინის მტანჯველმა ნახევარმა საათმაც გაიარა და დარბაზიდან ახალგაზრდა გოგო გამოვიდა, რომელმაც რაღაც ფურცელი გამოიტანა და სტენდზე გამოაკრა. მოსწავლეების მთელი არმია მიაწყდა სტენდს და მივხვდი, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. საშინლად ავნერვიულდი, მეშინოდა, რომ იმ ფურცელზე ჩემს სახელს ვერ ვნახავდი და იმედი საბოლოოდ გამიცრუვდებოდა. როგორღაც მოვერიე საკუთარ თავს და სტენდთან მივედი. გახარებულ მოსწავლეებს ისეთი კივილი აეტეხად, რომ თავი ამტკივდა და გადავწყვიტე სიისთვის აღარ შემეხედა. უცბათ ჩემი ერთ-ეთრთი ჯგუფელი გახარებული მომვარდა და გადამეხვია_ დიანა! სიაში ხარ! გილოცავ დიანა! _ გაოცებული სტენდისკენ შევტრიალდი, რომ დავრწმუნებულიყავი. სიაში პირველლი მე ვეწერე! მოულოდნელი სიხარულისგან ენა ჩამივარდა, როცა მილოცავდნენ ემოციებსაც კი ვერ გამოვხატავდი.Mმოსაცდელი ხალხისგან ნელ-ნელა იცლებოდა, მე კი გაოცებული, ისევ სტენდზე გამოკრულ სიას მივშტერებოდი.
_ დიანა მიქაძე! _ მომესმა დარბაზის მხრიდან. კართან სასწავლო ნაწილი იდგა და თბილად მიღიმოდა. _ შეიძლება ერთი წუთით? რაღაც მაქვს სათქმელი. _ მისი ტონით მივხვდი, რომ რაღაც დადებითი უნდა ეთქვა, ცოტა დავმშვიდდი და მივუახლოვდი.
_ დიახ, რა თქმა უნდა.
_ მინდა გითხრა, რომ დღეს მოლოდინს გადააჭარბე, შეუდარებლი იყავი. დარწმუნებული ვარKკონსერვატორიის მაყურებელსაც ისევე მოხიბლავ, როგორც დღეს ჟიურის წევრები მოხიბლე. მთხოვეს შენთვის გადმომეცა, რომ აღფრთოვანებულნი არიან შენით და წარმატებებს გისურვებენ. _ ასეთ შექებას ნამდვილად აღარ ველოდი და მეტისმეტი ბედნიერებისგან თავბრუც კი დამეხვა. დაბნეულმა მადლობის მოხდა ძლივს მოვახერხე და წამოვედი. ვგრძნობდი ბედნიერებისგან როგორ მივფრინავდი ცისკენ, ასე მეგონა მიწაზეც აღარ ვადგავდი ფეხს. შენობიდან გამოვედი, უკვე შებინდებულიყო და ეზოშიც არავინ დამხვდა. ტელეფონის ხმაზე შევკრთი, ეკრანს დავხედე და დედას ნომერი ეწერა.
_ დედა!
_ დიანა! რა ქენი? როგორ ხარ? სად ხარ? _ მომესმა დედას ნერვიული ხმა და გამეცინა. _ დედა, დაწყნარდი! ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ შენი იღბლიანი კაბის ჩაცმა ალბათ კიდევ მომიწევს, ოღონდ კონსერვატორიის დიდ სცენაზე!
_ რაა?! ნუთუ... ვიცოდი! ვიცოდი! ასეც უნდა ყოფილიყო, შენ საუკეთესო ხარ! ხომ გეუბნებოდი ძვირფასო.
_ ხოო დედა, ახლა ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე გეტყვი, რომ მართალი ხარ. დანარჩენს სახლში მოგიყვები კარგი?
_ სად ხარ? უკვე მოდიხარ?
_ ხოო, ახლა სასწავლებლის ეზოში მარტო ვდგავარ და წამოსვლას ვაპირებ.
_ მარტო დიდხანს ნუ გაჩერდები, უკვე ბნელა და საშიშია. სამსახურიდან მოვდივარ და სახლში დაგელოდები! _ მითხრა და ტელეფონი გავთიშე. წასვლა დავაპირე როცა ეზოში, სიბნელეში ოთხ ლანდს მოვკარი თვალი. თვალი მოვარიდე და ეზოს გასასვლელისკენ გზა გავაგრძელე. ოთხი ბიჭი სიბნელიდან გამოვიდა და სიცილით ჩემსკენ წამოვიდნენ. საფრთხე ვიგრძენი და ნაბიჯს ავუჩქარე, მინდოდა გასასვლელთან მიმესწრო და გავქცეულიყავი, მაგრამ მიმასწრეს და გზა გადამიღობეს. მიახლოვებისთანავე ვიცანი ოთხეული და ადგილზე გავშეშდი. მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ჰქონდათ ჩაფიქრებული და თავში გაქცევის გეგმებს ვაწყობდი. თუმცა ვიცოდი, მათგან გაქცევა შეუძლებელი იყო და პანიკურმა შიშმა ამიტანა.
_ ბიჭებო! შეხედეთ ვინ მოსულა? _ დაიწყო შავგვრემანმა _ ეს ის გოგოა ცოტახნისწინ გზაზე რამის, რომ დამამტვრია. აი ის, მე რომ გიყვებოდით.
_ როგორ არა, ვიცანით _ აჰყვა ქერა ბიჭიც _ მერე ზუსტად ამ ეზოში ხელიც გკრა და რამის წაგაქცია.
_ ხოო და კიდევ დარბაზში მუსიკის მოსმენაც არ გვაცალა ისე იცინოდა. _ თქვა მესამემ. ჩემს გარშემო წრე შეკრეს და თავს სვავებივით დამტრიალებდნენ.
_ გოგონა! იქნებ გვითხრა, უკან რატომ დაგვდევ, სხვა საქმე არ გაქვს? _ მომიბრუნდა ისევ შავგვრემანი.
_ ვერ გავიგე რა გინდათ, თქვენ საქციელს მე რატომ მაბრალებთ?
_ ამით იმის თქმა გინდა, რომ იქით დაგდევ? არა, გაიგეთ ბიჭებო რა თქვა?
_ წადით, სადმე სხვა გასართობი იპოვეთ, თქვენნაირი უსაქმურების ატანა არ მაქვს! _ ჩავილაპარაკე და წრის გარღვევა ვცადე. გზა ქერამ გადამიკეტა.
_ რა გვიწოდე? და საერთოდ როგორ გველაპარაკები?
_ გამატარე!
_ აბა, სცადე _ მითხრა და ჩანთა წამართვა. წართმევა ვცადე, მაგრამ ჩემს ჩანთას ერთმანეთში, აქეთ-იქით დაუწყეს სროლა.
_ მომეცით! რა გინდათ ჩემგან? დამიბრუნეთ ჩანთა!
_ მაშინ დაგიბრუნებთ, როცა ბოდიშს მოგვიხდი!
_ ბოდიში მოგიხადოთ?... თქვეენ? _ მივხვდი, რომ ხვეწნას აზრი არ ქონდა, მათაც სწორედ ეს უნდოდათ _ ჩემი დამცირება და გადავწყვიტე თავი არ დამემცირებინა. _ ჯანდაბაშიც წასულხართ! _ გამწარებულმა მივაძახე და ახლა საპირისპირო მხარეს ვცადე წრის გარღვევა.
_ ე-ე, სად მიდიხარ? ჯერ ერთმანეთი არც კი გაგვიცვნია _ ახლა შავგვრემანი გადამიდგა წინ.
_ დამიბრუნეთ ჩანთა და გამატარეთ!
_ ვერ გაიგე? სანამ ბოდიშს არ მოიხდი ვერსადაც ვერ წახვალ! _ მანაც ქერათმიანივით გამიმეორა და ხელით უკან მიბიძგა. მივხვდი, რომ ასე უბრალოდ არსად გამიშვებდნენ და საბრძოლველად მოვემზადე. მივტრიალდი და რაც ძალა მქონდა ქერათმიანს ჩანთა გამოვგლიჯე და თავში მთელი ძალით ჩავარტყი. მერე დავინახე, რომ ჩემსკენ მეორე წამოვიდა მის დასახმარებლად და თავის დასაცავად იმასაც მოვუქნიე ჩანთა, მაგრამ აიცდინა და შემეშვა. მივხვდი, რომ ახლა მომენტით უნდა მესარგებლა და გავქცეულიყავი, მაგრამ შავგვრემანი აშკარად ჩემს გაშვებას ისევ არ აპირებდა. ჩემს პირდაპირ გაუნძრევლად იდგა და დაძაბული მიყურებდა. გადავწყვიტე მასზეც მომეწყო თავდასხმა, რომ მერე გაქცევა შემძლებოდა.
_ გირჩევნია გამატარო! _ ჯერ დამუქრება ვცადე.
_ და, რომ არ გაგატარო? _ ირონიულად გამიღიმა, რამაც უფრო მეტად გამომიყვანა წყობიდან და გამწარებული, მთელი ძალით მისკენ გავქანდი. მინდოდა მისთვის ხელი მეკრა და ჩანთა ჩამერტყა, მაგრამ ის მოულოდნელად გვერძე გახტა, მე კი თავი ვერ შევიკავე, ფეხი რაღაცას წამოვკარი და პირდაპირ ბარდიულზე დავეცი. თავი საშინლად მეტკინა, მგონი რაღაცას დავარტყი, ვიგრძენი, რომ ირგვლივ ყველაფერი ბუნდოვანი გახდა და მერე გონებაც დავკარგე...

<> <> <>

დავინახე როგორ დაეცა გოგონა მიწაზე და აღარ განძრეულა. მეგონა რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული და როგორც კი მივუახლოვდებოდი თავს დამესხმებოდა.
_ ღმერთო! ეს რა იყო აა? სახე ნამდვილი ანგელოზისა აქვს და თურმე რა ველური ყოფილა. თავში ისეთმა ჩამცხო, ალბათ ტვინი შემერყა _ ბუზღუნებდა ჩემს უკან ნიკა.
_ შენ მაგის გარეშეც გქონდა ტვინი შერყეული იდიოტო! _ აუყვირდა ლევანი.
_ ბიჭებო, გეყოთ ჩხუბი და აქ მოდით! _ ცოტა ამანერვიულა გოგოს უცნაურმა საქციელმა. _ არ ინძრევა... რა ვქნათ? _ შეშინებულმა გადავხედე ლევანს. ის ერთადერთი იყო ვინც ასეთ მომენტში ხუმრობას არ დაიწყებდა და რამე ჭკვიანურს მეტყოდა.
_ უნდა შევამოწმოთ
_ ლევან, გაგიჟდი? რომ წამოხტეს და ისევ თავს დაგვესხას? _ უკან დაიხია დათომ.
_ იქნებ ჩაეძინა? _ მივხვდი, რომ ანერვიულებულმა რაღაც სისულელე ვთქვი და ჩემს თავზე გამეღიმა.
_ მერე შენც აკოცე და გაიღვიძებს _ დამცინა ნიკამ. ლევანი კი ამდროს გოგოს გვერდით ჩაცუცქულიყო და რაღაცას ყურს უგდებდა. მერე კი გაფითრებულმა შემომხედა და თქვა _ ჯანდაბა! ... არ სუნთქავს...
_ არა, რას ამბობ? _ შეშინებული ნიკა ახლოს მივიდა _ იქნებ ჩვენი შეშინება უნდა და თავს იკატუნებს?
_ არა, არა, მართლა არ სუნთქავს, შევამოწმე. _ ლევანის ნაქვამს ყურადღება არ მიაქცია ნიკამ და გადაწყვიტა თავად შეემოწმებინა, ამიტომ გოგოს სახესთან ხელის გული მიიტანა და ცოტახანს ასე იჯდა. მერე შეშინებული ფეხზე წამოხტა და შემომხედა
_ მართლა არ სუნთქავს... წავედით! აქაურობას უნდა მოვშორდეთ!
_ არა! ხელოვნურ სუნთქვას ჩავუტარებ და გადარჩება _ ვუთხარი და გოგოს მივუახლოვდი. ისეთი ლამაზი იყო... აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე? სახე მიტკალივით თეთრი ჰქონდა და მძინარე მზეთუნახავს ჰგავდა, რომელიც საყვარელი ადამიანის ამბორს ელოდებოდა.
_ ლაშა! რას აკეთებ?! ვერ გაიგე? ჩქარა, წავედით! _ მიყვირა ლევანმა, მხარში ხელი ჩამავლო და ფეხზე წამომაყენა.
_ ლევან! მაცალე გთხოვ, მისი გადარჩენა შეიძლება _ სასოწარკვეთილმა ვიყვირე და ვცადე ხელებიდან დავსხლტდომოდი, თუმცა ისე მაგრად მიჭერდა, ვერაფერი მოვახერხე
_ არ გინდა, მაინც ვეღარ უშველი. სისულელეს თავი დაანებე და გავიქცეთ, ვინმემ არ მოგვისწროს _ მასთან და დათოსთან ჭიდაობას თავი დავანებე და ბედს დავმორჩილდი. ბიჭებთან ერთად მანქანაში ჩავჯექი და უკანმოუხედავად გავიქეცით იქიდან.
ბარში ვიჯექი და ჭიქას ჭიქაზე ვცლიდი. მინდოდა ისე დავმთვრალიყავი, რომ საკუთარი სახელიც კი არ გამხსენებოდა. ალბათ ამის დავიწყებას უფრო ადვილად შევძლებდი, ვიდრე იმას, რომ დღეს მკვლელი გავხდი! არა და ეს ყველაფერი ვითომ ბავშვური ხუმრობა უნდა ყოფილიყო, უბრალოდ მისი ცოტათი შეშინება გვინდოდა და აი, რით დამთავრდა ყველაფერი! მკვლელებიც გავხდით, უფრო სწორად მკვლელი მე გავხდი, იმიტომ რომ გაქცევის საშუალება არ მივეცი და ჩემს გამო წაიქცა. ის ლამაზი არსება მე მოვკალი! მე მოვუღე ბოლო მის ლამაზ სიცოცხლეს. როცა პირველად დავინახე მისი მშვენიერი მწვანე თვალები, რას ვიფიქრებდი, რომ მათი სამუდამოდ დახუჭვის მიზეზი მე გავხდებოდი. ღმერთო! ეს რა ჩავიდინე? რა მინდოდა მისგან? ეს რატომ გავაკეთე? არასოდეს გაქრება ჩემი მეხსიერებიდან მისი შეშინებული თვალები, რომლებიც მეხვეწებოდნენ და შეწყალებას მთხოვდნენ, მე კი სასტიკად მოვექეცი და სიკვდილისთვისაც გავიმეტე. არ უნდა მიმეტოვებინა, უნდა დავრჩენილიყავი და მებრძოლა მისი სიცოცხლის გადასარჩენად.


☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2010-12-18, 8:47 PM | შეტყობინება # 181
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
dodo, me ar mwyins tongue tongue uechveli mewyineboda, magram am shemtxvevashi ar mwyins, jer erti imitom, rom mec vtvli, rom sofo chemze uketesad, sasiamovnod da sainteresod wers; meore imitom, rom sxvadasxva janrshi vwert. me bindis alternativas vwer, sofo ki mxolod tavisi fantaziit qmnis da mizanshewonilad ar mimachnia chveni romanebis tu racaa, ameebis shedareba da amitom ar mwyins. sofo magari xar! ase gaagrdzeleee... nichieeeer happy happy happy miyvarxarrr


elle____თარიღი: შაბათი, 2010-12-18, 11:39 PM | შეტყობინება # 182
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (SLYTHI)
me vfiqrob rom sergim tavi dianas lashad gaacnoo ^,,^

magram sanam dabrmavdeboda xo icnobda diana sergis... ara mgonia : (((( tumca gamoricxuli ara : )))



dodoთარიღი: კვირა, 2010-12-19, 2:13 PM | შეტყობინება # 183

267
66  +
69  ±
   ±
Offline
anastasia sxvata shoris sheni motxrobac dzalian momecona da sxvebic me ver shevadareb ertmanets,magram gansakutrebit momecona es motxrobaa......miyyy:*:* tu gacyenine mapatieee:*:*yvela dzalian miyvarxaart:*:* heart heart love love yes yes yes happy happy

sofkaთარიღი: კვირა, 2010-12-19, 2:55 PM | შეტყობინება # 184
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
პირველ რიგში უღრმესი მადლობა ბავშვებოოო! როგორც ყოველთვის ძალიან საყვარლები ხართ love love love love love მაგრამ ძალიან გთხოვთ ასე უხერხულად ნუღარ მაგრძნობინებთ რა თავს shy იმიტომ რომ მეც ბევრ ფიკს ვკითხულობ აქ, ვგულშემატკივრობ და ვთვლი რომ უმრავლესობა მართლა ნიჭიერი ავტორი გვყვავს, რითაც ძალიან ვამაყობ happy ვიცი რომ ზოგი მათგანი კითხულობს და გულშემატკივრობს ჩემს ფიკსაც, ამიტომ მინდა შემთხვევით ვისარგებლო და კიდევ ერთხელ ვუსურვო ყველას დიდი მიღწევები ამ საქმეში და ბრწყინვალე მომავალი... ძალიან მიყვარხართ ყველა! იცოდეთ რომ თქვენ ყველა, ჩემი საყვარელი, პატარა, ნიჭიერი მწერლები ხართ kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss
Quote (elle____)
magram sanam dabrmavdeboda xo icnobda diana sergis... ara mgonia : (((( tumca gamoricxuli ara : )))

კი იცნობდა, მაგრამ მას შემდეგ ხომ ბევრი დრო გავიდა? დიანამ სერგი რომ ნახა ბოლოს 8 წლის იყო და ადამიანები დროთა განმავლობაში იცლებიან rolleyes

დამატებულია (2010-12-19, 2:46 PM)
---------------------------------------------

Quote (dodo)
xom ver gvetyvi sul ramdeni taviaa amashi?

ვაიჰ! ეგ მეც რომ ვიცოდე კარგი იქნებოდა biggrin shy ჯერ ვწერ და ვნახოთ, წინ კიდევ მაქვს იდეების კორიანტელი და თან არ მინდა, რომ ძალიან გავწელო, თორემ უკვე სერიალებივით უსასრულო და მოსაბეზრებელი გახდება dry ფიკის დასასრულს რომ მივუახლოვდებით აუცილებლად გაგაფრთხილებთ wink

დამატებულია (2010-12-19, 2:55 PM)
---------------------------------------------

Quote (AnasteishA)
soff shenc gaintrigandi xo? rogor mainteresebs ra moxdeba.... rogor ganvitardeba movlenebi. seriozuli tavi iyo da shemdegi ra iqneba... mtrisaaas! velodebi moutmenlad

ხო, აბა რაა? ინტრიგა! biggrin biggrin მეგონა პატარა ინტრიგა გავურიე, მაგრამ მგონი ნამეტანი დიდი მომივიდა shy შემდეგი ხომ ალბათ მთლიანად ინტრიგა თავი იქნება biggrin დღეს თუ მაცალეს დამთავრება დავდებ, თუ არა და ალბათ ხვალ ( ოღონდ პირობას ვერ დავდებ shy )


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

elle____თარიღი: კვირა, 2010-12-19, 4:09 PM | შეტყობინება # 185
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (sofka)
დიანამ სერგი რომ ნახა ბოლოს 8 წლის იყო

oops : )) mashin xo : )))) gogo da rodis dadeeeb ? cry cry



sofkaთარიღი: ორშაბათი, 2010-12-20, 4:02 PM | შეტყობინება # 186
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
Quote (elle____)
gogo da rodis dadeeeb ?

გოგო თუ მოვასწარი დღესაც შეიძლება დავდო გვიან, მაგრამ პირობას ვერ მოგცემ sad თუ არა და მაშინ ხვალ

დამატებულია (2010-12-20, 3:53 PM)
---------------------------------------------
თავი 15.

- მიყვარხარ... მიყვარხარ... - მეჩურჩულებოდა და მკოცნიდა ლაშა. უცბათ მისი ხმა რაღაც მესხვანაირა და ხელებით უკან გავწიე.
- გაიმეორე რა თქვი?
- დიანა, მიყვარხარ! მიყვარხარ! - უკვე ხმამაღლა იძახდა და სახე გაბრწყინებულმა ისევ ჩემს საკოცნელად გამოიწია. სწრაფად შევაჩერე და დაფეთებული ფეხზე წამოვდექი.
- შენ ლაშა არ ხარ!
- რა თქმა უნდა არა! მე სერგი ვარ დიანა და მიყვარხარ!
- ღმერთო! როგორ შევცდი? ეს როგორ დამემართა?! - დაბნეული და იმედგაცრუებული ვიყავი იმით, რომ სერგი ლაშა მეგონა. ზურგით კედელს ავეტუზე და ჩემსავით დაბნეულ სერგის მივაშტერდი.
- დიანა, მე შენ მიყვარხარ! რომ იცოდე რამდენი ხანია ამის თქმას ვცდილობ... ახლა თვალიც აგეხილა და ყველაფერს უკეთ დაინახავ... იმასაც მიხვდები, რომ ჩემსავით მას არ უყვარხარ...
- ძალიან გთხოვ გაჩუმდი! გაჩუმდი! - ყურებზე ხელი ავიფარე, რომ მისი სიტყვები აღარ გამეგო - მეტი აღარაფერი თქვა!
- გაღმერთებ დიანა! სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ! როგორ ვერ ხვდები, რომ ის ჩემსავით ვერასდროს შეგიყვარებს? მან შენი ფასი საერთოდ არ იცის.
- მარტო დამტოვე!
- დიანა... მე...
- გთხოვ, მარტო ყოფნა მინდა... დამტოვე! - მკაცრი ტონით ვუთხარი. კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ მიხვდა, რომ აღარ მოვუსმენდი და ჩემს ნებას დამორჩილდა.
თავს საშინლად ვგრძნობდი. ,,ეს რატომ უნდა დამმართნოდა? მეგონა როგორც კი დავინახავდი ლაშას მაშინვე ვიცნობდი... შევცდი! მწარედ შევცდი! ღმერთო რა სირცხვილია... არადა თავიდანვე აპირებდა რაღაცის თქმას და მე არ ვაცადე ისე მოვეხვიე და კოცნა დავუწყე. ხმის ამოღება მაინც რომ მეცლია მისთვის მაშინვე მივხვდებოდი, რომ ლაშა არ იყო. ახლა კი რა გამოდის? ვაიძულე, რომ სიყვარულში გამომტყდომოდა. საშინლად მოვიქეცი!”
კარზე ვიღაცამ ფრთხილად დააკაკუნა, მერე კი ოთახში თავი ქერა, კულულებიანმა გოგონამ შემოყო.
- შეიძლება? - ჩურჩულით იკითხა და ჩემს დანახვაზე ცისფერი თვალები ეშმაკურად აუციმციმდა. - დიანა, მე ვარ... ვიკა...
- ვიკა? შემოდი, შემოდი... რა კარგია რომ მოხვედი.
- დერეფანში დედაშენი გავიცანი, ძალიან სასიამოვნო ქალია... მითხრა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და საქმე მოსალოცად გაქვს, ასე რომ გილოცავ!
- მადლობთ! - მხიარულად ვუთხარი, მან კი გამიღიმა და ოთახში მოუსვენრად წინ და უკან სიარული დაიწყო, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა და სათქმელს ვერ მეუბნებოდა.
- იცი, ძალიან ლამაზი ხარ - გულწრფელად ვუთხარი.
- მართლა? არა და მაინც და მაინც დღეს არ გავიკეთე მაკიაჟი, არ ველოდი, რომ...
- რომ დაგინახავდი? ამას არც მე ველოდი, თუმცა სასწაულები ხდება...
- ხო, მაგაში მართალი ხარ... ლაშამ უკვე გნახა?
- ლაშამ? – დავიბენი - არა... იცი... მისთვის არ მითქვამს ოპერაციის ამბავი და ალბათ არ იცის...
- ცდები! ლაშამ ყველაფერი იცის... უკვე გაიგო ოპერაცია რომ გაიკეთე, მაგრამ კარგია ჯერ რომ არ უნახიხარ... რაღაც მინდოდა მეთქვა მასთან დაკავშირებით.
- ლაშასთან დაკავშირებით?
- ხო, იცი... არც კი ვიცი როგორ გითხრა, ენა არ მიბრუნდება - შეწუხებული ჩამოჯდა ჩემს ფეხებთან.
- ლაშას რამე შეემთხვა? რამე მოხდა? ვიკა, მითხარი გთხოვ!
- არა, მას არაფერი მოსვლია... კარგადაა, უბრალოდ... მინდა ეს ნახო და ალბათ დასკვნასაც თავად გამოიტან - მითხრა და ჩანთიდან სურათი ამოიღო.
- ეს რა არის?
- დახედე და მიხვდები - მანიშნა სურათზე. მეც მის თხოვნას დავმორჩილდი და სურათს დავაკვირდი... ის იყო! შავი ანგელოზი... სურათიდან ისე მშვიდად მიყურებდა თავისი მშვენიერი თვალებით, რომ კიდევ უფრო ზეციური მეჩვენა მისი სილამაზე. მაგრამ ვერ მივხვდი მას ლაშასთან რა კავშირი ჰქონდა და დავიბენი.
- ვიკა, ეს ვინ არის? იცნობ?
- რა თქმა უნდა ვიცნობ, მეგონა შენც იცნობდი... - ისევ დაბნეული ვუყურებდი და ვცდილობდი გამეგო რატომ მაჩვენებდა ამ სურათს. - დიანა, ეს ლაშაა...
- ლაშა?
- ხო, ლაშა! სწორედ ის არის ვის გამოც დაბრმავდი...
- დამცინი? - მის სიტყვებს სერიოზულად ვერ აღვიქვამდი.
- არა, სიმართლეს გეუბნები... ლაშა ის ადამიანია, ვის გამოც დაბრმავდი.
- შეუძლებელია! - როცა მივხვდი, რომ არ ხუმრობდა თავზარი დამეცა... სულმთლად გავიყინე და ნერვიულმა კანკალმა ამიტანა - ასეთი რაღაცეები არ ხდება... ასეთი დამთხვევა შეუძლებელია!
- რა თქმა უნდა ეს უბრალოდ დამთხვევა არ არის... ის სპეციალურად დაგიახლოვდა როცა მიხვდა, რომ დაბრმავდი, მაგრამ არ იფიქრო რომ რამე ცუდი განზრახვა ჰქონდა... უბრალოდ თავიდან შეშინებული და დაბნეული იყო, მერე კი შეეცოდე და ხომ ხვდები?
- ესეიგი მხოლოდ ვეცოდებოდი? - მკერდში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, თითქოს რაღაც ჩაწყდა - არანაირი სიყვარული არ არსებობს, მხოლოდ სიბრალული - ხმა ჩამიწყდა და ცრემლებიც თავისით წამომცვივდა.
- მაპატიე... არ მინდოდა შენი განერვიულება, მაგრამ ჩავთვალე, რომ სიმართლე უნდა გცოდნოდა... რამდენი ხანია ლაშას ვეხვეწები, რომ თავბრუს ტყუილად ნუღარ ახვევმეთქი, არ მინდოდა ასე მომხდარიყო ყველაფერი.
- მაგრამ მაინც მოხდა...
- დიანა, შენი კარგად მესმის, მეც არ ვიცი რა დამემართებოდა ასეთი რამ რომ მომსვლოდა, მაგრამ ეცადე ლაშასაც გაუგო... შენი მოტყუება არ უნდოდა.
- ეს როგორ გავიგო? არ უნდოდა და მაინც უსულგულოდ მომატყუა?
- არა, ლაშა ასეთი უსულგულოც არ არის დამიჯერე! უბრალოდ თავს დამნაშავედ თვლიდა და ეცოდებოდი, შენი დაცვა უნდოდა, გიფრთხილდებოდა და ეგონა შეცდომას ამით გამოასწორებდა. იცი სიმართლის თქმასაც კი აპირებდა რამდენჯერმე, მაგრამ ბოლო მომენტში ეშინოდა, რომ განერვიულდებოდი და ამის გამო არ გეუბნებოდა.
- ის ჩემთან მხოლოდ იმის გამოა, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს და ვებრალები? შენ გინდა თქვა, რომ სიყვარული არაფერშუაშია?
- იცი... არ მინდა გული გატკინო, მაგრამ მე სწორედ ეგეთი დასკვნა გავაკეთე... მას რომ ჰყვარებოდი არაფრის არ შეეშინდებოდა და სიმართლეს აქამდე გეტყოდა. - მისმა სიტყვებმა უკანასკნელი იმედიც ჩაკლა ჩემს გულში.
- ალბათ მართალი ხარ.
- ახლა რას აპირებ, როგორ მოიქცევი?
- ჯერ არ ვიცი, დაბნეული ვარ... უნდა ვიფიქრო.
- ხო, წარმომიდგენია თავს რა საშინლად გრძნობ.
-ვიკა, შეიძლება რაღაც გთხოვო?
- რაც გინდა!
- მარტო ყოფნა მინდა! ძალიან დავიღალე...
- ხო, როგორც შენ იტყვი... - მითხრა და ფეხზე წამოდგა - ძალიან გთხოვ, არ ინერვიულო... ვიცი ძნელია, მაგრამ გაუძელი კარგი? - შეწუხდა ჩემი ცრემლების დანახვაზე.
- ვეცდები... ხო! და კიდევ რაღაც უნდა გთხოვო... შეგიძლია სურათი დამიტოვო?
- რა თქმა უნდა? შენი იყოს, მიჩუქნია! - გამიღიმა და კარისკენ მიბრუნდა. სურათი მაშინვე ბალიშის ქვეშ შევაცურე და ლოგინში საცოდავად მოვიკუნტე. ვიკა ჯერ კიდევ ოთახში იყო, როცა კარზე ვიღაცამ დააკაკუნა და ფრთხილად შემოაღო. მერე კი ოთახში ჩემი შავგვრემანი ანგელოზი შემოვიდა და იქვე კედელთან დამნაშავესავით აიტუზა. მოულოდნელობისაგან გავიყინე, თვალი მოვარიდე და რატომღაც მომინდა ისევ ბრმა ვგონებოდი.
- ვიკა კარზე ვიღაცამ დააკაკუნა და ნახე ვინ არის! - ოთახში გაურკვევლობამ დაისადგურა. ვიკა გაოცებული მიყურებდა, ალბათ არც ელოდა ჩემს ასეთ გადაწყვეტილებას.
- დიანა, მე ვარ... ლაშა! - მითხრა და მაშინვე ჩემსკენ წამოვიდა. საწოლზე ჩამოჯდა და ხელებზე ნაზად მაკოცა.
- ლაშა? - დაბნეული ვცდილობდი მისთვის თვალებში არ შემეხედა, თორემ ყველაფერს მიხვდებოდა. თუმცა არც კი ვიცოდი ასე რატომ ვიქცეოდი?
- შენ... მე ვერ...
- ხო, მე ვერ გხედავ... ისევ ვერაფერს ვხედავ - ცივად ვუპასუხე.
- ისე მიყურებ თითქოს მხედავდე... რაღაც უცნაური ხარ - მის სიტყვებზე გული ამიკანკალდა, მეგონა ყველაფერს მიხვდა და თვალები დავხარე. მან კართან მდგარ ვიკას გახედა, თითქოს მზერით რაღაც ჰკითხა, ვიკამაც მხრები აიჩეჩა და ოთახიდან სწაფად გავიდა. - მითხარი... ვინმემ ხომ არ გაწყენინა?
- რას ამბობ? ვინ უნდა მაწყენინოს, მითუმეტეს აქ, საავადმყოფოში? - შევეცადე უდარდელად მეთქვა, მერე კი ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა.
- მისმინე... მე ასე არ შემიძლია, მაინც ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მხედავ.
- მოგეჩვენა... - თვალი ისევ მოვარიდე - რომ დამენახე მაშინვე გავიგებდი როგორი ხარ, იქნებ ადრეც შევხვედრივართ ერთმანეთს... ბოლოს და ბოლოს ერთ სასწავლებელში ვსწავლობთ.
- დიანა... მალე, ძალიან მალე ისევ ყველაფერს დაინახავ... დაინახავ და მეშინია, რომ გადამიყვარებ. ხო, ალბათ გადამიყვარებ...
- არა... არ გადაგიყვარებ - თავი ვეღარ შევიკავე და რამდენიმე ცრემლი მაინც ჩამომიგორდა ლოყებზე.
- ეე! არ იტირო... ხელმეორედ გაგიკეთებთ ოპერაციას, თუ მაშინაც არ გამოვა ისევ და ისევ გავიმეორებთ, გესმის?
- მითხარი... თუ ვერასდროს დავინახავ მაინც გააგრძელებ ჩემზე ზრუნვას?
- აბა ეგ რა კითხვაა? - ხმა გაუმკაცრდა.
- არა უბრალოდ იმედი გამიცრუვდა ოპერაციის გამო და სერგის გამოც - დაბნეულმა რატომ ვახსენე მისი სახელი ლაშასთან არც კი ვიცი.
- სერგი რა შუაშია? ისიც იმედ გაცრუებული იყო ამის გამო და ერთმანეთის დამშვიდება გადაწყვიტეთ ხომ? - ირონიულად ამომხედა - აი თურმე რას ნიშნავდა თქვენი ვნებიანი კოცნა... - მწარედ ჩაეცინა.
- შენ დაინახე? - მინდოდა მიწა გამსკდომოდა.
- კი, დავინახე და მინდა სიმართლე ვიცოდე! გასაგებია?! მხოლოდ სიმართლე, იმიტომ რომ შენი ტყუილებით უკვე დავიღალე!
- ლაშა რას ამბობ? რა ტყუილებზე ლაპარაკობ? ოპერაციის ამბავს თუ გულისხმობ, იმიტომ არ გითხარი, რომ სიურპრიზი მინდოდა გამეკეთებინა... იმედი მქონდა, რომ ისევ დავინახავდი და მინდოდა პირდაპირ თვალახელილი მოვსულოყავი შენთან. დღეს კი რაც დაინახე, ეს უბრალო გაუგებრობაა!
- ერთი ეს მითხარი... დედაშენმა არ გასწავლა, რომ წესიერი გოგოები ერთდროულად ორ ბიჭთან სასიყვარულო ურთიერთობას არ უნდა აბავდეს?
- მე ხომ უკვე გითხარი... მე შენ მიყვარხარ! ეს რა ცოტაა შენთვის?
- ცოტაა! იმიტომ, რომ ამის თქმა ერთია და მასტერკლასის ჩატარება ფრანგულ კოცნაში სულ სხვა საქმეა დიანა! - მისმა უნდობლობამ ბოლო მომიღო, დამნაშავე იქით მე გამოვდიოდი და არა ის.
- იცი რა? მგონი აჯობებს თუ წავალ, თორემ არ მინდა ხელი შევუშალო შენ და იმ ვაჟბატონის იდილიას, როცა დაბრუნდება... ვინ იცის, იქნებ გიშველოს კიდეც მისმა არატრადიციულმა სამკურნალო თერაპიამ. - დაცინვით მითხრა და კარისკენ წავიდა.
- ლაშა! დამიჯერე ყველაფერი არასწორად გაიგე...
- არაფერიც! ყველაფერი ზუსტად ისე გავიგე როგორც სინამდვილეშია. - ჩვენი მზერა კიდევ ერთხელ შეხვდა ერთმანეთს და მინდოდა გავმქრალიყავი ისეთი იმედ გაცრუება ამოვიკითხე მის თვალებში. ოთახიდან გავიდა თუ არა, მაშინვე ცრემლები წამსკდა და მთელი დაგროვილი ემოციებისგან მწარედ ავტირდი.

დამატებულია (2010-12-20, 4:02 PM)
---------------------------------------------
<> <> <>

საღამოს დედა ცოტხნით სახლში წავიდა და ჩემთან ეკა და ანუკი დარჩნენ. ჩემი მეგობრის დანახვაზე შვებით ამოვისუნთქე, რადგან გულში იმდენი დარდი და ტკივილი მქონდა, ვინმესთვის რომ არ გამეზიარებინა ჭკუიდან შევიშლებოდი. დრო ვიხელთე და სანამ ეკა საავადმყოფს კაფეტერიაში ყავის დასალევად იყო გასული, ანუკის ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე. ისიც ჩემსავით გაოგნებული იყო ამ ამბით, მაგრამ თითქოს არც გაჰკვირვებია, რომ ლაშა ასე მომექცა.
- იცი, სულაც არ მიკვირს რომ ლაშაც ისეთივე ნაძირალა აღმოჩნდა, როგორც მისი დანარჩენი ძმაკაცები არიან, ჰგონიათ რომ სამყარო მხოლოდ მათ გარშემო ტრიალებს და თუ რამეს დააშავებენ არაფერი მოხდება... ამიტომაც სჩადიან დანაშაულზე დანაშაულს და ჰგონიათ, რომ ესეც ისევე შერჩებათ, როგორც პირველი შერჩათ.
- ანუკი, რა დანაშაულზე ლაპარაკობ? კიდევ რამე მოხდა და არ ვიცი?
- ხო დიანა, მოხდა! და ეს შენც უნდა იცოდე, რადგან საბოლოოდ გაიგო ვისთან გაქვს საქმე. აქამდე ეს ამბავი იმიტომ არ გავახმაურე, რომ მრცხვენოდა და კიდევ იმიტომ, რომ ლაშა მაინც მეგონა კეთილშობილი... თუმცა ისიც მისნაირი აღმოჩნდა
- ვის გულისხმობ?!
- ნიკას... - ზიზღით ჩაილაპარაკა.
- ნიკა რა შუაშია? რამე დაგიშავა?!
- თითქმის... საბედნიეროდ ვერ მოახერხა. იმ დღეს გახსოვს სასეირნოდ რომ დამპატიჟა? სწორედ მაშინ მოხდა ყველაფერი... თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, ძალიან თავაზიანად მექცეოდა, მერე რომელიღაც ბართან შევჩერდით და შიგნით შესვლა შემომთავაზა. თავიდან რა თქმა უნდა უარზე ვიყავი, მაგრამ მითხრა, რომ ჩემი ახლო მეგობარი უკრავს და ცოტახნით შევიაროთ მივესამოთო. მეც მის ანკეს წამოვეგე და ბარში შევყევი.
- მერე? მერე რა მოხდა?
- მერე ის მოხდა, რომ სასმელზე დამპატიჟა, მე უარი ვუთხარი და მხოლოდ წვენს ვსვავდი... ცოტახანში თავბრუსხვევა ვიგრძენი და სახლში წაყვანა ვთხოვე, მან კი როგორც მერე მივხვდი იქვე ბარში რაღაც სპეციალური ოთახები ჰქონიათ სადაც...
- ანუკი! არ მჯერა... ასე როგორ მოგექცა?
- ხო დიანა! ზუსტად ასე მომექცა... წვენში რაღაც ჩამიყარა წინააღმდეგობა, რომ არ გამეწია და მერე მიყრუებულ ოთახში შემათრია, რომ ჩემზე ძალა ეხმარა... არც კი ვიცი რა მეშველებოდა იქ ის ბიჭი რომ არ შემოსულიყო და ჩემი თავი ნიკასთვის მკლავებიდან არ გამოეგლიჯა.
- ვინ ბიჭი?
- სამწუხაროდ არ ვიცი ვინ იყო... მაგრამ როგორც ჩანს ერთმანეთს კარგად იცნობდნენ, რადგან იმ ბიჭმა უთხრა ყელში ამომივიდა შენი უსაქციელობაო. სახლშიც კი მიმიყვანა წარმოგიდგენია? დედაჩემს უთხრა ქუჩაში ცუდად გახდა და ამიტომ მოვაცილეო.
- მერე დედაშენმა დაიჯერა? სკანდალი არ მოგიწყო?
- შენ წარმოიდგინე დაიჯერა. კიდევ კარგი ალკოჰოლის სუნი არ მქონდა და ცოტა გამოფხიზლებულიც ვიყავი, თორემ ის საწყალი ბიჭი შარში იქნებოდა გახვეული - სიცილით მითხრა და შვებით ამოისუნთქა.
- მარტო ის ბიჭი კი არა, შენც შარში იქნებოდი...
- ხო, ეგეც მართალია... რაც იმ დამპალმა ნიკამ დამაკლო დედაჩემი დამიმატებდა და სახლიდან ძაღლივით გამაგდებდა.
- არც კი მჯერა, რომ ასეთი რამ შეგემთხვა და ახლა ამაზე ასე მშვიდად ლაპარაკობ.
- აბა რა ვქნა? შენსავით ცრემლები გადმოვყარო? ეს არ მიშველის დიანა... ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნბა, იმ ნაძირალას პასუხს ვაგებინებ! ყველაფერს მამაჩემს მოვუყვები, ვიცი გამიგებს და ყველაფერს იღონებს, რომ მან ამის გამო პასუხი აგოს. შენც იგივეს გირჩევ, ლაშაზე დედაშენს უნდა მოუყვე და ისიც უნდა დაისაჯოს!
- ანუკი გადაირიე? შენი საქმის შენ იცი, მაგრამ ლაშას ამბავი სულ სხვაა.
- არა, არ გეთანხმები! ისიც ისეთივეა, როგორიც ნიკა. დედაშენს ყველაფერი უნდა მოუყვე, თუ არ შეგიძლია მე მოვუყვები...
- ეგ არც კი გაიფიქრო! - შეშინებულმა ვიყვირე - შენ მას არაფერს ეტყვი! დამპირდი და დაიფიცე, რომ კრინტსაც არ დაძრავ ლაშას საზიანოდ - ისევ ცრემლები მომაწვა როცა გავიფიქრე, რომ შეიძლება ლაშას რამე ცუდი დამართნოდა.
- ნამდვილად გაგიჟდი! ბიჭმა დაგაბრმავა, ამდენი ტანჯვა გამოიარე, კიდევ უსინდისოდ გატყუებს და აქეთ გდებს ბრალს ორგულობაში, შენ კიდევ აპირებ მისი დანაშაული დამალო და ყველაფერი აპატიო?
- ანუკი... მე ის მიყვარს! როგორ არ გესმის?
- გიყვარს?! არა, ნამდვილად შევიშლები! იმ ყველაფრის მერე რაც გაგიკეთა ლოგიკური იქნებოდა რომ გეთქვა მძულს, მეზიზღებაო... შენ კიდევ იმეორებ რომ გიყვარს? მგონი ოპერაცია მართლა უშედეგო გამოდგა...
- ძალიან გთხოვ გამიგე!
- როგორ გაგიგო?! სიყვარულმა სულმთლად დაგაბრმავა და ვერ ხვდები, რომ მისი მარიონეტი გახდი, ისე გატრიალებს თავის ნებაზე როგორც გაუხარდება.
- ანუკი შენი აზრი არ მაინტერესებს! მე მასზე გამწარებული ვერ ვიქნები, რადგან მიყვარს! აქედან გამწერენ თუ არა პირველ რიგში მას ვნახავ... ვეტყვი, რომ ყველაფერი ვიცი, მასზე დაბოღმილი არ ვარ და ყველაფერი უკვე ვაპატიე!
- არა შენთან ლაპარაკი შეუძლებელია! - გაცეცხლებული წამოხტა სკამიდან და ოთახიდან გავარდა. მივხვდი, რომ ძალიან გაბრაზდა და უკან აღარ დაბრუნდებოდა, თუმცა ხვალისთვის ალბათ გადაუვლის, გამიგებს და მერე მხარსაც დამიჭერს... ჩემი მეგობრის ხასიათი ისევე კარგად ვიცოდი, როგორც საკუთარი, ასე რომ ბევრი აღარ მიდარდია მის საქციელზე. ბალიშის ქვეშ ხელი შევაცურე და იქიდან ლაშას სურათი გამოვიღე, დავხედე და მისი ლამაზი სახის დანახვაზე უნებურად გამეღიმა. იქამდე ვუყურე სანამ არ ჩამეძინა და მისი სახე სიზმარშიც არ ვნახე. ამჯერად არც ტიროდა და არც იტანჯებოდა, უბრალოდ მდუმარედ შევყურებდით ერთმანეთს და ერთად ყოფნით ვტკბებოდით...


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[


შეტყობინება შეასწორა sofka - ორშაბათი, 2010-12-20, 4:11 PM

★Gvanca★თარიღი: ორშაბათი, 2010-12-20, 4:38 PM | შეტყობინება # 187
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
sofka, dzaan magrari tavi iyo nika ra dampali yopila rogor moeqca anukis diana kide dzaan ketilia. dzaan magari nichieri xar


Takoთარიღი: ორშაბათი, 2010-12-20, 5:50 PM | შეტყობინება # 188
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
ვაააუ! სუპერ ნასტაიაშიიი biggrin შეუდარებელი თავი იყო, ყველაფერშჲ გამარკვეველი და ამავე დროს გგაურკვეველი! ნეტა რა მოხდება შემდეგ თავში, ჰა ეხლა დააქორწინე ეყოლებათ ბევრი ბავშვები და ა.შ.. თორემ მოვკდით ხალხი და აღარ დავრჩჲთ biggrin biggrin biggrin biggrin heart heart heart kiss kiss


Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'

☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2010-12-20, 5:50 PM | შეტყობინება # 189
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
sofka, au neta ar damtavrdes es fiki ra... dianas azrebs rom vkitxulob, mec miyvardeba lasha sad biggrin biggrin biggrin ukve meramdened vnatrob, rom ert wignad iyos sheni fiki, ukve imdenjer meqneboda wakitxuli... uzomod mainteresebs shemdegi tavi da saertod mtlianad mainteresebs... saocari vinme xar


sofkaთარიღი: ორშაბათი, 2010-12-20, 6:12 PM | შეტყობინება # 190
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
bella-bella, უღრმესი მადლობააა! love love love kiss kiss kiss kiss
Tako,
Quote (Tako)
ჰა ეხლა დააქორწინე ეყოლებათ ბევრი ბავშვები და ა.შ.. თორემ მოვკდით ხალხი და აღარ დავრჩჲთ

ეჰ! ეგრე ადვილად რომ გადავჭრა საქმე საინტერესოც აღარ იქნება , თან უცბათ დამთავრდება და მერე ჩხუბს დამიწყებთ ასე მალე რატო დაამთავრეო biggrin biggrin biggrin
AnasteishA, მადლობა სიხარულო kiss kiss kiss მეც ვკითხულობ შენს ფიკს, არ გეგონოს რომ დამავიწყდი, უბრალოდ კომპი რომ მქონდა გადამწვარი ვერ შემოვდიოდი ხშირად და ჩამოვრჩი... sad ეხლა ნელ-ნელა ვკითხულობ და იმედია მალე დაგეწევი biggrin


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

elle____თარიღი: ორშაბათი, 2010-12-20, 6:30 PM | შეტყობინება # 191
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
martla seriozulad gamakvirve aseti reaqcia rom qonda : ))) me megona es gogo gacecxldeboda da sawosl gadaamtvrevda tavze biggrin mara lasha gaiqca biggrin :D chemi gaoceba yoveltvsi shegidzlia kiss kiss kiss kiss moutmenlad velodebi shemdeg taaavs : ))))


sofkaთარიღი: ორშაბათი, 2010-12-20, 8:14 PM | შეტყობინება # 192
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
elle____,
Quote (elle____)
me megona es gogo gacecxldeboda da sawosl gadaamtvrevda tavze

biggrin :D biggrin :D ეგეც ორიგინალური იქნებოდა biggrin მიხარია შენი გაოცება რომ შევძელი happy იმედი მაქვს შემდეგი თავითაც გაგაოცებ happy ვეცდები მალე დავდო,მანამდე კი არ მოიწყინოთ kiss :kiss: kiss :kiss: kiss


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[


შეტყობინება შეასწორა sofka - ორშაბათი, 2010-12-20, 8:17 PM

elle____თარიღი: ორშაბათი, 2010-12-20, 8:30 PM | შეტყობინება # 193
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (sofka)
იმედი მაქვს შემდეგი თავითაც გაგაოცებ

darwmunebuli var love love love love love
Quote (sofka)
ეგეც ორიგინალური იქნებოდა

ra chkvianuri azrebi momdis nuu : D:D biggrin



saaaliთარიღი: ორშაბათი, 2010-12-20, 11:00 PM | შეტყობინება # 194
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
intrigis dedopalo magari tavi iyo biggrin happy happy martla sayavrlad da kargad gamoadzvrine diana.. magram urtiertobebi gapuchda da vaii ragac ar momwons es cry cry imedia male dadeb shemdeg tavs happy

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

Jack♥sparrowთარიღი: სამშაბათი, 2010-12-21, 6:02 PM | შეტყობინება # 195
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
:O :O :O :O :O vaaimee dzaaliaan magari iyoo pirdapir rom vkitxulobdi siamovnebas vigeebdi dzaliaan magari siujeti aqvs da dzaaliaan momwooonssss sityvebi ar myopnissss ............. smile es ragac axaaaliaaaa ...axali da magariiiii..... sofka, maartlaa shokshi vaar umagresiaaa udzlieresi da usayvarleesiiaaaa da kargi sityvebis tqma amistvis ar mombezrdeeba namdvilaaaaddddd ............ vai............ :O smile smile smile smile smile vimeoreeeeeeb da vimeoreeeeeeeeebbbbbb dzaaaliaaan nichieriii xaaaaaaaar imitom rom dzaliaaaan magariaaaaaaa ........ upro kargi komplimentis daweraze vppiqrooob magraam ise vaar shokshi rom ar vici ra vtqvaa . ............. cry cry cry cry love love ))))))))) ..........................................................

ძებნა: