8 თავი ბრძოლის დღე……..
ჩვენ უკვე ბრძოლის ველზე ვიდექით და თავდასაცავათ ვემზადებოდით.ვალტური 20 წუთის შემდეგ მოვიდოდა,ხოლო არტემიდა 10 წუთში აქ იქნებოდა.არც კი ვიცი ვის უფრო ველოდებოდით.მოულოდნელად როზალიმ წამოიყვირა:
-არ შეძლება,ერთმა ვამპირმა,მთელი ოჯახი ,მთელი კლანი გადაარჩინოს.მითუმეტეს გოგონამ !!_მას არ ეხატებოდა ის ფაქტი გულზე რომ ჩვენ არტემიდა გვიხსნიდა.ამას უკვე ყველა შეეგუა,ემეტიც კი არ აპროტესტებდა.
-როუზ დაწყნარდი!_წყნარად უთხრა ვიქტორიამ.
-შენ არაფერს გეკითხებიან,და საერთოდ ვინ ხარ ????_გაცხარდა როუზი,რაღაც ამ ბოლოს მეგონა რომ ისინი დამეგობრდნენ.
-მე ის ვარ ვინც არტემიიდა გადაარჩინა,და თქვენ_ვიკიმ ხელით მოგვანიშნა თითეულს,ის გაბრაზებულია ჩვენზე.რატომ??-თქვენ კი ის მიატოვეთ,დატოვეთ მარტო,აიძულეთ ეტანჯა!_ყვიროდა ვიკი._მივატოვეთ?საერთოდ რაზე საუბრობს????
-ვიკი,მან ხომ გთხოვა,_ განაწყენებული უთხრა ლორანმა.
-მაპატიე,_ვიკიმ თავი ჩასწია ძირს და გაჩუმდა.
-ჩვენ არავინ მიგვიტოვებია,რაებს ბოდავ საერთოდ!_დაუყუვირა როუზმა,თითქოს ლორანის სიტყვები არც კი გაუგონია.ვიქტორიამ გახედა როზალის ,მისი თვალები სიმწრისაგან ცეცხლს აფრქვევდნენ.უკვე ვფიქრობდი რომ ისინი ერთმანეთს დაერეოდნენ მაგრამ,ამ დროს ჩემს უკან მომესმა,უმშვენიერესი ,თბილი ხმა,რომელიც წკრიალა ზარის მელოდიას მოგაგონებდათ.
-ვიკი არ გინდა,_ისიც გაჩერდა,ჩემს ზურგს უკან გაიხედა და გაიღიმა.მეც და ჩემი ოჯახის ერთდროულად შეტრიალდით.დანარჩენების არვიცი მაგრამ ,მე უბრალოდ გავქვავდი.ჩემს წინ ანგელოზი იდგა.გოგონა ღვთაებრივი სილამაზით.გრძელი მუქი-წაბლისფერი თმებით.მართლაც ქალღმერთი.
მის თვალებს რომ შევხედე ,ისინი ნაცრისფერი იყო როგორც ცრემლები.ეს ნამდვილად ის არის,მაგრამ ეს ყველაფერი არ არის,ეს……..
-ბელა?????_დაყვირა ელისმა და კისერზე შემოეხვია.-ბელა ეს ნამდვილად შენ ხარ?მე ვიცოდი,მივხვდი.ღმერთო ჩემო,შენ ცოცხალი ხარ!_ელისი რომ ადამიანი ყოფილიყო ნამდვილად ატირდებოდა,აი გოგონას კი ცრემლები ცვიოდა თვალებიდან.ისიც ეხვეოდა ელისს,გაიღიმა და კიდევ უფრო დძლიერ მოეხვია .
ეს ბელაა,ნამდვილად ის არის.მე ვერ ვიჯერებდი,ის ცოცხალია,ჩემი სყვარული ცოცხალია.
მთელს ოჯახს გადავხედე,ესმე და კარლაილი მომხდარს ვერ იჯერებდნენ.როზალი და მემეტი შოკში იყვნენ.ჯასპერი და ნიკი ორივენი ჩვენს ემოციებს გრძნობდნენ და იღიმებოდნენ.ვიქტორია და ლორანი კი ბელასთან მივიდნენ.
-ბელა,დღეს რაღაც არდე მოხვედი,_არტემიდამ,რატომღაც ვერ ვიჯერებდი რომ ეს ბელა იყო,გახედა ვიკის:
-მომბეზრდა ცდა,_თქვა მან.-ელის ეს მე ვარ,ყველაფერი კარგად არის,_ელისმა გაიღიმა და თვალებში ჩახედა.
-ბელა,იცი როგორ მენატრებოდი?ყველას ძალიან გვაკლდი.გვაპატიე ძალიან გთხოვ,_უთხრა ელმა.
-დაწყნარდი,ყველაფერი კარგად არის,_გაიმეორა მან.ეს ნამდვილად ბელაა.
-მე აქ ვარ და მეც ძალიან მენატრებოდით!!
-ბელა,_თავი ვერ შევიკავე.კიდევ ვერ ვიჯერებდი რომ არტემიდა ეს ის არის.ბელამ შემომხედა.მისი თვალები ცრემლებით…….ტკივილით…….. და წყენით …..იყო სავეს
-დიახ ედუარდ ,ეს მე ვარ,_მიპასუხა მან..
-მაგარმ როგორ?_გაუკვირდა როუზს.
-ლორანი,მან ვიკიზე ადრე მიპოვა,დაითანხმა ვიკი რომ ცოცხალი დავეტოვებინე.გადამაქციეს და მასწავლეს ყველაფერი რაც კი ვიცი.ისინი ჩემი ოჯახია_უკვე კიდევ ხმამაღლა დაამატა –და თქვენც ჩემი ოჯახი ხართ,მე არ შემიძლია მოგცეთ სიკვდილის უფლება,ძალიან ბევრი ვიტანჯე და ამას უბრალოდ ვეღარ გადავიტან._მთელი დრო როდესაც ის საუბრობდა,მის ლოყებზე ცრემლები ცვიოდა.ელისი თვალს არ აცილებდა ბელას.
-ბელა,ყოველთვის რატომ ტირი?_ფრთხილად კითხა ჯასპერმა.
-ასე უფრო კარგად ვგრძნობ თავს,_გახედა ჯას და გაიღიმა,
-ვხედავ ,ბევრი გისწავილა.
-კი,_გაიღიმა ის
-ნიკი კარგი მასწავლებელია.
-ვალტური ორ წუთში აქ იქნება,_თქვა ელმა.
-მაშინ დავიწყოთ!!!!!
_ბელამ მოიწმინდა ცრემლები და დადგა ბრძოლის ცენტრში…
-ლორან ვიკი,_დაუძახა მან,ისინიც იმ წამსვე მის გვერდით გაჩნდნენ,
-თქვენ ჩემთან იქნებით.ნიკი,შენ და ჯასპერი დააკვირდით მათი განწყობის ცვალებადობა,
_ისინიც დათანხმდნენ
-გოგონებო,_მიმართა როუზს ,ესმის და ელს,-თქვენც ჩვენს რიგში იქნებით,_გასაკვირია მაგარამ როუზმაც კი დაუჯერე მას,
-ემეტ._დაუძახა ბელამ.
-ყოველთვის შენს განკარგულებაში ვარ,_გაიხუმრა მან,ბელამ კი გაუღუმა.
-შენზე ყველაზე ძლიერი იქნება.
-ფელიქსი?_იმედიანიდ იკითხა მან.
-რათქმაუნდა,_გაიღიმა ბელამ.
-კარლაილ,შეიძლება მოლაპარაკება მე წავიყვანო?ეს ხომ ჩემი ბრძოლაა,მე ვარ დამნაშავე ამაში.
-რათქმაუნდა.და შენ არაფერში ხარ დამნაშავე,გესმის?_კითხა მან.
-დიახ,_ბელა დაეთანხმა კარლაილს და………
-ედუარდ,_შინაგანად ყველაფერი გადამიტრიალდა ,როდესაც მან მე დამიძახა.
-დიახ ბელა,_შევხედე მას თვალებში.
-შენ,აქ მჭირდები,მათ აზრებს წაიკითხავ.
-კარგი,_მე მივედი და ლორანის გვერდით დავდექი.ბელა ტყის სიღრმეში იყურებოდა,როგორც ყველანი.ვალტურის მოსვლამდე დრო კიდევ იყო და მეც ლორანს ვკითხე:
-ის ძლიერ იტანჯებოდა?_ჩავჩურჩულე ისე რომ მხოლოდ მას გაეგონა.მან გახედა ბელას გაიღიმა და მიპასუხა:
-ის მთელი ღაამეები ტიროდა.ვფიქრობ რომ ეს რამეს გეუბნება?_მე თავი დაუქნიე.
-ის არ მაპატიებს?_ისევ ვკითხე ლორანს მაგარმ მის მაგივრად ბელამ მიპასუხა.
-ედუარდ,მე დიდი ხნის წინ გაპატიე,მაგრამ კიდევ მტკივა გული.გთხოვ ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ,
_მე გაკვირვებულმა დავეთანხმე და ლორანს გავხედე.
-მისი შესაძლებლობები უფრო განვითარებული და ძლიერია ვირდე ჩვენი,_უპასუხა მან ჩემს გონებრივ კითხვაზე.
-ისინი მოვიდნენ,_თქვა ელმა და ტყიდან გამოჩნდა არო მის ბანდასთან ერთად.
( ბელა )
როდესაც კალენები დავინახე,სულში ყველაფერი დამითბა,ისინი ისეთი ლამაზები იყვნენ.ვიქტორიამ როუზთან დაიწყო კამათი.ცოტაც და ისინი ერთმანეთს დაერეოდნენ,მაგრამ მე დავაწყნარე.მთელი ოჯახი ისეთი გაკვირვებული მიყურებდა რომ რაღაც უხერხულადაც კი ვიგრძენი თავი.ედუარდი,ის ისეთი ტკივილით სავეს თვალებით მიყურებდა რომ,უცებ ვიგრძენი როგორ იტანჯებოდა ის მთელი ეს დრო.მე მას დიდი ხნის წინ ვაპატიე მაგრამ ,მან კიდევ არ იცოდა ამის შესახებ.მისი თვალები ყვიროდნენ “”მაპატიე “” და მეც თავიდა მივუტევე.
ელისმა თქვა რომ ვალტური მალე აქ იქნებოდა,მე გავანაწილე ადგილები,გამიკვირდა მაგარმ როზალიმაც კი მომისმინა.მე ედს ჩემთან მოუხმე,ის მოლაპარაკებისათვის მჭირდება,ისიც ლორანის გვერდით დადგა.დრო კიდევ გვქონდა მაგრამ ტყეს მანიც ვაკვირდებოდით.უცებ მომესმა ედუარდის ჩურჩული,ცდილობდა რომ მხოლოდ ლორანს გაეგო მისი ნათქვამი,მაგრამ მან ჩემს შესახებ კიდევ ბევრი რამ არ იცოდა.
-ის ძლიერ იტანჯებოდა???-ჩაიჩურჩულა მან.ლორანმა ნების დასართავად გამომხედა და მეც დავთანხმდი.
-ის მთელი ღამეები ტიროდა.ვფიქრობ ეს რამეს გეუბნება?_უპასუხა მან.მის პასუხში ღიმილი იგრძნობოდა და მეც გამეღიმა.
-ის არ მაპატიებს?_ჩაიჩრჩულა ედმა.ღმერთო ჩემო ეხლა ამის დრო არ არის,მას ისე აინტერესებს გაგება რომ ბრძოლაზეც კი არ ფიქრობს.გადავწყვიტე ჩავრეულიყავი.
-ედუარდ,მე დიდი ხნის წინ გაპატიე,მაგრამ კიდევ მტკივა გული.გთხოვ ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ,_მან გაკვირვებული შემომხედა და თავი დამიქნია.მე კი ბრძოლისათვის მოვეწყვე.
-მისი შესაძლებლობები უფრო განვითარებული და ძლიერია ვირდე ჩვენი,_უთხრა ლორანმა.
დიახ ეს იმის პატარა ნაწილია რასაც კალენები დღეს შეიტყობენ ჩემს შესახებ.
-ისინი მოვიდნენ,_თქვა ელმა და ტყიდან გამოჩნდა არო მის ბანდასთან ერთად.