ბინდი თავდაყირა ანუ ვამპირი გოგონას თავგადასავალი
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | შეტყობინება # 1 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ინტრიგის დედაფალი-ავტორი". სახელწოდება: [color=green]ბინდიანი მზე ავტორი: AnasteishA დისკლეიმერი: სტეფანი მეიერი, ხასიათი ძირითადად ჩემეული ჟანრი: მელოდრამა, რომანტიკა მთავარი გმირები: იგივე რაც ბინდის საგაში სტატუსი: წერის პროცესშია სამარი: იზაბელა სვონი მთელი საუკუნის შემდეგ თავის მშობლიურ ქალაქ ფორკსში ბრუნდება შეძენილ დასთან და დედასთან ერთად. მას იმედი უცრუვდება, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის რა ელის წინ... ********************************************************************************************************* 1. პირველი შთაბეჭდილებები სკოლა. ყველაფერი ისეა, თითქოს არც არაფერი შეცვლილიყოს, თითქოს სულაც არ გასულიყოს მთელი საუკუნე მას შემდეგ, რაც ბოლოს ვიყავი აქ. "ფორქსის სკოლა- სპარტანელების სახლი"- მიიპყრო ჩემი ყურადღება აბრამ. აი, ეს კი ნამდვილად ახალი იყო. გამეღიმა. _ნეტა ვიცოდე, რა გიხარია ასე ძალიან...-თითქმის დამავიწყდა მისი არსებობა და მანაც მაშინვე შემახსენა თავი. ეს როზალი იყო, ჩემი და. თვალებმოწკურული მიყურებდა, შევუბღვირე. _არაფერიც არ მიხარია, უბრალოდ...- თუმცა ვეღარ მოვიფიქრე რა "უბრალოდ". _მე რაღას მატყუებ...- ჩაიბუზღუნა და მანქანიდან გადავიდა. მისი გადასვლა იყო და ვიღაცეებმა წაუსტვინეს მოწონების ნიშნად. ესეც ასე! ხომ ვამბობდი, რომ არ ღირდა ჩემს მშობლიურ ქალაქში როზალისთან ერთად დაბრუნება, რომ მთელ დღესასწაულს გამიფუჭებდა, მაგრამ ესმის დაიჟინა ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა წავიდეთო. როზალის თავისი შეყვარებულის დატოვება არაფრად ეპიტნავებოდა, მაგრამ ესმიმ აიძულა წამოსვლა და ამიტომ ახლა გადაწყვიტა ჩემთვის ცხოვრება გაემწარებინა. ჯანდაბა! მანქანიდან გადმოვედი და სიგნალიზაცია ჩავრთე. სკოლის ეზოში მყოფი ყველა ბავშვის თავი ჩემსკენ მობრუნდა. "შენ კი არა, მანქანას უყურებენ, დამშვიდდი!" ვინუგეშე თავი, აქეით-იქით მიმოვიხედე და გავემართე შენობისკენ, რომელზეც გამოკრული იყო აბრ: "ადმინისტრაცია." კარი შევაღე და შიგნით შევედი. ჩემს ძვირფას დაიკოს ვიღაც ადამიანი ბიჭი გამოეჭირა (რომელიც ფინიასავით შესციცინებდა თვალებში) და ჩვენს მაგივრად მას აგვარებინებდა ჩვენი მიღების საქმეს. _უკაცრავად...- მივიჭერი ჟღალთმიანი ქალის დახლთან, ბიჭი უხეშად გავწიე გვერდზე. _გამარჯობათ! გთხოვთ ნახოთ ბელა და როუზი სვონების საბუთები თუ შემოიტანეს. _ერთი წუთით!- ქალი შებრუნდა და მაგიდაზე ფურცლების გროვაში დაიწყო ქექვა. როუზი წამოდგა (მანამდე იქვე ტყავის სავარძელში იჯდა და გამომწვევად ჰქონდა ფეხი ფეხზე გადადებული) და გვერდით მომიდგა. ბიჭს თავით ანიშნა და ისიც მორჩილად გავიდა ოთახიდან. _მორჩი ადამიანებით მანიპულირებას!- ხმადაბლა ვთქვი რომ მხოლოდ მას გაეგონა. _ამეკიდა და მთხოვა რამეში გამომიყენეო და უარს ხომ არ ვეტყოდი? თან ისეთი საყვარელი იყო... არ გეზარება საბუთებში ხლაფორთი?- დაისისინა მანაც. ქალმა ცერად ამოგვხედა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ვერაფერი გაიგონა, შესაძლოა მხოლოდ ტუჩების მოძრაობა დაინახა. _როუზი! - შევუბღვირე. მერე უცებ გამახსენდა რაღაც და თვალები ეშმაკურად მოვწკურე. -საინტერესოა, ემეტი რას იტყვის ფორქსელ "საყვარელ" ბიჭებზე რომ გაიგებს... მიზანში მოვარტყი! როუზი აღშფოთდა და დამისისინა: _შენ ვერ გაბედავ... _ვიპოვე!-სიტყვა ადმინისტრაციის მდივანმა გააწყვეტინა. ქალი დახლისკენ წამოვიდა, თან ორი საქაღალდე წამოიღო. _იზაბელა სვონი და როზალი სვონი...- წაიკითხა ყდებზე და დახლზე დაახეთქა. -ა, გამახსენდა! დილას მოიტანა დედათქვენმა. ძალიან სასიამოვნო ქალბატონი იყო, ძალიან კარგია ალასკიდან ჩვენთან გადმოსვლა რომ გადაწყვიტეთ, დარწმუნებული ვარ, აქ ძალიან მოგეწონებათ... აქ იმდენია გასართობი და... _ამას ჩვენ პირველყოფილები ხომ არ ვგონივართ?- ჩამისისინა როზალიმ. _დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგვეწონება ფორქსი! - ხმამაღლა ვუთხარი ქალს.- ახლა შეგვიძლია გაკვეთილებზე წავიდეთ? _რა თქმა უნდა, ძვირფასო. ერთი წუთით, თქვენს ცხრილებ და რუკებს მოგცემთ.- ქალი შებრუნდა და ფურცლების დასტა გამოგვიწოდა. _მე რუკა არ მჭირდება, როგორმე ვნახავ თანამგზავრს...- როზალიმ მხოლოდ ცხრილი აიღო და პატივმოყვრულად გაიღიმა. _ემეტი რას იტყვის ნეტავ...- წავიღიღინე მხოლოდ როუზის გასაგონად. შეცბა, გამომხედა, მერე უკმაყოფილოდ დაავლო ხელი რუკას და არ დამლოდებია, ოთახიდან გავარდა. რატომღაც თვალი ჩავუკარი ჟღალთმიანს და ჩემ დაიკოს მივყევი. პირველი გაკვეთილი, ცხრილის მიხედვით, მისტერ ვენერთან მქონდა. ჩემდა საბედნიეროდ, ის ისე იყო გართული თავისი ლექციით, რომ ჩემი გვარიანი დაგვიანების მიუხედავად, ყურადღება არ მოუქცევია ისე მოვთავსდი ცარიელ მერხთან. თავი მაგიდაზე იდაყვებდაყრდნობილ ხელებში ჩავრგე, ვეცადე დავფიქრებულიყავი. ორივე მხარეს თხელი კედლებივით ჩამომეფარა ჩემი გრძელი, ყავისფერი თმა. რამდენიმე წუთში ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა რომელიღაც ადამიანი და წიგნი დამიდო მერხზე. თავი მოვიკატუნე, ვითომ არაფერი გამიგია. უცებ ჩემი ყურადღება მასწავლებლის ხმამ მიიპყრო. _...მის სვონს კი ისე ჩაუქინდრავს თავი, როგორც ჩანს, ოდნავი ინტერესიც კი არ აქვს ჩვენი ლექციის თემის მიმართ. პრინციპში არცაა გასაკვირი. შესაძლოა, არც ჰქონდეს გაგონილი "ქარიშხლიანი უღელტეხილი". ალასკაზე ალბათ დოსტოევსკის "იდიოტი" უფრო პოპულარულია... _ემილი ბრონტეს "ქარიშხლიან უღელტეხილზე" მეტად?- სიტყვა ჩამოვართვი. -არანაირად, ალასკაზეც, ისევე როგორც აქ, ყველა იმას კითხულობს და იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს ეცნობა, რაც მას აინტერესებს. _თუ, რასაც შოულობს?-დამცინავად წამოაყრანტალა ქერათმიანმა, ბავშვისმაგვარსახიანმა ბიჭმა. მომნუსხველი მზერა ვესროლე. _მართალი ხარ. მათ შრომა სჭირდებათ, რომ მოიძიონ ის, რაც აინტერესებთ. მაგრამ ვფიქრობ, ასე ჯობია, რადგან ზოგი აქაურისგან განსხვავებით, ვისაც ხელი მიუწვდებათ ყოველანაირი დონის კლასიკოსებზე და მაინც არავითარ სურვილს არ იჩენენ გაეცნოთ მათ, ალასკელები ცოდნის საკმაოდ მაღალი დონით გამოირჩევიან.- მეთვითონაც არ ვიცოდი ასეთი სისულელე რატომ დავაბრეხვე, მაგრამ ძალიან მინდოდა იმ შტერი ადამიანისთვის მომეკეტინებინა, ვერასდროს ვიტანდი დისკრიმინაციას. _რა ბრაზიანი ყოფილხარ! რა თქმა უნდა, მათ მხარეს იჭერ, შენ ხომ... _მე ფორქსში დავიბადე!- წამომცდა უცებ. ბიჭმა ხმა გაკმინდა. მე ფანტაზიაში ენაზე ვიკბინე. ისევ ხელებში ჩავრგე თავი, წუთიც არ გასულა, ზარი დაირეკა. დანარჩენ გაკვეთილებზე საინტერესო არაფერი მომხდარა. თითქოს ვერავინ ამჩნევდა ახალმოსულს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ჩემი ნიჭის წყალობით, აშკარად ვგრძნობდი მათ ინტერესს. საბედნიეროდ, ვერავინ გაბედა ჩემთან მოახლოება და გაცნობის მცდელობა, ასეთი რაღაცეები ყელში მქონდა ამოსული. დღის ბოლოს მე და როუზმა აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე გაკვეთილი გვემთხვეოდა. როუზი აღშფოთებული გაიქცა მდივანთან, რათა გაკვეთილების გადანაცვლება ეთხოვა, არ შევწინააღმდეგებივარ, არც მე მსურდა გაგიჟებით მასთან საერთო გაკვეთილებზე დასწრება. მანქანა როუზს დავუტოვე, მე კი ქალაქში საბორიალოდ ფეხით წავედი. დამატებულია (2010-11-07, 5:16 PM) --------------------------------------------- გულმა პირველ რიგში ჩემი სახლისკენ გამიწია, მამაჩემისეული სახლისკენ. რა თქმა უნდა, რაც დავბრუნდი მას მერე უკვე მილიონჯერ ვესტუმრე იმ ადგილს და მილიონჯერვე დავრწმუნდი, რომ იქ ჩემი სახლი აღარ იყო, მაგრამ გადავწყვიტე მილიონმეერთედ მენახა ჩემი სახლის ადგილზე წამოჭიმული უზარმაზარი ცათამბჯენი. ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე უამრავი რამ მენახა, მაგრამ მაინც არ მესმოდა რა ჯანდაბა უნდოდა ამ ცათამბჯენს ამ წვიმიან, ნესტიან, უხალისო, მოსაწყენ ქალაქში. ასეთი შეუსაბამობა ძალიან თვალშისაცემი იყო. თითქოს ციდან ჩამოვარდაო ამხელა შენობა. ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. წვიმდა და ალბათ ამიტომ. მე, რა თქმა უნდა, არ მაღელვებდა წვიმა, უფრო პირიქით. წვიმაში უფრო ადამიანად ვგრძნობდი თავს, რადგან მეც მათსავით ვსველდებოდი, მაგრამ მერე უცებ გამახსენდა, რომ ქვაც სველდება წვიმაში და გუნება გამიფუჭდა. სასაფლაოსკენ მოვბრუნდი. აქაც მილიონმეერთედ მოვდიოდი. რადგან ქუჩაში არავინ იყო თავს ნება მივეცი ჩვეული სიჩქარით წავსულიყავი, მითუმეტეს უკვე შებინდებული იყო და მაინც ვერავინ დამინახავდა. წამში სასაფლაოზე გავჩნდი. მამაჩემის საფლავს ნელა, ფეხაკრეფით მივუახლოვდი. "საწყალი ჩარლი... ალბათ როგორ ვენატრებოდი..." გამკენწლა გულში. მომინდა ბოლო ხმაზე მეყვირა, მეკივლა...უკვე მერამდენედ ვინატრე ტირილი შემძლებოდა... მაგრამ ესეც ერთ-ერთი ტვირთი იყო ჩემი ყოფიერებისა. მამაჩემის საფლავი ყველა დანარჩენისგან განმარტოებით, მარტოსულად იდგა. სიცოცხლეშიც ხომ ასეთი იყო, ეული, ყველასგან მიტოვებული. ჯერ იყო და რენემ მიატოვა, მაგრამ მაშინ მე ვყავდი, შემდეგ კი... ამოვიოხრე. ჩემი ბრალი არ იყო რაც შემემთხვა და არც ჩემი სურვილით დამიტოვებია საყვარელი მამიკო. ამით ვიმშვიდებდი თავს, თუმცა დანაშაულის გრძნობა მაინც არ მტოვებდა. ჩემს ყურთასმენას სუსტი ხმაური მისწვდა, თითქოს სადღაც მოშორებით მინდვრის თაგვმა გადაირბინა მდელოზე. თავი წამოვწიე და მიმოვიხედე. სასაფლაოს ბოლოს ფიგურა დავინახე. ისიც საფლავთან იყო დახრილი... თუ საფლავის ქვას ეფარებოდა? ნუთუ... ნუთუ მომაგნეს? მაინც მიპოვეს! -თავზარი დამეცა. შავი ფიგურა წამოიმართა და კაპიშონი მოიხსნა თავიდან... ეხლა სისხლივით წითელ, ელვარე თვალებს დავინახავ... და მერე... ეს იქნება უკანასკნელი რამ რასაც აღვიქვამ... სუნთქვა შევიკარი, მიმოვიხედე რათა სხვებიც დამენახა, რადგან ვიცოდი ისინი მარტო არ დადიან. ვერავინ დავინახე, თუმცა ბევრი აღარ მიფიქრია, სასწრაფოდ მოვცილდი იქაურობას. _ესმი! ესმი! გვიპოვეს! - შევვარდი სახლში.
შეტყობინება შეასწორა AnasteishA - კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | |
|
|
|
DiiiK♥ | თარიღი: შაბათი, 2010-12-25, 3:08 PM | შეტყობინება # 467 |
You're just too good to be true ...
1004
Offline
| ნუთუ უკვე მთავრდებაა? ეს ლამაზი და საინტერესო მოგზაურობა უკუღმართ სამყაროში დასასრულს უახლოვდება? საწყენია, რომ ყველაფერი კარგი ბოლოს მაინც მთავრება... საწყენია :((( დაგვაკლდება სახალისო და ინტრიგით გაჟღენთილი თავები, მოუთმენლობის გრძნობა და რომანტიკა, რომელითაც ასეთი სავსე იყო შენი ფიკი, მაგრამ დასკვნითი თავი ჯერ კიდევ წინაა და მეც მოუთმენლად ველი მას შეიძლება ბოლო დროს ჩემი კომენტარები მოგაკლდა :((( მაგრამ სამწუხაროდ არა მარტო შენ, არამედ ბევრი ფიკის თემაში აღარ დამიპოსტავს... სამაგიეროდ მეტყობა, რომ სწავლა დამთავრდა ... ცოტა ხნით მაინც გაოცებული ვარ სენი შრომისმოყვარეობით, ასე მალე დაამთავრე ფიკი... თუმცა უარყოფითიცაა ამ თვისებაში... არ მინდა, რომ დამთავრეეეს.... არ მინდაა... იქნებ გააგრძელო? დარწმუნებული ვარ შენც მოგენატრება წერა და ერთ დღესაც კიდევ გახსნი ფიკის დასაწერად ვორდს... იცოდე, ჩვენ ამ დღეს დაველოდებიიით :* შესანიშნავი გოგო ხარ და აბა შენი იციიიი :*
| |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: შაბათი, 2010-12-25, 6:01 PM | შეტყობინება # 468 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| Quote (AnasteishA) aba kide vin chagvkidebt xeels??? mec maxrashunet bavshvebo raa, ok? :*
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: შაბათი, 2010-12-25, 6:22 PM | შეტყობინება # 469 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| saaali, ra sayvareli xar gogo. gamexardeba tu mogenatreba mec unda daviwyo chemi sayvareli fikebis shenaxva. ra ici ra xdeba... P.S. ras gavs sheni xelmowera amxanago saaali? duuut!!! stupid_l@mb, shenma komentarma guli dzalian amichuya vaiimeee, rogor mixaria rom guli gwydebat rom mtavrdeba tqven xo ar iciit. ho ai chemi sixaruli da tqveni guldawyvetileba pirdapirproporciul kavshirshia mara boroti ro var imito ara, ubralod mixaria, rom vigacas chemi nabodialebebi daakldeba. magram xom dagpirdit, rom tavs ar moganatrebt. mere ra rom bela da edvardi agar iqnebian mtavari gmirebi. yveelaze mtavari personaji, romelsac siyvaruli hqvia, mainc yvelganaa bolo tavs axla vwer natuka, wamoooo... shemogviertdit bavshvebooo. ertad daviwyot varireba tu ravici skandireba tu ragac jandaba ro qvia is: TOV-LI GVIN-DA! TOV-LI GVIN-DA!
| |
|
|
saaali | თარიღი: შაბათი, 2010-12-25, 6:23 PM | შეტყობინება # 470 |
Life sucks either way
990
Offline
| Quote (AnasteishA) P.S. ras gavs sheni xelmowera amxanago saaali? duuut!!! vigeb shenishvnas ... ravi wamomiara
www.caribbeanpirate.ucoz.com www.gossipgirl.ucoz.org
| |
|
|
|
SLYTHI | თარიღი: შაბათი, 2010-12-25, 7:38 PM | შეტყობინება # 472 |
259
Offline
| Quote (AnasteishA) We will see intriganoo
| |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: შაბათი, 2010-12-25, 9:02 PM | შეტყობინება # 473 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| 44. ვოლტერა ესმი გვიან ღამით დაბრუნდა სახლში. მე და ედვარდი ჩემ ოთახში ვიყავით და მომავალ მოგზაურობაზე ვსაუბრობდით. ორივემ მშვენივრად გავიგონეთ როგორ ღიღინებდა ესმი. ერთმანეთს გადავხედეთ და დაბლა ჩავედით. _ესმი, რა ხდება? რაღაც ზემშვენიერ განწყობაზე მეჩვენები...-ვუთხარი ღიმილით. ესმიმ ოდნავ დარცხვენილმა გადმოგვხედა, მეტადრე ედვარდს შეხედა მორიდებით. _მმ... რაღაც მოხდა... ედვარდ, მამაშენმა ხელი მთხოვა...-წყნარად, მაგრამ მკაფიოდ თქვა ესმიმ და მის რეაქციას დაელოდა. წამით პაუზა ჩამოწვა. შემდეგ კი ედვარდი დაეტაკა და ჩაეხუტა. _გილოცავ, ესმი, გილოცავ! ესეიგი, ამიერიდან დედინაცვალი უნდა დაგიძახო?-ღიმილით ჰკითხა. ესმისაც გულზე მოეშვა. მეც შევუერთდი მათ. გულით მიხაროდა ესმის ასეთ ბედნიერს რომ ვხედავდი. მეორე დღეს მე და ბელა უკვე ვოლტერაში მივდიოდით. ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, შუაღამისას ჩავაღწიეთ იტალიის ამ პატარა ქალაქში. ჩემთვის ღირსშესანიშნავი მოვლენა იყო: ევროპაში მანამდე ნამყოფი არ ვიყავი. დათქმულ ადგილას ბილი დაგვხვდა. ბილიმ, ჩვენი თხოვნა გადასცა "დიდ სამეულს", რომ სანამ არ მოგვისმენდნენ არაფერს გვავნებდნენ. მათაც სიტყვა მისცეს, რომ ჩვენს თხოვნას შეასრულებდნენ. ან ძალიან სურდათ ბეჭდის დაბრუნება, ან უბრალოდ ჩვენი იქ მიტყუება უნდოდათ. რაც არ უნდა ყოფილიყო, ვთხოვდით, რომ მოესმინათ, ისინი რას კარგავდნენ?! მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვოლტურები მიცემულ პირობას არ ტეხენ. მიწისქვეშა დერეფნით დიდ დარბაზში შევედით. იქ სამ სამეფო ტახტზე მისვენებული ქაღალდივით მქრქალი ფერის კანის მქონე სამი პიროვნება დავინახე. _ბილ, გმადლობ, რომ ჩვენი სტუმრები მოაცილე...-მჟღერი ხმა ჰქონდა შუაში მდჯომს. ის თითქოს გამოცოცხლდა ჩვენს დანახვაზე.-ახლა, თუ შეიძლება, დაგვტოვე... _წარმატებას გისურვებთ,-წაიბურტყუნა ბილმა და უკმაყოფილო სახით დატოვა დარბაზი. _ბელა... მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ გავხდით შენი სტუმრობის ღირსნი...-გააგრძელა ისევ იგივე შავთმიანმა და სახეზე ბავშვური ცნობისმოყვარეობა გამოესახა. _მეც მიხარია, არო, რომ ისევ გხედავ...-თავაზიანი ღიმილით მიუგო ბელამ და დანარჩენ ორს და მათ ამალას გადახედა. _ძალიან გვაინტერესებს, ვინ არის შენი მხლებელი, რომელსაც არ ვიცნობთ. _ედვარდ კალენი!-ვუპასუხე ბელას ნაცვლად. _ჰმ...-აროს გაეღიმა.-რა ხელი აქვს ჩვენს საქმესთან?-უცებ აროს ხელმარჯვნივ მჯდომმა დაღლილი, ინფანტილური მოხუცისსახიანმა ვამპირმა ხელი გაუწოდა აროს. ის სულ ოდნავ შეეხო ხელზე, შემდეგ კი არომ საუბარი განაგრძო.- ან იქნებ ჰგონია, რომ შენს ჩვენგან დაცვას შეძლებს? _ბელას ჩემი დაცვა არ დასჭირდება. სანამ საქმეზე გადავიდოდეთ,-ყველანი ისე მომაჩერდნენ, თითქოს გაუგონარ სითავხედეს ვიჩენდი.-ერთობ უტიფარი რამ უნდა გთხოვოთ: თუ მართლა გინდათ, რომ საუბარი შედგეს და დაკარგული ნივთი დაიბრუნოთ, ერთმა პირმა დარბაზი უნდა დატოვოს...-ახლა ბელაც გაკვირვებულმა შემომხედა. ასეთი რამ მოლაპარაკებული არ გვქონია. ან რა საჭირო იყო?-თქვენი ცოლი... მარგო... საუბარს არ უნდა დაესწროს...-ჩემს სიტყვებს სამარისებური სიჩუმე მოჰყვა. აროს უკან მდგომმ ქალმა "ამხელა შეურაცხყოფისგან" პირი დააღო და დაწვრილებული თვალებით ზიზღით მომაჩერდა. დანარჩენებიც აღშფოთებული ჩანდნენ, მხოლოდ აროს არ ეტყობოდა არაფერი. უემოციო სახით მიყურებდა და მზერით მბურღავდა.-არამგონია ის თქვენს დამცავ ძალებს მნიშვნელოვნად აძლიერებდეს. ამ მხრივ არავითარი ფარული აზრი და ხრიკი არ გვაქვს, მაინც ვერ მოგერევით. ერთადერთი რაც გვინდა, არის ის, რომ მისი ზეგავლენისგან თავისუფლება გარანტირებული იყოს. გვინდა დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებთ, თქვენი კეთილგონიერებითაა ნაკარნახევი და არა ოჯახის რომელიმე წევრის ნება-სურვილით,-წამით სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ კი უსაზიზღრესი სისინის ხმა გაისმა: _როგორ მიბედავთ!-ეს აროს უკან მდგომი ქალი იყო. განრისხებული მიყურებდა, ალბათ ერთი სული ჰქონდა როდის გამგლეჯდა.-მე არასოდეს... _მარგო, ძვირფასო, დაგვტოვე, თუ შეიძლება...-ძალიან ნელა და წყნარად თქვა უცებ არომ. თან მე არ მაშორებდა მზერას. _არო?!-აღშფოთებულმა გადახედა მარგომ მეუღლეს. მაგრამ მას აღარაფერი უთქვამს, ისევ მე მიყურებდა. მარგომ თავისი "სეფექალებითურთ" დემონსტრაციულად დატოვა დარბაზი. ბელას გადავხედე, აღფრთოვანებული მიყურებდა, ეს ჩემთვის ყველა გამარჯვებაზე უფრო დიდი გამარჯვება იყო. ბელას მზერით ვანიშნე დაეწყო და მანაც დაიწყო. _არო... მე დიდხანს ვიყავი თქვენთან, კარგად გავეცანი ურთიერთობებს, წესებს და დაუწერელ კანონებს. ასეთუისე, ყველას ხასიათი შევისწავლე, შენიც და სხვებისაც. ალბათ თქვენც გამიცანით და შემისწავლეთ მე. აბა, დაფიქრდით, დამნაშავე თავის ფეხით მივიდოდა იქ, სადაც გარდაუვალი სიკვდილი ელის?-ბელა დამაჯერებლად ლაპარაკობდა და ბოლოს თითქოს ლოგიკური კითხვა დასვა, მაგრამ უცებ აროს ხელმარცხნივ მჯდომმა ქერათმიანმა ვამპირმა, რომელიც მანამდე იოტისოდენა ინტერესსაც არ იჩენდა და დარბაზის კედელზე აკვირდებოდა რაღაცას, ბელას გაუსწორა თვალი და ცივი ხმით ჰკითხა: _და იქნებ დამნაშავეს მოსწყინდა მალვა და სახელგანთქმული ვოლტურების მოტყუება გადაწყვიტა? შესაძლოა, მან არ იცის, რომ ეს შეუძლებელია... _ნუთუ მართლა ფიქრობ, კაიუს, რომ მე სათანადოდ არ გაფასებთ? და რომ არ მახსოვს აროს ნიჭი?-კაიუსმა ხმა გაიკმინდა, ამიტომ ბელამ ისევ გააგრძელა მტკიცე, თავდაჯერებული ხმით.- დიახ, მე მახსოვს აროს ნიჭი და სწორედ ამიტომ მოვედი აქ... მაშინ სოფიამ მითხრა,-ცოლის სახელზე ქერათმიანი, რომელსაც ბელამ კაიუსი უწოდა შეკრთა.-რომ შენთან მოკარებას არავინ მაცლიდა, ისე მომკლავდნენ მარგოს ბრძანებით. აი, რატომ გავიქეცი. აი, რატომ ვიმალები ამდენი ხანია. მე არ მქონდა გარანტია, რომ მომისმენდით. ჰოდა, აი, ახლა აქ ვდგავარ, არო, და მზად ვარ ჩემი ყველა ფიქრის წაკითხვის ნება მოგცე. შემდეგ თავად მიხვდები რა გავაკეთე და რა არა,-ბელამ მარჯვენა ხელი გაიწოდა, თან თვალს არ აშორებდა აროს. ისიც თვალმოუშორებლად უყურებდა, თითქოს ცდილობდა ამოეკითხა, რა ჰქონდა ჩაფიქრებული ბელას. პაუზა გაიწელა, ყველა გაშეშებული იყო, თითქოს უცებ ცვილის ფიგურებით სავსე მუზეუმში მოვხვდი. არო არც აპირებდა განძრევას, ყოველ შემთხვევაში ასე მეგონა, როცა უცებ წამოდგა და ნელი ნაბიჯებით წამოვიდა ბელასკენ. მასთან ერთად დაიძრა 3 უემოციოგამომეტყველებიანი ვამპირი მისი ამალიდან. ბელასგან ორი ნაბიჯიღა აშორებდა, როცა არომ ხელი აიქნია და მისი "მცველები" ადგილზე გაიყინენ. აუჩქარებლად მოიქცია ბელას ხელი ხელებში (ამაზე გამაჟრჟოლა, მომინდა ეს კაცი ბელასთვის მომეშორებინა და კედელზე მიმეხეთქებინა) და გაირინდა. რამდენიმე წამს თვალდახუჭული იდგა. დარბაზში მყოფი ყველა ვამპირის მზერა აროს სახისკენ იყო მიმართული, ინფანტილური შავთმიანი ვამპირის ჩათვლით. ჩემს მსგავსად, ალბათ ისინიც ცდილობდნენ აროს გამომეტყველებიდან ამოეკითხათ ბელას ფიქრებში დანახული სიმართლე. მათი არ ვიცი, მე კი ვერაფერი ამოვიკითხე, სრულიად უემოციო გამომეტყველება ჰქონდა. როცა ვიფიქრე, რომ რაღაც ისე არ იყო, რომ რაღაც მოხდა, შესაძლოა მარგოს დარბაზს გარედანაც შეეძლო შიგნით მყოფებზე ზემოქმედება და რომ ამის გამო დავიღუპებოდით, უცებ აროს ყურისწამღებმა ღრიალმა გააყრუა დარბაზი და მგონი მთლიანად ეს ანტიკური კოშკი. არო გაცეცხლებული გავარდა დარბაზიდან. დარბაზში ჩურჩული ატყდა. ბელამ შეცბუნებულმა გადმომხედა, მე კი მივხვდი, რომ აროს ეს საქციელი იმის მანიშნებელი იყო, რომ ის სიმართლეში დარწმუნდა. _გადავრჩით!-გახარებულმა ვუთხარი ბელას და გულში ჩავიკარი. სწორედ ამ დროს დარბაზის ოფრთიანი კარის ორივე ფრთა კედელს მიეხეთქა და გამოჩნდა მარგო რომლისთვისაც ყელში ხელი წაევლო აროს... _მე შენ გენდობოდი... მჯეროდა შენი!-კბილებს ახრჭიალებდა არო. დარბაზში მიხვდნენ, რომ ჯობდა დამნაშავის მხარე არ დაეჭირათ და ამიტომ ავისმომასწავებელი ღრენა დაიწყეს მარგოს მისამართით. არომ კედელს შეახეთქა შიშისგან თვალებგაფართოებული ქალი. _თქვენ კი წადით... ახლავე, სანამ თქვენი დასჯა გადამიწყვეტია სამი ჩემი ყველაზე გამოცდილი და დასაფასებელი მსახურის მოკვლისთვის!-გვიბრძანა მრისხანებისგან სახეშეშლილმა არომ. მივხვდი, რომ თუ დროზე არ წავიყვანდი ბელას, გაცეცხლებულ აროს შესაძლოა მისთვისაც რამე დაეშავებინა. სასწრაფოდ გამოვედით დარბაზიდან, საიდანაც ქალის განწირული წივილ-კივილის და გოდების ხმა ისმოდა... ვოლტერის ამბების ბედნიერად დაგვირგვინების შემდეგ (ბედნიერად ჩვენთვის, თორემ არამგონია მარგო ამით მეტად კმაყოფილი ყოფილიყო), ჩემ საყვარელ მეგობარ ბილის დავემშვიდობეთ და ალასკისკენ ავიღეთ გეზი. იქ მეტი თავისუფლება და განმარტოების მეტი საშუალება გვექნებოდა. არც დამალვა მოგვიწევდა და ცოტა თეთრ დათვებსაც "დავუმეგობრდებოდით". ესმის მივწერე ფორქსში და როცა საპასუხო წერილი მივიღე, გავოგნდი. მას კარლაილისთვის გაემხილა ჩვენი საიდუმლო. რამდენიმედღიანი ჭირვეულობის შემდეგ (აი, თურმე ვის ჰგავდა ედვარდი), ესმის სტუმრებია სახლში და უთქვამს აჯობებს მარადიულად ვიცხოვრო შენთან ერთად, თორემ რომ მოვკვდები რა სინდისით შევხედო თვალებში კეტრინს, როცა მეცოდინება, რომ შენ მიყვარხარო... წერილის ბოლოს ესმი იმედს გამოთქვამდა, რომ მალე ჩავიდოდით და მათთან ერთად დავსახლდებოდით ვანკუვერში ახალნაყიდ სახლში. _როდის წავიდეთ?-მივუბრუნდი ედვარდს, როცა წერილის ეს ნაწილი წავაკითხე. _თუნდაც ახლავე... ბელა, ჩემთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა სად ვიქნები, მთავარია შენ მყავდე გვერდით...-აციმციმებული თვალები მომანათა. თოვლზე ვიწექით გვერდიგვერდ ჩახუტებულნი. უცებ წამოიწია და თვალებში ჩამაცქერდა.-ვერც წარმომედგინა თუ შესაძლებელი იყო ასეთი ბედნიერი ვყოფილიყავი ამქვეყნად... მიყვარხარ... მიყ-ვარ-ხარ...-დააბოლოვა ჩურჩულით და ნაზად მაკოცა ტუჩებში... მისი გული დუმდა, მაგრამ თვითონ ხომ ჩემთან იყო? ხომ ასე გრძნობით მკოცნიდა? ხომ ასე ვნებააშლილი თვალებით მიყურებდა? ჰოდა, სხვას არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. თვალებდახუჭულმა და მის ალერსს მინდობილმა ვიგრძენი როგორ შემიხსნა საკინძე, მაგრამ ხელი არ შემიშლია... ჩვენი პირველი სასიყვარულო სარეცელი ჩვენი სიყვარულივით წმინდა და შეურყვნელი თოვლი გახდებოდა... ფორქსში რომ მივდიოდი ვიცოდი, რომ ვნახავდი რაღაცას რაც ჩემი იყო და დავკარგე, რაც წამართვეს. რომ მცოდნოდა, რომ ვიპოვიდი იმას, რაზეც ყველა ოცნებობს და რაზე ფიქრიც კი აკრძალული მქონდა, უფრო ადრე ვეწვეოდი ჩემს მშობლიურ ქალაქს, მაგრამ მაშინ ალბათ სულ პატარა იქნებოდა ედვარდი. ბედისწერამ ყველაზე უკეთ იცის საით, როდის და როგორ წაიყვანოს ჩვენი ცხოვრება... და ამის გამო მე მადლიერი ვარ მისი. მან მაპოვნინა ადამიანი, რომელმაც ყველაზე დასაფასებელი, რაც ადამიანებს აქვთ- მოკვდავობა გასწირა სიყვარულის სახელით იმისთვის, რომ არასდროს მივეტოვებინე და სისხლისმსმელ ურჩხულად იქცა. ახლა მე მყავს მეგზური, რომელიც მთელ მარადისობას გაივლის ჩემთან ერთად... და რომლის სიყვარულიც არასდროს დაილევა, მუდამ იცოცხლებს მის გაყინულ გულში.
შეტყობინება შეასწორა AnasteishA - შაბათი, 2010-12-25, 9:17 PM | |
|
|
bella-vampire | თარიღი: შაბათი, 2010-12-25, 9:18 PM | შეტყობინება # 474 |
842
Offline
| | |
|
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: შაბათი, 2010-12-25, 9:29 PM | შეტყობინება # 478 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| bella-bella, ძალიან მიხარია, რომ ჩემი ერთგული მკითხველი ბოლომდე შემოგინარჩუნე. ის კიდევ უფრო მიხარია, რომ იმედი გაგიმართლე. უსაყვარლესი ხარ, კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას, რომ გვერდში მედექი. ბაავშვებო, ეპილოგი უკვე დაწერილი მაქვს და დავდო ისიც თუ ხვალისთვის შემოგინახოთ? როგორც თქვენ მეტყვით ისე ვიზამ
| |
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: შაბათი, 2010-12-25, 9:46 PM | შეტყობინება # 480 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| natuka, კარგი რა, ნათ... რატო იტირეეე? პრინციპში, მეც გამომიცდია ემოციის ცრემლები, მარა ამას აღფრთოვანებაც ახლდა ხოლმე თან, მარა მე მგონი ეს მე არ დამიმსახურებია. იცი რააა? ჯერ ისედაც ხომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ რაღაც იდეები გამიჩნდა და დავწერე, გასართობი მაინც იყო სხვა თუ არაფერი და თქვენი ასეთი კომენტარები დავიმსახურე, მაგრამ განსაკუთრებით იმიტომ მიხარია ეს ფიკი რომ დავწერე, რომ შევიძინე შენნაირი მეგობარი, ნათ. ძალიან მიყვარხარ მართლა. და საერთოდ ვინც ამ ფიკის საშუალებით თუ გამო დამიახლოვდა და ერთი კომენტარი მაინც დამიტოვა, ყველანი მიყვარხართ და ყველას თითოეული თბილი სიტყვა მახსოვს, გულში მაქვს ჩამარხული ღრმად. თქვენი კომენტარები რომ მაბედნიერებდა შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან მცირე სითბოც კი ჰყოფნის ადამიანს, რომ შემდეგ ეს სითბო ასმაგად დააბრუნოს უკან. მაპატიეთ, თუ ვერ დაგიბრუნეთ ის სითბო, რასაც თქვენ მაძლევდით, მაგრამ თუ ჩემი ნაწერების კითხვა გესიამოვნებათ, მზად ვარ სითბოს ნაცვლად ისინი დაგიბრუნოთ... ახლა კი ეპილოგიიი
| |
|
|