Without sun
|
|
Bella_Cullen | თარიღი: პარასკევი, 2010-06-25, 7:04 PM | შეტყობინება # 1 |
Miss Cullen
371
Offline
| პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ემოციების დედოფალი-ავტორი". სახელწოდება:without sun ავტორი: immortal (ნუნუკა აბუაშვილი) ბეტა:Breee (მარიამ ლაცაბიძე) დისკლეიმერი: სტეფანი მეიერი + მე ჟანრი;მელოდრამა მთავარი გიმრები: ედვარდ კალენი,ბელა სვონი. სტატუსი:წერის პროცესში ეს არის ”ახალი მთვარის” ედვარდისეული გადმოცემა..
| |
|
|
Immortal | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-07-01, 5:59 PM | შეტყობინება # 31 |
Floccinaucinihilipilification
341
Offline
| 3 თავი ღამდებოდა. ბელა წვეულებაზე წავიყვანე. მთელი გზა ვახსენებდი, რომ ეს ჩემი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი იყო და ყველანაირად ეცადა გამხიარულებულიყო. რამდენი იწვალა ელისმა ამის მოსაწყობად, დანარჩენებიც მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს. ვუსმენდი, თუ რას ნიშნავდა მათთვის ბელას დაბადების დღე. ის, რაც მათ აღარასოდეს ექნებოდათ. ჩვენს ბნელ ცხოვრებას არაფერი ანათებდა, ყოველი დღე წყლის წვეთებივით ჰგავდა ერთმანეთს, ეს კი თითქოს პატარა შუქის წერტილი იყო ბნელი გვირაბის ბოლოს. თანაც ფიქრობდნენ, რომ ეს შეიძლებოდა ბელას უკანასკნელი დაბადების დღე ყოფილიყო. არა, ამას არ დავუშვებდი, არავითარ შემთხვევაში. მე შემეძლო მომავლის შეცვლა, ყოველშემთხვევაში უნდა შემძლებოდა. ოთახში შევედით. მთელი ოჯახი შემოგვეგება, დაბადების დღის მისალოცის სიმღერა დაიწყეს. მათ სახეებზე აუწერელი ბედნიერება ეწერა, ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში არ მენახა. ჩვენთვის ხომ ტკივილი განუყრელი მეგობარი იყო. როზალი როგორც ყოველთვის ჩემს ნერვებზე მოქმედებდა. მისი ფიქრები ბოლოს მიღებდა, რეალობასთან მაყენებდა პირისპირ და არ მაძლევდა საშუალებას ცოტა ხნით მაინც გავქცეოდი მას. ყველანი ვიტანჯებოდით, იმაზე მეტად, ვიდრე ეს გარედან ჩანდა. მეც, ესმეც, კარლაილაც, ჯასპერიც, ელისიც კი... ერთი შეხედვით მოუსვენარი და მხიარული არსება. მაგრამ როზალი სულ სხვა იყო. ის ჯერ კიდევ ვერ შეგუებოდა ასეთ ცხოვრებას, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ ამ კოშმარს. მას საშინლად შურდა ბელასი, რადგანაც მას ჰქონდა ის, რაზეც თავად ოცნებაც კი არ შეეძლო: სიცოცხლე, აწმყო და მომავალი. მომავალი, რომლის წართმევასაც მე არ ვაპირებდი. ბელა საშინლად გაწითლდა და თავი ჩახარა. გამეღიმა. ისეთი საყვარელი იყო როცა ალმური გადაჰკრავდა ხოლმე ლოყებზე. სულ დამავიწყდა, მას ხომ არ უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. მაგრამ ჩემთვის ყოველთვის სამყაროს შუაგული იქნებოდა. ამას ვერაფერს მოუხერხებდა. ბელას წელზე ხელი შემოვხვიე და ჩემსკენ ახლოს მივიზიდე. მასთან სიახლოვე... საშინელ სურვილს მგვრიდა, რომ დამეჭირა და არსად გამეშვა, ყოველთვის ჩემთან მყოლოდა, დამეცვა ყველასგან და ყველაფრისგან, გარდა ჩემი საშიში სიყვარულისა. ესმე ბელას მოეხვია. ის ისეთი ბედნიერი იყო. ვერ წარმომედგინა, როგორ შეეძლო გაყინულ არსებას ამდენი სიყვარულით ყოფილიყო სავსე. ბელას ისევე უყურებდა, როგორც საკუთარ შვილს. რას არ მივცემდი, ოღონდ ის ადამიანად მექცია, ადამიანად, რომელსაც ეყოლებოდა ლამაზი ოჯახი და თბილი, საყვარელი შვილები. ესმე საუკეთესო დედა იქნებოდა. ის ამას ნამდვილად იმსახურებდა. -საჩუქრების გახსნის დროა! –წამოიძახა ელისმა. წინასწარ ვგრძნობდი ბელას რეაქციას, მაგრამ რას ვიზამდით, რადგან ვამპირების არ ეშინოდა, მაშინ ამის ატანა მოუწევდა. ჯერ ემეტის, ჯასპერის და როზალის საჩუქრის ჯერი იყო. როგორ არ მოეწონებოდა ის ბელას, მაგრამ მის ჯართს კარგი რადიო ნამდვილად სჭირდებოდა. -ახლა ჩემი და ედვარდის გახსენი, -თქვა ელისმა აღტაცებით. ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ნეტავ მოეწონებოდა ჩემი საჩუქარი? სხვა რისი მიცემა შემეძლო? მხოლოდ ჩემი თავის და სამუდამო სიყვარულის. ბელა კი ბევრად მეტს იმსახურებდა. საჩუქრის გახსნა დაიწყო. მოულოდნელად შესაფუთმა ქაღალდმა ხელი გაუჭრა. ეს წამებში მოხდა. წამებში, რომლებმაც მთლიანად შეცვალა ორივეს ცხოვრება. არა... ბელას ცხოვრება, ჩემი კოშმარი. ,,სისხლი... ადამიანის სისხლი... არა, ჯასპერ!” მისმა ფიქრებმა ადგილზე გამყინა. მაგრამ დროზე უნდა მემოქმედა. წინააღმდეგ შემთხვევაში... არა, ამის გაფიქრებაც არ მინდოდა. ბელა უკან გადავისროლე, თავად კი ჯასპერს შევეჩეხე. მას ვეღარ ვცნობდი. სისხლმა გონება გაუთიშა და მხოლოდ მისი წყურვილი ამოძრავებდა. ვეღარც ჩემს თავს ვცნობდი. სასწრაფოდ წინ მოვისროლე, რაც შეიძლება შორს... ბელასგან. ,,სისხლი”. მოულოდნელად გაისმა ექვსი ვამპირის ფიქრებში და მათ თავებში დავინახე... ის. ტკივილმა სხეულში დამიარა. მინდოდა აქვე თავი მომეკლა, მერე გამახსენდა, რომ უკვე მკვდარი ვიყავი. ყველაფერს აზრი დაეკარგა, ყველაფერი შეცდომა იყო: ჩემი არსებობა, აკრძალული სიყვარული, დანებება, ეს სახლი, თავის ადგილას მდგარი პატარა ვაზაც კი... ყველაფერი... არ შემეძლო ბელასთვის შემეხედა, ვერ გავუსწორებდი თვალს ჩემი საქციელის შედეგებს. არ მინდოდა ტკივილს ბოლო მოეღო ჩემთვის, მისი გაძლება ხომ ჩემი დაუსრულებელი არსებობის დანარჩენ ნაწილში მომიწევდა. არ მინდოდა, ბელას ასეთი დავენახე. მინდოდა გარეთ გავვარდნილიყავი და მწარედ მეყვირა, რაც ძალი და ღონე მქონდა, ტკივილი ამომეშვა სხეულიდან. მერე წავსულიყავი და კლდიდან გადავჩეხილიყავი. მაგრამ ამისგან თავის დაღწევა უბრალოდ შეუძლებელი იყო. ჩემს თავს ვერსად გავექცეოდი. არ მქონდა უფლება ყველაფერი ასე დამეტოვებინა, მოვლენები თავის ადგილზე დაბრუნებას ითხოვდა. როგორც იქნა გავბედე და თავი შემოვაბრუნე. ბელა იატაკზე იყო, ხელიდან სისხლი სდიოდა, კარლაილი მის გვერდით ჩაცუცქულიყო. მეგონა ნაწილებად დავიშლებოდი. -წადი ედვარდ, -ამოიოხრა ბელამ. ნუთუ ამდენი ტანჯვა მეწერა სახეზე? ნუთუ ეს ასეთი აუტანელი იყო? მხოლოს ახლა მივხვდი, რომ ყვეაფერთან ერთად წყურვილსაც ვებრძოდი. ბელას სისხლი ჩემში ურჩხულს აღვიძებდა, მაგრამ ამას უკვე დაეკარგა მნიშვნელობა. მთავარი მისი სიტყვები იყო: წადი! მართლაც, მე უნდა წავსულიყავი, არა მარტო ახლა, არამედ სამუდამოდ. -დავრჩები. გავუძლებ, -მხოლოდ წყურვილს ვგულისხმობდი. -რატომ ხარ ასეთი მაზოხისტი? არა მე ეგოისტი ვიყავი, სულელი, ლაჩარი, იდიოტი, ბოროტი და საშიში ვამპირი. -ედვარდ, წადი! ჯასპერი მოძებნე. დარწმუნებული ვარ ცუდადაა და შენს გარდა არავის მოუსმენს, -თქვა კარლაილმა. ის ისევ ისეთი მშვიდი იყო, თითქოს მის შვილს საშინელი შეცდომა არ დაეშვა, მისი იმედები არ გაეცრუებინა. ამოვიოხრე და გარეთ გამოვედი. ახლა ყველაზე ნაკლებად ჯასპერთან დალაპარაკება არ მინდოდა, მაგრამ ეს აუცილებელი იყო... მისთვის. ფიქრებს მივყევი. კვალმა ტყემდე მიმიყვანა. როცა დამინახა, ჩემთან მოვიდა და მუხლებზე დაეცა. -ედვარდ, მე... გავაჩუმე. აქ ერთადერთს მე უნდა მომეხადა ბოდიში ყველაფრის გამო. შიტყვები საჭირო იყო, ისედაც მის ფიქრებში ვკითხულობდი ჯასპერის სინანულს და ტანჯვას. ის უბრალოდ საკმაოდ ძლიერი არ აღმოჩნდა, რომ ცდუნებისთვის გაეძლო. მე კი საბაბი მივეცი. ეს ყველაფერი ჩემ გამო დაიწყო. ყველაფერი ჩემი ბრალი იყო. -ძალიან მწუხვარ. არც კი ვიცი როგორ მოგიხადო ბოდიში. საერთოდ არ ვიცი რა გითხრა. ძალიან მრცხვენია. მე ვგრძნობ როგორ იტანჯები, ამის გადმოცემა შეუძლებელია. ამას ვერასოდეს ვაპატიებ ჩემს თავს. ეს აღარ განმეორდება, გპირდები. ჯასპერი მართალი იყო. ეს აღარ განმეორდებოდა. არა იმიტომ, რომ თავს უკეთ გააკონტროლებდა, არამედ იმიტომ, რომ... ბელა მას ვეღარასოდეს ნახავდა... ვერც მე...
| |
|
|
Bella_Cullen | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-07-01, 6:05 PM | შეტყობინება # 32 |
Miss Cullen
371
Offline
| | |
|
|
|
DiiiK♥ | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-07-01, 7:01 PM | შეტყობინება # 34 |
You're just too good to be true ...
1004
Offline
| Immortal, ვაიმე, გენაცვალე... რაღაც შოკში ვარ! აი ძალაინ მომეწონა, მართლა მშვენივრად წერ და დარწმუნებული ვარ, რომ შენგან კარგი რაღაც გამოვა! ნუ რა მნისვნელოვანი თავი იყო და რა განცდებში ვიყავი, რომ ვკითხულობდიიი Quote (Immortal) ჩვენს ბნელ ცხოვრებას არაფერი ანათებდა, ყოველი დღე წყლის წვეთებივით ჰგავდა ერთმანეთს, ეს კი თითქოს პატარა შუქის წერტილი იყო ბნელი გვირაბის ბოლოს. ვაიმე, ეს ფრაზა როგორ მომეწონა... აი აშკარად გიგრძვნია რა Quote (Breee) მასთან სიახლოვე... საშინელ სურვილს მგვრიდა, რომ დამეჭირა და არსად გამეშვა, ყოველთვის ჩემთან მყოლოდა, დამეცვა ყველასგან და ყველაფრისგან, გარდა ჩემი საშიში სიყვარულისა. ნუ რაღაც უმსვენიერესი მომენტი!!! Quote (Immortal) ,,სისხლი”. მოულოდნელად გაისმა ექვსი ვამპირის ფიქრებში და მათ თავებში დავინახე... ის. ტკივილმა სხეულში დამიარა. მინდოდა აქვე თავი მომეკლა, მერე გამახსენდა, რომ უკვე მკვდარი ვიყავი. ყველაფერს აზრი დაეკარგა, ყველაფერი შეცდომა იყო: ჩემი არსებობა, აკრძალული სიყვარული, დანებება, ეს სახლი, თავის ადგილას მდგარი პატარა ვაზაც კი... ყველაფერი... არ შემეძლო ბელასთვის შემეხედა, ვერ გავუსწორებდი თვალს ჩემი საქციელის შედეგებს. არ მინდოდა ტკივილს ბოლო მოეღო ჩემთვის, მისი გაძლება ხომ ჩემი დაუსრულებელი არსებობის დანარჩენ ნაწილში მომიწევდა. არ მინდოდა, ბელას ასეთი დავენახე. მინდოდა გარეთ გავვარდნილიყავი და მწარედ მეყვირა, რაც ძალი და ღონე მქონდა, ტკივილი ამომეშვა სხეულიდან. მერე წავსულიყავი და კლდიდან გადავჩეხილიყავი აი აქ დავასტოპეეე რასაც ქვია, შემძრა და შემაცახცახაა!!!! Quote (Immortal) წადი! მართლაც, მე უნდა წავსულიყავი, არა მარტო ახლა, არამედ სამუდამოდ. ვაიმე, ეს რა მაგარ მომენტში ათქმევინეე!!! Quote (Immortal) ეს აღარ განმეორდებოდა. არა იმიტომ, რომ თავს უკეთ გააკონტროლებდა, არამედ იმიტომ, რომ... ბელა მას ვეღარასოდეს ნახავდა... ვერც მე... ვსო, წყალი მჭირდება!!! საწყალი ჯასპერი, საწყალი ედვარდი სა საწყალი შენც!!! შენც ხომ გრძნობ, ამ სიტუაციის სიმძიმეს, როდესაც ასე ემოციურად წერ! მოკლედ, აღფღთოვანებული ვარ... ძალაინ კარგი თავი გამოვიდა! ნელ-ნელა ვუახლოვდებოთ "იმ" საშინელ თავს და წარმოდგენაც არ მინდა, როგორ უმძიმეს და ამავდროულად უმშვენიერეს რაღაცას დაწერ და სულით ხორცამდე შეგვძრაავ!!! მიყვარხარ ნუკ, და ასე გააგრძელე! :*
| |
|
|
|
|
|
Rosalie | თარიღი: ორშაბათი, 2010-07-05, 4:55 PM | შეტყობინება # 38 |
MrS. Cullen
989
Offline
| | |
|
|
|
|
Bella_Cullen | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-07-08, 7:32 PM | შეტყობინება # 41 |
Miss Cullen
371
Offline
| elenikooo, Quote (Rosalie) maoceb shvilo me shen aseTi ra shegemTxva ase rom gesmis magis? ki ar sheemtxva prosta magari nichieri bavshviaa :X :X mtlianad aris shesuli im personajshi vis azrebasac wers :X
Miss Cullen
| |
|
|
Bella_Cullen | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-07-08, 8:14 PM | შეტყობინება # 42 |
Miss Cullen
371
Offline
| 4 თავი ბელა სახლში უნდა მიმეცილებინა, აქ ერთი წუთითაც ვეღარ დავტოვებდი. გზაში ორივენი ჩუმად ვიყავით, ან კი რა მქონდა სათქმელი? სასოწარკვეთილი ვიყავი, არაფერზე ფიქრი არ შემეძლო. უკვე ბოდიშის მოხდაც ზედმეტი მეჩვენებოდა. -რაღაც მაინც თქვი, -მოთმინება დაკარგა ბელამ. -რა გინდა რომ გითხრა? –ვკითხე, თუმცა ვიცოდი, რომ ის სიტყვები, რომლებიც ჩემი პირიდან ამოვიდოდა, მას ნამდვილად არ ესიამოვნებოდა. -მითხარი, რომ მაპატიებ. სხეულში ბრაზმა დამიარა. მას უნდა მიეღო ჩემგან პატიება და არა მე-მისგან. მაგრამ ვიყავი კი შენდობის ღირსი? -რას? -მე რომ უფრო ფრთხილად ვყოფილიყავი, არაფერი მოხდებოდა. მართლაც, ბელა რომ უფრო ფრთხილად ყოფილიყო, თავიდანვე რომ შორს დაეჭირა ჩემგან თავი, თავიდანვე რომ შეშინებოდა და გაქცეულიყო... -ბელა, შენ უბრალოდ ხელი გაიჭერი! -ჩემი ბრალია. მისმა სიტყვებმა ჩემს სხეულში ცეცხლი დაანთო. ის შიგნიდან მწვავდა და თუ გარეთ არ გამოვუშვებდი,თუ ახლავე არ დავიცლებოდი, არ ვიტყოდი იმას, რასაც ვფიქრობდი, ყველაფერი ბოლოს მომიღებდა. -შენი ბრალია? მაიკ ნიუტონთან, ჯესიკასთან, ანჯელასთან ან სხვა შენს ნორმალურ მეგობრებთან ერთად რომ ყოფილიყავი და ხელი გაგეჭრა, ყველაზე საშინელი რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, ისინი შესახვევ ნაჭერს ვერ გიპოვნიდნენ. ან შუშის ნამსხვრევებზე რომ წაქცეულიყავი, სისხლს დაღვრიდი სკამზე, სანამ საავადმყოფოში მიგიყვანდნენ. მაიკ ნიუტონი შენს გვერდით იქნებოდა და მთელი დროის განმავლობაში შენი ხელი ეჭირებოდა, ისე, რომ ყოველ წამს არ ებრძოდა შენი მოკვლის სურვილს. -რა ჯანდაბა ესაქმება მაიკ ნიუტონს ამ საუბარში? -ის, რომ შენთვის ბევრად უფრო სასარგებლო იქნება თუ მასთან ერთად იქნები, -ბრაზმა, შურმა პირდაპირ თავში დამარტყა. არ მინდოდა იმის აღიარება, რომ ბელას პირველ რიგში ჩემგან სჭირდებოდა დაცვა; რომ მას ჰქონდა მომავალი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეკავშირებინა ჩემთვის; რომ უკანასკნელი იდიოტიც კი ბევრად უფრო უკეთესი იქნებოდა მისთვის, ვიდრე მე. -მირჩევნია მოვკვდე ვიდრე მაიკ ნიუტონთან ერთად ვიყო, ნებისმიერთან, შენს გარდა. როგორ მინდოდა ეს სიტყვები სხვა დროს მომესმინა, მაგრამ ახლა... უბრალოდ ვერ მივცემდი შემს თავს მათი ნამდვილი მნიშვნელობის გაგების და გახარების უფლებას. -დარჩები ამ საღამოს? –მკითხა ბელამ. -სახლში უნდა წავიდე, -იქ არ მინდოდა მისვლა, ყველაფერი დღევანდელ ინციდენტს გამახსენებდა, არც ჩემი ოჯახის წევრების თანადგომა მჭირდებოდა. მხოლოდ და მხოლო მარტო დარჩენა მსურდა, ჩემს თავთან. -ჩემი დაბადების დღეა. -ბელა ერთ-ერთი უნდა აირჩიო: გინდა, რომ ხალხმა აღნიშნოს შენი დაბადების დღე, თუ არა? -მინდა! ზევით შეგხვდები. ,,კიდევ ერთი ღამე, მხოლოდ ერთი,” –ვარწმუნებდი ჩემს თავს. ,,არა ეს შეცდომაა,” –მკარნახობდა მეორე ხმა შიგნიდან,რომელიც თანდათან დასუსტდა და ბოლოს სულ გაქრა. -დაბადების დღეს გილოცავ! ავტომატურად წინ წავიწიე და ვაკოცე. მერე გამახსენდა, რომ დღეს უკვე საკმარისად გამერისკა მისი სიცოცხლე. ზევით ავედი და ბელას ოთახში მოვკალათდი. ვცდილობდი არ გამომეხატა ის, რასაც შიგნით ვგრძნობდი, ისედაც უკანასკნელი დღეები იყო... ჩვენი ერთად ყოფნის. ჩემი საჩუქარი გავუხსენი. ოთახში ნაზი მელოდიები გაჟღერდა. პირველი ბელას იავნანა იყო. ტანში ტკივილმა დამკრა ძველი დროის გახსენებისას. როცა ეს კომპოზიცია დავწერე, მაშინ არცერთმა არ ვიცოდით რა ბედი ელოდა ჩვენს სიყვარულს. მეგონა ბელასთან ერთად ბედნიერი ვიქნებოდი, არა, რაც მთავარია ის იქნებოდა ბედნიერი და დაცული ჩემს გვერდით. მეგონა ვიყავი საკმაოდ ძლიერი... ახლა კი ყველაფერი სხვაგვარად იყო. ანგელოზს ცრემლები წამოუვიდა და სასწრაფოდ მოიწმინდა. მას ხომ არ უყვარდა სისუსტის გამოჩენა. ეს მე ვიყავი ლაჩარი და ბელასთან გატარებული თითოეული წამი ამას ადასტურებდა. -ხელი გტკივა? –შემაჟრჟოლა. კიდევ ერთი ტკივილი, კიდევ ერთი შეცდომა... -არა, ედვარდ. უბრალოდ ეს ისეთი ლამაზია. არც კი მჯერა. მოეწონა... ვერ ვიტყოდი ამ მუსიკებში მთელი ჩემი სული ჩავაქსოვე მეთქი, მაგრამ რომ მქონოდა, მას აუცილებლად დავთმობდი ბელას გამო. -უკვე გვიანია, -მისი ძილის დრო იყო, ჩემი-ფიქრის. საწოლზე დავწექი. ისიც გვერდით მოვიწვინე, ისე, რომ მისი თავი ჩემს მხრებზე იდო. დღევანდელი ამბების შემდეგ ჩემს თავს ამის უფლებას ვერ მივცემდი, მაგრამ იმის ცოდნა, რომ ეს უკანასკნელი იყო... მე წავიდოდი, ვეღარასოდეს შევეხებოდი მას, ვეღარასოდეს ვნახავდი... ნამსხვრევებად ვიყავი დაშლილი და მიკვირდა, ბელას თვალწინ როგორ ვიკავებდი თავს, რომ ტკივილისგან კრუნჩხვებში არ ჩავვარდნილიყავი. რაც შემეძლო მაგრად მეჭირა, რადგანაც ვიცოდი, რომ მალე მისი გაშვება მომიწევდა, მალე ჩემი ხელით გავითხრიდი გზას კოშმარისკენ, ჩემი პირით ვეტყოდი ,,მშვიდობით”. რას არ მივცემდი, შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ყველას და ყველაფერს დავთმობდი, ოღონდ მეც ადამიანი გავმხდარიყავი, ბელასთვის. -გახსოვს როგორ გადავწყვიტე, რომ ჩემი დაბადების დღე აღგენიშნა? -კი. -მაშინ მინდა, რომ კიდევ ერთხელ მაკოცო. -დღეს ზედმეტად ხარბი ხარ, ბელა. -დიახ, ვარ. მაგრამ გთხოვ, არ გააკეთო ის, რაც არ გინდა. მას რომ სცოდნოდა... როგორ მინდოდა მასთან დავრჩენილიყავი, იმაზე მეტად, ვიდრე ვინმეს ოდესმე რამე უსურვია. მაგრამ... მე იმას გავაკეთებდი, რაც ბელასთვის იქნებოდა სასარგებლო. ახლოს მივიწიე დამ ის ტუჩებს შევეხე. როგორც წესი, ყველა კოცნას მაშინ ვამთავრებდი, როცა ურჩხული ზედმეტად გაძლიერდებოდა ხოლმე. მაგრამ ახლა ამისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია. ერთადერთი რაც მახსოვდა იყო ის, რომ ბოლოჯერ განვიცდიდი ამ ნეტარებას. მეტჯერ აღარასოდეს მექნებოდა ამის შესაძლებლობა, ამის უფლება... -მაპატიე, -ამოვიოხრე. –ეს ზღვარს გადასული იყო. მხოლოდ ამის გამო... სინამდვილეში კი რამდენი რამისთვის ვითხოვდი შენდობას, პირველ რიგში ჩემი არსებობისთვის, ამ სიყვარულისთვის, ჩემი ეგოიზმისთვის. -არ მანაღვლებს. -ეცადე დაიძინო, ბელა. მას მალე ჩაეძინა. ზედმეტად გადაღლილი იყო. ცოტა ხანში სამუდამოდ დაისვენებდა ჩემგან. ისეთი საყვარელი იყო. თვალწინ ჩამიარა მოგონებებმა, ყველა იმ ღამემ, რომელიც მის გვერდით გამეტარებინა, რამდენჯერ გამეგონა ჩემი სახელი მის სიზმრებში. მინდოდა ეს ღამე არასოდეს დასრულებულიყო, რადგანაც უარესს მოიტანდა ხვალინდელი დღე, მერე ზეგინდელი. მე წავიდოდი, იმის შემდეგ კი დღე და ღამე აზრს დაკარგავდა ჩემთვის. -ედვარდ, არ წახვიდე, გთხოვ. არ დამტოვო. მჭირდები, -მოულოდნელად წამოიძახა ბელამ. შემეშინა. მეგონა გაეღვიძა. ნუთუ ხმამაღლა ვფიქრობდი? მერე მივხვდი, რომ ეძინა. მის ხმაში იმდენი ტკივილი იგრძნობოდა, თითქმის ისტერიკის ზღვარზე. მთხოვდა მასთან დავრჩენილიყავი. ერთხელ ამ სიტყვებმა წასვლა გადამაფიქრებინა, ამ სიტყვებით დაიწყო ყველაფერი, ამ სიტყვების გამო დავნებდი. ახლა კი... მთელი საუკუნის განმავლობაში ყველაზე მეტად ვინატრე, რომ ძილი შემძლებოდა. მტანჯველი ფიქრები მუდამ ჩემს ირგვლივ ტრიალებდა, ცოტა ხნით მაინც რომ შემძლებოდა მათგან თავის დახსნა. თვალები დავხუჭე, მაინც ბელას სახე წარმომიდგა წინ, მაინც მისი სიტყვები ჩამესმოდა ყურში: ,,არ წახვიდე, გთხოვ.” მეგონა ცრემლები წამომივიდოდა, არა, ჩემი აზრით უკვე ვტიროდი. თუმცა კი ეს შეუძლებელი იყო. მთელი ჩემი სხეული ტიროდა, ყველაფერი რაც ჩემს შიგნით იყო ცრემლად იღვრებოდა. ტკივილი იბუდებდა ჩემში, იცოდა, რომ ძალიან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ მოუწევდა აქედან წასვლა. ბელას დაკარგვას ვერ გადავიტანდი. მინდოდა გავქცეულიყავი დ ახეს შევტაკებოდი, ან მეყვირა ბოლო ხმაზე, მაგრამ მას ერთი წუთითაც ვერ დავტოვებდი. ეს დაკარგული სამოცი წამი იქნებოდა, ისედაც ცოტა დამრჩენოდა... მთელი ღამე მოუსვენრად ეძინა ბელას. თითქოს გული უგრძნობდა მოსალოდნელ ტკივილს. დილით შუბლზე ვაკოცე და წავედი. ის არ ვიცოდი სამუდამოდ როდის წავიდოდი. ორი დღე დამჭირდა ჩემს თავში ამ ძალის საპოვნელად. დანარჩენებმა მეორე დღესვე დატოვეს ქალაქი. ფორკსი ისე უყვარდათ, მე კი ყველას ზიანს ვაყენებდი...
Miss Cullen
| |
|
|
Bella_Cullen | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-07-08, 8:23 PM | შეტყობინება # 43 |
Miss Cullen
371
Offline
| vaime vaime vaime vaime vaime vaime vaime vaime vaime vaime vaime vaime cudad var :X :X :X :X :X au ukomentarod ra :X ar shemidlzia ro rame vtkva ra :x ver vambob verafers :*nunuka unichieresi xar
Miss Cullen
| |
|
|
|
|