ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ფორუმის მოდერატორი: S@li, DiiiK♥  
My Dark Angel ♥

Katherine_Петрова♥თარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-19, 11:27 PM | შეტყობინება # 1
Always and Forever ♥
543
25  +
   ±
Offline


სახელწოდება: My Dark Angel ♥
ავტორი: Katherine_Петрова♥
ბეტა: Katherine_Петрова♥ (ანუ მე)
დისკლეიმერი: გმირების სახელებზე საავტორო უფლება აქვს სტეფანი მეიერსა და მე
რეიტინგი: G (General)
პეირინგი: ბს/ეკ
ჟანრი: Romance, Drama
სამარი: სიყვარულის ისტორია, რომელიც ბელას ცხოვრებას ცვლის ...
სტატუსი: წერის პროცესშია.
ავტორისგან: მადლობა ყველას, ვინ წაიკითხავს. ნაწარმოები არც ისე კარგია, მაგრამ თქვენგან სწორ შეფასებებს და კარგ რჩევებს მოველი :*


პროლოგი

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ ადგილებში ვიქნებოდი, მითუმეტეს ჩემი მშობლების შვილი. ხო, ალბათ სიყვარულმა შემცვალა, მაგრამ არაფერს ვნანობდი. ფული შევაგროვე და ედვარდის გამოსვლას ველოდი. მის გამო ყველაფერზე წავიდოდი. ჩემს ისტორიას ბედნიერი დასასრული უნდა ჰქონოდა.


ძირითადი პერსონაჟები


შეტყობინება შეასწორა Katherine_Петрова♥ - პარასკევი, 2012-01-20, 12:42 PM

littlegirlთარიღი: პარასკევი, 2012-01-20, 0:21 AM | შეტყობინება # 2
NObody's Little Girl
224
33  +
34  ±
   ±
Offline
ragac saintresod iwyeba xo icii biggrin imedia gagrdzelebac aseti iqneba biggrin gisurveb wrmatebas biggrin



♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2012-01-20, 0:46 AM | შეტყობინება # 3
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Katherine_Петрова♥, sainteresoaaaa!! imedi maqvs sheni mkitxvelebis rigebshi chamwer da moutmenlad velodebi pirvel tavs!


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2012-01-20, 1:03 AM | შეტყობინება # 4
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
სოფ დამავიწყდა მეთქვა, პერსონაჟების სურათებს ხომ არ დადებდი? biggrin


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka


შეტყობინება შეასწორა ♥vampiressa♥ - პარასკევი, 2012-01-20, 1:04 AM

Katherine_Петрова♥თარიღი: პარასკევი, 2012-01-20, 12:17 PM | შეტყობინება # 5
Always and Forever ♥
543
25  +
   ±
Offline
littlegirl, კარგი თუ დაგაინტერესა .. kiss მადლობა რო შემოხვედი

♥vampiressa♥, ნათ გოგო რავი დავდებ .. არ მქონდა გათვალისწინებული მარა დავდებ kiss მადლობა თუ წაიკითხავ – პირველი სამი თავი ძველი დაწერილია და ისე რა და მერე ალბათ გამოვსწორდები ah ah დღეს დავდო პირველი თავი ?



♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2012-01-20, 12:26 PM | შეტყობინება # 6
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (Katherine_Петрова♥)
დღეს დავდო პირველი თავი ?

kitxva unda magaaas? biggrin midi malee dadeee gelodebiiii love



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Katherine_Петрова♥თარიღი: პარასკევი, 2012-01-20, 12:49 PM | შეტყობინება # 7
Always and Forever ♥
543
25  +
   ±
Offline
I თავი

რაღაც ხმა არ მასევენებდა, მაგრამ ვერ ვფხიზლდებოდი. დავიტანჯე. კარგად დავურკვირდი ამ ხმას და მივხვდი, რომ ჩემი მაღვიძარა რეკავდა. როგორღაც მოვახერხე მისი გამორთვა და დავისვენე. ამ ხმას და დილით გაღვიძებას უკვე გადაჩვეული ვიყავი. პირველი დღე სკოლაში, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მძულდა ის ! წამოვჯექი და ფინჯრისკენ გავიხედე. თითქოს ისევ ბნელოდა, ცას ნისლი გადაჰკვროდა. ადგომა დავაპირე, ფეხი ჩამოვდგი და ვერ შევამჩნიე ჩემი მაისური, რომელიც დაბლა ეგდო. ავსრიალდი და იატაკზე მძიმედ დავეცი. თავს ვიმშვიდებდი, არც ისე ცუდი დასაწყისი იყო ჩემნაირი მოუხერხებლისთვის, მაგალითად, ამ დაცემისას შეიძლებოდა რამე დამეზიანებინა ან მსუბუქი ტვინის შერყევა მიმეღო. დაბლა ჩავედი და უკვე გაღვიძებული დედაჩემი დავინახე. ის ლამაზი ქალია, მაგრამ ცოტა მკაცრიც. დედა და მამა უკვე დიდი ხანია ერთად არიან, ამიტომ ვერ ვხვდები რატომ ვარ დედისერთა ? არაუშავს ამას როგორმე გადავიტან. სიმრთლე გითხრათ ახლა სულაც არ მადარდებდა ჩემი დედისერთობა.

– დილა მშვიდობისა, ბელა, როგორ გრძნობ თავს ? – მკითხა დედამ და ყავის სმა გააგრძელა.
– დილა მშვიდობისა დე. კარგად ვარ, ცოტა მეძინება – ვუპასუხე მთქნარებით.
– მოდი, ცოტახანს ჩამოჯექი და დაისვენე
– არა, არ მინდა სკოლაში დამაგვიანდეს, ნახვამდის – ვთქვი და მაშინვე გარეთ გავედი.

არ მიყვარს დაგვიანება, ისიც ყველაზე საშინელ, პირველ დღეს, შუა გაკვეთილზე ყველა ბავშვი რომ გათვალიერებს. სკოლა ჩემს სახლთან ახლოსაა, ამიტომ ფეხით მივდივარ, რაც დილის ვარჯიშიც გამომდის. მთელი გზა ვფიქრობდი, რას ვიზამდი კლასში ან სკოლაში ახალი მოსწავლეები რომ ყოფილიყვნენ. რამდენი წელია ვოცნებობ ახალ მეგობარზე, მომწყინდა ერთფეროვნება. მეთერთმეტე კლასში გადავედი და ის თითქმის უკვე დამამთავრებლად ითვლება, ამიტომ დიდად არ ველოდი ვინმე ახალს. 17 წლის ვარ, მაგრამ ჩემს ასაკთან შედარებით მაინც ბავშვური, შეხედულებითაც და ხასიათებითაც. სკოლაში საკმაოდ ბევრს ვიცნობ, მაგრამ მათგან არც ერთი არაა ჩემი კარგი მეგობარი. შარშან შეყვარებულიც მყავდა – მაიკ ნიუტონი, რომელთანაც ურთიერთობა მე გავწყვიტე, რადგან მივხვდი, რომ არ მიყვარდა. ფიქრებში გართული სკოლასაც მივუახლოვდი. შესვლის წინ ღრმად ჩავისუნთქე და კარი გავაღე. ის ბავშვებით იყო სავსე და ცოტა ხნით დასვენების შემდეგ ჩვეულ რიტმს ჩაუდგა. მაშინვე კლასისკენ გავიქეცი, ზარამდე 3 წუთი იყო დარჩენილი. თურმე ძალიან ნელა მოვსეირნობდი. საკლასო ოთახში რაღაც ოქროსფერმა მომჭრა თვალი. ყველა ბავშვი ამ რაღაცის გარშემო იდგა. კარგად დავაკვირდი და მივხვდი, რომ ეს რაღაც კი არა, ვიღაც იყო, უფრო სწორად მისი თმები. ახალი მოსწავლე. ჩემი კლასელები პატარა ბავშვებივით იდგნენ ახალი „სათამაშოს“ წინ. მეც მათთან მივედი და ყველას მივესალმე. ზოგმა პასუხი დამიბრუნა, ზოგი კი გართული იყო ვიღაცის ყურებით. გოგონა აღმოჩნდა. დავინტერესდი, რა იყო ამ „ახალში“ ასეთი გასაოცარი, მას შევხედე და გავშეშდი. ის ღვთაებრივად ლამაზი იყო. თეთრ, ოვალურ სახეს კიდევ უფრო ამშვენებდა ზღვისფერი თვალები და ბუნებრივი ოქროსფერი თმები. გასაოცარი ტანით, ნაკვთებით. აი რა აინტერესებდათ მასში.

– გამარჯობა, მე როზალი ჰეილი ვარ, სასიამოვნოა შენი გაცნობა –თქვა მან და ხელი გამომიწოდა.
– გამარჯობა, ბელა სვონი. ჩემთვისაც – ვუპასუხე რატომღაც დაბნეულმა.
– ვა, ბელა, ისე მოხვედი ვერ დაგინახე, როგორ ხარ ? – მითხრა მაიკმა და ჩამეხუტა.
– კარგად, მაიკ, შენ როგორ ხარ ? ძალიან მომენატრე.
– მეც კარგად, მენატრებოდი – მე და მაიკი განშორების შემდეგ მეგობრებად დავრჩით.

ჩვენს ლაპარაკში ზარიც დაირეკა და ისტორიის გაკვეთილი დაიწყო. დღემ თითქოს სწრაფად გაიარა. ლანჩზე როზალი მე წავიყვანე, თბილად მექცეოდა და მასთან დამეგობრება მსურდა. კაფეტერიისკენ მიმავალებს, ყველა მხრიდან გვესმოდა როგორ ლაპარაკობდნენ ვიღაც ახალ მოსწავლეებზე. კალენი, ყველა ამ გვარს ახსენებდა.

– ეტყობა ჩემი შეყვარებული და მისი ძმა ძალიან მოეწონათ – თქვა როზალიმ სიცილით.
– ვინ ? –ვიკითხე გაკვირვებულმა.
– ჩემთან ერთად აქ კიდევ ორი ადამიანი გადმოვიდა. ჩემი შეყვარებული ემეტ კალენი, რომელიც მე გადმომყვა და ედვარდი, ის ისედაც აპირებდა გადმოსვლას.
– აჰა, გასაგებია – მხოლოდ ეს ვთქვი.

კაფეტერიაში შევედით და კლასელ გოგოებთან ერთად დავსხედით. ამ დროს დავინახე ბიჭი, რომელიც გვერდზე მაგიდასთან იჯდა და რაღაცაზე გამალებით საუბრობდა.მისი სახე, თმები, გამოხედვა და ღია თაფლისფერი თვალები. ის თავისებურად როზალიზე ლამაზიც კი იყო. სულელურად მივაშტერდი.

– ედვარდი შეგიმჩნევია, არ შეგიყვარდეს , არ შეიძლება, მე და ემეტი ვერ ავიტანთ, რომ მას შენნაირი გოგო დასდევდეს. ისედაც ძალიან შეაწუხეს თაყვანისმცემლებმა. უბრალოდ მისი შესაფერისი არ ხარ – მითხრა როზალიმ.

როუზმა არ იცოდა რას ვფიქრობდა, ასე პირდაპირ მომახალა ეს სიტყვები. ძალიან მეწყინა. უხეში ყოფილა. გაკვეთილებს აღარ ვუსმენდი, სახლში როგორ წავედი და მერე რას ვაკეთებდი აღარ მახსოვს. მთელი დარჩენილი დღე თვალწინ ედვარდის სახე მედგა და გონებაში როზალის სიტყვები მიტრიალებდა.




შეტყობინება შეასწორა Katherine_Петрова♥ - შაბათი, 2012-01-21, 9:27 PM

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2012-01-20, 3:06 PM | შეტყობინება # 8
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
axali tavi momewona, kargad giweria, ise rom martivad ikitxebi, ar aris damgleli, piriqit, gitrevs da ufro da ufro gandomebs wakitxvas.
Quote (Katherine_Петрова♥)
– ედვარდი შეგიმჩნევია, არ შეგიყვარდეს , არ შეიძლება, მე და ემეტი ვერ ავიტანთ, რომ მას შენნაირი გოგო დასდევდეს. ისედაც ძალიან შეაწუხეს თაყვანისმცემლებმა. უბრალოდ მისი შესაფერისი არ ხარ – მითხრა როზალიმ.

tavxedi angry ver gavige es uxeshoba ras achiro iyo erti! bella rogor megobrulad eqceoda, es kide angry
mokleeed veli axal tavs da imedi maqvs dgesve vixilav love



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

littlegirlთარიღი: პარასკევი, 2012-01-20, 3:22 PM | შეტყობინება # 9
NObody's Little Girl
224
33  +
34  ±
   ±
Offline
maagaarr biggrin biggrin momewona da damaintrigebelia,mainteresebs elisi da jasperi sad arian biggrin



Bella_and_Edwardთარიღი: პარასკევი, 2012-01-20, 3:50 PM | შეტყობინება # 10

96
6  +
14  ±
   ±
Offline
magariaaa da es rozali dzalian autaneli da uxeshia. ara ra eg rogor gaubedaa angry ?! erti sadme shemxvdes ilocos rom gadarches chems beluchas rom awyenina biggrin kiss love
male dade shemdegi tavi da roca dadeb chatshi dawereeee kiss


http://s1.ipicture.ru/

T-MOMSENთარიღი: პარასკევი, 2012-01-20, 5:27 PM | შეტყობინება # 11

266
15  +
30  ±
   ±
Offline
Katherine_Петрова♥, sooop ra sayvareli fikia biggrin mokleed dzaliaan momewonaa, chamitria da damainteresa, mainteresebs shemdegshi ra moxdeba happy
Quote (Katherine_Петрова♥)
– ედვარდი შეგიმჩნევია, არ შეგიყვარდეს , არ შეიძლება, მე და ემეტი ვერ ავიტანთ, რომ მას შენნაირი გოგო დასდევდეს. ისედაც ძალიან შეაწუხეს თაყვანისმცემლებმა. უბრალოდ მისი შესაფერისი არ ხარ

tavidanve mivxvdi rom rozali swerva iqneboda, imito rom es saxeli swervobatsan asocirdeba chemtvis biggrin sisuleleebs vlaparakooob, mokleed veli shemdeg tavs happy



Katherine_Петрова♥თარიღი: პარასკევი, 2012-01-20, 7:52 PM | შეტყობინება # 12
Always and Forever ♥
543
25  +
   ±
Offline
♥vampiressa♥, მადლობა დიდი .. მეორე თავი არის უფრო ისტორიის გაცნობა და პატარაა ამიტომ დავდებ (საერთოდ ყველა პატარებია) kiss

littlegirl, ინტრიგაა .. ეგენიც გამოჩნდებიან smile

Bella_and_Edward, მადლობა რო კითხულობ და ეხლავე დავდებ მეორეს (შეიძლება მესამესაც, დღეს კომპიუტერი სულ ჩემია biggrin )

T-MOMSEN, მადლობა ნათ kiss ხო როუზი გამოსწორდება, მაგრამ მაინც თავისებურია kiss უბრალოდ როზალიც კარგი გახდება smile



Katherine_Петрова♥თარიღი: პარასკევი, 2012-01-20, 7:56 PM | შეტყობინება # 13
Always and Forever ♥
543
25  +
   ±
Offline
II თავი

დღეები უსასრულოდ მიიწევდნენ წინ, მაგრამ თითქოს ჩემს ცხოვრებაში რაღაც შეიცვალა. მგონი შემიყვარდა, ედვარდ კალენი. ცუდია, როზალის არ დავუჯერე. ედვარდის ხმაც კი არ მქონდა გაგებული და ვხვდებოდი, რომ არც სიყვარულში გამიმართლებდა, მაგრამ მაინც აღტაცებული დავდიოდი. ყველაფერს დიდი გულისყურით ვაკეთებდი. როგორც ჩანს ჩემზე სიყვარულმა საპირისპიროდ იმოქმედა, ბრინჯივით არ დავიბენი. როზალისთან ძალიან ცუდი ურთიერთიბა არ მქონია, მაგრამ არც კარგი. სახლშიც ყველაფერი ძველებურად იყო. დედა და მამა მუშაობდნენ და უმეტესწილად მარტო ვიყავი. ახლა გერმანიაში ვცხოვრობ, უკვე 4 წელია. ჩემი ძველი საცხოვრებელი ვაშინგტონის შტატში იყო. პატარა სახლი გვქონდა პატარა ქალაქ ფორკსში. გერმანიაში გადმოსვლა ჩემი იდეა იყო, რომელიც მშობლებმაც მომიწონეს და მაშინვე აქ გადმოვსახლდით. არ ვიცი, ჩემი პატარა და მყუდრო ქალაქის დატოვება რატომ მომინდა, მაგრამ ვფიქრობ ეს კარგი გადაწყვეტილება იყო. არც აქ ვარ მეგობრებით სავსე, მაგრამ ჩემი ოცნება ახდა, გერმანიაში ვარ და თავს ამიტომ არ ვგრძნობ მარტოსულად. სპეციალურ კერძო სკოლაში ვსწავლობ, სადაც განსხვავებულად შედგენილი პროგრამა აქვთ და ძირითადად ყველა მოსწავლე უცხოელია. ჩემი კლასელებიდან და მეგობრებიდან მხოლოდ მაიკია გერმანელი. მოკლედ, ჩემს სკოლაში ორ ძირითად ენას ასწავლიან: ინგლისურსა და გერმანულს. ყველა ჩემმა კლასელმა ინგლისურის შესწავლა გადაწყვიტა, მაგრამ ამ სასწავლო წელს მე გერმანულის სწავლაც მოვინდომე. აღმოჩნდა, რომ მსურველი ბევრი იყო, ამიტომ შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელსაც კვირაში ერთხელ გერმანულის გაკვეთილი უტარდებოდა. ამ საგანს სრულიად უცხო ბავშვებთან ერთად ვსწავლობდი, მაგრამ ახლა უკვე ყველას კარგად ვიცნობ. დღეს ხუთშაბათია. უკვე დაღამდა, მაგრამ არ მეძინება და გერმანულის მომდევნო დავალებებს წინასწარ ვასრულებ. ხვალინდელ დღეს რატომღაც ძალიან გახარებული ველოდები. მგონია, რომ რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს. პირველი საათი დაიწყო. დედაჩემმა რამდენჯერმე შემოიხედა და გამაფრთხილა დამეძინა, თორემ ჩემთვისვე უარესი იქნებოდა. მგონი მას უნდა დავუჯერო. გერმანულის წიგნი დავდე და სასწრაფოდ გამოვიცვალე. ჩემი საყვარელი პიჯამები ჩავიცვი. დავწექი, თვალები დავხუჭე და ხვალინდელი დღის მოლოდინში მალევე ჩამეძინა.




შეტყობინება შეასწორა Katherine_Петрова♥ - შაბათი, 2012-01-21, 9:27 PM

T-MOMSENთარიღი: პარასკევი, 2012-01-20, 9:12 PM | შეტყობინება # 14

266
15  +
30  ±
   ±
Offline
Katherine_Петрова♥, rogoor mainteresebs ra moxdeba xval biggrin kidev is mainteresebs edwardi rogoria, anuu kaai bichia tu cudii biggrin nu xo xvdebi rasac vgulisxmooob )) velodebi axal taavs happy


Katherine_Петрова♥თარიღი: პარასკევი, 2012-01-20, 10:32 PM | შეტყობინება # 15
Always and Forever ♥
543
25  +
   ±
Offline
რადგან პირველი ფანფიკია ბონუსად დღეს მესამე თავსაც ვდებ – თან მეც მოუთმენლად ველოდები თქვენს შეფასებებს და შენიშვენბსაც

III თავი

ღამე კარგად მეძინა. დილით ადვილად გავიღვიძე, ეტყობა მაღვიძრის სიგნალად მამლის ყივილის დაყენება კარგი იდეა იყო, ყოველ შემთხვევაში მე ასე მომეჩვენა. სააბაზანოში გავედი და თავი მოვიწესრიგე, სრაფად ჩავიცვი და პირველ სართულზე ჩავედი. მშობლები უკვე გაღვიძებულები დამხვდნენ და ბედნიერი სახით მიცინოდნენ. ვერაფრით მივხვდი რაში იყო საქმე.

– დე , მა, კარგად ხართ ? – ვუთხარი გაკვირვებულმა.
– ბელა, ჩვენ შენთვის საჩუქარი გვაქვს, გარეთ გაიხედე.

სწრაფად მივვარდი ფანჯარასთან და სიხარულისგან ენა ჩამივარდა. ეზოში წითელ ლენტში გახვეული ლამაზი ავტომობილი მიცდიდა. ზუსტად ვერ გეტყვით რა ფირმა იყო, ამაში კარგად ვერ ვერკვევი.

– დიდი მადლობა, ძალიან, ძალიან გამიხარდა. – ვთქვი და დედ–მამას ვაკოცე.

ახლა უკვე აღარ მომიწევდა საშინელ ყინვაში და მოწყენილ დღეებში ფეხით სიარული, მანქანა მყავდა. ეს ყოველთვის ჩემი ოცნება იყო და აი ახდა კიდეც. სულ ცოტა ხანში გავარკვიე, რომ ავტომობილი „ვოლვოს“ ფირმის იყო. არც ისე ახალი მოდელი, მაგრამ მაინც სასურველი. აღარ დავიცადე, „ჩემი ოცნების“ გზაზე გამოცდა მინდოდა, ამიტომ როგორც კი გასაღები ხელში ჩავიგდე სკოლისკენ გავწიე. მართლაც მშვენიერი მანქანა იყო, ზუსტად ჩემი შესაფერი. სკოლაში ადრე მივედი, მაგრამ ეს სულაც არ მადარდებდა. ცივი დღე იყო, ამიტომ სალონში გამათბობელი ჩავრთე და გაკვეთილების გადამეორება და გადამოწმება დავიწყე. სკოლის ავტოსადგომი სულ მალე ბავშვებით აივსო. ზუსტად მაშინ დავადგინე, რომ ედვარდსაც „ვოლვო“ ჰყავდა. ამ ფირმას უკვე ვცნობდი, არ ვიცი რატომ, მაგრამ რატომღაც გულში გამიხარდა. სულელი თინეიჯერივით დავიწყე ფიქრი. ედვარდმა სკოლაში როზალი და ემეტიც მოიყვანა. ისინი უკვე მანქანიდან გადმოდიოდნენ, როცა მეც გადავწყვიტე, რომ კლასამდე როზალისთან ერთად წავსულიყავი.

– როუზ, დამიცადე, ერთად წავიდეთ – დავუძახე.

ის ემეტს გამოემშვიდობა და ჩემკენ წამოვიდა. კლასამდე არც ერთს არ ამოგვიღია ხმა. პირველი ინგლისურის გაკვეთილი გვქონდა, როზალიმ ჩემ გვერდით წყნარად დაიკავა ადგილი. ეტყობოდა, რაღაცის თქმას აპირებდა.

– ბელა, შენ კარგი ადამიანი ხარ, ჩვენ მეგობრობაზე ბევრი ვიფიქრე და მივხვდი სადაც შევცდი. ემეტსაც მოვუყევი იმ კომენტარის შესახებ პირველ დღეს რომ გავაკეთე და მანაც მითხრა, რომ შეცდომა დავუშვი. გთხოვ მაპატიე, საერთოდ ფიცხი ხასიათის ვარ. მინდა საუკეთესო მეგობრები გავხდეთ. შემდეგ შაბათ–კვირას ჩემი მშობლები სახლში არ იქნებიან. მე და ჩემმა ძმამ ჯასპერმა გადავწყვიტეთ მეგობრების დაპატიჟება. არავითარი ფართი, მხოლოდ რამდენიმე ჩვენთაგანი.

– დიდი მადლობა როუზ, ვიფიქრებ ამაზე – მხოლოდ ამის თქმა მოვასწარი, მასწავლებელი უკვე ოთახში შემოდიოდა.

მთელი დღე ისე გავიდა, არც ერთს ხმა აღარ ამოგვიღია, გაკვეთილის შესახებ მოკლე კითხვა–პასუხით შემოვიფარგლებოდით. ბოლოს ერთმანეთს დავემშვიდობეთ, ის წავიდა, მე კი გერმანულზე დავრჩი. გაკვეთილი უკვე დაწყებული იყო, რომ კარი გაიღო და ... თვალებს არ დავუჯერე, ჩემმა კიდევ ერთმა ოცნებამ შემოსვლა ითხოვა. ედვარდი გერმანულს ესწრებოდა. ოჰოო, ესეც სიახლე. მთელი გაკვეთილი ჩუმად ვაპარებდი მისკენ თვალებს. რამდენჯერმე მისი თვალებიც შემეჩეხნენ და სიმართლე გითხრათ, მათში ვერაფერი ამოვიკითხე. ეტყობა როზალიმ არაფერი უთხრა, გულში გამიხარდა და მას მადლობა გადავუხადე. გაკვეთილი მაშინ დამთავრდა მალე, როცა მინდოდა გაწელილიყო. ოთახიდან ერთად გამოვედით, უფრო სწორად ერთდროულად და არა ერთად. ხმა არც ამოუღია. სახლში მოწყენილი წავედი. ბევრი ვიფიქრე და როუზთან წასვლა გადავწყვიტე, გავერთობოდი, ცოტა სწავლისგან დავისვენებდი და იქნებ მეგობრებიც შემეძინა. პარასკევი იყო, სამეცადინო არ მქონდა და ამიტომ მთელი დარჩენილი დღე ტელევიზორთან გავატარე. ჩემი საყვარელი სერიალის კიდევ ერთ ახალ სერის ვუყურე. „ვამპირის დღიურები“. ძალიან მაგარია, სიმართლე გითხრათ დეიმონის სტეფანს მირჩევნია, მინდა ელენას უყვარდეს. გოგონას კიდევ ერთმა უარყოფამ ძალიან გამაბრაზა, საწყალი დეიმონი. გაცეცხლებულ გულზე ტელევიზორი გამოვრთე და პულტი ვისროლე. არ ვიცი, ეს რატომ დამემართა, ვფიქრობ არა მხოლოდ სერიალის გამო. ცოტა დავმშვიდდი და როზალის დავურეკე, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვუთხარი. ხმაზე შევატყვე, რომ გულწრფელად გაუხარდა. ამან მეც გამახარა. უკვე კარგად დაწყნარებული ვიყავი, ამიტომ ტელევიზორი ისევ ჩავრთე. ასე გავიყვანე დრო. დივანზე ჩამეძინა. ამის მერე მხოლო ის მახსოვს როგორ შემაღვიძა დედაჩემმა. ბუზღუნით ავდექი და ზევით ავედი. ძლივს გამოვიცვალე, საწოლზე „დავეგდე“ და ჩემი გონება ისევ დაიბინდა.




შეტყობინება შეასწორა Katherine_Петрова♥ - შაბათი, 2012-01-21, 9:27 PM
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ძებნა: