ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ფორუმის მოდერატორი: S@li, DiiiK♥  
My Dark Angel ♥

Katherine_Петрова♥თარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-19, 11:27 PM | შეტყობინება # 1
Always and Forever ♥
543
25  +
   ±
Offline


სახელწოდება: My Dark Angel ♥
ავტორი: Katherine_Петрова♥
ბეტა: Katherine_Петрова♥ (ანუ მე)
დისკლეიმერი: გმირების სახელებზე საავტორო უფლება აქვს სტეფანი მეიერსა და მე
რეიტინგი: G (General)
პეირინგი: ბს/ეკ
ჟანრი: Romance, Drama
სამარი: სიყვარულის ისტორია, რომელიც ბელას ცხოვრებას ცვლის ...
სტატუსი: წერის პროცესშია.
ავტორისგან: მადლობა ყველას, ვინ წაიკითხავს. ნაწარმოები არც ისე კარგია, მაგრამ თქვენგან სწორ შეფასებებს და კარგ რჩევებს მოველი :*


პროლოგი

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ ადგილებში ვიქნებოდი, მითუმეტეს ჩემი მშობლების შვილი. ხო, ალბათ სიყვარულმა შემცვალა, მაგრამ არაფერს ვნანობდი. ფული შევაგროვე და ედვარდის გამოსვლას ველოდი. მის გამო ყველაფერზე წავიდოდი. ჩემს ისტორიას ბედნიერი დასასრული უნდა ჰქონოდა.


ძირითადი პერსონაჟები


შეტყობინება შეასწორა Katherine_Петрова♥ - პარასკევი, 2012-01-20, 12:42 PM

T-MOMSENთარიღი: პარასკევი, 2012-01-20, 11:02 PM | შეტყობინება # 16

266
15  +
30  ±
   ±
Offline
Katherine_Петрова♥, sayvareeliii taavi iyooo )) ise kargi iqneba tu cota gaadideeb taveebs da ise izam rom titoeul tavshi rame mnishvnelovani moxdes, xooo xvdebii rasaac vgulisxmooob )) isee kii dzaaliaan momwoons es fiki, uzomod mainteresebs rogor gaicnoben bella da edwardi ertmanets da shemdeg rogor ganvitardeba mati urtiertoba happy
uiii personajebiiic dzaaalian momwooons biggrin happy



Bella_and_Edwardთარიღი: პარასკევი, 2012-01-20, 11:35 PM | შეტყობინება # 17

96
6  +
14  ±
   ±
Offline
dzalian magari iyo da martla kargi iqneba tu gadideb kiss love

http://s1.ipicture.ru/

♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2012-01-21, 0:05 AM | შეტყობინება # 18
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
მეორე და მესამე ერთად წავიკითხე და მომეწონა. მეც კი გეტყოდი ცოტა გაზარდეთქო, მაგრამ რადგან დაწერილი გაქვს ეს თავები, ვჩუმდები biggrin როზალის შეცვლა რამ განაპირობა? იმედი მაქვს ცუდი არაფერი მოხდება. მოუთმენლად ველოდები წვეულების დღეს


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

littlegirlთარიღი: შაბათი, 2012-01-21, 0:12 AM | შეტყობინება # 19
NObody's Little Girl
224
33  +
34  ±
   ±
Offline
vaaa.ara marto saintereso,aramed kargad dawerilicaa biggrin mxatvruli enit biggrin



ani_edwardთარიღი: შაბათი, 2012-01-21, 0:41 AM | შეტყობინება # 20

4
0  +
0  ±
   ±
Offline
biggrin biggrin biggrin biggrin biggrin

ani_edwardთარიღი: შაბათი, 2012-01-21, 0:42 AM | შეტყობინება # 21

4
0  +
0  ±
   ±
Offline
biggrin biggrin biggrin biggrin biggrin

Katherine_Петрова♥თარიღი: შაბათი, 2012-01-21, 1:27 AM | შეტყობინება # 22
Always and Forever ♥
543
25  +
   ±
Offline
ყველას უღრმესი მადლობა რომ კითხულობთ და მოგწონთ kiss

♥vampiressa♥, შენ სწორად გამიგე რო დაწერილი მაქ და რა ვქნა –მარა დიდი როა ხოლმე ჩემი თავის გამოცდილებიდან ვიცი მეზარება კითხვა და ამიტომ გადავწყვიტე პატარა.. წვეულებას ელოდე kiss და არა .. ჩემი როუზი არც ისე ცუდია

T-MOMSEN, Bella_and_Edward, გავითვალისწინებ (შევეცდები მაინც)
ნატ კი მარა ყველაში რამე ვერ მოხდება, ბრაზილიური სერიალი ხო არაა ?? :დ ცოტა თხრობაც უნდა biggrin

littlegirl, მადლობა kiss



T-MOMSENთარიღი: შაბათი, 2012-01-21, 2:07 PM | შეტყობინება # 23

266
15  +
30  ±
   ±
Offline
Katherine_Петрова♥, kii getanxmeebiiii biggrin tavebii ukve dawerilii gaaqvs? mashiiin avitaan patara tavebs iyoos biggrin
ise kide dzaalian momwoons es fikii da rogorc ukve gitxari mainteresebs rogor ganvitardeba bellasa da edwardis urtiertobebi happy



Crazyთარიღი: შაბათი, 2012-01-21, 2:24 PM | შეტყობინება # 24

202
11  +
6  ±
   ±
Offline
IIIIIIIIIII ra kai fikia exa vnaxe da moomewona : PP Katherine_Петрова♥, yochag damaintriga shemdeg taavs moutmenlad velodebi kiss shy


♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2012-01-21, 2:40 PM | შეტყობინება # 25
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
soop axali tavi iqneba dgees?


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

ucnobiucnobi2თარიღი: შაბათი, 2012-01-21, 5:20 PM | შეტყობინება # 26
Nemo Me Impune Laccesit !
639
30  +
34  ±
   ±
Offline
: )) dghes iqneba axali tavi ?

Vampire_GvaberiDzeთარიღი: შაბათი, 2012-01-21, 7:53 PM | შეტყობინება # 27
^ Normal People Scare Me ^
817
32  +
44  ±
   ±
Offline
Katherine_Петрова♥, სოფ შენ და ფიკები ? ?
მე პირადად მომეწონა კაია : * happy happy



Katherine_Петрова♥თარიღი: შაბათი, 2012-01-21, 9:11 PM | შეტყობინება # 28
Always and Forever ♥
543
25  +
   ±
Offline
მადლობა ყველას, მიყვარხართ ძალიან kiss ეს თავი მგონი ცოტა გაგახარებთ სიდიდით

ეს კი ახალი პერსონაჟია – მაიკ ნიუტონი



IV თავი

წამები, წუთები, საათები არ ჩერდებოდნენ და ამასთან ერთად ჩემი ცხოვრებაც დაუნდობლად მიდიოდა, ერთფეროვნად, მოსაწყენად. როზალის წვეულება ახლოვდებოდა, შთაბეჭდილების მოხდენა მინდოდა, ამიტომ ხვალ შოპინგს ვგეგმავდი. სკოლაშიც არაფერი ხდებოდა. მანქანას თანდათან ვეჩვეოდი. ახალი ამბავი კი ის იყო, რომ ედვარდი აღარ მიყვარდა და არც მომწონდა. მივხვდი, რომ ძალიან სულელურად გამოვიყურებოდი როცა ვფიქრობდი, რომ ყურედღებას მომაქცევდა. ეს ყველაფერი რაც არ უნდა იყოს მაინც ხელს მიშლიდა სწორად ცხოვრებაში. ისედაც თუ დავუკვირდებით, არაფერია მასში გასაოცარი, უბრალოდ ერთი მოსაბეზრებელი, მაგრამ ძალიან სიმპათიური ბიჭია. კიდევ ერთი ახალი ამბავი მაქვს, გერმანულში კონკურსი ჩაატარეს, პრიზი კი ერთ თვიანი მოგზაურობაა ყველა მთავარ და საინტერესო ქალაქში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საჩუქარს მხოლოდ სამი გამარჯვებული მიიღებს. ძალიან მინდა ერთ–ერთი მათგანი ვიყო, ვფიქრობ კაგადაც დავწერე, აი შედეგებისთვის კი ორშაბათამდე მომიწევს ლოდინი. დღეს სკოლაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ერთი ჩვეულებრივი და ოდნავ მოსაწყენი დღე იყო. სახლში რომ მოვედი ყველაფერი ვიმეცადინე და ახლა უსაქმურად ვიჯექი. დღემ ასე სწრაფად ჩაიარა. საღამოს მოვწესრიგდი და დაწოლის შემდეგ ჩემს თავზე დავიწყე მუშაობა, მალე რომ დამეძინა. არაფერი გამომივიდა. ცოტა ხანში მოვეშვი და ამის მერე ჩამძინებია. დილით ადრე გავიღვიძე, კარგ ხასიათზე ვიყავი. დაბლა ჩავედი და ჩემთვის ბურღულეულით საუზმე მოვიმზადე. ხმაურში დედასაც გაეღვიძა. ხალათი ჰქონდა შემოხვეული. მთქნარებით დაეშვა პირველ სართულზე და ჩემს გვერდით ჩამოჯდა.

– ბელა, საყვარელო, როგორ ხარ ? სკოლაში საქმეები როგორ მიდის ?
– კარგად ვარ, დედა. სკოლაშიც ყველაფერი ძველებურადაა. გუშინ გერმანულში გამოცდა დავწერე. სამი გამარჯვებული მთელს მსოფლიოში იმოგზაურებს. მგონი ერთ–ერთი მე უნდა ვიყო – ვუპასუხე ჩქარ–ჩქარა და თან ჭამა გავაგრძელე.
– რა კარგია, ძვირფასო, მეც მინდა რო გაიმარჯვო. მაიკი როგორ არის ? დიდი ხანია არ შემოუვლია.
– დე, ის ჩვენთან ადრე დადიოდა. ახლა სხვანაირადაა საქმე – რატომღაც გავწითლდი.
– კარგი ჰო, თავს აღარ მოგაწყენ, წყნარად ჭამე. მე წავალ მამაშენს გავაღვიძებ.

დედა წავიდა. მე და ჩემი წიწიბურაღა დავრჩით ოთახში. საუზმე სწრაფად დავამთავრე, ჭურჭელი ამოვრეცხე და რამდენიმე წუთი სიჩუმეი გავატარე. საათი აჩვენებდა, რომ გასვლის დრო იყო. „ვოლვოს“ სალონში მყუდროდ მოვეწყვე და სკოლისკენ წავედი. გზაში, ერთ–ერთ გაჩერებაზე მაიკი დავინახე და ჩქარა გავუჩერე მანქანა.

– მაიკ ჩაჯექი, მალე.
– ბელა, მადლობა ღმერთს, რომ შენი თავი გამომიგზავნა. აღარ შემეძლო. ავტობუსი ძალიან იგვიანეს, დიდი მადლობა.
– კარგი, მორჩი, მაიკ. ამდენი მადლობა საჭირო არაა. როგორ ხარ ?
– უკვე მშვენივრად. შენ როგორ ხარ ? დიდი ხანია შენთან ლაპარაკი მინდა, მაგრამ ვერაფრით ვახერხებდი. იცი, ამ ბოლო დროს საოცრად დავშორდით ერთმანეთს და ეს საერთოდ არ მომწონს. ბელა, მგონი ვერ ხვდები, მაგრამ ისევ ისე მიყვარხარ. მინდა კარგი მეგობრები მაინც ვიყოთ.
– მაიკ, ნუ გამაწითლე. ახლა საერთოდ არ ვიყავი მზად ასეთი საუბრებისთვის. მეც ძალიან მიყვარხარ, მაგრამ როგორც მეგობარი. ბოდიში, რომ ასე დავშორდით. მართლა გეუბნები, მალე ყველაფერს გამოვასწორებ. მე კარგად ვარ. შენი მანქანა სად არის ?
– საწყალს ძრავა გაუფუჭდა. ისე კარგი მანქანა გყავს, ძალიან მომეწონა. სამწუხაროდ ჩემი მანქანა 1 თვეში გაკეთდება.
– ცუდია. ხო მართლა, რა გავაკეთოთ ისევ რომ არ დავივიწყოთ ერთმანეთი ?
– კარგი აზრი მაქვს, დილით გამოგივლი ხოლმე და სკოლაში ერთად ვიაროთ.
– მაიკ, არა მგონია ეს კარგი იდეა იყოს. ძალიან შეგაწუხებ, თან უკვე მანქანაც მყავს.
– გთხოვ რა, –არ მეშვებოდა ის.
– არ ვიცი.
– თუ მართლა გიყვარვარ და ჩემი გახრება გინდა უნდა დამთანხმდე.
– ყოველთვის იცი, რა უნდა თქვა. კარგი, თანახმა ვარ, ოღონდ ერთი პირობით. მე გამოგივლი ხოლმე ჩემი მანქანით. თან სანამ შენი გაკეთდება.
– ურა, გამომივიდა. ცოტა სხვანაირად, მაგრამ მაინც არაუშავს. ძალიან მაგარი ვარ, ძალიან მიყვარხარ – მაიკი ჩემკენ გადმოიწია და ლოყაზე ნაზად მაკოცა.
– მაიკ ! – მკაცრად ვუთხარი მე
– ბოდიში, ბელა. გრძნობებს ავყევი. მართლა გეუბნები, ასე აღარ მოვიქცევი.
– კარგი, გაპატიე. ხომ იცი როგორიც ვარ – გავიცინე. უკვე ავტოსადგომზე ვიყავით გაჩერებულები – გადასვლის დროა, თორემ გაკვეთილზე დავაგვიანებთ.
– ბელა, მმმ.. ამ შაბათ–კვირას რას აკეთებ ?
– ორშაბათს გამოგივლი და ისე მართლა არ მცალია. სტუმრად მივდივარ – როუზი არ ვახსენე.

მე და მაიკი ერთდროულად გადავედით მანქანიდან და რადგან პირველი გაკვეთილი ერთად გვქონდა, კლასისკენ გავემართეთ. შუა გზაში მან ხელი გადამხვია, სიმართლე ვთქვა არ მესიამოვნა, მაგრამ ისეთი გახარებული სახე ჰქონდა, ვერაფერი ვუთხარი. მთელი სკოლა გაკვირვებული სახეებით ჩვენ გვიყურებდა, ალბათ ეგონათ ისევ ერთად ვიყავით. ამან უკვე გამაღიზიანა და ჩუმად ჩავახველე. მაიკი ყველაფერს მიხვდა და შერცხვენილი ბავშვივით ნელ–ნელა ხელი ჩამოიღო. კლასში რომ შევედით დამემშვიდობა და თავისი ადგილი დაიკავა. მე კი როზალი მელოდა.

– ბელა, როგორ ხარ ? შენ და მაიკი ? რა ხდება ? მომიყევი რა. ხვალ ხო მოდიხარ ჩემთან ? ხო, ერთი ნიუანსია და მერე გეტყვი ... – ჩქარ–ჩქარა მომაყარა კითხვები
– კარგად, როზალი, შენ როგორ ხარ ? მე და მაიკი წინა წელს შეყვარებულები ვიყავით, ახლა კი მხოლოდ კარგი მეგობრები ვართ. შენთან მოსვლას ვაპირებ, არ გადამიფიქრია. დღე შოპინგზე მივდივარ, გამომყვები ? და კიდევ, რაღაც ნიუანსზე ლაპარაკობდი.
– რა ხდება და ... ღამე ჩემთან უნდა დარჩე, შეხვედრა ორდღიანია. ნუ გეშინია, კარგად გავერთობით და თანაც მხოლოდ ექვსნი ვიქნებით. ძალიან გთხოვ, უარი არ მითხრა და შოპინგზე, უფრო სწორად სადაც გინდა იქ გამოგყვები – ბოლო სიტყვები სიცილით თქვა.
– ოო, ღამე დარჩენა. არ მგონია გამოვიდეს.
– გთხოვ, ბელა, ძალიან გთხოვ – როუზი საოცრად მონდომებული იყო.
– რა დამყოლი ხასიათი მაქვს – ჩემ თავზე მართლა ვბრაზობდი – და კიდევ, ოთხზე ჩემთან გელოდები.
– მაგარია, მადლობა ბელა, არ დავაგვიანებ.

ამის შემდეგ მხოლოდ მაღაზიებზე ვლაპარაკობდით. დრო ცოტა მოსაწყენად გაიწელა, მაგრამ გაკვეთილები მაინც მალე დამთავრდა. გერმანულიც ჩვეულებრივად ჩატარდა. სახლში სწრაფად მივედი. ვისადილე და შოპინგისთვის გამვეწყვე. წასვლას ჩემი მანქანით ვაპირებდით. დედას ცალკე გამოვართვი ფული, მამას ცალკე. ეს ჩემი ერთგვარი ხრიკი იყო. ამ ფულს ჩემი შეგროვებულიც დავამატე და უკვე საკმარისი მქონდა, რომ საუკეთესო ტანსაცმელი მეყიდა. ეს კი ძალიან მახარებდა. როზალის მართლაც არ დაუგვიანია. ოთხზე მისმა ძმამ მოიყვანა.

– ნახვამდი ჯას – უთხრა და მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა. ჯასპერმა ძრავა ჩართო და წავიდა.
– ბოდიში, ბელა, ჩემს ძმას ძალიან ეჩქარებოდა. ხვალ მაინც უნდა გაიცნო და აღარ გაჩერდა.
– არაუშავს. წავიდეთ ?
– კი, წავიდეთ.

მაღაზიებში ბევრი ვიბოდიალეთ და საბედნიეროდ ორივემ ყველაფერი ვიყიდეთ, რაც გვინდოდა. შოპინგის მერე პატარა კაფეში დავსხედით.

– კარგი შენაძენები გავაკეთეთ – როზალი პარკებს დაჰყურებდა – ხვალ მაგრად გავერთობით.
– იმედია – ჩავიბუტბუტე – ვინ ვიქნებით ?
– ადრეც გითხარი, მხოლოდ ნაცნობები – როუზი პასუხს თავს არიდებდა.
– მაინც ვინ ? – თავს არ ვანებებდი
– მე, ჯასი, შენ და კალენები ... ემეტი, ედვარდი და ელისი. გოგონა ჯაპერის შეყვარებულია .. არ გამოდიოდა ედვარდიც არ დაგვეპატიჟებინა – როზალიმ სირცხვილი იგრძნო.
– როუზ, რაღაც ცუდად ვარ – არგუმენტებს ვეძებდი, რომ წვეულება გამეცდინა – იქნებ სხვა დროს მოვიდე ?
– არა, ბელა, არავითარ შემთხვევაში, სხვა დრო არ არსებობს.
– როზალი, არ მინდა მოსვლა.
– კარგი რა, ედვარდი არ შეგჭამს, ვიცი მის გამო გადაიფიქრე, მაგრამ შენ ხომ არც კი იცნობ.
– ედვარდი არაფერ შუაშია ...
– მოხვალ და მორჩა – როზალიმ სიტყვა გამაწყვეტინა – თუ არა და ძალით მოგათრევ.
– უკვე ძალადობაზე გადადიხარ ? – სიცილით ვუთხარი.
– მოხვალ ხო ? – ისეთი სახე მიიღო უარის თქმას ვერ შევძლებდი – ხო მოხვალ ?
– კარგი, მოვალ – ვუთხარი დამარცხებული სახით – მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ დღეს სახლში მე მიგიყვან – ეს ჩემი კომპრომისი იყო.
– ბელა, არ არის საჭირო, მართლა გეუბნები
– თუ გინდა მოვიდე – მკაცრად ვუთხარი – თან ხვალ სახლს ხომ უნდა მოვაგნო ?
– კარგი, შენ წამიყვანე, მაგრამ ხვალ გამოგივლიან და იმათ უნდა წამოყვე – როზალიმ ტელეფონი ამოიღო, ჯასპერს დაურეკა და აცნობა, რომ მანქანა აღარ სჭირდებოდა.
– წამოვყვები – მთქნარებით ვთქვი – ხომ არ წავიდეთ ?
– მეც რაღაც საქმეები მაქვ კიდევ, ამიტომ წავიდეთ.

როზალის სახლთან მალე მივედით. მას დიდი სახლი ჰქონდა მთავარ ქუჩაზე. მისი უზარმაზარი, გემოვნებიანი და მოდური კონსტრუქცია სხვა, მეზობლად მდგარ პატარა სახლებს მედიდურად დაჰყურებდა. სახლის დანახვაზე პირი ღია დამრჩა. როუზი დამემშვიდობა და სახლში შევიდა. მეც მალე მივედი ჩემთან. დედას და მამას მშვიდობიანი ღამე ვუსურვე, ვუთხარი ხვალინდელი გეგემების, უფრო სწროად საერთოდ ყველაფრის შესახებ და ჩემს ოთახში ავედი. იქაურობა ისეთი არეული იყო, ნერვები მეშლებოდა. დავალაგე და ცოტა დავისვენე. ჩემთვის დასვენები ყველაზე კარგი საშუალება მუსიკაა. CD ფლეიერი საყვარელ სიმღერებს მოვუსმინე. ძილის წინ სააბაზანოში თავი მოვიწესრიგე. ცხელმა შხაპმა ძალიან დამაუძლურა, ამიტომ დავწექი თუ არა, მაშინვე ჩამეძინა.




შეტყობინება შეასწორა Katherine_Петрова♥ - შაბათი, 2012-01-21, 9:12 PM

T-MOMSENთარიღი: შაბათი, 2012-01-21, 9:39 PM | შეტყობინება # 29

266
15  +
30  ±
   ±
Offline
Katherine_Петрова♥, sooop mteliii dgeea aam nanatr taavs velodebiii, shemoval-vnaxav-gaval, shemoval-vnaxav-gaval biggrin kaargi da didi taavii iyoo, dzaaliaan momewooona da UUZOMOOD maintereseebs ra moxdeba wveulebaze )) me chemi intuicia mkarnaxooobs rom bella germanulis gamocdas kargad chaabarebda da samogzaurod kidev edwardtan ertad mouweevs wasvla biggrin happy


Katherine_Петрова♥თარიღი: შაბათი, 2012-01-21, 9:52 PM | შეტყობინება # 30
Always and Forever ♥
543
25  +
   ±
Offline
T-MOMSEN, მადლობა ნატ ყველაფერისთვის kiss ხო აი სამოგზაუროდ .. არ გადამიწყვეტია – ეგ ჯერ არ მიწერია მაგრამ ისე არ მოხდება როგორც თქვენ გგონიათ, ცოტა სხვანარიად <3 წვეულება კი მართლა კარგი იქნება kiss



შეტყობინება შეასწორა Katherine_Петрова♥ - შაბათი, 2012-01-21, 9:52 PM
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ძებნა: