სახელწოდება: My Dark Angel ♥ ავტორი:Katherine_Петрова♥ ბეტა: Katherine_Петрова♥ (ანუ მე) დისკლეიმერი: გმირების სახელებზე საავტორო უფლება აქვს სტეფანი მეიერსა და მე რეიტინგი: G (General) პეირინგი: ბს/ეკ ჟანრი: Romance, Drama სამარი: სიყვარულის ისტორია, რომელიც ბელას ცხოვრებას ცვლის ... სტატუსი: წერის პროცესშია. ავტორისგან: მადლობა ყველას, ვინ წაიკითხავს. ნაწარმოები არც ისე კარგია, მაგრამ თქვენგან სწორ შეფასებებს და კარგ რჩევებს მოველი :*
პროლოგი
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ ადგილებში ვიქნებოდი, მითუმეტეს ჩემი მშობლების შვილი. ხო, ალბათ სიყვარულმა შემცვალა, მაგრამ არაფერს ვნანობდი. ფული შევაგროვე და ედვარდის გამოსვლას ველოდი. მის გამო ყველაფერზე წავიდოდი. ჩემს ისტორიას ბედნიერი დასასრული უნდა ჰქონოდა.
ვიღაც შენიშვნებს ნატრულობდა და კრიტიკოსიც მოვედიიი პირველ რიგში დადებითით დავიწყებ, დამაინტერესა ჯერ სათაურმა, მერე შინაარსმა- ძალიან საინტერესო რაღაცეებს გეგმავ მგონი... თან პროლოგიც ისეთი აქვს... კარგად გავერთე, მაგრამ ცოტა იმედი გამიცრუვდა- რა პატარა და ცოტა თავებია! მეორე რიგში... ესეიგი გამიჩნდა კითხვა: თავიდან მოქმედება მიმდინარეობს ფორქსში, ვაშინგტონის შტატი, აშშ. შემდეგ გადავდივართ გერმანიაში საცხოვრებლად? რატომღაც მე მეგონა, რომ კალენებს, როზალის, მაიკს ყველას აშშ-ში იცნობდა და მერე გადავიდა გერმანიაში, მაგრამ გერმანიის ამბებშიც რომ ესენი გამოჩნდნენ ცოტა დავიბენი. გასაგებია, რო ძველი დაწერილია ეს თავები, მაგრამ აქ დადებამდე აჯობებდა, რომ გადაგეხედა, დაგელაგებინა მოვლენები და მერე დაგედო. მესამე რიგში, ყოფითი ამბებით ძალიან ნუ გადატვირთავ ფიკს, რომელიც არ უკავშირდება ძირითად მოვლენებს. ძალიან ნუ ააჩქარებ დროის გასვლას, აჯობებს მოვლენებით დატვირთო ეს დრო. თუარადა უბრალოდ იმით გააგრძელო, რაც ამ დროის გასვლის შემდეგ ხდება. მოკლედ, ცოტა დასახვეწია, მაგრამ უდავოდ საინტერესო. მე პირადად ძალიან დამაინტერესა და წერის სტილიც მომეწონა იმედია არაფერს მიწყენ
ყველას უღრმესი მადლობა .. და ცალკე აღარ მოგნიშნავთ ძალიან ძალიან მიხარია რო მოგწონთ
☆AnasteishA☆, შენ მადლობა შენიშვნებისთვის
Quote (☆AnasteishA☆)
თავიდან მოქმედება მიმდინარეობს ფორქსში, ვაშინგტონის შტატი, აშშ. შემდეგ გადავდივართ გერმანიაში საცხოვრებლად? რატომღაც მე მეგონა, რომ კალენებს, როზალის, მაიკს ყველას აშშ-ში იცნობდა და მერე გადავიდა გერმანიაში, მაგრამ გერმანიის ამბებშიც რომ ესენი გამოჩნდნენ ცოტა დავიბენი.
არა თავიდანვე გერმანიაში მიმდინარეობს .. მეორე თავი უბრალოდ მოკლე განხილვაა )) 4 წლის წინ გადავიდა გერმანიაში ფორქსიდან (ფორქსი ეს ისე მაინც ბელაა) .. და ედვარდი და როზალი გაიცნო იმ წელს როცა წერს – გერმანიაში ..
Quote (☆AnasteishA☆)
გასაგებია, რო ძველი დაწერილია ეს თავები, მაგრამ აქ დადებამდე აჯობებდა, რომ გადაგეხედა, დაგელაგებინა მოვლენები და მერე დაგედო.
ორი წელია ჯერ გადავხედავ ხოლმე და მერე ვწერ თორე მავიწყდება რა ხდება უკვე ხო უბრალოდ უკვე დავწერე ისე რა ფიკია, თან ნიჭიც არ მაქ კარგი და :)) მეტზე ვერ ვქაჩავ
Quote (☆AnasteishA☆)
მესამე რიგში, ყოფითი ამბებით ძალიან ნუ გადატვირთავ ფიკს, რომელიც არ უკავშირდება ძირითად მოვლენებს. ძალიან ნუ ააჩქარებ დროის გასვლას, აჯობებს მოვლენებით დატვირთო ეს დრო. თუარადა უბრალოდ იმით გააგრძელო, რაც ამ დროის გასვლის შემდეგ ხდება.
ამის გათვალისწინებას კი შევძლებ
Quote (☆AnasteishA☆)
მოკლედ, ცოტა დასახვეწია, მაგრამ უდავოდ საინტერესო. მე პირადად ძალიან დამაინტერესა და წერის სტილიც მომეწონა იმედია არაფერს მიწყენ
ოოჰ ისე მეწყინა მეტი არ შეიძლება პირიქით იმედია დავხვეწ"ავ" მადლობა ყველაფრისთვის
ორი წელია ჯერ გადავხედავ ხოლმე და მერე ვწერ თორე მავიწყდება რა ხდება უკვე
ანუ რის თქმა მინდოდა იცი?
Quote (Katherine_Петрова♥)
არა თავიდანვე გერმანიაში მიმდინარეობს .. მეორე თავი უბრალოდ მოკლე განხილვაა
დაალაგე მოვლენები მეთქი ზუსტად მაგაზე გითხრა, მე და ალბათ ბევრს აერია სად შეხვდნენ ერთმანეთს პირველად ბელა და ედვარდი გერმანიაში თუ ფორქსში, ხოდა ეგ მიმოხილვის თავით რო დაგეწყო ჯერ და მერე გაცნობით რა. ხო აზზე ხარ? უფრო დალაგებული სიტუაცია იქნებოდა მარა გასაგებია, შენ ერთი კონკრეტული დღით გინდოდა დაგეწყო და არა იმით როგორ გადავიდა საცხოვრებლად სვონების ოჯახი გერმანიაში.
Quote (Katherine_Петрова♥)
ისე რა ფიკია, თან ნიჭიც არ მაქ კარგი და :)) მეტზე ვერ ვქაჩავ
არამგონია მასე იყოს. უბრალოდ არ გიფიქრია, არ დაკვირვებიხარ და მაინცდამაინც არც მოგინდომებია დარწმუნებული ვარ აიი ძააალიან მონდომებული რო ყოფილიყავი ორი წლის განმავლობაში ისე ხშირად დაწერდი ხოლმე, რომ უკვე დაწერილების გადახედვა და გახსენება არ დაგჭირდებოდა. პირადი გამოცდილებით ვიცი, რომ იდეებმა დავიწყება იცის და ჯობია არ გაწყვიტო ხოლმე წერის ძაფი, სადამდეც გეწერინება მანამ წერე. (ეს ბოლოს ისე ჩავურთე გეგონება გამოცდილ-აღიარებული მწერალი ვიყო ) მე გულწრფელად გიწერ ყველაფერს და იმედია სწორად გამიგებ. მორჩა, მე აქ შენიშვნებს აღარ დაგიწერ. შემდეგ თავს ველოდები
მე ეხლა ვნახე იუჰ ეს ფიკი, უიჰ :)) ხშირად არ შემოვდივარ ხოლმე, ბოდიში, თორე ყველა ფიკის მკითხველი ვარ ფიკს რაც შეეხება, შინაარსი ძალიან მომეწონა საინტერესოა და განსხვავებულიც. ანასტასიას ვეთანხმები, რომ დასახვეწია, მაგრამ რაღაც ნიჭი მაინც გაქვს, ეს იცოდე ველი შემდეგ თავს. ჩემი აზრით, მსოფლიოს გარშემო ედვარდი და ბელა უეჭველი წავლენ. ელისთან ან როზალისთან ერთად :)) ძალიან მაინტერესებს და გელოდები იცოდე