სახელწოდება: My Dark Angel ♥ ავტორი:Katherine_Петрова♥ ბეტა: Katherine_Петрова♥ (ანუ მე) დისკლეიმერი: გმირების სახელებზე საავტორო უფლება აქვს სტეფანი მეიერსა და მე რეიტინგი: G (General) პეირინგი: ბს/ეკ ჟანრი: Romance, Drama სამარი: სიყვარულის ისტორია, რომელიც ბელას ცხოვრებას ცვლის ... სტატუსი: წერის პროცესშია. ავტორისგან: მადლობა ყველას, ვინ წაიკითხავს. ნაწარმოები არც ისე კარგია, მაგრამ თქვენგან სწორ შეფასებებს და კარგ რჩევებს მოველი :*
პროლოგი
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ ადგილებში ვიქნებოდი, მითუმეტეს ჩემი მშობლების შვილი. ხო, ალბათ სიყვარულმა შემცვალა, მაგრამ არაფერს ვნანობდი. ფული შევაგროვე და ედვარდის გამოსვლას ველოდი. მის გამო ყველაფერზე წავიდოდი. ჩემს ისტორიას ბედნიერი დასასრული უნდა ჰქონოდა.
ღამის ოთხი საათი ხდებოდა, როცა ტელეფონის ვიბრაცია შემომესმა. არც კი დავხედე ისე გავხსენი მესიჯი და მისი კითხვა დავიწყე. წასაკითხი ბევრი არაფერი იყო, უბრალოდ გამომგზავნის სახელს დავშტერებოდი, ედვარდი მწერდა: „უკვე გძინავს ?“. მაშინვე დავუბრუნე პასუხი: „ვერაფრით ვიძინებ, მგონი ვერც შენ“. გაგზავნას დავაჭირე და შემდგომ ესემესს დაველოდე, მაგრამ ისე დაიგვიანა ნახევარდ ჩაძინებულს (როდის ჩამეძინა ვერც კი მივხვდი) ვიბრაციამ ძალიან შემაშინა. როცა ცოტა გონზე მოვედი, რასაც ერთი წუთი დასჭირდა, ტელეფონი დავიტაცე და წავიკითხე: „შენ კართან ვდგავარ, მხოლოდ ჩაცმის დროს გაძლევ და ათ წუთში შემოვდივარ, ტყუილად არ მომწერო, მაინც ვერ გადამათქმევინებ“. არც კი მიცდია მისი შეჩერება. სწრაფად წამოვდექი და თავი მოვიწესრიგე, თმებიც ლამაზად დავიყენე და ისევ დავწექი, ვითომ მესიჯი არც მინახავს. თავი მოვიმძინარე. ორ წუთში კარიც გაიღო და ულამაზესი ადამიანი შემოვიდა. მგონი ისევ მიყვარდებოდა.
– არც მე მეძინებოდა, არც შენ .. არ მინდოდა შემეწუხებინე, მაგრამ ჩემ ოთახში ვეღარ გავძელი, – მაშინღა შემომხედა პირველად – უი ჩაგეძინა ? გავალ თუ გინდა .. – არა, არა – ყველაზე ნაკლებად ახლა მისი წასვლა მინდოდა – არაუშავს, დაჯექი.
ერთად ვისხედით საწოლზე და ვდილობდით ერთმანეთი უკეთესად გაგვეცნო. ბევრი ვილაპარაკეთ, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. თენდებოდა, როცა ჩამეძინა, ან ჩაგვეძინა, არ ვიცი. რომ გამეღვიძა მარტო ვიწექი, მაგრამ გვერდზე პატარა ფურცელი იდო: „ბოდიში რომ დაგტოვე, როზალისთან მოვაგვარებ რაღაცას თორემ ჩვენი საქმე ცუდადაა“. მაშინვე ავდექი, ჩავიცვი, მოვწესრიგდი და გავედი. არ ვიცოდი, ედვარდი რაზე ლაპარაკობდა, მაგრამ ძალიან მინდოდა გამეგო. ისე ცოტა მრცხვენოდა რომ ჩამეძინა, უფრო სწორად საერთოდ რომ შემოვუშვი, მაგრამ არ ვნანობდი. ჩქარი ნაბიჯით ჩავიარე კიბეები და მისაღებში შევედი. ჩემი შესვლა არავის გაუგონია. როუზი ხმამაღლა იცინოდა. უცებ კომპიუტერს შევხედე და გავწითლდი, თანაც გავიგე რა ხდებოდა: დესკტოპზე ჩემი და ედვარდის სურათი იყო ... გვეძინა ... მე საბანი მეხურე, ის კი ზევიდან იწვა და მთლიანად მე მომხუტებოდა ... ჩვენ ერთმანეთის ხელები გვეჭირა. ძალიან, ძალიან შემრცხვა ყველა იქ მყოფის, მე ხომ მეძინა, ასეთი არაფერი მახსოვდა, მასაც ეძინა .. თუ არა ? ამას აუცილებლად გავარკვევდი, მაგრამ იმ დროს მხოლოდ გაპარვა მინდოდა. სამწუხაროდ შემამჩნიეს. ელისმა ხელი მომიდა და შიგნით შემათრია. ინსტიქტურად სახე ხელებით დავიფარე, ამ დროს ემეტმა გამაყრუებელი როხროხი დაიწყო.
– ხოო ...სწორედ ამ პრობლემაზე გითხარი ... – დაიწყო ედვარდმა.
მე ყველანაირად ვცდილობდი, რომ ნერვიულობა რა შეეტყოთ, მაგრამ ჭარხალივით წითელი ვიყავი. თავი მოვაბი და ვთქვი:
– არაფერია, ჩვენ ხომ გვეძინა – ძლივს ამოვილუღლუღე, არა და მართლა მცხვენოდა. – შენ კი და აი ედვარდს ? – ჩუმად ჩაიცინა როზალიმ, მაგრამ მაინც გავიგე.
ნუთუ მან დანამდვილებით იცოდა ეს ? სიბრაზემ შემომიტია, მაგრამ მალევე გამიარა, სანამ ჩემით არ გავიგებდი ყველაფერს არ ღირდა პანიკის ატეხვა. სურათი ვერაფრით წავაშლევინე, იმაზე კი დავითანხმე, რომ არავის ენახა. რას გავაწყობდი, სულ არაფერს ხომ ეს ჯობდა. შემდეგ ვისაუზმეთ. ჯასპერს ელისი უნდა წაეყვანა და მეც მოვინდომე წასვლა. სახლში ღიმილით შევედი, დედაჩემს მოკლედ მოვუყევი ყველაფერი (გამონაკლისების გარდა) და ჩემს ოთახში ავედი. ორ რამეზე დავიწყე ფიქრი: ერთი რა თქმა უნდა ძალიან ადვილი მისახვედრია, მეორე კი გერმანულის შედეგები იყო, რომელიც ხვალ უნდა გამეგო. ვცდილობდი მარტო მეორეზე მეფიქრა და მენერვიულა, მაგრამ პირიქით გამომდიოდა. ანგელოზი დაბრუნდა.
P.S. ძალიან დიდი ბოდიში რომ ამდენი ხანი გალოდინეთ და ესეთი პატარა თავი დადვე, მაგრამ იმედია მაპატიებთ (ყველა დადიხართ სკოლაში და იცით როგორ დღეშიც ვიქნები) იმედია მოგეწონებათ და მადლობა რომ ამდენი ხნის მერე ისევ კითხულობთ ჩემს ფიკს !
ramdeni xnis nanatri tavi!!!! ra tbilii iyo tan ratomgac darwmunebuli var rom bellas da eds ertad mouwevt wasvla germanulis konkursidan ecade rom male dado axali raa